воскресенье, 17 декабря 2023 г.

ბადრიჯანი ნიგვზით

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

               ბადრიჯანი ნიგვზით
ქართულილი კულინარია
რეცეპტის ინგრედიენტები
500   გრამი ბადრიჯანი
250   გრამი ნიგოზი
3   კბილი ნიორი
1   ჩ/კ უცხო სუნელი
1   ჩ/კ ხმელი ქინძი
1   ჩ/კ წითელი წიწაკა
1   ჩ/კ ყვითელი ყვავილი
3   ს/კ თეთრი ღვინის ძმარი
4   ს/კ წყალი
100   მლ/ლ ზეთი შესაწვავად
მარილი გემოვნებით
მწვანილი და ბროწეულის მარცვლები გასაფორმებლად
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1
ნიგოზი და ნიორი ხორცსაკეპ მანქანაში ერთად გაატარეთ. მოათავსეთ ჯამში და დაუმატეთ სუნელები, მარილი, ძმარი და წყალი. ნიგვზიანი საკმაზის მისაღებად, ეს ყველაფერი ერთმანეთს შეურიეთ.

2
გარეცხილი ბადრიჯანი სიგრძეზე დაჭერით, თითოეული 4-5 ცალ ბრტყელ ნაჭრად. ტაფაზე ზეთი დაასხით და ბადრიჯანი საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან შეწვით.

3
შემწვარი ბადრიჯანი სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცზე დაალაგეთ, რათა დაიწრიტოს. თითოეულ ნაჭერს თანაბრად წაუსვით ნიგვზიანი მასა და გადაკეცეთ შუაზე. ბადრიჯნებს დარჩენილი ნიგვზის მასა ზემოდან გადაუსვით.

4
დაალაგეთ თეფშზე და, სურვილისამებრ, გააფორმეთ მწვანილითა თუ ბროწეულის მარცვლებით. გემრიელად მიირთვით :) იხ ბმულზე წყარო

იხ. ვიდეო - ნიგვზიანი ბადრიჯანი | დღის რეცეპტი იმედზე




Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...