Translate

пятница, 20 марта 2020 г.

ვირუსები

                                    ვირუსები

SARS-CoV-2 , Orthocoronavirinae ქვეოჯახის წევრი
                                               

                                            ვირუსის შეჭრა და ბუდობა პატრონის ორგანიზმში
20–300 ნანომეტრის ზომის მიკროსკოპული ნაწილაკები, რომელთაც ცოცხალი უჯრედების ინფიცირების უნარი აქვთ. სიცოცხლის არაუჯრედული ფორმები - ვირუსები არსებობს ცოცხალ არსებათა დიდი ჯგუფი, რომელსაც არ აქვს უჯრედოვანი აგებულება. ამ არსებებს ვირუსები ეწოდება (ლათ. „viruse“ - შხამი) და ისინი სიცოცხლის არაუჯრედულ ფორმებს მიეკუთვნებიან. ვირუსები არც მცენარეებს მიეკუთვნება და არც ცხოველებს. ისინი უმცირესი ზომის არსებები არიან. ამიტომ მათი შესწავლა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული მიკროსკოპის საშუალებით.
                                          Rotavirus Reconstruction.jpg
როტავირუსი კოპიუტერული რეკონსტრუქცია ელექტრონული მიკრსკოპის დაკვირვების საფუზვლეზე
 ვირუსების ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ მათ სიცოცხლე და გამრავლება შეუძლიათ მხოლოდ სხვა, ცოცხალი ორგანიზმების უჯრედებში. ცოცხალი ორგანიზმების უჯრედის გარეშე ვირუსებს არსებობა არ შეუძლიათ და ბევრ მათგანს გარემოში კრისტალების ფორმა აქვს. როდესაც ვირუსები ჩასახლდებიან ცხოველების, მცენარეების და ბაქტერიების უჯრედებში, იწვევენ ბევრ საშიშ დაავადებას, ამიტომ ისინი განიხილებიან როგორც უჯრედის პარაზიტები. ადამიანის ვირუსულ დაავადებებს განეკუთვნებიან, 
იხ. ვიდეო

მაგალითად, წითელა, გრიპი, სურდო, შიდსი, პოლიომიელიტი, ყვავილი, ჰეპატიტები, ჩუტყვავილა, ყბაყურა და ა.შ. მცენარეთა ვირუსულ დაავადებათა შორის ცნობილია თამბაქოს, ბარდისა და სხვა კულტურების მოზაიკური დაავადება, რომლის დროსაც ვირუსები შლიან ქლოროპლასტებს და ფოთლის დაზიანებული ნაწილები უფერულდებიან. ყოველი ვურუსული ნაწილაკი შედგება დნმ ან რნმ-ის მცირე რაოდენობისაგან, რაც დაფარულია ცილოვანი გარსით. ეს გარსი დამცველობით როლს ასრულებს. განვითარების თავისებურების მიხედვით ვირუსი შეიძლება იყოს აქტიური ან ლატენტური:
                                   
იოკოსაკათერული ვირუსების სტრუქტურა: A. ვირუსები, რომლებსაც არ აქვთ ლიპიდური გარსი (მაგალითად პიკორნავირუსები)
B. გარსიანი ვირუსები (მაგალითად, ჰერპევირუსები).
ციფრებით აღნიშნული: 1. კაპსიდი, 2. გენომური ნიკოიდური მჟავა 3. კაპსომერი 4. ნიკლოკაპსიდი 5. ვარიონი 6. ლიპიდური გარსი 7. მემბრანული ცილის გარსი
ვირუსები გა,ოვლინებას ახდენს ფართოდ სხვადასხვა ფორმბსა და ზომებში. როგორც ჩვეულებრივ ვირუსები გაცილებით პატარები არიან ბაქტერიებზე.
ვირუსების კლასიფიკაციის სქემა:
განვითარების თავისებურების მიხედვით აქტიურ ვირუსებს მიეკუთვნებიან მაგ: გრიპის, სურდოს, წითელას, წითურას და ა. შ. ვირუსები, ხოლო ლატენტურ ვირუსებად შეგვიძლია მივიჩნიოთ შიდსის, ჰერპესის, C ჰეპატიტის ვირუსი და სხვა მსგავსი ვირუსები. უჯრედში შესული ვირუსის მემკვიდრული მასალა ეშენება მასპინძელი უჯრედის დნმ-ს და მისი ნაწილი ხდება. ამის შემდგომ ის იწყებს მასპინძელი უჯრედის ნუკლეოტიდების, ამინომჟავების, ფერმენტებისა და რიბოსომების გამოყენებას საკუთარი ცილისა და დნმ-ის საწარმოებლად. მაგ: გრიპის ვირუსი აიძულებს უჯრედს ,აწარმოოს მისთვის დამახასიათებელი მხოლოდ ორი ტიპის ცილის მოლეკულა, ნაცვლად უჯრედისთვის დამახასიათებელი ასობით სხვადასხვა მოლეკულისა. საბოლოო ჯამში ვირუსი აიძულებს მასპინძელ უჯრედს, წარმოქმნას მრავალი ახალი ვირუსი, რომელიც შემდგომ მასპინძელ უჯრედს ანადგურებს. მცენარეებში ძირითადად რნმ-შემცველი ვირუსები პარაზიტობენ (მაგ: თამბაქოს მოზაიკური ვირუსი), ხოლო ცხოველურ უჯრედებში კი სახლდებიან და დაავადებებს იწვევენ როგორც რნმ, ასევე დნმ შემცველი ვირუსები
იხ. ვიდეო
ცნობილია ასევე ისეთი ვირუსებიც, რომლებიც ბაქტერიების უჯრედებში სახლდებიან. მათ ბაქტერიოფაგებს ანუ ფაგებს უწოდებენ. ბაქტერიოფაგები მთლიანად შლიან ბაქტერიულ უჯრედებს და მათი გამოყენება შეიძლება ისეთი ბაქტერიული დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა დიზენტერია, მუცლის ტიფი, ქოლერა და ა.შ. განვიხილოთ აგებულება იმ ბაქტერიოფაგისა რომელიც სახლდება ნაწლავის ჩხირის უჯრედებში. ასეთი ბაქტერიოფაგი ფორმით თავკომბალას მოგვაგონებს. მისი სხეული შედგება თავის, კუდისა და კუდის რამდენიმე გამონაზარდისაგან. თავი და კუდი გარედან ცილოვანი გარსითაა დაფარული. თავის შიგნით არის დნმ, ხოლო კუდის შიგნით გადის არხი. ბაქტერიოფაგი ნაწლავის ჩხირის უჯრედში იჭრება. ის ჯერ უჯრედის ზედაპირზე მაგრდება და მიმაგრების ადგილზე ხსნის ბაქტერიის გარსს. შემდეგ ბაქტერიოფაგის დნმ შეშხაპუნდება ბაქტერიის უჯრედში. ამის შემდეგ ბაქტერიოფაგით დასნებოვნებულ ნაწლავის ჩხირში იწყება ბაქტერიოფაგის დნმ-ის და არა საკუთრივ ბაქტერიის დნმ-ის სინთეზი, რის შედეგადაც ბაქტერია იღუპება. თუ ოდესმე ტუჩზე ე.წ. „გაციების გამონაყარი“ გქონია, ეს ნიშნავს, რომ ადრე ინფიცირებული ყოფილხარ ჰერპესის ვირუსით (დნმ შემველი ვირუსი), რომელიც ახლა აქტიურ ფაზაში გადავიდა. გააქტიურებული ვირუსი ანადგურებს თქვენი ტუჩის უჯრედებს. რამდენიმე ხანში ვირუსი ისევ ლატენტურ (ფარულ) ფაზაში გადადის, გამონაყარი გაქრება, მაგრამ ვირუსი ორგანიზმის უჯრედებში მაინც არსებობს. ხელმეორედ გაციებამ შეიძლება ჰერპესის ვირუსი კვლავ გაააქტიუროს. შიდსის (HIV - იმუნოდეფიციტის გამომწვევი ვირუსი) ვირუსი მიეკუთვნება რნმ შემცველ ვირუსებს. (შეიცავს რნმ-ის 2 მოლეკულას). იგი სფერული ფორმისაა და გარედან დაფარულია ლურსმნისებური გამონაზარდებით
წარმოშობა - ვირუსების წარმოშობა  და ევოლუცია უძველესი დროს სიცოცხლის არ არის ბოლომდე ნათელი: რადენიმე მათგანი შეიძლება წარმოშობილიყო პლაზმიდიმებიდან მცირე მოლეკულიდან დნმის, შეუზლიათ გადასცენ ერთი უჯრედიადან მეორეზე , სხვა შეიძლება ბაქტერიებიდან წარმშობოლიყვნენ.
                                                         
