воскресенье, 8 декабря 2019 г.

თამადა

                                     თამადა

                                                   
                       ნიკო ფიროსმანის სურათი გამოსახული როგორც თამადა
 ქართული პურობის, სუფრის გამძღოლი. ჩვეულებრივ, მასპინძელი ან თანამეინახენი თამადად ირჩევენ ჭარმაგ პატივსაცემ მამაკაცს, რომელიც სუფრის თადარიგის მცოდნედ და მჭევრმეტყველად ითვლება. სუფრის დანიშნულების (ქორწილი, ძეობა, დღეობა, ქელეხი და სხვა) მიხედვით, თამადას ევალება ტრადიციული სადღეგრძელოების წარმოთქმა, სმის წესების, სუფრის წესრიგის, ცეკვა-სიმღერისა და ლხინის მთელი მსვლელობის რეგულირება. ეთნოგრაფიული მონაცემებით, ძველად ოჯახებში თამადობას ბავშვობიდანვე აჩვევდნენ.
იხ. ვიდეო თამადის ძეგლი 

 საქართველოს მთიანეთის საკულტო დღეობა-წვეულებებზე თამადას არ ირჩევდნენ - მის მოვალეობას ხევისბერი ან გვარ-ხატის რომელიმე მსახური ასრულებდა, საოჯახო სარიტუალო პურობას კი ოჯახის უფროსი მამაკაცი უძღვებოდა. ზემო სვანეთში "თამადა", "თამათა" ერქვა თიბვის მესვეურს, წინამძღოლს, რომელიც მუშაობისას სიმღერას იწყებდა. "თამადის" ნაცვლად ზოგჯერ თურქულიდან შემოსულ სიტყვას "ტოლუმბაშსაც" (თურქ. toplum başı – თავყრილობის/შეკრების უფროსი/თავი/ მეთაური) ხმარობენ. ალ. ჯამბაკურ-ორბელიანის ცნობით, "ტოლუმბაში" "ამხანაგების თავს" ნიშნავს. თანამედროვე ფასეულობების მიმართება ქართულ ტრადიციებთან და ფასეულებათა ევოლუცია.
                                                   Tbilisi3242.jpg
თამადის ძეგლი - თბილისში ისტორიულ რაიონში ძველ თბილისში შარდენზე
ძეგლი წარმოადგენს გაზარილ ვერსიას კოპიოს არქეოლოგიური თხრების შედეგად აღმოჩენილი ფიგურის ახალგაზღდის ყანწის ხელში, ატრბირილებული როგორც თამადა ის თარიღდება VII ს ჩვ. წ. აღ. 
                                                 
                                             გატხრების შედეგად აღმოჩენილი ფიგურა

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...