უცნაური ფენომენი რ-იც დღემდე აუხსნელია, იდუმალებით მოცული სამყარო. ასეთობავშვები ძირითადად მეცნიერები და ვუნდეკრდები გამოდიან, მაგრამ არა ყველა.
მკვლევარებს ასევე მიაჩნიათ, რომ ინდიგო ბავშვებს ე. წ.
ADHD (ეი-დი-ეიჩ-დი) სინდრომი აქვთ, რაც განვითარებად მოშლილობას გულისხმობს, რომელსაც ახასიათებს უყურადღებობა, ანუ ყურადღების გაფანტვა, ჰიპერაქტიურობა, იმპულსური ქცევა, სხვადასხვა დავალებასა თუ მოქმედებაზე ყურადღების შეჩერების უუნარობა. ეს ერთი შეხედვით, თითქოს ძალიან ნეგატიურია, მაგრამ მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის მტკიცებით, ეს ყოველივე ზოგადად, გენიოსების უმეტესობას ახასიათებს.
გარდა ამისა, "ინდიგო ბავშვები" ითხოვენ ბევრ ყურადღებას და ითავისებენ, რომ
სიცოცხლე ძალიან ძვირფასია იმისათვის, რომ იგი ტყუილად გაფლანგო. მათ სურთ, რომ ცხოვრება დატვირთული იყოს მოვლენებით და ხშირად მოვლენებს აჩქარებენ, რათა საკუთარი შედეგები დაინახონ. ასეთი ბავშვები შესაძლოა, ემოციურად ცოტა გაუწონასწორებულები იყვნენ და ამასთან მათ ვერ წარმოუდგენიათ რაიმე ქმედება, რომელიც სიყვარულზე არ არის დაფუძნებული. აქ ჩვენ მივედით "ინდიგო ბავშვების" კიდევ ერთ შტრიხზე – ეს არის გულისხმიერება და სიყვარულის გამოვლენის დიდი უნარი. მათი პრინციპულობისა და ზოგჯერ მოჩვენებითი უხეშობის მიღმა საოცრად გულისხმიერი და მოსიყვარულე ადამიანი დგას.უკვე ბევრ ქვეყანაში და მათ შორის
საქართველოშიც ტელევიზიით, უკვე რამდენიმეჯერ გადაიცა სიუჟეტი, სადაც პატარა ბავშვებს, რომლებმაც ხშირად გამართულად სიარული და საუბარიც კი არ შეუძლიათ, უპრობლემოდ ძალუძთ
კომპიუტერის ჩართვა, საჭირო პროგრამის გამოძახება და მისი მართვა. ეს ყველაფერი დამახასიათებელია სწორედ "ინდიგოს ბავშვებისთვის".
მშობლებმა მოზარდს კი არ უნდა აუკრძალონ კომპიუტერთან სიახლოვე, არამედ ამას პრაქტიკული ფორმები უნდა მისცენ. ამ დროს ბავშვს უნდა ჰქონდეს ნაკლები თავისუფალი დრო, უნდა მოიძებნოს მისი ინტერესების სფერო, დავუშვათ ეს უცხო ენის სწავლა იყოს – რეკომენდებულია მან უცხო ენა შეისწავლოს კომპიუტერის დახმარებით, ან კომპიუტერი დამხმარე საშუალება გახდეს მის საქმიანობაში. თუნდაც, ისწავლოს რთული კომპიუტერული პროგრამები და ა. შ.მეცნიერი რობერტ ო’კერი უისკონსინის უნივერსიტეტიდან თავის შრომებში, რომლებიც სწორედ "ინდიგოს ბავშვებს" ეხება, აღნიშნავს, რომ აღმზრდელები (მშობლები, პედაგოგები) უნდა გახდნენ ნოვატორები აღმზრდელობითი მეთოდების განვითარებაში და მათი მიდგომები ასეთ ბავშვებთან უნდა გახდეს უფრო მოქნილი.
ურთიერთობებში წარმატების მისაღწევად უნდა შეცვალონ მიდგომა მათ მიმართ – ეს განსაკუთრებით ახსნისა და ინფორმაციის გადაცემის მეთოდებს ეხება სხვათა შორის, ინდიგოს ბავშვების კვლევის შესახებ არც თუ იშვიათად ტარდება კონფერენციები, მაგალითად 2000 წელს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც ასე ეწოდებოდა "ახალი ეპოქა – ახალი ადამიანი" საკმაოდ ბევრმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ, იტალიამ, ესპანეთმა, ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ, ანუ მსოფლიოში აქტიურად მიდის მეცნიერული მუშაობა ამ საკითხის შესწავლისა და განვითარებისთვის. იგივე ამერიკის შეერთებული შტატების საბავშვო ბაღებში, კოლეჯებში, საშუალო სკოლებში უდიდესი ყურადღება ექცევა ასეთ ბავშვებთან ურთიერთობებს. მსგავს თემებზე ძალიან ხშირად ეწყობა ტრენინგები, სადაც მონაწილეობას იღებენ პედაგოგები, ფსიქოლოგები, ექიმები.
