четверг, 9 августа 2018 г.

საქართველოს ისტორია

                   საქართველოს ისტორია

              ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება როცა ერი თავის და უბედუროდ                                              თავის ისტორიას ივიწყებს ილია ჭავჭავაძე

                  იხ. ქვემოთ რუსი ყვება საქართველოს ისტორია ვიდეო მართლა     საინტერესოა  თუ როგორ                                                    დაწვრილებით საუბრობს.

საქართველოს  ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ადამიანთა ცხოვრების ფაქტს ადასტურებს დმანისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები. დმანისში აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები უძველესია მთელს ევრაზიაში და მისი ასაკი 1 800 000 წლის არის. ქართველების პირველი პოლიტიკური გაერთიანება დიაოხი და კოლხა მდინარე ჭოროხის აუზში ძვ.წ II ათასაწლეულის ბოლოს შეიქმნა, მათ მხოლოდ რამდენიმე საუკუნე იარსებეს. ისინი დაამხეს ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა მომთაბარე ტომებმა. ძვ.წ VI საუკუნეში ჩამოყალიბდა ეგრისის ანუ კოლხეთის სამეფო. იგი თითქმის მთლიანად აერთიანებდა დღევანდელ დასავლეთ საქართველოს. ძვ.წ IV საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა იბერიის სამეფო. სწორედ იბერიის მეფეს ფარნავაზს უკავშირდება ქართული დამწერლობის შექმნა. ძველი წელთაღრიცხვის ბოლოს რომის იმპერიამ დაიპყრო ეგრისის სამეფო, ქართლის სამეფო ჯერ რომის ვასალია ხოლო მისი დასუსტების შემდეგ, სპარსეთის გავლენის ქვეშ ექცევა. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ოთხი სამთავრო ჩამოყალიბდა: ლაზებისაფშილებისაბაზგებისდა სანიგების. განსაკუთრებით გაძლიერდა ლაზთა სამთავრო, რომელმაც თავის გავლენას დაუქვემდებარა დანარჩენი სამი და შეიქმნა ახალი სახელმწიფო - ლაზიკა.
VI საუკუნეში სპარსელებმა ქართლში, ხოლო ბიზანტიელებმა ლაზიკაში გააუქმეს მეფობა და მმართველად თავიანთი მოხელეები დანიშნეს. VII საუკუნის შუა ხანებში საქართველო ახალმა დამპყრობლებმა არაბებმადაიმორჩილეს. VIII საუკუნის ბოლოს ქვეყნის პერიფერიულ ნაწილებში, სადაც არაბთა გავლენა სუსტი იყო, ყალიბდება ახალი, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოები. აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა: კახეთის სამთავრო (საქორეპისკოპოსო) და ჰერეთის სამეფო. დასავლეთ საქართველოში შეიქმნა აფხაზთა სამეფო. IX საუკუნის დამდეგს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში შეიქმნა ტაო-კლარჯეთის სამთავრო, რომელსაც უკვე 888წლიდან ქართველთა სამეფო ეწოდა. X-XI საუკუნეების მიჯნაზე აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოები გაერთიანდა, ამ გაერთიანებული სახელმწიფოს პირველი მეფე ბაგრატ III გახდა. XII საუკუნეში აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოს დავით აღმაშენებელმა შემოუერთა კახეთ-ჰერეთი (რანთა და კახთა სამეფო), ტაშირ-ძორაგეტის სამეფო და ბოლოს თბილისის საამირო. დავით აღმაშენებელმა საბოლოოდ გაათავისუფლა საქართველო თურქ-სელჯუკების ბატონობისგან. საქართველოსთვის ოქროს ხანად ითვლება თამარ მეფის მოღვაწეობის პერიოდი.
იხ.ვიდეო საქართველოს ისტორია ხუთ წუთში

