понедельник, 13 августа 2018 г.

        გაეროს საერთაშორისო სასამართლო

                                                                 Tribunal Internacional de Justicia - International Court of Justice.svg                        
საქართვლო რუსეთი საერთაშორისო სასამართლო დავები რ-იც საქართველოს მხარემ შეიტანა ზოგი ეხლაც მიმდინარეობს ჩამოვთვალოთ დავიწყოთ
გაეროსმთავარი სასამართლო ორგანო. შეიქმნა 1945 წელს. მისი მიზანია სახელმწიფოთა შორის დავების გადაწყვეტა მათი თანხმობით და იძლევა კონსულტაციებს და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებზე. სასამართლო შედგება 15 მოსამართლისაგან, რომელსაც ირჩევს გაეროს გენერალური ასამბლეა და უშიშროების საბჭო 9 წლით, ამასთან ყოველ 3 წელიწადში ხდება სასამართლოს წევრთა 1/3-ის გადარჩევა. მის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს ერთი ქვეყნის ერთდროულად ორი მოქალაქე. სასამართლო ფუნქციონირებს წესდების საფუძველზე, რომელიც გაეროს წესდების განუყოფელი ნაწილია. სასამართლოს ადგილსამყოფელია ქალაქი ჰააგა(ნიდერლანდები).

საქმე საქართველო რუსეთის წინაამღდეგ 2008- 2011წწ სასამართლომ განიხოლა პირევლი ისტორიაში საქმე, რ-ზეც რუსეთის მხარე გამოვიდა დავაზე. სესაბამისად სარჩელი შეიტანა საქართველომ საერთაშორისო კონვეციის საფუძველეზე ლიკვიდაცია ყველა ფორმის დისკრიმინაცია. საქართველო ამტკიცებს, რომ 1990წ, რუსეთმა პირდაპირ, მასზე დაქვემდებარებული კონტროლირებული სტრუქტურები აფხაზეთში და სამაჩაბლოში, განახორციელა დისკრიმინაციული ქართული მოსახლეობაზე.
2008 წ-ის 15 ოქტომბერს სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, მიუთითა ორივე მხარეს დაავალა დროებითი ღონისძიებები ვალდებულებები კონვეციის მითითებით 2010 წ-ის 13- 17 სექტემბერს შედგა მოსმენები რაკითხან დაკავსირებით იურიდიული განხილვა საქმის. 2011წ 1 აპრილს სასამართლომ გამოაქვეყნა ყველა გადაწყვეტილება შენატანზე საქართველოს მხრიდან 2008 წ-ის 12 აგვისტოს არ იყო დაცული სასამართლომდე პროცედურები.
საქმე უკრაინა რუსეთის წინაამღდეგ 2017 წ-ის 16 იანვარს უკრაინამ შეიტანა რუსეთის წინაამღდეგ სართაშორისო კონვეციის დარღვევაზე.

воскресенье, 12 августа 2018 г.

იუჯინ ნიუმენ პარკერი

                       იუჯინ ნიუმენ პარკერი 

                    Prof. Eugene Parker from University of Chicago.jpg
ამრიკელი ასტრონომი დაოიბადა 1927 წ-ის 10 ივნისს 91 წლის 1948 წ-ს დაამთავრა უნივესიტეტი მიჩიგანის შტატში გააგრძელეა განათლება კალიფორნიის ტეხნოლოგიური ინტიტუტში 1951- 55წწ ასწავლიდა იუტას უნივესიტეტში. 1962 წ-ს პროფესორი ფიზიკის დარგში. წევრი ნაციონალური მეცნიერთა  აკადემიის.
 განსკაკუთრებული სამეცნიერო მოღვაცეობა ფიზიკის დარგში პლაზმისა და ასტროფიზიკაში და გეოფიზიკაში. ფიზილის დარგში მოძრაობის შეუქცევად პლაზმაში, დაჩქარება სწრაფი ნაწილაკების და მაგნოტური ანიჰილიზიაცია მზის ნათებისას. წარმოშობა მზის ლაქების და ბუნება მაგნიტური ველისმზის.გავრცელება დარყმითი ტალღის პლანეტათშორისო სივრცეში., წარმოშობა და სტრუქტურა გალაქტიკების მაგნიტური ველის, წარმოშობა და გავცელება კოსმოსური სხივების. შეასრულა პიონერული სამუშაო მზის ქარის და მისი ზემოქმოდება გეომაგნიტური ველზე. განიხილა მოდელი მზის გარე ატმოსფეროს კორონაზე და სხვ. არის უამრავი  პრემიის მფლობელი. იხ. ქვემოთ ვიდეო მისი სახელობის ზონდის შესახებ რ-იც გაუშვეს მზის მიმართულები.

                                              

მზის ზონდი პარკერი

                                   მზის ზონდი პარკერი 
                        Parker Solar Probe.jpg
(Parker Solar Probe)  ასევე (Parker Solar Probe) 2018 წ 12 აგვისტო დღეს გაშვებული იქნა მზის მისართულებით ზონდი პარკერი  პერსპექტიული კვლევითი კოსმოსური  აპარატი ნასას მისი მიზანია მზის გარე შრის კორონას კველევა. 
წარმოასგენილია, რომ ის მიუახლოვდება მზის ზედაპირს (ფოტოსფეროს) დაშძორებით 8,86 რადიუსზე მზის (602 მლნ. კმ) ნასას პროექტი ეს არის გაგრძელება გაშვებები სერიების ავტომატური კოსმოსური აპარატების, რ-ბიც უახლოვდებიან მზის ზედაპირს ათეული მზის რადუსზე სიშორეზე. ეს ნისნავს იმას, რომ ყველაზე ახლოს დაუახლოვდება რაც კი გაშვებულა მზის მნათობის მიმართულებით. ეს ნასას ყველაზე ძვირად ღირებული კველევითი პროექტია და ტოლია 750$ მლნ.მესთან ზონდი განავითარებს 700000 კმ სთ. სიჩ სახელწოდება 
მისია განსაზღვრა სტრუქტურის და დინამიკის მაგნიტური ველის და წყაროს მზის ქარის.
იხ. ვიდეო


გამოავლენა დონიდ ენერგიის, გამოშვებული მზის კორონის და აჩქარებისა მზის ქარის
განსაზღვრა მექანიზმების დაჩქარებისა დონეების ენერგიის ნაწილაკების
კვლევა პლაზმის ნაწილაკების მზესთან და ზემოქმედებასა მზის ქარისადა წარმოქმნა ენერგეტიკული ნაწილაკების.
იხ. ვიდე
იხ. ვიდეო 2019წ-ის დეკემბერი  ახალი ინფორმაციები ,პარკერიდან '' მიღებული.



