понедельник, 23 июля 2018 г.

                               IP-მისამართი

                                       ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу IP-адрес
IP-მისამართი (აი-პი მისამართი, შემოკლ. ინგლ. Internet Protocol Address - ინტერნეტ ოქმის მისამართი) — ლოკალურ ქსელში ან ინტერნეტში ჩართული მოწყობილობის (როგორც წესი კომპიუტერი) უნიკალური იდენტიფიკატორი (მისამართი).
IP-მისამართი წარმოადგენს 32-ბიტურ (IPv4 ვერსიით) ან 128-ბიტურ (IPv6 ვერსიით) ორნიშნა რიცხვს. IP-მისამართის ჩაწერის მოხერხებულ ფორმას წარმოადგენს ოთხი ათობითი რიცხვი (0-დან 255-მდე), დაყოფილი წერტილებით, მაგ. 192.168.0.1. (ან 128.10.2.30 — მისამართის წარმოდგენის ტრადიციული ათობითი ფორმა, ხოლო 10000000 00001010 00000010 00011110 — იგივე მისამართის ორობით ფორმაში წარმოდგენა).როგორც უკვე ვიცით IPv4 პროტოკოლი სისტემათა დამისამართებისთვის იყენებს 32 თანრიგა მნიშვნელობას. ბოლო ათწლეულის მანძილზე ტექნოლოგიურმა განვითარებამ, დიდი რაოდენობით ახალახალი მოწყობილობების გამოჩენამ და სხვა მრავალმა ფაქტორმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა IPv4 პროტოკოლის სიცოცხლის ხანგრძლივობის საკითხი. კერძოდ, IPv4 პროტოკოლის არასწორმა დაგეგმარებამ IPv4 მისამართების სივრცის სწრაფ მილევას შეუწყო ხელი. შემუშავებულ იქნა მრავალი ტექნოლოგია (NAT, PAT და ა.შ.), რომელმაც უზრუნველყო IPv4 პროტოკოლის სიცოცხლის ციკლის გახანგრძლივება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ახალ პროტოკოლს, რომელმაც უახლოეს მომავალში უნდა ჩაანაცვლოს IPv4 პროტოკოლი წარმოადგენს IPv6. IPv6 პროტოკოლის შემქმნელებმა მისი პროექტირებისას გაითვალისწინეს ყველა ის ნაკლოვანება, რომელიც გააჩნდა მის წინამორბედს და ამ ფორმით შეეცადნენ შეექმნათ უფრო სრულყოფილი პროტოკოლი. უპირატესობები, რომელსაც იძლება IPv6 პროტოკოლი, არის შემდეგი:
  • შემცირებული თავსართი. როგორც ნახ. 5.6-დან ვხედავთ IPv6 პროტოკოლის თავსართი
შედგება 8 ველისგან, მაშინ როცა IPv6 პროტოკოლის თავსართი შედგებოდა 14 ველისგან;
  • გაზრდილი მისამართების სივრცე. IPv6 პროტოკოლი სისტემათა დამისამართებისთვის
იყენებს 128 ბიტიან მნიშვნელობას, რაც რათქმაუნდა მისამართების საკმარისად დიდ სივრცეს იძლევა (2128);
  • მულტიკასტინგი. მრავალ სისტემასთან კომუნიკაციის საჭიროებისას IPv6 პროტოკოლი
იყენებს multicast გადაცემას. მასში საერთოდ არ გამოიყენება broadcast გადაცემა;
  • IPSec. IPv4 პროტოკოლი თავიდანვე არ ყოფილა დაგეგმარებული, როგორც უსაფრთხო
პროტოკოლი და მასში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შემუშავებულ იქნა Internet Protocol Security (IPSec) პროტოკოლი, რომელიც საჭიროებდა დამატებით კონფიგურაციას. IPv6 პროტოკოლში ინტეგრირებულია IPSec პროტოკოლი და მისი მეშვეობით შესაძლებელია დაშიფრული კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

                                                      

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...