суббота, 30 декабря 2023 г.
ჰატერია
კვიპროსის კონფლიქტი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
пятница, 29 декабря 2023 г.
ნასამ ისაუბრა უცხოპლანეტელებზე: ზოგიერთი ობიექტი შეიძლება იყოს არამიწიერი წარმოშობის
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
среда, 27 декабря 2023 г.
ისრაელ-ჰამასის ომი (2023)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
პალესტინელი მებრძოლების მიერ დაკავებული ისრაელის ტერიტორია ევაკუირებული ზონა პალესტინელების წინსვლის მაქსიმალური ზღვარი ღაზის ტერიტორია, რომლის ევაკუაციაც ბრძანა ისრაელმა | |||
თარიღი | 7 ოქტომბერი, 2023 — დღემდე | ||
---|---|---|---|
მდებარეობა | ისრაელი და პალესტინა | ||
სტატუსი | მიმდინარე | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
სამხედრო ნაწილები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ისრაელ-ჰამასის ომი — ისრაელისა და ღაზის სექტორის ტერიტორიაზე მიმდინარე ომი ისრაელის სახელმწიფოსა და ისლამისტურ სამხედრო დაჯგუფება ჰამასს შორის. სამხედრო დაპირისპირება დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბერს გამთენიისას ღაზის სექტორიდან განხორციელებული ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმით ისრაელის ტერიტორიაზე, რომელსაც მოყვა რამდენიმე პალესტინური ტერორისტული ჯგუფების კოორდინირებული შეტევა ღაზას სექტორის საზღართან არსებულ სამხედრო ბაზებზე, კიბუცებსა და ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე. თავდასხმას ხელმძღვანელობდა ჰამასი და ისლამური ჯიჰადი, სხვა მცირე სამხედრო დაჯგუფების მონაწილეობით, როგორიცაა პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტი. პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრაზე პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ პალესტინელებს უფლება აქვთ დაიცვან თავი „ჩასახლებულებისა და საოკუპაციო ჯარების ტერორისგან“.
ჰამასის შეტევის საპასუხოდ ისრაელის მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მოგვიანებით კი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ ეროვნულ მიმართვაში ისრაელში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ჰამასის შეტევის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა 7 ოქტომბერს დაიწყეს საჰაერო იერიშის მიტანა ღაზის სექტორის სხვადასხვა ქალაქებში, რომელიც 25 ოქტომბრის მდგომარეობით ჰუმანიტარული შესვენების გარეშე მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ისრაელის მოსალოდნელი სახმელეთო იერიშის მომზადებას
ჰამასის დაქვემდებარებაში მყოფი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავიადარტყმებისა და შეტაკებების შედეგად 25 ოქტომბრის მდგომარეობით 6500-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა და 17000-ზე მეტი დაიჭრა, უმეტესად ბავშვები და მშვიდობიანი მოქალაქეები. იძულებით გადააგილებულთა რიცხვი ღაზას სექტორში 1.4 მილიონს შეადგენს. ხოლო ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ მოკლეს 400-ზე მეტი ტერორისტი. ისრაელის მხარეს დაიღუპა 1400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო, დაიჭრა 5400-ზე მეტი და იძულებით გადაადგილებულია ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი. ორივე მხარის მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ისრაელელი მშვიდობიანი მოსახლეები და სამხედროები, მათ შორის ბავშვები, ტყვეებად აიყვანეს პალესტინელმა ტერორისტებმა, ჰამასის მიერ ოთხი მძევლის გათავისუფლების შემდომ, ღაზის სექტორში მძევლად რჩება 7 ოქტომბერს გატაცებული 222 ადამიანი.
დასავლეთის სახელმწიფოებმა, არგენტინამ, ბრაზილიამ და ინდოეთმა დაგმეს ჰამასის ძალადობა და მის მიერ გამოყენებული ტაქტიკები შერაცხეს ტერორიზმის გამოყენებად, ხოლო არაბულმა სახელმწიფოებმა ესკალაცია დააბრალეს ისრაელის ოკუპაციასა და პალესტინის სახელმწიფოებრიობის უარყოფას. სახელმწიფოთა უმრავლესობამ მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა.
