пятница, 17 июля 2020 г.

დედამიწის მაგნიტური ველი

               დედამიწის მაგნიტური ველი

                                                         
დედამიწის ველის კომპიუტერული სიმულაცია შექცევას შორის ნორმალური პოლარობის პერიოდში.  ხაზები წარმოადგენს მაგნიტური ველის ხაზებს, ლურჯი, როდესაც ველი ცენტრისკენ მიემართება და ყვითელი, როდესაც მოშორებით. დედამიწის ბრუნვის ღერძი ორიენტირებულია და ვერტიკალურია. ხაზების მკვრივი მტევანი დედამიწის ბირთვშია. 
მაგნიტური ველი, რომელიც გენერირებულია დედამიწის შიდა წყაროებით. წარმოიშვა 4,2 მილრდ წ-ის წინ. იხ. ბმულზე გემაგნიტური ქარიშხალი დედამიწის მაგნიტურ ველს სივრცის ყოველ წერტილში ახასიათებს T მაგნიტური დაძაბულობის ვექტორი, რომლის მიმართულება და სიდიდე მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში განისაზღვრება სამი მდგენელით; X — ჩრდილოეთისა, Y — აღმოსავლეთისა, Z — ვერტიკალურით ან დედამიწის მაგნეტიზმის სამი ელემენტით: H მაგნიტური დაძაბულობის ჰორიზონტალური მდგენელით, D მაგნიტური მიხრილობით და I მაგნიტური დახრილობით. დედამიწის მაგნიტური ველის ელემენტები: D, I, H ან T, X, Y, Z იზომება მაგნიტური ხელსაწყოებით. XVIII საუკუნემდე აკვირდებობდნენ მხოლოდ D და I ელემენტებს, რომლებიც XV და XVI საუკუნეებში აღმოაჩინეს. H მდგენელის ზუსტი აბსოლუტური მნიშვნელობა პირველად განსაზღვრა კარლ ფრიდრიხ გაუსმა ქალაქ გეტინგენში 1832 წელს. მანვე შექმნა დედამიწის მაგნიტური ველის მათემატიკური მოდელი 1839 წელს.
                                                
                                                      დედამიწა როგორც მაგნიტური დიპოლი
ძირითადი დედამიწის მაგნიტური ველი განიცდის უწყვეტ ნელ ცვლილებას, რომელსაც საუკუნეობრივი სვლა ეწოდება. ძირითადი დედამიწის მაგნიტური ველის სივრცითი განაწილების შესასწავლად მაგნიტური აგეგმვით მიღებული სიდიდების საფუძველზე დგება მაგნიტური რუკები, სადაც მაგნიტური ელემენტების თანაბარი მნიშვნელობები მრუდეებით არის შეერთებული: დედამიწის ზედაპირის რომელიმე უბნისათვის გეომაგნიტური ველის ელემენტების დაკვირვებით მიღებული მნიშვნელობის გადახრას ნორმალურისაგან მაგნიტური ანომალია ეწოდება. ცვალებადი დედამიწის მაგნიტური ველი გაპირობებულია ატმოსფეროს ზედა ფენებში და უფრო მაღლა არსებული ელექტრული დენების სისტემებით. დედამიწის მაგნიტურ ველს შეისწავლის დედამიწის მაგნეტიზმი.
                                             
სქემა დინამო-მაქანიზმი: კონვეციური ნკადები განფენილი მეტალებში გარე ბირთვი ფორმიდება ცირკულირებული ჩაკეტილი კონტურების დენით, რომელიც გერელირებას ახდენს მაგნიტური ველის.ბრუნვის გამო მყარი ბირთვის თანხამდ ტეილორ-პრაუდმენის ნაკადის სიჩქარე მუდმივია ამგვარად ყალიბდება ტეილორის სვეტების ვერტიკალური ღერძის გასვწვრივ ჩასმული ცილინდრის შიგნით, რომელიც ესაზღვრება შიადა ბირთვს დედამიწის ატმოსფეროში ციკლონეიბისა და ანტიციკლონების მსგავსია.პირველი საათის ისრის საწინაამღდეგოდ მეორე ხარისხოვანი (ვერტიკალური კონვერტაცია) ეკვატროზე გადაეხვევა მაკადები გადაჭიმულია და ბრუნავს მაგნიტური ველის ხაზებზე, ხდება ასიმეტრიული კომპონენტი მერიდიანული კომპონენტებად გადაქცევა და შემდეგ უკან.
იხ.ვიდეო
ჰიპოთეზა დედამიწის ველის ბუნების შესახებ -  ბოლო დროს არსებობს სხვადახვა ჰიპოთეზები დედამიწის მაგნიტური ველის წარმოშობის შესახებ - კერძოდ დედამიწის მაგნიტური ველი მოედინება თხევადი მეტალის ბირთვისგან. გამთვლილია, რომ ზონა სადაც ხდება მოქედება მექანიუზმის ,, მაგნიტური დინამო'' მდებარეობს 0,25 - 0,3 რადიუსზე დედამიწის. ანალოგიური მექანიზმი გენერაცია შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სხვა პლანეტებზე, კერძოდ იუპიტერისა და სატურნის ბირთვებში ( სხვა ვარაუდით შედგება თხევადი მეტალის წყალბადი).



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...