четверг, 7 ноября 2024 г.

პავლე ინგოროყვა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                         პავლე ინგოროყვა
დაბ. თარიღი1 ნოემბერი1893
დაბ. ადგილიფოთი
გარდ. თარიღი20 ნოემბერი1983 (90 წლის)
გარდ. ადგილითბილისი
დასაფლავებულიადიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს სსრ
საქმიანობაისტორიკოსი და ლიტერატურათმცოდნე
ალმა-მატერისანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი


პავლე იესეს ძე ინგოროყვა (დ. 1 ნოემბერი1893ფოთი — გ. 20 ნოემბერი1983თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, რუსთველოლოგი.

ბიოგრაფია

დაიბადა ქალაქ ფოთში. იქვე დაამთავრა ოთხკლასიანი სასწავლებელი. 1912 წელს, გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 19 წლის ასაკში, სწავლა დაიწყო სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდშივე, 1913 წელს, გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომი „ძველ-ქართული სასულიერო პოეზია“. ეს იყო ქართული სასულიერო პოეზიის ძეგლთა შესწავლის და გამოცემის ერთ-ერთი პირველი ცდა. 1914 წელს ქართული გაზეთების ფურცლებზე პირველად გამოჩნდა მისი სტატია „თარგმანება ფსალმუნთა წიგნისა“. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ (თუმცა დიპლომი არ აუღია), 1916 წელს, სამშობლოში დაბრუნდა.

1916 წელსვე გამოსცა თამარ მეფის „გალობანი ვარძიისანი“. 1917 წლიდან, დღიდან დაარსებისა, იყო „საქართველოს მწერალთა კავშირის“ წევრი. 1917 წლიდან აქტიურად ჩაება საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და 1919 წლის დამდეგამდე იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი სოციალისტ-ფედერალისტების პარტიიდან. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. ინგოროყვამ მოამზადა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენებები საქართველოს საზღვრებისა და მოსახლეობის შესახებ. 1920 წელს მან მოამზადა ადმინისტრაციული დაყოფის პროექტი.

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დაუბრუნდა სამეცნიერო საქმიანობას. 1921-1923 წლებში, პროტესტის ნიშნად, ინგოროყვა იყო „შავჩოხიანთა ჯგუფის“ წევრი. 1924 წელს დააფუძნა და 1924-1925 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ „კავკასიონს“. 1925 წელს ჟურნალი აკრძალა ხელისუფლებამ როგორც „შოვინისტური“ გამოცემა. 1925 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა გამომცემლობა „ქართული წიგნი“, რომელმაც ინგოროყვას რედაქციით 1926-1928 წლებში გამოსცა ილია ჭავჭავაძის მრავალტომეული. აღნიშნული მრავალტომეულის და ეროვნული ხასიათის სხვა წიგნების გამოცემის გამო, 1933 წელს გამომცემლობა დახურეს. 1924-1928 წლებში, დაიწყო აქტიური მუშაობა „ვეფხისტყაოსნისა“ და რუსთაველის თემებზე, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე არ შეუწყვეტია. 1929-1939 წლებში განაგებდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას. 1936-1938 წლებში იყო „დიდი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ რედაქციის განყოფილების გამგე. ეს პროექტი არ განხორციელდა, რისი მთავარი მიზეზი იყო სარედაქციო წევრთა დიდი ნაწილის რეპრესიები. 1955 წელს უარი ეთქვა აკადემიკოსად არჩევაზე მონოგრაფიაში „გიორგი მერჩულე“ აფხაზეთის შესახებ გაკეთებული დასკვნების გამო. ნაშრომი საბჭოთა ცენზურამ სტამბიდან ამოიღო და ტირაჟის დიდი ნაწილი გაანადგურა.

პავლე ინგოროყვა 1983 წლის 20 ნოემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

სამეცნიერო მოღვაწეობა

პავლე ინგოროყვამ თავისი მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო შოთა რუსთაველის და „ვეფხისტყაოსნის“ კვლევას. მან ორჯერ გამოსცა „ვეფხისტყაოსანი“ – 1953 და 1971 წლებში. შექმნა უამრავი ნაშრომი: „რუსთაველიანა“ (1926), „რუსთაველიანაზე“ (1927), „რუსთაველი და მისი პოემა“ (1937), „რუსთაველის ეპოქის სალიტერატურო მემკვიდრეობა“ (1940-1941), „შოთა რუსთაველი“ (1937), „რუსთველიანას ეპილოგი“ (1963).

მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაშრომია „გიორგი მერჩულე“ (1954). მასში განხილულია V-X საუკუნეების ქართული სასულიერო პოეზია, გამოვლენილი და გამოქვეყნებულია მანამდე უცნობი პოეტ-ჰიმნოგრაფების თხზულებები. ამ ნაშრომის საშუალებით აღმოაჩინა მან რიტმული პოეზიის მაგალითები და სცადა ძველი ქართული სანოტო სისტემის გაშიფვრა. სულ მოიძია 31 ჰიმნი და 1200-მდე საგალობელი.