                                  ასურეთი

                                          
 (არამ. ܐܬܘܪებრ. אשורამჰ. አሦርბერძნ. Ασσυρία) — ძველი სახელმწიფო დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. ჩამოყალიბდა ძვ. წ. II ათასწლეულში შუამდინარეთის ჩრდილოეთ ნაწილში და იარსება ძვ. წ. VII საუკუნის ბოლომდე. ამ დროს ასურეთის მოსახლეობა ეთნიკურად, ენით, კულტურით დიდად არ განსხვავდებოდა ბაბილონის მოსახლეობისაგან. სემიტურ ენათა ოჯახში შემავალი ასურული ენაერთიანი ასურულ-ბაბილონური ანუ აქადური ენის დიალექტია.
ასურელები თაყვანს სცემდნენ ბაბილონის ღვთაებათა მთელ პანთეონს, თუმცა მის სათავეში აყენებდნენ საკუთარ ასურელ ღვთაებას — ასურს. ამ ღვთაების სახელი ერქვა სახელმწიფოს დედაქალაქს, ხოლო მთელი ქვეყანა „ასურის ქვეყნად“, ე. ი. ასურეთად იწოდებოდა. სახელმწიფოს დედაქალაქი ასური მდებარეობდა მდინარე ტიგრის ნაპირზე. საკუთრივ ასურეთს თავდაპირველად ეკავა საკმაოდ მცირე ტერიტორია ტიგრის ზემო წელზე; სამხრეთით, დაახლოებით, მდინარეების ქვემო ზაბისა და ტიგრის შესართავიდან აღმოსავლეთ ზაგროსისა და ჩრდილო-დასავლეთით მასიოსის მთებამდე. დასავლეთიდან ამ ვიწრო ზოლს ემიჯნებოდა სირია-მესოპოტამიის ვრცელი უდაბნო.
სამხრეთ შუამდინარეთისაგან (ბაბილონეთისაგან) განსხვავებით, სადაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხელოვნურ რწყვას, ასურეთში მიწათმოქმედება შესაძლებელი იყო ხელოვნური რწყვის გარეშე. ასურეთის გარშემო მდებარე მთები მდიდარი იყო ნადირითა და წიაღისეულით. არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობს, რომ უკვე IV ათასწლეულში აქ ჰქონიათ იმ დროის კვალობაზე საკმაოდ განვითარებული სამიწათმოქმედო კულტურა, მიწათმოქმედებასთან ერთად მესაქონლეობასაც მისდევდნენ. ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ ამ დროს ასურეთის ტერიტორიაზე უნდა ეცხოვრა ხურიტულ ანუ სუბარულ ტომებთან ახლო მდგომ არასემიტურ მოსახლეობას. თანდათანობით ამ ადგილების სემიტიზაციამ ინტენსიური ხასიათი მიიღო. დასავლეთიდან შემოიჭრა დასავლეთი სემიტური-ამორეული, ხოლო სამხრეთიდან — აღმოსავლეთი სემიტური ბაბილონიის (აქადური) მოსახლეობა, ადგილობრივი ხურიტული მოსახლეობა სემიტურს შეერია. აქადური ენა სალაპარაკო ენად იქცა. ბაბილონურმა რელიგიამ და კულტურამაც ასურეთში ღრმად გაიდგა ფესვები. ასურეთის სემიტიზაციის (აქადიზაციის) პროცესი ძირითადად დასრულდა ძვ. წ. 2000 წლისათვის, როდესაც ასურეთი შუამდინარეთსა და მცირე აზიას შორის მიმდინარე ინტენსიური საშუამავლო-სატრანზიტო ვაჭრობის ცენტრად იქცა.
ქ. ასურმა მცირე აზიაში, ხეთების ქვეყანაში, დააარსა მრავალი სავაჭრო კოლონია. ამათგან უმნიშვნელოვანესი იყო ქ. ქანესი (დღევანდელი ქულთეფე თურქეთში). არქეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს ასურელ კოლონისტთა დიდი არქივი, რომელიც შუქს ჰფენს ასურელთა მოღვაწეობას მცირე აზიაში და, საერთოდ, იმდროინდელი ასურეთის ისტორიას. ასური ამ დროს საქალაქო თემი იყო, სადაც ღრმად გაიდგა ფესვები ქონებრივმა დიფერენციაციამ, სავაჭრო ამხანაგობებში გაერთიანებული ზედა ფენა სწრაფად მდიდრდებოდა საქარავნო ვაჭრობით. მცირე აზიიდან ასურელებს შუამდინარეთში უმთავრესად ლითონი შეჰქონდათ. საზოგადოებაში ამ დროს უკვე მტკიცედ მოიკიდა ფეხი სავალო კაბალამ — ვალის გადახდის ვერშემძლე თანამემამულის დამონებამ, რაც ფართოდ გავრცელდა მოგვიანებით, „შუაასურულ“ ხანაში (ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი).
ასურის საქალაქო თემ-სახელმწიფოს სათავეში მდგომი პირები თავდაპირველად იწოდებოდნენ არა მეფეებად, არამედ „იშაქუმებად“ (შესატყვისია ბაბილონელთა „პატეისის“ ანუ „ენისისა“). მათ ეპყრათ ქვეყანაში უმაღლესი სამხედრო და საკულტო-რელიგიური (უზენაესი ქურუმის) ძალაუფლება. ძვ. წ. III ათასწლეულში და II ათასწლეულის დასაწყისში ქ. ასური და მის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორია, ისევე როგორც სხვა ცენტრები, ემორჩილებოდნენ ბაბილონეთის ძლიერ ხელისუფალთ, ძვ. წ. XVIII საუკუნის დასაწყისში ასურეთში შეიქმნა ვრცელი სამეფო მეფე შამშიადად I-ის მეთაურობით. ასურის გარდა, სამეფოს მნიშვნელოვან ცენტრებად იქცა ქალაქები არბელა, ნინევია და სხვა. ძვ. წ. XVIII საუკუნეში ასურეთი დაიმორჩილა ბაბილონეთის ძლიერმა მეფემ ხამურაბიმ. ამასობაში მცირე აზიაში დიდი ძვრები მოხდა. შემოსეულმა ტომებმა გაანადგურეს ასურელთა ახალშენები, გადაუჭრეს ასურეთს მცირე აზიისაკენ მიმავალი გზები, რამაც საშუამავლო ვაჭრობის დაცემა და საერთოდ ასურეთის დასუსტება გამოიწვია.