XIII საუკუნეში მონღოლთა შემოსევებმა კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენა სამეფო საქართველოში შექმნილი ვითარების გამო ქვეყანა გაიყო ორ ნაწილად, ერთში მეფობდა დავით ულუს შთამომავლები ხოლო მეორეში დავით ნარინის. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალეს მმართველობის დროს საქართველო კვლავ გაერთიანდა, მაგრამ იმავე საუკუნის ბოლოს თემურ-ლენგის რვაგზის შემოსევამ ქვეყანა მიწასთან გაასწორა. ამას, შემდეგ საუკუნეებში მოჰყვა ირანის და ოსმალეთის აგრესია, ჩრდილო-კავკასიურ ტომთა თავდასხმები და შინააშლილობა. 1490 წლიდან საქართველო ოფიციალურად დაიშალა: ქართლისკახეთისიმერეთის სამეფოებად და სამცხის საათაბაგოდ. XVI საუკუნეში იმერეთს გამოეყო: სამეგრელოსგურიისაფხაზეთის და სვანეთის სამთავროები. 1555 წელს დადებული ამასიის ზავით ირანმა და ოსმალეთმა საქართველო შუაზე გაიყვეს, ქართლი და კახეთი ირანს, ხოლო დასავლეთი საქართველო და სამცხე-საათაბაგო ოსმალეთის ვასალები გახდნენ. 1633 წელს ქართლის მეფე ხდება როსტომ-ხანი, ამის შემდეგ ერთი საუკუნის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოს ტახტზე ქრისტიანი მეფე არ ასულა. XVIII საუკუნიდან ქართლ-კახეთი ერთიანდება და დამოუკიდებელი ხდება ირანელებისაგან. 1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის პროტექტორატი გახდა.
1801 წელს რუსეთმა გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და შეიერთა იგი რიგითი გუბერნიის სატატუსით. იმავე წლებში რუსეთის პროტექტორატი აღიარეს სხვა ქართულმა სამეფო-სამთავროებმაც, რასაც მოგვიანებით მათი სრული გაუქმება მოჰყვა. გარდა ამისა რუსეთმა ომით შეიერთა საქართველოს დაკარგული ტერიტორიები. 1918 წელს რუსეთის იმპერიის დამხობის შემდეგ, საქართველომ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა(პირველი რესპუბლიკა). 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. ქვეყანაში შეიქმნა სამი ახალი პოლიტიკური ერთეული - აფხაზეთის სამოკავშირეო რესპუბლიკა (1931 წლიდან ავტონომიური რესპუბლიკა), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
1991 წელს საბჭოთა კავშირისგან საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია.
საქართველოს ტერიტორია უძველესი დროიდან საცხოვრებლად ხელსაყრელი ტერიტორია იყო. ამას ადასტურებს დმანისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები. დმანისში აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები უძველესია მთელს ევრაზიაში და მისი ასაკი 1 600 000 – 1 800 000 წლის არის. უფრო ძველი ჩონჩხები ნაპოვნია აფრიკაში. შეიძლება ითქვას, რომ დმანისელი ადამიანი ევრაზიის უძველესი მოსახლეა.
პირველყოფილი ადამიანის ძირითადი იარაღი იყო ქვა. კაცობრიობის ისტორიაში იმ პერიოდს როდესაც ძირითადი იარაღი ქვა იყო, ეწოდება ქვის ხანა. ქვის ხანა იყოფა სამ პერიოდად : პალეოლითი , მეზოლითი და ნეოლითი. თავის მხრივ პალეოლითი იყოფა : ქვედა, შუა და ზედა პალეოლითად.
ქვედა პალეოლითი ყველაზე ხანგრძლივი ხანაა. იმდროინდელი ნასახლარები საქართველოში მრავლადაა აღმოჩენილი: დმანისში, კაცხშილაშებალათში, ჭიპიანის მთაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია წოფის ნასახლარი. ამ დროს ადამიანი იკავებს მაღალ მთიან რეგიონებსაც, აღსანიშნავია კუდაროს და წონას გამოქვაბულები.