ინგოროყვას ეკუთვნის გამოკვლევები ქართველ მწერლებზე. ავტორია მონოგრაფიებისა „ნიკოლოზ ბარათაშვილი“ (1938), „აკაკი წერეთელი“ (1940), „ილია ჭავჭავაძე“ (1951). გამოსცა ვ. ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლის. მისივე რედაქტორობით გამოიცა გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, „ჩვენი საუნჯის“ VI ტომი, თანარედაქტორია „შაჰნამეს“ II ტომის, „ქილილა და დამანას“ და „ვისრამიანის“ გამოცემებისა.

ფლობდა ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, ძველ ბერძნულ, ლათინურ და იტალიურ ენებს.

იხ. ბმულზე წყარო

 საშუალო საუკუნეთა საქართველოს სამეფო დინასტიის — ბაგრატიონთა სახლის — ისტორიას სხვა ადგილას ვეხებით უფრო დაწვრილებით, და აქ ამ საგანზე შევჩერდებით იმდენად, რამდენადაც ამას კავშირი აქვს ამ წერილში აღძრულ საკითხვბთან.

ბაგრატიონნი, როგორც გამოირკვა, ყოფილან დასავლეთის პიტიახშები (იხ. გვ. 543). ამის მიხედვით ბაგრატიონთა გვარეულობა, ჩანს, ვკუთვნოდა „სეფე-წულთა“ წრეს, ბაგრატიონთა სახლი, ჩანს, იყო განშტოება ფარნავაზიანთა ძველ-ქართული დინასტიისა.

ამას ეთანხმება აგრეთვე სხვა ჩვვნებებიც:

1. ცნობა სებეოსის ანონიმისა. საისტორიო ძეგლში, რომელიც შესავალის სახით არის ჩართული სებეოსის მატიანეში და რომვლიც სებეოსის ანონიმის სახელით არის ცნობილი (— იგი ვკუთვნის ადრეულ საშუალო საუკუნეებს) — წარმოდგენილია შემდეგი გენეალოგია ბაგრატიონთა გვარისა: ფარნავაზ შვა ბაგამ და ბაგარა[ტ]ი, ბაგარა[ტ] შვა ბივრა[ტ]ი; ბივრა[ტ] შვა ასპიტი (იხ. სებეოსის ანონიმი, განყ. I). იმავე საისტორიო ძეგლში ბაგრატიონთა წინაპარს ბაგრატს (ბაგარატს) პირდაპირ ეწოდება ფარნავაზიანი „ბაგარატ ფარ[ნა]ვაზიანი“ — იხ.სებეოსის ანონიმი, იქვე, განყ. 1).

2. გადმოცვმა არიან-ქართლიდან გადმოსახლების შესახებ. ქართულ წყაროებში, როგორც ცნობილია, დაცულია გადმოცემა ქართველთა გადმოსახლების შესახებ სამხრეთიდან (არიან-ქართლიდან) — აზო- ფარნავაზიანთა დინასტიის მეთაურობით. რომ ბაგრატიონთა სახლი წარმოადგენდა ფარნავაზიანთა დინასტიის განშტოებას, ამას ეთანხმება აგრეთვე ის გარემოება, რომ ანალოგიური გადმოცემა არსებობდა ბაგრატიონთა გვარვნულობის შესახებაც. ბაგრატიონთა სახლის შესახებ თქმულება, რომელიც ჩვენ გვხვდება ქართულ, ბერძნულ და სომხურ წყაროებში, და რომელიც უფრო პირველადის სახით დაუცავს კონსტანტინე პორფიროგენეტს, გადმოგვცემს, რომ ბაგრატიონთა სახლი არის შთამომავალი ბერსავია ჰური ხეთელის მეუღლისა, და რომ ქართველი ხალხი გადმოსახლდა სამხრეთიდან თანამედროვე საქართვვლოს ტერიტორიაზე ბაგრატიონთა სახლის წინაპრების მეთაურობით. ამრიგად, ბაგრატიონთა სახლის შვსახებ თქმულება — ეს არის ვარიაცია აზო-ფარნავაზიანთა შესახები გადმოცემისა: ბაგრატიონები, ისევე როგორც აზო-ფარნავაზიანნი, წარმოდგენილნი არიან როგორც წინამძღოლნი ქართველთა გადმოსახლებისა სამხრეთიდან საქართველოს თანამედროვე მიწა-წყალზე.