ასურეთის მეზობლად, შუამდინარეთშივე, ჩამოყალიბდა ხურიტების დიდი სახელმწიფო მითანი, რომელმაც ასურეთი დაიპყრო. ძვ. წ. XVI - ძვ. წ. XV საუკუნეებში ასურეთის ქალაქებში გამგებლად მითანის მეფისნაცვლები ისხდნენ. ძვ. წ. XV საუკუნეში ასურეთმა თავი დაიხსნა მორჩილებისაგან და თვით გადავიდა შეტევაზე. მეფე ასურუბალიტ I-მა (ძვ. წ. XV საუკუნის ბოლო და ძვ. წ. XIV საუკუნის დასაწყისი) მცირე ხნით დაიმორჩილა ბაბილონეთი. ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებში ასურეთი წარმატებით ომობდა მითანის წინააღმდეგ და მთლიანად დაიპყრო მისი ტერიტორია ჩრდილოეთ შუამდინარეთში (ადადნირარისსალმანასარ I-ის, თუქულთი-ნინურტა I-ია ლაშქრობანი). ძვ. წ. XII საუკუნეში მცირე ხნით დასუსტების შემდეგ მეფე ტიგლათფილესერ I-ის (ძვ. წ. 1115 - ძვ. წ. 1077) დროს ასურეთი კვლავ გაძლიერდა და წარმატებით ეომობოდა მეზობელ ქვეყნებს. ასურელები მიადგნენ სამხრეთ ამიერკავკასიას, ებრძოდნენ ნაირის, ურარტუს, შავი ზღვისპირა ტომებსა და სხვა. თავიანთ ლაშქრობათა დროს ასურელებს არასოდეს არ მიუღწევიათ ასე შორეული ჩრდილოეთისათვის, ამ დროს, ე. წ. „შუა ასურულ“ ხანაში, ასურეთის მეფეები წარმატებით ომობდნენ აგრეთვე ჩრდილოეთ სირიასა და ფინიკიაში, ბაბილონეთში, მცირე აზიის აღმოსავლეთ რაიონებში. ინტენსიური შეტევითი ომები დიდ სამხედრო ძალას მოითხოვდა. ამას თან მოჰყვა ასურელების ჩამოყალიბება მხედართა საზოგადოებებად. სავალო კაბალა, რაც ასე ემუქრებოდა რიგით ასურელს, თანდათან შესუსტდა. ომებს ახლა დიდძალ ნადავლთან (პირუტყვი, ლითონები და სხვა სიმდიდრე) ერთად მოჰყვებოდა უამრავი ტყვე, რომელთა დიდ ნაწილს მონებად აქცევდნენ, რაც აღრმავებდა ქონებრივ და სოციალურ დიფერენციაციას თვით თავისუფალ ასურელთა წრეშიც.
ფრთოსანი ხარის ქანდაკება.
ძვ. წ. XI საუკუნიდან დაიწყო ასურეთის დასუსტება. ეს გამოიწვია დასავლეთიდან არამეული ტომების თავდასხმამ, რომელთა თარეში ასურელთა მიწა-წყალზე თითქმის ორი საუკუნე გრძელდებოდა. ასურეთის მეფეთა რეზიდენცია ასურიდან გადაიტანეს ჯერ ქალხუში (თანამედროვე ნიმრუდი), შემდეგ დურ-შარუქინში (თანამედროვე ხორსაბადი) და ბოლოს ნინევიაში (თანამედროვე კუიუნჯიკი). ძვ. წ. IX საუკუნეში დაიბრუნა ძველი ძლიერება. ასურნასირფალი და სალმანასარ III-ის მეფობის დროს მოეწყო რამდენიმე წარმატებული ლაშქრობა ჩრდილოეთით, ნაირის ქვეყნებისა და ურარტუს ძლიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ, დასავლეთით ჩრდილოეთ შუამდინარეთსა და სირიაში, აღმოსავლეთით — მიდიაში, სამხრეთით — ბაბილონეთში, მაგრამ ძვ. წ. IX საუკუნის ბოლოს ასურეთი კვლავ დასუსტდა და ურარტუს დარტყმებით დაკარგა ადრე დაპყრობილი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი. ურარტუს მეფეებმა ასურეთს გადაუჭრეს ჩრდილოეთ სირიისა და მცირე აზიისაკენ მიმავალი სავაჭრო-სატრანზიტო გზები და ამით მოწყვიტეს ლითონით, კერძოდ, რკინით მომარაგების ბაზებს. ამას დაემატა ხანგრძლივი სამოქალაქო ომი ქურუმთა, პრივილეგიურ სავაჭრო და სამოხელეო არისტოკრატიასა და სამხედრო არისტოკრატიას შორის. ამ კრიზისიდან გამოსვლა უკავშირდება ტიგლათფილესერ III-ის (ძვ. წ. 745 - ძვ. წ. 727) სახელს, რომლის რეფორმებმა დიდად შეუწყო ხელი ასურეთის ხელახალ გაძლიერებას. მის დროს ჩატარდა მნიშვნელოვანი სამხედრო რეფორმა — შეიქმნა სამეფო მუდმივი ჯარი, რომელსაც სახელმწიფო აიარაღებდა და ინახავდა. გატარდა ადმინისტრაციული რეფორმა: შემცირდა ადმინისტრაციული ოლქების მოცულობა და შეიზღუდა ოლქების მმართველთა ფუნქციები. თუ ასურეთის უწინდელი მეფეები დამორჩილებულ მოსახლეობას მასობრივად ჟლეტდნენ, ახლა ამ მოსახლეობას სხვა ადგილას ასახლებდნენ და სამეფოს მიმართ ვალდებულ მიწათმოქმედებად აქცევდნენ ხოლმე. დამორჩილებული მეომრების ნაწილი თვით ასურელთა ჯარშიც კი შეჰყავდათ და ა. შ. ტიგლათფილესერ III-მ სასტიკად დაამარცხა ურარტუ, დაიპყრო სირია, პალესტინა, ფინიკია, ბაბილონეთი და სხვა. შეიქმნა ასურეთის დიდი იმპერია, რომელიც შემდეგში კიდევ უფრო გაიზარდა.
სარგონ II ებრძოდა ურარტუს და ახალი ტერიტორიები წაართვა. მან და მისმა მემკვიდრე სინახერიბმა (ძვ. წ. 705 - ძვ. წ. 680) გააფართოვეს ასურეთის საზღვრები აღმოსავლეთითაც მიდიისა და ელამის მიმართულებით. ასარხადონმა (ძვ. წ. 680 - ძვ. წ. 669) დაიპყრო ეგვიპტე და ა. შ. ამავე დროს დაიწყო დიდი შინაგანი და საგარეო გართულებები, გამწვავდა ბრძოლა ქვეყნის სამხედრო პარტიასა და ქურუმობას შორის, ქურუმებს ზურგს უმაგრებდნენ ბაბილონეთის სავაჭრო ცენტრები. ასურეთმა მძიმე ბრძოლები გადაიხადა ჩრდილოეთიდან შემოსულ სკვითებთან და კიმერიელებთან. ასურბანიფალს (ძვ. წ. 669 - ძვ. წ. 633) დიდი ბრძოლა მოუხდა ამბოხებულ ბაბილონეთთან. ასურეთს ამ დროს ჩამოსცილდა ეგვიპტეც. ძვ. წ. 605 გაძლიერებული მიდიისა და ბაბილონეთის კოალიციამ ბოლო მოუღო ასურეთის სახელმწიფოს. მისი ტერიტორია გამარჯვებული სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა. თვით ასურელები თანდათანობით არამეულ მოსახლეობაში გაითქვიფნენ და თავიანთი ეთნიკური ინდივიდუალობა დაკარგეს.

