воскресенье, 3 декабря 2023 г.

ეთიოპია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                  ეთიოპია
ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა
የኢትዮጵያ ፌዴራላዊ ዲሞክራሲያዊ ሪፐብሊክ
ye-Ītyōṗṗyā Fēdēralāwī Dīmōkrāsīyāwī Rīpeblīk
ეთიოპია
ეთიოპიის
დროშაგერბი

 (ეთიოპიურად:ኢትዮጵያ, ორომოს ენა — Itoophiyaa) — ადრე აგრეთვე ცნობილი როგორც აბისინია — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო (ერიტრეის გამოყოფის შემდეგ 1993 წლის 24 მაისს) აღმოსავლეთ აფრიკაშისომალის ნახევარკუნძულზე. მისი ოფიციალური სახელწოდებაა ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა (ამჰ. የኢትዮጵያ ፌዴራላዊ ዲሞክራሲያዊ ሪፐብሊክორომოს ენა — Federaalawaa Dimokraatawaa Repabliikii Itoophiyaa). 85,2 მილიონ ადამიანზე მეტი მოსახლეობით, ეთიოპია ნიგერიის შემდეგ აფრიკაში მეორე სახელმწიფოა ამ მაჩვენებლით,[2] ხოლო ფართობით (1 104 300 კმ²) მეათე. დედაქალაქია ადის-აბება. მას ესაზღვრებიან ერიტრეა ჩრდილოეთიდანსუდანი და სამხრეთი სუდანი დასავლეთიდანჯიბუტი და სომალი აღმოსავლეთიდან და კენია სამხრეთიდან.

ეთიოპია — ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა და ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოა მსოფლიოში.

ეთიოპია — სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების უძველესი წევრია: ის იყო ერთა ლიგის წევრი და გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი პირველი წევრი. ეთიოპია ასევე აფრიკის კავშირის წევრი-დამაარსებელია, შედის აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციაში. ეთიოპია — ერთადერთი აფრიკული სახელმწიფოა, რომელიც არასოდეს არ ყოფილა სხვა რომელიმე ევროპული სახელმწიფოს კოლონია.

სახელწოდება

სახელწოდება მომდინარეობს ლათინური „Aethiopia“-დან, რომელიც გეეზიდან ʾĪtyōṗṗyā (ეთიოპიური) წარმოიშვა (ძვ. ბერძნ. Αἰθιοπία ან ძვ. ბერძნ. Αἰθίοψ 'ეთიოპი'), რაც ნიშნავს „ადამიანს დამწვარი/გარუჯული (მზეზე) სახით“. IV საუკუნის ზოგიერთ აქსუმურ წარწერებზე უკვე გამოიყენება ტერმინი — ეთიოპია.

ევროპულ კულტურაში, ეთიოპია დიდი ხნის განმავლობაში უპირატესად ცნობილი იყო, როგორც აბისინია, ძველქართულად „აბაშეთი“. ეს სემიტური წარმოშობის სახელწოდება, სათავეს იღებს არამიული ეპიგრაფიული ḤBŚT-სგან (ჰაბაშატი) და ნიშნავდა აქსუმის მეფის არააქსუმელ ქვეშევრდომებს, შემდგომში ასე (მათ შორის არაბულად) უპირატესად უწოდებდნენ ეთიოპიის სემიტურ მოსახლეობას (ამჰარებიტიგრებიტიგრინიელები), რომლებსაც ისტორიულად ეკავათ წამყვანი პოზიციები ქვეყნის ელიტაში. არაბულად „ჰაბაშ“ ნიშნავს „შერეულს“, რაც ქვეყნის მოსახლეობის ეთნიკურ სიჭრელეზე მიანიშნებს. ჩვენ დროში სახელწოდება, რომელიც სიტყვა აბისინიას ენათესავება, გამოიყენება თურქულ (თურქ. Habeşistan) და არაბულ ენებში (ალ-ჰაბაშ). სულ ცოტა ხნის წინ მსგავსი სახელწოდება ჰაბაში გამოიყენებოდა ივრითში. ევროპულ კულტურაში ტერმინი აბისინია 1945 წლის შემდეგ გამოვიდა ხმარებიდან.

გეოგრაფია

ეთიოპიის რუკა

ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკაში. მას აქვს სახმელეთო საზღვრები შემდეგ ქვეყნებთან: სუდანი — 723 კმ, სამხრეთი სუდანი — 883 კმ, ერიტრეა — 912 კმ, ჯიბუტი — 337 კმ, სომალი — 1626 კმ, კენია — 830 კმ. ფართობი: 1 104 300 კმ².

ეთიოპიას გააჩნია სადავო ტერიტორიებიილემის სამკუთხედი კენიასთან და სამხრეთ სუდანთან, მანდერას სამკუთხედი კენიასთან და სომალისთან და ქალაქი ბადმე ერიტრეასთან.

რელიეფი

ეთიოპია ყველაზე მაღალმთიანი რეგიონია აფრიკის კონტინენტზე. მისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს ეთიოპიის მთიანეთს, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთ ეთიოპიამდე. მთიანეთის ყველაზე მაღალი ნაწილი არის ჩრდილოეთი. აქ განთავსებულია ქვეყნის ყველაზე მაღალი წერტილები რას-დაშანი (4620 მ) და ტალო (4413 მ). აღმოსავლეთით, აფარის რეგიონში მდებარეობს ყველაზე დაბალი წერტილი აფრიკაში.

ეთიოპიის მთიანეთის დასავლეთ ნაწილს აქვს უფრო ნაკლებად დახრილი რელიეფი და ეშვება სუდანის საზღვრისკენ მცირე საფეხურებით.

დაბლობებს ასევე უკავია ეთიოპიის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ყველაზე დიდი მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთში. ზოგან ის გადადის პლატოში, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მეტია. ეს ეთიოპიის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამშრალი ნაწილია. ასევე არსებობენ მცირე დაბლობები, რომლებიც მოქცეულია მთის ქედებს შორის. ისინი განლაგებულნი არიან ქვეყნის ჩრდილოეთში და დასავლეთში.

კლიმატი

ეთიოპიის მთელი ტერიტორია მდებარეობს სუბეკვატორულ და ტროპიკულ კლიმატურ სარტყელში. მაგრამ ის ფაქტი, რომ ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი მდებარეობს ეთიოპიის მთიანეთში, ხსნის რბილ და ტენიან კლიმატს ეთიოპიაში. ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში არის საშუალოდ +25 °C +30 °C და მოდის ნალექების საკმარისი რაოდენობა.

სრულიად პირიქითაა აღმოსავლეთ ნაწილში, იქ სიცხე და მშრალი უდაბნოს კლიმატია. საერთოდ, ეთიოპიისათვის წლის განმავლობაში არ არის დამახასიათებელი ტემპერატურის დიდი რყევა. სამაგიეროდ მნიშვნელოვანია სხვაობა ღამის და დღის ტემპერატურებს შორის: ის შეადგენს დაახლოებით 15 °C-ს.

ეთიოპიის კლიმატი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ზღვის დონედან არსებულ სიმაღლეზე. ტროპიკულ ზონაში, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1830 მეტრზე დაბლა, საშუალოწლიური ტემპერატურა შეადგენს დაახლოებით 27 °С-ს, ხოლო საშუალოწლიური ნალექების ნორმა — დაახლოებით 510 მმ-ს. სუბტროპიკულ ზონაში (ზღვის დონიდან 1830-2440 მეტრი) საშუალოწლიური ტემპერატურაა — დაახლოებით 22 °С, ხოლო ნალექების ნორმა — 510 მმ-დან 1530 მმ-მდე. ზღვის დონიდან 2440 მეტრზე მაღლა იმყოფება ზომიერი კლიმატის ზონა საშუალოწლიური ტემპერატურით დაახლოებით 16 °С და ნალექების საშუალო ნორმით 1270 მმ-დან 1780 მმ-მდე.

წვიმების სეზონი ჩვეულებრივად გრძელდება ივნისის შუიდან სექტემბრის ჩათვლით, ზოგჯერ თებერვალში ან მარტში დგება წვიმების მოკლე სეზონი. როგორც წესი ეთიოპიაში პრაქტიკულად არ არსებობს დღე, როდესაც არ ანათებს მზე და შედეგად ერთ-ერთი ტურისტული დევიზი ასე ჟღერს: «ეთიოპია — 13 თვიანი მზის ქვეყანა» (ეთიოპიური კალენდრით წელიწადი შედგება 13 თვისაგან).

წყლის რესურსები

ეთიოპიის დასავლეთით მდინარეების დიდი ნაწილი ეკუთვნის ნილოსის აუზს. ყველაზე დიდი აქედან არის აბბაი, იგივე ცისფერი ნილოსიტეკეზე და სობატი. ასევე აღსანიშნავია მდინარე ავაში, რომელიც მიემართება ჯიბუტის საზღვრის გასწვრივ, უები-შაბელე, რომელიც მიედინება წითელი ზღვისაკენ და მდინარე ომო, რომელიც ტურკანის ტბის ძირითადი შემავსებელია. აქვეა ყველაზე დიდი ტბა ეთიოპიაში ტანა და ერთ-ერთი უდიდესი შალა. აღმოსავლეთში ნაკლებად წყალუხვი მდინარეებია, რაც დაკავშირებულია მშრალ კლიმატთან. უდიდესი მდინარეა ჯუბა.

ფლორა და ფაუნა

სამხრეთ-დასავლეთში, სადაც კლიმატი ნოტიო და თბილია, მდებარეობს ეთიოპიის ყველაზე დიდი ტროპიკული ტყეების მასივი, ფლორის და ფაუნის დიდი მრავალფეროვნებით. XVIII საუკუნეში ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი ეჭირა ტყეებს, მაგრამ მოსახლეობის რაოდენობის ზრდისა და სოფლის მეურნეობის განვითარების შედეგად ტყის ფართობი მნიშვნელოვნად შემცირდა. ქვეყნის სამხრეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობენ სავანები.

ტყის ფართობის შემცირებასთან ერთად შემცირდა ცხოველების პოპულაციაც. თუმცა ეთიოპიაში დღეისათვის შეგიძლიათ ნახოთ სპილოებიავაზებილომებიმელიებინიანგებიჟირაფებიბეჰემოთები და მაიმუნები. ეთიოპიის ჩრდილოეთ რეგიონში ბინადრობენ იშვიათი ცხოველები — ანტილოპა-ნიალა და ეთიოპიური თხა.

ისტორია

ისტორიამდელი პერიოდი

ეთიოპიის მთიანეთი იყო ადამიანთა საცხოვრებელი ადგილი უძველესი დროიდან, რაზეც მეტყველებენ ავსტრალოპითეკების ნამარხები მდინარე ომოს ხეობაში და ოლდუვაის კულტურის სადგომები ეთიოპიის სამხრეთში.

ეთიოპიის მთიანეთი — ეთიოპიიდური ანთროპოლოგიური ტიპის ჩამოყალიბების სავარაუდო ცენტრია, ქუშიტური ენების და მიწადმოქმედების ერთ-ერთი ყველაზე უფრო უძველესი კერა.

უძველესი ისტორია

ძველი ეგვიპტელი ისტორიკოსები ლაპარაკობენ კიდევ უფრო უძველეს ქვეყანა პუნტიზე (ეგვიპტ. pwn.t, ასევე t3-nṯr, ანუ «ღმერთების მიწა»), რომელიც არსებობდა აფრიკის რქის ტერიტორიაზე. დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 წელს არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში ჩამოყალიბდნენ ჰადრამავთისკატაბანის და საბის სამეფოები, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა ამ რეგიონის (თანამედროვე იემენი) მოსახლეობის ნაწილის გადასახლება დღევანდელი ერიტრეის და ჩრდილო-აღმოსავლეთ ეთიოპიის ტერიტორიებზე. გადმოსახლებულებმა თან მოიტანეს სემიტური ენები, რითაც საფუძველი დაუდეს ეთიოპიის ცივილიზაციის განვითარებას, რომელსაც ჰქონდა მნიშვნელოვანი ანთროპოლოგიური, ენობრივი, ეთნიკურიკულტურული და რელიგიური კავშირი სემიტურ და მელთაშუაზღვის რეგიონის სამყაროსთან, რომელიც დიდად განსხვავდებოდა მისი თანამედროვე სხვა აფრიკული ცივილიზაციებისგან.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნეში ეთიოპიის მიწებზე შემოვიდა საბას მსხვილი კოლონია, რომლებიც სწრაფადვე გამოეყვნენ თავიანთ არაბულ მეტროპოლიას. საბას ხალხის მოსვლასთანაა დაკავშირებული ცნობილი ეთიოპიური ლეგენდა «სოლომონის დინასტიის» შესახებ, რომლის წარმომადგენლებიც თითქოს იყვნენ ეთიოპელი მეფეები. ლეგენდის თანახმად, ისინი ყველანი იყვნენ ძველი ისრაელის სამეფოს მეფის სოლომონის და ბიბლიური საბის დედოფლის, ანუ საბის სამეფოს მმართველის შთამომავლები. ეთიოპელები საბის დედოფალს ტრადიციულად ეძახდნენ ეთიოპელ მაკედას ან ბილკისს.

არაბების გადასახლებამ ტიგრების პლატოზე ეთიოპიაში გამოიწვია არა მარტო სემიტური ენების გავრცელება, არამედ ბევრი ახალი წეს-ჩვეულებებიც: ქვის მშენებლობა მშრალი წყობის მეთოდით და ქვაზე ჭრა, მოხატული კერამიკით და კიდევ ზოგიერთი ცივილიზაციის მიღწევები. არაბი გადმოსახლებულები შეერივნენ ტიგრეს რეგიონში მცხოვრებ კუშიტებს და ჩამოყალიბდნენ აგაზებად — ძველეთიოპიურ ხალხად, რომელი სახელითაც ტიგრეს თანამედროვე ტერიტორია ცნობილი გახდა, როგორც «აგაზების ქვეყანა», ხოლო ძველეთიოპიური ენა — როგორც გეეზი. უძველესი ეთიოპიური სახელმწიფო, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნეში არაბული გავლენის ქვეშ ჩამოყალიბდა, გახდა დʿმტის სამეფო.

ცნობილია, რომ მეროეს სახელმწიფოს მეფეები ჰორსიოტეფი (ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნის დასაწყისი) და ნასტასენი (ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნის დასასრული) ომებს აწარმოებდნენ ჰაბასას (აბისინია) ხალხთან; ძველი ბერძნები ეთიოპელებს ეძახდნენ აფრიკაში მცხოვრებ ყველა შავკანიანს, პირველ რიგში ნუბიელებს; დღეისათვის ეს დასახელება გამოიყენება ტერიტორიისათვის, რომელიც ასევე ცნობილია აბისინიის სახელწოდებით.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნისთვის ეს სახელმწიფო დაიშალა რამდენიმე პატარა სამთავროდ (ჰეგერი, დავალი). წითელი ზღვის და ადენის ყურის ეთიოპიურ სანაპიროზე გაჩნდნენ ელინისტური ეგვიპტის ფაქტორიები, რომელთა დაცემა დამთავრდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე I საუკუნისთვის.

ადრეული შუასაუკუნეები

ჩვენი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის დასაწყისში მთელი რიგი მცირე ტომობრივი წარმონაქმნების გაერთიანების შედეგად, რომლებიც არსებობდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე I ათასწლეულის შუა პერიოდამდე, შეიქმნა ძლიერი აქსუმის სამეფო. მისი მთავარი პორტი გახდა ქალაქი ადულისიერიტრეის სანაპიროზე, რომელიც იყო სავაჭრო გზის მთავარი დამაკავშირებელი პუნქტი ეგვიპტედან ინდოეთში და შრი-ლანკაში, ასევე აღმოსავლეთი აფრიკის სანაპიროებთან.

