воскресенье, 5 августа 2018 г.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი

  ე.წ.   სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი

Jump to navigationJump to search
ცხინვალის რეგიონის რუკა
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი — ავტონომიური ოლქი საქართველოს სსრ-ს  შემადგენლობაში 1922 წლის 20 აპრილიდან1990 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით.
მდებარეობდა ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. ჩრდ. საზღვარი იყო კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემი, აღმ. – ალევის ქედი, დას. საზღვარი კვეთდა ლიხისრაჭისა და კედელას ქედებს, მდინარეების ძირულისყვირილისჯეჯორისა და ღარულის ზემო დინების ხეობებს და მთავრდებოდა მამისონის უღელტეხილთან. სამხრეთ საზღვარი შიდა ქართლის ვაკის ჩრდილო პერიფერიაზე გადიოდა. სამხრეთ ოსეთის აო–ს ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ჩრდილოეთ ოსეთის არ, აღმოსავლეთით ყაზბეგისა და დუშეთის, სამხრ–ით — კასპისგორისქარელისა და ხაშურის, დას–ით — საჩხერისა და ონისმუნიციპალიტეტები.
ფართობი 3,8 ათასი კმ² (საქართველოს ტერიტორიის 5,4%).მოსახლეობა 97,4 ათასი კაცი (1981). ცენტრი – ქ. ცხინვალი. სამხრეთ ოსეთში იყო 4 ადმინისტრაციული რაიონი: ზნაურის, ლენინგორის (ამჟ. ახალგორი), ცხინვალის და ჯავის. ერთი საოლქო დაქვემდებარების ქალაქი (ცხინვალი), ოთხი დაბა (ზნაურიკვაისაახალგორიჯავა).
იხ.ქვემოთ იხილეთ ვიდეო 

მოსახლეობა

1979 წლის აღწერით სამხრ. ოსეთში მუდმივი მცხოვრები იყო 98 000 კაცი. ცხინვალში ცხოვრობდნენ: ოსები – 65 000 (66.4 %), ქართველები – 28 000 (28,8%), რუსები – 2 000 (2,1%), სომხები – 1 000 (1%), სხვა ეროვნებანი – 2 000-მდე (1,7%). სამხრ. ოსეთის აო მოსახლეობის ხვედრითი წილი საქართველოს მოსახლეობაში 1,9%–ს შეადგენდა. საბჭოთა პერიოდში მოსახლეობის ზრდა შემდეგი იყო: 1926 წ. ოლქში ცხოვრობდა 87 700 კაცი, 1939 წ. – 106 100 კაცი, 1959 წ. – 96 800 კაცი, 1970 წ. – 99 400 კაცი, 1979 წ. – 97 400 კაცი.
მოსახლეობის ბუნებრივი ზრდა (რაც უმთავრესად სიკვდილიანობის შემცირებით აიხსნება) არ იყო დაბალი, იგი საერთო რესპუბლიკურ შესაბამის მაჩვენებელს უტოლდებოდა. ოსები ძირითადად ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდნენ, 70–იან წლებში მათმა რაოდენობამ სამხრეთშიც მოიმატა (უმთავრესად მოსახლეობის მექანიკური ზრდის შედეგად). ქართველები უმეტესად სამხრეთ ნაწილში სახლობდნენ. საქალაქო ცენტრებში ცხოვრობდნენ რუსები, სომხები, ქართველი ებრაელები. 50-იანი წლებიდან მოყოლებული ოლქში ვითარდებოდა მრეწველობა, რამაც განაპირობა რუსი და უკრაინელი მოსახლეობის გაჩენა. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე იყო 1 კმ²–ზე 25 კაცი, მაშინ როცა სიმჭიდროვე დამუშავებული ფართობის 1კმ²–ზე 280კაცს აღწევდა. ოქლის სხვადასხვა ნაწილში მოსახლეობის სიმჭიდროვე განსხვავებული იყო. შედარებით უფრო დასახლებული და მეურნეობრივადაც უფრო ათვისებული სამხრეთ ნაწილი იყო (1 კმ²–ზე 70-80 კაცი). ნაკლებად იყო დასახლებული ჩრდილოეთ ნაწილი (ჯავის რაიონში საშუალო სიმჭიდროვე 1 კმ²–ზე 7 კაცს არ აღემატებოდა).
მოსახლეობის 54,7% სოფლად ცხოვრობდა და უმთავრესად მეურნეობას მისდევდა. ქალქის მოსახლეობის ხვედრითი წილი ოლქის მთლიან მოსახლეობაში წლების მიხედვით შემდეგნაირად იზრდებოდა: 1926 წ. – 6,6%, 1939 წ. – 13,0%, 1959 წ. –29,8%, 1970 წ. – 37,0%, 1979 წ. – 42,3%. ოლქის სამხრეთ და საშუალმთიან ზონაში თავმოყრილია მოსახლეობის 90%-ზე მეტი. კავკასიონის სამხრეთ კალთებზე განლაგებული სხვა რაიონების მსგავსად, სამხრეთ ოსეთში მიმდინარეობდა მაღალმთის მოსახლეობის ბარად ჩამოსვლის პროცესი, რის შედეგადაც ზოგიერთი სოფელი მთლიანად დაცარიელდა. ოლქის სოფლების უმეტესობა 50-100 მცხოვრებისაგან შედგებოდა, დიდი სოფლები (2000-ზე მეტი მცხოვრებით) არ იყო. ოლქის მრეწველობასა და მშენებლობაში ჩაბმული მოსახლეობის დაახლოებით 35% ქ. ცხინვალზე მოდიოდა, სადაც თავმოყრილი იყო ოლქის მრეწველობის ძირითადი ნაწილი.

