суббота, 30 марта 2019 г.

                           ზიგმუნდ ფროიდი

                                              Sigmund Freud, by Max Halberstadt (cropped).jpg

 (გერმ. Sigmund Freudგერ.[ˈziːkmʊnt ˈfʁɔʏt]; სრული სახელი ზიგმუნდ სოლომონ ფროიდი გერმ. Sigismund Schlomo Freud; დ. 6 მაისი1856, ავსტრია-უნგრეთის პროვინცია მორავიაში, ქ. ფრაიბერგში (ამჟამად ჩეხეთის ქ. პრჟიბორი — გ. 23 სექტემბერი1939ლონდონში) — ავსტრიელი ნევროპათოლოგიფსიქიატრიფსიქოლოგი, ნევროლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი.
იგი არის სიღრმის ფსიქოლოგიის, როგორც ადამიანის ახალი ხედვისა და პიროვნების პირველი თეორიის-ფსიქოანალიზის დამფუძნებელი. ასევე მისი წვლილი ფსიქოლოგიაში იმითაცაა ნიშანდობლივი, რომ მან ჩამოაყალიბა და განავითარა ფსიქოდინამიკა, როგორც ახალი ფსიქოლოგიური თვალსაზრისი, რომელშიც ცენტრალურია: არაცნობიერილტოლვაწინააღმდეგობის პრინციპი და გადატანა (ტრანსფერი).) ინდივიდი ფსიქოდინამიკაში განიხილება, როგორც გენეტიკური კონსტიტუციისა და გარემო პირობების ურთიერთქმედების პროდუქტი. ფროიდი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ლონდონში 1939 წლის 23 სექტემბერს პირის ღრუს კიბოთი, რომლის გავრცელების შესაჩერებლად, 1923 წლიდან მოყოლებული, 33 ოპერაცია გადაიტანა და რომელმაც მას განუზომელი ფიზიკური ტანჯვა მიაყენა. ბოლო წლები იგი ატარებდა ხახის პროტეზს, მაგრამ მაინც არ წყვეტდა სიგარის წევას. მისი მეცნიერული შემოქმედება ცხოვრების ბოლომდე გრძელდებოდა, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში იგი ლექციებს ვეღარ კითხულობდა და ცხადია ვეღარც ფსიქოთერაპიას ეწეოდა კლიენტებთან, რადგან პირის ღრუსთან დაკავშირებულმა სიმსივნურმა პრობლემებმა მისი ხმა ძალიან დაასუსტა. მისი საყოველთაოდ ცნობილი გარდაცვალების ფაქტი ასეთია: ფროიდმა თავად სთხოვა ექიმს მორფინის ზედმეტი დოზა მიეწოდებინა მისთვის, რადგან იგი ძალიან იტანჯებოდა და ტკივილების გადატანას აზრიც აღარ ჰქონდა. იგი სიკვდილის დროსაც შეგნებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა
ვაზა სადაც დასაფლავებულია ფერფლი ზიგმუტ ფროიდის და მართა ფროიდი

ვენის საერთო პროფილის საავადმყოფო ქალაქის შემოგარენში მდებარეობა და დაახლოებით ათი ჰექტარი ეკავა მეცხრე ოლქში, სწორედ რინგშტრასეს ჩრდილო-დასავლეთით. ევროპის ეს უმსხვილესი საზოგადოებრივი საავადმყოფო უზარმაზარი, მაგრამ ნახევრად დანგრეულ შენობებში იყო განთავსებული, ამ საუნივერსიტეტო კლინიკაში ყველაზე სახელგანთქმული ექიმები მუშაობდნენ. 1884 წელს ზიგმუნდ ფროიდი დაინტერესედა ნევროლოგიით, ფროიდმა პუბლიკაციისთვის საჭირო მასალას თავი მოუყარა ამ კლინიკაში. ვენაში ფროიდს უამრავი პაციენტი ჰყავდა, ნევრლოგიით დაინტერესების პირველივე შემთხვევა ლეტალურად დასრულდა თერძის შვილმა სუიციდთ დაასრულა სიცოცხლე. ფროიდის კოლეგები უპირველესად განიხილავდნენ ნერვიულ დაავადებებში თავის ტვინის და გონების პრობლემებს. 1884 წელს პროფესორმა თეოდორ მეინერტმა კლინიკაში იგი ზიგმუნდ ფროიდის მასწავლებელი და მფარველი იყო, გამოაქვეყნა ფსიქიატრიის სახელმძღვანელო სახელწოდებით "ტრაქტატი წინა ტვინის სნეულებაზე" ამ დისციპლინაში ტვინის ანატომიას უმთავრესი ადგილი ეკავა, ბრიუკეს ლაბორატორიაში ფროიდი თევზების ცენტრალირ ნერვიულ სისტემაზე მუშაობდა, საერთო საავადმყოფოში კი ადამიანებით დაკავდა.
ფროიდის ერთერთი უმთავრესი მიღწევა შეიძლება ჩაიტვალოს დამიშავება სამკომპონენტიანი სტრუქტურა მოდელი ფსიქიკის (შედგება ,,ის''  ,,მე'' და ,,ზე მე'') გამოკვეთა სპეციფიკური ფაზების ფსიქოსექსუალირი პიროვნების  განვითარება , შექმნა  შექმნა ოდიოპოდის კომპლექსი, აღმოჩენა ფუნქციონირებული ფსიქიკის დაცვის მექანიზმი, ფსიქოლოგიური გაგება, ,,გაუცნობიერება'' ასევე აღმოჩენა ტრანსვერის და კონტრ-ტრანსვერის, ასევე დამუშავება ისეთი თერაპიული მეთოდის როგორიცაა მეთოდი თავისუფალი ასოციაციის და ინტერპრეტაცია სიზმრების. ფსიქოანალიტიკა.
ფროიდის კრიტიკა მრავალი მეცნიერი აკრტიკებს და უმთავრესი მინიშნება კი ფროდის არასამეცნიერო მიდგომა ასევე სექსიზმშიც ასევე პიროვნებაც იქნა გაკრიტიკებული. 
იხ. ვიდეო

ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრება (ქრონოლოგია)