აქსუმის სამეფომ ყველაზე დიდ აღმავლობას მიაღწია ჩვენი წელთაღრიცხვის IV—VI საუკუნეებში, როდესაც მისი სიძლიერე გავრცელდა ნუბიაზეიემენზეეთიოპიის მთიანეთთზე და აფრიკის რქის ჩრდილოეთ ნაწილზე. ადგილობრივი პატარა სამეფოების მეფეები აქსუმის მმართველს («მეფეთა მეფეს») უხდიდნენ ხარკს; ეთიოპიის სამხრეთი საზღვრებიდან და სუდანიდან აქსუმში მოდიოდა ოქროძვირფასი ქვებისპილოს ძვალიმარტორქის რქები, ბეჰემოთის კბილები, გარეული ცხოველების ტყავი, ცოცხალი ცხოველები და ფრინველები. ეს საქონელი გაჰქონდათ ქალაქ ადულისის გავლით რომის იმპერიაშიირანშიინდოეთშიშრი-ლანკაში; სანაცვლოდ შემოჰქონდათ ფერადი ლითონებისგან დამზადებული ნაკეთობანი, რკინა, ქსოვილები ეგვიპტიდან, სანელებლებიღვინოშაქარიმარცვლეული (ხორბალიბრინჯი). ვაჭრობასთან დაკავშირებული ბევრი თავისუფალი უცხოელი — რომაელი, სირიელი, ინდოელი — ცხოვრობდა ქალაქ აქსუმში და ადულისში. ვაჭრობის საჭიროებისთვის აქსუმის მეფეები ჩვენი წელთაღრიცხვის III საუკუნეში უშვებდნენ ოქროს და ვერცხლის მონეტებს. ჩვენი წელთაღრიცხვის V—VI საუკუნეებში აქსუმი გახდა ჩრდილო-აღმოსავლეთი აფრიკის უდიდესი ქალაქი; მისი ზომები და სიმშვენიერე დიდ აღტაცებას იწვევდა არა მარტო არაბებში, არამედ ბიზანტიელ მოგზაურებშიც. ადულისი გადაიქცა ინდოეთის ოკეანის დასავლეთი ნაწილის უდიდეს პორტად.

ჩვენი წელთაღრიცხვის I— IV საუკუნეებში აქსუმში ბატონობდა ადგილობრივი პოლითეისტური რელიგია, რომელშიც მთავარი მნიშვნელობა ჰქონდა მეფის ღვთიური პიროვნების კულტს. ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში აქსუმში შეაღწია ქრისტიანობამ და უკვე IV საუკუნის შუა პერიოდიდან, მეფე ეზანას (დაახლოებით 325—360 წლები) დროს ხდება სახელმწიფო რელიგია. წარმოშობით სირიელი, მეფე ეზანას მდივანი ფრუმენტი, ხელდასხმული იქნა აქსუმის პირველ ეპისკოპოსად. 329 წელი ითვლება ეთიოპიის მონოფიზიტური ეკლესიის დაარსების თარიღად, რომელიც დამოკიდებული რჩებოდა ეგვიპტურ კოპტურ ეკლესიაზე თვით 1948 წლამდე.

ეთიოპიის ეკლესიის მეთაურს და მის უმაღლეს მღვდელმთავრებს — აბუნებს (ეპისკოპოსები) ნიშნავდა ალექსანდრიის პატრიარქი და ისინი, როგორც წესი, იყვნენ ეგვიპტელები. ქრისტიანობა ძირითადად გავრცელდა მშვიდობიანი მეთოდებით და VI საუკუნისთვის დამკვიდრდა სახელმწიფო რელიგიის სახით.

ეზანას მმართველობის დროს აქსუმელები ასრულებდნე წარმატებულ თავდასხმებს მეროეზე, ბატონობდნენ ბეჯას ხალხის ქვეყანაში და პრეტენზიას აცხადებდნენ სამხრეთ არაბეთზე ბატონობაზე. მაგრამ აქსუმის სამეფოს აყვავების ხანაშიც კი მეფეთა მეფის ხელისუფლება არ იყო საკმაოდ მყარი, და ლაშქრობები მათი ხელქვეითი ტომების წინააღმდეგ მუდმივად იმართებოდა ხელმეორედ.

მეფე კალებ ელა-ასბეჰამ (დაახლოებით 510—530 წლები) გადაწყვიტა ელაშქრა იემენში (517 წელი) მეფე იუსუფ ზუ-ნუვასის წინააღმდეგ, რომელმაც იუდაიზმი სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ჰიმიარიტების სამეფოში. ეთიოპიელებმა დაიპყრეს სამეფოს დედაქალაქი ზაფარი, მაგრამ 518 წელს ზუ-ნუვასმა დაიბრუნა დედაქალაქი და ამოწყვიტა აქსუმელთა გარნიზონი. 525 წელს აქსუმელებმა კვლავ გადასხეს ჯარი იემენში ბიზანტიური გემებით, ზუ-ნუვასი განადგურდა და მოკლული იქნა უბრალო მეომრის აბრაჰას მიერ, რომელიც გახდა იემენის გუბერნატორი, ხოლო მალე (534 წელი) მან ხელში ჩაიგდო ხელისუფლება და სამხრეთ არაბეთში შექმნა სახელმწიფო, რომელსაც მართავდნენ ეთიოპელები. აბრაჰა უგზავნიდა ძღვენს ელა-ასბეჰას და მის შთამომავალ გებრე-მესკელს, მაგრამ ატარებდა დამოუკიდებელ პოლიტიკას; მისი მართველობის დროს ის სულ ცოტა ერთ შორეულ ლაშქრობას ასრულებდა ცენტრალურ არაბეთში (მუსლიმური ტრადიციით, 570 წელს, მაგრამ უფრო ზუსტად, ეს მოხდა 547 წელს).

577 წელს სპარსეთის შაჰმა ხოსრო I-მა სამხრეთ არაბეთში გამოუშვა ფლოტი და ჯარი. სპარსელებმა იემენი დაიპყრეს და გახადეს სასანიდების «ზღვისიქითა კოლონიად», რომლებმაც ასევე გაავრცელეს ბატონობა წითელი ზღვის კუნძულებზე ეთიოპიის სანაპიროს მოპირდაპირე მხარეს.

VII საუკუნეში არაბეთში წარმოიშვა ისლამი. 615 წელს აქსუმის სამეფოში თავშესაფარი ნახეს პირველმა მუსლიმური თემის წარმომადგენლებმა, რომლებიც მექადან გამოაძევეს თავიანთმა თანამემამულეებმა. აქსუმის მეფე არმაჰ I იყო მაჰმადის მოკავშირე. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისლამმა გაიმარჯვა არაბეთში, ეთიოპელებმა გამოავლინეს მტრული განწყობა ახალი მეზობლების მიმართ. უფრო ზუსტად, ამის მიზეზი იყო სავაჭრო კონკურენცია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობდა, როგორც არაბთა, ასევე აქსუმელთა ცხოვრებაში. უკვე 630 წელს აქსუმელთა ფლოტი თავს დაესხა ჰიჯაზის სანაპიროს, მაგრამ არაბებმა შეძლეს შეტევის მოგერიება. 640 წელს აქსუმელებმა კვლავ შეუტიეს არაბეთის სანაპიროს, რის პასუხადაც იემენელებმა თვითონ დაარტყეს აქსუმის სამეფოს. მას შემდეგ, რაც არაბებმა 641 წელს დაიპყრეს ეგვიპტე, ხოლო 652 წელს დაიმორჩილეს სუდანის მაკურიის სამეფო, აქსუმის სამეფო მოექცა მუსლიმური სამფლობელოების შუაში და მას გზა გადაეჭრა ქრისტიანული მოკავშირე სახელმწიფოებისკენ და ხმელთაშუაზღვის ბაზრებისკენ.

ახალი სერიოზული კონფლიქტი მოხდა VIII საუკუნის დასაწყისში, 702 წელს აქსუმელთა ფლოტმა გადასხა დესანტი, რომელმაც უეცრი დარტყმით დაიპყრო ჯიდამექა მოიცვა პანიკამ, მუსლიმებმა დიდი სიძნელეების გავლით გადასხეს დამხმარე რაზმები და მოიგერიეს თავდასხმა. ამის შემდეგ სულ მალე არაბები, რომელთაც უკვე ჰქონდათ საზღვაო ლაშქრობების სოლიდური გამოცდილება, ორგანიზება გაუკეთეს დიდ ექსპედიციას აქსუმის სამეფოს წინააღმდეგ. მათ დაიპყრეს, გაძარცვეს და გაანადგურეს ადულისი, რომელმაც სამუდამოდ დაკარგა თავისი მნიშვნელობა; დაჰლაკის არქიპელაგი გადავიდა არაბების მმართველობის ქვეშ. უკვე VIII საუკუნის შუაში აქსუმის სამეფოს სიძლიერემ დაიწყო დაღმა სვლა. ქალაქები დაცარიელდა, აქსუმის სამეფომ შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა მხოლოდ რელიგიური ცენტრის სახით, შემდგომში აქ ხდებოდა იმპერატორების კორონაცია.

IX—XI საუკუნეებში დაჰლაკის არქიპელაგზე, ქალაქებში მასაუა და ზეილა და ეთიოპიის მთიანეთის აღმოსავლეთის განაპირა მხარეებში ჩნდებიან მუსლიმური საქალაქო თემები და პატარ-პატარა სამთავროები. ბეგემდირის და სიმენის რაიონებში, ტანას ტბის ჩრდილოეთით, წარმოიქმნა ეთიოპიელი ებრაელების დამოუკიდებელი სამთავრო, რომლებიც უძველესი დროიდან იუდაიზმის სარწმუნოებას მისდევდნენ. ეთიოპიელთა ძირითადი ნაწილი ქრისტიანებად დარჩა.

XII საუკუნეში ხდება ქრისტიანული სამთავროების კონსოლიდაცია ზაგვეს დინასტიის ლასტას სამეფოში (დედაქალაქი — ლალიბელა, ტანის ტბის აღმოსავლეთით). XII საუკუნის ბოლო XIII საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება ზაგვეს დინასტიის ლეგენდარული მეფის — გებრე მესკელ ლალიბელას მმართველობის პერიოდი: მას მიეწერება მონასტრების მშენებლობა, სასულიერო პირებისათვის და ღარიბ-ღატაკებისათვის საჩუქრების დარიგება და შემწეობის გაწევა, ასევე მუსლიმების მისამართით მუქარა — კაშხლის აშენება და მდინარე ცისფერი ნილოსის წყლის მოშორება სუდანიდან და ეგვიპტიდან. პარალელურად შოას რაიონში მუსლიმები გაერთიანდნენ მაჰზუმის (მაჰჯუმი) დინასტიის სულთანატში; წარმართები გაერთიანდნენ დამოტის სამეფოში.

XIII საუკუნეში იცვლება დინასტია, როგორც ეთიოპიის ქრისტიანულ, ასევე მუსლიმურ ნაწილში. 1270 წელს უმაღლესი ხელისუფლება ზაგვეს დინასტიიდან გადავიდა ეგრეთ წოდებულ სოლომონის დინასტიის, რომლის დამაარსებელიც იყო იიკუნო-ამლაკი (1268—1285 წლები), — მმართველების ტეგულეტას და მენზას ხელში; სახელმწიფოში მოწინავე გახდა ამჰარას ხალხი, ხოლო სიმძიმის ცენტრმა გადაინაცვლა სამხრეთისკენ, ჩრდილოეთი ნაწილში შოასკენ (ტეგულეტი). 1277 წელს მენზადან სამხრეთ-აღმოსავლეთით შეიქმნა იიფატის სულთანატი, უოლასმას დინასტიის მეთაურობით, რომელმაც 1285 წელს შეიერთა შოას სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, რითაც ჰეგემონია წაართვა მაჰზუმის სულთნებს. ამ დროიდან იიფატმა, რომელსაც ხელში ეკავა ბატონობა ერთმანეთთან მუდმივ მეტოქეობაში მყოფ სულთნებზე (ადალი, დოუარო, ბალი, ჰადია, ფეტეგარი), დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლა ქრისტიანულ სამეფოსთან. ამ ბრძოლაში ქრისტიანები ძლიერები აღმოჩნდნენ უფრო გამართული სამხედრო-ფეოდალური და ეკლესიური ორგანიზების გამო, თუმცა მუსლიმების მხარეს იყო სავაჭრო უპირატესობა და ისლამური სახელმწიფოების მხარდაჭერა, რისი მეშვეობითაც ხორციელდებოდა ეთიოპიის პრაქტიკულად ყველა კავშირი გარე ცივილიზებულ სამყაროსთან.

გვიანდელი შუასაუკუნეები

იმპერატორმა ამდე-ციიონ I-მა (1314—1344 წლები) დაიქვემდებარა ეთიოპიის მთიანეთის ქრისტიანული, მუსლიმური, ებრაული და წარმართული სამთავროები და შექმნა ძლიერი დიდი სახელმწიფო.

იმპერატორმა იისჰაკმა (1414—1429 წლები) ხარკი დაადო არა მარტო მუსლიმურ სახელმწიფოებს, არამედ ეთიოპიის მთიანეთის სამხრეთში არსებულ წარმართულ სამთავროებსაც. იმპერატორი ზერა იაიკობი (1434—1468 წლები) მთელი თავისი მმართველობის პერიოდში იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისათვის, მან გადააყენა ყველა ვასალურ დამოკიდებულებაში მყოფი თავადები და მათ ადგილას იმპერატორის გუბერნატორებად დანიშნა თავისი ქალიშვილები და ვაჟიშვილები, ხოლო შემდეგ ისინი შეცვალა თავისი ჩინოვნიკებით. 1445 წელს ზერა იაიკობმა გაანადგურა იიფატის სულთანატი, კიდევ რამდენიმე მუსლიმური სამთავრო და დაამყარა ჰეგემონია ჩრდილო-აღმოსავლეთი აფრიკის ამ ნაწილში. გამყარდა კავშირები ეგვიპტესთან, იემენთან, დამყარდა კონტაქტები დასავლეთ ევროპასთან.

XVI საუკუნის დასაწყისში აღმოსავლელი მეზობელი და ძველი მოწინააღმდეგე, ადალის სულთანატმა, ეთიოპიის იმპერიის წინააღმდეგ დაიწყო სასტიკი ომი. იმამმა აჰმედ იბნ იბრაჰიმმა, მეტსახელად გრანი (ცაცია), გამოაცხადა ჯიჰადი და 1529—1540 წლებს შორის დაიპყრო ეთიოპიის იმპერიის თითქმის მთელი ტერიტორია. მაგრამ იმპერატორ ლებნე-დინგილიას სიკვდილის შემდეგ მისმა შვილმა — იმპერატორმა გელაუდეუოსმა (1540—1559 წლები) შეძლო გაეერთიანებინა მსხვილი ეთიოპელი ფეოდალების ძალები და გაეძევებინა მუსლიმები. ეთიოპელებს დახმარება გაუწიეს პორტუგალიელებმაც. აჰმედ გრანი ბრძოლაში იქნა მოკლული, ხოლო ადალის სულთანატმა არსებობა შეწყვიტა. 1557 წელს თურქებმა დაიპყრეს მასაუა და სხვა პორტები წითელი ზღვის სანაპიროზე. ამავე პერიოდში დაიწყო შეტევა დასუსტებულ ეთიოპიაზე ორომოს შავკანიანი ტომების მხრიდან.

ამავე პერიოდში ეთიოპიაში გამოჩნდნენ იეზუიტები. მათმა შემოღწევამ ეთიოპელი იმპერატორების სურვილის — შექმნილიყო ევროპული ტიპის აბსოლუტური მონარქია — ნაცვლად მოიტანა რამდენიმე ომი რელიგიურ ნიადაგზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იმპერატორმა სუსინიოს ეთიოპიელმა (1607—1632 წლები) მიიღო კათოლიკობა. ეს ომები შეწყდა ტახტზე იმპერატორ ფასილედესის (1632—1667 წლები) ასვლის შემდეგ, რომელმაც ეთიოპიიდან გარეკა იეზუიტები და გაწყვიტა ურთიერთობა პორტუგალიელებთან.

