понедельник, 27 июля 2020 г.

ვიტამინები

                                                    ვიტამინები
             
                                                                    B-ჯგუფის ვიტამინები
ლათინურიდან - vita - სიცოცხლე და ამინ - ჯგუფი უცნობი ორგანული ნივთიერება, რომელსაც ორგანიზმი არ ასინთეზებს (ან მცირე რაოდენობით ასინთეზებს) და მისი მიღება აუცილებელია დიეტით. შესაბამისად კონკრეტული ნვთიერება ზოგიერთი ორგანიზმისთვის შეიძლება იყოს ვიტამინი. ხოლო სხვისთვის არა. მაგალითად, ვიტამინ C, ასკორბინმჟავა: ის ადამიანებისთვის ვიტამინია, ხოლო სხვა დანარჩენი ორგანიზმების უმრავლესობისთვის არა, რადგან მათ ორგანიზმში ხდება მისი სინთეზი.
ვიტამინები იყოფა ორ დიდ ჯგუფად: წყალში და ცხიმში ხსნადად. წყალში ხსნად ვიტამინებს ეკუთვნის B ჯგუფის ყველა ვიტამინი და ვიტამინი C, ხოლო ცხიმში ხსნად ვიტამინებს — ADE და K ვიტამინები.
B ჯგუფის ვიტამინები:
B ჯგუფის ვიტამინები გვხვდება ძალიან ბევრ პროდუქტში, ბოსტნეულში, მარცვლეულში, ხორცპროდუქტებში, რძის პროდუქტებში და ა.შ. ვიტამინი B12 კი გვხვდება მხოლოდ ცხოველურ პროდუქტებში, B ჯგუფის ზოგიერთ ვიტამინს შეიცავს მარცვლეული კულტურები - მაგრამ არა B12-ს. B12 პასუხისმგებელია სისხლში წითელი უჯრედების წარმოქმნაში, ის მთავარ როლს ასრულებს ტვინის და ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში. B12-ის ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს ანემიას და ნერვული სისტემის დაზიანებას, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ იღებენ ცხოველურ პროდუქტებს, მკაცრად რეკომენდირებულია B12-ს ტაბლეტების სახით ან B12-ით ხელოვნურად გამდიდრებული პროდუქტების მიღება. B12-ით განსაკუთრებით მდიდარია ხორც პროდუქტები (ძროხის ხორცი, ღვიძლი, თევზი და ა.შ.), ის ასევე მოიპოვება კვერცხში და რძის პროდუქტებში. B ჯგუფის ვიტამინების უმრავლესობას შეიცავს, აგრეთვე მარცვლეული კულტურები, ნიგოზი და კარტოფილი. B6-ს ამზადებენ აგრეთვე ნაწლავებში მობინადრე ბაქტერიები.
გამოყენება: ძირითადათ საჭიროა ზრდისა და სიჯანსაღის Sესანარჩუნებლად. ისინი აგრეთვე მონაწილეობენ საკვების დაშლაში ენერგიის მისაღებად. აგრეთვე B12 და ფოლიუმის მჟავა აუცილებელია სისხლის უჯრედთა წარმოქმნისათვის, B5და B6 აუცილებელია სისხლის უჯრედთა წარმოქმნისათვის.
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) საჭიროა ზრდისა და ქსოვილთა ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, განსაკუთრებით კანის, სისხლძარღვების, ძვლებისა და კბილებისათვის. აუცილებელ კოფერმენტს წარმოადგენს მრავალ მეტაბოლურ რეაქციაში, განსაკუთრებით ცილების დაშლასა და ახალი ცილების წარმოქმნაში. აგრეთვე ამაღლებს რეზისტენტობას ინფექციის წინააღმდეგ და ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.
იხ. ვიდეო

ვიტამინი D (კალციფეროლი) წყარო: ღვიძლი, თევზის ღვიძლის ცხიმი, რძის პროდუქტები, კვერცხის გული, მარგარინი, სპეციალური ნივთიერება (პროვიტამინი D3) კანის უჯრედებში გარდაიქმნება D ვიტამინად მზის სინათლის ზემოქმედებით.
გამოყენება: აუცილებელია კალციუმის და ფოსფორის შეწოვისთვის და მათი გადასვლისთვის ძვლებსა და კბილებში. შესაძლოა მოქმედებდეს პარათჰორმონთან ერთად.
E ვიტამინი (ტოკოფეროლი) წყარო: ხორცი, კვერცხის ყვითრი, ფოთლოვანი ბოსტნეულინიგოზი, რძის პროდუქტები, ხორბლის ჩანასახი, თესლისა და ბოსტნეულის ზეთი. აგრეთვე E ვიტამინი იცავს ზოგიერთ მემბრანებს, რომლებსაც კიბოს გამოწვევა შეუძლიათ.
K ვიტამინი (ფილოქვინონი ანუ მელაქვინონი) წყარო: ღვიძლი, ხილი, ნიგოზი, პომიდორი, მწვანე ბოსტნეული, განსაკუთრებით კომოსტო. აგრეთვე მას ამზადებენ ნაწლავებში მობინადრე ბაქტერიები. K ვიტამინი აუცილებელია ღვიძლში პროტრომბინის სინტეზისათვის (საჭიროა სისხლის შედედებისთვის).
იხ. ვიდეო

ვიტამინები ასტიმულირებენფარმაცევტული მრეწველობის ზრდას

ვიტამინებიორგანული ნაეთებია, რომლებიც კარგი ჯანმრთელობისათვის აუცილებელია. ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების საუკეთესო წყაროს კვების პროდუქტები წარმოადგენენ. ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც საკმარისად და დაბალანსებულად იკვებებიან, ვიტამინების დამატებს სარგებლობას ვერ მოუტანს.
თუმცა განვითარებად ქვეყნებში არადამაკმაყოფილებელმა კვებამ და დაავადებებმა, შესაძლოა, საკმაოდ მძიმე ფორმით ჰიპო- და ავიტამინოზი გამოიწვიოს, რომლებიც იკურნებიან მხოლოდ კონკრეტული ვიტამინების საშუალებით, საბოლოო ჯამში, ამ პრობლემის გადაწყვეტა კვების გაუმჯობესებაში მდგომარეობს. ვიტამინების ფართო რეკლამა ხელს უწყობს შიმშილისმედიკალიზებას“ (. . მას მიეცეს სამედიცინო პრობლემის სახემთარგმნ. შენ.), და ამით არ შეეხოს არადამაკმაყოფილებელი კვების ეკონომიკურ და სოციალურ მიზეზებს. ამ ყველაფერთან ერთად, აქცენტი კეთდებამკურნალობაზედა მწირი ფინანსური რესურსები იხარჯება ვიტამინებზე, და არა აუცილებელ საკვებ პროდუქტებზე. (იხ. ქვემოთ ჩანართი 2 A ვიტამინის პრეპარატების შესახებ).
არადამაკმაყოფილებელი კვებით გამოწვეულმა ვიტამინების ნაკლებობამ, შესაძლოა გამოწივიოს ვიტამინების ნაკლებობის სპეციფიური სინდრომი (ჰიპო- ან ავიტამინოზი). ჰიპო- ან ავიტამინოზი შეიძლება გამოიწვიოს, აგრეთვე, საკვები ნივთიერების არასაკმარისად შეთვისებამ, ან გაძლიერებულმა ნივთიერებათა ცვლის მოთხოვნილებამ, მაგალითად ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს. ამ მდგომარეობებისას, ხანდახან სასარგებლოა ვიტამინების პრეპარატების ჩართვაც, როგორც თერაპიის შემადგენელი ნაწილისა. თუმცა, ამერიკის მედიკოსთა ასოციაციის აზრით, „ცოტაა დამაჯერებელი მონაცემები ვიტამინებისა ან მინერალური ნივთიერებების პრეპარატების სარგებლიანობის შესახებნორმალური დოზებით მკურნალობა მხოლოდ იმ  პაციენტებისათვისაა გამართლებული, რომელთაც არ შეუძლიათ საკვები ნივთიერებების ნორმალურად შეთვისება, ან კიდევ იტანჯებიან გარკვეული დაავადებებით, ან კიდევ ნივთიერებათა ცვლის თანშობილი დარღვევებით.
განვითარებულ სამრეწველო ქვეყნებში იშვიათად გვხვდებამკვეთრად გამოხატული ჰიპო- და ავიტამინოზები, მოსახლეობის სპეციფიკური ჯგუფების გამონაკლისის გარდა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაცია ამტკიცებს, რომ ადამიანთა უმრავლესობაკვების რაციონში საკმაო რაოდენობით იღებს ვიტამინებს, და აქედან გამომდინარე, არ არის პრეპარატების სახით დამატებითი ვიტამინების მიღება“. აშშ-შიკლინიკურად გამოხატული ჰიპო- და ავიტამინოზი იშვიათობას წარმოეადგენსხოლო სუბკლინიკური ვიტამინების ნაკლებობა ძნელია დასადგენია“. ზემოთქმულის საფუძველზე, ამერიკის დიეტოლოგიის ინსტიტუტმა, ამერიკის კლინიკური დიეტოლოგიის საზოგადოებამ, ამერიკის დიეტოლოგიური ასოციაციამ და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული საბჭომ, ამერიკის მედიკოსთა ასოციაციის სამეცნიერო საკითხების საბჭოსთან ერთად, გააკეთეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია:
ჯანმრთელი ბავშვებმა და მოზრდილებმა კვების პროდუქტებიდან უნდა მიიღონ საკმარისი რაოდენობის საკვები ნივთიერებები. საკვებ ნივთიერებებზე მოთხოვნილების პასუხი უნდა იყოს არა სხვადასხვა პრეპარატების გამოყენება, არამედ პროდუქტების მრავალფეროვნება, რის შედეგადაც მცირდება საკვები ნივთიერებების როგორც უკმარისობის, ისე ჭარბი რაოდენობით მიღების რისკი“.