ამ პერიოდში ადამიანები ჯოგებად ცხოვრობდნენ . ქვედა პალეოლითის ბოლოს და ზედა პალეოლითის დასაწყისში მომხდარი გამყინვარების გამო კავკასიაში აცივდა, ადამიანები იძულებული გახდნენ ბუნებრივ მღვიმეებსა და გამოქვაბულებში ეცხოვრათ. ამ პერიოდის ადამიანის საცხოვრებლები აღმოჩენილია : დევის ხვრელშისაკაჟიაშისაგვარჯილეში, მღვიმევში. უკვე ადამიანების გაერთიანებები დამოკიდებულია სისხლის ნათესაობაზე. იქმნება გვაროვნული თემები. თემის უფროსი იყო ქალი ამიტომ ამ პერიოდს მატრიარქატი ეწოდა. პალეოლითის ხანის ბოლოს ჩნდება რელიგიური წარმოსახვები. რელიგიური შეხედულებები საკმაოდ პრიმიტიული იყო და ის ბუნებრივ მოვლენებს უკავშირდებოდა. არსებობს მოსაზრება რომლის თანახმადაც კავკასიაშიდათვის კულტი იყო, გამოქვაბულებში აღმოჩენილია დათვის თავის ქალები რომლებიც საპატიო ადგილებში იყო დალაგებული.
ზედა პალეოლითის შემდეგ იწყება მეზოლითი. რომელიც 8-6 ათასი წლის წინ დასრულდა. სწორედ მეზოლითის ხანაში ყალიბდება ის გეოგრაფიული გარემო და კლიმატი რომელიც დღეს არის. მეზოლითის ხანის შემდგომ მოდის ნეოლითის ხანა, ამ პერიოდში ადამიანი საგრძნობლად ვითარდება. იზრდება საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებულთა რაოდენობა. ნეოლითის ხანის ნასახლარები აღმოჩენილია : ხუცუბანშიანასეულშიქობულეთშითერამიწაში.
ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულის მეორე ნახევრიდან იწყება ბრინჯაოს ხანა. ბრინჯაოს ხანა იყოფა სამ პერიოდად : ადრე , შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანა.
ადრე ბრინჯაოს ხანის დროს სამხრეთ კავკასიაში დაწინაურდა მტკვარ-არაქსის კულტურა.ამ პერიოდში ადამიანი საკმაოდ განვითარებულია. მან შესძლო ხარის მოშინაურება. განვითრების კიდევ უფრო მაღალ საფეხურს აღწევს მეტალურგია, მიწათმოქმედება. ამ პერიოდში გვაროვნულ თემებში დომინირებს მამაკაცი ამიტომ ამ პერიდიდან იწყება პატრიარქატიმტკვარ-არაქსის კულტურა დაახლოებით 1 000 წელი არსებობდა. აღმოსავლეთ საქართველოში ბევრგანაა იმდროინდელი ნასახლარები აღმოჩენილი.
ძველი წელთაღრიცხვი III ათასწლეულიდან იწყება შუა ბრინჯაოს ხანა . ამ პერიოდში დაწინაურდა თრიალეთის კულტურა. ამ კულტურისთვის დამახასიათებელია ყორღანების არსებობა. ყორღანების სიგრძე 10-15 მეტრს აღწევდა, ხოლო დიამეტრი 100 მეტრამდე. ყორღანების ცენტრში მდებარეობდა დიდი დასაკრძალავი ოთახი. დიდ ყორღანებში ტომის ბელადებს და ცალკეული გვარის წარმომადგენლებს კრძალავდნენ. ყორღანებში გვხვდება მიცვალებულთან ჩატანებული ძვირფასი ნივთები. ყორღანებს გარედან ქვიშას და მიწას აყრიდნენ. დროთა განმავლობაში ეს სამარხები ბუნებრივ ბორცვებად იქცეოდა, ისე რომ მისი გარჩევა შეუძლებელი ხდებოდა.
ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულიდან იწყება გვიანი ბრინჯაოს ხანა. ამ პერიოდში ვითარდება დასავლურ-ქართული და აღმოსავლურ-ქართული კულტურა. ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულისათვის კოლხური კულტურა თავის განვითარების მწვერვალს აღწევს. ამ პერიოდში იშლება გვაროვნული თემები , უკვე ადამიანებს აერთიანებს არა ნათესაობა არამედ მეზობლობა. ამ პერიოდში წინაურდება ტომის ბელადები , ეს თანამდებობა უკვე შთამომავლობით გადადის. იქმნება მდიდარი და ღარიბი მოსახლეობა. ტომში დაწინაურებულია ქურუმები, რომლებიც ტომის ბელადთან დაახლოებული პირები იყვნენ. თანდათანობით ხშირდება ტომების ერთმანეთზე თავდასხმები. იქმნება ტომთა კავშირები.

