воскресенье, 15 июля 2018 г.

                          ლათინური ამერიკა


(ესპ. América Latina, Latinoaméricaპორტ. América Latinaფრანგ. Amérique latineინგლ. Latin America) — ამერიკის სუბრეგიონი, სადაც ძირითადი სალაპარაკო ენებია რომანული ენები, ძირითადად ესპანური და პორტუგალიური, ასევე ზოგან ფრანგული. გადაჭიმულია აშშ-ის სამხრეთი საზღვრიდან ანტარქტიკამდე და მისი ფართობი დაახლოებით 21 069 500 კმ²-ია, დედამიწის მთლიანი ფართობის 3,9 % და ხმელეთის ფართობის 14,1 %. სამხრეთით ესაზღვრება სამხრეთის ოკეანე, აღმოსავლეთით ატლანტის ოკეანე, ჩრდილოეთით აშშ, დასავლეთით წყნარი ოკეანე. ლათინური ამერიკა იყოფა სამ რეგიონად — სამხრეთი ამერიკაკარიბის ზღვის აუზი და შუა ამერიკა (მექსიკასცენტრალურ ამერიკასა და ვესტ-ინდოეთს ერთად, ხშირად შუა ამერიკას უწოდებენ). 2010 წლის მონაცემებით, რეგიონის მოსახლეობა590 მილიონ ადამიანს შეადგენდა[4] და მისი მთლიანი შიდა პროდუქტი 5,16 ტრილიონი აშშ დოლარი იყო.2011 წელს, ლათინური ამერიკის ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელმა 4 % შეადგინა.
ლათინური ამერიკის პარკიკანადის ფრანგულენოვანი პროვინციის დედაქალაქ კვებეკში; აღნიშნავს კულტურულ კავშირს კვებეკსა და იმ ხალხს შორის, ვინც ამერიკაში რომანულ ენებზელაპარაკობს.
იდეა, რომ ამერიკის ნაწილს ლინგვისტური მსგავსება ჰქონდა რომანულ კულტურასთან, 1830-იან წლებში გაჩნდა, ფრანგი სენ-სიმონიანელი მიშელ შევალიეს ნაწერებში, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამერიკის ეს ნაწილი დასახლებული იყო „ლათინური რასის“ ხალხით. აქედან გამომდინარე, აერთიანებდა „ლათინურ ევროპასთან“, ტევტონური ევროპის“, „ანგლო-საქსური ამერიკისა“ და „სლავური ევროპის“ პირისპირ. მოგვიანებით, XIX საუკუნის მიწურულს, ეს იდეა აიტაცეს ლათინოამერიკელმა ინტელექტუალებმა და პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებიც კულტურულ მოდელად არა ისევ ესპანეთსა და პორტუგალიას, არამედ საფრანგეთსგანიხილავდნენ.ტერმინი პირველად 1856 წელს პარიზში, კონფერენციაზე გამოიყენა ჩილელმა პოლიტიკოსმა ფრანსისკო ბილბაომ, ამავე წელს კი უკვე კოლუმბიელმა მწერალმა ხოსე მარია ტორეს კაისედომ თავის პოემაში „ორი ამერიკა“. ტერიმნ „ლათინურ ამერიკას“ მხარს უჭერდა ნაპოლეონ III-ის საფრანგეთის იმპერია; ეს ხდებოდა მექსიკაში საფრანგეთის შეჭრის დროს და საფრანგეთი მას იმის დამამტკიცებელ საშუალებად იყენებდა, რომ ის იმ ქვეყანათა შორის იდგა, რომელთაც გავლენა ჰქონდათ ამერიკაზე, რათა რეგიონში არ დაეშვა ანგლოფონური ქვეყნები, კამპანია წარემართა საფრანგეთთან ამ რეგიონის კულტურული ნათესაობის გამოსავლენად და თავად ქცეულიყო არეალის კულტურულ-პოლიტიკურ ლიდერად. ამის შედეგი იყო პრინც მაქსიმილიან ჰაბსბურგის გამოცხადება მექსიკის მეორე იმპერიის იმპერატორად. 1861 წელს ეს ტერმინი ასევე გამოიყენეს ფრანგმა სწავლულებმა პან-ლათინიზმისადმი მიძღვნილ ჟურნალში „La revue des races Latines“.
თანამედროვე გამოყენებაში:
სხვაობა ლათინურ ამერიკასა და ანგლო-ამერიკას შორის პირობითად ემყარება ამერიკაში გაბატონებულ ენებს, ვინაიდან რომანულენოვანი და ინგლისურენოვანი კულტურები განსხვავებულია. აქ არც ერთი არეალი კულტურულად თუ ენობრივად ერთგვაროვანი არაა; ლათინური ამერიკის მნიშვნელოვან ნაწილში (მაგალითად მაღალმთიანი პერუბოლივიაგვატემალა და პარაგვაი) გაბატონებულია ადგილობრივი ამერიკული კულტურები, შედარებით ნაკლებად ინდიელთა ენებიც, ზოგიერთ ნაწილში კი ძლიერ იგრძნობა აფრიკული კულტურის გავლენა (მაგალითად კარიბის ზღვის აუზში — მათ შორის კოლუმბიისა და ვენესუელის ნაწილებში).
დროშაგერბისახელწოდებაფართობი
(კმ²)
მოსახლეობა 2013მოსახლეობის
სიმჭიდროვე