იმპერატორმა იასუ I-მა დიდმა (1682—1706 წლები) ხელახლა დაიმორჩილა ამბოხებული ვასალი თავადები, სცადა განეხორციელებინა მმართველობის რეფორმა, ვაჭრობის განვითარებისთვის მოაწესრიგა საბაჟო და საგადასახადო სისტემები.

მაგრამ XVIII საუკუნის ბოლოდან ეთიოპიაში ისევ გაძლიერდა ფეოდალური განხეთქილება. თითოეული მსხვილი (საშუალოც კი) ფეოდალ ჰყავდა საკუთარი ჯარი. ფეოდალები ართმევდნენ ბეგარას გლეხებისგან, რომლებიც თემური წესით ცხოვრობდნენ. ხელოსნები ითვლებოდნენ დაბალ კასტად. საშუალო ფენაში შედიოდნენ სამხედრო დასახლებულები, საეკლესიო მრევლი, შეძლებული ქალაქელები. არისტოკრატიას ჰყავდა მონა-მოსამსახურეები, მომთაბარეების თემებში ასევე გავრცელებული იყო მონათმფლობელობა.

XIX საუკუნე

XIX საუკუნის შუა პერიოდში წვრილმა ფეოდალმა კასამ დაიწყო ბრძოლა ეთიოპიის ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ გაერთიანებისათვის. იგი ეყრდნობოდა მცირემიწიან ფეოდალებს, ვისი დახმარებითაც მან 1853 წელს დაამარცხა ცენტრალური ოლქების მმართველი რასუ ალი, ხოლო შემდგომში დაძაბული ბრძოლების შემდეგ გაანადგურა ტიგრაის რეგიონის მმართველი უიბე. 1855 წელს კასამ თავი გამოაცხადა იმპერატორად, სახელწოდებით თეოდროს II.

თეოდროს II სასტიკ ბრძოლებს აწარმოებდა ფეოდალური სეპარატიზმის წინააღმდეგ. შეიქმნა რეგულარული ჯარი, შეიცვალა საგადასახადო სისტემა, აიკრძალა მონათვაჭრობა, ეკლესიას ჩამოერთვა მიწების ნაწილი, დარჩენილი საკუთრება დაიბეგრა. შემცირდა შიდა საბაჟოების რაოდენობა, დაიწყო სამხედრო-სტრატეგიული გზების მშენებლობა, ეთიოპიაში იწვევდნენ ევროპელ სპეციალისტებს.

მაგრამ ეკლესიაზე გადასახადების დაწესებამ მათთან კონფლიქტი გამოიწვია, რომელმაც ხელი შეუწყო ფეოდალების ბრძოლას იმპერატორის წინააღმდეგ. 1867 წლისთვის თეოდროს II-ის ხელისუფლება გავრცელდა ქვეყნის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილზე. ამავე წელს წარმოიშვა კონფლიქტი დიდ ბრიტანეთთან, რომელიც გამოიწვია ეთიოპიაში დიდი ბრიტანეთის რამდენიმე მოქალაქის დაპატიმრებამ. 1867 წლის ოქტომბერში ეთიოპიაში გადასხდა ბრიტანეთის არმიის კორპუსი (30 ათას ადამიანზე მეტი რაოდენობით, ინდოელთაგან შემდგარი დამხმარე პერსონალის ჩათვლით). იმპერატორ თეოდროს II-ის არმიაში ამ დროისათვის ირიცხებოდა არაუმეტეს 15 ათასი ადამიანი.

ეთიოპელებსა და ბრიტანელებს შორის ერთადერთი ბრძოლა ღია მინდორში მოხდა 1868 წლის 10 აპრილს: 2 ათასმა ბრიტანელმა სძლია 5 ათას ეთიოპიელს, დისწიპლინაში და შეიარაღებაში უპირატესობის გამო. ამის შემდეგ თეოდროს II-მ ბრიტანელებთან სცადა მშვიდობიანი მორიგება, იგი ბრიტანელებს შეპირდა დაპატიმრებულების განთავისუფლებას და ასევე საჩუქრის სახით დიდი რაოდენობით შინაური პირუტყვის მიცემას. მაგრამ ბრიტანელებმა უარყვეს მშვიდობიანი პირობები და დაიწყეს მეკდელას ციხე-სიმაგრის შტურმი, სადაც იმპერატორი იმყოფებოდა. თეოდროს II-მ, რომელსაც არ უნდოდა ტყვედ ჩავარდნა, თავი მოიკლა. ბრიტანელებმა აიღეს მეკდელა, გაანადგურეს ეთიოპიის მთელი არტილერია, ტროფეის სახით წაიღეს იმპერატორის გვირგვინი და 1868 წლის ივნისში დატოვეს ეთიოპიის ტერიტორია.

თეოდროს II-ის სიკვდილის შემდეგ დაიწყო ომი ტახტისათვის. ტეკლე-გიიორგის II (1868—1871 წლები) დაამარცხა იოჰანის IV-მ (1872—1889 წლები). 1875 წელს ეთიოპიაში შეიჭრა ეგვიპტის ჯარი. 1875 წლის ნოემბერში ეთიოპელებმა შეძლეს გუნდეტესთან ბრძოლაში დაემარცხებინათ ეგვიპტის ჯარის ძირითადი დაჯგუფება. მაგრამ 1875 წლის დეკემბერში ეგვიპტემ მასაუაში გადასხა ახალი საექსპედიციო კორპუსი. 1876 წლის მარტში გურასთან ბრძოლაში ეთიოპიელებმა შეძლეს გაენადგურებინათ იგი. მშვიდობა ეთიოპიასა და ეგვიპტეს შორის დაიდო 1884 წლის ივნისში და ეთიოპიამ მიიღო უფლება მასაუას პორტის გამოყენებაზე.

1885 წელს იმპერატორმა იოჰანის IV-მ თვითონ დაიწყო ომი მაჰდისტური სუდანის წინააღმდეგ. 1885—1886 წლებში ეთიოპიის ჯარი ამარცხებდნენ სუდანელებს, მაგრამ ამ დროს იტალიამ დაიწყო ეთიოპიის ჩრდილოეთი რაიონების ოკუპაცია. საბრძოლო მოქმედებები ეთიოპელებსა და იტალიელებს შორის მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით.

1888 წელს იმპერატორმა იოჰანის IV-მ მშვიდობა შესთავაზა სუდანს. მაგრამ სუდანის ხალიფა აბდალაჰმა წამოაყენა პირობა — იოჰანის IV-ს უნდა მიეღო ისლამი. 1889 წლის დასაწყისში იოჰანის IV პირადად გაუძღვა 150-ათასიან ჯარს სუდანში და 1889 წლის მარტში სასიკვდილოდ დაიჭრა საზღვართან ბრძოლაში.

ახალმა იმპერატორმა მენელიკ II-მ (1889—1913 წლები) ჩაახშო სეპარატიზმი გოჯამში და ტიგრეში, აღადგინა ერთიანი ეთიოპიური სახელმწიფო. 1889 წელს ეთიოპიასა და იტალიას შორის დაიდო უჩიალის შეთანხმება, რის თანახმადაც მენელიკ II-მ აღიარა სანაპირო რაიონების იტალიის საკუთრებაში გადასვლა.

1890 წელს იტალიამ წითელ ზღვაში გააერთიანა ყველა თავისი სამფლობელო ერიტრეის კოლონიაში და განაცხადა, რომ 1889 წლის შეთანხმებით ეთიოპია აღიარებდა მასზე იტალიის პროტექტორატს. ამან აიძულა ეთიოპია 1894 წლიდან განეახლებინა საბრძოლო მოქმედებები ეთიოპიასა და იტალიას შორის.

1894 წლის ბოლოს იტალიის ჯარმა დაიკავა ქალაქები მენდეფერაადი-გრატი და ადუა. 1895 წლის ოქტომბრისთვის იტალიელებმა მოახდინეს მთელი ტიგრეს ოლქის ოკუპაცია. იმპერატორმა მენელიკ II-მ იტალიელების წინააღმდეგ გააგზავნა 112 000 ჯარისკაცი, რომელიც შედგებოდა ეთიოპიის ოლქების მმართველების რაზმებისაგან. 1895 წლის 7 დეკემბერს ამბა-ალაგასთან ბრძოლაში ეთიოპიის ჯარმა, რომელსაც მეთაურობდა რასა მეკონინი (ეთიოპიის მომავალი იმპერატორის ჰაილე სელასიეს მამა), დიდი მარცხი მიაყენა იტალიის ჯარს. იმპერატორმა მენელიკ II-მ იტალიას მშვიდობა შესთავაზა.

ამას გარდა, ეთიოპიამ გააკეთა დიპლომატიური დემარში — დემონსტრაციულად უარი განაცხადა უჩიალის შეთანხმების აღიარებაზე. იტალიელებმა ამაზე უარი განაცხადეს და შედეგად ომიც განახლდა. 1896 წლის 1 მარტს მოხდა ადუასთან ბრძოლა, რომელშიც იტალიელები მთლიანად განადგურდნენ.

1893-1899 წლებში მენელიკ II-მ დაიპყრო მთელი რიგი ოლქები ადის-აბებიდან სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით (უოლამო, სიდამო, კაფა, გიმირა და სხვა) და ჩამოაყალიბა ეთიოპიის თანამედროვე საზღვრები. შედეგად ეთიოპიის კორპუსმა და ჯარმა პრაქტიკულად შეაჩერა ბრიტანული კოლონიალური იმპერიის წინსვლა აფრიკაში. ეთიოპიამ გაუძლო დიდი ბრიტანეთის კოლონიალურ დაწოლას, რომელიც დასრულდა ბრიტანული თავდასხმისათვის აფრიკის სამხრეთში სხვა ობიექტის არჩევით და ბურების მეორე ომის დაწყებით. მენელიკ II-მ გამოსცა ბრძანება, რომელიც ზღუდავდა და კრძალავდა მონობას, ხოლო მონებად ცხადდებოდნენ მხოლოდ სამხედრო ტყვეები და ისიც არაუმეტეს 7 წლის ვადით. მენელიკ II-ის დროს შენდებოდა გზები, გაჩნდა ტელეგრაფი და ტელეფონი, ვითარდებოდა ვაჭრობა. ეთიოპიაში მენელიკ II-ის მმართველობის დროს გაიხსნა პირველი საავადმყოფო, გამოვიდა პირველი გაზეთი.

XX საუკუნის პირველი ნახევარი

1913 წელს მენელიკ II გარდაიცვალა. იმპერატორი გახდა მისი 17 წლის შვილიშვილი იასუ V. ეთიოპია ფორმალურად არ მონაწილეობდა პირველი მსოფლიო ომში, მაგრამ იმპერატორი იასუ V ატარებდა გერმანიასთან დაახლოების პოლიტიკას, იმედოვნებდა დაყრდნობოდა მას ბრიტანელებთან, ფრანგებთან და იტალიელებთან წინააღმდეგ ბრძოლაში.

1916 წლის სექტემბერში იმპერატორი იასუ V ჩამოაგდეს. იმპერატორად გამოცხადდა მენელიკ II-ის 40 წლის ქალიშვილი ზაუდიტუ (ჩამოგდებული იმპერატორის დეიდა), ხოლო რეგენტად, ანუ ფაქტობრივ მმართველად, 24 წლის ტეფერი მეკონინი. მანამდე ის, რასა მეკონინის ერთ-ერთი უმცროსი შვილი, 16 წლის ასაკიდან იყო სიდამოს ოლქის, შემდეგ ჰარერას ოლქის გუბერნატორი. 1916 წლის გადატრიალების შემდეგ ტეფერი მეკონინმა მიიღო ტიტული რასა (დაახლოებით შეეფარდება თავადს), და დღეისათვის მორწმუნენი მას თაყვანს სცემენ, როგორც ღმერთ რასტაფარს.

1930 წლის ნოემბერში იმპერატორ ზაუდიტუს სიკვდილის შემდეგ იმპერატორი გახდა რასა ტეფერი, ჰაილე სელასიე I-ის სახელწოდებით (1930—1975 წლები).

1931 წელს მან გამოაქვეყნა ეთიოპიის პირველი კონსტიტუცია. დამყარდა იმპერატორის აბსოლუტური ხელისუფლება, დეპუტატთა პალატის და სენატის სათათბირო პარლამენტით. 15-20 წლის განმავლობაში იგეგმებოდა მონათმფლობელობის მთლიანი აკრძალვა.

1934-1935 წლებში საზღვარზე მოხდა შეიარაღებული შეჯახებები იტალიის სამფლობელოებთან. 1935 წლის ოქტომბერში ფაშისტური იტალიის ჯარი შეიჭრა ეთიოპიაში იტალია-ეთიოპიის მეორე ომის დროს. რამდენიმე თვე ეთიოპიის ჯარი მძაფრ წინააღმდეგობას უწევდა იტალიელებს, ზოგჯერ გარკვეულ წარმატებებსაც კი აღწევდნენ. მაგრამ 1936 წლის 31 მარტს ეთიოპიის არმიის ძირითადმა ძალებმა მარცხი განიცადეს მაი-ჩოუსთან ბრძოლაში. 1936 წლის 5 მაისს იტალიის არმია, მარშალ პიეტრო ბადოლიოს ხელმძღვანელობით, შევიდა დედაქალაქ ადის-აბებაში. იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე III გამოცხადდა ეთიოპიის იმპერატორად.

ქვეყნის იტალიური ოკუპაცია გრძელდებოდა 1941 წლის გაზაფხულამდე, როდესაც ბრიტანეთის არმიამ, აფრიკული კოლონიებიდან შეკრებილი დამხმარე ძალის გამოყენებით, გაათავისუფლა ეთიოპია და დაიკავა სხვა იტალიური სამფლობელოები აფრიკის რქის რეგიონში.

XX საუკუნის მეორე ნახევარი

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმპერატორი ჰაილე სელასიე I აგრძელებდა ერთპიროვნულ აბსოლუტურ მმართველობას. 1951 წელს საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შემდეგ აიკრძალა მონათმფლობელობა. ტრადიციული არისტოკრატიის ბევრი პრივილეგია შენარჩუნდა, ბეჭვდითი ორგანოები იმყოფებოდა მონარქის მკაცრი კონტროლის ქვეშ, პოლიტიკური პარტიები აიკრძალა.

1953 წელს ეთიოპიამ მეგობრობის და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება დადო აშშ-სთან. შემდეგი 20 წლის განმავლობაში აშშ-მა ეთიოპიას დახმარება გაუწია ფინანსური სუბსიდიებით თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის რაოდენობით, მისცა სესხები, ასევე უფასოდ მიაწოდა შეიარაღება 140 მილიონი დოლარის ოდენობით.

1970-იანი წლების დასაწყისში რეჟიმი სავსებით ოდიოზური გახდა: იმპერატორს აკრიტიკებდნენ პოლიტიკური სივრცის ყველა მხრიდან. შემდგომი მოვლენების კატალიზატორი გახდა შიმშილისგან ადამიანთა მასიური დახოცვა 1972—1974 წლებში.