ქართული ტომების უძველესი გაერთიანებები

ურარტუს მეფის მენუას დაპყრობები
დიაოხის სამეფო
მცირე აზიული სახელმწიფოები ძვ.წთ აღ 189–63 წლებში
ქართველი ტომები წინა აზიის ასპარეზზე აქტიურად გამოჩნდნენ ძვ.წთ.აღ XIII საუკუნიდან , როდესაც მათგან სამხრეთით განადგურდა ორი უძველესი სახელმწიფო - ხეთების იმპერია და მითანის სამეფო . ხეთების სამეფო გაანადგურეს ეგეოსის ზღვიდან შემოიჭრილმა ე.წ ”ზღვის ხალხმა” , რის შედეგადაც ხეთების აღმოსავლეთით დამკვიდრდნენ მუშქები - მესხების ქართველური ტომების წინაპრები . მითანის სამეფო კი ასურეთმაგაანადგურა . მისმა ძლევამოსილმა მეფემ ტიგდათფილეს I-მა ძვ.წთ.აღ 1112 წ. დაიწყო შეტევა ჩრდილოეთის მიმართულებით , ქართველ ტომთა გაერთიანების დაეანის წინააღმდეგ . ურარტუულ წყარეოებში ამ სახელმწიფოს დიაუხს უწოდებდნენ. ასურეთის მეფის ტიგდათფილესე I-ის ჩრდილოეთით ლაშქრობისას მას დაუპირისპირდა დიაუხის მეფე სიენი, რომელსაც ეხმარებოდა 23 ”მეფის” ლაშქარი. ასურეთის მეფემ გაიმარჯვა , დამარცხებული მეფე სიენი დატყვევებული წაიყვანა დედაქალაქ აშურაში და მორჩილების პირობის ჩამორთმევის შემდეგ გაათავისუფლა. ასურული წყაროები მოგვითხრობს ტიგდათფილესის ლაშქრობას დიაოხზე :

„იმ დროს ღვთაება ასურის , ჩემი მეუფის დიდი ძალით , დიად ღვთაებათა შემწეობით , მე, ტიგლათფილესერი , რომელიც სამყაროს ოთხივე მხარეს სამართლიანად ვმბრძანებლობ , რომელსაც არ მყავს მძლეველი ომში და ტოლი ბრძოლაში , შორეულ მეუფეთა ქვეყნისკენ , რომელნიც ზემო ზღვის ნაპირებზე ცხოვრობენ და რომლებმაც არ იცოდნენ მორჩილება, ღვთაება ასურმა, მეუფემ, გამაგზავნა ... დაიანის ქვეყნების მეფეებმა , სულ 23 მეფემ , შეკრიბეს თავიანთ ქვეყნებში თავისი ეტლები და ჯარები და ბრძოლისა და ომისთვის გამოემართნენ. ჩემი თავზარდამცემი იარაღის სიშმაგით თავს დავატყდი მე მათ ... მათი 120 შეჭურვილი ეტლი ბრძოლაში ხელთ ვიგდე . ნაირის ქვეყნების 60 მეფეს მათთან ერთად , რომელნიც მათ დასახმარებლად მოვიდნენ , ჩემი შუბით ზემო ზღვამდე მივსდე , მათი დიდი ქალაქი დავიპყარი , მათი ნადავლი , მათი ქონება , მათი სარჩო-საბადებელი წამოვიღე ... ცხენების, ჯორების, ჯორ-ცხენების მრავალრიცხოვანი ჯოგები და მათი მინდვრის პირუტყვი ურიცხვი წამოვიყვანე . “
დიაოხის ქართველ ტომთა ძველ აღმოსავლური სახელმწიფოებრივი გაერთიანება იყო . სამხრეთით მის საზღვრებში დღევანდელი ქ. არზრუმის მიდამოებიც შემოდიოდა, ჩრდილოეთით ჯავახეთი ესაზღვრებოდა , ხოლო ჩრდილო-დასავლეთით მისი გავლენა შავ ზღვამდე აღწევდა .
ტიგდათფილესერ I-ის მეფობის შემდეგ ასურეთის სახელმწიფოს სიძლიერე თანდათან ეცემა და სუსტდება მისი გავლენა ჩრდილოეთის ქვეყნებზე. დიაოხი ამით სარგებლობს და თანდათანობით ძლიერდება . ასურეთის სახელმწიფო ძალიან შეავიწროვა ურარტუს ახლადშექმნილმა სახელმწიფომ . ურარტუს სამეფო , რომლის მოსახლეობის უმრავლესობას ხურიტრული მოდგმის ტომები შეადგენდნენ , ჩამოყალიბდა ძვ.წთ.აღ IX საუკუნეში ამიერკავკასიაში . მისი მეფე მენუა კლდეზე ამოკვეთილ ერთ-ერთ თავის წარწერაზე მოგვითხრობს დიაოხის წინაარმდეგ ბრძოლაზე . მას დაურბევია დიაოხი და მისი მეფე უტუფურუსი დაუმორჩილებია .