                     ძირითადი ვირუსული იფექციები ადამიანის და მისი პათოგენები
ყველაზე ცნობილი ვირუსული დააავდება ადამიანის შეიძლება გამოიწვიოს გაციება (ის შეიძლება იყოს და ბაქტეოროლოგიურიც ეტიმოლოგიური), გრიპი, ჩუთყვავილა და ჰერპესი. ცნობილია ასევე ისეთი ვირუსებიც, რომლებიც ბაქტერიების უჯრედებში სახლდებიან. მათ ბაქტერიოფაგებს ანუ ფაგებს უწოდებენ. ბაქტერიოფაგები მთლიანად შლიან ბაქტერიულ უჯრედებს და მათი გამოყენება შეიძლება ისეთი ბაქტერიული დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა დიზენტერია, მუცლის ტიფი, ქოლერა და ა.შ. განვიხილოთ აგებულება იმ ბაქტერიოფაგისა რომელიც სახლდება ნაწლავის ჩხირის უჯრედებში. ასეთი ბაქტერიოფაგი ფორმით თავკომბალას მოგვაგონებს. მისი სხეული შედგება თავის, კუდისა და კუდის რამდენიმე გამონაზარდისაგან. თავი და კუდი გარედან ცილოვანი გარსითაა დაფარული. თავის შიგნით არის დნმ, ხოლო კუდის შიგნით გადის არხი. ბაქტერიოფაგი ნაწლავის ჩხირის უჯრედში იჭრება. ის ჯერ უჯრედის ზედაპირზე მაგრდება და მიმაგრების ადგილზე ხსნის ბაქტერიის გარსს. შემდეგ ბაქტერიოფაგის დნმ შეშხაპუნდება ბაქტერიის უჯრედში. ამის შემდეგ ბაქტერიოფაგით დასნებოვნებულ ნაწლავის ჩხირში იწყება ბაქტერიოფაგის დნმ-ის და არა საკუთრივ ბაქტერიის დნმ-ის სინთეზი, რის შედეგადაც ბაქტერია იღუპება. თუ ოდესმე ტუჩზე ე.წ. „გაციების გამონაყარი“ გქონია, ეს ნიშნავს, რომ ადრე ინფიცირებული ყოფილხარ ჰერპესის ვირუსით (დნმ შემველი ვირუსი), რომელიც ახლა აქტიურ ფაზაში გადავიდა. გააქტიურებული ვირუსი ანადგურებს თქვენი ტუჩის უჯრედებს. რამდენიმე ხანში ვირუსი ისევ ლატენტურ (ფარულ) ფაზაში გადადის, გამონაყარი გაქრება, მაგრამ ვირუსი ორგანიზმის უჯრედებში მაინც არსებობს. ხელმეორედ გაციებამ შეიძლება ჰერპესის ვირუსი კვლავ გაააქტიუროს. შიდსის (HIV - იმუნოდეფიციტის გამომწვევი ვირუსი) ვირუსი მიეკუთვნება რნმ შემცველ ვირუსებს. (შეიცავს რნმ-ის 2 მოლეკულას). იგი სფერული ფორმისაა და გარედან დაფარულია ლურსმნისებური გამონაზარდებით.

შიდსის ვირუსი

ანტიბიოტიკი ვირუსულ დაავადებებს ვერ კურნავს, თუმცა ვაქცინების მეშვეობით ზოგიერთი ვირუსული დაავადება შეიძლება თავიდან ავიცილოთ. ვაქცინა მზადდება დაზიანებული ვირუსის ნაწილაკებისაგან, რომელსაც დაავადების გამოწვევა აღარ შეუძლიათ. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ჩამოთვლილია ადამიანის დაავადებების გამომწვევი ვირუსები და მითითებულია არსებობს თუ არა მისი ვაქცინა:
დაავადებაგამომწვევი ვირუსივაქცინა
შიდსიHIV_
ჩუტყვავილაზოსტერი ვარიცელა+
ჩვეულებრივი გაციება (სურდო)რინოვირუსები_
გრიპიA, B, C ტიპის ინფლუენცა+
წითურარუბელა+
ყბაყურაპარამიქსოვირუსი+
პოლიომიელიტიპოლიოვირუსი+
ცოფირაბდოვირუსი+

პირველი ვაქცინა 1796 წელს შექმნა ინგლისელმა ექიმმა ედუარდ ჯენერმა მძიმე დაავადების - ყვავილის წინააღმდეგ. იმ დროისათვის ვირუსი არ იყო ცნობილი და მან არც კი იცოდა რას ებრძოდა. თუმცა დღეისათვის ეს მეთოდი ვირუსებთან ბრძოლის ერთადერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.

