воскресенье, 22 декабря 2019 г.

ჩინგიზ-ყაენი

                              ჩინგიზ-ყაენი

                                               Чингисхан
ჩინგის ყაენიჩინგისხანი (მონღ. Чингис Хаан [ʧiŋgɪs χaːŋ]), დაბადების სახელი თემუჩინი (დ. 1162? — გ. 18 აგვისტო1227) — მონღოლი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი (ყაენი). მან მოახერხა დაქუცმაცებული მონღოლი ტომების გაერთიანება მსოფლიოს დასაპყრობად.
იხ. ვიდეო

ჩინგისხანი (დაბადების სახელი თემუჩინი) წარმატებული სამხედრო სტრატეგი იყო. მის მიერ შექმნილი მონღოლთა იმპერია, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იყო, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში შექმნილა. მართალია, მის იმპერიას დიდი ხანი არ უარსებია (Екэ Монгол Улус, 1206-1368), მაგრამ ცხადია, ეს იმპერია თითქმის ნახევარ მსოფლიოს მოიცავდა, მისი ლიდერი კი ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო სტრატეგოსი იყო. ამაზე მეტყველებს მისი სამხედრო წარმატებები. ჩინგიზ-ყაენს უდიდესი წვლილი მიუძღვის მონღოლთა იმპერიის შექმნაში. იგი 1227 წლის 18 აგვისტოს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას მალევე მოჰყვა მისი იმპერიის დაშლა (მონღოლთა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა 1368 წელს). 
                                                          
მონღოლების საიდუმლო ისტორია — ყველაზე ძველი მონღოლური ლიტერატურული და ისტორიოგრაფიული ძეგლი. მონღოლეთის ისტორიის, მათი სახელმწიფოს, მისი დამაარსებლის ჩინგიზ-ყაენისა და XII-XIII საუკუნეების ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო. საიდუმლო ისტორია შედგენილია მონღოლურ ენაზე 1240 წელს. ავტორი უცნობია.„საიდუმლო ისტორიის“ თანახად ჩინგიზ-ყაენის წინაპარი იყო ბორტე-ჩინო, რომელიც დაუნათესავდა გოა-მარალს და დასახლდა ხენტიიში (ჩრდილო-აღმოსავლეთი მონოლეთი) ბურხან-ხალდუნის მთების სიახლოვეს. რაშიდ ად-დინის მიხედვით ეს მოხდა VIII საუკუნის შუა წლებში. ბორტე-ჩინოსაგან მეორე-მეცხრე თაობებში დაიბადნენ ბატა-ცაგაანი, ჩამაჩი, ხორიჩარი, უუჯიმ-ბუურალი, სალი-ხაჯაუ, ეკე ნიუდენი, სიმ-სოჩი და ხარჩუ.
ბორტე-ჩინოს მეათე თაობაში დაიბადა ბორჯიგიდაი-მერგენი, რომელმაც ცოლად შეირთო მონგოლჟინ-გოა. მათგან წარმოიქმნა მეთერთმეტე თაობა და საგვარეულო ხე გააგრძელა ტოროკოლჯინ-ბაგატურმა, რომელიც ცოლად ირთავს ბოროჩინ-გოას. მათგან დაიბადნენ დობუნ-მერგენი და დუვა-სოხორი. დობუნ-მერგეის ცოლი გახდა ალან-გოა, ხორილარდაი-მერგენისა და ბარგუჟინ-გოას ქალიშვილი. ასე, რომ ჩინგის-ხანის დიდი ბებია იყო ხორი-ტუმატების ტომიდან, ანუ ბურიატების ერთ-ერთი მონათესავე .ტომიდან.
ალან-გოას სამი პატარა ბიჭი, დაბადებულები მისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ითვლებიან მონღოლების წინაპრებად. მეხუთე, ყველაზე პატარა ბოდონჩარისაგან სათავეს იღებენ ბორჯიგინები
იხ. ვიდეო

ბრძოლა ჰეგემონიისათვის სტეპში

ტოორილ-ხანის დახმარებით თემუჩინის ძალები თანდათანობით გაიზარდა. მასთან თავი მოიყარეს ნუკერებმა. იგი თავს ესხმოდა მეზობელ ტომებს, აფართეობდა და აძლიერებდა სამფლობელოს. სხვა დამპყრობლებისაგან ერთი თვისებით გამოირჩეოდა, ბრძოლის დროს ცდილობდა სიცოცხლე შეენარჩნებინა, რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის, რათა შემდეგში ისინი თავის სამსახურში ჩაეყენებინა.
იხ. ვიდეო

თემუჩინის პირველი სერიოზული მოწინააღმდეგეები აღმოჩნდნენ მერკიდები, რომლებიც მოქმედებდნენ ტაიჩიუტების მხარდაჭერით. მერკიდებმა გადაწყვიტეს ოელუნის მოტაცებისათვის შური ეძიათ. ისინი მოხუცი ოელუნის დასაბრუნებლად კი არა, თემუჩინის ახალგაზრდა ცოლის ბორტეს წასაყვანად მოვიდნენ. მერკიდებს ბანაკი ცარიელი დახვდათ, მაგრამ თავდამსხმელებმა მალევე იპოვეს ოთხთვალაში ჩამალული ბორტე, რომელიც ამ პერიოდში სავარაუდოდ, ფეხმძიმედ იყო და ელოდებოდა პირველ შვილს ჯუჩის.
1184 წელს თემუჩინმა ვან-ხანისა და მისი კერეიტების ტომის დახმარებით მერკიდები გაანადგურა. ბრძოლა მოხდა მდინარე სელენგასთან დღევანდელი ბურიატეთის ტერიტორიაზე. ბრძოლის შედეგად თემუჩინმა ბორტე დაიბრუნა.
                                         
