воскресенье, 10 января 2021 г.

პლუტონი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             პლუტონი  

პლუტონის თითქმის ნადვილი ფერების ფოტო, რ-იც 2015წ-ის 14 ივლისს ნიუჰორაიზონსმა 450 000 კმ მანძ. გადაიღო

 (უმცროსი პლანეტის სახელწოდება: 134340 პლუტონი) — უდიდესი ობიექტი კოიპერის სარტყელში, მეათე ყველაზე მასიური სხეული, რომელიც მზის გარშემო ბრუნავს, და მეორე ყველაზე მასიური ჯუჯა პლანეტა ერისის შემდეგ. კოიპერის სარტყლის სხვა ობიექტების მსგავსად პლუტონიც ძირითადად ქვისა და ყინულისაგან შედგება და შედარებით პატარაა: დაახლოებით მთვარის მასის 1/6 და მოცულობის 1/3. მისი ორბიტა ექსცენტრიული და ძალზე დახრილია. პლუტონი მზიდან 30-დან (პერიჰელიუმი) 49 (აფელიუმი) ასტრონომიულ ერთეულამდეა დაშორებული. აქედან გამომდინარე, პლუტონი პერიოდულად მზეს უფრო უახლოვდება, ვიდრე ნეპტუნი, მაგრამ ორბიტალური რეზონანსი ნეპტუნთან იცავს სხეულებს შეჯახებისაგან. 2014 წელს ის მზიდან 32,6 ასტრონომიული ერთეულით იყო დაშორებული.

იხ. ვიდეო



 მზიდან წამოსულ სინათლეს 5,5 საათი სჭირდება პლუტონამდე მისაღწევად, როდესაც ის საშუალო მანძილზეა (39,4 ა.ე.).პლუტონი 1930 წელს აღმოაჩინეს და თავდაპირველად მზიდან მეცხრე პლანეტად იყო მიჩნეული. მისი მთავარი პლანეტის სტატუსი ეჭვქვეშ დადგა მისი და გარე მზის სისტემის უფრო ღრმა, 75 წლიანი შესწავლის შემდეგ. 1977 წლიდან მოყოლებული მცირე პლანეტა ქირონის აღმოჩენასთან ერთად პლუტონის მსგავსი მრავალი ყინულოვანი ობიექტი აღმოაჩინეს ექსცენტრიული ორბიტებით. მიმოფანტული დისკოს ობიექტი ერისი, რომელიც 2005 წელს აღმოაჩინეს, პლუტონზე 27%-ით მასიურია. იმის გააზრებამ, რომ პლუტონი ერთ-ერთია გარე მზის სისტემაში მდებარე დიდი ყინულოვანი ობიექტებიდან, საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირს ბიძგი მისცა, რომ ოფიციალურად განემარტათ „პლანეტა“ 2006 წელს. ამ განმარტებამ პლუტონს პლანეტის სტატუსი ჩამოართვა და რეკლასიფიცირდა „ჯუჯა პლანეტების“ კატეგორიაში (კონკრეტულად კი პლუტოიდად). ის ასტრონომები, რომლებიც ეწინააღდმეგებიან ამ გადაწყვეტილებას, თვლიან, რომ პლუტონი პლანეტად უნდა დარჩეს და, მეტიც, სხვა ჯუჯა პლანეტები და მთვარეებიც კი უნდა დაემატოს პლანეტების სიას პლუტონთან ერთად.

                                                             


ვენეცია ბერნი - გოგონა რ-აც მისცა სახელი ,,პლუტონი

პლუტონის ხუთი ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს: ქარონი (უდიდესი, პლუტონის დიამეტრის ნახევარზე მეტი), ნიქსიჰიდრაკერბერი და სტიქსი. პლუტონს და ქარონს ზოგჯერ ორმაგ სისტემად განიხილავენ, რადგან მათი ორბიტების ბარიცენტრი არ მდებარეობს არც ერთ სხეულთან. საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ახლახანს ჩამოაყალიბა ორმაგი ჯუჯა პლანეტების განმარტება და ქარონი ოფიციალურად პლუტონის მთვარედაა კლასიფიცირებული.

                                                                 

                                               პირველი აღმომჩენი პლუტონის კლად ტომბო

2015 ივლისს პლუტონს პირველი ზონდი ესტუმრება. ზონდი „ნიუ ჰორაიზონსი“ ჩაფრენისას ეცდება პლუტონისა და მისი მთვარეების დეტალური გაზომვებისა და ფოტოების გადმოცემას. ამის შემდეგ ზონდი შესაძლოა კოიპერის სარტყლის რამდენიმე სხვა ობიექტსაც ესტუმროს.

                                                              გამოკვლევები 

პლუტონის ზედაპირის ნაწილების რუქა, რ-იც ,,ნიუ ჰორაიზონსმა შედგინა

ნიუ ჰორაიზონსის“ ზონდი, რომელმაც 2015 წელს ჩაუფრინა პლუტონს, პირველი მცდელობაა პლუტონის პირდაპირი გამოკვლევისა. ის 2006 წელს გაუშვეს და მან პლუტონის პირველი შორეული ფოტოები 2006 წლის სექტემბრის მიწურულს გადაიღო LORRI-ს ტესტირების დროს. ფოტოებმა, რომლებიც დაახლოებით 4,2 მილიარდი კილომეტრის მანძილიდან იყო გადაღებული, დაადასტურა, რომ ზონდს შეუძლია გაჰყვეს შორეულ მიზნებს, რომლებიც სახიფათოა პლუტონისაკენ და კოიპერის სარტყლის სხვა ობიექტებისაკენ მიმავალ გზაზე მანევრირებისთვის. 2007 წლის დასაწყისში ზონდმა იუპიტერისგან გრავიტაციული დახმარება მიიღო.

„ნიუ ჰორაიზონსი“ ყველაზე ახლოს პლუტონთან 2015 წლის 14 ივლისს იყო, მზის სისტემაში 3462 დღიანი მოგზაურობის შემდეგ. პლუტონზე სამეცნიერო დაკვირვებები პლუტონთან მიახლოებამდე ხუთი თვით ადრე დაიწყო და მიახლოებიდან ერთი თვე მაინც გაგრძელდა. დაკვირვებები ჩატარდა შორეული გადამცემი კომპლექტით, რომელიც მოიცავდა ფოტოს გადაღების ინსტრუმენტებს და რადიო მეცნიერების გამოკვლევის იარაღს, ასევე სპექტროსკოპულ და სხვა ექსპერიმენტებს. „ნიუ ჰორაიზონსის“ მეცნიერული მიზნები იყო პლუტონისა და მისი მთვარე ქარონის გლობალური გეოლოგიისა და მორფოლოგიის გამოკვლევა, რუკების შედგენა მათი ზედაპირების შედგენილობის მიხედვით და პლუტონის ნეიტრალური ატმოსფეროსა და მისი გაქცევის ტემპის ანალიზი

იხ. ვიდეო



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...