რინოვირუსები - ეს ნფექციურიის ყველაზე მსუბუქი მწვავე რესპირაციული ინფექციაა. ახასიათებს ცხვირის ლორწოვანის გარსის უპირატესად დაზიანება და უხვი რინორეა.ორგანიზმის ინტოქსიკაცია ამდროს უმნიშვნელოა.
რინოვირუსუსულ ინფექციას ძველად გაციებას ეძახდნენ. - გადამდედსურდოს. 
რინოვირუსები კარგად იტანნე დაბალ ტემ-რას, გათბობას, გაშრობასა და სადეზინფიქციო ხსნარებისთ ინაქტივირება.
რინოვირუსული ინფექციით ავადებიან როგორც ბავშვები ისე მოზრდილები, ინფექციის წყაროა ავადმყოფი ადამიანი, რ-იც საინკუპაციო პერიოდის ბოლო დღებსა და მწვავე პერიოდში გამოყოფს ვირუსს და ჰაეწვეთოვანი და კონტაქტური გზით გადასცემს ჯამრთელ ადამიანს. ავადობა იმატებს შემოდგომასა და გაზაფხულზე. ზოგჯერ მცირე აფეთქებები სახით. იმუნიტეტი ერთ წლამდე გასტანს დადებით გამნერორება სხვადასხვა სესროვარით არის განპირობებული.
დაავდების საინკუპაციო პერიოდია 1-6 დღ.საშუალოდ 2-3დღ. დაავადება იწყება სურდოთი. სუმფებრულებული ტემპარ-რა 2-4დღ. ცხვირის გასავლებისადა ნიჟარების შეშუპების გამო რადენიმე სატში იწყება რინიტი.უხვი სუროზული გამოდენით . ავდყოფს აწუხებს ცრემლიანობა და ყელის ტკივილი ყლაპვის დროს.ქვედა სასუნთქი გზები იშვიათად ზიანდება. დაავდება გრძელდება 1-6 დღე,საშუალოდ - 2-3 დღ, დაავდება იწყება სურდოთი. საჭიროა ავადყოფის იზოლაცია ბინის პირობებში.

ინფექცია სხვა სახეობებში

ვირუსები აინფიცირებს ყველა უჯრედულ ორგანიზმს და, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსები უნივერსალურად გვხვდება, თითოეულ უჯრედულ სახეობას აქვს საკუთარი სპეციფიკური დიაპაზონი, რომელიც ხშირად მხოლოდ ამ სახეობას აინფიცირებს.   ზოგიერთ ვირუსს, რომელსაც სატელიტებს უწოდებენ , შეუძლია რეპლიკაცია მხოლოდ იმ უჯრედებში, რომლებიც უკვე დაინფიცირდა სხვა ვირუსით. 

ცხოველთა ვირუსები

მცენარეული ვირუსები

მსუბუქი ჭრელი ვირუსით ინფიცირებული წიწაკა

მცენარეული ვირუსების მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ ხშირად ისინი მხოლოდ მოსავლიანობის შემცირებას იწვევენ და მათი კონტროლის მცდელობა ეკონომიკურად გამართლებული არ არის. მცენარეული ვირუსები ხშირად მცენარიდან მცენარეზე ვრცელდება ორგანიზმების მიერ, რომლებიც ვექტორებად არიან ცნობილები . ესენი, როგორც წესი, მწერები არიან, მაგრამ ზოგიერთი სოკო, ნემატოდური ჭიები , ერთუჯრედიანი ორგანიზმები და პარაზიტული მცენარეები ვექტორები არიან.  როდესაც მცენარეთა ვირუსული ინფექციების კონტროლი ეკონომიურად ითვლება, მაგალითად, მრავალწლიანი ხილის შემთხვევაში, ძალისხმევა კონცენტრირებულია ვექტორების განადგურებასა და ალტერნატიული მასპინძლების, მაგალითად, სარეველების, მოცილებაზე.   მცენარეული ვირუსები ვერ აინფიცირებენ ადამიანებს და სხვა ცხოველებს, რადგან მათ შეუძლიათ გამრავლება მხოლოდ ცოცხალ მცენარეულ უჯრედებში.  

წარმოშობით პერუდან, კარტოფილი მთელ მსოფლიოში ძირითად კულტურად იქცა.  კარტოფილის ვირუსი Y იწვევს დაავადებას კარტოფილსა და მონათესავე სახეობებში, მათ შორის პომიდორსა და წიწაკაში. 1980-იან წლებში ამ ვირუსმა ეკონომიკური მნიშვნელობა შეიძინა, როდესაც მისი კონტროლი სათესლე კარტოფილის კულტურებში რთული აღმოჩნდა. ბუგრების მიერ გადამდები ამ ვირუსს შეუძლია მოსავლის 80%-მდე შემცირება, რაც კარტოფილის მოსავლიანობის მნიშვნელოვან დანაკარგებს იწვევს. 

მცენარეებს ვირუსების წინააღმდეგ დახვეწილი და ეფექტური თავდაცვის მექანიზმები აქვთ. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია ე.წ. რეზისტენტობის (R) გენების არსებობა. თითოეული R გენი უზრუნველყოფს კონკრეტული ვირუსის მიმართ რეზისტენტობას ინფიცირებული უჯრედის გარშემო უჯრედების სიკვდილის ლოკალიზებული უბნების გამოწვევით, რომლებიც ხშირად შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს დიდი ლაქების სახით. ეს ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას.  ​​რნმ-ის ინტერფერენცია ასევე ეფექტური დაცვაა მცენარეებში.   როდესაც ისინი ინფიცირდებიან, მცენარეები ხშირად გამოიმუშავებენ ბუნებრივ სადეზინფექციო საშუალებებს, რომლებიც კლავენ ვირუსებს, როგორიცაა სალიცილის მჟავა , აზოტის ოქსიდი და რეაქტიული ჟანგბადის მოლეკულები . 

მცენარეული ვირუსული ნაწილაკები ან ვირუსის მსგავსი ნაწილაკები (VLP) გამოიყენება როგორც ბიოტექნოლოგიაში , ასევე ნანოტექნოლოგიაში . მცენარეული ვირუსების უმეტესობის კაფსიდები მარტივი და მყარი სტრუქტურებია და მათი დიდი რაოდენობით წარმოება შესაძლებელია მცენარეების ინფიცირებით ან სხვადასხვა ჰეტეროლოგიურ სისტემებში ექსპრესიით. მცენარეული ვირუსული ნაწილაკების გენეტიკურად და ქიმიურად მოდიფიცირება შესაძლებელია უცხო მასალის კაფსულირებისთვის და მათი ინტეგრირება შესაძლებელია სუპრამოლეკულურ სტრუქტურებში ბიოტექნოლოგიაში გამოსაყენებლად. 

ბაქტერიული ვირუსები

An electron micrograph showing a portion of a bacterium covered with viruses
ბაქტერიული უჯრედის კედელზე მიმაგრებული მრავალი ბაქტერიოფაგის ტრანსმისიული ელექტრონული მიკროგრაფია

ბაქტერიოფაგები ვირუსების გავრცელებული და მრავალფეროვანი ჯგუფია და წყლის გარემოში ყველაზე გავრცელებული ბიოლოგიური ერთეულია - ოკეანეებში ამ ვირუსების რაოდენობა ათჯერ მეტია, ვიდრე ბაქტერიების რაოდენობა,  ზღვის წყლის მილილიტრზე 250,000,000 ბაქტერიოფაგის დონეს აღწევს.  ეს ვირუსები აინფიცირებს სპეციფიკურ ბაქტერიებს ზედაპირული რეცეპტორების მოლეკულებთან შეკავშირებით და შემდეგ უჯრედში შეღწევით. მოკლე დროში, ზოგიერთ შემთხვევაში, სულ რაღაც წუთებში, ბაქტერიული პოლიმერაზა იწყებს ვირუსული mRNA-ს ცილად გარდაქმნას. ეს ცილები უჯრედში ახალ ვირიონებად, დამხმარე ცილებად, რომლებიც ხელს უწყობენ ახალი ვირიონების აწყობას, ან უჯრედის ლიზისში ჩართულ ცილებად იქცევიან. ვირუსული ფერმენტები ხელს უწყობენ უჯრედის მემბრანის დაშლას და, T4 ფაგის შემთხვევაში , ინექციიდან ოცი წუთზე ოდნავ მეტხანს შეიძლება სამასზე მეტი ფაგი გამოთავისუფლდეს. 