1974 წელს ეკონომიკის გამაჯანსაღებელმა ზომებმა გამოიწვია ფასების უეცარი ზრდა და შედეგად მასიური საპროტესტო დემონსტრაციები. სიტუაცია გამოიყენა იმავე წლის ზაფხულში შექმნილმა მარქსისტი ოფიცრების ჯგუფმა, სახელწოდებით «დერგი». დაიწყო მონარქიის დემონტაჟის პროცესი, ცნობილი როგორც «მხოხავი გადატრიალება». შემოდგომის შუა პერიოდში «დერგმა» ხელთ იგდო ყველა ადმინისტრაციული რესურსი და გამოაცხადა სოციალიზმის მშენებლობის კურსი. გადაყენებული იმპერატორი ჰაილე სელასიე I გარდაიცვალა 1975 წლის 27 აგვისტოს, თითქოს ავადმყოფობის გამო. 1976—1977 წლებში "დერგმა" განიმტკიცა საკუთარი პოზიციები წითელი ტერორის გზით, როგორც როიალისტების და სეპარატისტების, ასევე მემარცხენეების წინააღმდეგ. ამ ეტაპზე "დერგის" ლიდერი გახდა მენგისთუ ჰაილე მარიამი. 1975—1991 წლებში სსრკ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ყოველმხრივ დახმარებას უწევდნენ მენგისთუს რეჟიმს.

ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში — ოგადენში, სომალის არმიამ დიდი დახმარება გაუწია ეთნიკური სომალელების სეპარატისტულ მოძრაობას, რომლებიც ცდილობდნენ ეთიოპიისგან ჩამოეცილებინათ და დაეკავებინათ ოგადენი. 1977—1978 წლების სომალის წინააღმდეგ ოგადენის ომში ეთიოპიას დაეხმარნენ კუბასსრკ და იემენის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა. ჯერ კიდევ 1961 წელს დაწყებული დამოუკიდებლობისათვის ომი მიმდინარეობდა ერიტრეაშიც.

რეჟიმმა ეთიოპია მიიყვანა სრულ სიღატაკესთან. წამოწყებულმა სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციამ მოიტანა მისი შემდგომი დეგრადაცია. 1984 წელს ქვეყანაში შიმშილისგან გარდაიცვალა მილიონი ადამიანი.

სსრკ-ში კრიზისის პირობებში, მენგისთუს ხელისუფლება დაემხო 1991 წლის მაისში. ამბოხებულთა ალიანსში მთავარი როლი ითამაშეს ერიტრეელთა დაჯგუფებებმა.

ქვეყანაში ხელისუფლებაში მოვიდა მეამბოხეთა ბელადების ჯგუფი, მარქსისტების შეხედულებით უკიდურესად მემარცხენე შეხედულების, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობა დაიწყეს, როგორც ენვერ ხოჯას მომხრეებად, ხოლო შემდგომში იდეოლოგიური ორიენტაცია შეიცვალეს უფრო მეტად ლიბერალურზე. იმ მომენტიდან ქვეყანას სიკვდილამდე (2012 წელი) მართავდა ამ დაჯგუფების წარმომადგენელი მელეს ზენავი, თავიდან პრეზიდენტის რანგში, პარლამენტურ რესპუბლიკაზე გადასვლის შემდეგ, როგორც პრემიერ-მინისტრი.

1993 წელს მელეს ზენავის მთავრობამ აღიარა ერიტრეის დამოუკიდებლობა, მაგრამ შემდეგ დადგა ერიტრეელ ყოფილ მოკავშირეებთან ურთიერთობის გაუარესების პერიოდი, რომლებიც ახალი სახელმწიფოს სათავეში მოვიდნენ. მეზობლებს შორის ურთიერთობაში ნეგატიური პიკი დადგა 1998—2000 წლებში, როდესაც სასაზღვრო ზონაში წარმოიქმნა ეთიოპია-ერიტრეის კონფლიქტი, რომელიც დამთავრდა ეთიოპიის უმნიშვნელო უპირატესობით. ქვეყნებს შორის საზღვრის საკითხი რჩება დღემდე გადაუწყვეტელი.

XXI საუკუნე

1997, 2000 და 2006 წლებში ეთიოპია ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებდა სომალის საკითხის გადაწყვეტაში. 2006-2009 წლების სომალის ომში ეთიოპიის არმიამ გაანადგურა ისლამური სასამართლოების კავშირის დაჯგუფების ძალები და მოგადიშოში ხელისუფლება ხელში აიღო ეთიოპიისადმი ლოიალურმა გარდამავალმა მთავრობამ აბდულაჰი იუსუფ აჰმედის ხელმძღვანელობით.

საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ჩატარდა 2005 წელს, როდესაც ოპოზიციამ ბრალი დასდო ხელისუფლებას შედეგების გაყალბებაში და ქუჩებში გამოიყვანა ათობით ათასი თავისი მომხრე, შეტაკებების შედეგად დაიღუპა რამდენიმე ათასი ადამიანი, კიდევ ათასობით დააპატიმრეს.

მას შემდეგ, რაც 2009 წლის დასაწყისში ეთიოპიის ჯარები გამოვიდნენ სომალის ტერიტორიიდან, ისლამისტები ხელახლა გადავიდნენ შეტევაზე. განადგურებული ისლამური სასამართლოების კავშირის საქმის გამგრძელებელი გახდა "აშ-შაბააბის" ("ალ-შაბაბი") დაჯგუფება, რომელმაც 2009—2010 წლების განმავლობაში დაიპყრო სომალის სამხრეთი ნაწილი და სცადა აეღო მოგადიშო. ეთიოპია მაშინვე ჩაერია სომალის ომში კენიასთან ერთად (თუმცა, მოქმედებების კოორდინაციის გარეშე), რითაც დახმარება გაუწია სომალის ოფიციალურ მთავრობას. შედეგად "აშ-შაბააბის" ("ალ-შაბაბი") დაჯგუფება მოექცა ეთიოპიის, კენიის და სომალის სამთავრობო ჯარების წნეხის ქვეშ და შეტევიდან გადავიდა თავდაცვაზე.

იმავე დროს ეთიოპია ჩრდილოეთ და სამხრეთ სუდანს შორის კონფლიქტში გამოვიდა შუამავლის სახით აბეის საკამათო რაიონის გამო. 2011 წლის ივნისში გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი დაპირისპირებულ სახელმწიფოებს შორის საზღვარზე ეთიოპიელი სამშვიდობო კონტიგენტის (4200 ადამიანი) შეყვანაზე. 2013 წლის დეკემბერში ეთიოპია კენიასთან ერთად ასევე მონაწილეობდა სამხრეთ სუდანის შიდა კონფლიქტის საკითხზე მოლაპარაკებაში.

მელეს ზენავის პრემიერმინისტრობის ვადის დამთავრებისას (გარდაიცვალა 2012 წლის 20 აგვისტოს) ეთიოპიის ეკონომიკის ზრდის ტემპი (საშუალოდ 7 % წელიწადში) შეეფარდებოდა "აზიელი ვეფხვების" განვითარების ტემპს, მიუხედავად შენარჩუნებული ცხოვრების დაბალი დონისა, განსაკუთრებით სოფლებში. ეს მეტყველებს ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში ეთიოპიის რეგიონალური ლიდერის როლისკენ მისწრაფებაში (ყოველ შემთხვევაში აფრიკის რქის რეგიონში), ხოლო პერსპექტივაში — წამყვან როლზე მთელი აფრიკის კონტინენტზე. ადის-აბება ცდილობს აშშ-სთვის გახდეს მთავარი მოკავშირე, რის გამოც ის ამ საქმეში წარმატებულ კონკურენციას უწევს ეგვიპტეს, კენიას და საუდის არაბეთს.

სახელმწიფო წყობა

  • სახელმწიფო სისტემა: ფედერაციული რესპუბლიკა, შედგება 9 კილილისაგან (შტატი), რომელიც ჩამოყალიბებულია ეთნიკური დაყოფის შედეგად და 2 თვითმართვადი ქალაქისაგან (ადის-აბება და დირე-დაუა).
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი მულატუ ტეშომე (2013 წლიდან), ირჩევა 6-წლიანი ვადით (ხელმეორედ არჩევის უფლებით) პარლამენტის მიერ (სახალხო წარმომადგენელთა პალატის მიერ).
  • მთავრობის მეთაური: ინიშნება იმ პარტიიდან, რომელმაც გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში.
  • საკანონმდებლო ორგანოორპალატიანი პარლამენტი: ფედერაციის პალატა (108 წევრი, რომლებსაც შტატების ასამბლეები ირჩევენ 5-წლიანი ვადით), წყვეტს კონსტიტუციურ და ფედერალურ-რეგიონალურ საკითხებს, და სახალხო წარმომადგენელთა პალატა (547 წევრი, რომლებსაც მოსახლეობა ირჩევს 5-წლიანი ვადით).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: 9 ეთნიკური რეგიონი (kilil - აფარები, ამჰარელები, გამბელები, ჰარარები, ორომელები, სომალელები, ტიგრაები და სხვა) და 2 თვითმმართველობის ადმინისტრაცია (asterdader).

2010 წლის 23 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები:

ადმინისტრაციული დაყოფა

ეთიოპიის რეგიონები და მათთან გათანაბრებული ქალაქის თვითმმართველობის ადმინისტრაციები

ეთიოპია ადმინისტრაციულად იყოფა 9 რეგიონად (კილილოჩი; მხოლობითი – კილილი) და რეგიონებთან გათანაბრებულ 2 ქალაქის თვითმმართველობის ადმინისტრაციად (ასტედადერ აკაბაბივაჩი, მხოლობითი – ასტედადერ აკაბიბი). რეგიონები იყოფა ზონებად, ისინი კი თავის მხრივ ოლქებად (ვორედები). ეს 9 რეგიონი და მათთან გათანაბრებული 2 ქალაქის თვითმმართველობის ადმინისტრაცია არის:

9 რეგიონი და 2 ქალაქის თვითმმართველობის ადმინისტრაცია
№ რუკაზედროშარეგიონიმოსახლეობა,
ად. 2014 წელი
ფართობი,
კმ²
მოსახლეობის სიმჭიდროვე,
ად./კმ²
ადმინისტრაციული ცენტრი
1ადის-აბება3 194 999526,996062,73N/A
2აფარის რეგიონი1 678 00072 052,7823,29სემერა
3ამჰარის რეგიონი20 018 988154 708,96129,40ბაჰრ-დარი
4ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონი975 99850 698,6819,25ასოსა
5დირე-დაუა427 0001558,61273,96N/A
6გამბელის რეგიონი396 00029 782,8213,30გამბელა
7ჰარარის რეგიონი226 000333,94676,77ჰარარი
8ორომიის რეგიონი32 815 995284 537,84115,33ადამა
9სომალის რეგიონი5 307 002279 25219,00ჯიჯიგა
10სამხრეთის ერების, ეროვნებების და ხალხების რეგიონი17 837 005105 887,18168,45აუასა
11ტიგრაის რეგიონი4 960 00341 409,95119,78მეკელე
სპეციალური ზონები116 001
სულ:87 952 9911 020 749,7586,17

მოსახლეობა

დემოგრაფია

ეთიოპიის მოსახლეობა
წლებიმოსახლეობასხვაობა
195018 400 000
196022 500 0004 100 000
197029 000 0006 500 000
198035 400 0006 400 000
199048 300 00012 900 000
200065 600 00017 300 000
201082 900 00017 300 000
201393 800 000>10 900 000
  • მოსახლეობის რაოდენობა — 96 მილიონი ადამიანი.(2014 წლის შეფასება, 14-ე ადგილი მსოფლიოში).
  • მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე — დაახლოებით 85 ად. 1 კვ. კმ-ზე.
  • 2025 წლის პროგნოზით მოსახლეობის რაოდენობა იქნება 100 მილიონი ადამიანი.
  • წლიური ზრდა — 2,89 % (ქალაქის — 5,7 %, სოფლის — 2,7 % (2014 წლის შეფასება)).
  • სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 60,75 წელი (58,43 წელი მამაკაცებისთვის, 63,15 წელი ქალებისათვის (2014 წლის შეფასება)).
  • ქალაქის მოსახლეობა — 17 % (2011 წელი).
  • შობადობა — 37,66 ბავშვი 1000 ქალზე (2014 წელი).
  • სიკვდილიანობა — 8,52 ადამიანი 1000 მოსახლეზე (2014 წელი).
  • საშუალო ასაკი — 17,6 წელი (17,4 წელი მამაკაცებისათვის, 17,7 წელი ქალებისათვის (2014 წელი)).
  • ფერტილობა — 5,23 დაბადებული ერთ ქალზე (2014 წელი).
  • ბავშვთა სიკვდილიანობის დონე — 55,77 ბავშვი 1000 ქალზე.
  • შრომისუნარიანი მოსახლეობა — 50 %, მათ შორის 85 % დაკავებულია სოფლის მეურნეობაში.
  • განათლების დონე — 39 % (49,1 % მამაკაცებისთვის, 28,9 % ქალებისთვის (2007 წლის აღწერა)).
  • 250 000 შიდსით ინფიცირებული ბავშვი ცხოვრობს ეთიოპიაში
  • შიდსით დაავადებულები — 1,3 % (758 600 დაავადებული, 2012 წლის შეფასება).

ეთიოპიის მოსახლეობა 1983 წელს იყო 33,5 მილიონი, ხოლო 2014 წელს ის გაიზარდა 87,9 მილიონამდე. XIX საუკუნეში მოსახლეობის რაოდენობა სულ შეადგენდა დაახლოებით 9 მილიონს. 2007 წლის მოსახლეობის აღწერის და საბინაო ფონდის შედეგები აჩვენებს, რომ ეთიოპიის მოსახლეობა საშუალოდ გაიზარდა 2,6 %-ით 1994-2007 წლებს შორის პერიოდში. დღეისათვის მოსახლეობის რაოდენობის ტემპის ზრდა შედის მსოფლიო ქვეყნების პირველ ათეულში. პროგნოზით 2060 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა გაიზრდება 210 მილიონამდე, ზრდის მაჩვენებელი კოეფიციენტი კი 2011 წლის შემდეგ იქნება დაახლოებით 2,5.

ეთნიკური შემადგენლობა

ეთიოპიის ეთნიკური ჯგუფები
ეთნიკური ჯგუფიმოსახლეობა
(მლნ)
ორომოები
  
25,4 (34,4 %)
ამჰარები
  
19,9 (27,0 %)
სომალელები
  
4,59 (6,22 %)
ტიგრაი და ტიგრინია
  
4,49 (6,08 %)
სიდამო
  
2,95 (4,00 %)
გურაგელები
  
1,86 (2,52 %)
ველაიტა
  
1,68 (2,27 %)
აფარელები
  
1,28 (1,73 %)
ჰადია
  
1,27 (1,72 %)
გამო
  
1,10 (1,49 %)
სხვები
  
9,30 (12,6 %)
Population in millions according to 2007 Census

ქვეყნის მოსახლეობა საკმაოდ მრავალფეროვანია, რომელიც შედგება 80-ზე მეტი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისაგან. 2007 წლის ეთიოპიის მოსახლეობის ეროვნული აღწერის თანახმად, ეთიოპიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფია ორომოები, რომლებიც შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობის 34,4 %-ს. ამჰარები შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობის 27,0 %-ს, ხოლო სომალელები და ტიგრაი შესაბამისად შეადგენენ მოსახლეობის 6,22 % და 6,08 %-ს. სხვა გამორჩეული ეთნიკური ჯგუფებია: სიდამო — 4,00 %, გურაგელები — 2,52 %, ველაიტა — 2,27 %, აფარელები — 1,73 %, ჰადია — 1,72 %, გამო — 1,49 % და სხვა — 12,6 %.

აფრაზიულ ენებზე მოლაპარაკე ეთნიკური ჯგუფები შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას. მათ შორის სემიტურ ენაზე მოლაპარაკეები თავიანთ თავს ხშირად უძახიან ჰაბეშას ან აბეშას. არაბულ ენაში ამ ტერმინის ფორმა (ალ-ჰაბაშა) ეტიმოლოგიურ საფუძველზე ნიშნავს "აბისინიას", ეთიოპიის ძველ სახელწოდებას ინგლისურ და სხვა ევროპულ ენებზე. ამას გარდა, ნილო-საჰარულ ენებზე მოლაპარაკე ნილოტები წარმოადგენენ ეთნიკურ უმცირესობას, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში; განსაკუთრებით გამბელის რეგიონის რაიონებში, რომელიც ესაზღვრება სამხრეთ სუდანს. მათ შორის ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფებია ნუერი და ანუაკი.

