вторник, 11 июня 2019 г.

ამქარი

                                                                             ამქარი


 (სპარს. همکار ჰამქარ — თანამოსაქმე) — ერთი ან მონათესავე ხელობის ოსტატთა გაერთიანება შუასაუკუნის ქალაქებში. ამიერკავკასიაში ამქრის შესატყვისი ტერმინი XVII-XVIII საუკუნეებში იყო ასნაფი, ესნაფი. უფრო ადრე ხელოსანთა გაერთიანებას საქართველოში თაბუნი ეწოდებოდა. სიტყვა ამქარი საქართველოში საყოველთაოდ გავრცელდა მხოლოდ XIX საუკუნეში. არსებობდა წესდება, სადაც აღნუსხული იყო ამქრის ფუნქციები, წევრთა უფლება-ვალდებულებანი, წარმოების პირობები, ხშირად წარმოების საშუალებებიც, სახელოსნოს, როგორც საწარმოს, ორგანიზაცია და სხვა.
ამქარს ჰყავდა უხუცესი (უსტაბაში), ჰქონდა სალარო, ალამი და სხვა.
თბილისში მოსახლეობის ამქრებად გაერთიანების საფუძველს მოსაქმეობა წარმოადგენდა და ამის მიხედვით ამქარში ერთიანდებოდნენ არა მარტო ვაჭრები და ხელოსნები, არამედ ქალაქის სხვა მოსახლენიც. ამქრებს ქმნიდნენ მესანთლეები, ყასბები, ბაყლები, ბაზაზები, სირაჯები, მაზმანები, მეწვრილმანეები, ხუროები, მეპურეები, ზეინკლები, მჭედლები, ხარაზები და სხვა ხელობისა თუ ვაჭრობის წარმომადგენლები. ვაჭართა და ხელოსანთა ამქრები თავიანთი ორგანიზაციით თითქმის არ განირჩეოდნენ ერთმანეთისაგან.
ხელოსნებისა და ვაჭრების ამქრებად გაერთიანებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არც რელიგიურ მომენტს ჰქონდა. გვიანფეოდალური ხანის თბილისის ხელოსანთა თუ ვაჭართა ამქარში შეიძლებოდა ყოფილიყო მართლმადიდებელი, სომეხ-გრიგორიანიკათოლიკე და ზოგ შემთხვევაში მაჰმადიანიც კი. ამქრული ორგანიზაციისათვის არც ეროვნული კუთვნილება იყო გადამწყვეტი და არც ის, ამქრის წევრი თბლისელი მცხოვრები იყო თუ საქართველოს რომელიმე ქალაქიდან ან კიდევ უცხო ქვეყნიდან მოსული. ამქარში შესვლა ყველას თანაბრად შეეძლო.
ახალი ამქრული ორგანიზაციების წარმოშობას გვიანფეოდალურ თბილისში არა მარტო ხელოსანთა რიცხობრივი ზრდა იწვევდა,არამედ ერთი დარგის ხელოსნური წარმოების თნდათანობითი სპეციალიზაციაც, მათი ვიწრო სპეციალურ ჯგუფებად დაყოფა
იხ.ვიდეო
 გვიანფეოდალურ თბილისში ხელოსანთა თუ ვაჭართა ამქრის სათავეში მდგომი ოსტატი, ამქარბაში. ამქარში არჩეული ოთხი მთავარი ხელმძღვანელიდან ერთ-ერთი, რომელსაც ეწოდებოდა ხელობის უფროსი.
თბილისში იყო „ჭონების ოსტატი“, ანუ ჭონების უსტაბაში, „კალატოზების ოსტატი“, ანუ კალატოზების უსტაბაში და სხვა. ამიტომაც ცნობილი ლექსიკოგრაფი სულხან-საბა ორბელიანი „ოსტატს“ განმარტავდა „ხელოსანთა უფროსად“ამქრის თავის სახელი ამგვარი წამოების გარდა, გვხვდება სხვაგვარი წარმოებაც, იმ ამქრის სახელის მიხედვითაც, რომლის მოთავედაც ესა თუ ის პირი ითვლებოდა, გვიანფეოდალურ თბილისში იყო: „სირაჯ-ბაში“, „ყასაბ-ბაში“, „აქიმ-ბაში“ და სხვა. ოქრომჭედელთა გაერთიანებაში უსტაბაშის არჩევა რამდენიმე საფეხურისგან შედგებოდა. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს სამოხელეო ინსტიტუტი არჩევითი იყო. დავით ბაგრატიონის მიხედვით, უსტაბაშს ირჩევდა ამქარი. ამრიგად, აღწერითი ხასიათის წყაროების და მოტანილი დოკუმენტური მასალების მონაცემები ემთხვევა ერთმანეთს. სწორედ ამიტომ გაჩნდა სპეციალური ლიტერატურაში თვალსაზრისი უსტაბაშის სახელის არჩევითობის შესახებ.
