воскресенье, 1 декабря 2019 г.

ბრიტანეთის იმპერია

                     ბრიტანეთის იმპერია

                                     
                              ტერიტორიები, რომლებიც შედიოდნენ ბრიტანეთის იმპერიაში
                                                    ФлагГерб
                                                          დროშა და გერბი
დევიზი -  «Dieu et mon droit  - ღმერთი და ჩემი სამართალი 1707 - 1997 
      [дьё э мон друа́] (англ. God and my right —  ევიზი  ინგლისურიდან (XVIII — რიტანულიონარქია  ჰენრიხ V (1413—1422), დროს  მიუთიტებს ღმერთის  სამართალზე მონარქის  გვირგვინზე. ორიგინალი წარწერა დევიზის— ფრანგულ ენაზე.
დომინიონთაპროტექტორატთაკოლონიათამანტადთა და სხვა ტერიტორიების ერთობა, რომლებზეც გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება ვრცელდებოდა. იმპერიას დასაბამი მისცა ზღვისიქითურმა სამფლობელოებმა და სავაჭრო წერტილებმა, რომელთა დაარსებაც ინგლისმა XVI – XVIII საუკუნეებში მოახერხა. ძლევამოსილების პიკის დროს ბრიტანეთის იმპერია მსოფლიო ისტორიაში ფართობით უდიდესი იმპერია იყო და წარმოადგენდა მსოფლიოს უმთავრეს სახელმწიფოს.1913 წლისთვის ბრიტანეთის იმპერიას გავლენა ჰქონდა 412 მილიონ ადამიანზე (იმ დროისთვის მსოფლიო მოსახლეობის 23%), ხოლო ტერიტორიის ფართობი იყო 35,500,000 კვ.კმ (ხმელეთის 24%), რის შედეგადაც გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური და საკანონდმებლო სისტემა, ისევე როგორც ენათმეცნიერება და კულტურა ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში, განსაკუთრებით ყოფილ კოლონიებში და დომინიონებში. იმპერიის „ოქროს ხანაში“ მას მოიხსენიებდნენ, როგორც „იმპერიას, რომელზეც მზე არასდროს ჩადის“ (ინგლ. The empire on which the sun never sets) — უდიდესი ფართობის გამო, დღის ნებისმიერ დროს ბრიტანეთის იმპერიის ერთ ტერიტორიაზე მზე მაინც ანათებდა.
                                                             
                                                               ელიზაბეტ I
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დროს, XV და XVI საუკუნეებში ესპანეთმა და პორტუგალიამ, ზღვისიქითი აღმოჩენების პიონერებმა, აღმოჩენების პროცესში დიდი ზღვისიქითი იმპერიების შექმნა მოახერხეს. მალევე მათ მაგალითს მიჰბაძეს ინგლისმასაფრანგეთმა და ნიდერლანდებმა: სამმა ევროპულმა სახელმწიფომ თავისი კოლონიები დააარსა როგორც ამერიკაში, ისევე აზიაშიXVII და XVIII საუკუნეში ადგილი ჰქონდა არაერთ ომს წამყვან ევროპულ ქვეყნებს შორის, რომელთა შედეგადაც ინგლისი (მოგვიანებით კი 1707 წლის ინგლის-შოტლანდიის უნიის აქტის შედეგად წარმოქმნილი დიდი ბრიტანეთი) დომინანტი კოლონიალური იმპერია გახდა ამერიკასა და აზიაში.
იხ. ვიდეო