ენები

ენების გავრცელება ეთიოპიაში (2007 წელი)
ორომოს ენა
  
33.8%
ამჰარული ენა
  
29.33%
სომალური ენა
  
6.25%
ტიგრინიული ენა
  
5.86%
სიდამოს ენა
  
4.04%
ვოლაიტას ენა
  
2.21%
გურაგული ენა
  
2.01%
აფარული ენა
  
1.74%
ჰადიას ენა
  
1.69%
გამოს ენა
  
1.45%
სხვა ენები
  
11.62%

ეთნოლოგიის მიხედვით, ეთიოპიაში ლაპარაკობენ 90-ზე მეტ ენაზე. ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა ლაპარაკობს ქუშიტური ან სემიტური ოჯახის აფრაზიულ ენებზე. ქუშიტური ენებს მიეკუთვნება ორომოს ენა, რომელზეც ლაპარაკობენ ორომოებისომალური ენა, რომელზეც ლაპარაკობენ სომალელები; სემიტურ ენებს მიეკუთვნება ამჰარული ენა, რომელზეც ლაპარაკობენ ამჰარებიტიგრინია და ტიგრაი. მთლიანად ეს ოთხი ჯგუფი შეადგენს ეთიოპიის მოსახლეობის დაახლოებით სამ მეოთხედს. სხვა აფრაზიულ ენებზე მოლაპარაკე მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა ლაპარაკობს ქუშიტური ენების ოჯახის სხვადასხვა ენებზე: სიდამოს ენააფარული ენაჰადიას ენა და აგავის ენები, ასევე სემიტური ენების ოჯახის სხვადასხვა ენებზე: გურაგული ენაჰარარის ენაილაეს ენა და არგობას ენა.

ამას გარდა, ომოტურ ენებზე ლაპარაკობენ ომოტების ჯგუფის ეთნიკური უმცირესობა, რომლებიც სამხრეთის რეგიონებში ცხოვრობენ. ისინი ლაპარაკობენ შემდეგ ენებზე: აარის ენაბენჩის ენადაუროს ენადიმეს ენადიზინის ენაგამოს ენაგოფას ენამაალეს ენაჰამერის ენა და ვოლაიტას ენა.

ასევე ნილო-საჰარული ენების ტიპზე ლაპარაკობენ ნილოტების ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებიც თავმოყრილები არიან ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ამ ენებში შედის: ნუერიანუაკინიანგატომის ენამაჯანგის ენასურმას ენამეენის ენა და მურსის ენა.

ინგლისური ყველაზე უფრო გავრცელებული უცხო ენაა და საშუალო სკოლებში სწავლების ენაა. ამჰარული ენა იყო სწავლების ენა დაწყებით სკოლებში, მაგრამ ის ბევრ რაიონში შეცვალა რეგიონალურმა ენებმა, როგორებიცაა ორომოს ენა, სომალური ენა ან ტიგრინიული ენა. მაშინ როდესაც ეთიოპიის 1995 წლის კონსტიტუციით ყველა ენას აქვს თანაბარი რეგიონალური სტატუსი, ამჰარული ენა აღიარებულია ოფიციალურ სამუშაო ენად ფედერალურ მთავრობაში. ეთიოპიის სხვადასხვა რეგიონებს აქვთ უფლება თვითონ განსაზღვრონ საკუთარი სამუშაო ენა,  ორომოს ენა, სომალური ენა, ტიგრინიული ენა აღიარებულია ოფიციალურ სამუშაო ენად მათ შესაბამის რეგიონებში.

დამწერლობა

ეთიოპიაში დამწერლობის სისტემის სახეა ორთოგრაფიული ეთიოპიური დამწერლობა. გამოიყენება აბუგიდის სახით ქვეყნის რამდენიმე ენისთვის. ის პირველად ხმარებაში შემოვიდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI და V საუკუნეებში სემიტური გეეზის ტრანსკრიპტირებული კონსონანტური დამწერლობის სახით. გეეზი დღეს ლიტურგიული ენაა ეთიოპიის და ერიტრეის მართლმადიდებელ ეკლესიებში. 1980-იანი წლების განმავლობაში, არაბული სიმბოლოების კრებული კომპიუტერიზებული იქნა. დღეისათვის სტანდარტულია უნიკოდების ისეთი ნაწილები, როგორებიცაა: გეეზიგაფართოებული ეთიოპიურიეთიოპიური და ეთიოპიური.

დამწერლობის სხვა სისტემები დიდი ხნის განმავლობაში ასევე იხმარებოდა ეთიოპელთა სხვადასხვა თემებში. მაგალითად შეიხ ბაქრი საპალოს სკრიპტი გამოიყენებოდა ორომოელებისათვის.

რელიგია

ეთიოპიას აქვს მჭიდრო ისტორიული კავშირი მსოფლიოს სამივე ძირითად აბრაამისეულ რელიგიებთან. IV საუკუნეში რეგიონი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ქრისტიანობა ოფიციალურად აღიარა სახელმწიფო რელიგიად. ჩვენი წელთაღრიცხვით 451 წელს ქალკედონის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებების შედეგად მორწმუნენი, რომლებიც აღიარებდნენ ქრისტეს ერთბუნებრიობას იყვნენ მონოფიზიტები, რომლებიც შეადგენდნენ ქრისტიანების უმრავლესობას ეგვიპტეში და ეთიოპიაში. ისინი კრების მიერ გამოცხადდნენ ერეტიკოსებად საერთო სახელით — კოპტები. 329 წელი ითვლება ეთიოპიის მონოფიზიტური კოპტური მართლმადიდებელი ეკლესიის დაარსების თარიღად, რომელიც დამოკიდებული რჩებოდა ეგვიპტურ კოპტურ ეკლესიაზე თვით 1948 წლამდე. 1959 წლიდან ეთიოპიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია და დღეისათვის იგი, როგორც ყველა სხვა ძველაღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს სამივე მსოფლიო საეკლესიო კრებას და მიაფიზიტურია. ქვეყანაში ასევე არსებობს მნიშვნელოვანი მუსლიმი მოსახლეობა, რომლებიც ეთიოპიის საერთო მაცხოვრებლების დაახლოებით მესამედს წარმოადგენენ. ეთიოპია ასევე პირველი ჰიჯრის ადგილია ისლამის ისტორიაში. ტიგრაის რეგიონში არსებული ქალაქი — ნეგაში უძველესი მუსლიმური დასახლებული პუნქტია აფრიკაში. 1980-იან წლებამდე ეთიოპიაში ცხოვრობდა ეთიოპელი ებრაელების (ბეტა ისრაელი) მნიშვნელოვანი რაოდენობა.

2007 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ქრისტიანები შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობის 62,8 %-ს (43,5 % ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესიის, 19,3 % სხვა კონფესიების), მუსლიმები 33,9 %-ს, ტრადიციული აფრიკული რელიგიების წარმომადგენლები 2,6 %-ს და სხვა რელიგიების 0,6 %, რაც ედრება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქრისტიანობა ეთიოპიაში ყველაზე ფართედ გავრცელებული რელიგიაა. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ბოლო მონაცემებით, მუსლიმები შეადგენენ მოსახლეობის 33,9 %-ს.[ აქედან სუნიტები შეადგენენ მუსლიმი მოსახლეობის უმრავლესობას, ხოლო შიიტები და აჰმადისტები შეადგენენ უმცირესობას. სუნიტებს ძირითადად წარმოადგენენ შაფიტები ან სალაფიტები, ასევე არსებობენ ბევრი სუფიტებიაფარის რეგიონის ჩრდილოეთ რაიონებში ცხოვრობს საკმაოდ დიდი რაოდენობით მუსლიმი მოსახლეობა, სადაც მოქმედებს მუსლიმურ სეპარატისტული მოძრაობა, რომელთა მიზანია აფარის ისლამური სახელმწიფოს შექმნა, რომლის კონსტიტუციაც შარიათის კანონებზე აიგება.

აქსუმის სამეფო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად აღიარა ქრისტიანობა, როდესაც წმინდა ფრუმენტი ტვიროსიდან, რომელსაც ეთიოპიაში ერქვა ფრემნატოსი ან აბა სელამა ("სამყაროს მამა"), გახდა იმპერატორი ეზანა ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში. ახალი აღთქმის თანახმად, ქრისტიანობა ეთიოპიაში შემოვიდა კიდევ უფრო ადრე, როდესაც ეთიოპიის სამეფო ხაზინის მუშაკი მონათლა წმინდა ფილიპე მოციქულმა.

დღეისათვის ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესია ძველი აღმოსავლური ეკლესიების ნაწილია და ერთ-ერთი მსხვილი კონფესიაა, თუმცა რამდენიმე პროტესტანტულმა ეკლესიებმა ბოლო პერიოდში მიიღეს გარკვეული აღიარება. XVIII საუკუნიდან იქ არსებობდა შედარებით მცირე ეთიოპიის კათოლიკური ეკლესია, რომელიც მთლიანად ვატიკანს ემორჩილებოდა და რომელთა მიმდევრები შეადგენდნენ საერთო მოსახლეობის რაოდენობის 1 %-ზე ნაკლებს.

ეთიოპიაში ისლამი აღმოცენდა ამ რელიგიის დაარსებასთან ერთად 615 წელს, როდესაც მუსლიმების ჯგუფი, რომელიც შედგებოდა წინასწარმეტყველი მუჰამადის მოსწავლეებისაგან, თავს იცავდა დევნისაგან მექაში. მოსწავლეები შემდგომში გადავიდნენ ეთიოპიაში, თანამედროვე ერიტრეის გავლით, რომელიც მაშინ ექვემდებარებოდა ქრისტიანი იმპერატორის — აშამა იბნ აბჯარის ხელისუფლებას. ამას გარდა, მაჰმადის მიმდევრების ყველაზე დიდი არაარაბი ეთნიკური ჯგუფი არსებობდა ეთიოპიაში.

ძველი ებრაელების მცირე ჯგუფი — ბეტა-ისრაელი, ცხოვრობს ეთიოპიის ჩრდილო-დასავლეთში, თუმცა მათი უმრავლესობა გადასახლდა ისრაელში XX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისრაელის მთავრობამ ჩაატარა დამხმარე ოპერაციები: ოპერაცია «მოშე» და ოპერაცია «სოლომონი».

2007 წლის მოსახლეობის აღწერის და საბინაო ფონდის მონაცემების თანახმად, ეთიოპიაში დაახლოებით 1 957 944 ადამიანი ტრადიციული აფრიკული რელიგიების მიმდევარია. 471 861 ადამიანი კი სხვა რელიგიების მორწმუნეა.

ეთიოპიის ყოველ რეგიონში არსებობს თითქმის ყველა რელიგიის წარმომადგენელი, როგორც წესი, ისინი თავმოყრილები არიან ქვეყნის განსაზღვრულ რაიონებში. ქრისტიანები უპირველეს ყოვლისა ცხოვრობენ ჩრდილოეთ ამჰარის და ტიგრაის რეგიონებში და ძირითადად ძველი აღმოსავლური ეკლესიის — ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები არიან. პროტესტანტული კონფესიის ქრისტიანები თავმოყრილები არიან სამხრეთის ერების, ეროვნებების და ხალხების და ორომიას რეგიონში. მუსლიმები ეთიოპიაში ძირითადად სუნიტური განხრის ისლამს მიეკუთვნებიან და როგორც წესი ცხოვრობენ ქვეყნის აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში; კერძოდ სომალის, აფარის, დირე-დაუას და ჰარარის რეგიონებში. ტრადიციული აფრიკული რელიგიების მიმდევრები ძირითადად ცხოვრობენ ქვეყნის შორეულ სამხრეთ-დასავლეთის და დასავლეთის საზღვრის სასოფლო რაიონებში, სამხრეთის ერების, ეროვნებების და ხალხების, ბენიშანგულ-გუმუზის და გამბელის რეგიონებში.

უფლებადამცველი ორგანიზაციები არაერთხელ აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას იმ აქტივისტების და ჟურნალისტების დაპატიმრების გამო, რომლებიც იბრძოდნენ ამოეძირკვათ განსხვავებული აზრის მქონე პირების წინააღმდეგ ზოგიერთი რელიგიური თემის ბრძოლის ჩვეულებები. 2015 წლის 3 აგვისტოს თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივი ვადა მიესაჯა 17 მუსლიმ აქტივისტს 7-დან 22 წლამდე. მათ ბრალი დასდეს ისლამური სახელმწიფოს შექმნის მცდელობაში. ყველა ბრალდებული უარყოფდა წაყენებულ ბრალდებას და პროტესტს აცხადებდა საკუთარი უფლებების დასაცავად.

წლებიქრისტიანებიეთიოპიელი მართლმადიდებლებიპროტესტანტებიეთიოპიელი კათოლიკებიმუსლიმებიტრადიციული კონფესიებისხვები
199461,6 %50,6 %10,1 %0,9 %32,8 %4,6 %1,0 %
200762,8 %43,5 %18,6 %0,7 %33,9 %2,6 %0,7 %
ზრდა1,2 %-7,1 %'8,5 %-0,2 %1,1 %-2,0 %-0,3 %
წლებიქრისტიანებიეთიოპიელი მართლმადიდებლებიპროტესტანტებიეთიოპიელი კათოლიკებიმუსლიმებიტრადიციული კონფესიებისხვები
199432 689 48226 844 9325 366 360478 19017 406 0872 444 085531 323
200746 420 82232 154 55013 748 842517 43025 058 3731 921 881517 430
ზრდა13 731 3405 309 6188 382 48239 2407 652 286-522 204-13 893
19942007199420071994200719942007199420071994200719942007
რეგიონიქრისტიანებიეთიოპიელი მართლმადიდებლებიპროტესტანტებიეთიოპიელი კათოლიკებიმუსლიმებიტრადიციული კონფესიებისხვები
ადის-აბება86,65 %83,0 %82,0 %74,7 %3,87 %7,77 %0,78 %0,48 %12,7 %16,2 %0,8 %
 აფარის რეგიონი4,4 %4,7 %3,9 %3,9 %0,4 %0,7 %0,1 %0,1 %95,6 %95,3 %
 ამჰარის რეგიონი81,6 %82,7 %81,5 %82,5 %0,1 %0,2 %18,1 %17,2 %0,1 %
 ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონი40,6 %46,5 %34,8 %33,0 %5,8 %13,5 %44,1 %45,4 %13,1 %7,1 %
დირე-დაუა36,7 %28,8 %34,5 %25,71 %1,5 %2,81 %0,7 %0,4 %63,2 %70,9 %0,1 %0,3 %
 გამბელის რეგიონი71,35 %90,2 %24,13 %16,8 %44,01 %70,0 %3,21 %3,4 %5,15 %4,9 %10,28 %3,8 %1,1 %
 ჰარარის რეგიონი39,49 %30,8 %38,09 %27,1 %0,94 %3,4 %0,46 %0,3 %60,28 %69,0 %0,2 %
 ორომიის რეგიონი49,9 %48,2 %41,3 %30,5 %8,6 %17,7 %44,3 %47,5 %4,2 %3,3 %1,1 %
 სომალის რეგიონი0,9 %0,6 %0,9 %0,6 %98,7 %98,4 %0,3 %1,0 %
 სამხრეთის ერების, ეროვნებების და ხალხების რეგიონი65,4 %77,8 %27,6 %19,9 %34,8 %55,5 %3,0 %2,4 %16,7 %14,1 %15,4 %6,6 %1,5 %
 ტიგრაის რეგიონი95,9 %96,1 %95,5 %95,6 %0,1 %0,4 %0,4 %4,1 %4,0 %
 ეთიოპიის ქალა, ურბანიზაცია, ასევე ყველა ხელისუფლების ძალისხმევა და ეკოსისტემების შესაძლებლობები მოსახლეობას უზრუნველყოფს საბაზისო მომსახურებით. ეთიოპიაში ურბანიზაციის დონე განუყრელად იზრდება და უკანასკნელ პერიოდში აღინიშნა ორი მნიშვნელოვანი ზრდის პერიოდი. პირველი 1936-1941 წლებში ფაშისტური იტალიის მუსოლინის რეჟიმის ოკუპაციის პერიოდში, ხოლო 1967-1975 წლებში, როდესაც ქალაქების მოსახლეობა გაიზარდა სამჯერ.

