понедельник, 4 марта 2019 г.

ანთროპოსოფია

                         ანთროპოსოფია

                                               
          შტაინერის დიზაინით 1920 წელს შექმნილი პირველი გოეთეანუმიდორნახიშვეიცარია.
 სულიერი ფილოსოფია, დაფუძნებული რუდოლფ შტაინერის მიერ, რომელსაც თანამედროვეობაში მოჰყავს ცენტრალური ევროპის სულიერი ტრადიციები. ეს ფილოსოფია განიხილავს ობიექტური, გონებრივად აღსაქმელი სულიერი სამყაროს არსებობას, რომლის პირდაპირი წვდომაც შესაძლებელია შინაგანი განვითარებით — უფრო სპეციფიკურად გრძნობადი განცდებისაგან დამოუკიდებელი აზროვნების ფორმის ცნობიერად გამომუშავებით. სულიერი სამყაროს კვლევაში ანთროპოსოფია ისახავს ფიზიკური სამყაროს საბუნებისმეტყველო-მეცნიერული კვლევების დარი სიზუსტის და სიცხადის მიღწევას.
ანთროპოსოფიური საზოგადოების საერთაშორისო ცენტრი გოეთეანუმი მდებარეობს დორნახშიშვეიცარიაში.
იხ. ვიდეო