A ვიტამინის პრეპარატები

 შეფასებების მიხედვით, მსოფლიოში 5 წლამდე ასაკის 40 მილიონი ბავშვი აქვს A ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული ჰიპო- ან ავიტამინოზი. ამის შედეგად, დაახლოებით 400 ათასი იღუპება და 2 500 000 ბავშვი ყოველწლიურად მთლიანად ან ნაწილობრივ კარგავს მხედველობას. A-ავიტამინოზი ზრდის განვითარებად ქვეყნებში ბავშვების ჯანმრთელობისათვის სამი მთავარი დაავადების განვითარებისა და სიმძიმის რისკს: ფაღარათის დაავადებების, წითელასი და პნევმონიის. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ინდოეთში, ინდონეზიასა და ნეპალში ექვსი ცალ-ცალკე ჩატარებული გამოკვლევის შედეგების განზოგადება გვიჩვენებს, რომ თუ სიტუაციას გავაუმჯობესებთ A ვიტამინის მოხმარების გაზრდით, შესაძლოა ბავშვთა სიკვდილიანობის ერთი მესამედით შემცირება.
ამავე ექვსი გამოკველვის მონაცემების მიხედვით, გაუმჯობესება დგებოდა მას შემდეგ, როდესაც მოიხმარებოდა A ვიტამინის მაღალი დოზა (200 000 ME – საერთაშორისო ერთეული), ყოველი 6 თვის განმავლობაში; ან კიდევროგორც ეს ნაჩვენებია ერთ-ერთ ინდურ გამოკვლევაში – A ვიტამინის ყოველდღიური დოზის 8333 ME. ამ ინდურმა გამოკვლევამ აჩვენა ბავშვთა სიკვდილიანობის 54% -ით  შემცირება, ამასთანავე, მეორე ინდური ჰამოკვევის ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მხოლოდ A ვიტამინის მოხმარებამ, შესაძლოა, ვერ შეამციროს ბავშვთა სიკვდილიანობა. ამავე დასკვნამდე მივიდნენ ჩრდილოეთ სუდანში ჩატარებული გამოკვლევის ავტორები . მათ განაცხადეს, რომსიღარიბის შემცირება, სანიტარული პირობების გაუმჯობესება და ადეკვატური კვებაზე ხელმისაწვდომობა უნდა რჩებოდეს ბავშვთა სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესებისათვის მთავარ მიზნებად“.
ეს მნიშვნელოვანი კამათის ერთ-ერთი პრინციპული ასპექტია, რომელიც ასევე მოქმედებს ზოგადად ვიტამინებთან დამოკიდებულებაზე, ისევე, როგორც სხვა წამლების რაციონალურ გამოყენებაზე. ინდოელი მეცნიერის . გოპალანის სიტყვებით, „სიღარიბისა და შიმშილის (არასაკმარისი კვების) წინაღღმდეგ ბრძოლაში არ არსებობს სასწაულმოქმედი წამლები, ჯადოსნურიტყვიებიდა უმოკლესი გზები“. მას მოჰყავს დამაჯერებელი არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ ვიტამინების პრეპარატები ვერ წყვეტენ ავიტამინოზის პრობლემას. „A ვიტამინის ორგანიზმში საკმაო რაოდენობით უზრუნველყოფის საუკეთესო საშუალებაეს კვების რაციონის გაუმჯობესებაადა საბედნიეროდ, A-ავიტამინოზით მოცულს ქვეყნებს უხვად გააჩნიათ საკვების ბუნევრივი რესურსები საიმისოდ, რომ ებრძოლონ ამ დაავადებას; საჭიროა მხოლოდ ამ ქვეყნებისათვის დახმარება, რათა მათ შესძლონ ამ მიზნისათვის თავისი საკვები რესურსების მობილიზება; და არ შეიძლება, რომ გადაჭარბებული დამტკიცებებით მოტყუებულებმა, მათ განაგრძონ მხოლოდ სინთეზური A ვიტამინის დიდი დოზებით პერიოდულ სამედიცინო მკურნალობაზე დაყრდობა. . იმ მეთოდზე, რომელიც მიღებული იყო მხოლოდ როგორც მკლევადიანი დახმარების საწყისი საშუალება“.
