ამონი სეთი და სოდომი და გომორი
ალტერნატიული ისტორია
არქეოასტრონავტული თეორია ამ თეორიის მიხედვით რომელიც ანვითარებს ერიხ ფონ დენიკი და სხვა მეცნიერები მდგომარეობს იმაში, რომ უხსოვარ დროიდან დედამიწაზე მაღალ განვითარებული ცივილიზაცია არა მარტო ჩამოდიოდნენ დედამიწაზე არამედ მკაფიო კვალიც დატოვეს ადამიენების ჩამოყალიბებაში და დედამიწა ერთგვარი ლაბორატორიაა. ეფუძნება უამრავ არტეფაგებს და მითოლოგიებსა თუ საღვთო წერილებს რ-ებიც არაერთგვაროვნად შეიძლება გავიგოთ. მე შენოგთავაზებთ ერთ-ერთი ვერსია რ-ებსაც უკავშირებს ერთმანეთს. ოფიციალურად ასე გამოიყურება მათი განმარტებები.
(ბერძნ. Ἄμμων - დაფარული) — ძველეგვიპტური ღვთაება, რომელსაც თავიდან ეგვიპტის თებეში, შემდეგ კი მთელს ეგვიპტეში მზის ღმერთად მიიჩნევდნენ. საბერძნეთსადა რომში მისი კულტი ზევსისა და იუპიტერისას შეერწყო. ამონის ტაძრები იყო სპარტაში, თებეში, რომსა და სხვა ქალაქებში. ამონს წარმოიდგენდნენ და გამოსახავდნენ ცხვრისთავიან მამაკაცად. აქედან მომდინარეობს მისი გამოსახულების ბერძნული ფორმა — მოწიფული, ზევსის მინავსგავსი მამაკაცი ვერძის რქებით.ამონი ქალაქ თებეს მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. თებეს დაწინაურების, მისი დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ, ამონი დინასტიის მფარველი ღვთაება გახდა. მისი სახელი ეგვიპტის რამდენიმე ფარაონის სამეფო სახელშიც შევიდა: ამონ-ხოტეფ, ტუტანხამონ. საბოლოოდ ამონი მზის ღმერთთან გაიგივდა და ამონ-რა (ამონ-რაე) ეწოდა, რაც ამონ-მზეს ნიშნავს. ამ სახელწოდებით იგი ეგვიპტის ეროვნულ ღმერთად იქნა აღიარებული. ამონ-რას ქურუმობა ეგვიპტეში ყველაზე გავლენიანი ფენა იყო. ამონის კულტის მთავარი ადგილებია კარნაკისა და ლუქსორის ტაძრები ქალაქ თებეში.
ალტერნატიული ისტორია
ამონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ამონი გამოისახებოდა მაღალი ბუმბულის გვირგვინით | |||||
სახელი იეროგლიფებში | |||||
საკულტო ცენტრი | თებე | ||||
მშობლები | არა | ||||
მეუღლე | ამონეტი უოსტერი მუტი | ||||
შვილ(ებ)ი | ხონსუ და მონტუ |
იხ. ქვემოთ ვიდეო ალტერნატიური ისტორიისა განსხვაებული ხედვა
სოდომი (ებრ. סְדוֹם, Sədom — «ცეცხლმოკიდებული»; ბერძნ. Σόδομα) და გომორი (ებრ. עֲמוֹרָה, ʿAmora — «დატბორილი»; ბერძნ. Γόμορρα) — ორი ბიბლიური ქალაქი, რომლებიც ძველი აღთქმის მიხედვით ღმერთმა დასაჯა ქალაქში მაცხოვრებელთა ცოდვებისათვის.
ვარაუდობენ, რომ ეს დაღუპული ქალაქები მკვდარი ზღვის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა. დღესაც გამოიყენება გამოთქმა ”სოდომური ცოდვა” და აღნიშნავს გარყვნილებას, და იმ ცოდვასაც შეიცავს, რის გამოც ასე სასტიკად განრისხდა ღმერთი. (დაბადება თავი 19; 2 რჯული 29,23)
სეთი
სეთიეთი, სეტი, ზეთი (ეგვ. Sth, Seth, Suth) — ძველეგვიპტურ მითოლოგიაში მრისხანების, ქაოსის, ქარიშხლის, უდაბნოს ხორშაკის, ომისა და სიკვდილის ღმერთი. თავიდან ფარაონთა ძალაუფლების განსახიერება, თავის ორეულთან, ძმისწულ ჰოროსთანერთად. ცის ღმერთის, ნუტისა და მიწის ქალღმერთის, გების ძე. გამოხატავდნენ ადამიანის ტანით, რომელსაც უდაბნოს უცხო ცხოველის, ძაღლის ან ტურის მსგავსი თავი ჰქონდა, მოხრილი დიდი ნისკარტი და წვეტიანი მაღალი ყურები, სამწვერა კუდი, ან ვირის, ღორის, შევარდნის, ჟირაფის, ოკაპის, გრიფის სახე. ყველა შემთხვევაში ეგვიპტელთა ძველი ეროვნული ღმერთია, ჰოროსის ბიძა, ორეული და მოქიშპე. სალოცავი ომბოსში ჰქონდა. ბიძა-ძმისწულის გამოსახულებასაც ერთად დგამდნენ (სესოსტრისის რელიეფი). გვირგვინიც ორმაგი ადგათ. მხოლოდ ძალაუფლებისათვის ბრძოლაში მოხდა მათი უთანხმოება. ჰოროსმა დაიბრუნა წართმეული დაზიანებული თვალი (ნახევარმთვარე), თვითონ კი სეთს წაართვა სათესლეები. თვალი გამთელდა და იქცა სავსე მთვარედ. ორივე თოტმა მოარჩინა.