ანთროპოსოფიის ფუძემდებლის, რუდოლფ შტაინერის თავდაპირველი შრომების კულმინაცია იყო მისი „თავისუფლების ფილოსოფია“ (ასევე თარგმნილი როგორც „სულიერი მოღვაწეობის ფილოსოფია“ და „ინტუიციური აზროვნება როგორც სულიერი გზა“). აქ შტაინერმა განავითარა თავისუფალი ნების ცნება დაფუძნებული შინაგან განცდებზე, განსაკუთრებით მათზე რომელთაც ადგილი აქვთ დამოუკიდებელი აზროვნების შემოქმედებაში.
მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის შტაინერის ინტერესები სულ უფრო და უფრო შორს მიდიოდა სულიერ კვლევებში. მისმა კვლევებმა დაინტერესება ჰპოვა მათ რიგებშიც ვინც უკვე ორიენტირებულნი იყვნენ სხვადასხვა სულიერი იდეებისკენ; მათ შორის იყო თეოსოფიური საზოგადოება. თეოსოფია იმ დროს საკმაოდ პოპულარული იყო გერმანულ და ავსტრიულ ეზოთერულ წრეებში. შტაინერის იდეებს თეოსოფიურ საზოგადოებაში დადებითად შეხვდნენ, რამაც გამოიწვია მისი ინდივიდუალობის გამყარება და მანამდე არსებული ერთგვარი დუმილის დარღვევა რომელიც მისთვის დამახასიათებელი იყო ადრეულ წლებში. სწორედ აქ იპოვა მან არამარტო მისი ეზოთერული პარტნიორი და რიგით მეორე ცოლი, მერი ფონ სივერსი (ბერლინის თეოსოფიური შტაბბინის მფლობელი), არამად პასუხი მისსავე „ავტობიოგრაფიაში“ დასმულ კითხვაზე: „...როგორ ვიპოვო გზა რომ გამოვხატო ის რასაც მე შინაგანად პირდაპირ, ცხადლივ აღვიქვამ ჩემი თანამედროვეებისათვის გასაგები ცნებებით?“
შტაინერმა თავის თავზე იტვირთა ლიდერის როლი თეოსოფიური საზოგადოების სექტორზე გერმანიაში, გახდა რა მისი მდივანი 1902 წელს, მისი ლიდერობის დროს წევრთა რაოდენობა დრამატულად გაიზარდა, რამდენიმე პიროვნებიდან სამოცდაცხრა ლოჟამდე.
1907 წლისთვის ბზარი შტაინერსა და ძირითად თეოსოფიურ საზოგადოებას შორის აშკარა გახდა. საზოგადოება თუ ორიენტირებული იყო აღმოსავლურ და განსაკუთრებით ინდურ მიდგომაზე, შტაინერი ცდილობდა განევითარებინა გზა რომელიც მოიცავდა ქრისტიანობისა და მეცნიერების შერწყმას. გახლეჩა მოხდა საბოლოოდ, როდესაც იმდროინდელი თეოსოფიური საზოგადოების პრეზიდენტმა, ანი ბეზანტმა, დაიწყო ჯიდუ კრიშნამურტის რეინკარნირებულ ქრისტედ გაცხადება. შტაინერი ამას სასტიკად უარყოფდა და ნებისმიერ შედარებას კრიშნამურტსა და ქრისტეს შორის აბსურდად მიიჩნევდა; მრავალი წლის შემდეგ კრიშნამურტიმ აგრეთვე უარყო ეს მტკიცება. შტაინერი გამოეყო თეოსოფიურ საზოგადოებას. მას მიჰყვა გერმანული სექტორის წევრების უმრავლესობა, ისევე როგორც სხვა ეროვნული სექტორების წევრებიც.
ამ დროისთვის შტაინერს, როგორც სულიერ მოძღვარს, საკმაო სახელი ჰქონდა მოხვეჭილი. ის ყვებოდა თავის პირდაპირ გამოცდილებებზე აკაშას ქრონიკებიდან, რომელიც მიიჩნევა ისტორიის, პრეისტორიის და სამყაროსა და კაცობრიობის მომავლის სულიერ ქრონიკებად. რიგ ნაშრომებში შტაინერმა აღწერა შინაგანი განვითარების გზა რომელიც მისი აზრით ნებისმიერს მისცემდა სულიერი გამოცდილების საშუალებას. ჯანსაღი ხედვის განვითარების წინაპირობას ასევე წარმოადგენდა მკაცრი ეთიკური და შემეცნებითი თვით–დისციპლინა, კონცენტრაცია და მედიტაცია, აუცილებლობას წარმოადგენდა რომ პიროვნების მორალური განვითარება აღემატებულიყო მისი სულიერი უნარების განვითარებას.
1912 წელს შეიქმნა ანთროპოსოფიური საზოგადოება. I მსოფლიო ომის შემდეგ ანთროპოსოფიურმა მოძრაობამ ახალი მიმართულებები დაისახა. ჩამოყალიბდა პროექტები როგორიცაა სკოლები, ცენტრები განსაკუთრებული საჭიროებების მქონეთათვის, ორგანული ფერმები და სამედიცინო კლინიკები. 1923 წელს შტაინერმა დააარსა „სულიერი მეცნიერების სკოლა“, ამ სკოლის სულიერ საფუძვლად მან დაწერა მანტრული პოემა „დაარსების საფუძვლის მედიტაცია“ სადაც გამოხატა ადამიანის სამშვინველის ასპექტები გარე და სულიერ სამყაროებთან მიმართებით. ერთი წლის შემდეგ კი, 1925 წელს, შტაინერი გარდაიცვალა.
მეორე მსოფლიო ომმა დროებით შეაფერხა ანთროპოსოფიული მოძრაობა ევროპის უმეტეს წილზე, რადგანაც ანთროპოსოფიული საზოგადოება და მისი შვილობილი მოძრაობები აღიკვეთნენ ნაციონალ–სოციალისტების მიერ. ფაქტობრივი მონაცემებით, არც ერთი ანთროპოსოფი არასოდეს გამხდარა ნაციონალ–სოციალისტური პარტიის წევრი.
2007 წლის მონაცემებით, ანთროპოსოფიული საზოგადოების ეროვნული ფილიალები დაარსებულ იქნა 50 ქვეყანაში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10,000მდე ინსტიტუტი აგრძელებდა მუშაობას ანთროპოსოფიის საფუძვლებზე. იმავე წელს ანთროპოსოფიულ საზოგადოებას ეწოდა ევროპული ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ეზოთერული საზოგადოება
ტერმინი ანთროპოსოფია არის ბერძნული ენიდან — ανθρωποσοφία, ἄνθρωπος ნიშნავს ადამიანს, ხოლო σοφία — სიბრძნეს. შტაინერამდე ეს ტერმინი გამოყენებული აქვთ ოკულტისტ აგრიპა ფონ ნეთესჰაიმს, ალქიმიკოსს თომას ვოჰანს და ფილოსოფოსებს იმანუელ ჰერმან ფიხტესა და რობერტ ციმერმანს; შტაინერს თავისი სადოქტორო თეზისი სწორედ ფიხტეზე აქვს დაწერილი. იგი აგრეთვე ესწრებოდა ციმერმანის გაკვეთილებს ვენის უნივერსიტეტში.
შტაინერმა თავისი ფილოსოფიის ამ სიტყვით მოხსენიება თეოსოფიის შენაცვლებით ადრეულ 1900-იან წლებში დაიწყო.