სხვა მკვლევარები ასევე მოუწოდებენ სიფრთხილისაკენ მათ, ვინც მოუწოდებს ასეთი ქვეყნებისათვის A ვიტამინის მიწოდების დაჩქარებას. მესამე ინდურ გამოკვლევაში გაკეთებულია დასკვნა, რომჯანმრთელობისა და კვების პრობლემის გადასაჭრელადმხოლოდ A ვიტამინი არ არის საკმარისი. მკვლევარებმა მოუწოდეს ისეთი სოციალური და სხვა პროგრამების დამუშავებისაკენ, რომლებიც შესძლებენ გადაჭრან უწიგნურობის, განათლების, სამუშაოთი, ვაქცინაციითა და სანიტარული ნორმებით უზრუნველყოფის საკითხები, ასევეხელი შეუწყონ ინიციატივებს ბავშვთა კვების საკითხებში, რომლებიც ეფუძნებიან ადგილზე არსებულ, ფასით ხელმისაწვდომ, კულტურული ტრადიციებით ახლომდებარე საკვებ პროდუქტებს, რომლებიც, ამავდროულად, მდიდარია A ვიტამინით“.
მათი, ვინც აკრიტიკებს კვების რაციონში ვიტამინების ხელოვნური დამატების მეთოდს, მთავარი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი ჩარევა გადაჭრით ეწინააღმდეგება პირველადი სამედიცინო დახმარების სოციალურ და პოლიტიკურ მიზნებს. როგორც აღნიშნავს ენტონი კოსტელო ლონდონის ბავშვთა ჯანმრთელობის ინსტიტუდიან, A ვიტამინიის პრეპარატები უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ყველგან, როგორც პირველადი სამედიცინო დახმარების ერთ-ერთი საშუალება,  „მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ზედმიწევნით უნდა გაიაზრონ მანამ, სანამ მხარს დაუჭერენ ვერტიკალურად ორგანიზებულ ეროვნულ პროგრამებს, მოსახლების A ვიტამინით მომარაგების საკითხში. ფული შესაძლებელია, რომ დაიხარჯოს უფრო ეფექტურად და დაბალანსებულად, იმ ინიციატივებზე, რომლებიც ითვალისწინებენ პირველადი სამედიცინო დახმარების კომპლექსურ გაუმჯობესებას უკეთესი მენეჯმენტისა და სწავლების გზით, ასევე ორგანიზაციული კულტურის განვითარებით, რათა ეს სამსახური გახდეს უფრო მოსახერხებელი იმ ღარიბი და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისათვის, სადაც ერთ-ერთი პრობლევა სწორედ A-ავიტამინოზია“.
იხ. ვიდეო - ვიტამინები


ტამინები სიცოცხლისთვის აუციელებელია
, ვინაიდან ისინი შედიან კოფერმენტების შემადგენლობაში, კოფერმენტები - ფერმენტების შემადგენლობაში, ფერმენტების გარეშე არ ხდება ნივთიერებათა ცვლა. ტერმინი ვიტამინი, რაც სასიცოცხლო ამინს ნიშნავს, ფუნკმა 1917 წელს შემოიღო. ვიტამინები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია.

