Translate

понедельник, 17 августа 2026 г.

შიო III

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                 შიო III
დროშა
142-ე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი
11 მაისი, 2026-დან
არჩევა:11 მაისი, 2026
ინტრონიზაცია:12 მაისი, 2026
ეკლესია:საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
წინამორბედი:ილია II
 
განათლება:თბილისის კონსერვატორია, ბათუმის სასულიერო სემინარია, მოსკოვის სასულიერო აკადემია
სამეცნიერო ხარისხი:ღვთისმეტყველების დოქტორი
დაბადების სახელი:ელიზბარ მუჯირი
დაბადება:1 თებერვალი, 1969 (57 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მამა:თეიმურაზ მუჯირი
დედა:ნანა ქურდიანი
ბერად აღკვეცა:5 თებერვალი, 1993
დიაკვნად კურთხევა:19 აგვისტო, 1995
მღვდლად კურთხევა:6 მაისი, 1996
ეპისკოპოსად კურთხევა:7 სექტემბერი, 2003
მთავარეპისკოპოსობა ებოძა:20 სექტემბერი, 2009
მიტროპოლიტობა ებოძა:2 აგვისტო, 2010
 
ხელმოწერა:

შიო III (ერისკაცობაში — ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი; დ. 1 თებერვალი, 1969, თბილისი, საქართველოს სსრ) — სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 2026 წლის 12 მაისიდან. 2003 წლიდან სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ქართული სამრევლოების მმართველი მღვდელმთავარი, 2017 წლიდან საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიაქო ტახტის მოსაყდრე. ანგელოზის დღე — ყველიერის ხუთშაბათი (ღირსი შიო მღვიმელის ხსენება).

ბიოგრაფია

მიტროპოლიტი შიო დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია, 1999 წელს კი ბათუმის სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში და მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

იხ.ვიდეო - შიო მესამე-გზა ეკლესიამდე; ურიერიP.S.-2026.05.17



1993 წლის 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო, ხოლო 1995 წელს დიაკვანი გახდა. 1996 წლიდან მღვდლად აკურთხეს. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია.

იხ.ვიდეო - პატრიარქი შიო III - უნიკალური ფოტომასალა და ისტორიები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე



2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით აირჩიეს ახლად ჩამოყალიბებული სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსად. ამავე წლის 7 სექტემბერს შეიმოსა ეპისკოპოსის სამოსით.

2009 წლის 30 აპრილს წმინდა სინოდმა მას ჩააბარა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მრევლი. 2010 წლის 2 აგვისტოდან მიტროპოლიტია. 2010 წლის 21 დეკემბერს შევიდა ქართული ეკლესიის წმინდანების კანონიზაციის კომისიაში.

2015 წლის 16 დეკემბერს მიტროპოლიტმა შიომ დაიცვა დისერტაცია მოსკოვის წმ. ტიხონის მართლმადიდებლურ-ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, თემაზე „ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია) მისი ცხოვრების ისტორიული კონტექსტი და სულიერ-სამოძღვრო მემკვიდრეობა“ და მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი.

2017 წლის 23 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანებით დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.

2018 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

2026 წლის 28 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მეუფე შიო პატრიარქობის 3 კანდიდატს შორის დაასახელა.

2026 წლის 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქად აირჩიეს

2026 წლის 12 მაისს სვეტიცხოვლის ტაძარში შიო III პატრიარქად აღსაყდრდა

იხ.ვიდეო - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III - ახალი მწყემსთავრის გზა


რეკლამა  -  მომზადება ვოკალში -   პროფესიონალი   მომღერალი   ოპერის სოლისტი    მრავალი    კონკურისის      ლაურეატი მოამზადებს ნებისმერ მსურველს     ვოკალში საოპერო,    კამერული, საესტრადო, ფოლკორში. ხმისა და სუნთქვის დაყენება, გაძლიერება,     დიაპაზონის გაზრდა სათანადო რეპერტუარით,      სწავლების ინტესივობა და მიმართულება განისაზღვრება ინდივიდულურად მასწავლებლის მიერ. ფასი 40ლ. ერთი გაკვეთილი ტ 595 33 01 77,   5977 872 64


ბრიტანეთში სტაჟირებული, სერტირთიფიცირებული ინგლისური ენის სპეციალისტი,  თარგმნა, ინგლისურიდან ქართულში ან პირიქით ტექსტის კორექტირიება,  აკრეფა ვორდში და ინგლისურში ნებისმირი მსურველის მომზადება  ინგლისურში სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს ან სხვა ნებისმიერ მსურველს სათანადო პროგრამით  FCF , TOEFl, IEFLtS სათანადო  აუდიო თუ ვიდეო მასალის გამოყენებით  ფასი შეთანხმებით ასევე ონლაინ მომსახურება და სწავლა ტ. 591 102 949


Комментариев нет:

შიო III

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                    შიო III 142-ე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ...