четверг, 9 августа 2018 г.

უძველესი ქართული ტომები

         უძველესი ქართული ტომები 
                   
 სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში კოტიორასა და პონტოს მთებს შორის მობინადრე ძველი ტომები. ბერძენ-რომაელი და ბიზანტიელი მწერლების ცნობით ტიბარენების აღმოსავლეთითმოსინიკები ცხოვრობდნენ, დასავლეთით - ხალიბები, და ლევკოსირებისამხრეთით - მოსხები. ტიბარენების სახელწოდების რამდენიმე პარალელური ფორმაა დადასტურებული (ტიბარები, ტიბარანები, ტაბერენები). ქართველი მკვლევარები ტიბარენებს დასავლურ-ქართველურ ტომთა რიცხვს მიაკუთვნებენ. ჰეროდოტეს ცნობით, მოსხებთან, მაკრონებთან, მოსინიკებთან და მარებთან ერთად ტიბარენებს აქემენიდთა სპარსულ სამეფოს მე-19 სატრაპიაში შედიოდნენ და მათთან ერთად ყოველწლიურად იხდიდნენ 300 ტალანტს. მონაწილეობა მიუღიათ სპარსეთის მეფის ქსერქსე I-ის ლაშქრობაში საბერძნეთზე, ტიბარენებსა და მოსხებს წინამძღოლობდა არიომარდე. ტიბარენებს მოსხების მსგავსი სამხედრო აღჭურვილობა ჰქონდათ. ქსენოფონტის მიხედვით, რომელიც თავისი აღწერილი ამბების თვითმხილველი იყო, ტიბარენებს შავი ზღვის სანაპიროზე არცთუ ძლიერად გამაგრებული დასახლებები ჰქონიათ. ქსენოფონტი იხსენიებს აგრეთვე ტიბარენების ქვეყანაში მდებარე ელინურ ქალაქს კოტიორას, რომელიც სინოპელთა მიერ დაარსებული ახალშენი ყოფილა. ტიბარენების მეურნეობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მესაქონლეობას
                                                Картинки по запросу "უძველესი ქართული ტომები"
 სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტომთა ერთი ჯგუფის სახელწოდება ანტიკური ხანის მწერლების ცნობებში. ხალიბები იხსენიებიან ძირითადად დასავლეთ-ქართული ტომების (კოლხებიტიბარენებიმოსინიკებიმაკრონებიმაკროკეფალები,ხალდები და სხვა) გარემოცვაში. ქსენოფონტთან და სტრაბონთან ხალიბების სინონიმად არის მიჩნეული „ხალდები“, რომლებსაც VIII საუკუნის სომხური „გეოგრაფია“ ჭანებთან აიგივებს. ამიტომ ჩვეულებრივ ხალიბებსაც დასავლურ-ქართულ ტომებად მიიჩნევენ.
ანტიკური ხანის ავტორები ხალიბებს სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სხვადასხვა რაიონში ათავსებენ. ჰეროდოტეს ერთი ცნობის მიხედვით, რომლის მართებულობა სპეციალისტთა შორის დავას იწვევს, ისინი თითქოს მდინარე ჰალისის დასავლეთითაც სახლობდნენ. ზოგი ავტორის მიხედვით, ხალიბები ტრაპეზუნტის დასავლეთით ზღვისპირა ზოლში სახლობდნენ, ზოგის მიხედვით კი ტრაპეზუნტის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მთიანეთშიც. სტრაბონის აზრით ხალიბები ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის სამხრეთით მდებარე მთიანეთში ცხოვრობდნენ და თვით ფარნაკიაც ხალიბების მიწა-წყალზე მდებარეობდა.
ანტიკურ სამყაროში ხალიბებს თვლიდნენ რკინის გამომგონებლებად და გამოცდილ მეტალურგებად. აშკარაა ამ სახელწოდების კავშირი ბერძნულ ტერმინთან „ხალჲუფს“ (რკინა), თუმცა შესაძლებელია ეს ტერმინი კი არ მომდინარეობდეს ხალიბების სახელიდან, არამედ თვითონ სახელწოდება „ხალიბი“ იყოს განვითარებული ამ ტერმინიდან, რკინის დამუშავებით განთქმული აქაური ტომების აღსანიშნავად.