ლიტერატურა

четверг, 9 августа 2018 г.

რუსეთი სანქციების მოლოდინში და ჰააგის სასამართლო

                    რუსეთი სანქციების მოლოდინში

                   და ჰააგის სასამართლო
როგორც მოგეხსენებათ დღეს აშშ-მასკრიპალების საქმესთან დაკავშირებით საქციები დაანონსეს შეგიძლიათ იხილოთ რუსეთის საფონდო ბირჟაზე მკვეთრი ვარდნა განიცადა იმ კომპანიების ებიც სიაში მოხვდნენ. 26.7% ვარდნა განიცადა ,,რუსალმა'' მსოფლიო ალუმინის წარმოების ლიდერი, 6,7% დაეცა ,,ვნეშტორბანკის, 6.8% ,,სბერბანკის, ხოლო მსოფლიოში უმსხვილესი მომპოვებლის ,,ალროსას" აქციები 7%
აეროფლოტის აქციების 11% გაუფასურდა იხ იხილეთ ვითიბი  გაზეთ კომერსანტის მონაცემებით აერეფლოტს და ბანკების ოპერაციები. გოლოს ამერიკის კი ბოინგის ტეხნიკურ სათადარიგო მოწყობილობებზე.
კრემლის სია ვაშინგტონში იანვარში შედგა და მასში 38 რუ ბიზნესმენს ეხება პუტინის გარემოცვის. საქციები ამოქმედება 22 აგვისტოდან ინტერნეტ გამოცემაში კი საუბარი იყო რომ პუტინს ურჩევენ ბიზნესმენების დაბეგვრაზე რუსეთში. ხოლო რუსული რუბლი გაუფასურდა
მე არა ერთხელ მითქვიათუ რუსეთს არ ყოფნის სანქციები აუცილებლად დაუმატებენ არ აწყენინებს მაგაზე არავინ საბოლოოდ სვიფტიდან ამოაგდებენ ბოლო ბოლო და სრული იზოლაციით დასრულედება. მუდმივად ეტაპობრივად ყველაფერი მაქეთკენ მიდის. ხოლო სადამდე მიიყვანს რუსეთს საბოლოოდ ამას უახლოეს მომავალში ვიხილავთ
იხ. ქვემოთ ვიდეოსაინტერესო ხედვაა ამბობს საინტერესოა ამ ყველაფერზე თვითონ რუსი რას ამბობს.

ახალი სანქციები იხ. ვიდეო


დღეს 2020წ-ის 18 თებერვალის ჰაგააში რუსეთმა წააგო სასამართლო იუკოსის საქმეზე და ხადარკოვსი და სხვა აქციონების სასარგაბლოდ 50 მილიარდ დოლარის გადახდა იხ ვიდეო
იხ. ვიდეო როგორ მოუწევს რუსეთს 50 მილიარდის გადახდა და თუ არ გადაიხდის როგორ ამოიღებენ

მაშ ასესაქციები მოქედებს თუ არა რუსეთზე ამ შემთხვევაში ვიასუბროთ კოსმოსმურ სფეროში და სხვათაშრის სახედრო სარაკეტო ფსეროსაც პირდაპირ ეხება
იხ. ვიდეო