1936 წელს იტალიამ დაიპყრო ეთიოპია, შექმნა დიდი საქალაქო ინფრასტრუქტურები და ააშენა კაშხალი სასმელი წყლის უზრუნველსაყოფად. ეს იყო ძირითადი მიზეზი იტალიელი მოსახლეობის და დაქირავებული პირების ქალაქებში მოსაზიდად. ზრდის მეორე პერიოდი იყო 1967 წლიდან 1975 წლამდე, როდესაც სოფლის მოსახლეობა გადმოსახლდა ქალაქის ცენტრებში სამუშაოს მოსაძებნად და უკეთესი საცხოვრებელი პირობებისთვის.

ზრდის კურსი შენელდა 1975 წლის მიწის რეფორმის გამო. ხელისუფლებამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც სტიმულს აძლევდა მოსახლეობას დარჩენილიყვნენ სოფლის რაიონებში. როგორც კი მოსახლეობა სოფლებიდან ქალაქებში გადავიდა საცხოვრებლად, სოფლის მოსახლეობა დაიცალა და ქალაქელებისთვის საკვები პროდუქტები დეფიციტი გახდა. მიწის რეფორმის შესახებ კანონი მიმართული იყო მეურნეობების რაოდენობის ზრდისაკენ, რადგანაც საკვები პროდუქტების წარმოება ვერ ეწეოდა მოსახლეობის ზრდას 1970-1983 წლების პერიოდში. ეს პროგრამა მიმართული იყო ფერმერთა ასოციაციების, მსხვილი სასოფლო-სამეურნეო დასახლებების ჩამოყალიბებისკენ. ამ კანონმა ვერ უზრუნველყო საკვები პროდუქტების წარმოების ზრდა, თუმცა მიმდინარეობდა დებატები მიზეზების გამოსაკვლევად; მიზეზი უფრო მეტად შეიძლება ყოფილიყო ამინდის პირობები, ვიდრე კანონი მიწის რეფორმის შესახებ. ქალაქის მოსახლეობა კვლავ აგრძელებდა ზრდას 8,1 %-ით 1975-2000 წლებთან შედარებით.

ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ეთიოპია ეკონომიკურად ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა მსოფლიოში. 2004-2009 წლებში დაფიქსირებულია ეკონომიკის ზრდის 10 %-იანი მაჩვენებელი. ეს აფრიკის ქვეყნების ეკონომიკაში იყო ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი არასანავთობო დარგის მაჩვენებელი 2007 და 2008 წლებში. ზრდის ტემპი ოდნავ შენელდა 2012 წელს 7 %-მდე და პროგნოზით დადგება 6,5 %-ის დონეზე, მომავალში გარე მოთხოვნების შემცირების და კერძო სექტორის საქმიანობებზე სულ უფრო მკაცრი შეზღუდვების გამო.

ეთიოპიის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები და განვითარების სფეროში მნიშვნელოვანი წარმატებები საშიშროების ქვეშ დადგა 2008 და 2011 წლებში ორი მაკროეკონომიკური პრობლემის — მაღალი ინფლაციის და გართულებული საგადასახადო საბალანსო სიტუაციის გამო. ინფლაციის დონემ უკონტროლო ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამო 2011 წლის აგვისტოში აიწია 40 %-ით და გამოიწვია ფასების ზრდა საკვებ პროდუქტებზე. 2011 წლის ბოლოს და 2012 წლის დასაწყისში ინფლაციის დონემ მიაღწია დაახლოებით 22 %-ს და ინფლაციის მაჩვენებლის დონის შემცირება 2012 წლის ბოლოს და 2013 წლის დასაწყისში შესაძლებელია მკაცრი ფულად-საკრედიტო და საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეალიზაციით.

მიუხედავად ბოლო წლებში ეკონომიკის სწრაფი ზრდისა, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში, ხოლო ეკონომიკა განიცდის მთელ რიგ სერიოზულ სტრუქტურულ პრობლემებს. სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა რჩება დაბალი, ხოლო ხშირი გვალვები საკმაო დაღს ასვავს ქვეყანას. ეთიოპიას ხშირად ირონიულად ეძახიან აღმოსავლეთი აფრიკის "წყალსაქაჩ კოშკს", ნილოსის ჩათვლით მაღალი პლატოებიდან მომდინარე 14 დიდი მდინარის გამო. მას ასევე აქვს წყლის ყველაზე უფრო უხვი მარაგი აფრიკაში და რამდენიმე სარწყავი სისტემა. წყლის მხოლოდ 1 % გამოიყენება ელექტროენერგიის მისაღებად და 1,5 % სარწყავად.

ტელესაკომუნიკაციო მომსახურების სფერო რჩება სახელმწიფო მონოპოლიად. დღევანდელი ხელისუფლების აზრით, აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნეს ამ საციცოცხლო ობიექტების, როგორებიცაა ტელესაკომუნიკაციო ინფრასტუქტურა და ეთიოპიის სასოფლო რაიონებში გავრცელების მომსახურება, რომლებიც კერძო სექტორისთვის არ იქნება მიმზიდველი, სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენა.

ეთიოპიის კონსტიტუცია ადგენს საკუთრების უფლებას მიწაზე, რომელიც ეხება მხოლოდ "სახელმწიფოს და ხალხს", მაგრამ მოქალაქეებს შეუძლიათ აიღონ მიწა იჯარით (99 წლამდე), ხოლო მისი გასხვისება მათ არ შეუძლიათ. მიწის ნაკვეთის იჯარა მაქსიმუმ 20 წლის განმავლობაში ნებადართულია და აუცილებელია მისი დამოწმება, რომ მიწა გადადის ყველაზე უფრო პროდუქტიული მწარმოებლის ხელში. მიწების განაწილებისთვის და ადმინისტრირებისთვის ხელსაყრელად ითვლება რაიონები, სადაც კორუფცია ღრმადაა დამკვიდრებული და ფორმალობების გამარტივებისთვის საჩუქრები, ასევე გახშირებული ქრთამები ჩვეულებადაა ქცეული.

იხ. ვიდეო - ეთიოპია - ETHIOPIA



მრეწველობა

მრეწველობა დღემდე იმყოფება თავისი განვითარების პირველ სტადიაზე და შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 15 %-ს. ეს დარგი ძირითადად აწარმოებს საკვებ პროდუქტებს, ტექსტილს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჩემოდნებს და ჩანთებს, ხე-ტყეს (ეთიოპიას აქვს ბუნებრივი ტყეების დაახლოებით 2,5 მილიონი ჰა), კაუჩუკის ნაკეთობებს, რეზინებს, ქიმიურ პროდუქტებს, რკინას და ფოლადს. ქვეყანაში ასევე ხდება ავტომობილების, მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების აწყობა.

კვების მრეწველობა სექტორია, რომელიც ყველაზე უფრო მკაფიოდ ინარჩუნებს მუდმივ და მნიშვნელოვან ზრდას მრეწველობაში 1992 წლიდან დაწყებული. 2001 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ეთიოპიამ მოახდინა დაახლოებით 54,8 მილიონი ბირის რაოდენობის საკვები პროდუქტის ექსპორტი.

ეთიოპიის მთავრობა აცნობიერებს, რომ კერძო სექტორი საწარმოო განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა და მან შეიმუშავა მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს დარგებს, რათა ისინი გახდნენ ეფექტური კონკურენტები გლობალიზაციის პირობებში, სადაც ბაზარზე არსებული კონკურენტუნარიანობა თამაშის აუცილებელი წესია. მან წარმოადგინა ღონისძიებები, რომლებიც ხელს უშლის არაკანონიერი შემოსავლების რეალიზაციას და ხელს უწყობს და ეხმარება მათ, ვინც მონაწილეობს რეალურ საქმიანობაში და ხელს უწყობს ეროვნული ეკონომიკის განვითარებას.

რაც შეეხება სამთომომპოვებელ წარმოებას, ეთიოპიას აქვს ოქროს და ტანტალის, ასევე მარმარილოსკალიუმის კარბონატისრკინის მადნის და ბუნებრივი აირის მარაგი.

ენერგეტიკულ სექტორზე (ნავთობი) დიდი დონით დამოკიდებულებამ და მაღალმა სამხედრო ხარჯებმა, მოიტანა ის, რომ ქვეყანას დღემდე აქვს სუსტი ეკონომიკა. ეთიოპიას თავისი პროდუქტები მსოფლიოში გააქვს ერიტრეის პორტების (ასაბი და მასაუა) და ჯიბუტის გამოყენებით.

სოფლის მეურნეობა

ეთიოპიის ეკონომიკა დაფუძნებულია სოფლის მეურნეობაზე, რომლის წილი შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 46,3 %-ს, ექსპორტის 60 %-ს და მთლიანი დასაქმების 80 %-ს.

ეთიოპიის სოფლის მეურნეობა განიცდის პერიოდულ გვალვებსნიადაგის რეგრესს და დეგრადაციასტყეების გაჩანაგებას, მოსახლეობის მაღალ სიმჭიდროვეს, გადასახადების მაღალ დონეს და განუვითარებელ ინფრასტრუქტურას. თუმცა სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ყველაზე უფრო პერსპექტიული დარგია. არსებობს მარცვლეულით თვითუზრუნველყოფის და პირუტყვის, მარცვლეულის, ბოსტნეულის და ხილის ექსპორტის განვითარების პოტენციალი. ყოველწლიურად 4,6 მილიონი ადამიანი საჭიროებს საკვებით დახმარებას.

სოფლის მეურნეობის ეკონომიკური საქმიანობის ბევრი სხვა სახეობები შედგება მარკეტინგისაგან, გადამუშავებისაგან და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისაგან. წარმოება მხოლოდ ნატურალურია და ნედლეული საქონლის ექსპორტის დიდი ნაწილი წარმოადგენს მცირე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სექტორს. ძირითადად მოჰყავთ შემდეგი კულტურები: ყავაპარკოსნები (მაგალითად, ლობიო), რაფსიმარცვლეული კულტურებიკარტოფილიშაქრის ლერწამი და ბოსტნეული. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციიდან ყავა თითქმის მთლიანად გადის ექსპორტზე და წარმოადგენს უცხოური ვალუტის შემომტან უმსხვილეს წყაროს: 2005 და 2006 წლების განმავლობაში ეთიოპიური ყავის ექსპორტმა შეადგინა მსოფლიო ექსპორტის 0,9 %, ხოლო ზეთოვანი კულტურების მარცვლების და ყვავილების ექსპორტმა შეადგინა 0,5 %. აფრიკაში ეთიოპია მეორეა სიმინდის წარმოების რაოდენობით. ეთიოპიაში 2000 წელს მეცხოველეობის წილი შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის საერთო მოცულობის 19 %-ს.

2008 წლის მდგომარეობით, ზოგიერთმა ქვეყნებმა, რომლებიც ახდენდნენ საკუთარი საკვები პროდუქტების დიდი ნაწილის იმპორტირებას, მაგალითად საუდის არაბეთი, დაიწყეს სახნავი მიწების დიდი მასივების გეგმიური განვითარება განვითარებად ქვეყნებში, მაგალითად ეთიოპიაში. ეს იწვევს შეშფოთებას, რადგანაც საკვები პროდუქტები გადის ექსპორტზე გაცილებით უზრუნველყოფილ ქვეყნებში, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა რჩება საკვები პროდუქტების საკუთარი დეფიციტის პირისპირ.

ენერგეტიკა

ენერგიის ძირითადი წყარო ეთიოპიაში ტყეები და წყალია. ქვეყანა თავისი მოხმარებული ელექტროენერგიის დაახლოებით 90 %-ს იღებს ჰიდროენერგეტიკის ხარჯზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის წარმოება, როგორც სოფლის მეურნეობა, დამოკიდებულია ნალექების რაოდენობაზე. დღევანდელი დადგენილი სიმძლავრე შეფასებულია დაახლოებით 2000 მეგავატად, 10 000 მეგავატამდე გაფართოების პერსპექტივით. საერთოდ, ეთიოპელები ეყრდნობიან ხე-ტყეს თითქმის ყველა სახის ენერგეტიკული და სამშენებლო საჭიროებებისათვის; შედეგად უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში გაიჩეხა მთიანეთის ტყეების დიდი ნაწილი.

ეთიოპიის ქალაქების ნახევარზე ცოტა ნაკლები ჩართულია ეროვნულ ენერგოსისტემაში. საწვავზე მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია ნავთობპროდუქტების იმპორტირების გზით, თუმცა ზოგჯერ მისი შემოტანა ხდება ხმელეთით სუდანიდან. ნავთობის დაზვერვა ეთიოპიაში ტარდებოდა ათწლეულების განმავლობაში, იმ დროიდან, როდესაც 1945 წლის სექტემბერში იმპერატორმა ჰაილე სელასიე I-მა გადასცა 50-წლიანი ლიცენზია კომპანია მობილს. მუშავდება ბუნებრივი აირის მარაგის ექსპლუატირების გეგმები სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბლობში, რომელიც შეფასებულია 4 ტრილიონ კუბურ ფუტად (110 000 000 000 მ³). ნავთობის და ბუნებრივი აირის დაზვერვა მიმდინარეობს გამბელის რეგიონში, რომელიც ესაზღვრება სუდანს.

ტრანსპორტი

1998-2000 წლების ეთიოპია-ერიტრეის კონფლიქტის დაწყებამდე, ეთიოპია, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ ჰქონდა, საერთაშორისო ვაჭრობისათვის ძირითადად ეყრდნობოდა ასების და მასაუას პორტებს ერიტრეაში. 2005 წლის მდგომარეობით ეთიოპია ძირითადად იყენებს ჯიბუტის პორტებს, რომლებიც მიერთებულია 781 კმ სიგრძის (აქედან 681 კმ ეთიოპიაში) ვიწროლიანდაგიან (1000 მმ სიგანის ლიანდაგი) ადის-აბება–ჯიბუტის სარკინიგზო ხაზთან, ხოლო მცირე მოცულობით პორტ-სუდანს სუდანში. 2005 წლის მაისში, ეთიოპიის მთავრობამ დაიწყო მოლაპარაკება ბერბერის პორტის გამოყენების თაობაზე სომალილენდში. ეთიოპიის 23 812 კმ ავტოგზებიდან, 15 %-ს აქვს ასფალტი. მთიანი რელიეფი, კარგი გზების და სახმელეთო ტრანსპორტის სატრანსპორტო საშუალებების საკმაო რაოდენობის არქონა ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას. სახელმწიფო ავიაკომპანია "ეთიოპიის ავიახაზები", ერთ-ერთი მსხვილი ავიაკომპანიაა აფრიკაში. ის ემსახურება 41 ადგილობრივ აეროდრომს და 65 საერთაშორისო მიმართულებებს.

