пятница, 1 марта 2019 г.

ოქროს ურდო

                              ოქროს ურდო

                                            Golden Horde 1389.svg
დედაქალაქისარაი-ბათუ
სარაი-ბერქა
ენამონღოლური
რელიგიაშამანიზმი
ქრისტიანობა
ტიბეტური ბუდიზმი
(1241—1313)
ისლამი (1313—1502)
ისტორიული ერადაარსდა (1240-იანები)
შეუერთდა დიდ ურდოს(1466)
გაუქმდა (1502)
ფართობი6,000,000 km²
(2,300,000 sq mi)
მმართველობის ფორმაარჩევითი მონარქია
დინასტიაჩინგიზიდები
ყაენი1269-დან ხანი
 - 1241–1256ჯუჩი
(მხოლოდ ულუსის)
ბათო-ყაენი
(როგორც ოქროს ურდოს)
 - 1481–1502შეიხ-აჰმადი (ბოლო)

 ჯუჩის ულუსი — ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც დაარსდა ქვემო ვოლგაზე XIII საუკუნის 40-იან წლებში, ბათო-ყაენის დროს. ოქროს ურდოს ყაენთა ძალაუფლება ვრცელდებოდა დუნაისქვემო წელიდან ფინეთის ყურიდან მოკიდებული ირტიშისა და ობის აუზებამდე, შავიკასპიისა და არალის ზღვებიდან ნოვგოროდის მიწებამდე. ოქროს ურდოს ცენტრი იყო სარაი-ბათუ (ახლანდელი ასტრახანისმახლობლად). XIV საუკუნის I ნახევარში დედაქალაქი გადაიტანეს ბერქა-ყაენის მიერ დაარსებულ სარაი-ბერქეში (ახლანდელი ვოლგოგრადის მახლობლად). რუსეთის მიწები უშუალოდ არ შედიოდა ოქროს ურდოს შემადგენლობაში, მოსახლეობა მხოლოდ ვასალურ დამოკიდებულებაში იყო და ხარკს იხდიდა, ყაენს ემორჩილებოდა.

ბათო-ყაენი შუა საუკუნე ჩინური ნახატი 
ბათო-ყაენიბათუსაინ-ხანი (დ. 1208 — გ. 1255) — მონღოლი ხანი (ყაენი), ჯუჩის ძე, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი.
მამის სიკვდილის შემდეგ (1227) სათავეში ჩაუდგა ჯუჩის ულუსს. 1236 წელს დაიპყრო დეშთი-ყივჩაყი (ყივჩაყთა ველები), 1237-1243 წლებში მეთაურობდა აღმოსავლეთ ევროპაში ლაშქრობას, რომლის დროსაც უკიდურესი სისასტიკით გაითქვა სახელი. რუსი ხალხის წინააღმდეგობამ, რიაზანისმოსკოვისვლადიმირისკოზელსკისკიევისა და სხვა ქალაქების გმირულმა დაცვამ საგრძნობლად დაასუსტა მისი ლაშქარი. 1240 წელს ბათო-ყაენმა აღმოსავლეთ ევროპაში — პოლონეთშიჩეხიაშიუნგრეთსა და დალმაციაში ილაშქრა. ამ ქვეყნების ხალხთა წინააღმდეგობამ და ზურგში დარჩენილი რუსეთის შიშმა აიძულა იგი 1242 წლის გაზაფხულზე უკან გაბრუნებულიყო. მონღოლთა დიდი ხანის უგედეის სიკვდილის (1241 წლის დეკემბერი) შემდეგ ბათო-ყაენი თავისი მდგომარეობის განსამტკიცებლად ჯუჩის ულუსში დაბრუნდა. 1243 წელს მდ. ვოლგის ქვემოწელზე მან დააარსა ფეოდალური სახელმწიფო ოქროს ურდო (სატახტო ქალაქი სარაი-ბათუ). 1251 წელს მისი მხარდაჭერით ყურულთაიმ იმპერიის დიდ ხანად მუნქე აირჩია. ბათო-ყაენთან ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს, რომელიც ამ დროს მონღოლთა დიდ ყაენს ემორჩილებოდა
ოქროს ურდო არამყარი სახელმწიფო გაერთიანება იყო, მოსახლეობა - მეტად ჭრელი (ვოლგის ბულგარებიმორდველებირუსებიბერძნებიხვარაზმელები და თურქთა ტომები და ა. შ.) და გაერთიანების დონითაც განსხვავებული. საქარავნო ვაჭრობის ძირითადი ცენტრები იყო სარაი-ბათუსარაი-ბერქეურგენჩიყირიმის ქალაქები სუდაკი და კაფა და სხვა, სახელმწიფოს სათავეში ედგნენ ბათუს სახლის ყაენები. განსაკუთრებულ შემთხვევებში იწვევდნენ ყურულთაის - კრებას, რომელსაც ესწრებოდნენ სამხედრო-ფეოდალური დიდკაცობა და ყაენის ოჯახის წევრები. დამორჩილებულ ტერიტორიაზე იგზავნებოდა დარუღა, რომლის ძირითადი მოვალეობა ხარკის აკრეფა იყო. უმნიშვნელოვანესი თანამდებობები უფლუსწულებს - „ოღლანებს“ ეჭირათ. ბეგების (ნოინების) და თარხანების რიგებიდან ივსებოდა ჯარის მეთაურთა და მოხელეთა კადრები. მენგუ-თემურის (1266-1282 წწ.) გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ფეოდალური შინაომები. თოხთა-ყაენმა (1291-1312 წწ.) შეძლო ხელისუფლების განმტკიცება. ძლიერების ზენიტს კი ოქროს ურდომ უზბექის (1312-1342 წწ.) და ჯანიბექის (1342-1357 წწ.) ხანაში მიაღწია. ამ დროს ოქროს ურდოს არმია 300 ათას კაცს ითვლიდა. მაგრამ ჯანიბექის მოკვლის შემდეგ დაიწყო ოქროს ურდოს დაცემა.
XIV საუკუნის დამდეგს ოქროს ურდოს ჩამოსცილდა ხვარაზმი და ასტრახანიპოლონეთმა და ლიტვამ დაიპყრეს მიწები დნეპრის აუზში. რუსეთის სამთავროების გაძლიერებას მოჰყვა თათართა დიდი ლაშქრობა და კულიკოვის ბრძოლა (1380 წ.), რომელიც მონღოლ-თათართა დამარცხებით დამთავრდა. თოხთამიშმა (1380-1395) შეძლო დროებით განემტკიცებინა ქვეყანა, 1382 წელს მოსკოვიც აიღო და გადაწვა, შემდეგ კი თემურლენგს შეებრძოლა. თემურლენგმა დაამარცხა თოხთამიში, დაიპყრო და დაანგრია ვოლგისპირეთისა და ყირიმის ქალაქები, რითაც ოქროს ურდოს გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენა. ფეოდალიზაციის პროცესს და თემურის შემოსევას მოჰყვა ოქროს ურდოს დაშლა: XV საუკუნის 20-იან წლებში შეიქმნა ციმბირის სახანო, 40-იან წლებში - ნოღაის ურდო, შემდეგ კი ყაზანისა (1438 წ.) და ყირიმის (1443 წ.) სახანოები, 60-იან წლებში — ყაზახთაუზბეკთა და ასტრახანის სახანოები. 1480 წელს გაძლიერებულმა მოსკოვის სამთავრომაც მოიცილა თათართა უღელი. XVI საუკუნის დამდეგს ოქროს ურდომ საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა. იხ. ვიდეო



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...