вторник, 28 августа 2018 г.

                 ქართველთა ანთროპოლოგია

                                    ქართველები
საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე ადრეული პალეოანთროპოლოგიური მასალა ენეოლითის ხანისაა. თავის ქალების შესწავლით ჩანს, რომ ენეოლითის მოსახლეობაში ადამიანის ორი ტიპი არსებობდა. კერძოდ, ფართოსახიანი (მეზოკრანული) და ვიწროსახიანი (დოლიქოკრანული). პირველ ტიპს არა აქვს ანალოგი კავკასიის თანამედროვე მოსახლეობაში, ხოლო მეორე ტიპი ფართოდ არის გავრცელებული მომდევნო ადრებრინჯაოს ხანაში. ეს იყო ერთი ანთროპოლოგიური ფენა, მკვეთრად გამოხატული დოლიქოკრანული ფორმის თავის ქალით, მაღალი ქალა-სარქველით, საშუალოზე ვიწრო და საშუალოზე მაღალი, მკვეთრად პროფილირებული სახით, წინ მკვეთრად წარზიდილი ვიწრო და საშუალო სიმაღლის ცხვირით. ასეთი იყო ძირითადი ტიპი, რომელიც საერთო სუბსტრატია კავკასიის აბორიგენული მოსახლეობისათვის.
მოსახლეობა წარმოადგენდა ძირითადად ერთ ანთროპოლოგიურ ტიპს. ეს სუბსტრატი იყო იმდენად დიდი და მძლავრი, რომ გაუძლო სხვადასხვა ინფილტრაციას, შესაძლოა შერევებს. ამ ტიპის ასეთი ხანგრძლივი დროით თითქმის უცვლელი სახით დაკონსერვება, ალბათ, მოხერხდა იმიტომაც, რომ საქართველოს მოსახლეობას კონტაქტი უხდებოდა ძირითადად ევროპეიდებთან, რომლებიც ფართოდ იყვნენ გავრეცელებულნი სამხრეთით ტიგროსითა და ევფრატითდაწყებული, ირანის შიდა ოლქებით გაგრძელებული და ანატოლიით დამთავრებული.
გარდა შინაგანი (გარდაუვალი) პროცესებისა, მოსახლეობამ პარალელურად განიცადა კიდევ სხვადასხვა პროცესების ინფილტრაციის, შერევის (მაგალითად: საქართველოში ყივჩაღებისასიმილაცია) ზემოქმედება, რომელიც დღესაც იგრძნობა საქართველოს თანამედროვე მოსახლეობის სხვადასხვა ეთნოსებს შორის სომატოლოგიურ, სეროლოგიურ თუ დერმატოგლიფიკურ ნიშნებში.
საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული პალეოანთროპოლოგიური მასალები ცხადყოფს, რომ უძველესი მოსახლეობა ხასიათდებოდა გრძელი და ვიწრო თავით (დოლიქოკრანიით), ვიწრო სახით, ვიწრო და მაღალი ცხვირით, ცხვირისა და ცხვირის უნაგირის მკვეთრი პროფილირებით, სახის მცირე ჰორიზონტალური კუთხით და, საერთოდ, მიეკუთვნებოდა ხმელთაშუაზღვისპირულ მედიტერანულ ტიპს.
შემდგომმა მასალებმა დაადასტურა, რომ სამხრეთევროპეიდების ჩამოყალიბების არეალი, ასევე, მოიცავდა სამხრეთ კავკასიას და ახლო აღმოსავლეთისა და წინა აზიის ჩრდილო რეგიონებს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ მარტო კავკასიაში არის დაფიქსირებული სამხრეთევროპეიდული დიდი რასის სამივე განშტოების (ხმელთაშუაზღვისპირული, ინდო-პამირული, წინააზიური) არსებობა კავკასიური ლოკალური ვარიანტებით.
უძველესი დროიდან საქართველოს ტერიტორიაზე უმთავრესად დღევანდელი ქართველების უშუალო წინაპრები იმარხებოდნენ, რომლებიც არც თვითონ მოსულან ოდესმე სხვა ტერიტორიიდან და არც არავინ განუდევნიათ. ისტორიული საქართველოს ტერიტორია არის ადგილი ქართველების დღევანდელი სახით ჩამოყალიბებისა. ამ ტერიტორიაზე მოხდა მათი შინაგანი განვითარება, ტრანსფორმირების შედეგად აქ ჩამოყალიბდა წინააზიური რასის დღევანდელი ლოკალური ნაირსახეობანი (კოლხურიიბერიულიკავკასიონის).
ცხადია, რომ დღევანდელი სახით ქართველების ფიზიკური ტიპის ჩამოყალიბების ხანგრძლივ პროცესში ადგილი ჰქონდა მათ შეხებას სხვა ტომების წარმომადგენლებთან, აგრეთვე შიდა გადაადგილებებს, ინფილტრაციებს, რომლის შედეგია დღევანდელი ქართველების ანთროპოლოგიური ნაირსახეობა და გარდამავალი ტიპების არსებობა, მაგრამ მათ, როგორც სჩანს, დიდი გავლენა არ მოუხდენია ქართველთა ფიზიკური ტიპის ჩამოყალიბებაში. თანამედროვე მოსახლეობის ანთროპოლოგიური ნიშნების განაწილება განსახლების მთელ ტერიტორიაზე ცხადჰყოფს, რომ საქართველოს ტერიტორია არასდროს ყოფილა დიდი რასებისკონტაქტის ზონა, საგრძნობი რომ ყოფილიყო შერევა მონგოლოიდური თუ ნეგროიდული რასისწარმომადგენლებთან. ყველა ნიშანი ნათლად გვიჩვენებს - სახის ჰორიზონტალური პროფილირება, პიგმენტაცია თუ სხვა, რომ ქართველები უდავოდ სამხრეთ ევროპეიდები არიან. საქართველოში ისევე, როგორც ევროპეიდების განსახლების მთელ ტერიტორიაზე გენთა კონცენტრაციაში განსხვავება მინიმალურია (ევროპაში), საქართველოსა და კავკასიაშიდადგენილია ერთი ტიპის შეფარდება, გენი მ 1,5-3–ჯერ სჭარბობს ნ-ს. MN სისტემის მიხედვით ქართველები ამჟღავნებენ, ასევე, ახლო მსგავსებას ირანისერაყისიორდანიის მოსახლეობასთან, მაგრამ ყველაზე ახლო მსგავსება აღინიშნება დაღესტნელებთან.

კანის რელიეფის ძირითადი ნიშნების განაწილება ქართველებს სამხრეთ ევროპეიდების რიგში აყენებს. პოპულაციებს შორის განსხვავება აიხსნება ამ შემთხვევაში სუფთა გენეტიკური პროცესებით, როცა პოპულაციური დონის ცვალებადობა უფრო მაღალია ეთნიკურზე. ყველაფერი ამის გათვალისწინებით ახლო კავშირები ამ მოსახლეობას აკავშირებს წინა და შუა აზიის მოსახლეობასთან და რაც ალბათ, გამოვლინებაა სუბსტრატისა, რომელიც უძველესი დროიდან აკავშირებდა ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას
ქართველები გარეგნულად ხასიათდებიან, როგორც საშუალოზე მაღლები, ან მაღლები, ათლეტური აღნაგობითა და სწორი აგებულებით. საშუალოზე ღია ფერის თმით (ქერა, მუქი ქერა, ღია წაბლისფერი, თავთუხისფერი-თეთრში გარდამავალი ღია ქერა თმა) და ღია ფერის თვალებით (ცისფერი, მწვანე, ნაცრისფერი, ლურჯი, თაფლისფერი) ;
ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პროვინციების ტაო-კლარჯეთისშავშეთის, სამხრეთ აჭარისერუშეთისა და ჭანეთის არათურქიზებული ქართველობაც აგრეთვე ღია ფერის თვალებითა და თმით, ასევე მაღალი აღნაგობით გამოირჩევა. ქართველთა უმეტესობა სუბბრაქიკეფალი და ბრაქიკეფალია

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...