ტურიზმი

საბითუმო და საცალო ვაჭრობასთან, ტრანსპორტთან და კავშირგაბმულობასთან ერთად, მომსახურების სფერო თითქმის მთლიანად შედგება ტურიზმისაგან. ტურიზმის განვითარება დაიწყო 1960-იან წლებში, რომელიც მნიშვნელოვნად შემცირდა 1970-იანი და 1980-იანი წლების განმავლობაში სამხედრო რეჟიმის დროს. მისი აღდგენა დაიწყო 1990-იან წლებში, მაგრამ ზრდა შეიზღუდა შესაბამისი სასტუმროების და სხვა ინფრასტრუქტურების არარსებობის გამო, მიუხედავად მცირე და საშუალო სასტუმროების და რესტორნების მშენებლობის ბუმისა. 2002 წელს 156 000-ზე მეტი ტურისტი ჩავიდა ქვეყანაში, ბევრი მათგანი იქ ჩავიდა უცხოეთიდან.

კავშირგაბმულობა

1930 წელს ქვეყანაში აშენდა პირველი რადიოსადგური. 1933 წელს ეთიოპია შეუერთდა ელექტროკავშირგაბმულობის საერთაშორისო კავშირს. 1935 წელს იტალიური კომპანიის «ანსალდოს» დახმარებით აკაკიში დამთავრდა თანამედროვე რადიოსადგურის მშენებლობა. 1960 წელს რეიდზე მდგარ გემებთან კავშირისათვის ქალაქ ასებში (დღეისათვის ერიტრეა) აშენდა სატელეგრაფო და სატელეფონო კავშირგაბმულობის სადგური. 1988 წლისთვის ქვეყანას ჰქონდა სატელეფონო კავშირი 16 სახელმწიფოსთან, პირდაპირი სატელეგრაფო კავშირი 14 სახელმწიფოსთან და ტელექსი 9 სახელმწიფოსთან, სატელეფონო-სატელეგრაფო სადგურების რაოდენობა აღემატებოდა 370-ს 4 ათას მომსახურე ადამიანთან ერთად, ამასთან მხოლოდ ქალაქ ადის-აბების სატელეფონო ქსელში ირიცხებოდა 35 ათასი აბონენტი.

  • სტაციონარული ტელეფონების რაოდენობა: 909 ათასი (2008 წელი).
  • მობილური ტელეფონები: 3,17 მილიონი (2008 წელი).
  • რადიომიმღებები: 11,75 მილიონი (1997 წელი).
  • ტელევიზორები: 320 ათასი (1997 წელი).
  • ინტერნეტის მომხმარებლები: 360 ათასი (2008 წელი).

საგარეო ვაჭრობა

ეთიოპიის ექსპორტი 2006 წელს

2013 წლამდე სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო კულტურის ძირითადი სახეობა იყო ყავა, რომელიც უზრუნველყოფდა ეთიოპიის სავალუტო შემოსავლების დაახლოებით 26,4 %-ს. 2014 წლის დასაწყისში, ზეთოვანი კულტურების ექსპორტი უფრო მთავარი გახდა. ყავას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ეთიოპიის ეკონომიკისთვის. 15 მილიონ ადამიანზე მეტი (მოსახლეობის 25 %) იღებს თავის არსებობის საშუალებას ყავის სექტორიდან.

სხვა საექსპორტო საქონელია — ცოცხალი პირუტყვი, ტყავი და მისი ნაკეთობები, ქიმიკატები, ოქრო, პარკოსნები, ზეთოვანი კულტურები, ყვავილები, ხილი, ბოსტნეული, კატი (ლათ. Catha), მწვანე ბუჩქები, რომელსაც აქვს ფსიქოტროპული თვისებები.

საზღვრებზე ვაჭრობას ხშირად ახორციელებენ მენახირეები ყოველგვარი სახელმწიფო კონტროლის და რეგულაციების გარეშე. აღმოსავლეთ აფრიკაში, საერთაშორისო ვაჭრობის 95 %-ზე მეტი ხორციელდება არაოფიციალური არხების დახმარებით და ეთიოპიიდან ცოცხალი პირუტყვი, აქლემები, ცხვრები და თხები არალეგალურად იყიდება სომალიში, კენიაში და ჯიბუტიში. ამ არალეგალური ვაჭრობის საერთო მოცულობა შეფასებულია $250 მილიონიდან US$300 მილიონამდე წელიწადში (100-ჯერ მეტი, ვიდრე ოფიციალური ციფრი). ასეთი ვაჭრობა ხელს უწყობს ფასების ვარდნას საკვებ პროდუქტებზე, კვების უსაფრთხოების ზრდას, საზღვარზე დაძაბულობის მოხსნას და რეგიონალური ინტეგრაციის გაღრმავებას. მაგრამ ასევე არსებობს არარეგულირებადი და არარეგისტრირებული ვაჭრობისგან მიღებული ბუნებრივი რისკები, ისეთები როგორიცაა სახელმწიფო საზღვრებიდან ავადმყოფობების უფრო ადვილად გავრცელება. ამას გარდა, ეთიოპიის მთავრობა უკმაყოფილებას გამოხატავს დაკარგული საგადასახადო და სავალუტო შემოსავლებით. მთავრობის უკანასკნელი ინიციატივები მიმართული იყო ასეთი სახის ვაჭრობის რეგულირებაზე.

სავალუტო შემოსავლები დამოკიდებულია რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე და იმპორტირებულ ნავთობზე. ეთიოპიას არ ყოფნის უცხოური ვალუტა. ქვეყნის კონსერვატიულმა მთავრობამ შეიმუშავა ფინანსური ღონისძიებები ამ პრობლემების გადასაწყვეტად, მათ შორის შეიმუშავა მკაცრი კონტროლი იმპორტზე და მკვეთრად შეამცირა სუბსიდიები ფასებზე და ბენზინზე. მიუხედავად ამისა, უპირველეს ყოვლისა ნატურალური მეურნეობა ვერ უზრუნველყოფს მაღალ სამხედრო ხარჯებს, გვალვებისგან მიღებულ ზარალს, განვითარების ამბიციურ გეგმებს და იმპორტს, როგორიცაა ნავთობი; ამიტომაც ის დამოკიდებულია უცხოურ დახმარებაზე.

1999 წლის დეკემბერში, ეთიოპიამ ხელი მოაწერა $1,4 მილიარდიან კონტრაქტს მალაიზიურ სანავთობე კომპანია "პეტრონასთან" ერთობლივი საწარმოს შექმნაზე, სომალის რეგიონის უდიდესი ბუნებრივი აირის საბადოს დამუშავებისთვის. მაგრამ 2010 წელს, კომპანია "პეტრონამ" თავისი წილი მიჰყიდა სხვა სანავთობო კომპანიას.

ექსპორტი 2008 წელს: 1,6 მილიარდი დოლარი — ყავაოქრო, ტყავი და მისი ნაკეთობები, ცოცხალი პირუტყვი, ზეთოვანი კულტურები.

ძირითადი მყიდველები: გერმანია — 11,8 %, საუდის არაბეთი — 8,7 %, ნიდერლანდები — 8,6 %, აშშ — 8,1 %, შვეიცარია — 7,7 %, იტალია — 6,1 %, ჩინეთი — 6 %, სუდანი — 5,5 %, იაპონია — 4,4 %.

იმპორტი 2008 წელს: 7,2 მილიარდი დოლარი — საკვები პროდუქტები, ნავთობპროდუქტები, სამრეწველო საქონელი, სატრანსპორტო საშუალებები.

ძირითადი მომწოდებლები: ჩინეთი — 16,3 %, საუდის არაბეთი — 12 %, ინდოეთი — 8,7 %, იტალია — 6 %, იაპონია — 4,9 %, აშშ — 4,5 %.

ჯანდაცვა

ეთიოპიის ჯანდაცვის სისტემა, მიუხედავად ჩატარებული რეორგანიზაციისა და სიახლეების შემოღებისა, ერთ-ერთი უარესთაგანია მსოფლიოში. 1990-იანი წლების განმავლობაში ხელისუფლება აქტიურად ახორციელებდა ეთიოპიის სოციალური სფეროს გარდაქმნის პროგრამის რეალიზებას, რომლის დროსაც გაიზარდა სოციალური და სამედიცინო სექტორის ფინანსირება. ჩატარდა სკოლების სრულყოფილების პროცესი, გაიზარდა მოსახლეობის განათლების დონე და შემცირდა ჩვილთა სიკვდილიანობა. მაგრამ 1998–2000 წლებში ეთიოპია-ერიტრეის კონფლიქტის დროს დაფინანსება პრაქტიკულად მთლიანად შეწყდა. 2000–2001 წლებში ჯანდაცვაზე საბიუჯეტო ხარჯებმა შეადგინა 144 მილიონი დოლარი; შედეგად სამედიცინო ხარჯებმა ერთ სულ მოსახლეზე შეადგინა დაახლოებით 4,5 დოლარი, თუმცა საშუალოდ საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში ეს ციფრი შეადგენს არანაკლებ 10 დოლარს. 2000 წელს ერთ საავადმყოფოს საწოლზე მოდიოდა 4900 მაცხოვრებელი. 1 ექიმი ემსახურებოდა საშუალოდ 48 000 მოსახლეს, ერთი მედდა – 12 000 ადამიანს. მაგრამ მიუხედავად ამისა დღეისათვის ეს ციფრები ცოტათი უფრო გაუმჯობესდა.

2004 წლის ნოემბერში მთავრობამ დაიწყო პირველადი სამედიცინო-სანიტარული დახმარების ხუთწლიანი პროგრამა. 2005 წლის იანვარში ანტირეტროვირუსული პრეპარატების გავრცელება დაიწყო.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 2003 წლის ბოლოს უფროსი ასაკის ადამიანების დაახლოებით 4,4 % დაავადებული იყო აივ-ინფექცით ან შიდსით. ეთიოპიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ყველა ახალგაზრდა ადამიანების სიკვდილის ერთი მესამედი გამოწვეულია შიდსის დაავადებით.

სტატისტიკის თანახმად, ეთიოპიის ყოველი მესამე მაცხოვრებელი დაავადებულია სკარლატინით (ლათ. Scarlatina), მაგრამ ჯანდაცვის სისტემა უძლურია გაუწიოს მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

შიმშილი კიდევ ერთი მთავარი პრობლემაა ქვეყანაში. მზარდი დემოგრაფიული პროცესების გამო ეთიოპიის მიწის ნაკვეთების უკმარისობა და ასევე ნიადაგის დეგრადაცია იწვევს ერთ სულ მოსახლეზე საკვები პროდუქტების წარმოების მუდმივ შემცირებას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, დღეისათვის ეთიოპია ისეთ დონეზე განიცდის საკვები პროდუქტების უკმარისობას, რომ ყველაზე პროდუქტიულ წლებშიც კი ეთიოპიის მოსახლეობის მინიმუმ 5 % საჭიროებდა ჰუმანიტარულ დახმარებას.

განათლება

ეთიოპიის განათლების სფეროში დიდი ხნის განმავლობაში დომინირებდა ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესია, სანამ XX საუკუნის დასაწყისში არ იქნა მიღებული კანონი საერო განათლების შესახებ. მიუხედავად ამისა დიდი ხნის განმავლობაში კარგი განათლების მიღება შეეძლოთ მხოლოდ საზოგადოების ელიტას და ამჰარების ხალხის წარმომადგენლებს, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ეკავათ პრივილიგირებული მდგომარეობა. დღევანდელი სისტემა ახორციელებს სასოფლო რაიონებში სკოლების გაფართოების საკმაოდ მსგავს სქემას, მანამდე არსებულ 1980-იანი წლების სისტემას ემატება უფრო მეტი რეგიონალიზაცია, რაც შესაძლებლობას იძლევა მოსწავლეებმა სოფლებში განათლება მიიღონ მშობლიურ ენაზე, დაწყებული ელემენტარული დონიდან და უფრო მაღალი ბიუჯეტით, რომელიც განათლების სფეროზეა გამოყოფილი. ეთიოპიაში საერთო განათლების მიღების თანმიმდევრობა შეადგენს 6 წელს დაწყებით სკოლებში, 4 წელს საშუალო სკოლების დაბალ კლასებში და 2 წელს საშუალო სკოლების მაღალ კლასებში.

ეთიოპიაში განათლების მიღების შესაძლებლობა საკმაოდ გაუმჯობესდა. დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი სწავლობდა დაწყებით სკოლებში 1994/95 სასწავლო წელს, ხოლო 2008/09 სასწავლო წელს, მოსწავლეების რაოდენობა გაიზარდა 15,5 მილიონამდე – ზრდა 500 %-ზე მეტია.

უკანასკნელ წლებში განათლების დონე გაიზარდა: 1994 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, განათლების დონემ ეთიოპიაში შეადგინა 23,4 %, თუმცა 2007 წლის შეფასებით მან შეადგინა 39 % (მამაკაცები — 49,1 % და ქალები — 28,9 %).

ადის-აბების უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია, რომელიც დაარსდა 1950 წელს. მის შემდეგ 1954 წელს დაარსდა ჰარამაიას უნივერსიტეტი. 2007 წლისთვის არსებობდა 7 მოქმედი უნივერსიტეტი, რომელთა რაოდენობაც მოიმატებს 13-მდე, რადგანაც დაწყებულია ახალი უნივერსიტეტების მშენებლობა. 2012 წლისთვის სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რაოდენობა გაიზარდა 34-მდე, 31 ეკუთვნის სახელმწიფოს, ერთი ეთიოპიის სამოქალაქო სამსახურის უნივერსიტეტია, ერთი თავდაცვის უნივერსიტეტი და ერთიც კოტებეს პედაგოგიური კოლეჯია. ეთიოპიაში არსებულ 64 აკრედიტირებულ არასახელმწიფო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს ან კოლეჯებს მინიჭებული აქვთ სასწავლებლის ხარისხი.

2008/09 და 2012/13 სასწავლო წლებს შორის, სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც სწავლობენ ჩვეულებრივ, საღამოს, ზაფხულის პროგრამებით გაიზარდა სახელმწიფო (86 %) და არასახელმწიფო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში 310 702 სტუდენტიდან (29 % ქალი) 553 484 სტუდენტამდე (30 % ქალი). პირველი ხარისხის დამთავრებულების რაოდენობა გაიზარდა 56 109 ადამიანიდან (29,9 % ქალი) 79 073 ადამიანამდე (28,6 % ქალი).

2008/09 და 2012/13 სასწავლო წლებს შორის ინჟინრებთა რაოდენობა, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო და არასახელმწიფო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში გაიზარდა 9800 ადამიანიდან (11,4 % ქალი) 28 139 ადამიანამდე (20,4 % ქალი). დოქტორის განათლებით გაიზარდა 325 ადამიანიდან (8 % ქალი) 3165 ადამიანამდე (11,2 % ქალი). მაგისტრების განათლებით გაიზარდა 3574 ადამიანიდან (11,8 % ქალი) 6353 ადამიანამდე (14,9 % ქალი) და დოქტორანტების განათლებით გაიზარდა 15 ადამიანიდან (0 % ქალი) 71 ადამიანამდე (9,9 % ქალი). აკადემიადამთავრებულთა რაოდენობა გაიზარდა 11 028 ადამიანიდან (9,8 % ქალი) 23 905 ადამიანამდე (10,5 % ქალი).

მასმედია

ეთიოპიაში მასმედიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია რადიო და ტელევიზია, რომლებიც ეთიოპიის ხელისუფლების კონტროლ ქვეშ რჩება, ასევე კერძო გაზეთები და ჟურნალები. ეთიოპიის სუვერენული სახელმწიფოს ხანგრძლივი 2000 წლიანი ისტორიის განმავლობაში მასმედია ახალი მოვლენაა.