„დავიპყარი დიაოხის ქვეყანა , მისი სამეფო ქალაქი სასილო , ქვეყანა გადავწვი , დავანგრიე ციხესიმაგრეები ... უტუფურუსი , მეფე დიაოხისა , მოვიდა ჩემს წინაშე , მომეხვია ფეხებზე , ძირს დაემხო ; მე მას მოწყალედ მოვექეცი , შევიწყალე იგი ხარკის გადახდის პირობით . მომცა მან ოქრო და ვერცხლი , მომცა ხარკი . “
ურარტუს მეფეებმა დიაოხს სამხრეთი ნაწილი წაართვეს და თავიანთი ბატონობის განსამტკიცებლად იქ ციხესიმაგრე ააგეს. ურარტუს შემოსევებმა დაასუსტა დიაოხი . ხოლო მის საბოლოო განადგურებაში მონაწილეობა მიიღო მისმა ჩრდილოელმა მეზობელმა , დასავლეთ საქართველოს მეორე დიდმა სახემწიფოებრივმა გაერთიანებამ - კოლხამ . ძვ.წთ.აღ VIII საუკუნეში დიაოხმა შეწყვიტა არსებობა . მისი ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი ურარტუელებმა დაიკავეს , ხოლო ჩრდილოეთი მხარე კოლხას შემადგენლობაში შევიდა.
ურარტუს სამეფოს ადმინისსტრაციული ცენტრი, ქალაქი ტუშფა.
ასურულ ლურსმულ წარწერებში კოლხები ჩვ.წთ.აღ XII საუკუნიდან იხსენიება. ამ დროს ისინი პირველყოფილი თემური სისტემის მიმდევრები იყვნენ. ასურული წყაროები ”ათეულობით მეფეს” (ანუ ტომის ბელადს) ასახელებდნენ. ისინი თანდათანობით ერთიანდებოდნენ და ყალიბდებიან როგორც ერთ გაერთიანებად . დამპყრობლებთან ბრძოლაში მყარი გაერთიანება აუცილებელი იყო . კოლხურ ტომთა სოციალურ ეკონომიკური პირობებიც იცვლებოდა. გაბატონებულ მდგომარეობას იკავებენ გვაროვნული არისტოკრატიის წარმომადგენლები , რომლებიც იქვემდებარებენ ტომის რიგით წევრებს და მმართველობასაც ისეთ ფორმას აძლევენ , რომელიც უზრუნველყოფდა მათ ბატონობას . აქ ფართოდ ვითარდება მესაქონლეობა და მეტალურგია , განსაკუთრებით - რკინის წარმოება . რკინის სამრეწველო გამოყენებაზე გადასვლამ დააჩქარა საზოგადოების განვითარება და სახელმწიფოს ჩამოყალიბება. შავი ზღვის სამხრეთი სანაპიროს მთიანეთში რკინის მდიდარი საბადოები იყო . აქაური ქართველი ტომები მაგალითად ხალიბები , სახელგანთქმულები იყვნენ რკინის დამუშავებით.
კოლხეთის განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს არქეოლოგიური გათხრები. აქ აღმოჩენილია ბრინჯაოს და რკინის საბრძოლო და სამუშაო იარაღები. ძვირფასი ლითონის სამკაულები და ფუფუნების სხვა საგნები . ასევე თანდათანობით , ძვ.წთ.აღ XI-IX სს-ის დასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბდა კოლხეთის ძლიერი სამეფო . ძვ.წთ.აღ IX-VIII სს ში კოლხეთის სამეფო თავის გავლენას ავრცელებს დასავლეთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. კოლხების სიძლიერე აისახა ძველ ბერძნულ მითში არგონავტების შესახებს .
ნაწყვეტი ბერძენი პოეტის აპოლონიოს როდოსელის პოემიდან ”არგონავტიკა” :