სულიერი ცოდნა და თავისუფლება

ანთროპოსოფიის მიმდევრები განიზრახავენ მეცნიერული სიცხადის გავლენის გაფართოებას ადამიანის მშვინვიერი ცხოვრების და სულიერი გამოცდილებების ფენომენზე. ეს მოითხოვს ობიექტური სულიერი აღქმისათვის ახალი უნარების განვითარებას, რომელიც შტაინერის მიხედვით შესაძლებელია კაცობრიობისთვის ამ ეტაპზე. შინაგანი განვითარების ამ პროცესის საფეხურებად მან ცნო ცნობიერად მიღწეული „იმაგინაცია“, „ინსპირაცია“ და „ინტუიცია“. შტაინერს სჯეროდა რომ ამ ფორმის სულიერი კვლევის შედეგები უნდა გამოხატულიყო იმგვარად რომ გაგებული ყოფილიყო იმავე საფუძვლებზე რაზეც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შედეგები: „აზროვნების ანთროპოსოფიული სკოლა განაპირობებს არა–გრძნობად, ან ე.წ. ზე–გრძნობად ცნობიერებას, რისი საშუალებითაც სულიერ მკვლევარს ამ სფეროების გამოცდილებები მოჰყავს იდეების, ცნებების და გამოხატულების ისეთ ფორმაში რომელსაც აღიქვამენ ისეთი ადამიანები რომელთაც ჯერ არა აქვთ განვითარებული უნარი სულიერი გამოცდილებებისა რომელიც აუცილებელია დამოუკიდებელი სულიერი კვლევისათვის“.
შტაინერი იმედოვნებდა ისეთი სულიერი მოძრაობის შექმნას რომელიც გაათავისუფლებდა ინდივიდუალს ნებისმიერი გარე ავტორიტეტისაგან: „ადამიანის აზროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: ადამიანის ბუნების ჩაწვდომა როგორც პიროვნებისა გამყარებული საკუთარ თავში“ . შტაინერის აზრით ადამიანის უნარი რაციონალური აზროვნებისა აძლევდა მას საშუალებას დამოუკიდებლად სულიერი კვლევისა და ავტორიტეტზე დამოკიდებულების საფრთხის აცილებისა.
შტაინერმა განასხვავა ანთროპოსოფიური მიდგომა როგორც კონვენციური მისტიციზმისაგან, რომელსაც მისი აზრით აკლდა ზუსტი ცოდნის სიცხადე, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისგან, რომელთაც ის მიიჩნევდა როგორც გარე სამყაროს კვლევით თვითნებურად შეზღუდულს.