მოსინიკები — ერთ-ერთი ძველი ქართველი ტომი სამხრეთ კოლხეთში. ცხოვრობდნენ ადრინდელ ანტიკურ ხანაში შავი ზღვის სანაპიროზე, ტრაპეზუნტისსა და კერასუნტის დასავლეთით. ძვ. წ. V საუკუნეში მოსინიკები ამ რაიონის სხვა ქართველ ტომებთან ერთად შედიოდნენ სპარსეთში, XIX სატრაპიაში. მრავალ ცნობას მათ შესახებ გვაწვდვის ძველი ბერძენი ავტორი ქსენოფონტი, რომელსაც ძვ. წ. 401 წელს გაუვლია მოსინიკებით დასახლებულ ტერიტორიაზე. ამ დროს არსებობდა მოსინიკების ორი დიდი გაერთიანება, რომლებიც ეომებოდნენ მთავარი ქალაქის დასაუფლებლად, სადაც ციტადელი იყო. მოსინიკებს მოჰყავდათ ხორბალი, მისდევდნენ თევზჭერას, საკვებად ფართოდ იყენებდნენ წაბლს; სცოდნიათ ღვინის დაყენებაც. მოსინიკებს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ კერასუნტისა და ტრაპეზუნტის ბერძენ მოახალშენეებთან. მათ „მეფეს“ (შეიძლება იგულისხმება მთავარი ქურუმი) რეზიდენცია ხის მაღალ კოშკში ჰქონია.
მოსინიკებში განვითარებული უნდა ყოფილიყო ლითონების დამუშავება. ზოგი ავტორი ფიქრობს, რომ სიტყვა „თითბრის“ სახელწოდება ევროპულ ენებში (Messing) მოსინიკების სახელიდან მომდინარეობს.
ხალდები — ძველი დასავლურ-ქართული ტომი. ბერძნული წყაროებით (ქსენოფონტისტრაბონი) ცხოვრობდნენ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. აღნიშნულ ავტორებთან „ხალდი“ შესატყვისია „ხალიბის“. სომხურ წყაროებში ხალდის ქვეყანა „ხალტიქის“ სახელწოდებით იხსენიება. „ხალდი“ სომხურად დასავლეთ ქართული ტომების - ჭანების სახელი იყო. VII საუკუნის სომხური გეოგრაფიის მიხედვით ჭანეთი არის ხალტიქი (ხალდები). ამრიგად ამ დროს „ხალტ“, „ხალდ“ იმ ეთნიკური ჯგუფის სომხური სახელწოდებაა, რომელიც ქართულ-ბერძნულ სამყაროში ცნობილი იყო ჭანების - სანების სახელით. სახელწოდება ხალდები დიდხანს შემორჩა სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე, აქ მდებარეობდა ბიზანტიური პროვინცია (თემი) „ხალდია
რეგიონის არქეოლოგიური გათხრებით მიღებული ცნობების თანახმად აქ კარგად განვითარებული ბრინჯაოს კულტურა უნდა ყოფილიყო, ცნობილი როგორც კოლხური კულტურა. ის ენათესავება მეზობელ ყუბანის კულტურას, რომელიც შუა ბრინჯაოს ხანაში განვითარდა. ურბანიზაციის პროცესი სწრაფად ვითარდება და ჩამოყალიბებულ სახეს იძენს ძვ. წ.-ის მეორე ათასწლეულის ბოლოსკენ, ბერძნების დასახლებამდე მრავალი საუკუნით ადრე. გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. XVI - VIII საუკუნეები) კოლხებმა ისწავლეს ლითონის დნობისა და ჭედვის ხელობა, ევროპამდე დიდი ხნით ადრე. პარალელურად ვითარდება აგროკულტურა, იმ პერიოდისთვის პროგრესული ირიგაციის სისტემებით, რასაც ხელს უწყობდა ადგილობრივი ნიადაგის ნაყოფიერება და ზომიერი ჰავა. ამ პერიოდის სამაროვნები საკმაოდ მდიდარია ბრინჯაოს იარაღით. შეინიშნება ნომადური გავლენაც (სკვითური, კიმერიული). გვიანდელ ეტაპზე სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის პროცესების პირობებში ინტენტიურად იქნა ათვისებული დღევანდელი რიონისა და ენგურის ხეობები და მღისწინეთი. მეტალურგიის განვითარებამ, მეურნეობისთვის საწარმოო მიწების მომრავლებამ მოსახლეობის მატება გამოიწვია. ამ პროცესებს მოყვა მატერიალური კეთილდღეობის ზრდაც. მთა და ბარი ერთმანეთს დაუახლოვსა და დაჩქარდა კონსოლიდაციის პროცესები. მომზადდა ნაიდაგი მომავალი სახელმწიფოებრივი გაერთიანებისთვის.