ამერიკის ომმა დამოუკიდებლობისთვის ცამეტი კოლონიის დამოუკიდებლობა განაპირობა, რის შედეგადაც იმპერიამ ამერიკაში თავისი უძველესი და ყველაზე დასახლებული კოლონიების ნაწილი დაკარგა. ამის შემდეგ ბრიტანეთმა ყურადღება მიაქცია აზიასაფრიკას და წყნარ ოკეანესსაფრანგეთის რევოლუციურ და ნაპოლეონის ომებში (1792–1815) ფრანგების დამარცხების შემდეგ ბრიტანეთი XIX საუკუნის უმთავრესი საზღვაო ძალა და უძლირესი იმპერია გახდა. ზღვაში დაუმარცხებლობით გამოწვეულ დომინაციას მოგვიანებით შეარქვეს Pax Britannica („ბრიტანული მშვიდობა“). ამ პერიოდში, ანუ, 1815 – 1914 წლებში, როდესაც ევროპაში და მსოფლიოში შედარებით მშვიდობა იყო, იმპერია მსოფლიო ჰეგემონი იყო და ამავდროულად ასრულებდა „მსოფლიო პოლიციელის“ როლს. XIX საუკუნის დასაწყისში ინდუსტრიულმა რევოლუციამ ბრიტანეთის ტრანსფორმაცია დაიწყო. 1851 წლის დიდი გამოფენის დროს ბრიტანეთი აღწერეს, როგორც „მსოფლიოს სახელოსნო“ (ინგლ. Workshop of the world). ბრიტანეთის იმპერიის კონტროლის ქვეშ იყო ინდოეთი, აფრიკის დიდი ნაწილი და მსოფლიოს სხვა ტერიტორიები, რომელთა გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით ბრიტანეთი აკონტროლებდა მსოფლიო ვაჭრობას და შესაბამისად, სხვადასხვა რეგიონების ეკონომიკასაც. იმპერიის შიგნით ძირითადი პოლიტიკური პოზიციები მხარს უჭერდნენ თავისუფალ ვაჭრობას, Laissez-faire-ს და საარჩევნო უფლების თანდათანობით გაფართოებას. ამ საუკუნეში მოსახლეობის სწრაფმა ზრდამ თანდაყოლილი ჩქარი ურბანიზაციით ეკონომიკური და სოციალური დაძაბულობა გამოიწვია. ამავე დროს, კონსერვატიულმა პარტიამ ბენჯამინ დისრაელის ხემძღვანელობის ქვეშ, ახალი ბაზრის და ნედლეულის მოსაპოვებლად წამოიწყო ექსპანსიის პერიოდი, რომელშიც ბრიტანეთის იმპერიას შეემატა ეგვიპტე, სამხრეთ აფრიკა და სხვ. ამავე დროს, კანადაავსტრალია და ახალი ზელანდია გახდნენ თვითმმართველი დომინიონები.
                                                       
რეკონსტრუქცია გემის, რომელზეც ჯონ კაბოტი გაემგზავრა მეორე და ბოლო მოგზაურობაში ამერიკის სანაპიროზე. 
                                                           Портрет
ჯონ კაბოტი (იტალ. Giovanni Caboto; დ. 1455გენუა — გ. 1499) — იტალიელი მოგზაური. იგი 1495 წელს, ოჯახთან ერთად ბრისტოლშიგაერთიანებულ სამეფოში დასახლდა. ინგლისის მეფე ჰენრი VII-მ ნება დართო კაბოტს, შესდგომოდა მოგზაურობას. 1497 წელს მან გადაცურა ატლანტის ოკეანე, მიაღწია კუნძულ ნიუფაუნდლენდს და ერთი თვე გაატარა მის მიდამოებში. შინ დაბრუნებული სახელგანთქმული მეზღვაური 1498 წელს მეორე, ხანგრძლივ მოგზაურობას შეუდგა. მისი პატარა ფლოტი ოკეანეზე ამოვარდნილ ქარიშხალში მოჰყვა. ირლანდიამდე მხოლოდ ერთმა გემმა მიაღწია, კაბოტის ხომალდი კი დაიკარგა
                                           