  • 1856 წლის 6 მაისი — პატარა ქალაქ ფრაიბერგში (მორავია) დაიბადა სიგიზმუნდ შლომო ფროიდი.
  • 1859 — ფროიდების ოჯახი საცხოვრებლად გადადის ლაიფციგში.
  • 1860 — ფროიდების ოჯახი საცხოვრებლად გადადის ვენაში.
  • 1865 — ფროიდი სასწავლებლად შედის გიმნაზიაში, რომელიც მდებარეობს ვენურ კვარტალში ლეოპოლდშტადტი.
  • 1873 — გიმნაზიის გამოსაშვებ კლასში ფროიდი კითხულობს გეტეს თხზულებას „ბუნების შესახებ“ და სოფოკლეს ტრაგედიას „მეფე ოიდიპოსი“. იგი იღებს გადაწყვეტილებას, შეისწავლოს მედიცინა ვენის უნივერსიტეტში.
  • 1877 — ფროიდის პირველი მეცნიერული ნაშრომის გამოქვეყნება — „გველთევზების სასქესო ორგანოების შესახებ“.
  • 1878 — ოიზეფ ბრეიერთან მეგობრობის დასაწყისი.
  • 1879 — ერთწლიანი სამსახური ჯარში.
  • 1881 — იღებს დოქტორის ხარისხს.
  • 1882 — ნიშნობა მარტა ბერნეისთან; იწყებს მუშაობას ვენის საქალაქო საავადმყოფოში.
  • 1884 — იკვლევს ავადმყოფების კოკაინით მკურნალობის შესაძლებლობებს.
  • 1885 — სტაჟირება პარიზში შარკოსთან. შარკო წარმატებით იყენებს ჰიპნოზის ტექნიკას და წინ წამოაყენებს ისტერიის ახსნის ახალ მიზეზებს.
  • 1886 — ფროიდი კერძო პრაქტიკას იწყებს ვენაში; ქორწინება მარტა ბერნეისზე.
  • 1887 — ფროიდი სპეციალიზირდება ნერვული დაავადებების მკურნალობაზე ელექტროთერაპიისა და ჰიპნოზის გამოყენებით.
  • 1891 — ნაშრომში „აფაზიის შესახებ“ ფროიდი მეტყველების დარღვევას, რომელიც დაკავშირებულია ტვინის პათოლოგიებთან.
  • 1893 — „ანნა ო.“-ს შემთხვევა; იოზეფ ბრეიერი და ფროიდი ერთად აანალიზებენ პაციენტების ნევროზებს. ზოგჯერ ფროიდის დასკვნები ეფუძნება ბრეიერის მონათხრობებს.
  • 1895 — ბრეიერისა და ფროიდის ბოლო საერთო სტატიაში „ისტერიის კვლევა“ აღწერილია „ანნა ო.“-ს შემთხვევა. შემდგომშო ფროიდი მუშაობს დამოუკიდებლად.
  • 1896 — პირველად გაიჟღერა ტერმინმა „ფსიქოანალიზი“; გარდაიცვალა ფროიდის მამა.
  • 1897 — ფროიდი დაკავებულია თვითანალიზით, რომელმაც მიიყვანა იგი ნევროზების ტრავმატული ბუნების იდეებთან, ბავშვური სექსუალობის და ოიდიპოსის კომპლექსის აღმოჩენამდე.
  • 1899 — დეკემბერში გამოდის „სიზმრები“ (გამოცემის მონაცემებში მითითებულია 1900 წელი). ფროიდის ეს წიგნი შეიცავს თავისი საკუთარი და პაციენტების სიზმრების ანალიზს.
  • 1901 — გამოქვეყნდა „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია“.
  • 1902 — ჩამოყალიბდა ფსიქოლოგიური საზოგადოება, რომელიც იკრიბებოდა ოთხშაბათობით.
  • 1905 — „სამი ნარკვევი სექსუალობაზე“, „ისტერიის ანალიზის ფრაგმენტი“ (დორას შემთხვევა), „იუმორი და მისი კავშირი არაცნობიერთან“.
  • 1906 — მეგობრობის დასაწყისი ნიჭიერ შვეიცარიელ ფსიქიატრთან კარლ გუსტავ იუნგთან.
  • 1908 — პირველი საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური კონგრესი ზალცბურგში.
  • 1909 — მეგობრებისა და მოსწავლეების თანხლებით ფროიდი მიემგზავრება აშშ-ში ფსიქოანალიზზე ლექციების წასაკითხად.
  • 1912 — წიგნში „ტოტემი და ტაბუ“ ფროიდი წამოაყენებს იდეას, რომ კულტურისა და რელიგიის საფუძველი არის სექსუალური ინსტინქტების განდევნის მექანიზმები.
  • 1914 — იუნგის მიერ კავშირის გაწყვეტა ოფიციალურ ფსიქოანალიტიკურ მიმდინარეობასთან.
  • 1915 — ლექციების კურსი ვენაში „შესავალი ფსიქოანალიზში“.
  • 1919 — შეისწავლის ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცების ფსიქოლოგიას.
  • 1920 — ქალიშვილ სოფის გარდაცვალება;
წიგნში „კმაყოფილების პრინციპის მეორე მხარეს“ წამოყენებულია ახალი ცნება „სწრაფვა სიკვდილისკენ“ — ინსტინქტი, რომელიც კონფლიქტში მოდის სიცოცხლის ინსტინქტთან.
  • 1921 — გამოქვეყნდა „მასების ფსიქოლოგია და მე-ს სფეროს ანალიზი“.
  • 1923 — წიგნში „ეგო და იდი“ ფროიდი პირველად აღწერს სრულად ფსიქიკის სტრუქტურას — „ეგო“, „სუპერ-ეგო“, „იდი“; ექიმები ფროიდს დიაგნოზს უსვამენ: პირის ღრუს კიბო; საყვარელი შვილიშვილი, 4 წლის ჰაინცის სიკვდილით გამოწვეული დეპრესია.
  • 1925 — მეგობრობის დასაწყისი ბერძენ ქალთან მარია ბონაპარტთან.
  • 1926 — წიგნში „განდევნა, სიმპტომები და შიშები“ წამოყენებულია ახალი თეორია შიშისა, როგორც „ეგო“-ს დაცვის მექანიზმი.
  • 1927 — გამოქვეყნდა „ერთი ილუზიის მომავალი“. ფროიდი აცხადებს, რომ არ იღებს არცერთ რელიგიას და ამტკიცებს თავის ათეიზმს.
  • 1930 — ნაშრომში „უკმაყოფილება კულტურით“ ფროიდი მსჯელობს ადამიანის მოთხოვნილებების და საზოგადოების მოთხოვნების დრამატულ შეუსაბამობაზე.
  • 1932 — მიმოწერა აინშტაინთან, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა სათაურით „რატომ ომი?“.
  • 1933 — ბერლინში ფაშისტები წვავენ ფროიდის წიგნებს ლოზუნგით „სექსუალური ცხოვრების სულის დამანგრეველი გადაფასების წინააღმდეგ და ადამიანის სულის კეთილშობილებისთვის“; ავსტრიის შეერთება გერმანიასთან;
  • 1936 — ფროიდის 80 წლის იუბილე. ბრიტანეთის სამეფო საზოგადოება ირჩევს მას წევრ-კორესპონდენტად.
  • 1938 — ფროიდი მეუღლესთან და ქალიშვილ ანნასთან ერთად საცხოვრებლად გადადის ლონდონში, რაშიც მას დაეხმარა მარია ბონაპარტი. ფროიდი განაგრძობს პაციენტების მიღებას და მუშაობს წიგნზე „ადამიანი მოსე და მონოთეისტური რელიგია“.
  • 1939 წლის 23 სექტემბერი — ფროიდი გარდაიცვალა ლონდონში.

ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომები


ტოპომინები 1973წ-ს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა მიანიჭა ზიგმუტ ფროიდის სახელი მთვარის კრატერს.
იხ. ვიდეო

                                ჯეფ ბეზოსი

                                              Jeff Bezos 2016.jpg
(ინგლ. Jeffrey Preston Bezos /ˈbzs/; დ. 12 იანვარი1964) — ამერიკელი მეწარმე, გამომგონებელი და ფილანტროპი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც კომპანია Amazon-ის დამაარსებელი, თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი.
დაიბადა ალბუკერკეშინიუ-მექსიკოში, ხოლო გაიზარდა ჰიუსტონშიტეხასში. დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი 1986 წელს, სადაც დაეუფლა ელექტროტექნიკასა და ინფორმატიკას1994 წელს, სიეტლშიდააარსა კომპანია Amazon, რომელიც თავდაპირველად დაკავებული იყო წიგნების გაყიდვებით, ხოლო მოგვიანებით მოიცვა სხვადასხვა პროდუქტები და სერვისები, მათ შორის ვიდეო და აუდიო სტრიმინგი.  იხ ვიდეო

ბეზოსი შეუდგა თავისი ბიზნესის გაფართოებას, მას შემდეგ რაც დააფუძნა აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin 2000 წელს. კომპანიამ დაიწყო სატესტო ფრენები 2015 წელს, 2018 წლისთვის გეგმავს ადამიანის სუბორბიტალურ ტურისტულ ფრენებს. 2013 წელს, 250 მილიონი აშშ დოლარად შეიძინა გაზეთი „The Washington Post“. ის ასევე ფლობს სხვადასხვა ბიზნესს, რომელსაც მართავს Bezos Expeditions.
2017 წლის 27 ივლისს ბეზოსი გახდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომლის შემოსავალმა 90 მილიარდი დოლარი შეადგინა. იმავე წლის 24 ნოემბერს შემოსავალი 100 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2018 წლის 6 მარტს ჟურნალ „Forbes“-ის მიერ ოფიციალურად დასახელდა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად 112 მილიარდი დოლარით.2018 წლის 17 მარტის მონაცემით მისი შემოსავალი 129 მილიარდს შეადგენდა. იხ. ვიდეო

пятница, 29 марта 2019 г.

ელექტრონი (რაკეტა-მატარებელი)

          ელექტრონი (რაკეტა-მატარებელი)

                                Electron
                                            Electron
                                                       საერთო მონაცემები
ქვეყანა  -  ახალი ზელანდია,  დანიშნულება -  რაკეტა-მატარებელი, შექმნილი -  Rocket Lab
დამზადებულია -  Rocket Lab.
                                                     ძირითადი დამახიასათებელი
რაოდენობა საფეხურები  - 2,  სიგრძე - (საწვავით) 17მ, დიამეტრი - 1,2მ, სასტარტო მასა - 12 550კგ, სასარგებლო ტვირთი (დაბალ ორბიტაზე) 250კგ, (მზის სინქრონულ ორბიტაზე) 150კგ, 
                                                             ისტორია გაშვების
მდგომარეობა - სატესტო მდგომარეობაში, ადგილმდებარეობა გაშვების Rocket Lab LC-1
რაოდენობა გაშვების - 4, წარმატებული - 3, წარუმატებელი - 1,  პირველი გაფრენა - 2017წ-ის 25 მასი, ბოლო 2019 წ-ის 29 მარტი (იხ. ვიდეო ქვემოთ), საინტერესო ტვირთი წაიღო კომპანია ,,დარფას'' მიერ დამზადებული თანამგზავრი იხ. ლინკი)
რაკეტა-მატარებელი განეკუთვნება ზემსუბუქი კლასს, შემუშავებული ახალ ზელანდიაში თანამშრომლობით ამერიკული კერძო კომპანიის მიერ არეკოსმოსური კომპანია  Rocket Lab
დანიშნულება კომერციული გაშვებისთვის მიკრო და ნანოთანამგზავრები, შესაძლებლობა აქვს გაიყვანოს სასარგებლო ტვირთი 150კგ მასა მზის-სინქრონულ ორბიტაზე სიმაღლეზე 500კგ ან 250კგ დაბალ ორბიტაზე. ღურებულება გაშვების რაკეტა-მაატრებლის შედგენს 4,9-დან 6,6 მლნ აშშ დოლარი.
იხ ვიდეო



среда, 27 марта 2019 г.