„როდესაც იაზონი და მისი მხლებლები აიეტის სასახლესთან მივიდნენ ... ისინი გააოცა მეფის გალავანმა, ფართო ჭიშკრმა და სვეტებმა , რომლებიც მწკრივად იყო აღმართული კედლის გარშემო.სასახლის თავზე , სპილენძის ქონგურებზე , ქვის კოშკი იდგა . იაზონმა და მისმა მხლებლებმა დაუბრკოლებლად დააბიჯეს ფეხი სასახლის ჭიშკრის ზღურბლს . რომელთანაც მაღალი ამართული მწვანე ფოთლებით შემოსილი ვაზები გაშლილიყო, ვაზების ქვეშ ოთხი დაუშრეტელი შადრევანი მოჩუხჩუხებდა . ეს წყაროები ჰეფესტომ ამოაჩქეფა მიწის გულიდან ... ასეთი ღვთაებრივი საქმეები გააკეთა დახელოვნებულმა ჰეფესტომ კუტაიელი აიეტის სასახლეში . ამის გარდა ჰეფესტომ აიეტს გამოუჭედა სპილენძის ფეხებიანი ხარები , რომელთაც სპილენძისვე ხახები ჰქონდათ , საიდანაც ცეცხლის საზარელი ალი ამოსდიოდათ . მანვე გაუკეთა მთლიანი გუთანი მაგარი ფოლადისაგან ... “
ურარტუსთან ალიანსი დიდხანს არ გაგრძელებულა ძვ.წთ.აღ VIII ს-დან კოლხას წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს ურარტუ , რომლის მეფემ სარდურ II-მ ორჯერ დალაშქრა კოლხეთის ტერიტორია , დაიპყრო სამეფო ქალაქი ”ილდამუსა” . ამ ბრძოლებმა დაასუსტა კოლხა, რასაც დაერთო ჩრდილო კავკასიიდან მომთაბარე მეომარი ტომების - კიმერიელების ,მოგვიანებით კი კასპიის ზღვის სანაპიროთი და დარიალის ხეობით ამიერკავკასიაში შემოჭრილი სკვითების შემოსევები .
ძვ.წთ.აღ 590 წელს ურარტუს სამეფო გაანადგურა მიდიელებმა . მისი მოსახლეობის ნაწილი ჩრდილოეთით გადაასახლეს . ისინი თანდათან შეერივნენ იქ მცხოვრებ ქართველ ტომებს და მათ კულტურას და მეტყველებაში ბევრი საგულისხმო ელემენტები შეიტანეს 