ადამიანური ბუნების არსი

შტაინერი ადამიანის შემადგენლობაში განიხილავდა ფიზიკურ სხეულს, რომელსაც საერთო ბუნება აქვს არაორგანულ სამყაროსთან, სიცოცხლის სხეულს (ე.წ. ეთერულ სხეულს), რომელსაც ფლობს ყველა ცოცხალი არსება (მათ შორის მცენარეებიც), გრძნობელობის და ცნობიერების მატარებელ ასტრალურ სხეულს, აგრეთვე წარმოდგენილს ცხოველებში და ეგოს, რომელიც განამტკიცებს თვით–ცნობიერების უნარს და უნიკალურია ადამიანებისთვის.
ანთროპოსოფია აღწერს ადამიანის ცნობიერების ხანგრძლივ განვითარებას შემდეგნაირად: ადამიანი ევოლუციის საწყის ეტაპებზე ფლობდა რეალობის ინტუიციურ აღქმას, რომელიც ასევე მოიცავდა სულიერი რეალობების ნათელხილვურ აღქმას. კაცობრიობა პროგრესულად ავითარებდა ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და შესაბამისად ელეოდა ინტუიციურ და ნათელხილვურ განცდებს, რომელნიც იქცნენ ატავისტურ გადმონაშთებად. ცნობიერების მზარდმა ინტელექტუალიზაციამ, რომელიც თავდაპირველად ევოლუციის პოზიტიურ მიმართულებას წარმოადგენდა, განაპირობა ჭარბი დამოკიდებულება აბსტრაქციაზე და კავშირის გაწყვეტა როგორც ბუნებრივ ასევე სულიერ რეალობებთან. ამრიგად ევოლუციაში წინ წაწევა საჭიროებს ახალ უნარებს რომლებიც გააერთიანებენ ინტელექტუალური აზროვნების სიცხადეს „იმაგინაციურთან“, და კიდევ უფრო შორს ცნობიერად მოპოვებულ „ინსპირაციულ“ და „ინტუიციურ“ ხედვასთან.
ანთროპოსოფია საუბრობს ადამიანის სულის რეინკარნაციაზეც, რომ ადამიანი გადის არსებობის სხვადასხვა საფეხურებს, განიცდის რა ინკარნაციას დედამიწაზე ფიზიკურ სხეულში, ცხოვრობს დედამიწაზე, ტოვებს სხეულს და შედის სულიერ სამყაროში, სანამ კვლავ დაბრუნდება დედამიწაზე ახალი სიცოცხლისათვის. ფიზიური სხეულის სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული აჯამებს განვლილ ცხოვრებას, აღიქვამს რა მის მოვლენებს მათი გადმოსახედიდან ვის მიმართაც იგი სიცოცხლეში ქმედებდა. ამ პროცესსა და შემდგომი სიცოცხლისათვის მომზადების ფაზამდე ხდება რთული ტრანსფორმაცია. ინდივიდუალის კარმული მდგომარეობა საბოლოოდ განსაზღვრავს მშობლების ვინაობას, ფიზიკურ სხეულს, მიდრეკილებებს და უნარებს რომლებიც უზრუნველყოფენ გამოწვევებს და შესაძლებლობებს შემდგომი განვითარებისთვის.
შტაინერმა აღწერა ზოგიერთი წინაპირობა რომელიც განსაზღვრავს ადამიანის სხვადასხვა ცხოვრებებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას, ანუ კარმას.

ქრისტე ლუციფერსა და არიმანს შორის

ლუციფერი და არიმანი (სატანა) ანთროპოსოფიაში წარმოდგენილნი არიან ორ პოლარულ, ძირითადად, ავი ზეგავლენის მქონე ფიგურებად სამყაროსა და ადამიანის განვითარებაში. შტაინერმა აღწერა მათი როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ასპექტები. მან დაახასიათა ლუციფერი შემდეგნაირად: „თამაშობს ადამიანის ამპარტავნებაზე და სთავაზობს მას ღვთაებრიობის ილუზიას, მაგრამ ასევე აქეზებს კრეატიულობასა და სულიერებას; არიმანი როგორც ბნელი სული, რომელიც აცდუნებს ადამიანებს რომ „...უარყონ მათი კავშირი ღვთიურ სამყაროსთან და მთელი არსებით იცხოვრონ მატერიალურ პლანზე, მაგრამ ასევე ხელს უწყობს ინტელექტსა და ტექნოლოგიას. ორივე ფიგურა განაპირობებს ავისმომტან შედეგებს როდესაც მათი გავლენა უადგილო და ცალმხრივია, თუმცა ამავდროულად მათი ზეგავლენა აუცილებელია ადამიანის თავისუფლების არსებობისათვის.“
ანთროპოსოფიის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აკისრია ამ ზეგავლენებს შორის ბალანსის მოძებნა, რომელიც ხდება თვით ქრისტეს მეოხებითა და დახმარებით, იმყოფება რა ამ ორ სულიერ არსებას შორის და ჰარმონიაში მოჰყავს ორი უკიდურესობ

Комментариев нет:

ათეროსკლეროზი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         ათეროსკლეროზი ძარრვებში ცვლილებები (ათეროსკლეროზის განვითარების...