ბაქტერიები ბაქტერიოფაგებისგან თავის დასაცავად ძირითადი გზაა უცხო დნმ-ის განადგურების ფერმენტების გამომუშავება. ეს ფერმენტები, რომლებსაც რესტრიქციული ენდონუკლეაზები ეწოდებათ , ანადგურებენ ვირუსულ დნმ-ს, რომელსაც ბაქტერიოფაგები ბაქტერიულ უჯრედებში შეჰყავთ.  ბაქტერიები ასევე შეიცავს სისტემას, რომელიც იყენებს CRISPR თანმიმდევრობებს იმ ვირუსების გენომების ფრაგმენტების შესანარჩუნებლად, რომლებთანაც ბაქტერიები ადრე შეხებაში იყვნენ, რაც მათ საშუალებას აძლევს დაბლოკონ ვირუსის რეპლიკაცია რნმ-ინტერფერენციის ფორმით .  ეს გენეტიკური სისტემა ბაქტერიებს ინფექციის მიმართ შეძენილ იმუნიტეტს აძლევს. 

ზოგიერთ ბაქტერიოფაგს „ ზომიერ “ ფაგს უწოდებენ, რადგან ისინი იწვევენ ლატენტურ ინფექციებს და მაშინვე არ ანადგურებენ მასპინძელ უჯრედებს. ამის ნაცვლად, მათი დნმ მასპინძელი უჯრედების დნმ-ში პროფაგის სახით ინტეგრირდება . ეს ლატენტური ინფექციები პროდუქტიული ხდება, როდესაც პროფაგის დნმ აქტიურდება სტიმულებით, როგორიცაა გარემოს ცვლილებები.  ცხოველების, მათ შორის ადამიანების ნაწლავები შეიცავს ზომიერ ბაქტერიოფაგებს, რომლებიც აქტიურდება სხვადასხვა სტიმულით, მათ შორის დიეტის ცვლილებებით და ანტიბიოტიკებით.  მიუხედავად იმისა, რომ პირველად ბაქტერიოფაგებში დაფიქსირდა, ცნობილია, რომ მრავალი სხვა ვირუსი წარმოქმნის პროვირუსებს , მათ შორის აივ-ს. 

არქეული ვირუსები

როლი წყლის ეკოსისტემებში

მიკროორგანიზმები ზღვაში არსებული ბიომასის 90%-ზე მეტს შეადგენენ. დადგენილია, რომ ვირუსები ყოველდღიურად ამ ბიომასის დაახლოებით 20%-ს კლავენ და ოკეანეებში 10-15-ჯერ მეტი ვირუსია, ვიდრე ბაქტერიები და არქეები.  ვირუსები ასევე ფიტოპლანქტონის , მათ შორის მავნე წყალმცენარეების ყვავილობის განადგურების ძირითადი აგენტებია .  ოკეანეებში ვირუსების რაოდენობა კიდევ უფრო მცირდება ზღვის ფსკერზე და წყალში უფრო ღრმად, სადაც ნაკლები მასპინძელი ორგანიზმებია. 

2018 წლის იანვარში მეცნიერებმა განაცხადეს , რომ დედამიწის ატმოსფეროდან ყოველდღიურად პლანეტის ზედაპირის ყოველ კვადრატულ მეტრზე 800 მილიონი ვირუსი ილექება, ძირითადად ზღვის წარმოშობის, რაც ვირუსების გლობალური ატმოსფერული ნაკადის შედეგია, რომლებიც ამინდის სისტემის ზემოთ, მაგრამ ჩვეულებრივი საჰაერო მოგზაურობის სიმაღლეზე დაბლა ცირკულირებენ და ვირუსებს მთელ პლანეტაზე ავრცელებენ. 

ნებისმიერი ორგანიზმის მსგავსად, ზღვის ძუძუმწოვრები მგრძნობიარენი არიან ვირუსული ინფექციების მიმართ. 1988 და 2002 წლებში ევროპაში ათასობით სელაპი დაიღუპა ფოცინის ჭირის ვირუსით .  ზღვის ძუძუმწოვრების პოპულაციებში ცირკულირებს სხვა მრავალი ვირუსი, მათ შორის კალცივირუსები , ჰერპესვირუსები , ადენოვირუსები და პარვოვირუსები . 

2022 წლის დეკემბერში მეცნიერებმა პირველად დააკვირდნენ ვირუსოვირუსს აუზის წყალში ჩატარებული ექსპერიმენტის მეშვეობით, რომელიც შეიცავდა ქლოროვირუსს , რომელიც ხშირად აინფიცირებს მწვანე წყალმცენარეებს მტკნარი წყლის გარემოში. როდესაც წყლიდან ამოიღეს მიკრობული საკვების ყველა სხვა წყარო, დაფიქსირდა წამწამოვანი ჰალტერიის რაოდენობის ზრდა ქლოროვირუსის აქტიური მოხმარების გამო, როგორც საკვების წყაროს, მისი ტიპიური ბაქტერიჭამია დიეტის ნაცვლად . 

როლი ევოლუციაში

აპლიკაციები

სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები და მედიცინა

მეცნიერი, რომელიც სწავლობს H5N1 გრიპის ვირუსს

ვირუსები მნიშვნელოვანია მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის შესწავლისთვის, რადგან ისინი წარმოადგენენ მარტივ სისტემებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია უჯრედების ფუნქციების მანიპულირებისა და კვლევისთვის.   ვირუსების შესწავლამ და გამოყენებამ მოგვაწოდა ღირებული ინფორმაცია უჯრედული ბიოლოგიის ასპექტების შესახებ.  მაგალითად, ვირუსები სასარგებლო იყო გენეტიკის შესწავლაში და დაგვეხმარა მოლეკულური გენეტიკის ძირითადი მექანიზმების , როგორიცაა დნმ-ის რეპლიკაცია , ტრანსკრიფცია , რნმ-ის დამუშავება , ტრანსლაცია , ცილის ტრანსპორტირება და იმუნოლოგია , გაგებაში .