სამართლებრივი მდგომარეობა

სამხრეთ ოსეთის აო იყო ეროვნული ტერიტორიული ერთეული, რომელიც შედიოდა საქართველოს სსრ შემადგენლობაში ადმინისტრაციული ავტონომიის უფლებით. ოლქის სამართლებლივი მდგომარეობის განმსაზღვრელი სპეციალური იურიდიული აქტი იყო კანონი სამხრ. ოსეთის აო-ის შესახებ, რომელიც მიიღო საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს წარდგინებით (1980). ავტონომიური ოლქის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო სამხრეთ ოსეთის აო სახალხო დეპუტატთა საბჭო იყო, რომელიც 140 დეპუტატისგან შედგებოდა და ირჩევდა თავის აღმასრულებელ კომიტეტს. ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, ისევე როგორც სახელმწიფო ხელისუფლების რაიონილი, საქალაქო, სადაბო და სასოფლო ორგანოები შესაბამისი სახალხო დეპუტატთა საბჭოების სახით სამხრ. ოსეთის აო-ში იქმნებოდა და მოქმედებდა საქართველოს სსრ კონსტიტუციის მე-7 კარის საფუძველზე („სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები საქართველოს საბჭოთა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში“). სამხრეთ ოსეთის აო სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილების ვადა ორნახევარი წელი იყო. არჩევნების ჩატარებას არეგულირებდა საქართველოს სსრ 1979 წ. 15 ივნისის კანონი „საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ“. მართლმსაჯულების ორგანოები იყო სამხრ. ოსეთის აო საოლქო სასამართლო და რაიონული (საქალაქო) სახელმწიფო სასამართლოები. სამხრეთ ოსეთის აო პროკურორს ნიშნავდა სსრკ გენერალური პროკურორი 5 წლის ვადით. აო სსრკ უმაღლეს საბჭოს ეროვნებათა საბჭოში წარმოდგენილი იყო 5 დეპუტატით.

ისტორია

შექმნა

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა 1922 წლის 22 აპრილს, სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის საბჭოებისა და სახალხო კომისართა საბჭოს მიერ მიღებული დეკრეტი №2-ით
დეკრეტი მიღებულია:

კონფლიქტი

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საბჭოთა კავშირის მხრივ დაიწყო პროვოკაციებისა და შანტაჟის კამპანია, რომლის კულმინაციაც გახდა გორბაჩევის მუქარა პრეზიდენტ ზ. გამსახურდიასადმი: „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“-ო.
საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა ასეთი რადიკალური ზომების მიღებას რასაც ოლქის გაუქმება ჰქვია, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით ყველა ნორმატიული აქტის დაცვით, ხელისუფლებამ სამართლიანად გააუქმა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი"
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ცდილობდა მშვიდობიანი, სამართლებრივი ფორმების გამოყენებით მოეგვარებინა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს.
ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება:
„გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფრთხილე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს.
რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად“.
მიუხედავად აღნიშნულისა, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი - „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება - „ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“ (1990 წლის 11 დეკემბერი).
კრემლის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედების პასუხად გაისმა ზვიად გამსახურდიას მოწოდება ოსი მოსახლეობისადმი, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო:
“... ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით. ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიულ ამბიციების დასაყრდენია, სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და თანხმობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღების, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული ჯგუფები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფილობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება... ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ. ის უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით... ქართველები და ოსები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე...
მოვუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლის ღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს“ (1991 წლის 4 მარტი).
ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა:
1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ:
2. რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთბლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით.
3. რუსეთი სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.
4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.
5. რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა.
6. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად.
7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა.
8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად გამსახურდია
რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ბორის ელცინი
დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი
დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია "ყოფილი სამხრეთ ოსეთი"! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი - ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა.

ცხინვალის ზონაში კონფლიქტის პოლიტიკური შეფასება

2006 წლის ანგარიშგებაში საქართველოს პარლამენტის წინაშე გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდგომ შეფასდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 1991-1992 წლებიდან მომდინარე კონფლიქტი.
სააკაშვილის ანგარიშგებაში აღნიშნულია, რომ „არავითარი ეთნიკური კონფლიქტები საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არ აქვს, არამედ მიმდინარეობს "ტერიტორიული კონფლიქტი პოსტიმპერიული ტერიტორიების გადანაწილებისათვის"“.

ოფიციალური განცხადებები

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები - ეთნოკონფლიქტები არ არის. მე ვკრძალავ ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორებიცაა "ქართულ-აფხაზური კონფლიქტი" ან "ქართულ-ოსური კონფლიქტი", რადგან ეს ტერიტორიული კონფლიქტებია, რომლებიც პოსტიმპერიული სივრცის ტერიტორიების გაყოფასთანაა დაკავშირებული"...
«კარგად ვიცით, რომ ჩვენი ტერიტორიის ანექსია სურთ. ეს არ არის ეთნიკური კონფლიქტი, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები ჩვენი არაკეთილმოსურნის მიერ მოგონილი არაკომპეტენტური ტერმინებია. ეს ტერიტორიული კონფლიქტებია - პოსტ-იმპერიული სივრცის გაყოფასთან დაკავშირებული დავა, თუ სად მთავრდება ყოფილი იმპერიის საზღვრები.»

საქართველოს პარლამენტი და „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქი

გაურკვევლობა დაკავშირებული ტერმინთან „სამხრეთ ოსეთის ოლქი“ საბოლოოდ გადაწყვიტა საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 15 თებერვის დადგენილებამ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ოლქთან“ დაკავშირებით - ეს ტერმინი ქართულ პოლიტიკურ ფრაზეოლოგიაში შეიცვალა უფრო ნეიტრალური "ცხინვალის რეგიონით", იხ.: “საქართველოს პარლამენტის დადგენილება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებული ვითარებისა და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობის შესახებ„. ამ დადგენილების 6 აბზაცში ექვსჯერაა ნახსენები „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“. აქვეა: „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში განლაგებული სამშვიდობო ძალების მიერ მანდატის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა შეფასდეს მკვეთრად უარყოფითად, ხოლო რუსეთის ფედერაციის ქმედებები – საქართველოს ამ რეგიონის ანექსიის პერმანენტულ მცდელობად.
იხ. ვიდეო შინდისის გმირები 2008წ-ის ომი
რატომ იყო სამშობლოს ღალატი ე.წ. სახრეთ ოსეთის ავტონიმიის აღდგენა პრველი ის რომ თვითონ ტერმინიც კი რუსული სცენარი იყო ანუ გამოდიოდა, რომ თუ სამხრეთ ოსეთი არსებობს  და არის ჩრდილოეთ ოსეთის ესიგი ის ვიღაცამ გაყო ძალით. მეორე ის რომ ავტონომია თვითონ სეპარატისტებმა გააუქმეს უბრალოდ და ეროვნულმა მთავრობა კი მათი რსეპუბლიკა გააუქმეს არა მარტო ისტორიული საფუძველი არ არსებობდა მისი არსებობის არამედ მათი ისტირუული სამშობლოც არსებობს. ჯერ ის ვთქვათ რა გააკეთა ზვიად გსამსახურდია რომელსაც არ აცალეს და მერე რა გააკეთა შემდეგმა ხელისუფლებებმა. ზვიად გამსახურდიამ რუსეთის პრეზიდენტი ჩამოიყვანა აქ საქართველოში ყაზბეგში და ხელი მოეწერე ხელშეკრულება მერთობლი პოლიციით კონტროლის ცხინვალის. 

ოფიციალური განცხადებები

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები - ეთნოკონფლიქტები არ არის. მე ვკრძალავ ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორებიცაა "ქართულ-აფხაზური კონფლიქტი" ან "ქართულ-ოსური კონფლიქტი", რადგან ეს ტერიტორიული კონფლიქტებია, რომლებიც პოსტიმპერიული სივრცის ტერიტორიების გაყოფასთანაა დაკავშირებული"...
«კარგად ვიცით, რომ ჩვენი ტერიტორიის ანექსია სურთ. ეს არ არის ეთნიკური კონფლიქტი, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები ჩვენი არაკეთილმოსურნის მიერ მოგონილი არაკომპეტენტური ტერმინებია. ეს ტერიტორიული კონფლიქტებია - პოსტ-იმპერიული სივრცის გაყოფასთან დაკავშირებული დავა, თუ სად მთავრდება ყოფილი იმპერიის საზღვრები.»

საქართველოს პარლამენტი და „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქი“

გაურკვევლობა დაკავშირებული ტერმინთან „სამხრეთ ოსეთის ოლქი“ საბოლოოდ გადაწყვიტა საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 15 თებერვის დადგენილებამ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ოლქთან“ დაკავშირებით - ეს ტერმინი ქართულ პოლიტიკურ ფრაზეოლოგიაში შეიცვალა უფრო ნეიტრალური "ცხინვალის რეგიონით", იხ.: “საქართველოს პარლამენტის დადგენილება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებული ვითარებისა და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობის შესახებ„. ამ დადგენილების 6 აბზაცში ექვსჯერაა ნახსენები „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“. აქვეა: „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში განლაგებული სამშვიდობო ძალების მიერ მანდატის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა შეფასდეს მკვეთრად უარყოფითად, ხოლო რუსეთის ფედერაციის ქმედებები – საქართველოს ამ რეგიონის ანექსიის პერმანენტულ მცდელობად.
ანუ აქ მტკიცდება რომ ხელისუფლებამ იცოდა, რომ რუსეთან ომი იყო მაშინ გაუგებარია რატომ ვიყავით დსთ-ში და რატომ იყო ქართული მხარის ხელის მოწერით რუსული მხარე სამშვიდობოდ. თუ კი წინა ხელისუფლებამ ეს გააკეთა შენ რომ მოხვედი რატომ არ გააუქმე მითუმეტეს თუ რელურად ომის ფაზაში შედიოდა ქვეყანა. რა იყო ეს თუ არა ღალატი. როცა ქართული მხარის მოწვევით სამშვიდობო დგას და შენ ამ დროს სამხედრო ოპერაციებს იწყებ მინიმუმ უნდა გააუქმო ეს ხელშეკრულება და დატოვების გარგვეული უფლება უნდა მისცე. რაც არ გაკეთდა და რუსეთმა ოფიციალურად საერთაშორის თანამეგრობობის წინაშე და ბრალი დასდო ქართულ მხარეს რუსული სამშვიდპბებიზე თავდასხმა. მეორე საკაშვილის განცხადება არ მეგონაო რომ წამოვიდოიდაო. ან ბრიყვული მიდგომაა ეს ან შეგნებული ღალატი თუკი იცოდი, რომ რუსეთ-საქართველოს მოი იყო რატომ არ უნდა გცოდნონდა რომ რუსეთი სრულად ჩართვებდა საბრძოლო მოქედებებში. შედეგზებზე რომ არაფერი ვთქვათ
                                                       სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ...
რატომ შეიქმნა ეწ სამხრეთ ოსეთის ოლქი, ბუნებრივია როგორც ყველა იმპერიის ბუნება რუსეთიც როგირც ასევე   ძველი რომაული პრინციპი და მიდგომა დაყავე და იბატონე. ეთნიკური მიდგომით მეზობელი სახლწიფოს ოკუპაცია ეს არა ახალია ჯერ კიდევ ჰიტლერმა გამოიყენა ჩეხეთში შესაჭრელად. თუმცა სსრკმ უფრო დახვეწა ეს მეთოდი ეწ ჰობრიდული ომის ტაქტიკა ვითომ არ ვარ სინდავილეში მთელი ძალებიძ ომობს ან მეორე ვარიანტი როცა ორ მეოზებელ სახელწიფოს როგორ ასუსტებს (იგულისხმება ყარაბახის კონფლიქტი) ისტორიის კონტექსს  ისე იყიენებს როგორც მათ უნდა (იგულისხმება ყირიმის ანექსია  თითქოსდა ისტორიული სამართალი აღადგინეს რათქმა უნდა ეთნიკური რუსული ფაქტორის შექმნით). კომუნისტური ქართველებმა სტალინის მეთაურობით კარგად იცოდნენ ქართველების ეროვნული მისწრაფებები და ყველა ნაღმიც სათანადოდ ჩადეს რომ თითქოს გარედან ჩანდეს ჩაგრული ოსები ანუ ალანების მხარე. თორე ოსებს თუ დამოუკიდბლობა უნდათ თავისი სამშობლოში იბრძოლონ ალანიაში რუსებმა რომ  ჩრდილოეთ ოსეთი დაარქევს გარდა ამისა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ისტორიულად დარიალის ხეობა ყოველთვის ქართველები აკონტროლობდნენ და ამიტომ უნდა გვქონდეა კავკასიური პოლიტიკა. 

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...