10 რადიოსამაუწყებლო სადგურიდან, 8 AM დიაპაზონზე მაუწყებლობს და 2 მოკლე ტალღებზე, რომლებსაც აქვთ ლიცენზია ეთიოპიაში მუშაობისათვის. ეთიოპიის ძირითადი სამაუწყებლო სადგურებია: ეთიოპიის რადიო, რადიო ფანა[65] (или "Факела") კერძო რადიოსადგურია, რადიო თავისუფალი ეთიოპიის პირველი ხმა და რადიო რევოლუციური ტიგრაის ხმა. ეთიოპიის ტელევიზიის ერთიანი, 24 საათიანი ტელემაუწყებლობის ქსელი და 3 რეგიონალური სადგური, კერძოდ: ადის TV, TV ორომია (ორი პირდაპირი სტუდია), და Dire TV. ხელისუფლების პოლიტიკიდან გამომდინარე, რადიოგადაცემები მიმდინარეობს სხვადასხვა ენებზე.

ბეჭვდითი ორგანოები, მოსახლეობის საკმაოდ მაღალი სიღარიბის და განათლების დაბალი დონის გამო, ასევე დედაქალაქის გარეთ მცირე რაოდენობით გავრცელების გამო, ემსახურება მხოლოდ მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილს. ჟურნალ-გაზეთების მცირე რაოდენობით გავრცელება გამოხატავს მრავალფეროვნების არასაკმარისობას ოფიციალურ პრესაში. ეთიოპიის სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ ქვეყანაში გამოჩნდა კერძო ჟურნალ-გაზეთები, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან მკაცრი რეგულირებისა და ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და კლებისა პრესის რაოდენობა მაინც იზრდება. მიუხედავად ხელისუფლების დიდი მცდელობისა, გაცილებით უფრო მდიდარმა ეთიოპიურმა დიასპორამ უცხოეთში ხელი შეუწყო თავისუფალი პრესის შემდგომ განვითარებას, ასევე ამას ეხმარება ბევრი ახალი ამბების სერვისების მრავალეროვნული საზოგადოება, როგორებიცაა ამჰარულენოვანი და ინგლისურენოვანი.

როდესაც ეთიოპიის ხალხთა რევოლუციურ-დემოკრატიული ფრონტი (ეხრდფ) 1991 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, ერთ-ერთი პირველი მათი გამოცემული აქტი ეხებოდა ეთიოპიის მასმედიისათვის უფრო მეტი თავისუფლების მიცემას, ვიდრე ეს ჰქონდა მანამდე, ცენზურის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა, როგორც დერგის, ასევე მეფის ხელისუფლების დროს, შეწყვეტას. ეს პროცესები მიმდინარეობდა თანდათანობით, განსაკუთრებით 2005 წლის არჩევნების შემდეგ. ამ ლიბერიზაციის მიუხედავად, ურთიერთობა ეხრდფ-სა და კერძო პრესას შორის საკმაოდ დაძაბული იყო. პრესაზე ზეწოლა რეგულარულად მიმდინარეობდა 1990-იან წლებში, რაც გამოიხატებოდა ათეულობით ჟურნალისტების დაპატიმრებაში, რომლებსაც 1992 წელს ბრალად წაუყენეს ცრუ ინფორმაციების გამოქვეყნება და ბეჭვდის შესახებ სხვა კანონების და დადგენილებების დარღვევა. ამ კანონის საფუძველზე ხელისუფლება აპატიმრებდა ჟურნალისტებს ბრალდებების წაყენების გარეშე. "Human Rights Watch"-ის თანახმად, ეთიოპიის მასმედიის თავისუფლების უმაღლესი წერტილი იყო 2005 წლის არჩევნების მოსამზადებელი პერიოდი. სადავო არჩევნების შემდეგ, როდესაც ხელისუფლების მხრიდან არაპროპორციული ძალადობის ბევრი შემთხვევა აღინიშნა, ბევრი ჟურნალისტი იქნა დაპატიმრებული, ოპოზიციური პარტიების წევრებთან ერთად და შემდეგ ისინი გაასამართლეს "კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებაში" და სხვა დანაშაულში, ზოგიერთი მათგანი კი დაუსწრებლად. ასევე ჯარიმები დაუწესეს ეთიოპიის გამომცემლობებს.

იხ. ვიდეო - Ethiopia Threatens its Red Sea Neighbours: What Next?



კულტურა

ეთიოპიის მრავალფენოვანი კულტურა დგას ბიბლიური ცივილიზაციის საფუძველზე, მასზე გავლენა მოახდინა ახლო აღმოსავლეთის ძველ კულტურებთან კონტაქტებთან. იმავდროულად ის საკმაოდ თვითმყოფადი კულტურაა. რელიგიებმა ბევრად განსაზღვრეს ეთიოპიური კულტურა, მაგრამ მსოფლიოს არც ერთი რელიგია — იუდაიზმიქრისტიანობაისლამი — არ ყოფილა მიღებული სუფთა სახით, შეუცვლელად.

ეთიოპიის სახე მუდამ იყო საკმაოდ წინააღმდეგობრივი სხვა კულტურის ადამიანებისათვის. როგორც ჰ. ერლიჰი აღნიშნავს, მუსლიმურ სამყაროს წარმოდგენაში ეთიოპელები იყვნენ კეთილგანწყობილები, დამოუკიდებლები, მაგრამ იმავე დროს გამოირჩეოდნენ ისეთი თვისებებით, როგორიცაა ერესი და ბოროტი ზრახვები. ქრისტიანული აღქმა ეთიოპიას გამოსახავდა, როგორც საიდუმლო და უდიდეს მძლავრ სამეფოდ, მაგრამ უბრალო, კულტურულ, ველურ და მიმზიდველად. აფრიკული შეგნება მუდამ აღნიშნავდა ეთიოპელთა განსაკუთრებულ დამოუკიდებლობას, იმის მაგალითს, თუ როგორ უნდა დაიცვას ის შავკანიანმა ადამიანმა.

სხვადასხვა გარე ძალებთან წინააღმდეგობა ეთიოპიას უნარჩუნებდა კულტურას პრაქტიკულად შეუცვლელი სახით ათასწლეულების განმავლობაში. მუსლიმმა დამპყრობლებმა ვერ შეძლეს მიეერთებინათ ამჰარის სამეფო ვერც ერთი მძლავრი იმპერიისთვის, რომლებიც მათ გვერდით ყვაოდნენ. ევროპელმა კოლონიზატორებმა, მისიონერებმა და ფაშისტმა ლიდერმა მუსოლინიმაც კი ვერ შეძლეს დაეპყროთ ეთიოპია.

იტალიელი ისტორიკოსი-აფრიკანისტი კონტი-როსინი ეთიოპიას ეძახის «ხალხთა მუზეუმს» — ეთნიკური მრავალფეროვნება წარმოდგენილია დაახლოებით 80 ჯგუფებით, სხვადასხვა ტრადიციებით და ენებით.

ეთიოპიის ლიტერატურა (ანბანი ცივილიზაციის მანიშნებელია) მოიცავს დაახლოებით ორ ათასწლეულს. VIII საუკუნემდე ლიტერატურა, ძირითადად ეს იყო რელიგიური ტექსტები, რომლებიც იწერებოდა გეეზის ენაზე. დღეისათვის ეს ენა გამოიყენება მხოლოდ ღვთისმსახურებაში. პირველი ნაწარმოებების შექმნა ამჰარულ ენაზე მიეკუთვნება XIX საუკუნეს.

მთავარი საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრები საუკუნეების განმავლობაში იყვნენ მონასტრები, ევროპის მონასტრების მსგავსად. აქ ყვაოდა ხელსაქმიანობა და ხელოვნება, შენარჩუნებულია საუკეთესო ქმნილებები, ხატები და უძველესი ხელნაწერები.

კალენდარი

ეთიოპიური კალენდარი (ამჰ. የኢትዮጵያ ዘመን አቆጣጠር — ye'Ītyōṗṗyā zemen āḳoṭaṭer) — კალენდარი, რომელიც გამოიყენება ეთიოპიაში, ასევე ეთიოპიის და ერიტრეის ორთოდოქსალურ ეკლესიებშიერიტრეის კათოლიკურ ეკლესიაში და ერიტრეის ევანგელისტურ ეკლესიაში. ეს კალენდარი ეფუძნება უფრო ძველ, კოპტურ კალენდარს, რომელიც თავის მხრივ წარმოიშვა ძველი ძველეგვიპტური კალენდრიდან, მაგრამ აქვს მსგავსება იულიუსის კალენდართან: მასში ასევე გამოიყენება დამატებითი დღე ყოველ ოთხ წელიწადში. ეთიოპიურ კალენდარში წლის დასაწყისი უწევს 30 აგვისტოს იულიუსის კალენდრით, თუ შემდეგი წელი ნაკიანია, ან 29 აგვისტოს, თუ შემდეგი წელი ჩვეულებრივია. კოპტური კალენდრის მსგავსად, ეთიოპიური კალენდარი მოიცავს 12 თვეს, თითოეული 30 დღის რაოდენობით, ასევე 5 ან 6 ეპაგომენურ დღეს წლის ბოლოში, რომელიც ჩვეულებრივად გამოიყოფა 13-ე თვედ. ეპაგომენური დღეების რიცხვს განსაზღვრავს ჩვეულებრივი ან ნაკიანი წელი.

ეთიოპიურ კალენდარში წლების ათვლა იწყება ჩვენი წელთაღრიცხვის 8 წლის 29 აგვისტოდან იულიუსის კალენდრით. შედეგად, ახალ ათასწლეულში ეთიოპია შევიდა 2008 წლის 29 აგვისტოს იულიუსის კალენდრით (11 სექტემბერი).

წლის დასაწყისად ეთიოპელები და ერიტრეის ეკლესიის მიმდევრები დღეისათვის იყენებენ ხარების თარიღს — 9 წლის 25 მარტს იულიუსის კალენდრით, ანიანა ალექსანდრიელის გამოთვლებით, პირველი წელი დაიწყო ამ თარიღამდე შვიდი თვით ადრე — 8 წლის 29 აგვისტოს იულიუსის კალენდრით, ევროპელებისგან განსხვავებით, რომლებმაც დიონისე მცირეს 525 წელს ჩატარებული გამოთვლები მიიღეს საფუძვლად, რომელმაც ხარების თარიღი 8 წლით უფრო ადრინდელად დაასახელა, ვიდრე ანიანა ალექსანდრიელმა. ამიტომ ეთიოპიური წლების რიცხვი 8 წლით ნაკლებია 1 იანვრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით გრიგორიანული კალენდრით, ხოლო 11 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გრიგორიანული კალენდრით — 7 წლით ნაკლებია.

მომდევნო დღე იწყება არა შუაღამისას (00 სთ 00 წთ), არამედ მზის ამოსვლისას.

ამჰარული ენაკოპტური ენათვის დასაწყისი
(გრიგორიანული კალენდარი)
თვის დასაწყისი ნაკიან ეთიოპიურ წელს
(გრიგორიანული კალენდარი)
መስከረም (Mäskäräm)Tut11 სექტემბერი12 სექტემბერი
ጥቅምት (Teqemt)Babah11 ოქტომბერი12 ოქტომბერი
ኅዳር (Hedar)Hatur10 ნოემბერი11 ნოემბერი
ታኅሣሥ (Tahsas)Kiyahk10 დეკემბერი11 დეკემბერი
ጥር (T’er)Tubah9 იანვარი10 იანვარი
የካቲት (Yäkatit)Amshir8 თებერვალი9 თებერვალი
መጋቢት (Mägabit)Baramhat10 მარტი10 მარტი
ሚያዝያ (Miyazya)Baramundah9 აპრილი9 აპრილი
ግንቦት (Genbot)Bashans9 მაისი9 მაისი
ሰኔ (Säne)Ba’unah8 ივნისი8 ივნისი
ሐምሌ (Hamle)Abib8 ივლისი8 ივლისი
ነሐሴ (Nähase)Misra7 აგვისტო7 აგვისტო
ጳጉሜ (Pagumän)Nasi6 სექტემბერი6 სექტემბერი

მეორე გამორჩეული კალენდარული სისტემა შემუშავდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 300 წელს ორომოს ხალხის მიერ. ბორანას კალენდარი ეყრდნობა მთვარეზე და 7 ცალკეულ ვარსკვლავზე ან თანავარსკვლავედზე ასტრონომიულ დაკვირვებას. ამ კალენდრის თვეებია: Bittottessa (სამკუთხედის თანავარსკვლავედი), Camsa (პლეადა), Bufa (ალდებარანი), Waxabajjii (ბელატრიქსი), Obora Gudda (ცენტრალური ორიონის თანავარსკვლავედი-Saiph), Obora Dikka (სირიუსი), Birra (სავსე მთვარე), Cikawa (მთვარის მეოთხედი), Sadasaa (მთვარის მეოთხედი), Abrasa (დიდი ნახევარმთვარე), Ammaji (საშუალო ნახევარმთვარე) და Gurrandala (მცირე ნახევარმთვარე).

დრო

ეთიოპიის ტერიტორია მდებარეობს აღმოსავლეთაფრიკული დროის (EAT) (UTC+3) სარტყელში. ზაფხულის დროზე ეთიოპია არ გადადის.

ადგილობრივი დრო — UTC+3 ეთიოპიაში გამოიყენება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებში, ტრანსპორტის ჩათვლით. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დრო აითვლება 12-საათიანი ციკლებით «მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე» და «მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე», ამასთან მზის ამოსვლის დრო ითვლება შუადღედ, ხოლო მზის ჩასვლის დრო — შუაღამედ. შედეგად, აღმოსავლეთაფრიკული დროის 7:00 შეესაბამება ადგილობრივი დროის დღის ციკლის 1:00-ს, 12:00 — 6:00-ს და 18:00 — 12:00-ს. დროის ათვლის ამ თავისებურებას ხშირად ქვეყნის სტუმრები შეჰყავს დაბნეულობაში.

სპორტი

საერთაშორისო სპორტულ არენებზე ეთიოპია პირველ რიგში ცნობილია თავისი განთქმული მორბენლებით საშუალო და გრძელ დისტანციებზე. ოლიმპიური თამაშებზე ქვეყნისთვის მედლები მოჰქონდათ მხოლოდ მძლეოსნებს, სულ მათ ანგარიშზე მოდის 20-ზე მეტი ოქროს მედალი. სახელგანთქმულ ეთიოპიელ მორბენლებს შორის, რომლებსაც გამარჯვებები აქვთ მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონატებში და ოლიმპიურ თამაშებში, შეიძლება დავასახელოთ ისეთი სპოტსმენები, როგორებიცაა: აბებე ბიკილამირუს იფტერიჰაილე გებრსილასეკენენისა ბეკელეტირუნეშ დიბაბამესერეტ დეფარიდერარტუ ტულუ.

2006 წელს ეთიოპია პირველად მონაწილეობდა ტურინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში.

ფეხბურთში 1960-იან წლებში ეთიოპიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები იყო აფრიკაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი და გაიმარჯვა 1962 წლის აფრიკის ერთა თასის გათამაშებაში. დღეისათვის უკვე ეთიოპია ფეხბურთში არც თუ ისე ძლიერი ნაკრებია. მაგრამ ეთიოპიიდან ჩამოსულ ფეხბურთელებს შორის ცნობილია თეოდორ გებრესელასიე, რომელსაც აქვს ჩეხეთის მოქალაქეობა და თამაშობს ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში. ის ასევე საფეხბურთო კლუბ ბრემენის «ვერდერის» მოთამაშეა.

დღესასწაულები


თარიღიდასახელება (ქართ.)დასახელება (ეთიოპ.)
6 ან 7 იანვარიქრისტეს შობაGänna/Ledät (ገናልደት)
19 იანვარინათლისღებაTemqät (ጥምቀት)
2 მარტიგამარჯვება ადუასთან
აპრილი ან მაისიაღდგომაFasika (ፋሲካ)
1 მაისიშრომის დღე
5 მაისითავისუფლების დღეOmédla del (ኦሜድላ ድል)
11 სექტემბერიახალი წელიEnqutatash (እንቁጣጣሽ)
27 ან 28 სექტემბერიმესკელის ჯვრის დღეMäsqäl (መስቀል)

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...