понедельник, 11 января 2021 г.

ბერტრან რასელი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ბერტრან რასელი



(ინგლ. Bertrand Arthur William Russell, დ. 18 მაისი1872ტრელეკიუელსი — გ. 2 თებერვალი1970პენჰინდეიდრაიტიუელსი) — ბრიტანელი ფილოსოფოსილოგიკოსიმათემატიკოსი, საზოგადო მოღვაწე, პაგუოშის კონფერენციების ერთ-ერთი დამაარსებელი, ლოგიციზმისნეოპოზიტივიზმის და „ნეიტრალური მონიზმის“ წარმომადგენელი. 1910-1916 წლებში კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორი. 1908 წლიდან ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი. მნიშვნელოვანი ევოლუციის ავტორი ფილოსოფიაში, რომელიც თვითონ განმარტა, როგორც პითაგორეიზმის პლატონისეული ინტერპრეტაციიდან იუმიზმისკენ გადასვლა. ითვლება ინგლისური ლოგიკური პოზიტივიზმისა და ნეორეალიზმის ერთ-ერთ მთავარ დამაარსებლად.

1950 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. შვედეთის აკადემიის წევრი — ანდრეე ესტერლინგი რასელს ახასიათებდა, როგორც რაციონალიზმისა და ჰუმანიზმის ერთ-ერთ ბრწყინვალე წარმომადგენლად, რომელიც დასავლეთში უშიშრად იბრძოდა სიტყვისა და აზრის თავისუფლებისთვის. მისი პირველი წიგნი — გერმანული სოციალ-დემოკრატია დაიბეჭდა 1896 წელს. საკუთარი ლოგიკური შეხედულებები მათემატიკური სისტემების მიმართ წარმოადგინა 1903 წელს გამოცემულ წიგნში „მათემატიკის პრინციპები“.

იხ. ვიდეო

ბერტრან არტურ უილიამ რასელი დაიბადა 1872 წლის 18 მაისს, უძველეს ინგლისურ არისტოკრატიულ ოჯახში. მამამისი, ვიკონტი ემბერლი, ჯონ რასელის მესამე ვაჟი იყო, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში ვიგების ლიდერობა და ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრობა მოესწრო 1846–1852 და 1865–1866 წლებში.

ფილოსოფოსის წარჩინებულ წარმომავლობაში უნდა ვეძიოთ მიზეზი იმისა, რაც აგრე რიგად იყო დამახასიათებელი ინგლისელი ლორდების შთამომავლისათვის. მას სჯეროდა რომ გააჩნდა "ხმის უფლება" და მთელი ცხოვრება იგი დარწმუნებული იყო რომ მის შეგონებებს შეისმენდნენ.

რასელთა საგვარეულო უხსოვარი დროიდან იყო ცნობილი დამახასიათებელი ლიბერალური ფასეულობებით, რაც აგრე რიგად იკვეთებოდა ინგლისური არისტოკრატიის ფონზე. რასელების გვარის წარმომადგენლებმა სახელი გაითქვეს ლიბერალური შეხედულებებისათვის ბრძოლით, კერძოდ 1683 წელს, ლორდი უილიამ რასელი სიკვდილით იქნა დასჯილი მეფის დესპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წარმოებისათვის, ანგლიკანი მეფისადმი რომლის შეუწყნარებელ დამოკდებულებას კათოლიკეთა მიმართ, როგორც ჩანს, ვერ ეგუებოდა ლორდი. ბერტრან რასელის პაპა, ლორდი ჯონ რასელი მონაწილეობდა 1832 წელს ჩატარებულ პარლამენტის რეფორმაში, რომლის დროსაც თითქმის ორჯერ გაიზარდა ამომრჩეველთა რიცხვი ქალაქის საშუალო და შეძლებული ფენის ბურჟუაზიის წარმომადგენლების ხარჯზე. ბერტრან რასელის ნათლია იყო ჯონ სტიუარტ მილი – "XIX საუკუნის ინგლისური ლიბერალიზმის ინტელექტუალური სინდისი", შეიძლება ითქვას რომ სწორედ მისგან და მისი წინაპრებისაგან გადმოყვა მას ლიბერალური ფასეულობებისადმი მისწრაფებანი.

ბერტრან რასელი მშობლები ნაადრევად დაიღუპნენ. მომავალ ფილოსოფოსს და მის ძმას კი მშობლების დაღუპვის შემდგომ ბებია ზრდიდა არისტოკრატულ ატმოსფეროში, სადაც თავისუფალი აზროვნება განმარტოებით იყო გაჯერებული. ძმები განათლებას შინ იღებდნენ, ეცნობოდნენ მდიდარ ბიბლიოთეკას და წიგნების საკითხავად და მათ გასაანალიზებლად მათ ამისათვის ძალიან ბევრი დრო ჰქონდათ.