იხ. ვიდეო - ისრაელის პრემიერი "ჰამასს": "ყველგან გხედავთ და მოვალთ თქვენთან"
სახელები
პალესტინის მებრძოლმა დაჯგუფებებმა თავიანთ თავდასხმას ოპერაცია ალ-აქსას წარღვნა უწოდეს (არაბ. عملية طوفان الأقصى [ʿamaliyya ṭūfān al-ʾAqṣā]), ხოლო ისრაელმა გამოაცხადა კონტრშეტევითი ძალისხმევის დაწყება, სახელწოდებით ოპერაცია რკინის ხმლები (ებრ. מבצע חרבות ברזל [Mivtsa Cherevot Barzel]). პალესტინის თავდასხმის დასაწყისი დაემთხვა 1973 წლის იომ-ქიფურის ომის დაწყების 50 წლის იუბილეს.
რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ და დამკვირვებელმა მიმდინარე კონფლიქტს მესამე ინტიფადა უწოდა.
ფონი
ღაზის სექტორი და ისრაელი კონფლიქტში არიან 2005 წელს ღაზის სექტორიდან ისრაელის გასვლისა და 2006 წლის არჩევნების შემდეგ ჰამასის მიერ ღაზის სექტორზე კონტროლის მოპოვებისა და 2007 წელს ფათაჰთან სამოქალაქო ომის შემდეგ. ღაზის სექტორი 2007 წლიდან იმყოფება ისრაელისა და ეგვიპტის ბლოკადაში.
თავდასხმა მოხდა ებრაული დღესასწაულის სიმჩატ თორისა და შაბათის დროს,[63] და იომ-ქიფურის ომის 50 წლის იუბილედან ერთი დღის შემდეგ, რომელიც ასევე მოულოდნელი თავდასხმით დაიწყო. თავდასხმა ისრაელ-ღაზის გამყოფ ღობეზე სამკვირიან ძალადობას მოჰყვა. 29 სექტემბერს ჰამასმა და ისრაელმა ზავი დადეს, რომელსაც შუამავლობდნენ კატარი, ეგვიპტე და გაერო. თავდასხმამდე და ორივე მხარის მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ჩათვლით, მინიმუმ 247 პალესტინელი მოკლეს ისრაელის ძალებმა 2023 წელს, ხოლო 32 ისრაელელი და ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა პალესტინელების თავდასხმების შედეგად.
ისრაელი და საუდის არაბეთი აწარმოებენ მოლაპარაკებებს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, საუდის არაბეთის მეფისნაცვალმა მუჰამედ ბინ სალმანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ნორმალიზაცია „პირველადაა რეალური“. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „არაერთხელ გააფრთხილა, რომ ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია შემდგომ ძალადობას გამოიწვევს“.
იზ ად-დინ ალ-კასმის ბრიგადების მეთაურმა, მუჰამედ დეიფმა თქვა, რომ თავდასხმა იყო პასუხი „ალ-აქსას მეჩეთის შეურაცხყოფაზე“ და მოუწოდა პალესტინელებსა და არაბ ისრაელის მოქალაქეებს „გაედევნონ ოკუპანტები და დაანგრიონ კედლები“. ჰამასის ლიდერმა სალეჰ ალ-არურმა თქვა, რომ ოპერაცია იყო პასუხი „ოკუპაციის დანაშაულებზე“ და დასძინა, რომ მებრძოლები იცავდნენ ალ-აქსას მეჩეთს და ათასობით პალესტინელ პატიმარს ისრაელში. პატიმრების უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია Addameer-ის შეფასებით იქნება დაახლოებით 5200-ზე მეტი პატიმარი პალესტინელია ისრაელში, მათ შორის 33 ქალი, 170 არასრულწლოვანი და დამატებით 1200-ზე მეტი, რომლებიც იმყოფებოდნენ ადმინისტრაციულ პატიმრობაში.
