суббота, 21 декабря 2019 г.

აიზეკ აზიმოვი

                                 აიზეკ აზიმოვი

                                                         Isaac.Asimov01.jpg
 (ინგლ. გამოთქმა [ˈaɪzək ˈæzɪmɔv] დ. 2 იანვარი1920პეტროვიჩირუსეთი — გ. 6 აპრილი1992ნიუ-იორკი) — რუსი-ამერიკელი ბიოქიმიკოსი, სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხრობების მწერალი.
ამერიკელი მწერალი აიზეკ აზიმოვი დაბადებული უნდა იყოს 1920 წლის 2 იანვარს სოფელ პეტროვიჩიში, რუსეთში. აიზეკ აზიმოვი ძირითადად ცნობილია თავისი სამეცნიერო პოპულარული ნაშრომებისა და სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხრობებით.
მისი თავდაპირველი სახელია ისააკი (რუს. Исаакინგლ. Isaak), მაგრამ ვინაიდან იგი ინგლისურენოვანი საზოგადო მოღვაწე იყო, ამიტომ დამკვიდრდა მისი სახელის ინგლისური ვერსია აიზეკ-ი  (რუს. Айзек)1942 წლის 26 ივლისს იქორწინა გერტრუდ ბლუგერმანზე (ინგლ. Gerthrude Blugerman), რომელიც გაიცნო იმავე წლის თებერვალში წმინდა ვალენტინის დღეზე. ამ ქორწინებიდან მას შეეძინა ორი შვილი, 1951 წელს ეყოლა ვაჟი, დავითი (ინგლ. David), ხოლო 1955 წელს გაუჩნდა ასული რობინ ჯოანი (ინგლ. Robyn Joan).
1970 წელს იგი გაშორდა თავის მეუღლეს, რომელთანაც განქორწინება მოხდა 1973 წლის 16 ნოემბერს. იმავე წლის 30 ნოემბერს აიზეკ აზიმოვმა შეირთო ამერიკელი რომანისტი ჯანეტ ოპალ ჯეფსონი (ინგლ. Janet Opal Jeppson), რომელიც ჯერ კიდევ 1959 წელს გაიცნო. ამ ქორწინებიდან აიზეკს შვილი არ შესძენია.
აიზეკ აზიმოვი გარდაიცვალა 1992 წლის 6 აპრილს გულისა და თირკმელების უკმარისობის გამო შიდსის ფონზე, რომლითაც დაავადდა 1983 წელს გულზე ოპერაციის დროს.აიზეკ აზიმოვის თხზულებები 500-ზე მეტ ნაწარმოებს ითვლის.
ქვემოთ ჩამოთვლილია მათი ნაწილი.იხ. ვიდეო

სამეცნიერო და სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურა

  • ბიოქიმია და ადამიანის მეტაბოლიზმი (ინგლ. Biochemistry and Human Metabolism) (ბ. უოლკერისა და უ. ბოიდის თანაავტორობით);
  • ადამიანები და რასები (ინგლ. Races and People) (უ. ბოიდის თანაავტორობით);
  • ქიმია და ადამიანის ჯანმრთელობა (ინგლ. Chemistry and Human Health) (ბ. უოლკერისა და მ. ნიკოლასის თანაავტორობით);
  • ატომის შიგნით (ინგლ. Inside the Atom);
  • მზის სამეფო (ინგლ. The Kingdom of the Sun);
  • ნახშირბადის მსოფლიო (ინგლ. The World of Carbon);
  • აზოტის მსოფლიო (ინგლ. The World of Nitrogen);
  • რომის რესპუბლიკა (ინგლ. The Roman Republic);
  • რომის იმპერია (ინგლ. The Roman Empire);

სამეცნიერო ფანტასტიკა ლიტერატურა

„დიდი დაფუძნების" ციკლები

თავიდან რობოტების ციკლი არ იყო დაფუძნების ციკლის ნაწილი, სიცოცხლის დასასრულ აიზეკ აზიმოვმა მოახდინა ამ ორი ციკლის „შერწყმა“, რათა მოეცა გალაქტიკის ერთიანი აწყობილი ისტორია. შერწყმული ციკლი ცნობილია სახელწოდებით „დაფუძნება“ (ინგლ. Foundation).

ლაკი სტარის (პოლ ფრენჩის) ციკლი

  • დავით სტარი, კოსმოსის მცველი (ინგლ. David Starr, Space Ranger);
  • ლაკი სტარი და ასტეროიდების მეკობრეები (ინგლ. Lucky Starr and the Pirates of the Asteroids);
  • ლაკი სტარი და ვენერის ოკეანეები (ინგლ. Lucky Starr and the Oceans of Venus);
  • ლაკი სტარი და მერკურის დიდი მზე (ინგლ. Lucky Starr and the Big Sun of Mercury);
  • ლაკი სტარი და იუპიტერის მთვარეები (ინგლ. Lucky Starr and the Moons of Jupiter);
  • ლაკი სტარი და სატურნის რგოლები (ინგლ. Lucky Starr and the Rings of Saturn);

განცალკევებული თხზულებანი

ვარსკვლავით (*) მონიშნული თხზულებებს აქვთ მცირე კავშირი დაფუძნების ციკლთან.
იხ.ვიდეო

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...