                        რუსეთი პოზიციებს კარგავს
სომხეთში ნიკოლოზ პაშიანიანის მოსვლის  შემდეგ აშკარად შეიცვალა სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობა მიუხედევად სომხეთის ძლიერ დამოკიდებულისა რუსეთზე აშკარად ჩანს რუსეთის უკმაყოფილებისა განსაკუთრებით ლავროვის ბოლო განცხედბისა 
მაინც რამ შეშაფოთა რუსეთი მხოლოდ კონკრეტული პირების დაკავება თუ სომხეთის გარკვეულწილად კურსის ცვლილებას ქვემოთ იხ. ვიდეოში ჩანს პაშიანს მცდელობა აქვს თურქეთან აღადგინოს ურთიერთობები რასაც თურქეთსი საკმაოდ სიახულით შეხვდნენ 

თუ რა სეხეს მიიღებს საბოლოოდ ურთიერთობა მომავალი გვიჩვენებს იმ ფაქტებით რაც დღევანდელი მდგომარეობითა კარგისკენ ნადვილად არაა გარდა ზემოთ თქმულისა სომხეთში აშკარად მიდის საუბარი რუსული ბაზების გაყვანის თაობაზე ყოველ შემთხვევაში სომხეთის მედიაში ამაზე საუბარი იყო რაც ეს ადრე წარმოუდგენელი იყო.