A ვიტამინი (რეტინოლი


A ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ზრდის შეფერხებას, კანის დაზიანებას, თვალის რქოვანას დაზიანებას, ქათმის სიბრმავეს.
გვხვდება თევზის ქონში, რძეშიკარაქშიმწვანე ბოსტნეულში, ყვითელ და წითელ ხილში და ბოსტნეულშისტაფილოში, პომიდორში, ისპანახში, წითელ წიწაკაში.


D ვიტამინი (ერგოკალციფეროლი)


მისი ნაკლებობა იწვევს რაქიტს. კანში არის ნივთიერება ერგოსტერინი, მასზე ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით წარმოიქმნება ვიტამინი D. გვხვდება თევზის ქონში, ღვიძლში, ხოზილალაში, კვერცხში. რაქიტის ნიშანია ძვლების გარბილება, რაც გამოწვეულია Ca-ის და P-ის სიმცირით. (ფუნქციაა კალციუმის აბსორბცია და ძვლის მინერალიზაცია).

E ვიტამინი (ტოკოფეროლი)
მისი ნაკლებობა იწვევს უნაყოფობას. ცხოველებში - კუნთოვანი ქსოვილის განვითარების შეფერხებას, ჰემოლიზურ ანემიას. გვხვდება სიმინიდის და მზესუმზირის ზეთშიანტიოქსიდანტია (ჟანგვის ინჰიბიტორი).

K ვიტამინი (ფილოქინონი)


მისი ნაკლებობა იწვევს სისხლის შედედების შეფერხებას. მსხვილ ნაწლავში მიკროორგანიზმების მიერ სინთეზირდება. გვხვდება ისპანახში, სტაფილოში.

B1 ვიტამინი (თიამინი)


მისი ნაკლებობა იწვევს ბერიბერს, დამბლას, კუნთების ატროპიას, ნერვულის სისტემის დაზიანებას. გვხვდება თხილში, ბრინჯის ქერქშინახშირწყლების მეტაბოლიზმის კოფერმენტია.

B2 ვიტამინი (რიბოფლავინი)


მისი ნაკლებობა იწვევს ზრდის შეფერხებას, მხედველობის დაზიანებას. გვხვდება რძეში, კვერცხში, ბოსტნეულში.  ენერგიის და ცილის მეტაბოლიზმის კოფერმენტია.




B5 ვიტამინი (პანტოთენური მჟავა)


მეტაბოლიზმის კოფერმენტია, გვხვდება ღვიძლში, საფუარში, მარცვლეულში, პარკოსან მცენარეებში. ნაკლებობა იწვევს გადაღლილობას, თავის ტკივილს, გულის რევას(არასაპროგრამოა)-


B6 ვიტამინი (პირიდოქსინი)

მისი ნაკლებობა იწვევს დერმატიტებს და ნერვული სისტემის დაზიანებას. გვხვდება ღვიძლში, კვერცხშიამინომჟავების მეტაბოლიზმის კოფერმენტია

B7 ვიტამინი (ბიოტინი)

ნახშირწყლების და ცხიმების მეტაბოლიზმის კოფერმენტია. გვხვდება ღვიძლში, მარცვლეულში, საფუარში, თევზში, კვერცხის ცილაში, თხილში, პარკოსან მცენარეებში. ნაკლებობა იწვევს დერმატიტს და დეპრესიას. (არასაპროგრამოა)
B9 ვიტამინი (ფოლიუმის მჟავა

უჯრედის დაყოფის ხელშემწყობი კოფერმენტია. გვხვდება ღვიძლში, მწვანე ბოსტნეულში, მარცვლეულში. ნაკლებობა იწვევს ანემიას. (არასაპროგრამოა)


B12 ვიტამინი (ციანკობალამინი)

მისი ნაკლებობა იწვევს ავთვისებიან ანემიას. (ციტოპლასტის დაყოფის შედეგად სისხლძარღვში გადადის ბირთვიანი ერითროციტი). გვხვდება ღვიძლში, თევზში, კვერცხში, რძეშიუჯრედის დაყოფის ხელშემწყობი კოფერმენტია.-

ვიტამინი (ასკორბინის მჟავა)

ნაკლებობა იწვევს სურავანდს (კაპილარების კედლების სკდომა), იმუნიტეტის დაქვეითებას. გვხვდება ციტრუსებშიანტიოქსიდანტია.

PP ვიტამინი (ნიკოტინმჟავა)

ნაკლებობა იწვევს პელაგრას, კანის დაზიანებას, მეხსიერების დაქვეითებას. გვხვდება ღვიძლში, ჯეჯილში, საფუარშიენერგიის მეტაბოლიზმის კოფერმენტია.