რა (რე), უზენაესი ღმერთი, ეგუება სამყაროს გაყოფას ორ საწყისად, კეთილ და ბოროტ ძალებად. პირველის განსახიერებაა ჰოროსი, მეორის — სეთი, რომლის ცხოველური თავიც მის ორმაგ, მხეცურ, ბოროტ ბუნებაზე მეტყველებს („სეთის თავი“ სიავის სინონიმია). ამ დუალიზმში სეთი და ჰოროსი მტრებიც არიან და მეგობრებიც. ჩანს, სეთი უდაბნოს, ამინდის, ცის ღმერთად იქცა, ჰოროსი კი მიწის ღვთაებად (ინარჩუნებს დემონურ ძალასაც).
სეთზე შექმნილია მითებიც, ოსირისთან დაკავშირებით: ბოროტმა სეთმა მოკლა და დააქუცმაცა ძმა ოსირისი, რომლის სხეულის ნაწილებიც აკრიფა მისმა დამ და მეუღლემ ისიდამ. ჰოროსი აღდგა და დევნის სიკვდილის დემონს სეთს. შეხვდა და შეება. სეთის და ჰოროსის ბრძოლა ეგვიპტური მითოლოგიის ერთ-ერთი მთავარი თემაა. გამარჯვებული გამოდის ჰოროსი. ზოგჯერ სეთიც კეთილი ძალაა: რას ნავში რომ ზის, საზარელ ურჩხულს აპოპისს (აპოფისს) ამარცხებს სიტყვით და საქმით, თუმც თვითონაც მისი განსახიერებაა. XVIII–XX დინასტიების ფარაონებმა ძლიერ აამაღლეს სეთი, როგორც ძლიერი, აგრესორი ღმერთი, მის სახელს ირქმევდნენ. როგორც მეომარი ღმერთი, უცხოეთში ლიბიურასსა და ხეთელთა ტეშუპსდაემსგავსა. მოგვიანებით ეგვიპტელებმა კვლავ შეიძულეს სეთი, ნგრევისა და უბედურების განსახიერებად აქციეს. ბერძნებმაც სეთის სახე გადაიღეს, როგორც ტიფონის ორეულისა, რომელსაც უდაბნოს ხორშაკიანი ქარისა მიწისძვრის სტიქიის სახედ რაცხდნენ. ეგვიპტეში მას ნიანგის სახეც ჰქონდა.
სეთის ძირითადი საბრძანისი ზემო ეგვიპტეა, იქ მეფობს ღმერთების დინასტიის ეს უბოროტესი პრინციპი, თუმცა მისი მეფობა ზოგჯერ ქრება. თითქმის ყველა გაგებით კულტურის მტერია, გარე-გარე დაძრწის, მტერს მოუძღვება, ხორშაკს ტეხს, მოუსვენარია. მისი ფერი, წითელი, სისხლისფერი, უბედურების, სიკვდილისა და სიღატაკის სიმბოლო იყო ხალხის ცნობიერებაში: მას სწირავდნენ ანტილოპას, ვირსა და ღორს, უწმინდურ ცხოველს, ამით კლავდნენ თვით სეთს და სწირავდნენ მსხვერპლად სხვა კეთილ ღმერთებს, რომელთაც ველური სეთი ემტერებოდა, ქირდავდა, ამცირებდა. ძვ. წ. 1800-იან წლებში აღმოსავლეთ დელტის რეგიონში სეთს მაინც უაღრესად ადიდებდნენ ან გაუგებრობით, ან გარდაქმნილი სახით. ჰიქსოსებმა თავიანთ ღმერთად აირჩიეს, მათებრ ველური რომ იყო. აზიატებმა ბაალს გაუსწორეს. მისი თაყვანისცემა აიხსნება იმით, რომ მეომერი, უხეში, ძლიერი ღმერთია და შიშის ზარს სცემს განათლებულ ადამიანებს, რის გამოც ეგვიპტის დაპყრობაშI ბარბაროსებს „ეხმარებოდა“.
ჰიქსოსთა მეფეებმა რომ ეგვიპტე ააოხრეს, თავს ფარაონებად ასაღებდნენ, თავიანთ სახელმწიფო ღმერთსაც ეგვიპტურად სეთს, სეტს ეძახდნენ, თუმცა შინაარსით ეს მათი ღმერთი იყო. შემდეგ სირიისა და მც. აზიის ღმერთებსაც საერთოდ „სეთებად“ ნათლავდნენ. ჰიქსოსების განდევნას მოჰყვა ეგვიპტის კვლავ ამაღლება. სეთი დიდ ეგვიპტურ ღვთაებად დარჩა