понедельник, 17 июня 2019 г.

                           სუპერორგანიზმი

                                                
უზარმაზარი ბუდე ტერმიტების აშენებული პაწაწინა მწერების მიერ, რ-იც ცხივრობენ მრავათასიან თემებით
 ერთი სახეობის სინერგიულად ურთიერთ მომქმედი ორგანიზმების ჯგუფია. სხვადასხვა სახეობის სინერგიულად ურთიერთ მომქმედ ორგანიზმების ჯგუფს ჰოლობიონტი ეწოდება.
                                         
პორტუგალიური გემუკა წარმოადგენს ნადვილ სუპერორგანიზმებს და შედგება მრავალი სპეციალური ურთიერთწინამღდეგი ორგანიზმები
ტერმინი სუპერორგანიზმი ხშირად ეუსოციალური ცხოველების მიმართ გამოიყენება, სადაც ფუნქციების გადანაწილება ძალიან სპეციალიზებულია და გარკვეულ ინდივიდუალებს დამოუკიდებლად გადარჩენის საშუალება არ აქვთ. სუპერორგანიზმის ყველაზე კარგი მაგალითია: ჭიანჭველასებრნი. სუპერორგანიზმი შესაძლოა განისაზღვროს როგორც "ორგანიზმთა ერთობლივობა, რომლებსაც შეუძლიათ შეთანხმებულად მოქმედება, იმისათვის რომ შექმნან მოვლენა, რომელიც იმართება კოლექტივის მიერ", მოვლენა შესაძლოა იყოს ნებისმიერი აქტივობა "რასაც ბუდე მოითხოვს", როგორიცაა ჭიანჭველების მიერ საკვების ერთობლივი მოპოვება ან მტაცებლებისგან თავდაცვა, ან ფუტკრების მიერ ახალი ბუდის ძებნა.
ტერმინი 1789 წელს "გეოლოგიის მამამ" ჯეიმზ ჰატონმა შეიმუშავა, იმისათვის რომ დედამიწა გეოფიზიოლოგიურ კონტექსტში განეხილა. ჯეიმზ ლავლოკის და ლინ მარგულის "გაია ჰიპოთეზა", ასევე ჰატონი, ვლადიმირ ვერნადსკი და გაი მარჩი ვარაუდობდნენ, რომ თავად ბიოსფეროც სუპერორგანიზმია, თუმცა ეს მოსაზრება სადავოდ დარჩა.
ტობი ტირელი გაია ჰიპოთეზის მიმართ კრიტიკით იყო განწყობილი, ის ამტკიცებდა რომ, დედამიწის კლიმატური სისტემა არ ჰგავს ცხოველთა ფიზიოლოგიურ სისტემას. პლანეტათა ბიოსფერო, მკაცრად არ რეგულირდება, როგორც ცხოველთა ორგანოები: "პლანეტები ცხოველებისგან განსხვავებით, არ არიან ევოლუციის პროდუქტი. აქედან გამომდინარე ჩვენ უფლება გვაქვს სკეპტიკურად მივუდგეთ საკითხს, თუ რა უნდა ჩაითვალოს სუპერორგანიზმის მსგავს მოვლენად. მან დაასკვნა, რომ "სუპერორგანიზმთან ანაგოლია დაუსაბუთებელია
იხ. ვიდეო

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...