გენეტიკოსები ხშირად იყენებენ ვირუსებს ვექტორებად , რათა შეიყვანონ გენები მათ მიერ შესწავლილ უჯრედებში. ეს სასარგებლოა უჯრედის მიერ უცხო ნივთიერების წარმოსაქმნელად ან გენომში ახალი გენის შეყვანის ეფექტის შესასწავლად. ანალოგიურად, ვიროთერაპია იყენებს ვირუსებს ვექტორებად სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, რადგან მათ შეუძლიათ კონკრეტულად უჯრედებისა და დნმ-ის დამიზნება. ის პერსპექტიულ გამოყენებას აჩვენებს კიბოს მკურნალობასა და გენურ თერაპიაში . აღმოსავლეთ ევროპელი მეცნიერები გარკვეული ხანია იყენებენ ფაგოთერაპიას ანტიბიოტიკების ალტერნატივად და ამ მიდგომის მიმართ ინტერესი იზრდება, რადგან ზოგიერთ პათოგენურ ბაქტერიაში ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის მაღალი დონეა.  ვირუსების მიერ ჰეტეროლოგური ცილების ექსპრესია რამდენიმე წარმოების პროცესის საფუძველია, რომლებიც ამჟამად გამოიყენება სხვადასხვა ცილების, როგორიცაა ვაქცინის ანტიგენები და ანტისხეულები , წარმოებისთვის . ბოლო დროს შემუშავდა სამრეწველო პროცესები ვირუსული ვექტორების გამოყენებით და რამდენიმე ფარმაცევტული ცილა ამჟამად კლინიკურ და წინასაკლინიკო კვლევებშია. 

ვიროთერაპია

მასალათმცოდნეობა და ნანოტექნოლოგია

მასალათმცოდნის თვალსაზრისით, ვირუსები შეიძლება ჩაითვალოს ორგანულ ნანონაწილაკებად .  მათი ზედაპირი შეიცავს სპეციფიკურ ხელსაწყოებს, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს გადალახონ მასპინძელი უჯრედების ბარიერები. ვირუსების ზომა და ფორმა, ასევე მათ ზედაპირზე არსებული ფუნქციური ჯგუფების რაოდენობა და ბუნება ზუსტად არის განსაზღვრული. შესაბამისად, ვირუსები ხშირად გამოიყენება მასალათმცოდნეობაში, როგორც კოვალენტურად დაკავშირებული ზედაპირის მოდიფიკაციების საყრდენები. ვირუსების განსაკუთრებული თვისება ის არის, რომ მათი მორგება შესაძლებელია მიმართული ევოლუციის გზით. სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიერ შემუშავებული ძლიერი ტექნიკა ხდება ნანომასალებისადმი საინჟინრო მიდგომების საფუძველი, რაც ხსნის ფართო სპექტრის გამოყენებას ბიოლოგიისა და მედიცინის მიღმა.  მათი ზომის, ფორმისა და კარგად განსაზღვრული ქიმიური სტრუქტურების გამო, ვირუსები გამოიყენება როგორც შაბლონები მასალების ნანომასშტაბიან ორგანიზებისთვის. მაგალითებია ვაშინგტონში, საზღვაო კვლევით ლაბორატორიაში ჩატარებული სამუშაოები, სადაც გამოიყენება Cowpea მოზაიკური ვირუსის (CPMV) ნაწილაკები დნმ-ის მიკრომასივზე დაფუძნებულ სენსორებში სიგნალების გასაძლიერებლად . ამ შემთხვევაში, ვირუსული ნაწილაკები გამოყოფენ სიგნალიზაციისთვის გამოყენებულ ფლუორესცენტურ საღებავებს , რათა თავიდან აიცილონ არაფლუორესცენტური დიმერების წარმოქმნა , რომლებიც მოქმედებენ როგორც ჩამქრობები .  კიდევ ერთი მაგალითია CPMV-ის გამოყენება ნანომასშტაბიან პუდდაფად მოლეკულური ელექტრონიკისთვის. 

სინთეტიკური ვირუსები

ბევრი ვირუსის სინთეზირება შესაძლებელია de novo („ნულიდან“) პრინციპით. პირველი სინთეზური ვირუსი 2002 წელს შეიქმნა. [ 227 ] მიუხედავად იმისა, რომ ეს გარკვეულწილად მცდარი წარმოდგენაა, სინთეზირდება არა თავად ვირუსი, არამედ მისი დნმ-ის გენომი (დნმ ვირუსის შემთხვევაში) ან მისი გენომის cDNA ასლი (რნმ ვირუსების შემთხვევაში). ვირუსების მრავალი ოჯახისთვის შიშველი სინთეზური დნმ ან რნმ (სინთეზური cDNA-დან ფერმენტულად ხელახლა გარდაქმნის შემდეგ) გადამდებია უჯრედში შეყვანისას. ანუ ისინი შეიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას ახალი ვირუსების წარმოებისთვის. ეს ტექნოლოგია ამჟამად გამოიყენება ახალი ვაქცინის სტრატეგიების შესასწავლად. [ 228 ] ვირუსების სინთეზირების უნარს შორსმიმავალი შედეგები აქვს, რადგან ვირუსები აღარ შეიძლება ჩაითვალოს გადაშენებულად, თუ მათი გენომის თანმიმდევრობის შესახებ ინფორმაცია ცნობილია და ხელმისაწვდომია ნებადართული უჯრედები. 2021 წლის ივნისის მდგომარეობით, 11,464 სხვადასხვა ვირუსის, მათ შორის ყვავილის, სრული გენომის თანმიმდევრობები საჯაროდ ხელმისაწვდომია ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების მიერ შენახულ ონლაინ მონაცემთა ბაზაში . 

იარაღი

                                                              

სელჩუკთა სახელმწიფო

                  სელჩუკთა სახელმწიფო

                 
 სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში. სელჩუკთა სახელმწიფოს დამაარსებლად სელჩუკს თვლიან, მაგრამ დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს ოფიციალურად 1040 წელს დანდანდაქანის ველზე ღაზნევიდებთან სელჩუკების გამარჯვების შემდეგ ჩაეყარა საფუძველი. ღაზნევიდების სახელმწიფოსაგან ვასალური პირობებით მიიღეს მიწები ხორასანში (თანამედროვე ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთი). სელჩუკები აჯანყდნენ ღაზნევიდების წინააღმდეგ და 1040 წელს დაამარცხეს ისინი დენდანაკანთან გამართულ ბრძოლაში. 1038 წელს თოღრულ-ბეგმა მიიღო სულთნის ტიტული და საფუძველი ჩაუყარა სელჩუკთა სახელმწიფოს. მისი მეთაურობით სელჩუკებმა 1040-50 წლებში დაიპყრეს ხორეზმი, ირანი, 1050-იან წლებში - აზერბაიჯანი, ქურთისტანი, ერაყი. ალფ-არსლანის მმართველობის წლებში დაიპყრეს სომხეთი (1064), მანაზკერტთან ბრძოლაში დაამარცხეს ბიზანტია (1071), დაიმორჩილეს მცირე აზია და სხვა ტერიტორიები. სულთან მალიქ-შაჰის დროს სელჩუკთა სახელმწიფომ განსაკუთრებულ პოლიტიკურ ძლიერებას მიაღწია: დაიპყრო კარახანიდების სახელმწიფო შუა აზიაში, ასევე საქართველო.
იხ. ვიდეო