პალესტინის შეტევა
სარაკეტო თავდასხმები
2023 წლის 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 06:30 საათზე, ჰამასმა გამოაცხადა „ოპერაცია ალ-აქსას წარღვნის“ დაწყების შესახებ და განაცხადა, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელში 5000-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. ისრაელის მედია იტყობინება, რომ სულ მცირე 2200 ჭურვი იყო გაშვებული ღაზადან. სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა სარაკეტო თავდასხმის შედეგად. აფეთქებები დაფიქსირდა ღაზის მიმდებარე რაიონებში და ქალაქებში შარონის დაბლობში, მათ შორის გედერაში, ჰერცლიაში, თელ-ავივსა და აშკელონში. საჰაერო თავდასხმის სირენები ასევე გააქტიურდა ბეერ-შევაში, იერუსალიმში, რეჰოვოტში, რიშონ ლეზიონსა და პალმაჩიმის საავიაციო ბაზაზე. ჰამასმა გამოაქვეყნა მოწოდება შეიარაღებისკენ, უმაღლესი სამხედრო მეთაური მოჰამედ დეიფი მოუწოდებდა „მუსლიმებს ყველგან განახორციელონ თავდასხმა“. პალესტინელმა ბოევიკებმა ასევე გაუხსნეს ცეცხლი ისრაელის გემებს ღაზის სექტორის მახლობლად, ხოლო შეტაკებები მოხდა პალესტინელებსა და IDF-ს შორის ღაზის პერიმეტრის გალავნის აღმოსავლეთ ნაწილში.
ბოევიკების შეჭრა ისრაელში
პარალელურად, დაახლოებით 1000 პალესტინელი მებრძოლი შეიჭრა ისრაელში ღაზადან სატვირთო მანქანების, პიკაპების, მოტოციკლების, ბულდოზერების, ჩქაროსნული კატარღების და პარაპლანების გამოყენებით. სურათებსა და ვიდეოებში ჩანს მძიმედ შეიარაღებული და ნიღბიანი ბოევიკები, რომლებიც შავ სამოსში იყვნენ ჩაცმულნი, რომლებიც ატარებენ პიკაპს და ცეცხლს ხსნიან სდეროთში, მოკლეს რამდენიმე ისრაელელი მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი. ღაზადან გადაღებულ ვიდეოზე ნაჩვენებია ისრაელელი ჯარისკაცის ცხედარი, რომელსაც ფეხქვეშ თელავს ხალხი და ყვირიან „ღმერთი დიდია“. როგორც ჩანს, სხვა ვიდეოები აჩვენებდნენ ტყვედ აყვანილ ისრაელელებს და დამწვარ ტანკს, ინფილტრატორები ასევე შენიშნეს ნირ ოზში, ბეერისა და ნეტივ ჰაასარაში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, აიყვანეს მძევლები და ცეცხლი წაუკიდეს სახლებს, ასევე კიბუციებში ღაზის სექტორის გარშემო. ბრძოლა გაიმართა რეიმ სამხედრო ბაზაზე. ასევე ცნობილია, რომ მძევლები აიყვანეს ოფაკიმში, ხოლო სდეროტში სახლებს ცეცხლი წაუკიდეს. ზიკიმში ამფიბიური დესანტი გადასხეს.
ისრაელის სამხედრო სპიკერმა განაცხადა, რომ ბოევიკები ღაზადან შევიდნენ ისრაელში მინიმუმ შვიდი ლოკაციით და შეიჭრნენ ისრაელის ოთხ პატარა სოფლის თემში, სასაზღვრო ქალაქ სდეროტში და ორ სამხედრო ბაზაზე, როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან. ისრაელის მედია იტყობინება, რომ შვიდი თემი მოექცა ჰამასის კონტროლის ქვეშ, მათ შორის ნაჰალ ოზი, კფარ აზა, მაგენი და სუფა ბეჰერი. ცნობილია, რომ სდეროტის პოლიციის განყოფილება მოექცა ჰამასის კონტროლის ქვეშ, ისევე როგორც ერეზის გადასასვლელი, რამაც საშუალება მისცა ბოევიკებს შესულიყვნენ ისრაელში ღაზადან. ისრაელის პოლიციის კომისარმა კობი შაბტაიმ განაცხადა, რომ ამჟამად სამხრეთ ისრაელში 21 აქტიური მაღალი კონფრონტაციის ლოკაცია იყო.