ამ პერიოდის კოლხეთი დასახლებული იყო მონათესავე, თუმცა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ტომებით, განლაგებული ძირითადად შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ამ ტომთაგან გამოირჩეოდნენ მაქელონები, ჰენიოხები, ზიდრეტები, ლაზები, ტიბარენებიმოსინიკებიმაკრონებიმოსკები, მარები, აფსილები, სანები, სანიგები, გელონები და მელანხლაენები.
ეს ტომები იმდენად განსხვავდებოდნენ ენითა და შესახედაობით მეზობელი ერებისგან, რომ ძველი ისტორიკოსები ამ ფენომენის დასაბუთებისთვის მრავალ თეორიაზე ვარაუდობდნენ. ჰეროდოტეს მიხედვით კოლხები ეგვიპტელებსა და ეთიოპელებთან ერთად პირველები იყვნენ ვინც მამაკაცთა წინადაცვეთა ტრადიციად შემოიღეს. მას სწამდა, რომ ისინი ფარაონი სესოსტრის III-ის (1878-1841 BC) არმიის ნაშიერები უნდა ყოფილიყვნენ, და ამგვარად მათ წარმოშობას ეგვიპტელებს მიაწერდა. ასევე, როგორც ჩანს, შავი ზღვის რეგიონში უნდა ყოფილოყო ნეგროიდული კომპონენტიც (არაბ მონათა ვაჭრობამდე პერიოდიდან), რომლის წარმომავლობას მივყავართ ძველ ადამიანთა აფრიკიდან გამოსვლის ექსპედიციას, თუმცა ამის არქეოლოგიური მტკიცების პოვნა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
ჰეროდოტე აღნიშნავს, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან (ჰეროდოტე – ისტორია II წიგნი — ევტერპე)
104. მაგრამ ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან. ამას მე თვითონ მივხვდი იმაზე უწინ, ვიდრე სხვათაგან მოვისმენდი და ისე ვიტყოდი. და რადგანაც ამას ვფიქრობდი, შევეკითხე ორივეს, კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხები. ეგვიპტელები ამბობენ, რომ მათი აზრით სესოსტისის ლაშქრიდან არიან კოლხები და მე თვითონაც ასვე მეჩვენებოდა, რადგან კოლხები შავგვრემნები არიან და ხუჭუჭთმიანები (მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან სხვებიც არიან ასეთები), მაგრამ ამასთანავე და უფრო მეტად ამას მოწმობს ის, რომ ყველა ხალხთაგან მხოლოდ კოლხები ეგვიპტელები და ეთიოპელები არიან, რომლებიც თავიდანვე აწარმოებენ წინადაცვეთას. ხოლო ფინიკიელებმა და იმ სირიელებმა, რომლებიც პალესტინაში არიან, როგორც თვითონაც ამბობენ, ეგვიპტელთაგან ისწავლეს,
105. კიდევ სხვა რამის თქმაც შემიძლია კოლხების შესახებ, რითაც ისნი ეგვიპტელების მსგავსნი არიან. მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად; მთელი ცხოვრება და ენა მსგავსი აქვთ ერთმანეთის. კოლხურ სელს ელინები სარდონულს უწოდებენ, ეგვიპტიდან შემოსულს კი - ეგვიპტურს.
კოლხებმა ადრიული კოლხას სამეფოს არსებობის პერიოდში შეძლეს ერთიანი სამეფოს შექმნა, თუმცა კიმერიელთა და სკვთთა დამანგრეველი ლაშქრობების შემდეგ დასავლეთ საქართველოში რამდენიმე პოლიტიკურ ერთეული უნდა არსებულიყო, რომელიც მხოლოდ საერთო მტრის წინაამღდეგ ერთიანდებოდნენ. ბერძნული კოლონიზაციის პერიოდის კოლხეთი ავტორების მიერ აღიქმება სახელმწიფოდ სადაც მეფე ზის და პროვინციებს სკეპტუხების (კვერთხისმპყრობელები) მეშვებით მართავს. თუმცა ამის ზუსტი და მდიდარი ისტორიული წყაროები არ მოიპოვება.

                          

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...