ცივილიზაცია

                         ცივილიზაცია

                                 
                                ჰანთინგტონის მიხედვით მსოფლიოს უდიდეს ცივილიზაციები
 ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული კულტურულ-ისტორიულ კატეგორია, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ყურადღება ხალხიდან და ქვეყნებიდან გადატანილ იქნა უფრო დიდ სტრუქტურებსა და პროცესებზე, რომლებიც ცივილიზაციის მასშტაბებში გაიაზრება. ო. ანდერლეს სიტყვით, კვლევის მიზნად იქცევა არა იმის გარკვევა, თუ რა ხდებოდა, არამედ როგორ ხდებოდა, ანუ პროცესების წარმმართველი კანონზომიერებების შესწავლა. დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გვეუფლება იმის გამო, რომ ვიცით „სულ უფრო მეტი სულ უფრო ნაკლების შესახებ“, საკმაოდ ვიცით რა „ხეების“ შესახებ, ცოტა რამ თუ ვიცით „ტყეზე“.
იზრდება ინტერესი ლოკალური ცივილიზაციებისადმი, რომელთა ურთიერთობა არსებით გავლენას ახდენს მსოფლიო ისტორიულ პროცესზე. ინტერესის ზრდა დაკავშირებულია, ერთი მხრივ, “ცივილიზაციათა შეჯახების” მოლოდინთან, მისი საფრთხის გაცნობიერებასთან, მეორე მხრივ - სწორხაზობრივი ცივილიზაციური მოდელების, მათ შორის, მარქსისტული ფორმაციული თეორიისკრიტიკასთან.
ამდენად, ცივილიზაციის ფენომენისადმი ინტერესის ზრდა განპირობებულია როგორც წმინდა აკადემიური, ასევე პრაქტიკული ინტერესით.
                                                               იხ ვიდეო
ტერმინ “ცივილიზაციის” დამამკვიდრებლის პატივს დღემდე ერთმანეთს ეცილებიან ფრანგები და ინგლისელები. ორივე ენაში ზმნა “civiliser” – “to civilize” და ზმნიზედა “civilized” შესაბამის არსებით სახელზე ბევრად ადრე გაჩნდა.
იმ დროს, როდესაც წარმოიშვა ტერმინი “ცივილიზაცია”, ადამიანთა საზოგადოების ისტორიის შემეცნება ემყარებოდა წარმოდგენას ერთიან და ერთგვაროვან საკაცობრიო ცივილიზაციაზე, და არა რელატივისტურ თვალსაზრისს ეთნიკურ ან ისტორიულად არსებულ ცივილიზაციებზე. მის საფუძვლად და სათავედ ცხადდებოდა დაგროვილი გამოცდილება, მიწის საკუთრება, ადამიანის მიჯაჭვა მიწაზე, ვაჭრობა, სიმდიდრის დაგროვება ან რომელიმე სხვა ფაქტორი, უპირველეს ყოვლისა – ადამიანის გონების სრულყოფა. ცივილიზაციის მახასიათებლებსა და სათავეებზე კამათობდნენ, ხანდახან – ცხარედაც, მაგრამ შეხედულება ცივილიზაციაზე, როგორც საერთო-საკაცობრიო ფენომენსა და კაცობრიობის საერთო მომავალზე, ეჭვს არ იწვევდა.
შოტლანდიელმა ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა ა. ფერგიუსონმა (1723-1816) პირველმა გამოიყენა ცივილიზაციის ცნება მსოფლიო-ისტორიული პროცესის განსაზღვრული საფეხურის აღსანიშნავად.
ცივილიზაციები

 
XIX საუკუნის დასაწყისში ისტორიის მონისტური ინტერპრეტაცია პლურალისტურმა შეცვალა. ლ. ფევრის თანახმად, სიტყვა “ცივილიზაცია” პირველად მრავლობით რიცხვში 1819 წელს იქნა გამოყენებული, რაც ცივილიზაციური წყობის მრავალფეროვნების აღიარების დასაწყისი იყო. “მოგზაურობათა ეპოქაში” დაგროვილმა მასალამ ცხადყო კულტურათა და ცივილიზაციათა მრავალსახეობა მსოფლიოში, აგრეთვე მათი განვითარების სასრულობა. ლ.ფევრის მოხდენილი ნათქვამით, “ადამიანებმა, რომლებმაც გამოიარეს რევოლუცია და იმპერია, გაიგეს ის, რაზეც წარმოდგენა არ ჰქონდათ მათ წინაპრებს; მათ გაიგეს, თანაც არა წიგნებიდან, რომ ცივილიზაცია შეიძლება მოკვდეს”. მოგვიანებით ჟ. ა. დე გობინო წერდა: “ცივილიზაციათა დაცემა ისტორიულ ფენომენთაგან ყველაზე უცნაური და, ამავე დროს, იდუმალებით მოცული რამაა”.
მოგზაურთა, ლინგვისტთა, მეცნიერთა ერთობლივი ძალისხმევით, ცნება “ცივილიზაციის” შინაარსი გამდიდრდა და გამრავალფეროვნდა. რესტავრაციის ეპოქაში საფუძველი ჩაეყარა ცივილიზაციის მეტ-ნაკლებად მწყობრ თეორიებს.
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან თანდათანობით ჩამოყალიბდა ცივილიზაციის რაობის რადიკალურად განსხვავებული გაგება, რომლის თანახმად, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალის მრავალფეროვნება ადასტურებს ცივილიზაციის ფორმათა მრავალგვარობას; არ არსებობს საერთო საკაცობრიო ცივილიზაცია, როგორც განვითარების უმაღლესი საფეხური, რომელსაც კაცობრიობის ერთმა ნაწილმა მიაღწია, მეორე კი მისკენ მიემართება. კაცობრიობის სხვადასხვა ნაწილი განვითარების სხვადასხვა გზას გადის და არავითარი საერთო, საყოველთაო ხაზი აქ არ არსებობს. საფუძველი ჩაეყარა ლოკალურ ცივილიზაციათა თეორიებს, რომელთა წარმომადგენლები არ იზიარებენ კაცობრიობის საერთო პროგრესის იდეას. ეს თეორიები წარმოადგენდა სავსებით ლოგიკურ რეაქციას ევოლუციონიზმსა და ევროპოცენტრიზმზე, თუმცა ამ უკანასკნელთ, ცხადია, არსებობა არ შეუწყვეტიათ; შემდგომში ევოლუციონიზმისა და, განსაკუთრებით, ნეოევოლუციონიზმის წარმომადგენლებმა არაერთი საინტერესო არგუმენტით სცადეს თავიანთი თვალსაზრისის განმტკიცება, ლოკალურ ცივილიზაციათა თეორიების თანამედროვე ვერსიები კი მსოფლიოს ცივილიზაციური ხედვის სახით ჩამოყალიბდა. იხ. ვიდეო
დღეს საუბარი შეიძლება ცივილიზაციის ცნების სამ ძირითად ინტერპრეტაციაზე:
1) ლოკალურ-ისტორიული (ნ. დანილევსკიო. შპენგლერია.ტოინბის.ჰანთინგტონი და სხვ.). დასახელებული მკვლევარები სხვადასხვა რაოდენობისა და სახელწოდების ცივილიზაციებს ითვლიან და მათი ურთიერთობაც სხვადასხვანაირად წარმოუდგენიათ, თუმცა მათ აერთიანებთ ცივილიზაციის ერთგვაროვანი გაგება.
2) ისტორიულ-სტადიური, რომელიც, ამა თუ იმ კრიტერიუმზე დაყრდნობით, განარჩევს სხვადასხვა ტიპის ცივილიზაციებს: ზეპირ, წერილობით, წიგნისა და ეკრანის; კოსმოგენურ, ტექნოგენურსა და ანთროპოგენურს; ტრადიციულსა და თანამედროვეს; ევოლუციურსა და ინოვაციურ ცივილიზაციებს და სხვ. გვხვდება ისეთი ტერმინებიც, როგორიცაა “შუბის ცივილიზაცია”, “მშვილდ-ისრის ცივილიზაცია” და ა.შ.
3) მსოფლიო-ისტორიული, რომლის თანახმად, ლოკალურ ცივილიზაციათა ურთიერთობის გარკვეულ საფეხურზე ჩნდება მსოფლიო ისტორიის ფენომენი. ამ ინტერპრეტაციის ფარგლებში თავსდება ცივილიზაციის გაგება როგორც კაცობრიობის ისტორიული განვითარების საფეხურისა, რომელიც მოსდევს ველურობისა და ბარბაროსობის საფეხურებს (ლ.ჰ.მორგანიფ.ენგელსი); საკაცობრიო ცივილიზაციის სამი ტალღის (აგრარული, ინდუსტრიული და ინფორმაციული) კონცეფცია (უ. როსტოუდ. ბელიო. ტოფლერი); აგრეთვე კაცობრიობის ისტორიული განვითარების სქემები, შემუშავებული კ. იასპერსისა და შ. იტოს მიერ. 
ცივილიზაციის განსაზღვრის სირთულე რამდენიმე მომენტითაა განპირობებული. ჯერ ერთი, რთულია თავად ცივილიზაციის შემადგენლობა. თითოეულ მათგანში მიმდინარეობს დაძაბული შინაგანი ბრძოლა ბუნებრივი და ადამიანური რესურსებისათვის, ჰეგემონიისათვის იდეოლოგიისა და რელიგიის სფეროში. ამასთან, ამ ბრძოლაში ცალკეული ჯგუფები თუ კოალიციები ეძებენ გარეშე მხარდაჭერას ცივილიზაციელ თანამოძმეთა წინააღმდეგ. ამის მაგალითს იძლევა XX საუკუნის არაბულ-მუსლიმური ცივილიზაციის ისტორია.
გარდა ამისა, ცივილიზაციას შინაგანი დინამიკურობა ახასიათებს. ძველი თავისებურებანი ქრება, ჩნდება ახალი. თავს იჩენს გარედან მოსული და შინაგანი იმპულსების, რაციონალიზმისა და ტრადიციონალიზმის ურთიერთქმედების რთული პროცესი. იცვლება ცივილიზაციათა საზღვრები. ისიც უნდა ითქვას, რომ ოიკუმენა არ იყოფა ცივილიზაციებად ნაშთის გარეშე. იგი მოიცავს ცივილიზაციის მიღმა, ცივილიზაციათაშორის და ცივილიზაციათა თანხვედრის არეალებსაც. იხ. ვიდეო