უძველესი ქართული ტომები

         უძველესი ქართული ტომები 
                   
 სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში კოტიორასა და პონტოს მთებს შორის მობინადრე ძველი ტომები. ბერძენ-რომაელი და ბიზანტიელი მწერლების ცნობით ტიბარენების აღმოსავლეთითმოსინიკები ცხოვრობდნენ, დასავლეთით - ხალიბები, და ლევკოსირებისამხრეთით - მოსხები. ტიბარენების სახელწოდების რამდენიმე პარალელური ფორმაა დადასტურებული (ტიბარები, ტიბარანები, ტაბერენები). ქართველი მკვლევარები ტიბარენებს დასავლურ-ქართველურ ტომთა რიცხვს მიაკუთვნებენ. ჰეროდოტეს ცნობით, მოსხებთან, მაკრონებთან, მოსინიკებთან და მარებთან ერთად ტიბარენებს აქემენიდთა სპარსულ სამეფოს მე-19 სატრაპიაში შედიოდნენ და მათთან ერთად ყოველწლიურად იხდიდნენ 300 ტალანტს. მონაწილეობა მიუღიათ სპარსეთის მეფის ქსერქსე I-ის ლაშქრობაში საბერძნეთზე, ტიბარენებსა და მოსხებს წინამძღოლობდა არიომარდე. ტიბარენებს მოსხების მსგავსი სამხედრო აღჭურვილობა ჰქონდათ. ქსენოფონტის მიხედვით, რომელიც თავისი აღწერილი ამბების თვითმხილველი იყო, ტიბარენებს შავი ზღვის სანაპიროზე არცთუ ძლიერად გამაგრებული დასახლებები ჰქონიათ. ქსენოფონტი იხსენიებს აგრეთვე ტიბარენების ქვეყანაში მდებარე ელინურ ქალაქს კოტიორას, რომელიც სინოპელთა მიერ დაარსებული ახალშენი ყოფილა. ტიბარენების მეურნეობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მესაქონლეობას
                                                Картинки по запросу "უძველესი ქართული ტომები"
 სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტომთა ერთი ჯგუფის სახელწოდება ანტიკური ხანის მწერლების ცნობებში. ხალიბები იხსენიებიან ძირითადად დასავლეთ-ქართული ტომების (კოლხებიტიბარენებიმოსინიკებიმაკრონებიმაკროკეფალები,ხალდები და სხვა) გარემოცვაში. ქსენოფონტთან და სტრაბონთან ხალიბების სინონიმად არის მიჩნეული „ხალდები“, რომლებსაც VIII საუკუნის სომხური „გეოგრაფია“ ჭანებთან აიგივებს. ამიტომ ჩვეულებრივ ხალიბებსაც დასავლურ-ქართულ ტომებად მიიჩნევენ.
ანტიკური ხანის ავტორები ხალიბებს სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სხვადასხვა რაიონში ათავსებენ. ჰეროდოტეს ერთი ცნობის მიხედვით, რომლის მართებულობა სპეციალისტთა შორის დავას იწვევს, ისინი თითქოს მდინარე ჰალისის დასავლეთითაც სახლობდნენ. ზოგი ავტორის მიხედვით, ხალიბები ტრაპეზუნტის დასავლეთით ზღვისპირა ზოლში სახლობდნენ, ზოგის მიხედვით კი ტრაპეზუნტის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მთიანეთშიც. სტრაბონის აზრით ხალიბები ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის სამხრეთით მდებარე მთიანეთში ცხოვრობდნენ და თვით ფარნაკიაც ხალიბების მიწა-წყალზე მდებარეობდა.
ანტიკურ სამყაროში ხალიბებს თვლიდნენ რკინის გამომგონებლებად და გამოცდილ მეტალურგებად. აშკარაა ამ სახელწოდების კავშირი ბერძნულ ტერმინთან „ხალჲუფს“ (რკინა), თუმცა შესაძლებელია ეს ტერმინი კი არ მომდინარეობდეს ხალიბების სახელიდან, არამედ თვითონ სახელწოდება „ხალიბი“ იყოს განვითარებული ამ ტერმინიდან, რკინის დამუშავებით განთქმული აქაური ტომების აღსანიშნავად.
მოსინიკები — ერთ-ერთი ძველი ქართველი ტომი სამხრეთ კოლხეთში. ცხოვრობდნენ ადრინდელ ანტიკურ ხანაში შავი ზღვის სანაპიროზე, ტრაპეზუნტისსა და კერასუნტის დასავლეთით. ძვ. წ. V საუკუნეში მოსინიკები ამ რაიონის სხვა ქართველ ტომებთან ერთად შედიოდნენ სპარსეთში, XIX სატრაპიაში. მრავალ ცნობას მათ შესახებ გვაწვდვის ძველი ბერძენი ავტორი ქსენოფონტი, რომელსაც ძვ. წ. 401 წელს გაუვლია მოსინიკებით დასახლებულ ტერიტორიაზე. ამ დროს არსებობდა მოსინიკების ორი დიდი გაერთიანება, რომლებიც ეომებოდნენ მთავარი ქალაქის დასაუფლებლად, სადაც ციტადელი იყო. მოსინიკებს მოჰყავდათ ხორბალი, მისდევდნენ თევზჭერას, საკვებად ფართოდ იყენებდნენ წაბლს; სცოდნიათ ღვინის დაყენებაც. მოსინიკებს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ კერასუნტისა და ტრაპეზუნტის ბერძენ მოახალშენეებთან. მათ „მეფეს“ (შეიძლება იგულისხმება მთავარი ქურუმი) რეზიდენცია ხის მაღალ კოშკში ჰქონია.
მოსინიკებში განვითარებული უნდა ყოფილიყო ლითონების დამუშავება. ზოგი ავტორი ფიქრობს, რომ სიტყვა „თითბრის“ სახელწოდება ევროპულ ენებში (Messing) მოსინიკების სახელიდან მომდინარეობს.
ხალდები — ძველი დასავლურ-ქართული ტომი. ბერძნული წყაროებით (ქსენოფონტისტრაბონი) ცხოვრობდნენ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. აღნიშნულ ავტორებთან „ხალდი“ შესატყვისია „ხალიბის“. სომხურ წყაროებში ხალდის ქვეყანა „ხალტიქის“ სახელწოდებით იხსენიება. „ხალდი“ სომხურად დასავლეთ ქართული ტომების - ჭანების სახელი იყო. VII საუკუნის სომხური გეოგრაფიის მიხედვით ჭანეთი არის ხალტიქი (ხალდები). ამრიგად ამ დროს „ხალტ“, „ხალდ“ იმ ეთნიკური ჯგუფის სომხური სახელწოდებაა, რომელიც ქართულ-ბერძნულ სამყაროში ცნობილი იყო ჭანების - სანების სახელით. სახელწოდება ხალდები დიდხანს შემორჩა სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე, აქ მდებარეობდა ბიზანტიური პროვინცია (თემი) „ხალდია
