воскресенье, 15 июля 2018 г.

                           ბილ გეიტსი

                                              
ბილ გეიტსი
Bill Gates
Bill Gates June 2015.jpg
გეიტსი 2015 წლის ივნისში
 (ინგლ. William Henry "Bill" Gates III28 ოქტომბერი1955სიეტლიაშშ) — ამერიკელი ბიზნესმენი, ფილანტროპი, ინვესტორი და კომპიუტერული პროგრამისიტი, კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი. ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება, მისი პირადი კაპიტალი ფორბსისის 2016 წლის სექტემბრის თვის მონაცემით შეადგენდა $81.7 მილიარდს. Microsoft-ის წლიური შემოსავალი 2016 წლისთვის არის $85.32 მილიარდი;  დასაქმებულია 118,584 ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით.
ბილ გეიტსი თავის ორ დასთან ერთად ქალაქ სიეტლში გაიზარდა. მამამისი, უილიამ გეიტს II, იყო სიეტლის რწმუნებული, ხოლო დედა, მერი გეიტსი — სკოლის მასწავლებელი და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მმართველთა წევრი. გეიტსის წინაპრები იყვნენ ინგლისურიგერმანული და ირლანდიული წარმომავლობის
ბილ გეიტსმა ინტერესი კომპიუტერული პროგრამების მიმართ 13 წლის ასაკში გამოამჟღავნა.
1973 წელს ის ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ ძალიან მალე დატოვა სასწავლებელი და 1975 წელს თავის მეგობარ პოლ ალენთან ერთად დააარსა კომპანია „Microsoft“, რომელიც იქცა პროგრამული უზრუნველყოფის უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიად მსოფლიოში. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ კომპიუტერი მალე გახდებოდა აუცილებელი ატრიბუტი ყველა სამუშაო მაგიდაზე, ოფისებსა და სახლებში.
თავის კარიერის განმავლობაში, გეიტსი კომპანიაში იკავებდა თავჯდომარის, აღმასრულებელი დირექტორისა და მთავარი პროგრამული არქიტექტორის თანამდებობებს და იყო ყველაზე დიდი აუქციონერი 2014 წლის მაისამდე
გეიტსის ხელმძღვანელობის პირობებში „Microsoft“ ყოველთვის მიისწრაფის იმისკენ, რომ გააუმჯობესოს კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა, რათა უფრო ადვილი იყოს საზოგადოებისთავის მისი გამოყენება.
1999 წელს გეიტსმა დაწერა წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, გადაწყვიტოს პრობლემები ახლებური მეთოდით. წიგნი 25 ენაზე 60 ქვეყანაში გამოიცა.პირველი Microsoft Windows-ის ვერსია გამოშვებული იქნა 1985 წლის 20 ნოემბერს, ხოლო აგვისტოში Microsoft დაუკავშირდა კომპანია IBM, რათა შეექმნათ ცალკე ოპერაციული სისტემა სახელწოდებით OS/2. მიუხედავად იმას, რომ მათ წარმატებით შექმნეს ახალი სისტემის პირველი ვერსია, აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია ურთიერთობის გაუარესება


Комментариев нет:

ათეროსკლეროზი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         ათეროსკლეროზი ძარრვებში ცვლილებები (ათეროსკლეროზის განვითარების...