1910-1920-წლებში ბერტრან რასელი ჯონ სტიუარტ მილის შეხედულებებს იზიარებდა და მისი აქტიური მხარდამჭერი იყო. შინაურ გარემოში შექმნილმა ატმოსფერომ, სადაც ლიბერალური იდეები ნორმად იყო ქცეული ჩამოაყალიბა მომავალი ფილოსოფოსის მსოფლმხედველობა.

1899 წლის მიწურულს ბერტრანმა ტრინიტი–კოლეჯში ჩააბარა (კემბრიჯი), სადაც 1894 წლის ივნისამდე სწავლობდა. ტრინიტი–კოლეჯში სწავლის პერიოდში რასელი ეუფლებოდა მათემატიკას და ლოგიკას. სწავლის დასრულების შემდეგ იგი ბევრს მოგზაურობდა. ბერლინში იგი გაეცნო გერმანულ სოციალ–დემოკრატიულ და სოციალისტურ მოძრაობებს და შედეგად 1896 წელს დღის სინათლე იხილა მისმა ნაშრომმა "გერმანული სოციალ–დემოკრატია".

ამ პერიოდის განმავლობაში ბერტრანი მათემატიკით, ლოგიკითა და ფილოსოფიით ძლიერი გატაცებით იყო დაკავებული. 1896 წელს მან დაწერა სადოქტორო დისერტაცია გეომეტრიაში და სულ ცოტა ხანში იგი აღიარებული მეცნიერი შეიქნა. იგი ბრიტანეთის სამეფო სამეცნიერო საზოგადოებაში მიიღეს.

იხ. ვიდეო ბერტრამ რასელი ციტატები და და გამონათქვამები რომელმაც შეცვალეს სამყარო



1910 წელს რასელმა პოლიტიკაშიც სცადა ბედი. მან გადაწყვიტა კენჭი ეყარა, თუმცა საკუთარი ათეისტური შეხედულებების გამო, მან საზოგადოების მხარდაჭერა ვერ მიიღო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არჩევნებში მარცხი მან 1922 და 1923 წლებშიც გაიზიარა. 1908 წელს რასელი ე.წ. ფაბიანური საზოგადოების წევრი გახდა, 1914 წელს კი ლეიბორისტულ პარტიაში შევიდა. იგი ლეიბორისტული პარტიის წევრი 1965 წლამდე დარჩა, როდესაც კარიბის კრიზისის დროს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკით უკმაყოფილო ფილოსოფოსმა არჩია დაეტოვებინა პარტიის რიგები. მიუხედავად ამისა, მისი შეხედულებების სიცოცხლის ბოლომდე ლიბერალურ პოზიციებზე რჩებოდა.

თუმცა, საერთო ჯამში, უნდა აღინიშნოს რომ 1914 წლამდე პოლიტიკა ბერტრან რასელის ცხოვრებაში ძლიერ უმნიშვნელო როლს თამაშობდა. იგი მთელი არსებით ჩაფლული იყო მეცნიერებაში, თავდაპირველად როგორც სტუდენტი, შემდგომში კი როგორც მასწავლებელი.

პირველმა მსოფლიო ომმა ბერტრან რასელის ცხოვრებაში ძლიერი ემოციური რყევა გამოიწვია. "მე იძულებული გავხდი გადამეხედა ჩემი შეხედულებებისათვის ადამიანური ბუნების შესახებ" – წერდა შემდგომში იგი. – "უწინ მე ვთვლიდი, რომ შვილების სიყვარული მშობლის ბუნებრივი გრძნობაა, მაგრამ ომმა მე დამარწმუნა, რომ ეს გრძნობა არც–თუ ხშირად გვხვდება ადამიანებში". მით უმეტეს შეუწყნარებელი იყო მისთვის იმის ნახვა, თუ რა გულგრილობით ეკიდებოდნენ ომს კემბრიჯში. როგორც აღმოჩნდა, მათ ინტელექტუალურ უმწიკვლოებას საკუთარი საზღვრები ჰქონდა. შემდგომში ფილოსოფოსი დაწერს – „აქამდე მე მეგონა, რომ ინტელექტუალთა უმრავლესობა ჭეშმარიტების მოყვარული იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა სიმართლეზე წინ საკუთარ პოპულარობას აყენებს“.

იხ. ვიდეო




Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...