ისრაელის პასუხი
თავდასხმა, რომელიც დაემთხვა სიმჩათ თორას ებრაულ დღესასწაულს, სრული მოულოდნელობა იყო ისრაელის მხარისათვის.
რკინის გუმგათის საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა. პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა იოავ გოლანმა ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) შტაბბინაში, თელ-ავივში, გამართეს უშიშროების საკითხების შესაფასებელი თათბირი. გოლანმა შემდეგ დაამტკიცა ათობით ათასი არმიის რეზერვისტის მობილიზაცია და გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ღაზის სექტორის საზღვრიდან 80 კილომეტრის რადიუსში. მან ასევე განაცხადა, რომ ჰამასმა „დაუშვა დიდი შეცდომა“ და „ისრაელი გაიმარჯვებს“. IDF გადავიდა „ომისათვის მზადყოფნის რეჟიმში“. ასევე IDF-ის განცხადებით, რეზერვისტებს გაგზავნიან როგორც ღაზაში, ისევე დასავლეთ სანაპიროზე, ლიბანისა და სირიის საზღვრებზეც. ღაზის გარშემო მცხოვრებებს მოუწოდეს სახლში დარჩენისაკენ, ხოლო სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის მოსახლეობას მოუწოდეს თავშესაფრებთან ახლოს გაჩერება. ღაზის სექტორისაკენ მიმავალი გზები ჩაკეტა IDF-მა. ასევე ჩაკეტეს თელ-ავივის ქუჩები.
თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა გამოაცხადა ომისათვის მზადების მდგომარეობა. IDF-მა დამატებით დაიწყო „ოპერაცია რკინის ხმლები“. ისრაელის პოლიციის კომიარმა, კობი შაბტაიმ განაცხადა, რომ სახეზე გვაქვს „ომის მდგომარეობა“. მან ასევე დააანონსა ისრაელის სამხრეთში სამოქალაქო გადაადგილების ჩაკეტვა და რეგიონში იამამის კონტრტერორისტული დანაყოფის გაგზავნა. The IDF-ის უფროსმა სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ, განაცხადა, რომ რეგიონში გაგზავნეს ოთხი დივიზია, რომლებიც დაემატნენ არსებულ 31 ბატალიონს.
ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დგას „ძალიან რთული მომენტის“ წინაშე. სატელევიზიო გადაცემაში ნეთანიაჰუმ განაცხადა „ჩვენ ვართ ომში“ მან ასევე განაცხადა, რომ IDF გაამაგრებდა ისრაელის საზღვრებს, რათა „სხვებმაც არ დაუშვან ამ ომში ჩართვის შეცდომა“. შემდგომ მიმართვაში ნეთანიაჰუმ თქვა: „ღაზას მიტოვებულ კუნძულად გადავაქცევთ“ და ღაზის მოსახლეობას გაქცევისკენ მოუწოდა.
სამხრეთ და ცენტრალურ ისრაელში აეროპორტები დაიხურა კომერციული და კერძო თვითმფრინავებისათვის, თუმცა ბენ გურიონისა და ელიატის აეროპორტები ღია დარჩა. Lufthansa, Emirates, Ryanair, Aegean Airlines, Air France, Transavia და სხვა ავიალაინერების ფრენები გაუქმდა.
7-8 ოქტომბრის ღამეს ისრაელის უშიშროების კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება ჰამასის და პალესტინის ისლამური ჯიჰადის სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების განადგურების შესახებ. ისრაელის ელექტრულმა კორპორაციამ, რომელიც ღაზის ელექტროენერგიის 80%-ს აწარმოებს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა ღაზის სექტორს.
