понедельник, 12 августа 2019 г.

             ოპერაცია ურღვევი კლდე

                                  Iron Dome in Operation Protective Edge.jpg
დღევადნელი  დღეს 12 აგვისტო არის დიდგორობა და დავით აღმაშენებელს ჰქონდა საოკეთესო დაზვერვა მსტოვართა ინსიტუსის შექმნით. ასევე ასიმეტრიული პოლიტიკა რ-იც სხვა ქვეყნების ან ეროვებები ჩართვას მოიაზრებს შენ სახელწიფოს დასაცავად და გასანტკიცებლად. ეს ოპერაციაც და ზოგადად იზრაელის ოპერაციის სიძლიერე დგას ასევე დაზვერვაზე . განვიხილოთ ეს ოპერაცია  
 (ებრ. מבצע צוק איתן - მივცა ცუკ ეითან, Mivtza Tsuk Eitan) — კოდური სახელწოდება ისრაელის თავდაცვითი ძალების ოპერაციისა, რომელიც ღაზის სექტორში 2014 წლის 8 ივლისის გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის გაცხადებული მიზანია ზოგიერთი ქვეყნის მიერ ტერორისტულ 
ზოგადა იზრაელის დაზვერვა და კონტდაზვერას და დაზვერვას მოხერხებულადი იყენებს და ასიმეტრიული სამხედრო მოქედებს კარგად ფლობენ სად რა არის. ორგანიზაციებად აღიარებული ჰამასის და მისი მოკავშირეების ინფრასტრუქტურის განადგურება და ისრაელის ტერიტორიის სარაკეტო დაბომბვების შეწყვეტა.
ოპერაციის დაწყებიდან 17 ივლისამდე ოპერაცია შემოიფარგლებოდა წერტილოვანი დარტყმებით ღაზის სექტორის ტერიტორიაზე. 17 ივლისს ისრაელის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაიწყო ოპერაციის სახმელეთო ნაწილი, „რომლის მიზანია ღაზიდან ისრაელის მიმართულებით გათხრილი გვირაბებიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალება“. იხ. ვიდეო