რეგიონის არქეოლოგიური გათხრებით მიღებული ცნობების თანახმად აქ კარგად განვითარებული ბრინჯაოს კულტურა უნდა ყოფილიყო, ცნობილი როგორც კოლხური კულტურა. ის ენათესავება მეზობელ ყუბანის კულტურას, რომელიც შუა ბრინჯაოს ხანაში განვითარდა. ურბანიზაციის პროცესი სწრაფად ვითარდება და ჩამოყალიბებულ სახეს იძენს ძვ. წ.-ის მეორე ათასწლეულის ბოლოსკენ, ბერძნების დასახლებამდე მრავალი საუკუნით ადრე. გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. XVI - VIII საუკუნეები) კოლხებმა ისწავლეს ლითონის დნობისა და ჭედვის ხელობა, ევროპამდე დიდი ხნით ადრე. პარალელურად ვითარდება აგროკულტურა, იმ პერიოდისთვის პროგრესული ირიგაციის სისტემებით, რასაც ხელს უწყობდა ადგილობრივი ნიადაგის ნაყოფიერება და ზომიერი ჰავა. ამ პერიოდის სამაროვნები საკმაოდ მდიდარია ბრინჯაოს იარაღით. შეინიშნება ნომადური გავლენაც (სკვითური, კიმერიული). გვიანდელ ეტაპზე სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის პროცესების პირობებში ინტენტიურად იქნა ათვისებული დღევანდელი რიონისა და ენგურის ხეობები და მღისწინეთი. მეტალურგიის განვითარებამ, მეურნეობისთვის საწარმოო მიწების მომრავლებამ მოსახლეობის მატება გამოიწვია. ამ პროცესებს მოყვა მატერიალური კეთილდღეობის ზრდაც. მთა და ბარი ერთმანეთს დაუახლოვსა და დაჩქარდა კონსოლიდაციის პროცესები. მომზადდა ნაიდაგი მომავალი სახელმწიფოებრივი გაერთიანებისთვის.
ამ პერიოდის კოლხეთი დასახლებული იყო მონათესავე, თუმცა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ტომებით, განლაგებული ძირითადად შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ამ ტომთაგან გამოირჩეოდნენ მაქელონები, ჰენიოხები, ზიდრეტები, ლაზები, ტიბარენებიმოსინიკებიმაკრონებიმოსკები, მარები, აფსილები, სანები, სანიგები, გელონები და მელანხლაენები.
ეს ტომები იმდენად განსხვავდებოდნენ ენითა და შესახედაობით მეზობელი ერებისგან, რომ ძველი ისტორიკოსები ამ ფენომენის დასაბუთებისთვის მრავალ თეორიაზე ვარაუდობდნენ. ჰეროდოტეს მიხედვით კოლხები ეგვიპტელებსა და ეთიოპელებთან ერთად პირველები იყვნენ ვინც მამაკაცთა წინადაცვეთა ტრადიციად შემოიღეს. მას სწამდა, რომ ისინი ფარაონი სესოსტრის III-ის (1878-1841 BC) არმიის ნაშიერები უნდა ყოფილიყვნენ, და ამგვარად მათ წარმოშობას ეგვიპტელებს მიაწერდა. ასევე, როგორც ჩანს, შავი ზღვის რეგიონში უნდა ყოფილოყო ნეგროიდული კომპონენტიც (არაბ მონათა ვაჭრობამდე პერიოდიდან), რომლის წარმომავლობას მივყავართ ძველ ადამიანთა აფრიკიდან გამოსვლის ექსპედიციას, თუმცა ამის არქეოლოგიური მტკიცების პოვნა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
ჰეროდოტე აღნიშნავს, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან (ჰეროდოტე – ისტორია II წიგნი — ევტერპე)
104. მაგრამ ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან. ამას მე თვითონ მივხვდი იმაზე უწინ, ვიდრე სხვათაგან მოვისმენდი და ისე ვიტყოდი. და რადგანაც ამას ვფიქრობდი, შევეკითხე ორივეს, კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხები. ეგვიპტელები ამბობენ, რომ მათი აზრით სესოსტისის ლაშქრიდან არიან კოლხები და მე თვითონაც ასვე მეჩვენებოდა, რადგან კოლხები შავგვრემნები არიან და ხუჭუჭთმიანები (მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან სხვებიც არიან ასეთები), მაგრამ ამასთანავე და უფრო მეტად ამას მოწმობს ის, რომ ყველა ხალხთაგან მხოლოდ კოლხები ეგვიპტელები და ეთიოპელები არიან, რომლებიც თავიდანვე აწარმოებენ წინადაცვეთას. ხოლო ფინიკიელებმა და იმ სირიელებმა, რომლებიც პალესტინაში არიან, როგორც თვითონაც ამბობენ, ეგვიპტელთაგან ისწავლეს,
105. კიდევ სხვა რამის თქმაც შემიძლია კოლხების შესახებ, რითაც ისნი ეგვიპტელების მსგავსნი არიან. მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად; მთელი ცხოვრება და ენა მსგავსი აქვთ ერთმანეთის. კოლხურ სელს ელინები სარდონულს უწოდებენ, ეგვიპტიდან შემოსულს კი - ეგვიპტურს.
კოლხებმა ადრიული კოლხას სამეფოს არსებობის პერიოდში შეძლეს ერთიანი სამეფოს შექმნა, თუმცა კიმერიელთა და სკვთთა დამანგრეველი ლაშქრობების შემდეგ დასავლეთ საქართველოში რამდენიმე პოლიტიკურ ერთეული უნდა არსებულიყო, რომელიც მხოლოდ საერთო მტრის წინაამღდეგ ერთიანდებოდნენ. ბერძნული კოლონიზაციის პერიოდის კოლხეთი ავტორების მიერ აღიქმება სახელმწიფოდ სადაც მეფე ზის და პროვინციებს სკეპტუხების (კვერთხისმპყრობელები) მეშვებით მართავს. თუმცა ამის ზუსტი და მდიდარი ისტორიული წყაროები არ მოიპოვება.

                          

მშობიარობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                              მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...