понедельник, 18 марта 2019 г.

                                 ფეტიშიზმი

                                                 
ფეტიშის გამოსახულება სამხრეთ აფრიკაში. შესრულებულია ლონდონის მისიონერული საზოგადოების მიერ, 1900 წ.
 (მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან fétiche, რომელიც თავის მხრივ პორტულაგიური feitiço-დან მოდის, ეს უკანასკნელი კი ლათინური facticius-დან „ხელოვნური“ და facere – „გაკეთება“) — საგანი, რომელსაც ზებუნებრივ ძალას მიაწერენ, უფრო ხშირად ხელთნაკეთი საგანი, რომელზეც ჰგონიათ, რომ სხვებზე ძალაუფლება აქვს. არსებითად, ფეტიშიზმი არის საგნისადმი მიწერილი ძალაუფლების ან ჩვეული ფასეულობისათვის დამახასიათებელი ემიკური ატრიბუტი.
იხ.ვიდეო
ფეტიშიზმის გაგება თავდაპირველად პორტუგალიელებმა ჩამოაყალიბეს იმ საგნების აღსაწერად, რომლებსაც დასავლეთ აფრიკის ადგილობრივები რელიგიურ კულტებად იყენებდნენ.
ეს კონცეფცია ევროპაში პოპულარული 1757 წლისთვის გახდა, როდესაც გრაფმა შარლ დე ბროსმა იგი დასავლეთაფრიკული რელიგიის მაგიური ასპექტები ძველ ეგვიპტელთა რელიგიას შეადარა. მოგვიანებით, კონეცფცია ასევე გამოიყენა ოგიუსტ კონტმა თავის რელიგიის ევოლუციის თეორიაში, სადაც ის ფეტიშიზმს ყველაზე ადრეული სტადიის პოსტულატად მიიჩნევდა, რასაც შემდეგ პოლითეიზმი და მონოთეიზმიმოსდევდა.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...