среда, 20 января 2021 г.

დუაიტ ეიზენჰაუერი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                  დუაიტ ეიზენჰაუერი

აშშ-ის 34-ე პრეზიდენტი

 ამერიკაში გავრცელებული სახელი „აიკ“ (ინგლ. Dwight David „Ike“ Eisenhower; დ. 14 ოქტომბერი,1890დენისონიტეხასის შტატი — გ. 28 მარტი,1969ვაშინგტონი) — ამერიკელი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, აშშ-ის არმიის ხუთვარსკვლავიანი გენერალი, აშშ-ის 34-ე პრეზიდენტი 1953–1961 წლებში რესპუბლიკური პარტიიდან.

1915 წელს ეიზენჰაუერმა აშშ-ის სამხედრო აკადემია დაამთავრა. პირველი მსოფლიო ომის დროს იგი პენსილვანიის სამხედრო ბანაკში იმყოფებოდა, თუმცა ფრონტზე არ გაუგზავნიათ. მეორე მსოფლიო ომის დროს ეიზენჰაუერი მოკავშირეთა ძალების მთავარსარდალი იყო ევროპაში. 1942-43 წლებში იგი ჩრდილოეთ აფრიკასა და იტალიაში, ხოლო 1944-45 წლებში საფრანგეთსა და გერმანიაში მოკავშირეების შეჭრას ხელმძღვანელობდა. არმიის გენერალი (1944), მრავალი ჯილდოს კავალერი, მათ შორის საბჭოთა, „გამარჯვების ორდენის“ კავალერი (1945). 1951-52 წლებში ნატოს გაერთიანებულ შეიარაღებულ ძალებს მეთაურობდა.

იხ. ვიდეო რატომ იყო ცივი ომი ცივი დუაიტ ეიზენჰაუერი ამერიკის ხუთვარსკლვავიანი გენერალი



ეიზენჰაუერი პრეზიდენტად ორჯერ 1952 და 1956 წლებში აირჩიეს. ის პირველი პრეზიდენტი იყო კონსტიტუციის 22-ე შესწორების მიღების შემდეგ, რის მიხედვითაც მოქალაქეს მხოლოდ ორჯერ შეუძლია გახდეს პრეზიდენტი. მისი პრეზიდენტობის დროს გრძელდებოდა გამალებული შეიარაღება, ზეწოლა საბჭოთა კავშირზე, "ძალის პოზიციისა" და "ცივი ომის" პოლიტიკა. ბირთვული იარაღი უფრო მაღალი თავდაცვითი პრიორიტეტი გახდა. 1953 წლის ივლისში ხელი მოაწერა დაზავებას კორეაში, მაგრამ დადო ხელშეკრულება სამხრეთ კორეასა და ტაივანთან ე.წ. ურთიერთთავდაცვის შესახებ. 1954 წელს მან ხელი მოაწერა კანონს კომუნისტურ საქმიანობაზე კონტროლის დაწესების შესახებ. იმავე წლის სექტემბერში ეიზენჰაუერის მთავრობამ მთელ რიგ სხვა კაპიტალისტური სახელმწიფოების მთავრობებთან ერთად ხელი მოაწერა პაქტს "სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის დაცვის"(სეატო) შესახებ. ამასთანავე მონაწილეობა მიიღო ოთხი სახელმიფოს – სსრკ, აშშ, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობათა მეთაურების ჟენევის შეხვედრაში (1955 ივლისი), რამაც ხელი შეუწყო დაძაბულობის რამდენადმე შენელებას. ეიზენჰაუერის პრეზიდენტობისას დაარსდა ნასა და დაიწყო კოსმოსის შეჯიბრი, გაფართოვდა სოციალური დაცვის პროგრამა და დაიწყო შტატებს შორის ავტომაგისტრალის სისტემის მშენებლობა. მისი სახელი დაკავშირებულია ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებთან აშშ–ის სფეციფიური და ხანგრძლივი საგარეო პოლიტიკურ კურსთან (იხ. ეიზენჰაუერის დოქტრინა). ის ბოლო პრეზიდენტი იყო, ვინც მე-19 საუკუნეში დაიბადა. ეიზენჰაუერი ერთ-ერთ კარგ პრეზიდენტადაა მიჩნეული.

იხ. ვიდეო

1960წ-ს ეინზეჰაუერის მერე იყო არჩეული ჯონ კენედი. თეთრი სახლისდატოვების შემდეგ ის წავიდა პოლიტიკიდან.


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...