                                               ევრაზიის რუქა მონღოლების დაპყრობამდე

უთანხმოება ჯამუკასთან და დამარცხება დალან ბალზუთთან

მას შემდეგ, რაც ჯამუკასა და თემუჩინის მეგობრობას შორის ბზარი გაჩნდა, მათ დაიწყეს ძალების განმტკიცება და მალე ერთმანეთის მეტოქეებიც გახდნენ. ჯამუკა მხარს უჭერდა ტრადიციულ მონღოლურ არისტოკრატიას, როდესაც თემუჩინი მისდევდა ღირსეულ მეთოდს და იზიდავდა განსაკუთრებით დაბალი კლასის საზოგადოებას.
                                                     
                                                                მონღოლეთის იმპერია 1207წ
 მისი წინანდელი დამარცხების გამო მერკიტებთან, თემუჩინი გაძლიერებას შეუდგა. 1186 წელს თემუჩინი მონღოლთა ხანად აირჩიეს. თუმცა ჯამუკა დაემუქრა თემუჩინს, რომ შეაჩერებდა მის ამბიციებს. 1187 წელს მან სამი ათასიანი ჯარით თავის ყოფილ მეგობარს შეუტია. თემუჩინმა სასწრაფოდ შეკრიბა ჯარი მის მომხრეებთენ ერთად ჯამუკას წინააღმდეგ, თუმცა იგი საბოლოოდ დამარცხდა დალან ბალზუთის ბრძოლაში. ჯამუკა შეაძრწუნა იმ ხახლმა, რომლებიც მის მეტოქეს აქებდნენ. ესინი იყვნენ ტყვედ აყვანილი 17 ახალგაზრდა კაცი, რომლებიც თემუჩინის პოტენციური მიმდევრები და მისი არჩეული მსახურები იყვნენ. თოღრულის, როგორც თემუჩინის ერთგული მსახური, ყარახატაელების სახელმწიფოში გადაასახლეს. ინფორმაცია თემუჩინის ცხოვრების მომდევნო 10 წელიწადის შესახებ გაუგებარია, რადგან ისტორიული ჩანაწერები არაფერს წერენ იმ პერიოდზე.                                                                                       
                                           ჩინგის ხანის და მისი გენერლების კამპანიები

                                                ძალაუფლების დაბრუნება

დაახლოებით 1197 წელს ძინმა განახორციელა შეტევა მათ ფორმალურ ვასალზე, თათრებზე ხერიეიდების და მონღოლების დახმარებით. თემუჩინის თავის ჯარს სათავეში ედგა და შემგდომში გამარჯვების გამო მან და თოგულმა ძინისგან მაღალი პოზიციები მიიღეს. ძინმა თოღულს ონგ ხანის წოდება მიანიჭა, ხოლო თემუჩინს — ჯაუთ ქურის.
იხ. ვიდეო

მონღოლთა კავშირის მთავარი ოპონენტი 1200 წლისთვის იყვნენ დასალვეთში მცხოვრები ნაიმანები, ჩრდილოეთში მცხოვრები მერკიტები, სამხრეთით მცოხვრები თანგუთები და აღმოსავლეთით მყოფი ძინის დინასტია. თემუჩინის მმართველობის და მეტოქე ტომების დაპყრობის დროს, თემუჩინმა დაარღვია მონღოლური ტრადიცია რამდენიმე გადამწყვეტ საკითხში. ის ადამიანში აფასებდა არა მის წარჩინებულ წარმოშობას, არამედ დამსახურებას და ერთგულებას.
ჩრდ. ჩინეთის დაპყრობა 1207- 1211წწ.  მონღოლებმა დაიპყრეს ტყის ტომები, ანუ დაიმორჩილეს პრაქტიკულად ყველა ტომები ცინბირის ხახლების.
ჩინეთის დაპყრობამდე ჩინგის ხანმა გადაწყვიტა საზღვრის დაცვა, 1207 წელს ტანგუტები სახელმწიფო დაიპყრეს. (ტიბეტურ ბირმები). 1213წ-ს მან დაიპყრო ჩინეთის კედელი, და შიჭრა ჩინეთში ციანის სახელწიფოში. მან გამოყო სამი მიმართულების ჯარი და თავის შვილები ჩაუყენა სათავეში. ერთი სახრეთით წავიდა მეორე აღმოსავლეთით და მესამეს თვითონ ჩაუდგა სათავეში.  ძმების ჯარებმა დაიპყრეს ლაოსი ხოლო თვთითონ ჩიგის ხანმა მაშინ დაასრულა ბრძოლა როცა მიაღწია საზღვაო ქალაქს შანდუნს. 1214 წ-ს დაბრინდა მონღოლეთში და დაიდო ზავი დაუტოვა პეკინი ჩინეთის იმპერს., საბოლოოდ განადგურება 1230წ-ს მოხდა ჩინგის ხანის შთამომავლების მიერ.
ჩინეთის შემდეგ ემზადებოდა შუა აზიაში შესაჭრელად გასანკუთრებით შვიდმდინარეთი მან ეს განახორციელა მდინარე ილის გადალახვით და გამოყენებით.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...