ქართველთა პირვანდელ სამშობლოს უძველეს ქართულ წყაროებში, როგორც ცნობილია, ეწოდება: „არიან-ქართლი“. ეს არის ბიბლიური „ურ-ქაშდ“, ჰურ-ქაშდ (||ჰურ-ქართ||ჰურ-არტ||ჰურ-არტაანი). აქ საჭიროა აღვნიშნოთ ამასთან ისიც, რომ ბაგრატიონთა შესახებ თქმულებაში მოხსენებული ჰური ხეთელი და ჰურია-სტანი, თავისი პირვანდელი სახით, იმავე მსოფლიოს — ხეთურ მსოფლიოს იგულისხმებს 1.

დასასრულ კიდევ ერთი შენიშვნა ბაგრატიონთა გვარეულობის შესახებ. ბაგრატიონთა ძირითადი სამფლობელო ანტიკური ხანის დასასრულსა და ადრეულ საშუალო საუკუნეებში არის სპერი — ჭოროხის ხეობაში. ჭოროხის ხეობის მკვიდრი მოსახლეობა, როგორც ცნობილია, ქართველი ხალხის ორ შტოს ვკუთვნოდა: ჭანები და იბერიელები (ქართ-მესხები). კერძოდ, საკუთრივ სპერის თემში, როგორც ეს დასტურდება პროკოპი კესარიელის ცნობებიდან, უპირატსად ჭანური მოსახლეობა იყო. და რამდენადაც სპერი ძირითადად ჭანურ თემს წარმოადგენდა, ამდენად სამართლიანია მოსაზრება აკად. ნ. მარისა, რომელიც ბაგრატიონთა სახლს ჭანური წარმოშობის გვარეულობად სთვლის.

აღვნიშნავთ ამასთან, რომ ჭანური მსოფლიოდან მომდინარეობს თვით ონომასტიკონი, საგვარეულო სახელები ბაგრატიონთა სახლისა, სახელდობრ, ის სპეციფიკური სახელები, რომლებიც მიღებული იყო ბაგრატიონთა გვარში, და რომლებიც ბოლოვდება გრამატიკული ელემენტით „ტი“: ბაგრა-ტი, სუმბა-ტი, ბივრა-ტი, აშო-ტი. აღსანიშნავია, რომ მეორე ძველ-ქართულ გვარეულობაშიაც, რომელიც ჭანეთიდან იყო წარმოშობით, სახელდობრ, ორბელიანთა გვარში (ჭან-ბაკურიან-.ორბელიანნი) — მიღებული იყო ანალოგიურ სახის საგვარეულო სახელები, დაბოლოებული იმავე გრამატიკული ვლემენტით „ტი“: ლიპარი-ტი, რა-ტი (*ჰრა-ტი).

აქ ჩვენ გვაქვს იმავე ტიპის სახელები ბოლოკიდურით „ტი“, რომელიც შერჩენილია დასავლეთ საქართველოს საგვარეულო ონომასტიკონში. ჯიბუ-ტი, ღლონ-ტი, ჟღენ-ტი, *ხუბუ-ტი (აქედან ხუბუ-ტი-ა), *მეჩხე-ტი, *ჩხე-ტი (აქედან მეჩხე-ტის-ძე, ჩხე-ტის-ძე და სხვანი.

დაბოლოება „ტი“, ჩანს, არის ჭანურ-მეგრული ექვივალენტი ქართულ საგვარეულო სახელწოდებათა დაბოლოებისა „თი“, რაც მიღებული ყოფილა საშუალო საუკუნეთა საქართველოში — კერძოდ, ჭოროხის ხეობაში (იხ. სულთა-მატიანე მიჭიბიანის ხევისა)2.

ავღნიშნავთ ამასთან, რომ დაბოლოების „ტი“||„თი“ ძველ ქართულში დიალექტურად ენაცვლება დაბოლოება „თა“: ბაგრა-ტი || ბარა-თა, ბივრა-ტი || ბივრა-თა, აშოტი || შო-თა.

1 ამ საგანზე უფრო დაწვრილებით სხვა ადგილას გვექნება საუბარი (სახაელწოდებათა იგივეობის შესახებ: ურ-ქაშდ|| ურ-ქართ|| ურ-არტ ||ჰურ-არტაანი — იხ. ჩვენი წერილი: დავით სასუნცი, - 1939 წ., გვ. XXXI – XXXII).

2 ეს ძეგლი, სულთა-მატიანე მიჭიხიანის ხევისა, რომელიც აღმოჩნდა აკადემიკოს მარი-ბროსეს არქივში (სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ყოფ. სააზიო მუზეუმში), დამზადებული გვაქვს გამოსაცემად. ძირითადი ტექსტი ძეგლისა XIV – XV საუკუნეებს ეკუთვნის.


პავლე ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, ტომი 4, გვ. 563-566, თბილისი, 1974

იხ.ვიდეო  - პავლე ინგოროყვა - დოკუმენტური ფილმი




Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...