(ად./კმ²-ზე)
დედაქალაქისახელწოდება
ოფიციალურ ენაზე
არგენტინის დროშაCoat of arms of Argentina.svgარგენტინა2 780 40041 660 41714,4ბუენოს-აირესიArgentina
ბოლივიის დროშაCoat of arms of Bolivia.svgბოლივია1 098 58110 461 0539სუკრეBolivia
ბრაზილიის დროშაCoat of arms of Brazil.svgბრაზილია8 515 767201 032 71423,6ბრაზილიაBrasil
ჩილეს დროშაCoat of arms of Chile.svgჩილე756 09617 556 81523სანტიაგოChile
კოლუმბიის დროშაCoat of arms of Colombia.svgკოლუმბია1 141 74847 387 10941,5ბოგოტაColombia
კოსტა-რიკას დროშაCoat of arms of Costa Rica.svgკოსტა-რიკა51 1004 667 09691,3სან-ხოსეCosta Rica
კუბის დროშაCoat of arms of Cuba.svgკუბა109 88411 061 886100,6ჰავანაCuba
დომინიკელთა რესპუბლიკის დროშაCoat of arms of the Dominican Republic.svgდომინიკელთა რესპუბლიკა48 44210 219 630210,9სანტო-დომინგოRepública Dominicana
ეკვადორის დროშაCoat of arms of Ecuador.svgეკვადორი283 56015 439 42954,4კიტოEcuador
სალვადორის დროშაCoat of arms of El Salvador.svgსალვადორი21 0406 108 590290,3სან-სალვადორიEl Salvador
გვატემალის დროშაCoat of arms of Guatemala.svgგვატემალა108 88915 438 384129გვატემალაGuatemala
ჰაიტის დროშაCoat of arms of Haiti.svgჰაიტი27 7509 893 934356,5პორტ-ო-პრენსიHaïti
ჰონდურასის დროშაCoat of arms of Honduras.svgჰონდურასი112 4928 555 07276ტეგუსიგალპაHonduras
მექსიკის დროშაCoat of arms of Mexico.svgმექსიკის შეერთებული შტატები1 972 550118 395 05457მეხიკოEstados Unidos Mexicanos
ნიკარაგუას დროშაCoat of arms of Nicaragua.svgნიკარაგუა130 3755 788 53144,3მანაგუაNicaragua
პანამის დროშაCoat of arms of Panama.svgპანამა75 5173 661 86854,2პანამაPanamá
პარაგვაის დროშაCoat of arms of Paraguay.svgპარაგვაი406 7526 800 28414,2ასუნსიონიParaguay
პერუს დროშაEscudo nacional del Perú.svgპერუ1 285 21630 475 14423ლიმაPerú
პუერტო-რიკოს დროშაCoat of arms of the Commonwealth of Puerto Rico.svgპუერტო-რიკო*9 1043 615 086397სან-ხუანიPuerto Rico
ურუგვაის დროშაCoat of arms of Uruguay.svgურუგვაი176 2153 324 46018,87მონტევიდეოUruguay
ვენესუელის დროშავენესუელა916 44531 648 93031,59კარაკასიVenezuela
სულ20 027 923603 191 48630,1
*: არასუვერენული სახელმწიფო

მშობიარობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                              მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...