როგორც ჩანს, ამ სირთულეებითაა განპირობებული სკეპტიკური დამოკიდებულება ცივილიზაციის კონცეფციებისადმი. ამერიკელი ისტორიკოსი ჰ. მორგენთაუ აღნიშნავდა, რომ ეს კონცეფციები მოკლებულია ემპირიულ მკაფიობას, ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ უპირატესობა ენიჭება ისტორიის კვლევას უფრო პოლიტიკური და გეოგრაფიული, ვიდრე ცივილიზაციური თვალსაზრისით, რადგან ისინი უფრო ექვემდებარება ემპირიულ შემოწმებას, ვიდრე ცივილიზაცია. ფრანგი სოციოლოგი რ. არონი უფრო შორსაც მიდიოდა და წერდა: პრობლემის არსი ისაა, რომ შეუძლებელია ვუპასუხოთ კითხვას - არსებობს თუ არა ცივილიზაცია როგორც ისტორიული რეალობა, თუ იგი ისტორიულ ქიმერად უნდა მივიჩნიოთო.
ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ინტერესი ცივილიზაციური პრობლემატიკისადმი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამიტომ ცივილიზაციური თეორიის საჭიროება ეჭვქვეშ ნაკლებად დგება.


вторник, 26 марта 2019 г.

                                    ჰელიოსი

                                                        
                                           ჰელიოსის თავი, როდოსისარქეოლოგიურ მუზეუმში
 ბერძენთა მზის ღმერთი, ჰიპერიონიდი, ხალხის საფიცარი, ტიტან ჰიპერიონისა და თეას (თეიას) მარად ჭაბუკი შვილი, მზე, სამყაროს სხივთამთოველი, მზის ეტლის მძლავრი მფლობელი, სელენეს და ეოსის (მთვარისა და განთიადის) ძმა. ფაეტონისა და ჰელიადების მამა. მისი შვილებია: მეფე აიეტი, ჯადოქარი კირკე და მინოსის ცოლი პასიფაია (ოკენიდ პერსეიდასაგან).
ტიტანთა მემკვიდრეს თვითონაც ტიტანს ეძახიან და მაშინ რანგით დგას დაახლოებით პრომეთესჰეკატეს სიმაღლეზე. მაგრამ უფრო აღიარებულია როგორც ძალუმი ღვთაება, აგრეთვე ჰიპერიონად „მაღლამცხოვრებად“ წოდებული. ეოსის შემდეგ დგება შორეულ აღმოსავლეთში, ოკეანის უბესთან, ჯდება მზიურ მოციმციმე ოქროს ეტლში, რომელშიაც ოთხი ცეცხლისმფრქვეველი რაში შეუბამს, ციურ ბილიკს აიქროლებს, თანდათან ამაღლდება, ცის კაბადონზე გააქროლებს ეტლს, გაანათებს ქვეყნიერებას, ჩაეშვება ოკეანეში, ღამით კი ოქროს ეტლიანად ჯდება ოქროს ნავში, გადასცურავს ჩრდილოეთის დიდ ზღვას და ისევ აღმოსავლეთში ბრუნდება, თავის ოქროს სასახლეში, რათა დილით ისევ მარადიულ გზას დაადგეს ცოცხალ არსთა სასუხარულოდ. ეს დეტალები შედარებით მოგვიანებით შემუშავდა. ჰომეროსი არ იცნობს ჰელიოსის ეტლსა და რაშებს, არც მის ოქროს სასახლეს, არც ოქროს ნავსა და აღმოსავლეთით მოქცევას. იცის, რომ ოკეანის ნაკად-უბეში (ლიმნეში) იწყება მისი ციური გზა, ქვეყნიერების მანათობლის სხივი ყველგან და ყველაფერში აღწევს (პანდერკეს, -კეტეს, ”ყოვლის მხილველი” ჰომ, ესქ, ანთ) ამიტომ გასაგებია, რომ ფიცისა და პირობის დადებისას, როდესაც კი სამართალს ახსენებენ, ჰელიოსს უხმობენ, როგორც ღმერთს, რომელიც ყველა სიღრმეს ჭვრეტს. იგი მზიური, ნათელი, კეთილი ღმერთია. მხოლოდ მან და ჰეკატემ შეამჩნიეს, რომ პერსეფონე ჰადესმა გაიტაცა და დემეტრეს უთხრა, ქვესკნელშიაო.
Neues Museum - Kolossalstatue des Sonnengottes Helios.jpg
მითოლოგიაველბერძნული
ტიპიღმერთი
ინტერპრეტაცია სახელი«მზე»
ბერძნული დამწერლობითἭλιος
ლათინური  დამწერლობიტHelius
სქესიმამრობითი
მამაჰიპერიონი
დედაეია
დაელენა , ოსი
მეუღლეოდა, კეტო და იგლე
შვილებიაეტონი, ლოეი, ირცეია, ........
ასხვა კულტურაშიოლო
ასულის დაკარგვით შეძრწუნებული კეთილშობილი დემეტრე ჩირაღდნოსან ჰეკატეს დახმარებით პოულობს ჰელიოსს: ”გთხოვ, ჰელიოსო, ყურად იღე ქალღმერთის თხოვნა, რადგან ოდესღაც გახარებდი სიტყვით და საქმით! შუქმოციმციმე ეთერიდან მესმა კივილი შესაბრალისი ასულისა, ჩემი ნუგეშის, თითქოს შეიპყრეს ტლანქი ძალით. მე რას ვნახავდი, შენ კი ნათელი ეთერიდან დასქერი შენი სხივთამთოველი თვალთა მზერით ზღვასა და ხმელეთს. მითხარი სიმართლე: ხომ არ ნახე ასული ჩემი ვინ გაიტაცა ძალადობით...”. ჰელიოსი მხურვალე თანაგრძნობით უხსნის, ზევსმა დაუთმო შენი ასული თავის ძმას, ჰადესსო”. (ჰომ. ჰიმ. დემეტრეს, 64-72)
იხ. ვიდეო


კუნძულ თრინაკიაზე ჰელიოსს დაუდის შვიდი რქოსანი საქონლის ჯოგი და ამდენივე ცხვრის ფარა, თითოეულ ჯოგში 50 სული პირუტყვია, არც მეტი, არც ნაკლები (ოდ. 12, 17). ესაც გააზრებული სიმბოლიკაა: ძვ. კალენდრის წელი 50 კვირას შეიცავდა, კვირა შვიდ დღეს და შვიდ ღამეს. მისი სახელობის ჯოგებშიც საერთოდ თეთრი ან მოწითალო საქონელი ჰყავდათ. თრინაკიაზე მათ მწყემსავდნენ ჰელიოსის და ნეაირას ქალიშვილები — ფაეთუზა (ფაოსი) და ლამპეტია (ლამპო). ამის გარდა, ოკეანიდ კლიმენესგან ჰყავდა მშვენიერი ვაჟი ფაეთონი, რომელმაც მამა იპოვა, ერთი დღით მზის ეტლი სთხოვა, რაშებს სუსტი ხელით ვერ მოერია და ზევსმა მეხით განგმირა, რათა სამყარო არ გადაეწვა; პერსესთან (პერსეიდასთან) კი ჰელიოსს ჰყავდა აიეტი, კირკე და პასიფაე. შვილის — ფაეთონის სახელი თვით ჰელიოსის ზედწოდებაა („სხივოსანი“, ოდ. 5, 479).
                           მზის მითები
                             
