суббота, 23 января 2021 г.

ანდრომედეს გალაქტიკა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

ანდრომედეს გალაქტიკა
ანდროედას გალაქტიკა ავტორი დავით დვალი გადაღებული თბილისიდან
სპირალური გალაქტიკა, რომელიც დაახლოებით 2,5 მილიონი სინათლის წლის მანძილზე იმყოფება დედამიწიდან, ანდრომედას თანავარსკვლავედში. ის ასევე ცნობილია, როგორც "მესიე 31", M31 ან NGC 224. ანდრომედა ხშირად არის მოხსენიებული ძველ ტექსტებში, როგორც "დიდებული ანდრომედას ნისლეული". ეს გალაქტიკა უახლოესი სპირალური გალაქტიკაა, რომელიც ჩვენს გალაქტიკასთან მდებარეობს, მაგრამ არა ყველაზე უახლოესი. მან თავისი სახელი მიიღო იმ ცის ნაწილიდან, რომელშიც ის ჩნდება ხოლმე - ანდრომედას თანავარსკვლავედში, რომელმაც ეს სახელი მითოლოგიური პრინცესა ანდრომედასგან მიიღო. M31 ყველაზე დიდი გალაქტიკაა "ადგილობრივ ჯგუფში", რომელიც ასევე მოიცავს ჩვენს "ირმის ნახტომს" და 30-მდე სხვა შედარებით პატარა გალაქტიკას. მართალია ანდრომედა უდიდესია "ადგილობრივ ჯგუფში", მაგრამ ის ყველაზე მასიური არაა. ახალ კვლევებს თუ დავუჯერებთ, ჩვენი გალაქტიკა შეიცავს უფრო მეტ ბნელ მატერიას და სრულიად შესაძლებელია "ირმის ნახტომი" იყო ყველაზე მასიური ჯგუფში. 2006 წლის დაკვირვებების მიხედვით, რომელიც "სპიცერის" ინფრაწითელი ტელესკოპით მოხდა, M31-ში არსებობს 1 ტრილიონი ვარსკვლავი: სულ ცოტა, ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვენს გალაქტიკაში. "ირმის ნახტომში" მეცნიერებმა შეაფასეს ვარსკვლავების რაოდენობა და გამოვიდა, რომ ის შეიცავს 200-400 მილიარს მნათობს.
ჩვენგან უახლოესი გალაქტიკებია ანდრომედას, მაგელანის მცირე და დიდი გალაქტიკები და 20-მდე ჯუჯა გალაქტიკები ქმნის ერთ დიდ სისტემა რ-ის განივი დაახლ. 700 000 პარს. მანძილზე. დაახლ 10-ჯერ აღემატება მათ ზომებს ზუსტი ზომები კი უცნაბია.

ანდრომედას გალაქტიკა, მეცნიერთა აზრით, დაახლოებით იწონის 7,1x1011 მზის მასას. შედარებისთვის, 2009 წლის კვლევების მიხედვით, "ირმის ნახტომი" და ანდრომედა დაახლოებით ერთი და იმავე მასის არიან, ხოლო 2006 წლის გამოკვლევები აჩვენებენ, რომ "ირმის ნახტომი" ანდრომედას მხოლოდ 80% იწონის. 3,75 მილიარდ წელიწადში, ეს ორი გალაქტიკა ერთმანეთს შეეჯახება.

იხ. ვიდეო

ასტრონომიის მკვლევართა ჯგუფის თანახმად, რომელმაც 2010 წელს გააკეთა განცხადება, M31-ის ფორმირება მოხდა ორი შედარებით პატარა გალაქტიკის შეჯახების შედეგად, დაახლოებით 5-9 მილიარდი წლის წინ.

სულ ცოტა 4 განსხვავებული ტექნიკის გამოყენება გახდა საჭირო ანდრომედამდე მანძილის დასადგენად. 2003 წელს, ინფრაწითელი ზედაპირის სიკაშკაშის ფლუქტუაციების (ი-ზსფ) და სხვა მეთოდების გამოყენებით მეცნიერებმა ანდრომედამდე შეაფასეს მანძილი და აღმოჩნდა დაახლოებით 2,57 ± 0.06 მეგასინათლის წელიწადი (790 ± 18 კილოპარსეკი. ამავე წელს, ცვლადი ცეფეიდების გამოყენებით, ამ გალაქტიკამდე მანძილი 2.51 ± 0.13 მეგასინათლის წელიწადი იყო. 2005 წელს, ასტრონომთა ჯგუფმა იგნასი რიბასის ჩათვლით და მათ კოლეგებმა განაცხადეს დაბნელებადი ორმაგი ვარსკვლავური სისტემის ანდრომედაში აღმოჩენის შესახებ. ორმაგი სისტემა სახელად M31VJ00443799+4129236, შეიცავს ორ კაშკაშა და ცხელ ცისფერ O და B ტიპის ვარსკვლავებსვარსკვლავის დაბნელების შესწავლით, რომელიც ყოველ 3.54969 ერთხელ ხდება, ასტრონომებმა შეძლეს მათი ზომები განესაზღვრათ. ვარსკვლავების ზომისა და ტემპერატურა როდესაც დაადგინეს, მათ უკვე შეძლეს და გაზომეს ვარსკვლავების აბსოლუტური მაგნიტუდა. როდესაც ვიზუალური და აბსოლუტური მაგნიტუდა ცნობილია, ამ ვარსკვლავებამდე მანძილის დადგენა იოლია. ეს მნათობები იმყოფებიან დაახლოებით 2,52 ± 0.14 მეგასინათლის წლის მოშორებით (770 ± 43 კილოპარსეკი), ხოლო მთლიანი ანდრომედას გალაქტიკა კი დაახლოებით 2,5 მეგასინათლის წლის მანძილზე (770 კილოპარსეკი). ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ცვლადი ცეფეიდების გამოყენებით მანძილის დადგენის სიზუსტეს.



  

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...