იმპერიის ზრდასთან ერთად დაიწყო ფეოდალიზირებული სამხედრო-მომთაბარე დიდგვაროვანთა ცენტრიდანული მისწრაფებები. უკვე მელიქ-შაჰის მმართველობისას გაჩნდნენ სასულთნოები, რომელთაც სელჩუკიდთა დინასტიის სხვადასხვა შტოები მართავდნენ და მხოლოდ ნომინალურად იყვნენ დამოკიდებულნი ცენტრალური ხელისუფლებისაგან („დიდი სელჩუკისაგან“). ერთიმეორის მიყოლებით შეიქმნა ქერმანის სასულთნო (1041-1187), რუმის, იგივე კონიის სასულთნო (1077-1307), სირიის სასულთნო (1094-1117) და სხვა. პირველი ჯვაროსნული ომის შემდეგ სელჩუკებმა დაკარგეს პალესტინა, სირია, მცირე აზიის სანაპირო ტერიტორიები, საქართველო. მელიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ ფეოდალური შინაომები გაძლიერდა, 1118 წელს სახელმწიფო მისმა შვილებმა გაინაწილეს: სანჯარს ერგო აღმოსავლეთი ოლქები დედაქალაქით მერვში, მაჰმუდს დასავლეთი - ერაყის სასულთნო (1118-1194). სანჯარს დიდი ბრძოლების გადატანა მოუხდა მსხვილ მონაპირე ფეოდალებთან, რის შემდეგაც მან დაკარგა უზენაესი ხელისუფლება შუა აზიაში და 1157 დიდი სელჩუკების დინასტიამ ხორასანში არსებობა შეწყვიტა.

         ღაზნევიდების სახელმწიფო

                                           
თურქული წარმოშობის დინასტია, რომელიც მართავდა ღაზნეველთა სახელმწიფოს (X-XII სს.). სახელწოდება მომდინარეობს ქალაქ ღაზნიდან, რომელიც მდებარეობს ავღანეთის სამხრეთ აღმოსავლეთში. დინასტია დააარსა 962 წელს სამანიდმა მხედართმთავარმა ალი-თეგინიმ, რომელმაც ქალაქ ღაზნის დამოუკიდებელ მმართველად გამოაცხადა თავი. განსაკუთრებულ ძლიერებას მიაღწია მაჰმუდ ღაზნევის მმართველობისას (998-1030), როდესაც სახელმწიფო მოიცავდა თანამედროვე ავღანეთს, ირანის, ცენტრალური აზიის და ინდოეთის მთელ რიგ რეგიონებს. მისი მმართველები ახალისებდნენ მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას – სამეფო კარზე ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ცნობილი პოეტები და მეცნიერები: ალ-ბირუნი, ფირდოუსი და სხვები. მასუდ I-ის მმართველობის წლებში (1030-1041 წწ.) სახელმწიფომ დაშლა დაიწყო. 1040 წლისათვის იგი მოიცავდა ავღანეთისა და პენჯაბის მხოლოდ მცირე ნაწილს. ლიკვიდირებულ იქნა XII ს-ის 70-80-იან წლებში ღურიდების მიერ.




ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)

             ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)

                                               Bagrat IV.jpg      
                                                          ბაგრატ IV-ის გამოსახულება

(დ. 1018 ან 1020 ― გ. 24 ნოემბერი. 1072) — საქართველოს მეფე 1027-იდან, გიორგი I-ისა და დედოფალ მარიამის უფროსი შვილი. წინამორბევი გიროგი I დაიბ.ადგილი ქუთაისი, მეუღლე 1.ელენე, 2.ბორენა შვილი გიორგიII.
1022-1025 მძევლად იყო კონსტანტინოპოლში. ბაგრატ IV-ის და მისი სამეფო კარის უმთავრესი ამოცანა იყო სახელმწიფოს დაცვა ბიზანტიისა და თურქ-სელჩუკი დამპყრობლებისაგან, ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან აზნაურთა წინააღმდეგობის დაძლევა და საქართველოს ერთიანი სამეფოს ფარგლებს გარეთ დარჩენილი ქართული მიწა-წყლის შემოერთება. მცირეწლოვანი ბაგრატ IV-ის გამეფებისთანავე ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე VIII-მ დაარღვია 1022 დადებული ზავი და საქართველოში ჯარი გამოგზავნა. მტერმა გაძარცვა და ააოხრა სამხრეთ საქართველო. ტაოს მსხვილ ფეოდალთა ნაწილი ვაჩე კარიჭისძისა და ეპისკოპოს იოანე ბანელის მეთაურობით მტრის მხარეზე გადავიდა. ბიზანტიელებმა ვერ შეძლეს კლდეკარის ციხესიმაგრის აღება. შავშეთ-კლარჯეთში თავდაცვის ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგნენ ეპისკოპოსები საბა მტბევარი და ეზრა ანჩელი და მტერს ამ მხარის დაპყრობის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ ბიზანტიელებმა ტაქტიკა შეცვალეს: მათ საქართველოში გამოგზავნეს დემეტრე უფლისწული (გურგენ არტანჯულის ძე), რომელიც ბაგრატ III-ის დროს ბიზანტიაში გაიქცა. დემეტრეს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოყვანით ბიზანტია ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ის საქართველოს დასაპყრობად კი არ მოდიოდა, არამედ ბაგრატ III-ის მიერ უკანონოდ დაჩაგრული ბატონიშვილის უფლებათა დასაცავად იბრძოდა. მტრის ამ ტაქტიკას წარმატებაც მოჰყვა: მწარმოებელი საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც თავისი მდგომარეობის გაუმჯობესების იმედებს ახალ მეფეს უკავშირებდა, საკუთარი ფეოდალების წინააღმდეგ აჯანყდა და დემეტრესა და ბიზანტიელებს მიემხრო. დაპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლა კლასობრივი ბრძოლით გართულდა. ამ კრიტიკულ მომენტში კონსტანტინე III გარდაიცვალა და ბიზანტირლებმა ჯარი საქართველოდან გაიწვიეს.
იხ.ვიდეო

ბიზანტიასთან ომში დასუსტებულ საქართველოს ბრძოლის გაგრძელება არ შეეძლო, თვით ბიზანტიაც აღმოსავლეთში მტრების მოწოლის გამო საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ესწრაფოდა. ასეთ პირობებში მარიამ დედოფლის ინიციატივით 1029/1030 ბიზანტიასთან ზავი დაიდო. იმპერატორმა რომანოზ III-მ ბაგრატ IV-ს ცოლად მიათხოვა თავისი ძმის ბასილის ასული ელენე და მიანიჭა კურაპალატობის პატივი. ეს პოლიტიკური კავშირი ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობის საფუძველი უნდა გამხდარიყო, მაგრამ დედოფალი ელენე მალე გარდაიცვალა ქუთაისში, ბაგრატ IV-მ ცოლად შეირთო ოსთა მეფის ასული ბორენა. მალე დაიწყო ახალი შინაომი. რეაქციონერმა ფეოდალებმა ბაგრატ IV-ს აუმხედრეს მისი ნახევარძმა დემეტრე უფლისწული ( გიორგი I-ისა და ალდე დედოფლის შვილი), რომელიც ანაკოფიაში (აფხაზეთი) ცხოვრობდა. დემეტრეს გამეფების ცდა მარცხით დაამთავრა. დედა-შვილმა 1032 ანაკოფია ბიზანტიელებს გადასცეს. დემეტრე კონსტანტინოპოლში გაიქცა.
                                                      