                        რა - მზის ღმერთი, უმაღლესი ღვტაება ძველეგვიპტური რელიგიაში
(ლათ. solaris ,,მზის'') - მითოლოგირება მზის და მისი ზემოქმედება დედამიწის ცხოვრებაზე, ჩვეულებრივ მჭიდროდ უკავშირდება მთვარის მითებს. XIX საუკუნის XIX საუკუნის ეთნოგრაფებს მიჩნდათ, რომ პრიმიტიული არქეოლოგიური, რელიგიური და მითოლოგიური სისტემებში განსაკუთრებით ადგილი არ ეკავა  ,,მზის კულტს'' მათში მზე მეორე ხარისხოვან პერსონიფიცირება ან უსიცოცხლო საგნებში. სხვდასხვა ხალხებში მაგ., აფრიკის, ციმბირის ავსტრალიელ აბორიგენებში. ი.ვ. ვსევოლოდოვიჩიც ივანოვის აზრით ტყუპების მითები ხოლო მზისა და მთვარის მოტივი ,, ციური ქორცილება'' უძველეს ვარიანტში (უმთავრესად ციმბირელებში) მზეს წარმოადგენდა ამ პარაში ქალს ხოლო მთვარეს მამაკაცი.
                                          
                                                მზის გადაზიდვა
ეთნოგრაფ არტურ მ ხაკარტის აზრით მზის კულტი წარმოჩენილია პირველ რიგში შუმერ-აკადიის მითოლოგიაში კულტურაში ,,მნათობი მეფეს'' ღმერთი მზე შამაში ჩამორჩება მთვარის ღმერთს, მაგრამ თანდატან ხდება ერთერთი  პატივცემული ღვთაება.
მთვარ როლს თამაშობ მზის კულტი იკავებს ინდოევროპული მოთოლოგიებში სადაც ისინი უკავშირდებიან ცხენის კულტს  და გამოხატულია ტყუპებში (აშვინები და დიოსკურები). ინდოევროპელების წარმოდგენით მზე ,,მოგზაურობს'' (ან აცილებს) ცაზე ცხენები მიაქანებენ ჩამბული, გზაზე უსაზღვრო დღე ცის კაბადონზე. მაგ., ინდოევროპული მზის ღვთაება - ძველინდური სურია, ბერძნული აპოლონი და ჰელიოსი, რომაული სოლი. მზის წარმოქმნა გააჩნია მთავრ ღვთაებას ზოროასტრიზმში მიტრა.
ასევე სლავიანურშიც, სამხრეთ და მესოამერიკაში (უიცოლოპოტჩი აცტეკების ღმერთი და ინტი  მზის ღვთაება ინკების მითოლოგიაში).
იაპონიაში კი შინტოიზმი - მზის ღვთაება ამატერასუ. და სხვ. იხ. ვიდეო



  

понедельник, 25 марта 2019 г.

პერსონალური კომპიუტერი

                პერსონალური კომპიუტერი

                                  
თანამედროვე სამაგიდო პერსონალური კომპიუტერის შემადგენლობა:
  1. მონიტორი
  2. დედაპლატა
  3. მიკროპროცესორი (CPU)
  4. ოპერატიული მეხსიერება (RAM)
  5. გაფართოების დაფა
  6. დენის წყარო
  7. ოპტიკური დისკის ძრავი
  8. მყარი დისკი (HDD)
  9. კომპიუტერის კლავიატურა
  10. თაგუნა
მიკროკომპიუტერი, რომლის ფასი, ზომა და შესაძლებელობები მიესადაგება ინდივიდუალურ გამოყენებას. ტერმინს 1970-იანი წლების ბოლოს პოპულარიზაცია გაუკეთა ეპლ კომპიუტერმა, მოდელით ეპლ II, შემდეგ კი IBM-მა ღია არქიტექტურის მქონე მოდელით „პერსონალური კომპიუტერი“ [IBM Personal Computer (IBM 5150)]
ზომისა და პორტატულობის მიხედვით, პერსონალური კომპიუტერები იყოფა შემდეგ ტიპებად:
პერსონალური კომპიუტერი შედგება სპეციალური კაბელებით დაკავშირებული რამდენიმე ბლოკისგან. ბლოკების ნომენკლატურა იცვლება PC–ის ტიპის მიხედვით, მაგრამ მინიმალური კომპლექტი შემდეგია:
დამატებით მოწყობილობებს მიეკუთვნება:
ძირითად პლატას უწოდებენ დიდ ნაბეჭდ პლატას. მასზე დაყენებულია პერსონალური კომპიუტერის ძირითადი კომპონენტები: ცენტრალური მიკროპროცესორი, ოპერატიული მეხსიერება, მხარდამჭერი მიკროსქემები, ცენტრალური მაგისტრალი, კონტროლერი და რამდენიმე გამთიშველი.
იხ. ვიდოე


მიკროპროცესორი

ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა

ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა (RAM) რეალიზებულია ზედიდი ინტეგრალური სქემის სახით. მონაცემების წაკითხვის ან ჩაწერის დრო 60+ ნანოწამია (60x10−9წმ). არსებობს ორი ტიპის ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა: სტატიკური და დინამიკური. სტატიკური ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობაში ელემენტარული უჯრედის როლში ინტრიგერული სქემა გამოდის. ასეთი სქემა იმპულსის მიღებამდე ან კვების გამორთვამდე ინარჩუნებს ერთ-ერთ მდგომარეობას 0 ან 1. უჯრაში ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვისას მისი მდგომარეობა არ იცვლება. დინამიკური მოდელი შედგება მიკროსკოპული ტევადობისგან (კონდესატორებისგან). ნებისმიერი კონდესატორი შეიძლება იყოს ორ მდგომარეობაში: დამუხტული ან დაუმუხტავი. ასეთ მეხსიერებაში ჩაწერილი მონაცემების დასამახსოვრებლად საჭიროა დაუმუხტავი კონდესატორების პერიოდულად დამუხტვა. ამის გამო დინამიკური მეხსიერება სტატიკურთან შედარებით ნელამოქმედია. სამაგიეროდ იგი ნაკლებად ენერგოტევადია. უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივე ტიპის დამახსოვრების მოწყობილობა წარმოადგენს მცირე ზომის ნაბეჭდ პლატას, მასზე განლაგებული მიკროსქემებით. ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობის გარდა, თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებს გააჩნიათ ე.წ. ზეოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა (ქეშ მეხსიერება), რომელიც უზრუნველყოფს ნელმოქმედი მოწყობილობის თავსებადობას, სწრაფმოქმედ მოწყობილობასთან, მაგალითად, მიკროპროცესორის დინამიკურ მეხსიერებასთან.
არსებობს ორი დონის ქეშ მეხსიერება: პირველი დონის 32 ბაიტის ტევადობით (ახლა უკვე 64), რომელიც ჩაშენებულია უშუალოდ მიკროპროცესორში და მეორე დონის 512 და მეტი ტევადობით. იგი ყენდება სისტემურ პლატაზე.

მონაცემთა სისტემური მაგისტრალი (სისტემური სალტე)

მონაცემთა სისტემური მაგისტრალი

მონაცემთა სისტემური მაგისტრალი (სისტემური სალტე) კომპიუტერის კომპონენტებს შორის სიგნალების გადაცემის უზრუნველყოფის კაბელების ერთობლიობაა. კაბელები სტანდარტიზირებულია. სისტემური სალტე დამზადებულია ISA სტანდარტებით. სალტეს აქვს მონაცემების 16 ხაზი, მისამართების 22 ხაზი, აპარატული წყვეტების 15 და მეხსიერებასთან მიმართვის 7 ხაზი. ამის გარდა სალტეზე სიგნალებისა და ელექტროკვებისათვის შემუშავებულია სალტეების სტანდარტები. VLB სტანდარტი შემოთავაზებულია VESA ასოციაციის მიერ. მიკროპროცესორსა და სისტემურ სალტეებს შორის შუალედური ადგილი უჭირავს Mezzanineსალტეებს. ისინი დამოკიდებულნი არ არიან ძირითად პროცესორზე და მის ტაქტიკურ სიხშირეზე. ასეთი სალტეების ერთ-ერთი სტანდარტია PCI.

CMOS RAM
სისტემურ პლატაზე დაყენებული ელემენტებიდან მნიშვნელოვანი ელემენტია BIOS (მონაცემთა შეტანა/გამოტანის ბაზური სისტემა). იგი ენერგოდამოუკიდებელი მუდმივდამახსოვრების მოწყობილობაა. მასში ჩაწერილია მონაცემთა შეტანა/გამოტანის პროგრამა, ელექტროქსელში ჩართვისათვის კომპიუტერის გაშვების პროგრამა და სხვა სპეციალური პროგრამები, რომელიც იყენებს ინფორმაციას კომპიუტერის აპარატული კონფიგურაციის შესახებ. ეს ინფორმაცია ინახება მიკროსქემაში CMOS RAM. CMOS RAM სისტემურ პლატაზეა დამონტაჟებული და იკვებება სპეციალური ელემენტით. ამავე ელემენტით მიეწოდება კვება კვარცულ საათს.

კვების ბლოკი

კვების ბლოკი

კვების ბლოკი ცვლად დენს გარდაქმნის დაბალი ძაბვის (12,5ვ) მუდმივ დენად. კვების ბლოკის ელექტრული სქემა უზრუნველყოფს ბლოკის გამოსავალზე ძაბვის სტაბილურობას, ელექტრო ქსელში ძაბვის ცვლილების 180-220ვ ფარგლებში.

