суббота, 23 января 2021 г.

ორერა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                ორერა

ვია ,, რერა''
ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტალური მუსიკალური ანსამბლი, დაარსდა 1958 წელს თბილისში . ჯგუფის პირველი წევრები იყვნენ რობერტ ბარძიმაშვილითეიმურაზ დავითაიაზურაბ იაშვილი და თამაზ ფანჩვიძე.
იხ. ვიდეო თოვლის ფანტელი

ორერა“ 1958 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა, მისი ოფიციალური შექმნის თარიღად 1961 წელი ითვლება. იგი იყო პირველი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი მთელ საბჭოთა კავშირში. ანსამბლს დაკრული აქვს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე.

„ორერა“ ჩამოყალიბდა უცხო ენათა ინსტიტუტში, ამიტომ მის წევრებს სიმღერების რამდენიმე ენაზე შესრულებაც შეეძლოთ. თავდაპირველად ვოკალური კვარტეტის წევრები იყვნენ რობერტ ბარძიმაშვილითეიმურაზ დავითაიაზურაბ იაშვილი და თამაზ ფანჩვიძე. ამ შემადგენლობით კვარტეტი 1962 წელს ქართულ მხატვრულ ფილმში „თოჯინები იცინიან“ კომპოზიტორ სულხან ცინცაძის სიმღერებს ასრულებდა.

„ორერას“ დაემატა ვირტუოზი პიანისტი, ჯაზმენი ვაგიფ მუსტაფა-ზადე. მალე ანსამბლს ასევე დაემატნენ პროფესიონალი მუსიკოსები: თეიმურაზ მეღვინეთუხუცესი (როიალი, ვოკალი), გენო ნადირაშვილი (საყვირი, კონტრაბასი, ვოკალი), მოგვიანებით - ნანი ბრეგვაძებუბა კიკაბიძე და კოლექტივი ჩამოყალიბდა პირველ ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლად სსრკ-ში.

ანსამბლის ერთ-ერთი ღირსება იმაშიც მდგომარეობდა, რომ წევრები თანაბარი წარმატებით ფლობდნენ რამდენიმე ინსრუმენტს. მაგალითად, გენო ნადირაშვილი უკრავდა საყვირსა და კონტრაბასზე, რობერტ ბარძიმაშვილი - კლავიშებზე და რიტმ-გიტარაზე, ზურაბ იაშვილი - ჰარმონიკაზე და გიტარაზე.

საგულისხმოა, რომ 1967 წელს, მსოფლიო მასშტაბის „ექსპო-67“-ზე მსოფლიოს მესამე დასარტყამ ინსტრუმენტზე დამკვრელად დასახელდა ბუბა კიკაბიძე.

ანსამბლს გამოცემული აქვს მრავალი ალბომი, აღსანიშნავია 1970 და 1971 წლებში გამოცემული გრამფირფიტები, სადაც რამდენიმე ენაზეა შესრულებული სიმღერებია შეტანილი.

1970 წელს გამოვიდა ქართული სატელევიზიო მხატვრული ფილმი „ორერა სრული სვლით“ (რეჟისორი ზაალ კაკაბაძე), სადაც ჯგუფის მიერ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაა ასახული.

ანსამბლის რეპერტუარი ძველი ქართული სიმღერებისგან, მსოფლიო ხალხების სიმღერებისგან და მსოფლიო ესტრადის პოპულარული კომპოზიციებისგან შედგებოდა. მათ რეპერტუარში დიდი ადგილი ეჭირა ქართველი კომპოზიტორის, გოგი ცაბაძის სიმღერებს, ფრენკ სინატრას რეპერტუარს, რომელსაც ასრულებდა გენო ნადირაშვილი. ორერამ სსრკ-ს პერიოდში დიდ სცენაზე პირველად შეასრულა The Beatles-ის სიმღერები.

1975 წელს ორერა დატოვა რობერტ ბარძიმაშვილმა და შექმნა ანსამბლი ვია 75.

მოგვიანებით „ორერაში“ მოღვაწეობდნენ ვალერი ლომსაძედათო აბულაძესოსო ჟვანია და ვახტანგ კუცია. რობერტ ბარძიმაშვილის წასვლის შემდგომ წლებში ანსამბლს ხელმძღვანელობდა ბუბა კიკაბიძე, უფრო მოგვიანებით - გენო ნადირაშვილი.

ანსამბლი დღემდე მოღვაწეობს, 2011 წელს „ორერამ“ იზეიმა 50 წლის იუბილე.





Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...