                                                                           ბაგრდა IV მონეტა
30-იან წლებში დაიწყო ბრძოლა თბილისის საამიროს შემოერთებისათვის. 1032 კლდეკარის ერისთავმა. ლიპარიტ ლიპარიტის ძე ბაღვაშსა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზესძემ თბილისის ამირა ჯაფარი შეიპყრეს, მაგრამ იმის შიშით, რომ თბილისს ლიპარიტი დაეუფლებოდა, ბაგრატ IV-მ ამირა გაათავისუფლა. 1038/1040 ბაგრატ IV-მ წარმატებით შეუტია თბილისის საამიროს, ამირა ჯაფარი უკვე გასაქცევად ემზადებოდა, მაგრამ სომხეთსა და აზერბაიჯანში თურქ-სელჩუკების შემოჭრის გამო, აგრეთვე ლიპარიტის მოწინააღმდეგე დიდგვარიანთა რჩევით, ბაგრატ IV ამირას დაეზავა. ეს იქცა საბაბად ლიპარიტსა და ბაგრატ IV-ს შორის განხეთქილებისა და ბრძოლისა, რომელმაც თითქმის ორი ათეული წელი გასტანა.
1045 ბიზანტიელთა აგრესიით შეწუხებულმა ანისის თავკაცებმა ქალაქი ბაგრატ IV-ს გადასცეს (ბაგრატ IV-ის დედა მარიამი ვასპურაკანის უკანასკნელი მეფის სენექერიმ არწრუნის ასული იყო). ბაგრატ IV-მ და მარიამმა ანისის გამგებლად არტანუჯის ერისთავი აბუსერ აბუსერისძე დანიშნეს. იმავე წელს ბაგრატ IV-მ დაიწყო ბრძოლა ბიზანტიასთან ანაკოფის დასაბრუნებლად და ხუფათის შემოსაერთებლად. ამ ბრძოლის გადამწყვეტ მომენტში ბაგრატ IV-ის თბილისის გამგებლების დელეგაციამ ქალაქის ჩაბარების წინადადებით მიმართა. ბაგრატ IV-მ ანაკოფიისა და ხუფათისთვის ბრძოლის მეთაურობა თავის სარდლებს ჩააბარა, თვითონ სასწრაფოდ ქართლში გადმოვიდა, თბილისში შევიდა და ქალაქში მოხელეები განაწესა. მეფეს წინააღმდეგობა გაუწია თბილისის გარეუბანმა ისანმა, რომლის აღება შეუძლებელი გახდა. ამ დროს ლიპარიტ IV ბაღვაშის დახმარებით ანისს ბიზანტიელები დაეუფლნენ. 1046 ლიპარიტმა მოიშველია ბიზანტიელთა ლაშქარი, დაუკავშირდა კახეთის სამეფოს, ტაშირ-ძორაგეთის სომეხთა მეფეს და ქართლში შემოიჭრა. მას თან მოჰყავდა დემეტრე გიორგის ძე. ბაგრატ IV იძულებული გახდა თბილისისათვის თავი დაენებებინა და მტერს ჯავახეთში შეხვდა. გადამწყვეტი ბრძოლის წინ დემეტრე გარდაიცვალა. ბრძოლა ბაგრატის მარცხით დასრულდა. ლიპარიტმა ხელთ იგდო არტანუჯის ციხე.
იხ. ვიდეო

ბაგრატ IV დასავლეთ საქართველოში გაიხიზნა. თურქ-სელჩუკების მიერ ლიპარიტის დატყვევების (1048) შემდეგ ბაგრატ IV კვლავ გაძლიერდა, აიღო უფლისციხე, შეიპყრო ლიპარიტის შვილები ივანე და ნიანია, რომელთაგან პირველი გაათავისუფლა, ხოლო მეორე მძევლად დაიტოვა. თბილელმა ბერებმა ბაგრატ IV-ს კვლავ გადასცეს თბილისი, მაგრამ 1051, როცა ლიპარიტი ტყვეობიდან დაბრუნდა და ბიზანტიელთა ლაშქრით ისევ ბრძოლა განაახლდა ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ, თბილისის შემოერთების ეს ცდაც ჩაიშალა. ლიპარიტი თითქმის მთელ აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონდა. ბაგრატ IV-მ თავისი მცირეწლოვანი შვილი გიორგი ქუთაისში დასავლეთ საქართველოს მეფედ დატოვა, თვითონ კონსტანტინოპოლში წავიდა (1052) და იმპერატორს ლიპერიტთან შერიგების შუამდგომლობა თხოვა. იმპერატორმა ლიპარიტის მცდელობით ბაგრატ IV სამ წელიწადს თავისთან გააჩერა. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ფაქტობრივი გამგებელი ლიპარიტი იყო. მან გიორგი ბაგრატის ძე იმერეთიდან ქართლში გადაიყვანა, რუისში მეფედ აკურთხა და თავი მის აღმზრდელად გამოაცხადა. ბოლოს იმპერატორის შუამდგომლობით ბაგრატ IV და ლიპარიტ IV დაზავდნენ. 1056 ბაგრატ IV სამშობლოში დაბრუნდა. ბაგრატ IV-მ ლიპარიტი ბიზანტიაში გააძევა და მის სამფლობელოს დაეუფლა. ამ დროიდან მან განამტკიცა თავისი ხელისუფლება, ხელთ იგდო კახეთ-ჰერეთის უდიდესი ნაწილიც და შეძლო მისი მოწინააღმდეგე დიდგვარიან აბაზასძეთა დამარცხებაც.
                                       