დამახსოვრების მოწყობილობები

დამახსოვრების მოწყობილობები გათვალისწინებულია დიდი მოცულობის ინფორმაციის შესანახად. „დიდი ტევადობის“ ქვეშ იგულისხმება დამახსოვრების მოწყობილობა, რომლის ტევადობა რამდენიმე ასეულჯერ მეტია ოპერატიულ დამახსოვრების მოწყობილობაზე.
დამახსოვრების მოწყობილობა არის ინფორმაციის დამახსოვრების და დენგამტარების ერთობლიობა. არსებობს ორი სახის ინფორმაციის დამახსოვრების მოწყობილობა: მყარი და მოხსნადი. ამძრავი მოწყობილობა არის ჩაწერის და წაკითხვის მექანიზმის და ელექტრული სქემის ერთობლიობა. მისი კონსტრუქცია განპირობებულია ინფორმაციის დამახსოვრების მატარებლის ტიპით და მოქმედების პრინციპით.
ინფორმაციის დამახსოვრების მატარებელი გარეგნულად შეიძლება იყოს დისკის ან ლენტის (ეს მოწყობილობა აღარ გამოიყენება) სახით. ინფორმაციის დამახსოვრების პრინციპის მიხედვით ინფორმაციის დამახსოვრების მატარებლები იყოფიან მაგნიტურ, მაგნიტოოპტიკურ და ოპტიკურ მატარებლებად. ლენტურ დამახსოვრების მოწყობილობაში გამოიყენებოდა მაგნიტური დამახსოვრების პრინციპი, ხოლო დისკურში კი მაგნიტური, მაგნიტოოპტიკური ან ოპტიკური. ინფორმაციის დისკური დამახსოვრების მატარებელი შეიძლება იყოს მყარი ან დრეკადი.
ინფორმაციის დრეკადი მატარებლის გამოშვება წარმოებს დისკების ან ფლოპი დისკების (უკვე მოძველდა) სახით. ინფორმაციის დამახსოვრების მატარებელი წარმოადგენს გარკვეული ზომის სპეციალურ ფირს. იგი დაფარულია სპეციალური ფერომაგნიტური ფენით და მოთავსებულია პლასტმასის კოლოფში.
იხ. ვიდეო

დრეკადი დისკების ამძრავი მოწყობილობა სტანდარტული გაბარიტების ელექტრონულ მექანიკური მოწყობილობაა, რომლის კორპუსში მოთავსებულია :
  • ელექტროძრავა;
  • მაგნიტური თავაკი და მისი პოზიცირების მექანიზმი;
  • ნაბეჭდი პლატა ელექტროძრავის კვების სქემებით, ჩაწერა-წაკითხვის გამოსავალი სიგნალების ფორმირების, გამაძლიერებლებით.
დრეკადი დისკების ამძრავი მოწყობილობა მუშაობს მხოლოდ ჩაწერის და წაკითხვის დროს. ჩაწერა-წაკითხვის დროს მაგნიტური თავაკი მექანიკურად ეხება ინფორმაციის მატარებელს. სისტემურ ბლოკზე ამძრავი მოწყობილობა ისე მაგრდება, რომ „ღრიჭოში“ შესაძლებელი იყოს დისკების მოთავსება.

მყარ დისკზე დამახსოვრების მოწყობილობა


მყარ დისკზე დამახსოვრების მოწყობილობა
მყარ დისკზე დამახსოვრების მოწყობილობა ერთი მთლიანი მოწყობილობაა მისი კონსტრუქციული სქემა დრეკადი დისკების ამძრავი მოწყობილობის სქემის მსგავსია. მყარ დისკზე დამახსოვრების მოწყობილობის ტევადობა და ინფორმაციის გაცვლა რამდენიმე ასეულჯერ მეტია დრეკად დისკთან შედარებით. ინფორმაცია რამდენიმე მყარად დაკავშირებულ დისკებზე იწერება. დისკები ფერომაგნიტური ფენით დაფარული ფირფიტებია. ინფორმაციის ჩაწერა/წაკითხვა ხორციელდება ორივე მხარეს (განაპირა ფირფიტების გარდა) (იხილეთ სურათი).
მყარ დისკებზე დამახსოვრების მოწყობილობის სქემა.jpg
ცხადია ჩაწერა და წაკითხვა ხორციელდება მაგნიტური თავაკების ერთობლიობით. დისკების პაკეტი ბრუნავს 7500-10000 ბრუნი/წმ-ში სიჩქარით. წამკითხველი თავაკები „ცურაობენ“ დისკის ზედაპირიდან 0.5-0.13 მიკრომეტრის მანძილზე. დამახსოვრების მოწყობილობებს რამდენიმე ათეული ფირმა უშვებს თავსებადობის მიზნით შემუშავებულია სპეციალური სტანდარტები, როგორიცაა: SATAIDEEIDESCSI.

ადაპტერი

მონაცემების და მმართველი სიგნალების წარმოდგენის ფორმა პერსონალური კომპიუტერის სხვადასხვა მოწყობილობებში განსხვავდებიან. ეს ბუნებრივია იმიტომ, რომ ცალკეული ფუნქციონალური ბლოკების პრინციპები განსხვავდებიან. მაგალითად, დისკებიდან წაკითხული ინფორმაცია ელექტრონული იმპულსების თანმიმდევრობაა. მასში თითოეული იმპულსი ერთი ბიტი მატარებელია. იგივე მონაცემები სისტემურ სალტეზე წარმოდგენილია 32 ერთდროულად გადაცემული იმპულსების კომბინაციით. მოწყობილობის ურთიერთქმედების თავსებადობის უზრუნველყოფა ხორციელდება სპეციალური მოწყობილობით — ადაპტერებით. კონსტრუქციულად ადაპტერი ნაბეჭდი პლატაა, რომელსაც ერთი მხრივ აქვს სტანდარტული გამთიშველი, ხოლო მეორე მხრივ შესაბამის მოწყობილობასთან დასაკავშირებელი სპეციფიკური გამთიშველი. ნაბეჭდ პლატაზე არის მიკროსკოპული და სხვა ელემენტები. უკანასკნელ ხანს ადაპტერისადმი მოთხოვნა მცირდება იმიტომ, რომ ელექტრული სიგნალების გარდამქმნელ ფუნქციებს თვით მოწყობილობის ელექტრონული მართვის სქემები იღებენ თავის თავზე და თავსებადობის გარკვეულ ფუნქციებს სისტემურ პლატაზე დაყენებული მიკროსქემები აკეთებენ. აღნიშნულის მიუხედავად ამჟამად გამოყენებაშია ვიდეოადაპტერები (იგივე ვიდეოკარტები), შეტანა/გამოტანის პორტების ადაპტერები, ქსელური ადაპტერები, ხმის ადაპტერები, მოდემები.
იხ. ვიდეო


ვიდეოადაპტერი

ვიდეობარათი

ვიდეობარათი ეკრანზე გამოსასახ ინფორმაციას გარდაქმნის ვიდეოსიგნალად. ვიდეობარათი თავსდება სისტემურ ბლოკში დედაპლატაზე, PCIe სლოტში. რაში მდგომარეობს გარდაქმნის არსი? ცნობილია, რომ მონიტორზე გამოსახულება წარმოადგენს წერტილების ერთობლიობას. წერტილების ფორმირება ელექტრული სხივით იქმნება ჰორიზონტალური და ვერტიკალური გაშლის წყალობით. სხივის ტრაექტორია რამდენიმე ასეულ ჰორიზონტალურ ხაზს ქმნის. ელექტრონული სხივის ინტენსივობის მართვით მიიღწევა წერტილის სიკაშკაშე. ამრიგად, ეკრანზე გამოსახულების მისაღებად საჭიროა შესაბამისი წესით განხორციელდეს ელექტრონული სხივის მოდელირება. ამ ოპერაციების შესასრულებლად საჭიროა ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობაში დასამახსოვრებელ სიმბოლოთა შესაბამისი კოდების გარდაქმნა ვიდეოსიგნალებად.
აღსანისნავია, რომ მონიტორის ეკრანზე გამოსახულების აღდგენა უნდა განხორციელდეს წამში 25-30 კადრის სიჩქარით. ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. ეკრანზე გამოსატანი ინფორმაცია ინახება სპეციალურ მეხსიერებაში — GDDR ტიპის ვიდეომეხსიერებაში. ვიდეობარათის ხარისხი, Pixel Fillrate ( Pixel/s ) და Texture Fillrate ( Texel/s ) ამ პარამეტრებით განისაზღვრება. მარტივად შეიძლება მივხვდეთ რას ნიშნავს ეს პარამეტრები იმიტომ, რომ თვითონ განზომილება გეუბნება სიტყვასიტყვით ანუ რამდენი პიქსელის და ტექსტურის ( 2D გამოსახულების ) დახატვა შეუძლია წამში,რაც მეტი შეუძლია, ე.ი. ვიდეო კარტა უფრო მძლავრი და სწრაფია. ( აი რის მიხედვით უნდა შეირჩეს ვიდეობარათი ) ასევე მნიშვნელოვანი პარამეტრებია Bus width ( bit -ბში ) ვიდეოადაპტერის ოპერატიულსა ( VRAM ) და ( GPU ) პროცესორს შორის ინტერფეისის ზომა, Bandwidth ( GB/s -ში )ვიდეობარათის ოპერატიულსა და პროცესორს შორის ინფორმაციის რაოდენობა წამში, Bandwidth ეს პარამეტრი კი დამოკიდებულია, Memory clock -ზე ( ვიდეოს ოპერატიულის სიხშირეზე ) და ბოლოს ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ( და არა უმნიშვნელო ) არის ვიდეომეხსიერების ზომა. აქვს ვიდეო მესხსიერებას. ამჟამად ვიდეომეხსიერების რამდენიმე სტანდარტია: ( სიხშირის მიხედვით ) DDR, DDR2, GDDR3, GDDR4 ( ყველაზე ნაკლებად გავრცელებული ) და უახლესი GDDR5. რაც უფრო ახალი სისტემის მეხსიერება აქვს ვიდეობარათს, მით უფრო მეტი აქვს სიხშირე ( Memory clock ). ზომის მიხედვით: 128, 256, 384, 512, 768, 896, 1024, 1536, 1768, 2048, 4096 მბ.
იხ. ვიდეო