მაგრამ უსტაბაშის არჩევა ჯერ კიდევ არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ იგი ამქრის საქმეებიის მართვა-გამგეობას შესდგომოდა. აუცილებელი იყო, რომ უსტაბაში თანამდებობაზე დაემტკიცებინა ცენტრალურ ხელისუფლებას. ამ თვალსაზრისით ყურადგებას იქცევს სამეცნიერო ლიტერატურაში არაერთგზის განხილული მეფე გიორგი XII-ის ორი „წყალობის წიგნი“. პირველ მათგანში. რომელიც დათარიღებულია 1799 წლის 16 ნოემბრით, აღნიშნულია, რომ მეფე „ყოვლისა საქართველოსა, კახეთისა და სხვათა“ გიორგი უბოძებს მოქალაქე იფრუმაანთ როსტომაშვილს ხატიას და მის მამას, მუშრიფ კაკალას, ქალაქის ანუ თბილისის ბაზრის ბაზაზბაშობას. ძვირფასი ქსოვილებით მოვაჭრე (ბაზაზების) ამქრის უსტაბაშებს ევალებოდათ ისევე მოქცეულიყვნენ, „როგორც ამას წინათ ბაზაზბაში მოქცეულან“, ე. ი. მათ უნდა შეესრულებინათ ტრადიციით გამომუშავებული უსტაბაშის ფუნქციები.
მართალია, საბუთის მიხედვით ზემოთდასახელებული პირები ბაზაზბაშებად მათივე თხოვნიტ ინიშნებოდნენ, მაგრამ უეჭველია, რომ ისინი შეთანხმებული იყვნენ თბილისის ბაზრის ბაზაზებთან და მათ მიერვე იყვნენ არჩეული. ე. ი. მეფე ფაქტობრივად კი არ ნიშნავდა უსტაბაშებს, არამედ ამტკიცებდა მათ თანამდებობაზე. არჩეულ უსტაბაშს თანამდებობაზე მეფის შემდეგ ქალაქის აპარატის უმაღლესი მოხელენი, მოურავი და მელიქ-მამასახლისიც, ამტკიცებდნენ. ყურადგებას იქცევს 1857 წლის „დებულება“, რომლის თანახმადაც თითოეული ამქარი ირჩევდა ორ უსტაბაშს. ერთი მათგანი მტკიცდებოდა გუბერნატორის მიერ, ხოლო მეორე რჩებოდა მასთან, „როგორც კანდიდატი“, ე. ი. იგი ეხმარებოდა და საჭიროების დროს ცვლიდა კიდეც უშტაბაშს. ზოგჯერ უსტაბაშებს ამტკიცებდნენ ქალაქის ხელისუფალნიც.დავით ბაგრატიონის ცნობით, ამქრის მიერ არჩეულ უსტაბაშს ამტკიცებდნენ ქალაქის „მოურავი და უხუცესები“.
უსტაბაშს, როგორც უზენაეს ხელისუფალს, ხელი მიუწვდებოდა ამქრის ცხოვრება-საქმიანობის ყველა მხარეზე. მაგრამ მისი უფლება-მოვალეობათა შესწავლა გვიჩვენებს, რომ საქართველოს ფეოდალურ ქალაქებში უსტაბაშს უპირველეს ფუნქციას წარმოადგენდა წესრიგისა და სიმშვიდის დაცვა ამქარში, თვალყურის დევნება მისი წევრების პროფესიული და ზნეობრივი სიწმინდისათვის.
უსტაბაშად დანიშვნისა თუ არჩევის ვადა განსაზღვრული არ ყოფილა. ზოგი მათგანი სიკვდილამდეც კი რჩებოდა თვის თნამდებობაზე. უფრო ხშირად კი მათ ხელისუფლება რამდენიმე წელს გრძელდებოდა
იხ.ვიდეო

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...