გარდა ამისა, ამერიკაში შემუშავებულია სამედიცინო პროგრამა, რომლის მიხედვით მიდის აქტიური მუშაობა ბავშვებში ზემოთ ნახსენები სინდრომის აღმოსაფხვრელად. სინდრომი (ეი-დი-ეიჩ-დი) როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კავშირშია უპირველესად უყურადღებობასთან, ყურადღების დეფიციტთან. მაგალითად, 1996 წელს, ამერიკაში, ჯონ ჰოპკინზის სამედიცინო ინსტიტუტში მიღებული დასკვნით 1990-95 წლებში დაფიქსირდა ამ სინდრომის ორჯერ ზრდა, რამაც აიძულა ამერიკელი მეცნიერები სასწრაფოდ შეემუშავებინათ ახალი სამედიცინო პროგრამა, რომლის მიხედვით ამ სინდრომის აღმოფხვრა სხვა მეთოდებთან ერთად ფსიქოტროპული საშუალებებითაც ხდება. თუმცა ყველაფერი ასე იოლად არ არის – მეცნიერთა ჯგუფი იელის ინსტიტუტიდან ამტკიცებს, რომ ამ ბავშვებში ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენებას აზრი არა აქვს და ეს სასურველ ეფექტს ვერ იძლევა. მათი აზრით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენებით, შესაძლოა, ბავშვები გახდნენ შედარებით დამჯერები და დამყოლები, მაგრამ ზემოთ ნახსენები სინდრომი არ იკურნება.
ამასთან ეს სინდრომი და საერთოდ ამ ბავშვების ქცევა არის არა ნორმიდან გადახრა, არამედ ეს არის მათი სიტყვებით, "ახალი ადამიანის ტიპის დაბადების ნიშანი". ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენება დაამუხრუჭებს ამ ბავშვების და აქედან გამომდინარე კაცობრიობის განვითარებას. აი, ამას ამტკიცებენ ამერიკელი მეცნიერების ნაწილი. სხვათა შორის, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ "ინდიგოს ბავშვების" დნმ შეცვლილია და ორგანიზმის ტალღოვანი გამოსხივება ამ ბავშვებში ნორმას ზოგჯერ 10-ჯერ აღემატება, ანუ "ინდიგოს ბავშვების" განსხვავებულობა ფიზიკურ დონეზე იგრძნობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მშობლები და პედაგოგები მზად აღმოჩნდნენ ამ ბავშვებთან ურთიერთობებისთვის. სწორად შეაფასონ მათი ნიჭიერება და მათი პრინციპულობა თუ სიჯიუტე. ამ ბავშვებთან ურთიერთობებისას შეცდომები მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი, რადგან "ინდიგოს ბავშვები" თანატოლებისგან განსხვავებით რამდენადაც ადვილად უმკლავდებიან მათ გარშემო არსებულ პრობლემებს, იმდენად ცდილობენ მათ გარშემო არსებული სამყარო საკუთარი სურვილის მიხედვით გარდაქმნან, ანუ იბადება კონფლიქტი მშობლებს (ასევე პედაგოგებსა) და ინდიგო ბავშვებს შორის. მშობლებმა ეს ყველაფერი უნდა გააცნობიერონ და არ არის არგუმენტი მშობლის მიერ მაგალითად საკუთარი ბავშვობის მოყვანა: "მე ბავშვობაში ასეთი არ ვყოფილვარ", "მე ბავშვობაში ასე არ ვიქცეოდი" და ა. შ.მას მოეპყარით პატივისცემით, თუმცა ეს არ უნდა იყოს გათამამების მომენტი.დაეხმარეთ მას, რომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს.არჩევანის გაკეთებისას არ იგრძნოს თავის შეზღუდულად.ყოველთვის დაუტოვეთ არჩევნის თავისუფლება, რასაც არ უნდა ეხებოდეს ეს.არასდროს არ დაამციროთ.ყოველთვის აუხსენით, თუ რატომ უნდა გააკეთოს ეს და არა ის, ანუ ნუ მოითხოვთ მისგან ბრმა მორჩილებას.ნუ იქნებით მასთან დიქტატორი, შესაძლოა, პირველად სასურველი შედეგი მიიღოთ, თუმცა მომავალში ეს გაორმაგებულ პრობლემებს მოგიტანთ.ნუ აგაღელვებთ მისი უყურადღებობა, ეს "ინდიგოს ბავშვისთვის" ჩვეულებრივი რამ არის.თუ გსურთ რაიმე გააკეთებინოთ, დაანახეთ ამ საქმის შემეცნებითი მხარე, ნუ დააინტერესეთ ამით ამ საქმით.გაითვალისწინეთ, რომ ეს ბავშვი არა მხოლოდ თქვენი შვილია, არამედ თქვენი პარტნიორიც, მეგობარიც – მასში ბავშვთან ერთად, ასე ვთქვათ, დიდი ადამიანიც "ზის".ნუ დატოვებთ მის შეკითხვებს პასუხის გარეშე და მის ინტერესს იგნონირება არ გაუკეთოთ.თუ ბავშვი აღგზნებულია და მისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების მიცემას გადაწყვეტთ, ჯერ გარკვეული ტესტირება ჩაუტარეთ და შეეცადეთ, მასთან ურთიერთობაში ფონს მედიკამენტების გარეშე გახვიდეთ.შეეცადეთ, ის დაკავებული იყოს და რაც შეიძლება ნაკლები თავისუფალი დრო ჰქონდეს.შეეცადეთ, მისმა ურთიერთობამ კომპიუტერთან პრაქტიკული ფორმები მიიღოს.და ბოლოს, ნუ აღნიშნავთ, რომ ის განსხვავებულია და განსხვავებულად ამიტომ, ექცევით. არ არის საჭირო, ამისთვის ხაზის გასმა.
ინდიგო ბავშვების აურაში რომ შევიტანოთ ნათელი შეიძლება შევადაროთ ფსიქოფიზიკური კვლევები ინდიგო ბავშვებიდ ფერები. ინდიგო აღწერილია ფერებში აურასი. აურა არის რეალური ფენომენი, აღწერილი ოპტიკური ფიზიკაში ეწ კირლიანის ეფექტი. ინდიგო ბავშევბი რ-იც ცხოვრობენ სხვადასხვა სოციალური მდგომარეობაში ხანდახნა ითვისებენ სხვა ფერებს.