пятница, 8 января 2021 г.

მარკუს ავრელიუსი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       მარკუს ავრელიუსი

(ლათ. MARCVS ANNIVS VERVS AVRELIVS CAESAR AVGVSTI PII FILIVS) (დ. 26 აპრილი121 — გ. 17 მარტი180) — რომის იმპერატორი 161 წლიდან თავის გარდაცვალებამდე ანტონიუსების დინასტიიდან, ფილოსოსფოსი, სტოიიციზმის წარმომადგენელი, ეთიკის მიმდევარი.

მარკუს ავრელიუსი ისტორიაში დამკვიდრდა, როგორც დასავლური ცივილიზაციის განათლებული მონარქი და მოაზროვნე. იგი დაიბადა 121 წლის 26 აპრილს რომში, წარჩინებულთა მდიდარ ოჯახში, რომლის წარმომადგენლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ იმპერიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი იყო შვილობილი იმპერატორ ანტონინუს პიუსისა (ანტონინუსთა დინასტიის ეპოქაში ასეთი ტრადიცია იყო დამკვიდრებული: რომის იმპერატორები ჩვეულებრივ, მემკვიდრეობით კი არ ცვლიდნენ ერთმანეთს, არამედ ყოველ მათგანს, როგორც შვილობილს, წინამორბედი ასახელებდა ტახტის მემკვიდრედ და სიცოცხლეშივე თანამმართველად ნიშნავდა). მისი პაპა, ანიუს ვერუსი, სენატორთა წრეს განეკუთვნებოდა და მუდამ ეკავა პრეტორისა თუ კონსულის (სამგზის) საპატიო თანამდებობები. სამი წლის იქნებოდა მარკუსი როდესაც მამა გარდაეცვალა და შემდგომ მისი აღზრდა პაპამ ითავა. მარკუსის დედა-დომიტია ლუკილა, ასევე წარჩინებულთა ოჯახიდან იყო მის პაპას, კატილიუს სევერუსს, რომის პრეფექტის, ხოლო მამას, კალვისიუს ტულიუსს, კონსულის(ორგზის) თანამდებობები ეკავათ.

იხ. ვიდეო

მარკუს ავრელიუსის სახელს მის სიცოცხლეშივე დაუკავშირეს „მეფე-ფილოსოსფოსის“ ცნება. იმპერატორს ეს სახელი სიკვდილის შემდეგაც შემორჩა. კასიუს დიონ კოქცეიანუსი იმპერატორს მოიხსენიებს, როგორც ფილოსოფოსს. ქრისტიანები, მათ შორის: წმინდა იუსტინე, ათენაგორასი და მელიტო იმპერატორს მსგავსად იხსენიებენ.[2] უკანასკნელი უფრო შორს წავიდა - იმპერატორს ანტონინუს პიუსსა და ადრიანეზე მეტად „ფილანტროპად და ფილოსოფოსად“ მიიჩნევს და უფრო დიდი კონტრასტულობის საჩვენებლად ნერონსა და —ომიციანეს ადარებს. „იმპერატორთა შორის,—წერს ჰეროდიანე,—მან მოგვცა საკუთარი სწავლებისა ნათელი საბუთი, არა უბრალო სიტყვებით ან ფილოსოფიური დოქტრინების ცოდნით, არამედ თავისი უმანკო ბუნებითა და ცხოვრების ზომიერი წესით“.

                                                                      

ცხენით მარკ ავრელიუსი ბრონზისის  ქანდაკება (ნაპოვნი რენენსასის პერიოდში და აღმართულია რომის კაპიტოლიუმზე) შექნილია 176წ-ს
ბრიტანელი მწერალი, ლეინ კინგი მარკუს ავრელიუსის მემკვიდრეობას მოიხსენიებს როგორც ტრაგიკულს, რადგანაც იმპერატორის „სტოიცისტური ფილოსოფია, რომელიც თავშეკავებულობას, მოვალეობის პირნათლად შესრულებასა და სხვებისადმი პატივისცემას ქადაგებს, ავრელიუსის გარდაცვალების შემდეგ საიმპერატორო ხაზმა საერთოდ უარყო“.
მონეტა 50 ევროცენტის განოსახული ცხენის ქანდაკება მარკ ავრელიუსის

1964 წლის ფილმში რომის იმპერიის დაცემა მარკუს ავრელიუსს ალეკ გინესი განასახიერებს. 2000 წლის ფილმში გლადიატორი კი, — რიჩარდ ჰარისი1964 წლის ფილმში მარკუს ავრელიუსს კომოდუსის დამქაშები წამლავენ, რათა იმპერატორმა თავის მემკვიდრედ გაიუს ლივიუსი არ გამოაცხადოს. 2000 წლის ფილმში კი მარკუსს ავრელიუსს თავისი ვაჟი, კომოდუსი კლავს.

                                                           




Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...