7 ოქტომბერი
დაპირისპირება ბეერისა და ოფაკიმში
ბეერში ჰამასის მილიტანტებმა ტყვედ აიყვანეს 50 ადამიანი. 18 საათის შემდეგ IDF-მა დააანონსა მძევლების გათავისუფლება.
ურიმში, ოფაკიმის გარეუბანში, ორი ისრაელის მოქალაქე გადაარჩინა IDF-მა. გადარჩენის ოპერაციისას დაიღუპა სამი ჰამასის მებრძოლი და დაიჭრა სამი ისრაელის სამხედრო.
ავიაიერიშები ღაზის სექტორში
IDF თავს ესხმოდა ღაზას მოიერიშე რეაქტიული თვითმფრინავების გამოყენებით, მათ შეუტიეს ჰამასის 17 სამხედრო საწყობს და ოთ ოპერაციულ სამმართველო ცენტრს. სხვებთან ერთად, ისრაელმა შეუტია 11 სართულიან შენობას ღაზის ქალაქის ცენტრში, სადაც განთავსებული იყო ჰამასის რადიო სადგურები. ისრაელმა ასევე შეუტია ორ საავადმყოფოს, დაიღუპა სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი და ექთანი.
8 ოქტომბერი
ღამით ისრაელი თავს დაესხა ღაზის სექტორში მდებარე არაერთ სამიზნეს, მათ შორის საცხოვრებელ ბლოკებს, გვირაბებს, ალ-ამინის მუჰამედის მეჩეთსა და ჰამასის ოფიციალური პირების სახლებს.
დილით ჰეზბოლამ რაკეტებით და არტილერიით დაბომბა შებაას ფარმების რეგიონი, საპასუხოდ IDF-მა არტილერიით დაბომბა სამხრეთი ლიბანი.
იხ.ვიდეო - ირანი VS ისრაელი (სამხედრო შედარება,ვინ მოიგებს ომს)
რეაქციები
ისრაელი
საპროტესტო ჯგუფმა კაპლანის ძალამ დააანონსა სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის გაუქმება და გამოხატა მხარდაჭერა IDF-ის მიმართ. ფორუმ 555 და ძმები ბრძოლაში, რეზერვისტი სამხედროების საპროტესტო ჯგუფები, რომლებიც სამხედრო გაწვევის ბოიკოტებს ახორციელებდნენ, მოუწოდებენ რეზერვისტებს იბრძოლონ, თუ მათ გამოიძახებენ.მაგენ დავიდ ადომმა ყურადღება გაამახვილა სისხლის ჩაბარებებზე და გახსნა სპეციალური სისხლის ჩაბარების დრაივი ტელ-ავივში. ისრაელის განათლების სამინისტრომ დააანონსა ყველა სკოლის დაკეტვა ქვეყანაში. ჰაიფას საერთაშორისო კინო ფესტივალი გაუქმდა.
გამოძიება დაიწყო ისრაელის მთავრობის წარუმატებლობის შესახებ, რამაც გამოიწვია შეტევის აღკვეთის შეუძლებლობა.
სასწრაფოდ გაერთიანებული მთავრობა
ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი, ეროვნული ერთიანობის თავმჯდომარე ბენი განცი, ისრაელ ბეიტენიუს პარტიის ლიდერი ავიგდორ ლეიბმანი და ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მერავ მიხაელი ერთობლივ განცხადებაში მხარს უჭერენ IDF-ისა და მთავრობას, მათ განაცხადეს: „ასეთ დროს ისრაელში არც ოპოზიცია არსებობს და არც კოალიცია.“
ბენიამინ ნეტანიაჰუმ მთავარიო ოპოზიციური პარტიებს მოუწოდა გაერთიანებულიყვნენ ერთიან მთავრობაში, მას შემდეგ, რაც ლაპიდმა ნეთანიაჰუს მოუწოდა „გვერდზე გადადოს განსხვავებები და შექმნას სასწრაფო, ვიწრო და პროფესიონალი მთავრობა.“
პალესტინა
პალესტინის განათლების სამინისტრომ დააანონსა ყველა სკოლის დაკეტვა ღაზის სექტორში. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს სისხლის ჩაბარებებს.