                                                             ბრიტანეთის იმპერია 1921წ-ს
XX საუკუნის დასაწყისისათვის ბრიტანეთის ეკონომიკას გამოუჩნდა კონკურენტები — გერმანიის იმპერია და ამერიკის შეერთებული შტატები. ბრიტანეთის და გერმანიის შემდგომი ეკონომიკური და სამხედრო დაპირისპირება პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახდა, რომლის დროსაც დიდი დატვირთვა გადაიტანა ბრიტანეთის ფინანსურმა, ადამიანურმა და სამხედრო რესურსებმა. ომში გამარჯვების შედეგად ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერიტორიული გაფართოების მიუხედავად, ბრიტანეთი აღარ იყო მსოფლიოს პირველი სამხედრო, ან კიდევ, ინდუსტრიული ძალა. მეორე მსოფლიო ომში ბრიტანეთის კოლონიები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იაპონიის იმპერიამ დაიპყრო. მიუხედავად საბოლოო გამარჯვებისა, იმპერიის პრესტიჟი დაეცა, რის შედეგადაც მისი დაშლა სწრაფად დაიწყო — უკვე 1947 წელს დამოუკიდებელი გახდა ინდოეთი. ინდოეთის შემდეგ დაიწყო დეკოლონიზაციის პროცესი, რომლის შედეგადაც დამოუკიდებელნი გახდნენ სხვა კოლონიებიც. 1997 წელს ბრიტანული ჰონგ-კონგის ჩინეთისთვის გადაცემა ბევრისთვის იმპერიის აღსასრულის ნიშანი გახდა, თუმცა, 14 ზღვისიქითა ტერიტორია დღემდე რჩება ბრიტანეთის ხელისუფლების ქვეშ. გარდა ამისა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრი ქვეყანა გაწევრიანდა ერთა თანამეგობრობაში, რომლებსაც ყავთ საერთო მონარქი — ელისაბედ II
იხ. ვიდეო

იმპერიას საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ინგლისი და შოტლანდია ცალკეული სამეფოები იყვნენ. 1496 წელს, მეფე ჰენრი VII, ესპანეთის და პორტუგალიის წარმატებული ზღვისიქითა აღმოჩენების საპასუხოდ, დაავალა ჯონ კაბოტს გზა ეპოვა აზიამდე ჩრდილოეთი ატლანის ოკეანის გავლით. კაბოტმა ექსპედეცია 1497 წელს დაიწყო და წარმატებით დაასრულა და ნიუფაუნდლენდის კუნძულზე დადგა ფეხი, თუმცა, ქრისტეფორე კოლუმბის მსგავსად, ფიქრობდა, რომ აზია აღმოაჩინა. მომავალ წელს კაბოტმა კიდევ ერთხელ გაცურა ამერიკისკენ, თუმცა, უკვალოდ დაიკარგა.
იხ. ვიდეო

კაბოტის შემდეგ ინგლისელებს არ უცდიათ ამერიკის კოლონიზაცია. სიტუაცია შეიცვალა XVI საუკუნის ბოლო დეკადებში, როდესაც ქვეყნის მონარქი ელისაბედ I გახდა. იმ დროისთვის პროტესტანტული ინგლისი და კათოლიკური ესპანეთი ერთმანეთის მოსისხლე მტრები იყვნენ. 1562 წელს, ინგლისის სამეფოს გამხნევებით, კერძო მესაკუთრეები ჯონ ჰოკინსი და ფრენსის დრეიკი თავს ეხსმოდნენ ესპანურ და პორტუგალიურ გემებს დასავლეთი აფრიკის ნაპირებთან. მათი მიზანი იყო ტრანსატლანტური მონებით ვაჭრობისთვის ზიანის მიყენება. მათ თავდასხმებს იგერიებდნენ, თუმცა, მას შემდეგ რაც ინგლის-ესპანეთის ომი დაიწყო, ელისაბედ I კერძო მესაკუთრეებს კვლავ მისცა თავდასხმების განხორციელების უფლება. მათ უფლება ჰქონდათ მოეწყოთ რეიდები ესპანურ პორტებზე ამერიკის კონტინენტზე და გაეძარცვათ „ახალი მსოფლიოდან“ წამოღებული საგანძურით დატვირთული გემები. ამავე დროს გავლენიანი მწერლები, როგორებიც იყვნენ რიჩარდ ჰაქლუითი და ჯონ დი (დი იყო პირველი, ვინც გამოიყენა ტერმინი „ბრიტანეთის იმპერია“) დაჟინებით ითხოვდნენ, რომ ინგლისს საკუთარი იმპერია დაეარსებინა. იმ დროისათვის, ესპანეთი დომინირებდა ამერიკაში და იკვლევდა წყნარ ოკეანეს, პორტუგალიას ჰქონდა სავაჭრო წერტილები აფრიკაში, ბრაზილიაში და ჩინეთში, ხოლო საფრანგეთი იწყებდა წმინდა ლავრენტის მდინარის არეს დასახლებას, რომელიც მოგვიანებით „ახალი საფრანგეთი“ გახდა. იხ. ვიდეო


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...