пятница, 4 мая 2018 г.

                                                 ჩუპაკაბრა
                  
(ინგლ. chupacabra; ესპანურად სიტყვასიტყვით ნიშნავს „თხის მწოვს“) — თქმულებით გადმოცემული არსება, რომელიც ამერიკის დაუსახლებელ ნაწილებში ბინადრობს. გადმოცემის თანახმად იგი შემჩნეული ყავთ პუერტო-რიკოში. ეს სახელი მას შეარქვეს მისი ნადირობის სტილის გამო. იგი უტევს ცხოველებს და სისხლს წოვს მათ, ყველაზე ხშირად მისი მსხვერპლი სწორედ თხაა. აღწერილობით, იგი არის საშუალო ზომის ცხოველი, არა უმეტესი პატარა დათვისა, რომელსაც კისრიდან კუდამდე ხერხემლის ძვლები აქვს ამოზნექილი. ჩუპაკაბრა არაერთხელ შეუმჩნევიათ ამერიკის ფარგლებში. პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 1995 წელს პუერტო-რიკოში. ასევე ჩილესთან ახლოს, არგენტინაში, ბოლივიაში და ასევე ამერიკის კონტინენტების საზღვრებს გარეთაც — რუსეთსა და ფილიპინებში. 1995 წელს პუერტო-რიკოში, მისი შეტევის დროს იპოვეს 8 მკვდარი ცხვარი, თითოს 3 ნახვრეტი ჰქონდა მკერდის არეში და სისხლისგან იყვნენ დაცლილები. რამდენიმე თვის შემდეგ კანოვანასში, თვითმხილველმა დაინახა უცნაური არსება მათ ეზოში, იქ კი 150-ზე მეტი მკვდარი ცხოველი დახვდა. ასეთი შემთხვევები გახშირდა კუნძულის გარშემო და ბევრმა ფერმამ დაკარგა საქონელი.
სხვადასხვა ქვეყნებში ჩუპაკაბრას სხვადასხვა მითოლოგიურ თუ ლეგენდარულ არსებას უკავშირებენ, რომლებიც მსგავსი აღწერილობის არიან. ბიოლოგების და მკვლევრების განცხადებით, ჩუპაკაბრას არსებობა უბრალოდ პოპულარული ლეგენდაა მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არაა დადასტურებული მისი არსებობისა ზოგიერთ ქვეყნებში კვლევები მიმდინარეობს დღემდე და არის უამრავი ვერსია მისი წარმოშობის შესახებ.

Комментариев нет:

ათეროსკლეროზი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         ათეროსკლეროზი ძარრვებში ცვლილებები (ათეროსკლეროზის განვითარების...