კოლხეთის სამეფო


ბერძნებმა ახალშენები დააარსეს ასევე ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში (პანტიკაპეონიოლბიაქერსონესი, და სხვა). ხშირად ბერძნები ადგილობრივ მოსახლეობას იპყრობდნენ , მაგრამ კოლხეთში ყველაფერი პირიქით მოხდა, მათ არა თუ ვერ შესძლეს კოლხებზე თავიანთი გავლენის მოხდენა, პირიქით ისინი მოექცნენ კოლხების გავლენის ქვეშ .ძვ.წთ.აღ VI საუკუნის განმავლობაში ბერძნენთა კოლონიზაციის პროცესი თანდათან შენელდა . გაძლიერებულმა ეტრუსკებმა , კართაგენმაეგვიპტემ და სპარსეთის იმპერიამ წერტილი დაუსვეს ბერძნულ კოლონიურ ექსპანსიას. ბერძნებმა საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი ახალშენი დააარსეს მაგალითად ფაზისი (ქ.ფოთის მახლობლად) , გიენოსი (ქ. ოჩამჩირესთან) , დიოსკურია (ქ.სოხუმთან) აგრეთვე ბერძნული დასახლებები იყო ქობულეთთანაც .
დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ბერძნული ახალშენების გარდა არაერთი ქალაქი იყო . არქეოლოგებმა დღევანდელი ქალაქ ვანის , სოფელ დაბლაგომის და საირხეს ტერიტორიაზე გათხარეს იმდროინდელი ნაქალაქევები . ასევე კოლხეთის უძველესი ქალაქი იყო კუტაია ანუ დღევანდელი ქუთაისი . კოლხეთში ამ პერიოდში იჭრებოდა ფული რომელსაც მეცნიერებმა ”კოლხური თეთრი შეარქვეს. საკმაოდ მწირი ინფორმაციაა შემორჩენილი კოლხეთის პოლიტიკური ისტორიის , სახელმწიფოებრივი წყობილების და სოციალური ურთიერთობების შესახებ . უდავოა რომ ამ პერიოდში კოლხეთის სათავეში მეფე დგას რომლებიც ბერძნების ცნობებით ლეგენდარული აიეტის შთამომავლები იყვნენ . კოლხი წარჩინებულები მკვეთრად განსხვავდებოდნენ უფლებრივი და ქონებრივი მდგომარეობით ქვეყნის რიგითი მოსახლეობისაგან , ამას მოწმობს უხვი არქეოლოგიური მასალა , განსაკუთრებით სამარხისეული ინვენტარი . თუკი ერთ შემთხვევაში გვაქვს საზოგადოების რიგით წევრთა უაღრესად ღარიბი სამარხები , მწირი ინვენტარით , მეორე მხრივ გვხვდება ოქროს ინვენტარი და სხვა ძვირფასი ნივთები.
კოლხეთის სამეფო მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც საბერძნეთან , ისე წინა აზიაში , სადაც გაბატონებული მდგომარობა ეკავათ მიდიელებსა და სპარსელებს . ჰეროდოტე ახასიათებს რა წინა აზიის პოლიტიკურ მდგომარეობას , აღნიშნავს :

„სპარსელები ცხოვრობენ და აღწევენ სამხრეთის ზღვამდე , რომელსაც მეწამულს უწოდებენ . ამათ ზემოთ ჩრდილოეთია მიმართულებით ცხოვრობენ მიდიელები , მიდიელებს ზემოთ სასპერები, სასპერების ზემოთ კოლხები , რომლებიც აღწევენ ჩრდილოეთის ზღვამდე, რომელსაც ერთვის მდინარე ფაზისი . ეს ოთხი ხალხი მოსხლეობს ზღვიდან ზღვამდე .“
მიდია და სპარსეთი ამ პერიოდში უძლიერესი სახელმწიფოები იყვნენ და მათ გვერდით დამოუკიდებლად კოლხეთის არსებობა მის სიძლიერეზე მიუთითბს. ამას ისიც მოწმობს რომ სპარსელებმა ვერ შესძლეს კოლხეთის სრული დაპყრობა და დახარკვა , კოლხები ნებაყოფლობით ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ სპარსეთს უგზავნიდნენ 100 გოგონას და 100 ბიჭს. როგორც ჩანს ეს ხარკი კი არა თავისებური კონტრიბუცია იყო . კოლხეთი ამ ვალდებულებას იღებდა მძლავრი მეზობლის სასარგებლოდ , რათა თავიდან აეცილებინა მისი აგრესია .
კიდევ უფრო მცირე ინფორმაციებია სასპერების შესახებ. როგორც ჩანს ეს აღმოსავლეთ ქართულ ტომთა გაერთიანება იყო , რომელიც საკმაოდ ვრცელ ტერიტორიზე იყო განსახლებული . სამხრეთ-დასავლეთით იგი აღწევდა მდ. ჭოროხსაც და მოიცავდა იმ უძველეს ოლქს რომელმაც დღემდე შემოინახა სასპერების სახელი - სპერი .