დისკის კონტროლერი

დისკის კონტროლერი გათვალისწინებულია მექანიკურად მოძრავი მოწყობილობის მართვის, ჩაწერის და წაკითხვის პროცესების ელექტრული იმპულსების ფორმირებისთვის. იგი შეიცავს:
  • გენერატორს, რომელიც კვებავს დისკის ამძრავს ცვლადი დენით;
  • ჩაწერა-წამკითხავი თავაკების პოზიცირების მართვის სერვისის სისტემას;
  • მონაცემთა ჩაწერისას მაგნიტურ თავაკებზე მიწოდებული ელექტრული იმპულსების გამაძლიერებელს;
  • წაკითხვის გამაძლიერებელს და წაკითხული ინფორმაციის გამოსავალ იმპულსების ფორმირების მოწყობილობას.

LPT პორტი
შეტანა-გამოტანის კონტროლერი, ანუ პორტები ადაპტერი მოწყობილობაა, რომელიც ახორციელებს გარე მოწყობილობების მართვას. მათი მიერთება პროცესორის ბლოკთან ხორციელდება სპეციალური სქემური ელემენტების საშუალებით, რომლებსაც პორტებს უწოდებენ. განასხვავებენ პარალელურ და თანმიმდევრულ პორტებს. პარალელური პორტები საშუალებას იძლევა ერთ ტაქტში გადაცემულ იქნას მინიმუმ ერთი ბაიტი (8 ბიტი). ერთი ბაიტის გადასაცემად გამოყოფილია ერთი გამტარი (ერთი კონტაქტი).
თანმიმდევრული პორტები შეიცავს მხოლოდ ერთ წყვილ გამტარს და ამიტომ ბაიტების შემადგენელი ბიტების გადაცემა თანმიმდევრულად ხორციელდება. თანმიმდევრული პორტი გამოიყენება არამარტო კოდირებული ციფრული ინფორმაციის გადასაცემად, არამედ არაკოდირებული ინფორმაციის გადასაცემადაც. მაგალითად, მანიპულატორთან.

COM პორტი
ხშირად შეტანა გამოტანის ადაპტერი ემსახურება სამ პარალელურ (მათი დასახელება LPT1...LPT3) და ოთხ თანმიმდევრულ (მათი დასახელება COM1...COM4) პორტს. LPT პორტებისათვის გამოიყენება 41 წვერიანი გამთიშველი, ხოლო COM პორტებისათვის 9, ან 25 წვერიანი. გამთიშველები გამოტანილ არიან სისტემური ბლოკის უკანა კედელზე. მათ უერთდება გარე მოწყობილობის დამაკავშირებელი კაბელები. ცხადია გამთიშველების საერთო რაოდენობა პორტების საერთო რაოდენობაზე ნაკლებია.

ქსელური პლატა

ქსელური პლატა

ეს ადაპტერი გათვალისწინებულია პერსონალური კომპიუტერის დასაკავშირებლად მონაცემების გადაცემის ფიზიკურ არხებთან. მაგალითად, კოაქსიალურ კაბელებთან. იგი ახორციელებს მონაცემების გადაგზავნას ორივე მიმართულებით.
  1. არხიდან სიგნალის მიღება, კომპიუტერის სალტეზე მისი გადაცემა
  2. მონაცემების მიღება კომპიუტერიდან და გადაცემა არხში.
ამავე დროს ქსელური პლატა ახორციელებს გადაცემული შეტყობინებების სტრუქტურის გარდაქმნას სტანდარტის მიხედვით.

მონიტორი


მონიტორი
მონიტორი გათვალისწინებულია ტექსტური და გრაფიკული ინფორმაციის გამოსასახავად. მათ შეუძლიათ იმუშაონ ტექსტურ ან გრაფიკულ რეჟიმში.
ტექსტურ რეჟიმში მუშაობისას ეკრანი პირობითად იყოფა უბნებად. ეკრანზე ერთდროულად შეიძლება გამოტანილ იქნას ერთი სიმბოლო 256 წინასწარ ცნობილი სიმბოლოდან. ამ სიმბოლოებს მიეკუთვნება ასოები, ციფრები და სხვ. უნდა აღინიშნოს, რომ გამოსატანი სიმბოლოების რაოდენობა 256-ით შემოფარგლული არ არის. ერთსა და იმავე კოდს რეჟიმის მიხედვით ეკრანზე შეიძლება სხვადასხვა სიმბოლოები შეესაბამებოდეს. გრაფიკულ რეჟიმში მონიტორი რასტრს წარმოადგენს, რომელიც პიქსელებისაგან შედგება. მონიტორის უნარს, ერთდროულად ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ასახული იქნას პიქსელების გარკვეული რაოდენობა, მონიტორის გარჩევადობას უწოდებენ. გამოთქმა „მონიტორის გარჩევადობაა 800x600“ ნიშნავს, რომ მონიტორს შეუძლია გამოიტანოს 600 ჰორიზონტალური და 800 ვერტიკალური წერტილი (პიქსელი). მონიტორის რეალური გარჩევადობა ასევე დამოკიდებულია ვიდეოადაპტერზე.
არსებობს ორი ტიპის მონიტორი: თხევად კრისტალზე და ელექტრონულ სხივურ მილაკზე. თხევად კრისტალზე აგებულ მონიტორებს მცირე წონა და გეომეტრიული ზომა აქვს, მოიხმარს საშუალოდ ორჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას.
უმრავლეს შემთხვევაში მონიტორი დამოუკიდებელი ბლოკია. მონიტორის ყუთზე ეკრანი სპეციალური სამაგრებითაა დამაგრებული. ისინი საშუალებას აძლევენ მომხმარებელს დააყენონ იგი სასურველი კუთხით. ყუთის შიგნით კვების ბლოკი და ეკრანზე გამოსახულების ფორმირებისათვის საჭირო ელქტრული სქემებია.
თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებში ეკრანის მუშაობის ვადის გასახანგრძლივებლად და ელექტროენერგიის დასაზოგად გამოგონებულია სპეციალური პროგრამულ-აპარატული მეთოდები. თუ გარკვეული დროის განმავლობაში მომხმარებელი არ ასრულებს სამუშაოს, დასაწყისში ოპერაციულ სისტემას გამოაქვს ეკრანზე სპეციალური სურათები, ხოლო მოგვიანებით მონიტორი გადაყავს ელექტროენერგიის ეკონომიური ხარჯვის, ე.წ. „ლოდინის“ (თვლემის, ძილის) რეჟიმში.