                                                 მესხეთის მხარეები  VIII-X  საუკუენში
XI საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში თურქ-სელჩუკების აგრესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით ბიზანტია იძულებული გახდა საქართველოსთან დაახლოების გზას დასდგომოდა. საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლის ინტერესები ბაგრატ IV-საც ამისკენ უბიძგებდა. სულთან ალფ-არსლანის პირველი ლაშქრობის შემდეგ ბაგრატ IV-მ თავისი ასული მართა (მარიამი) 1065 იმპერატორ კონსტანტინე X დუკას (1059-1067) შვილს მიხეილს მიათხოვა. გაძლიერებულმა ბაგრატ IV-მ სომხეთის მეფეს სამშვილდე წაართვა და 1067-1068 დაიწყო ბრძოლა კახეთის შემოსაერთებლად, მაგრამ 1068 ალფ-არსლანი მეორედ შემოესია საქართველოს და კახეთის შემოერთების ეს ცდა მარცხით დამთავრდა. სულტანმა თავის მიზანს მაინც ვერ მიაღწია - ბაგრატ IV-მ უარი განაცხადა სულთნის მოხარკეობაზე. სულთანი საქართველოს გაეცალა, მაგრამ თბილისი და რუსთავი განძის (განჯა) ამირა ფადლონს გადასცა. ბაგრატ IV-მ სასტიკად დაამარცხა ქართლში შემოსული ფადლონი, აიღო თბილისი და საგამგეოდ გადასცა ამირათა შთამომავალს, რომელსაც დააკისრა ყოველწლიური ხარკი - 44 ათასი დრაჰკანი. ამრიგად, თბილისის საამირო საქართველოს მეფის ვასალი გახდა. ფადლონი კვლავ შემოესია საქართველოს. ბაგრატ IV-მ თავისი ცოლისძმა ოსთა მეფე დორღოლელი დაიხმარა. უფლისწულ გიორგის მეთაურობით ქართველ-ოსთა ლაშქარმა განძა მოარბია.
ბაგრატ IV-მ შეძლო საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა და დიდგვარიან ფეოდალთა წინააღმდეგობის დაძლევა. მის დროს მომზადდა ნიადაგი თბილისის საამიროსა და კახეთ-ჰერეთის შემოერთებისათვის. ბაგრატ IV დიდ ყურადღებას აქცევდა კულტურისა და სწავლა-აღზრდის საქმეს, მისი მოწვევით 1060-1065 საქართველოში ჩამოვიდა გიორგი მთაწმიდელი, რომელმაც ნაყოფიერი მოღვაწეობა გაშალა, არსებობს მოსაზრება, რომ ბაგრატ IV-ს ეკუთვნის კანონები, რომლებიც ბაგრატ კურაპალატის სამართლის სახელწოდებითაა ცნობილი. ბაგრატ IV გარდაიცვალა ქართლში. ანდერძის თანახმად დაასაფლავეს ჭყონდიდში.

среда, 18 марта 2020 г.

მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია

    მწვავე რესპირატორული ვირუსული                                         ინფექცია

                          Illu conducting passages rus.svg
ინგლ.  viral respiratory infections - ჯგუფი კლინიკური და მორფოლოგიური მსგავსი მკეთვრი ანთებითი დაავადება სასუნთქი ორგანოების, რომელთა გამომწვევი აგენტები, როგორც წესი, რესპირატორული ვირუსებია. ეს არის მსოფლიოში დაავადებების ყველაზე გავრცელებული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს გრიპის, რესპირატორული სინციტური, რინოვირუსის, კოროვირვირუსის, ადენოვირუსის და სხვა ინფექციების დაავადებებს, რომლებიც იწვევენ სასუნთქი გზების კატარალურ ანთებას.
იხ. ვიდეო 
მწვავე რესპირატურულ დაავდებაში ასევე შედის გაციება, გრიპი, და ბრონხოლოგია. გაციება მიღებულია მრვი-ის მსუბუქი ფორმა, რ-იც ეხება უპირატესად ხცვირის მიდამოს ეხება. 
ახვდასხვა პათოგენი  მრვი შეუძლია გამოიწვიოს მეტ ნაკლებად  მსგვავსი სიმპტომები, რ-იც  შედის ტემპერატურის მომატება სხეულის, შემცივნება, თავის ტკივილი და ა.შ., ხოლო კლინიკურად შეუზლია გამოიწვიოს სახით რინიტი, ფარინგიტი, პონზილიტი, ლარინგიტი და ბრონხიტი. ხანდახან შეიძლება გამოვლინდეს კონიუქტივიტი. მძიმე ფორმებში მრვი ფორმებშია ბრონხიტი, რ-იც უფრო ხშირად ბავშევბში ვლიდნება ხოლმე. განვითარების პროცესში, ვირუსული დაავადება შეიძლება გართულდეს ბაქტერიული ინფექციით.
     
რინოვირუსი                   კორონავირუსი            ადენოვირუსი                  გრიპის ვირუსი
უმრავლეს შემთხვევაში რესპირატორული ვირუსული ინფექცია მიმდინარეობს მსუბუქ ფორმებში და გავლის თავსთავად, რამდენადაც იმუნური სისტემა საბოლოოდ დამოუკიდებლად ასუფთავებს ორგანიზმიდან  ვირუსისგან. მძიმე შემთხვებში ავადმყოფობა წარმოიქმნება, იმ შემთხვევაში თუ ვირუსი ხვდება ქვედა სასუნთქი გზებში რის შედეგადაც ბრონხიტის გარდა, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ვირუსული პნევმონია და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი.
ასევე, ვირუსული რესპირატორული ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დაავადებების გამწვავებამ.
საბოლოო დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ლაბორატორიული ტესტების საფუძველზე.თვითონ ვირუსის წარმოშაობაზე და მიკუთვნებაზე ბევრი ვერსიები შეგვიძლია ვთქვათ რ-იც ბაქტერიებში არ შედის. აიც ვერსიაც რომ ის არამიწიერი წარმოშობისაა (ჩვენ შეგვიძლია სანიტერესო შეთქულების ტერიეზე ვისაუბროდ) ეხლა კი  რატომ გვეუბნებინ ჰიგიენეას პირველ რიგში ხელების დაბანას. რადენად სუფთა არის ხელები და რადენად შეველის ვირუსის წინაამღდეგ 
1 კვადრატულ სანტიმეტრზე ხელზე დაახლოებით 1500 მიკრობი ხვდება ხელის გულზე და ვირუსი, რ-იც შემდეგ წარამეტებით ხვდება თვალებში და პირში. თუ ბაქტერიბტან ბრძოლა შესაძლებელია ანტიბიოტიკებიტ ეს ვირუსზე არ მოქედებს საერთოდ. მის ბუნება არის ასეთი. ვირუსი თვალით არ ჩანს ის ბაქტერიაზე პატარა არის თუმცა რაოდენობა ის ყველაზე მეტია რაც კი დედამიწაზე ცოცხალი ორგანიზმის სახეობები არსებობს ერტ ვირუსების ჯგუფში 2 ათასი სხვადასხვა სახეობაა. არის თუ არა ცოცხალი ვირუსი ამაზე პასუხი  მეცნიერების  იყო ერთი ჯგუფი ვირუსს ეძახის პარაზიტულ ნუკლოპროტეინებს, ანუ უბრალო ენიტ რომ ვთქვათ ეს მიკრორგანიზმები ანუ ბუნებიტ დამპყრობლები არიან. ვირუსის სხვადა სხვა ფორმები აქვტ სპირალური მარავკუთხური, სფერული და სხვ. მატ უჯრედები არ აქვთ არ შეუძლიათ საჭმელი ანარგიად გარდაქმნა და ანუ ორგანიზმი რომელზეც პარაზიტობენ. ვურისს შეუზლია დიდხანს იზინოს ორგანიზმში როცა ის უცბად ირვიზებს ერტ მომენტში ამა თუ იმ ფრმით და პარზიტობა დაიწყოს. 
იხ. ლინკზე სტატია




დუღილი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                   დუღილი წყალი მდუღარეა 99.3 °C (210.8 °F) ტემპერატურაზ...