Translate

воскресенье, 27 апреля 2025 г.

ქრისტიანია (დანია)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                     ქრისტიანია (დანია)
               
          თავისუფალი ქალაქი ქრისტიანია    Fristaden Christiania     ქრისტიანია
ოფიციალური ენა დანიური
მთავრობა ანარქისტული კომუნა
ფართობი
 - სულ 0,34 კმ2 
მოსახლეობა
 - შეფასება 1,000
ვალუტა დანიური კრონი (დე ფაქტო), Løn (დე იურე)
სასაათო სარტყელი (UTC+1)

თავისუფალი ქალაქი ქრისტიანია, ასევე ცნობილი როგორც ქრისტიანია (დან. Fristaden Christiania) — თვითგამოცხადებული ავტონომიური ანარქისტული დასახლება, დაახლოებით 850 დან 1000 მაცხოვრებლამდე. დასახლება გაშლილია 34 ჰექტარზე და მდებარეობს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში. 2011 წელს ეს დასახლება დროებით დაიხურა მაცხოვრებლებისთვის, დანიის მთავრობის მიერ, თუმცა მოგვიანებით ისევ გაიხსნა.

ქრისტიანია 1971 წლიდან, ანუ შექმნის დღიდან იყო სხვადასხვა დაპირისპირების და უთანხმოების მიზეზი. 2004 წლამდე აქ კანაფით ვაჭრობა არ იყო აკრძალული, თუმცა 2004 წელს დასახლებისთვის ლეგალური სტატუსის მინიჭების მოთხოვნამ გამოიწვია კონფლიქტი, რასაც შემდეგ მოჰყვა პოლიციის რეიდები და მოლაპარაკებები.

ისტორია

ქრისტიანიის ცენტრის რუკა
ქრისტიანიაში შესასვლელი

ქრისტიანია შედგება ყოფილი სამხედრო ყაზარმებისგან და სამხედრო გამაგრებებისგან. აქ სამხედრო სიმაგრეები პირველად აშენდა 1617 წელს მეფე ქრისტიან მე-4 ის მიერ. ეს გამაგრებები მოეწყო პლაჟებსა და პატარა კუნძულებზე, რომლებიც მდებარეობდნენ კოპენჰაგენსა და კუნძულ ამაგერს შორის. მე-19 საუკუნეში დასავლეთით მდებარე თავდაცვის ზღუდეები დაანგრიეს და მხოლოდ ქრისტიანიის ტერიტორიაზე შემორჩა. 

ყაზარმები, რომელიც აქ მდებარეობდა ეკუთვნოდა სამეფო არტილერიის, ლოჯისტიკურ და საინჟინრო სამხედრო ნაწილებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ყაზარმები აღარ გამოიყენებოდა, შესაბამისად 1967-1971 წლებში ეს ტერიტორია დაიცალა.

ნაგებობები და ტერიტორიის დაცვა

შუშის სახლი ქრისტიანიაში. მსგავსი ნაგებობები გამოხატავს ქრისტიანიის თანამედროვე არქიტექტურას ანუ „არქიტექტურა აქრიტექტორების გარეშე“

2007 წელს ეროვნული ძეგლთა დაცვის სააგენტომ დაცული სტატუსი მიანიჭა შემდეგ სამხედრო ნაგებობებს:

  • „Den grå hal“ (ნაცრისფერი დარბაზი)
  • „Den grønne hal“ (მწვანე დარბაზი)
  • „Mælkebøtten“
  • „სამეთაურო სახლი“

ქრისტიანიის დაარსება

მას შემდეგ რაც სამხედროებმა დატოვეს ეს ტერიტორია, ქრისტიანიას მხოლოდ რამდენიმე დარაჯი იცავდა, ამიტომ უსახლკარო ადამიანები ხშირად იპატრონებდნენ ცარიელ შენობებს. 1971 წლის 4 სექტემბერს, მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებმა ჩამოხსნეს ღობეები და ტერიტორიის ნაწილი გადააკეთეს საბავშვო სათამაშო მოედნად.

ტერიტორიის ათვისება არ იყო ორგანიზებული, თუმცა ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი დაიწყო დანიის მთავრობის გასაპროტესტებლად. მაშინ კოპენჰაგენში საკმაოდ რთული იყო ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ადგილის შოვნა.

