четверг, 2 июля 2020 г.

აურიპიგმენტი

                           აურიპიგმენტი

                        Orpiment mineral.jpg

(ლათ. auripigmentum – ოქროსფერი საღებავი) — მინერალი. ქიმიური შედგენილობა As2S3, შეიცავს As 60,91%-სა და S 39,09%-ს. კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. კრისტალები პრიზმული აქვს, აგრეგატები — ფურცლოვანი, მარცვლოვანი, თირკმლისებრი და სხვა. აურიპიგმენტი ოქროსფერია, უფრო იშვიათად ნარინჯისფერ-ყვითელი, ზოგჯერ მორუხო. ელვარება — ცხიმოვანი, ტკეჩადობის სიბრტყეზე — სადაფისებრი. 
იხ. ვიდეო

სიმაგრე მინერალოგიური სკალით — 1,5–2; სიმკვრივე 3490 კგ/მ³. გვხვდება დაბალტემპერაუტიან ჰიდროთერმულ საბადოებში რეალგართან, ანტიმონიტთან და სხვა პარაგენეზისში, აგრეთვე ცხელი მინერალური წყლების გამონალექებსა და მოქმედი ვულკანების სუბლიმატებში. დარიშხანის მადნის ერთ-ერთი მთავარი მინერალია. იყენებენ ლითონური დარიშხანის და დარიშხანის სამჟანგის მისაღებად.საქართველოში მოიპოვება ლუხუნის დარიშხანის საბადოში.
იხ. ვიდეო


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...