пятница, 22 января 2021 г.

ნიუ-იორკი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             ნიუ-იორკი

(ინგლ. New York [nʲuːˈjɔːɹk]) — ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებშინიუ-იორკის შტატში. 8-მილიონიანი (830 1კმ²-ზე) ნიუ-იორკი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. მის აგლომერაციაში 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი რომ ამავე სახელწოდების შტატისგან განასხვაონ, მას ნიუ-იორკ-სიტის უწოდებენ. ქალაქის მეტსახელია „დიდი ვაშლი“ (ინგლ. Big Apple).

ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია. მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გლობალური ქალაქი გამოირჩევა მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო-საშემსრულებლო დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით. აქ მდებარეობს გაეროს შტაბ-ბინა.

                                                                      

ქალაქი შედგება ხუთი რაიონისგან (ძვ. სტილით – საგრაფოსგან): ბრონქსიბრუკლინიმანჰეტენიკუინზი და სტეიტენ-აილენდი. ამ უკანასკნელის გარდა, ყველა რაიონში მილიონზე მეტი მცხოვრებია და ცალ-ცალკე აშშ-ის სხვა უდიდეს ქალაქებს უტოლდება.

ნიუ-იორკში ყოველწლიურად უამრავი იმიგრანტი ჩამოდის როგორც მსოფლიოს 180 ქვეყნიდან, ისე აშშ-დან. ისინი ამ ქალაქის კულტურის, ენერგიის, კოსმოპოლიტიზმისა და ეკონომიურ შესაძლებლობათა გამო ჩამოდიან. ამჟამად ნიუ-იორკში კრიმინალის ყველაზე დაბალი დონეა სხვა დიდ ამერიკულ ქალაქებთან შედარებით

იხ. ვიდეო


ნიუ-იორკი ხუთი რაიონისგან (ინგლ. Borough — საგრაფო) შედგება. თავად რაიონი ასობით უბნად იყოფა, რომელთა შორის მრავალს საკუთარი განსაკუთრებული ისტორია და ხასიათი გააჩნია.

  • მანჰეტენი (ნიუ-იორკის ქაუნთი, მოს. 1 629 000) ქალაქის ბიზნესისა და კულტურის ცენტრია, და ამგვარად ყველაზე ურბანულია. ის ასევე ყველაზე მჭიდროდ არის დასახლებული. აქ მდებარეობს ქალაქის განთქმული ცათამბჯენების უმრავლესობა. ეს რაიონი იყოფა დაუნთაუნმიდთაუნ და აპთაუნ რეგიონებად.
  • ბრუკლინი (კინგსის ქაუნთი, მოს. 2 533 000) ამერიკის ეთნიკურად ყველაზე მრავალფეროვანი ქაუნთია, ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტი იმიგრანტით ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას ქვეყნის მასშტაბით. ეს ასევე ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რაიონია შენარჩუნებული ძლიერი ნაციონალური კულტურებით. რაიონში თანამედროვე ბიზნეს კვარტალთან ერთად დიდი ისტორიული რეზიდენციული უბნებიცაა, ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მას ასევე გრძელი ოკეანის სანაპირო და კონი-აილენდი (კუნძული კონი) აქვს, რომელიც განთქმულია ერთ-ერთი უძველესი მასობრივი გართობის პარკით. ქალაქის იტალიელ, რუს და ჩინელ იმიგრანტთა უმრავლესობა სწორედ ამ უბანზე მოდის.
  • კუინზი (კუინზის ქაუნთი, მოს. 2 273 000) გეოგრაფიულად ყველაზე დიდი რაიონია. აქ მდებარეობს შის სტადიონი და ნიუ-იორკ მეტსი; რეგიონის სამი ძირითადი აეროპორტიდან ორი (ლაგუარდია და ჯონ კენედის აეროპორტები); აშშ-ის ჩოგბურთის ასოციაციის ეროვნული საჩოგბურთო ცენტრი, სადაც იმართება აშშ-ის ყოველწლიური ღია ჩემპიონატი (United States Open).
  • ბრონქსი (ბრონქსის ქაუნთი, მოს. 1 418 000), ცნობილი, როგორც ჰიპ-ჰოპ კულტურის დაბადების ადგილი და ნიუ-იორკის იანკების გუნდის ბინა. აქ კომპაქტურად არიან დასახლებული ქალაქის რასობრივი უმცირესობები, განსაკუთრებით კი ლათინელები და შავკანიანები. მცირე კუნძულების გამოკლებით ბრონქსი ქალაქის ერთადერთი რაიონია, რომელიც კონტინენტზე მდებარეობს.
  • სტეიტენ-აილენდი (რიჩმონდის ქაუნთი, მოს. 476,143) ყველაზე წყნარი და საგარეუბნო ხასიათის რაიონია, თუმცა დროთა განმავლობაში უფრო ინტეგრირებული ხდება ქალაქის სხვა რაიონებთან შედარებით. 1964 წელს ვერაზანო-ნეროუს ხიდის გახსნიდან, 2001 წლამდე აქ მდებარეობდა მსოფლიოში უდიდესი ნაგავსაყრელი, რაც ამ რაიონს საკმაოდ არამომხიბლავს ქმნიდა საცხოვრებლად.
იხ. ვიდეო


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...