პალესტინის მთავრობის საგანგებო შეხვედრაზე პალესტინის პრეზიდენტმა მუჰამედ აბასმა განაცხადა, რომ პალესტინელებს აქვთ უფლება თავი დაიცვან „ახალდასახლებულებისა და ოლუპაციის სამხედროების ტერორის წინააღმდეგ“. დასავლეთ სანაპიროში, რამალაში, გაიმართა აღნიშვნები. 6 პალესტინელი დაიღუპა ისრაელის ჯარებთან შეტაკების შედეგად 7 ოქტომბერს, ხოლო 126 დაიჭრა.
ჰამასის ლიდერის მოადგილემ ალ ჯაზირას განუცხადა, რომ მისმა ძალებმა აიყვანეს საკმარისი ტყვე, იმისათვის, რომ ისინი გაცვალონ ისრაელის მიერ დაპატიმრებულ ყველა პალესტინელში. ჰამასის სპიკერმა, აბუ ობაიდამ განაცხადა, რომ ისინი დატყვევებულ ისრაელის სამხედროებს „უსაფრთხო ადგილებში“ და გვირაბებში ამყოფებენ.
საერთაშორისო
საერთაშორისო ლიდერებმა, მათ შორის არგენტინიდან, ბრაზილიიდან, ინდოეთიდან, ევროპის ქვეყნების უმეტესობიდან და აშშ-დან დაგმეს ჰამასის თავდასხმა, სოლიდარობა გამოუცადეს ისრაელს და განაცხადეს, რომ ისრაელს აქვს უფლება თავი დაიცვას ჰამასის თავდასხმებისგან, მათ ჰამასის ქმედებები ტერორიზმად შერაცხეს. არაბთა ლიგის ზოგი სახელმწიფო, როგორიცაა ომანი, იემენი და კატარი, ასევე არაარაბული ქვეყნები, როგორებიცაა ირანი და პაკისტანი მხარს უჭერენ პალესტინელებს და ჰამასს, ისინი ესკალაციაში ადანაშაულებენ ისრაელის მიერ პალესტინის ოკუპაციას. ქვეყნების ნაწილმა მხარეებს მოუწოდა დეესკალაციისაკენ და ცეცხლისშეწტვეტისაკენ. იემენში, იორდანიაში, ლიბანში, ქუვეითში, თურქეთში, ბაჰრეინსა და ირანში გაიმართა პალესტინის მხარდამჭერი აქციები. აქცია გაიმართა ბერლინშიც.
არგენტინა, კანადა, გერმანია და საფრანგეთი ზრდიან უსაფრთხოების დონეს ისრაელთან და იუდაიზმთან ასოცირებულ ადგილებში.
ანალიზი
ისრაელის ანალიტიკოსის სეთ ფრანცმანის თქმით, თავდასხმა ნიშნავდა ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე კონფლიქტის შესამჩნევ ესკალაციას. იგი გამოირჩეოდა თავისი არსებითი მასშტაბით და მიღწევებით, მოიცავდა როგორც სარაკეტო სროლას, ასევე სასაზღვრო თავდასხმებს ღაზაში. ამ მოვლენამ მნიშვნელოვანი გადახვევა გააჩინა წინა კონფლიქტებისგან, რომლებიც, როგორც წესი, მოჰყვებოდა ეტაპობრივ დაძაბულობის თანდათანობით ესკალაციას.
პოლიტიკურმა ჟურნალისტმა პიტერ ბომონტმა თავდასხმა შეაფასა, როგორც „დაზვერვის წარუმატებლობა“, იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელის მთავრობამ ვერ შეძლო მისი აღმოჩენა ადრე.
იხ.ვიდეო - ქვეყანა რომლის დაპყრობა შეუძლებელია?! (დიადი ისრაელი)
მუსიკალური პაუზა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - მუსიკალური პაუზა ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...
-
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აფრო-ამერიკელები აფრო-მარეკილების ჯგუფი 1905-10წწ არიან ამ...