ადამიანის ორგანიზმში ვიტამინების წარმოქმნა არ ხდება, გამონაკლისია D და K ვიტამინები.


A ვიტამინი - ხარშვის დროს არ იშლება. იშლება დიდხანს შენახვის და საჭმლის გახმობისას.
B ვიტამინები - მაღალ ტემპერატურაზე იშლებიან.
C ვიტამინი - ჟანგბადთან შეხებისას იშლებიან.


A ვიტამინის ნორმა დღეში 1 მილიგრამია
B1 ვიტამინისის - 2-3 მილიგრამი
C  ვიტამინის - 40-75 გრამი.
ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინები - ის ვიტამინები, რ-საც ქვემოთ გაგცნობთ,ქალებს სილამაზის ახალგაზრდობისა და კარგი აღნაგობის შენარჩურნებაში დაეხმარება.
 C ვიტამინზე (ასკორბინის მჟავა) დამოკიდებულია კბილებისა და კანის ჯამრთელობაზა,მისი დახმარებით წარმოიქმნება სისხლის უჯრედები, ძლიერდება იმუნიტეტი და უმჯობესდება ნაწლავბის მოქედება მისი დეფივიტი იწვევეს მოთენთილობას და გადაღლილობის გრძნობას, კანი შრება თმა იწყებს ცვენას C ვიტამინს შეიცავს ციტრუსები, ბროკოლი, კივი,შავიმოცხარი.
B9 ვიტამინი (ფოლიუმის მჟავა) ხელს უწყობს ნაყოფის ჯამრთელობას. გარდა ამისა ეს ვიტამინი ამცირებს საკვერცხეებისა და სარძევე ჯირკვლების კიბოს რისკს. ფოლოიუმის მჟავა შეიცავს მწვანილი, კვერცხისგული, ხორცი, თევზი და მარცვლეული.
 თუთია მონაწილეობს ლიმფოციტების მომწიფების პროცესში. ორგანიზმში. მისი დეფიციტი იწვევს იმუნური სისტემის ძლიერ დასუსტებას, თუთია ბევრია შირხტსა და კაკალში.
 ორგანიზმში კალციუმის უმრავლესობა იწვევს ძვლების დაწევრილებას, ხდება ფორებისანი, კარგავს სიმკვრივეს და სიმაგრეს, კალციუმის გარეშე არასრულფასოვნად ვითარდება გულ-სისხლძარღვთა კუნთები. ნერვული სისტემა. ის ხელს უწყობს სისხლის შესქელებას. გამოდევნის ორგანიზმიდან მძიმე მეტალებს აწესრიგებს ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობას, ხელს უშლის კიბოს განვითარებას კალ;ციუმს შეიცავს მაგარი შვეიცარული ყვეალი, თეთრი კობოსტო, რძის ნაწარმი.
 მაგნიუმი მონაწილებს ქალის ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესში მისი დეფიციტი იწვევს ნივითიერებათა ცვლის დარღვევას. მისი დეფიციტი იწვევს  ნივთიერება ცვლის დარღვევას. ირევა მენსტრუალური ციკლი,მცირდება ბავშის ცასახვის შესაძლებლობა.ხელი ეშლება ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას კანი ხდება დუნე, კარგავს ელასტიურობას და სიგლუვეს, თუმცა ის ხელს უწყობს ტვინიდან სისხლიდან ,,ციდი''ქოლესტრინის გამოდევნას და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. მაგნიუმით მდიდარია კაკალი წიწიბურა, შვრია და ზეთისხილი.  
 E ვიტამინი (ტოკოფეროლი) არის სილამაზის ვიტამინი , ძლიერი ანტიოქსიდანტია, აფერხებს უჯრედების დაბერებას, აუმჯობესებს კანისა და თმის მდგომარეობას. E ვიტამინს შეიცავს მცენარეული ზეთები და ხორბლის ღივი და ზეთის ხილი.
რკინა აუცილებელი კომპონნეტია ჰემოგლობინი - ცილის, რ-საც ჟანგბადი მიაქვს ორგანიზმის ყველა უჯერდათან. რკინის დეფიციტი იწვევს ანემიას და კანის ტურგორს. მისი წყაროა - ღვიძლი, წითელიხორცი, წიწიბურა.
                                                            

                                   რეკლამა

იხ. ბმულზე  ➣➣➣➣

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...