კლავიატურა


კლავიატურა
კლავიატურა გათვალისწინებულია კომპიუტერში მმართველი სიგნალების და მონაცემების შესატანად. კლავიატურა კონსტრუქციულად დამოუკიდებელი ბლოკია. ე.წ. Notebook-ში კლავიატურა კორპუსის განუყრელი ნაწილია.
იხ. ვიდეო

კლავიატურა სტანდარტიზებულია: იგი შედგება 101-103 ღილაკისაგან (ახლა ამ რიცხვს ემატება მულტიმედია კლავიატურაზე განლაგებული ღილაკების რაოდენობა). კლავიატურაზე ღილაკების ერთობლიობა პირობითად დაყოფილია რამდენიმე ჯგუფებად. სიმბოლური ღილაკების ძირითადი დანიშნულებაა-ასოების, ციფრების, სპეციალური სიმბოლოების შეტანა. ისტორულად ჩამოყალიბდა, რომ ერთი და იგივე ღილაკები გამოიყენება დიდი და პატარა ასოების დასაწერად. ფუნქციონალური ღილაკების დანიშნულებაა ბრძანების გადაცემა. ბრძანების შინაარსი განისაზღვრება პროგრამის მიხედვით. ამ ღილაკებს მკაცრი დანიშნულება არ აქვთ.
იხ. ვიდეო როგორ გავწმინდოთ ჩვენი კლავიატურა

მანიპულატორები


თაგუნა
კომპიუტერთან მუშაობის დროს ეკრანზე გამოისახება მოციმციმე ვერტიკალური ხარ-კურსორი. კურსორი ეკრანზე გვიჩვენებს სიმბოლოს შეტანის ადგილს. მომხმარებელს შეუძლია გადაადგილოს კურსორი სასურველი მიმართულებით კლავიატურაზე არსებული ისრების აღმნიშვნელი ღილაკების მეშვეობით. კურსორის გამოყენება, განსაკუთრებით გრაფიკულ ინფორმაციასთან მუშაობისას მოუხერხებელია. კურსორის ნაცვლად გამოიყენება მანიპულატორი. ფართო გავრცელება პოვა მანიპულატორებმა სახელწოდებით „თაგვი“ (Mouse) და „ტრეკბოლი“. ტრეკბოლი ნაკლებადაა გავრცელებული. თაგვი წარმოადგენს პლასმასის პატარა კოლოფს. თაგვის მდებარეობა ეკრანზე პატარა ისრითაა აღნიშნული. ისრის გადასაადგილებლად საკმარისია გადავაადგილოთ თაგვი სიბრტყეზე.
თაგვს ორი ღილაკი აქვს (ემატება მულტიმედია თაგვების ღილაკები). ღილაკებზე თითის დაჭერით კომპიუტერს მიეცემა ბრძანებები. თაგვი მანქანას უერთდება კაბელით, COM1 გამთიშველით ან COM2 შეტანა — გამოტანის ადაპტერით (COM თაგვები უკვე მოძველდა, ახლა უკვე იხმარებაა ლაზერული და ოპტიკური თაგვები).

გაფართოების პლატები

გაფართოების პლატას უწოდებენ დამატებით ელექტრონულ მოწყობილობას. იგი სტანდარტული ფორმის ნაბეჭდი პლატაა ელექტრონული კომპონენტებით და მიკროსქემებით. იგი ყენდება ძირითადი პლატის თავისუფალ სლოტში. გაფართოების პლატებს მიეკუთვნება: მოდემი, ხმოვანი პლატა და სხვ.

გარე მოწყობილობები

გარე მოწყობილობებს უწოდებენ სისტემური ბლოკის გარეთ არსებულ მოწყობილობებს. მათ მიეკუთვნება: პრინტერი, გრაფოამგები, მოდემი. სტრიმერი, სკანერი, საპროექტო პანელი და სხვა. უნდა ავღნიშნოთ, რომ სახელი „გარე მოწყობილობა“ პირობითია. გარე მოწყობილობაში შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი მოწყობილობა, თუ ის კონსტრუქციულად დამოუკიდებელი ბლოკის სახითაა წარმოდგენილი.

პრინტერები


პრინტერი
პრინტერს უწოდებენ მოწყობილობას, რომლის საშუალებით ინფორმაცია ძირითადად მიიღება ქაღალდზე (შეიძლება გამჭვირვალე ფირზე ან სხვ.). პრინტერის მრავალი მოდელი არსებობს ისინი განსხვავდებიან წარმოებულობით, ინტერფეისით, ფუნქციური შესაძლებლობებით და მოქმედების პრინციპით.
პრინტერის საფუძველი რთული ელექტრო მექნიკური მოწყობილობაა. იგი უზრუნველყოფს გამოსახულების ფორმირებას, ქაღალდის გადაადგილებას, საღებავის მიწოდებას და სხვ. პრინტერის შემადგენლობაშია ელექტრული ნაწილი მართვის სქემით და ბუფერული დამახსოვრების მოწყობილობით.
გამოსახულების ფორმირებით პრინტერები იყოფა კონტურულ და რასტულ პრინტერებად. კონტურულ პრინტერში სიმბოლოს გამოსახულება უწყვეტი ხაზია და მიიღება ქაღალდზე შემღებავი ლენტის გამოყენებით, ქაღალდზე ნემსის დარტყმის საშუალებით.
რასტულ პრინტერში გამოსახულება მიიღება უმცირესი წერტილების ერთობლიობით (წერტილის დიამეტრი 0,1-0,3მმ). ამჟამად პერსონალურ კომპიუტერებში გამოიყენება მხოლოდ რასტული პრინტერები. წერტილების გადატანის პრინციპით რასტული პრინტერები იყოფა: მატრიცულ, ჭავლურ და ლაზერულ პრინტერებად.

მოდემები


კომპიუტერის მოდემი
მოდემი უზრუნველყოფს კომპიუტერის თავსებადობას სატელეფონო ხაზთან. კომპიუტერი გამოიმუშავებს დისკრეტულ სიგნალებს. სატელეფონო ხაზით ინფორმაცია გადაეცემა ანალოგიური ფორმით. მოდემები ანხორციელებენ ციფროანალოგურ გარდაქმნებს. კომპიუტერიდან ინფორმაციის გადაცემისას მოდემი დისკრეტულ სიგნალებს გარდაქმნის სატელეფონო ხაზის სიხშირის მქონე ანალოგურ სიგნალად, ხოლო მიღების დროს კი პირიქით ანალოგური სიგნალი გარდაიქმნება დისკრეტულ სიგნალად. მოდემებით კომუტირებული სატელეფონო ხაზებით ინფორმაციას გადასცემენ 300-დან 64 000 ბოდის სიჩქარით (1 ბოდი = 1 ბიტი წამში), ხოლო გამოყოფილი სატელეფონო ხაზებით გადაცემისას მიიღწევა 64 კილობოდზე მეტი სიხშირე.
მოდემების სიგნალების მიღება-გადაცემის გარდა დამატებით ახორციელებენ ტელეფონის ნომრის ავტომატური აკრეფას, განმეორებითი აკრეფას და სხვა ფუნქციებს. უნდა აღვნიშნოთ, რომ მოდემის მიერ გარკვეული ფუნქციების შესასრულებლად აპარატული შესაძლებლობების გარდა შესაბამისი საკომუნიკაციო პროგრამული უზრუნველყოფაა საჭირო.
კონსტრუქტორული შესრულებით მოდემები ჩამონტაჟებულნი არიან ან კომპიუტერის სისტემურ ბლოკში, ან წარმოადგენენ დამოუკიდებელ ბლოკს და კომპიუტერს უერთდებიან სპეციალური კაბელით.

სტრიმერები (მოძველდა და აღარ არის იხმარება)

სტრიმერი არის მოწყობილობა ინფორმაციის ასლის მაგნიტურ ლენტზე გადასაღებად. კონსტრუქციული სქემით სტრიმერები საყოფაცხოვრებო მაგნიტოფონის ანალოგიურია. კასეტაზე შეიძლება ჩაიწეროს რამდენიმე ათეული მეგაბაიტიდან რამდენიმე გიგაბაიტამდე ინფორმაცია.

კომპაქტ დისკების მოწყობილობები


კომპაქტ დისკი
1996 წლიდან ფართო გავრცელება პოვეს კომპაქტ დისკებმა. დისკის ტევადობა 700 მეგაბაიტია. მასზე ჩაწერილი ინფორმაცია იკითხება დიდი სიჩქარით. ისინი მოხერხებულნი არიან დიდი ინფორმაციის გასავრცელებლად.
ბაზარზე გავრცელებულია შემდეგი ტიპის კომპაქტ დისკები და მისი ჩამწერ-წამკითხველები: CD-R, CD-RW, DVD-R, DVD-RW. ამ დისკებზე ჩაწერა ხდება 650 ნმ წითელი ლაზერით. ბოლო დროს გამოვიდა Blu-ray დისკები და მისი ჩამწერ-წამკითხველები. ჩაწერა ხდება 405 ნმ ლურჯი ლაზერით.
  • CD-R მოწყობილება საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ მისი მრავალჯერ წაკითხვა, ასევე ეს მოწყობილობა კითხულობს, RW დისკებსაც. R დისკზე შესაძლებელია ინფორმაციის მხოლოდ ერთხელ ჩაწერა.
  • CR-RW მოწყობილობა საშუალებას გვაძლევს ჩავწერით და წავიკითხოთ R და RW დისკები. RW დისკზე ინფორმაციის მრავალჯერ ჩაწერა/წაშლაა შესაძლებელი.
  • DVD-R — CD-R-ის ანალოგიურია მხოლოდ ერთი განსვავებით რომ DVD დისკებზე ეტევა გაცილებით მეტი ინფორმაცია დაახლოებით 4.37გიგაბაიტი ვიდრე CD-R დისკებზე,DVD-R -ზე CD-R დისკის ანალოგიურად მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი ინფორმაციის ჩაწერა.
  • DVD-RW — CD-RW-ს ანალოგიურია.
  • Blu-ray დისკი 25 GB ტევადობისაა.Blu-ray ოპტიკური დისკის დიამეტრი 120 mm, დისკის სისქე 1.2 mm.

უწყვეტი კვების ბლოკი (UPS)


უწყვეტი კვების ბლოკი

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...