понедельник, 20 июля 2020 г.

ფრჩხილების სოკოვანი დაავადება

         ფრჩხილების სოკოვანი დაავადება

                                                   Oncymycosis.JPG

ფრჩხილების სოკოვანი დაავადებაონიქომიკოზი — ფართოდ გავრცელებული ფრჩხილების დაავადება.
ადამიანის ორგანიზმის სოკოვან დაავადებებებს მიკოზები ეწოდება. არსებობს კანის, თმის, ფრჩხილების, ლორწოვანი გარსის, შინაგანი ორგანოების მიკოზები
ფრჩხილების სოკოვან დაავადებებს რამდენიმე სახის სოკო იწვევს. დაავადებას შეიძლება ქუსლისა და თითების დაზიანებას მოჰყვეს. გარეგან ფაქტორებს, რომლებიც სოკოვანი დაავადებების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, მიეკუთვნება: მცირე ტრავმები, რეზინის ფეხსაცმელი, მომატებული ოფლიანობა. შინაგანი ფაქტორი კი- ორგანიზმის იმუნიტეტის შესუსტება, რაც ენდოკრინული პათოლოგიების, ქრონიკული ინფექციების, ორგანული დაავადებების ან იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს აღინიშნება.
                                                              მიკოზი 
                                                                 

მიკოზი (ბერძ. mykes — სოკო + ბერძ. osis — მდგომარეობა) — საერთო სახელწოდება ადამიანისა და ცხოველის სხვადასხვა დაავადებისა, რომელსაც იწვევს პარაზიტი სოკოები. მიკოზი ვითარდება ნელა, ხშირი რეციდივებით. ზოგჯერ სოკოვან ანთებას თან ახლავს მცირე ანთება, მაგრამ ხშირად ვითარდება ქრონიკული აბსცესები, წყლულები, სიმსივნის მაგვარი გრანულომები, რომლებიც შედგება შემაერთებელი ქსოვილისაგან. მიკოზებს ახასიათებს პროგრესირებადი მიმდინარეობა, რაც ზოგჯერ სიკვდილის მიზეზი ხდება.



 
სოკოვანი ინფექციების ნიშნები შესაძლოა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (აბანოში, აუზები, საშხაპე) ვიზიტის შემდეგ გაჩნდს. დაავადების გამომწვევის გადატანა ხდება საერთო მოხმარების საყოფაცხოოვრებო საგნებით: პირსახოვით, ხალიჩით, ოთახის ფეხსაცმელით და ა.შ. ამიტომ ინფიცირების შესაძლებლობა არსებობს საკუთარ სახლშიც, თუკი ოჯახის რომელიმე წევრი დაავადებულია კანის ან ფრჩხილის სოკოთი.
დაავადების გავრცელების თვალსაზრისით გარშემომყოფთათვის განსაკუთრებით საშიშია ის ადამიანი, რომელსაც დაავადების ე.წ. წაშლილი ფორმა აქვს, რაც მხოლოდ კანის აქერცვლითა და მიკრონაპრალების არსებობით შემოიფარგლება.
სტატისტიკის მიხედვით, დედამიწაზე ყოველი მეხუთე ადამიანი დაავადებულია ფეხის ტერფებისა და ფრჩხილების სოკოვანი დაავადებით - მიკოზით.

ეს დაავადება ძალიან სწრაფად გადადის სპორებით და შეიძლება სწრაფად გადაგედოთ აუზში, აბანოში, საშხაპეში, სპორტდარბაზში, სილამაზის სალონში, პლაჟზე... მიკოზი ძალიან ადვილად გადადის საყოფაცხოვრებო ნივთებიდან (პირსახოცით, ზეწრით, ფეხსაცმლით და ტანსაცმლით). თუ ოჯახის რომელიმე წევრი დასნებოვნდა სოკოთი, ყველამ უნდა იმკურნალოს აუცილებლად ექიმის დანიშნულებით და არა თვითმკურნალობით.

თუ დროზე არ მიმართეთ ექიმს, სოკო გამრავლდება და კანის უფრო მეტ ფართობს დააზიანებს. აქერცლილი კანი, ქავილი, გამჭვირვალე სითხით სავსე ბუშტუკები, ხელებისა და ფეხების ფრჩხილების განშრევება - მიკოზის ნიშნებია. მიკოზი აქტიურდება მაშინ, როდესაც იმუნიტეტი დაქვეითებულია, სისხლძარღვოვანი დაავადებებისა და ხელ-ფეხის გაძლიერებული ოფლიანობის დროს.

პირველი სიმპტომებისთანავე უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც გამოკვლევის შემდეგ დაგინიშნავთ ინდივიდუალურ მკურნალობას, მკურნალობის დროს აუცილებელია მუდმივად გაუკეთდეს დეზინფექცია საგნებს, რომლებსაც ეხებით - პირადსა და საოჯახო ნივთებს.
იხ. ვიდეო

მიკოზს ხანგრძლივი მკურნალობა (თითქმის ნახევარი წელი) სჭირდება. ამ დროს შეიძლება ჩართოთ ბუნებრივი ანტისეპტიკები: დილა-საღამოს შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე კვლიავის ეთეროვანი ზეთი (განსაკუთრებით ეფექტიანია დაავადების საწყის სტადიაზე).

ნიორი (მდიდარია ფიტონციდებით - ბუნებრივი ანტიბიოტიკები), დანაყეთ, დაასხით ზეითუნის ზეთი, გააჩერეთ 7 დღე და შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე.
კალენდულას (ნარგიზულას) ნაყენი ამშვიდებს ქავილს, არბილებს კანს, სპობს სტაფილოკოკებს, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. დღეში 2-ჯერ შეიზილეთ ლიმონის წვენი სოკოს საბოლოოდ გაქრობამდე. შეგიძლიათ ატაროთ სოკოს საწინააღმდეგო წინდები (აფთიაქში იყიდება).

კანის ნებისმიერი დაზიანებული ადგილი შეიძლება დაიმუშაოთ სპირტით ან იოდით.
ისარგებლეთ მხოლოდ თქვენი საბანაო ნივთებით, არ ატაროთ სხვისი ფეხსაცმელი, აბანოში წასვლამდე დაიმუშავეთ ფეხები სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით.
მკურნალობი დროს ტერფები, პირველ რიგში, სოკოსსაწინააღმდეგო კრემით უნდა დამუშავდეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფრჩხილებს, ქუსლებსა და თითებს შორის ჩანაბეჭდებს. შემდეგ რეკომენდებულია სპეციალური, სოკოსაწინააღმდეგო ფხვიერი, ე.წ. ფუნგიციდური პუდრის ხმარება, რომელიც ხელს უშლის სინოტივისა და კოჟრების წარმოქმნას.
თუ კანზე ბუშტუკები ან ეროზია გაჩნდა, რეკომდენდებულია ანტისეპტიკური ხსნარის გამოყენება, რომელიც ანთებით პროცესს აცხრობს.
არსებობს სპეციალური შესაფრქვევი მჟავე ფხვნილები, რომლებიც ამცირებს ფეხის ოფლიანობას და ხელს უშლის სოკოს განვითარებას.
                                                            იხ. ვიდეო

                          რეკლამა

იხ. ბმულზე   ⥇⥇⥇⥇⥇

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...