пятница, 27 июля 2018 г.

ელვა-ჭექაქუხილი

                                    ელვა-ჭექაქუხილი

                          
                                                                                    ელვა
 გიგანტური ელექტრული განმუხტვა ატმოსფეროში, რომელსაც თან სდევს ქუხილი. ელვას წინ უსწრებს ღრუბლის დაელექტროება, სხვადასხვა ნიშნით დამუხტული ნაწილაკების განცალება და მნიშვნელოვანი მოცულობის მუხტების წარმოქმნა.
უარყოფითი მუხტი უპირატესად ღრუბლის ფუძის არეში გროვდება, დადებითი კი — ზემოთ, დედამიწისზედაპირი ინდუქციით დადებითად იმუხტება. განარჩევენ წრფივ, ბრტყელსა და ბურთისებრ ელვებს.
ყველაზე უკეთ შესწავლილია წრფივი ელვა (განსაკუთრებით ღრუბელსა და დედამიწას შორის). ზონაში, სადაც ელექტრული ველის დაძაბულობა მიაღწევს კრიზისულ მნიშვნელობას, ჰაერის თავისუფალი ელექტრონები დიდი სიჩქარით მიისწრაფვის დედამიწისაკენ და ჰაერის ატომებთან შეჯახებით იწვევს დარტყმით იონიზაციას. ეს პროცესი ზვავისებურად ვრცელდება და წარმოიქმნება ელვის ლიდერი, რომელიც წარმოადგენს თერმოიონიზებულ მაღალ გამტარობის მქონე არხს. ლიდერის თავი დიდი სიჩქარით (5.107 მ/წმ) ვრცელდება დედამიწამდე და გაკვალულ არხში პირველ ლიდერს მიჰყვება მეორე და ხდება მეორე განმუხტვა.
განმუხტვის რიცხვა შეიძლება 50-ს მიაღწიოს, უფრო ხშირად კი 2-3-ია, დროის ინტერვალი 0,01 წმ არ აღემატება. პირველი ლიდერი უფრო ძლიერია და განშტოებული. ბურთისებრი ელვა ძალზე იშვიათია, ნელა გადაადგილდება და დედამიწასთან შეხებისას ხშირად ფეთქდება. მისი ბუნება ნაკლებადაა გამოკვლეული.
ბრტყელი ელვა წარმოადგენს განმუხტვას, რომელიც მოიცავს ღრუბლის მნიშვნელოვან ნაწილს. ელვის დარტყმამ (მეხის დაცემა) შეიძლება გამოიწვიოს ნგრევა, ლითონის გადნობა, ხანძარი, ადამიანის მსხვერპლი. ელვისგან დაცვა შესაძლებელია მეხსარიდით
ელვა დაფიქსირებულია ვენერაზე იუპირეზე, სატურნზე, ურანზე და სხვ დენის ძალა გამნუხვტისას ელვის აღწევს დედამიწაზე 10 დან 500 ათასი ამპერი. ძაბვა ათეულობით მილიონი მილიარდამდე ვოლტი.
ყველაზე გრძელი ელვა იყო დაფიქსირებული ოკლაჰომაში 2007 წ-ს მისი გაჭიმულობა შეადგენდა 321 კმ ყველაზე ხანგრაძლივი კი ალპებში 7,74 წამი
ელვის ბუნება აღწერა ამერიკლემა  მკვლევარმა ბ. ფრანკლინმა1750 წ-ს მან გამოაქვეყნა კვლევები, სადაც აღწერილია  ექსერიმენტი საჰაერო გველის გამოყენებით გაშვებული ჭექაქწხილისას აღწერილი იყო ნაშრომში ჯოზეფ პრისტლის
იხ. ვიდეო

1989 წ-ს იყო აღმოჩენილი განსაკუთრებული სახეობები ელვის ზედა ატმოსფეროში ელფი და სპრაიდი. 1995 წ-ს აყო ასევე აღმოჩენილი ჯეტი. მათი ბუნება ნაკლებადაა ცნობილი (რომლებსაც ცალკე შევეხები).
                                                                 

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...