ძალთა თანაფარდობა ისრაელის თავდაცვის ძალები 82 000 რეზერვისტი. ხოლო სამხედრო ფრტა ჰამასის არის 10 000 და 40 000 მდე ბოევიკი. ასევე  სახალხო წინააღდეგობის კომიტეტი სადაც სხვა და სხვა გასამხოდროებული პალისტინური ფორმირებები შედის. ასევე სახახლო ფრონტის განმათავისუფლებელი პალესტინის  წამებულთა ბრიგადა ალ-აქსის, პალესტინი განმათავისუფლებელის დემოკრატიული ფრონტი უნდა აღნიშინოს ყველა ზემოტთ ჩამოთვლილი ფორმირებები წარმოადგენს ტერორისტულ ორგანიზაციებს, რ-საც მხარ უჭერს და აფინანსებს ირანი და ყატარი. რათქმა უნდა იზრაელის მოკავშირე არის აშშ. ომის წინაპირობა იყო 2014წ-ის 12 ივნისს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე გატაცებული სამი ებრეელი მოზარდი რ-ის განხორციელებაში  ისრაელი ჰამასს დსებდა ბრალს რომლის მოკლული ცხედრები მოგვიანებით აღმოჩინეს. შეტაკების შედეგად დაიღუპა 7 პალესტინელი და 419 დაკავებული ოქნა აქედან 179 ჰამასში ირიცხებოდა. რასაც ისრაელის ტერიტორიის სარაკეტო  მასიური დაბომბვა მოჰყვა 30-მდე იერიში. 7 ივლისს ღაზის სექტორის საზღვრებთან ისრაელის თავდაცვითი ძალების კონცენტრაცია დაიწყო. ისრაელის საჰაერო ძალებმა და არტილერიამ წერტილოვანი დარტყმების მიყენება დაიწყო სავარაუდო მიზნებზე. საპასუხოდ ღაზიდან განაგრძეს ებრაული ტერიტორიის სარაკეტო და სანაღმმტყორცნო დაცხრილვა.
ზონა მოქედების რაკეტების გაშვებული ღაზას სექტორი 2014წ მიაღწია ჩრდ. ისრაელამდე
საღამოს ებრაული ავიაცია ბომბავდა ღაზაში გაშლილ ტერორისტების ინფრასტრუქტურას. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში ღაზაში გაავრცელეს ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ 12 საათიანი ოპერაციის შედეგად დაიღუპა 5 და დაიჭრა 30 ადამიანი 8 ივლისსღამით და დილით ავიაციამ ღაზის სექტორში 50 სამიზნეზე იერიში მიიტანა. დაინგრა ჰამასის მაღალჩინოსნების ოთხი სახლი. ჰან-უნისის რაიონში დაიბომბა ჰამასის ერთ-ერთი სამხედრო ფრთის, „იზ ად-დინ ალ-კასამის“ ბრიგადის მეთაურის, სამერ აბუ დაკის სახლი. მასთან ერთად დაიღუპა 7 ადამიანი. ნაგებობა, დაბომბვის შედეგად მიწასთან გასწორდა. შენობაზე იერიში განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისრაელის არმიის ოფიცერი დაუკავშირდა ტელეფონით ამ ნაგებობაში მაცხოვრებელ ხალხს და აცნობა შენობის დატოვების აუცილებლობის შესახებ დაგეგმილ დაბომბვასთან დაკავშირებით. ასევე განადგურდა 18 სარაკეტო დანადგარი და დაზიანდა ტერორისტების სახმელეთო ინფრასტრუქტურის 10 ელემენტი. დაბომბის შედეგად დაიჭრა 14 ადამიანი.
„იზ ად-დინ ალ-კასამის“ მებრძოლებმა სცადეს ებრაული ვერტმფრენის ჩამოგდება გასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „სტრელა-2“-ის გამოყენებით. მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. ისრაელის საჰაერო ძლებმა რაფახის რაიონში გაანადგურეს ჰამასის მებრძოლების სამეთაურო ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა საველე მეთაური ჰატომ მუჰამად აბდელ რაჰმან გოდა.
ტერორისტებმა განაგრძეს ქალაქ აშდოდოს, აშკელონის, სდეროთის, ნეთივოთის, ასევე ეშკოლის, ჰოფ-აშკელონის, სდეროთ-ნეგევის, შაარ ხა-ნეგევის და რამათ-ნეგევის რაიონული საბჭოების ტერიტორიის დაბომბვა. დაუსრულებელი ინტენსიური დაბომბვების გამო ზურგის სარდლობამ აშკელონსა და სდეროთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის დროებით შეჩერების ბრძანება გასცა, რადგან გამავალი რკინიგზა ხვდება ცეცხლის ხაზის ზონაში. იყო სდეროთის კირიათ-მალახის, ოფაკიმის ბეერ-ტუვიას და იოავის დაბომბვის მცდელობა.
ბეერ-შევას მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. აშდოდში ისრაელის ცხრა მოქალაქემ სამედიცინო დახმარებას მიმართა. ქალაქ სდეროთამდე მისაღწევად რაკეტას 15 წამი ესაჭიროება, სწორედ ამდენი დრო აქვს მოსახლეობას თავის შესაფარებლად. აშკელონამდე ესაჭიროება 30-32 წამი. ბეერ-შევამდე — არაუმეტეს ორი წუთისა. ბენ გურიონის უნივერსიტეტში სასავლო პროცესის შეწყვეტის და გამოცდების კვირის ბოლომდე გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს.
ჯებალიის რაიონში საჰაერო დარტყმის შედეგად განადგურდა ჰამასის საზღვაო სპეცრაზმის მეთაურის, 24 წლის მუჰამად შააბანას ავტომანქანა. ამ საჰაერო რეიდის შედეგად ოთხი პალესტინელი დაიღუპა.
                                                          