1971 წლის 26 სექტემბერს ქრისტიანია გამოცხადდა ღია ტერიტორიად იაკობ ლუდვიგსენის მიერ, რომელიც იყო საკმაოდ ცნობილი ჟურნალისტი. იაკობი ბეჭდავდა გაზეთ „Hovedbladet“ (მთავარი გაზეთი), რომელიც განკუთვნილი იყო და პოპულარობით სარგებლობდა ახალგაზრდებში. მან ასეთი სტატია დაწერა საკუთარ გაზეთში, სათაურით „მოქალაქეებმა დაიპყრეს აკრძალული სამხედრო ქალაქი“:

ქრისტიანია არის მიწა ახალმოსახლეებისთვის. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა რომ ავაშენოთ საზოგადეობა ახლიდან, თუმცა შევინარჩუნოთ არსებული ნაგებობები. საკუთარი ელექტრო სადგური, აბანო, გიგანტური ნაგებობა ათლეტებისთვის, სადაც ყველა მაძიებელმა შეიძლება იპოვოს სიმშვიდე და იოგა ცენტრი. დარბაზები, სადაც თეატრალურ ჯგუფებს შეუძლიათ თავი საკუთარ სახლში იგრძნონ. ეს არის ქალაქის ნაწილი, რომელიც ჩვენგან საიდუმლოდ ინახებოდა, თუმცა ეს დასრულდა.

ლუდვიგსენი ასევე არის ქრისტიანიის მისიის დოკუმენტის თანაავტორი, რომელიც ასევე 1971 შეიქმნა. მასში ეწერა:

ქრისტიანიის მიზანია რომ შეიქმნას თვითმმართველი საზოგადოება, სადაცა თითოეული ინდივიდი პასუხისმგებელია მთლიანი საზოგადოების კეთილდღეობაზე. ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს ეკონომიკურად დამოუკიდებელი.

1976 წლის საპროტესტო სიმღერა „I kan ikke slå os ihjel“ („ჩვენ ვერ მოგვკლავ“) გახდა ქრისტიანიის არაოფიციალური ჰიმნი.

საზოგადოება

„Dyssebroen“ ხიდი, აკავშირებს ქრისტიანიის ძირითად ნაწილს მის გარე ნაწილთან

მედიტაცია და იოგა ყოველთვის პოპულარული იყო ქრისტიანელებში, წლების განმავლობაში ქრისტიანიას ჰყავდა სამსახიობო ჯგუფი, რომლებიც წარმოდგენას მართავდნენ არა მხოლოდ ქრისტიანიაში, არამედ კოპენჰაგენსა და შვედეთშიც. ლუდვიგსენი ხშირად საუბრობდა, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ხალხი, რომლებიც სხვა საზოგადოებების მიერ გარიყულნი იყვნენ, უნდა მიეღოთ საკუთარ რიგებში. ეს მიდგომა დღესაც არ შეცვლილა. თუმცა ბევრი პრობლემა შეექმნა ქრისტიანიას ნარკოტიკების გამო. (მძიმე ნარკოტიკების გამოყენება და გაყიდვა აკრძალულია ქრისტიანიაში) ბევრი ნარკოდამოკიდებული შედის და რჩება ქრისტიანიაში, რადგან აქ ისინი საზოგადოების სრულფასოვან წევრად ითვლებიან, ამის გამო ბევრი დანიელი თვლის, რომ ქრისტიანია წარმატებული სოციალური ექსპერიმენტია.

ქრისტიანია არის სიდიდით მეოთხე ტურისტული ღირთშესანიშნაობა კოპენჰაგენშიბ (ყოველწლიურად ქრისტიანიას ნახევარი მილიონი ადამიანი სტუმრობს).[ ქრისტიანიის მაცხოვრებლებმა შეიმუშავეს წესები ცხოვრებისათვის, ეს წესები დამოუკიდებელია დანიური მთავრობისგან. წესები კრძალავს ქურდობას, ძალადობას, იარაღს, დანებს, ჯავშანჟილეტებს და მძიმე ნარკოტიკებს.. ქრისტიანიაში არის ცნობილი „Pusher“ ის ქუჩა, სადაც ღიად იყიდება ჰაშიში და კანაფი, თუმცა სხვა ნარკოტიკები როგორიცაა კოკაინიამფეტამინიექსტაზი და ჰეროინი აკრძალულია.

არეულობა სახლის დანგრევის გამო

2007 წლის 14 მაისს, რამდენიმე მუშა სატყეო და ბუნების სააგენტოდან პოლიციის თანხლებით შევიდა ქრისტიანიაში ძველი, მიტოვებული, პატარა შენობის დასანგრევად. მათ დახვდათ გაბრაზებული და შეშინებული ქრისტიანელები, რომელთაც ეშინოდათ, რომ პოლიცია მათ სახლებსაც დაანგრევდა. მაცხოვრებლებმა მოაწყვეს ბარიკადები, ქვებისა და ფეიერვერკების გამოყენებით ცდილობდნენ პოლიციის მოგერიებას. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და 50-მდე აქტივისტი დააკავა.

