среда, 13 декабря 2023 г.

მაია წყნეთელი (ფილმი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                    მაია წყნეთელი (ფილმი)
                                                               ფილმის პოსტერი
რეჟისორი რეზო ჩხეიძე
სცენარის ავტორი ვალერიან კანდელაკი
როლებში ლეილა აბაშიძე
გრიგოლ ტყაბლაძე
გოჩა აბაშიძე
აკაკი კვანტალიანი
ვახტანგ ნინუა
კომპოზიტორი სულხან ცინცაძე
ხმის ოპერატორი რაფიელ კეზელი
დავით ლომიძე
ოპერატორი გიორგი ჭელიძე
მხატვარი გივი გიგაური
კახი ხუციშვილი
სტუდია „ქართული ფილმი“
გამოსვლის თარიღი 1959
ხანგრძლივობა 96
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ენა ქართული

1959 წლის ქართული მხატვრული ფილმი, რომლის დამდგმელი რეჟისორია რეზო ჩხეიძე. სცენარის ავტორია ვალერიან კანდელაკი. კომპოზიტორი სულხან ცინცაძე. მთავარ როლშია ლეილა აბაშიძე.

ფილმი გადაღებულია ვლადიმერ კანდელაკის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. ფილმის პრემიერა შედგა ქალაქ თბილისში, 1959 წლის მაისში. საკავშირო ეკრანზე პირველი ჩვენება შედგა 1960 წლის 29 თებერვალს.

სიუჟეტი

მოძალადე ბატონის მკვლელობისთვის სოფლიდან გამოქცეული, ბიჭად გადაცმული წყნეთელი გლეხის გოგო მაია გზად ტყვეებით მოვაჭრე თავადს გადაეყრება. შეუტევს, ტყვეებს გაათავისუფლებს და მოღალატე თავადს მეფე ერეკლეს მიგვრის. მათე-ბიჭად მონათლული მაია ყმების გაყიდვაში ამხელს თავადებს, რომლებიც შეთქმულებას მოუწყობენ და დილეგში გამოამწყვდევენ. მათე თავზე ხელაღებული სიმამაცისთვის, სიმარჯვისათვის, ალერსიანი სიმღერებისათვის უყვარდათ.

მათეს ბერიკებად გადაცმული მეგობრები გაათავისუფლებენ და შემოსეული მტრის წინააღმდეგ მებრძოლ მეფის ჯარს შეუერთდებიან. დაჭრილი მათე თავისი ქალობის საიდუმლოს უახლოეს მეგობარ ვაჟს მხოლოდ სიკვდილის წინ გაუმხელს.

როლებში


მსახიობიროლი
ლეილა აბაშიძემაია / მათე ბიჭი
გრიგოლ ტყაბლაძემეფე ერეკლე
გოჩა აბაშიძემანუჩა
აკაკი კვანტალიანიბერიკა
ვახტანგ ნინუაჯემალა
იოსებ აბრამიშვილიგიო
ნოდარ ჩხეიძექერიმ-აღა
გრიგოლ კოსტავაამილახვარი
ზაქარია სიხარულიძექარიყლაპია
ოთარ დათუაშვილითანდილა
ალექსანდრე აფხაიძექაიხოსრო დიღმელი
ირაკლი ქოქრაშვილიგუბაზი
ივანე ნინუაბარათა
მიხეილ სულთანიშვილიმოურავი
ემანუილ აფხაიძემექისე
იხ. ვიდეო - მაია წყნეთელი

მაია წყნეთელი — XVIII საუკუნის II ნახევრის ქართველი სახალხო გმირი, მათე ყაჩაღად წოდებული. გვარი ცნობილი არაა. ზეპირსიტყვიერი ცნობით, მაია წყნეთელისთვის ბატონს შეურაცხყოფა მიუყენებია, ამის გამო მამამისს თავი ჩამოუხრჩვია, დედა კი შიმშილით მომკვდარა. შურისძიების გრძნობით გამსჭვალულმა მაია წყნეთელმა კაცურად გადაიცვა და ერეკლე II-ის კარზე დაიწყო სამსახური. მას ბევრჯერ მებატონეების მიერ ყიზილბაშებზე გაყიდული ქალ-ვაჟი გაუთავისუფლებია. მას შემდეგ რაც იგი მებატონეებმა დააბეზღეს იძულებული გახდა ყაჩაღად გავარდნილიყო. დაღუპულა სპარსელთა წინააღმდეგ ბრძოლაში.

მაია წყნეთელის თავგადასავალი აისახა ქართულ ფოლკლორში, აგრეთვე თეატრსა და კინოში. 1959 წელს რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ გადაიღო ფილმი „მაია წყნეთელი“. სურათში მთავარი როლი ლეილა აბაშიძემ შეასრულა

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...