ცეცხმოკიდებული ქარხანა რ-იც იყო მიყენებული სექტორი ღაზიდა გამოშვებული რაკეტით 2014წ-ის 28 ივნისსღაზის სექტორში შეიარაღებული ძალების შეყვანის საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის ძალოვან უწყებებს „ღაზაში უწყვეტი, ხაგრძლივი და მძლავრი საბრძოლო მოქმედების“ წარმოება დაავალა.მისი თქმით, ცაჰალი მზად უნდა იყოს წავიდეს ბოლომდე , რადგან „სახმელეთო ოპერაციის დაწყების საკითხმა აქტუალობა შეიძინა“. სამხედრო-პოლიტიკური კაბინეტის წავრებმა მოიწონეს 40 ათასი რეზერვისტის მობილიზაციის გადაწყვეტილება, რომელთაგან 15 ათასი პირველ ეტაპზე იქნებიან მობილიზებულნი. უყებას მიიღებენ ჯავშანსატანკო შენაერთების, ელიტური ქვეითი ბრიგადების, საინჟინრო ჯარების, არტილერიის და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რეზერვისტები. მოგვიანებით დამატებით 1,5 ათასი რეზერვისტის გაწვევის ბრძანება გაიცა. იმავე დღეს, ღაზის სექტორთან მოსაზღვრე 40 კილომეტრიანი ზოლი „სპეციალური სიტუაციის“ ზონად გამოცხადდა.
გრძელდებოდა ცაჰალის კონცეტრაცია ღაზის სექტორის საზღვრებთან.
ღაზის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში ებრაულმა ავიაციამ სამიზნეებზე იერიში მიიტანა. ჰამასის პრეს-ცენტრამა დაადასტურა ორგანიზაციის რამდენიმე წევრი დაღუპვა. საჰაერო იერიშების შედეგად დაინგრა ჰამასის კიდევ სამი მაღალჩინოსნის სახლი.
ჰამასის პოლიტსაბჭოს წევრმა, იზატ არ-რიშეკმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში — რამდენიმე საათში მისი ორგანიზაცია თელ-ავივს დაბომბავს. ჰამასის წარმომადგენელმა, აბუ ობეიდამ ისრაელს 2012 წელს ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული ზავის დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა: „ამ აგრესიის პირობებში სიონისტი მტერი არ უნდა ოცნებობდეს მშვიდობასა და სტაბილურობაზე".
ღაზიდან ისრაელზე სარაკეტო იერიშები გაძლიერდა. დაცხრილვის დისტანცია გაიზარდა. ცევა ადომი ჩაირთო კირიათ-მალახში, გედერაში, მაზკერეთ-ბათიასა და რეჰევოთში. სარაკეტო განგაში გაისმა ბეით-შემეშსა და მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში.
საჰაერო თავდასხმის განგაში გაისმა ყველა ქალაქში სამხრეთიდან თელ-ავივამდე და გუშ-დანის ოლქში. რაკეტა ჩამოგდებულ იქნა თელ-ავივის თავზე. განგაში გაისმა თელ-ავივში, ხოლონში, ბათ-იამში, რიშონ-ლე-ციონში, გივათაიმში, რამათ-განსა და გუშ-დანის სხვა ქალაქებში.პარალელურად დაიცხრილა გედერა, მაგარამ აქაც „რკინის გუმბათის“ სისტემამ მოიგერია გასროლილი რაკეტები. კიდევ ერთი რაკეტა აფეთქდა აშკელონში, ზარალი არავის მიადგა. თელ-ავივის დაცხრილვაზე პასუხისმგებლობა პალესტინური ისლამური ჯიჰადის დაჯგუფებამ აიღო.
ღაზის სექტორიდან გაშვებულმა რაკეტამ დაფარა 120 კმ და დაეცა დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ხადერაში. ცაჰალის აზრით, აღნიშნული რაკეტა არის ჩინურ-სირიული წარმოების M302. ასეთივე რაკეტები აღმოცენილ იქნა ირანულ ჰომალდ KLOS-C-ზე, რომელიც ებრაულმა საზღვაო ძალებმა წითელ ზღვაში დააკავეს. ცაჰალის აზრით ღაზაში ასეთი ტიპის კიდევ ათეულობით რაკეტაა.
ზიკიმის კიბუცის რაიონში, ისრაელის და ღაზის საზღვართან ებრაულმა ჯარებმა ტერორისტების ჯგუფი შენიშნეს და გააუნებელყვეს.კიბუცში შეჭრის მცდელობაზე პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო. თავდასხმელები დაჯგუფების სპეცრაზმელები იყვნენ.
ოპერაციის პირველ დღე-ღამეში ღაზაში მოკლულ იქნა 30-ზე მეტი პალესტინელი, რომელთაგან 13 ბავშვია, 100-ზე მეტი დაიჭრა.  ცახალმა  აქტიურად მიიტანა 5260 სამიზნეზე იერიში სექტორ ღაზაზე. რის შედეგადაც ათასობით რაკეტები იქნა განადგურებული საწყობებში (უნდა აღინიშნოს, რომ ამ მეთოდს ისრაელი გამუდმებთ მიმართავს და საკმაოდაც წარმატებით) ასევე დაინგრა სარაკეტო გამშვები პუქტები, გვირაბები, დარტყმები განხორციელდა შტაბებზეც და ბუნკერებზე. იარაღის საწარმოებზე, მოსაზადებელ ბაზებზე და სხვა ბოევიკების ინფასტრუტურაზე .ბევრ შემთხვევებში ცახალი იძუყლებული იყო სამოქალაქო ობიექტებზე მიეტანა იერიში რასაც ბოევიკები იყენებდნენ თავშესაფარად და პლაცდარმად. საბოლოოოდ 2014წ-ის 26 აგვისტოს კაიროში იქნა ხელმოწერილი შეთანხებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. 




Комментариев нет:

სტრიები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                 სტრიები სტრია  — კანის გაწელვის ადგილას გაჩენილი თეთრი ...