იხ.ვიდეო - Freetown Christiania | Town with no laws | Copenhagen | Denmark | Things to do in Copenhagen.

შემდგომი მოვლენები
ქრისტიანიამ მთავრობის ნორმალიზაციის გეგმებს საკუთარი, საზოგადოებაზე ორიენტირებული დაგეგმვის წინადადებით დაუპირისპირდა, რომელმაც რვათვიანი შიდა სემინარებისა და შეხვედრების შემდეგ საერთო შეხვედრაზე კონსენსუსი მოიპოვა, სანამ 2006 წლის დასაწყისში გამოქვეყნდებოდა. 2006 წლის ნოემბერში, ქრისტიანიას საკუთარი განვითარების გეგმა კოპენჰაგენის გალამაზების საზოგადოების ინიციატივის ჯილდოთი დაჯილდოვდა.

2007 წლის სექტემბერში, ქრისტიანიას და კოპენჰაგენის საქალაქო საბჭოს წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, ბიზნესის განვითარების მიზნით, ქრისტიანიას კონტროლი ათი წლის განმავლობაში ქალაქს გადაეცემოდა. ასევე, 2009 წლის მაისის მდგომარეობით, აღმოსავლეთის უმაღლესმა სასამართლომ პარლამენტის 2004 წლის აქტი დაამტკიცა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს იურიდიული პრეტენზია ბაზაზე კონტროლზე. ეს წესი 2011 წლის თებერვალში უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა. სახელმწიფოს ამჟამად ქრისტიანიას ტერიტორიის განკარგვის სრული უფლება აქვს. 2011 წლის ივნისში სახელმწიფომ ქრისტიანიასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ქრისტიანიას ტერიტორია გადაეცემოდა ახალ ფონდს, ფონდ ფრიტაუნ ქრისტიანიას.

ამ პროცესის ყველაზე საკამათო ნაწილი იყო საკუთრების იდეის ბუნებრივი წინააღმდეგი მაცხოვრებლების იძულება, შეეძინათ მიწის ნაკვეთი, რომელიც მათ 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეკავათ. 2012 წლის ივლისში მათ პირველი გადახდა განახორციელეს და ქრისტიანები მიწის უკანონოდ მოპოვებული მესაკუთრეებიდან კანონიერ მიწის მესაკუთრეებად გადაიქცნენ. შეიქმნა ფონდი, რომელსაც მაცხოვრებლები მართავდნენ თანხების მოსაზიდად და საბანკო სესხის მისაღებად. ქრისტიანებს შეეძლოთ საწყისი 84 ჰექტარი ნაკვეთიდან დაახლოებით 19 ჰექტარის შეძენა.

2013 წლის იანვარში გამოცემულ წიგნში „ხალხის სახელით“, ივო მოსლიმ ქრისტიანია მოიხსენია, როგორც მსოფლიოში არსებული ჭეშმარიტად დემოკრატიული პრინციპებით მართული თემების ერთ-ერთი მცირერიცხოვანი მაგალითი. ექვსი თვის შემდეგ ქრისტიანიას მმართველი კანონები შეიცვალა. 2013 წლის ივლისში, ქრისტიანიას კანონის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო წინადადება L 179 მიიღეს ფოლკეტინგის ყველა პარტიამ, დანიის სახალხო პარტიის გარდა. ამ მომენტიდან ქრისტიანიაზეც იგივე საკანონმდებლო წესები ვრცელდება, რაც დანიის დანარჩენ ტერიტორიაზე ვრცელდება.

კრისტიანიის მკვიდრმა ლუკას ფორჩჰამერმა, დანიური პოპ ჯგუფის წევრმა ლუკას გრეჰემმა, 2016 წელს დაწერა სიმღერა „Mama Said“ საზოგადოებაში მისი ზრდის გამოცდილების შესახებ.

2010-იანი წლების შუა პერიოდის დოკუმენტური ფილმი „კრისტიანია: ოკუპაციის 40 წელი“ საზოგადოების ისტორიას მოიცავს.

ფრიტაუნ ქრისტიანია თვალსაჩინო ადგილას მოხვდა 2016 წლის Trailer Park Boys-ის სპინოფის „Out of the Park: Europe“ მესამე ეპიზოდის სცენარში.


Комментариев нет:

ონკოლოგია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                  ონკოლოგია კორონარული კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც ...