четверг, 16 августа 2018 г.

პოლიტოლოგია და ისტორია

                                                 დემოკრატია
                    ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу დემოკრატია

 (ბერძნ. δήμος „დემოს“ — ხალხი; κράτος„კრატოს“ — კანონი, ძალა) — სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნებია – არჩევითობა და მოკლევადიანობა. გარდა ამისა ცნება დემოკრატია მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებას, რომელთაც ბუნება ანიჭებს ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასული, ეთნიკური, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა.ღარიბთა და უპოვართა მმართველობა; მმართველობის ისეთი ფორმა როცა ხალხი პირდაპირ და უწყვეტად მართავს საკუთარ თავს პოლიტიკოსების და სახელმწიფო მოხელეთა დაუხმარებლად; თანაბარ შესაძლებლობებსა და პიროვნულ უნარს დაყრდნობილი საზოგადოება სადაც იერარქიიისა და პრივილეგიების ადგილი არაა. გადაწყვეტილებათა მიღების ისეთი წესი რაც უმრავლესობის მმართველობას ეფუძნება. უმრავლესობის ძალაუფლებაზე კონტროლის განმახორციელებელი უმცირესობის უფლებებისა და ინტერესების უზრუნველმყოფელი სისტემა.მოქალაქეთა პირდაპირ უშუალო და მუდმივ თანამონაწილეობას მმართველობით საქმიანობაში.დემოკრატიის შეზღუდული და არაპირდაპირი ფორმაა შეზღუდულია იმდენად რამდენადაც მმართველობაში ხალხის მონაწილეობა შეწყვეტილია და ხანმოკლე და მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ არჩევნებში მონაწილეობით გამოიხატება იხ. ვიდეო

დემოკრატიის კლასიკური მოდელი ძველ ბერძნული პოლისია ანუ ქალაქი სახელმწიფო კერძოდ მმართველობის ის სისტემა რომელიც ათენში განვითარადა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე მეოთხე საუკუნეში. იქ გავრცელებული პირდაპირი დემოკრატიის ფორმას იდეალურ სისტემად მიიჩნევდნენ. კლასიკური დემოკრატია სახალხო მმართველობის პრინციპს ეფუძნება. და ხალხის მიერ მმართველობის საუკეთესო მართვის ფორამდ მიიჩნევა.დემოკრატიულმა იდეებმა ახალი სიცოცხლე მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეში შეიძინა აქ დემოკრატია ნაკლებად აღიქმებოდა როგორც საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში თანამონაწილეობის მექანიზმი ის ახლა უფრო იმ საშუალებით მოიაზრებოდა რითაც მოქალაქეებს ხელისუფლების მოთოკვა შეეძლოთ აქედანაა მეურვე დემოკრატიის მცნება. დამცავი დემოკრატია ლიბერალიზმის ინდივიდუალისტურ შეხედებულებებზე აღმოცენდა. დამცავი დემოკრატია მოქალაქეებს ყველაზე მეტ საშუალებას აძლევს თავის ნებაზე იცხოვროს.ხელშემწყობი დემოკრატიის ყველაზე უახლესი და რადიკალური ჯან ჯაკ რუსოსეული მოდელია. რუსოსეული დემოკრატია სხვა არაფერი იყო თუ არა იარაღი რითაც ადამიანს თავისუფლება და დამოუკიდებლობა უნდა მოეპოვებინა—საკუთარი თავისთვის დაწესებულ კანონთა მორჩილების თვალსაზრისით. ხელშემწყობი დემოკრატია მეტი თანამონაწილეობის პრინციპის გამტარებელია. ხელშემწყობ დემოკრატიას ის ღირსება გააჩნია რომ თანამონაწილეობის ხარისხსაც ამაღლებს მეტ თავისუფლებასაც მოითხოვს და პიროვნების ზრდასაც უწყობს ხელს.ცნება სახალხო დემოკრატია მას შემდეგ გაჩნდა რაც საბჭოური ტიპის რეჟიმები აღმოცენდა. სახალხო დემოკრატია განსაკუთრებულ მნიშვნელობას კლასთა შორის ძალაუფლების გადანაწილებას ანიჭებს სახალხო დემოკრატია უფრო ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად ვიდრე პოლიტიკური უფლებების უბრალო გაფართოებას. მარქს სჯეროდა კაპიტალიზმის დამხობა ჭეშმარიტი დემოკრატიის აყვავებას მოიტანსო.
იხ. ვიდეო



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...