ქართლის სამეფოს წარმოქმნა

არმაზის გალავნის ნაშთები
ელინისტურ ხანას უკვშირდება , ქართლის სამეფოს წარმოქმნა . წყაროებიდნ ცნობილია რომ ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების დაწყებამდე ქართლში მამასახლისის თანამდებობა იყო. მამასახლისის თანამდებობა გვარში უფროსს ნიშნავდა . თვითონ ალექსანდრე მაკედონელს ქართლში არ ულაშქრია , მაგრამ გამორიცხული არ არის მისი სარდლებიდან ვინმეს არსებობა შავიზღვისპირეთსა და ქართლში.
”ქართლის ცხოვრებაში” დაცული გადმოცემის მიხედვით ქართლის მმართველად დამპყრობლებმა თავიანთი ერთ-ერთი სარდალი , აზო დანიშნეს . აზო მკაცრი მმართველი აღმოჩნდა , ის ხშირად ავიწროებდა მოსახლეობას . მისი ბრძანებით დაუნგრევიათ აქაური ციხე სიმაგრეები . აზოს დაუპირისპირდა მცხეთის მამასახლისის ძმის შვილი ფარნავაზი , რომელმაც დაიხმარა დასავლეთ საქართველოს ერისთავი ქუჯი და ჩრდილოეთ კავკასიელთალაშქარი . გამარჯვებულმა ფარნავაზმა თავი ქართლის მეფედ გამოაცხადა . მას სამეფო ნიშნები ანტიოქოს I -მა გამოუგზავნა.
მისი უზენაესობა ცნო დასავლეთ საქართველოს ერისმთავარმა ქუჯმაც .
”მეფეთა ცხოვრება ” ფარნავაზის შესახებ

„დაიპყრო ალექსანდრემ ყოველი ქართლი და დაადგინა პატრიკად ნათესავი თავისი სახელად აზო , ძე იარედესოსისა ... და იყო აზო კაცი ძნელი და მოსისხლე , მოკალით ! ... იყო იმ ჟამად ქალაქ მცხეთას ჭაბუკი ერთი , რომელსაც ერქვა სახელად ფარნავაზ . ეს ჭაბუკი იყო მამით ქართველი ... და იყო ძმისწული სამირისი , რომელიც ალექსანდრეს მოსვლისას მამასახლისი ყოფილიყო მცხეთას . ეს სამარა და ძმა მისი, მამა ფარნავაზისი , ალექსანდრეს მოეკლა , ხოლო დედას წაეყვანა ფარნავაზი , სამი წლის ყრმა და კავკასიონისთვის შეეფარებინა თავი . აქ აღიზარდა ფარნავაზ და დაუბრუნდა მცხეთას , მამულსა თავისსა .
ხოლო ფარნავაზ იყო კაცი გონიერი , მხედარი შემმართებელი და მონადირე ხელოვანი ... იხილა ფარნავაზ სიზმარი , ვითომც იყო იგი ერთ უკაცრიელ სახლში , სურდა გასვლა და ვერ გადიოდა . მაშინ შემოვიდა სარკმელში შუქი მზისა , შემოერტყა წელზე , მიიწია და გაიყვანა სარკმელიდან . და ველზე რომ გავიდა , იხილა მზე ძირს ჩამოსული , მაშინ მოხოცა ცვარი პირსა და თვითონ წაიცხო სახეზე ...
იმავე დღეს წავიდა ფარნავაზ და ნადირობდა მარტო და დიღმის ველზე დაედევნა ირემს , ხოლო ისინი ილტვოდნენ ტფილისის ღირღალთა შიგან . მისდია ფარნავაზმა , სტყორცნა ისარი და ჰკრა ირემსა და მცირედ გაირბინა და დაეცა ძირსა კლდისასა . მოეწია ფარნავაზ ირემსა და შემოაღამდა ... ხოლო კლდისა მის ძირსა ქვაბული იყო, რომლის კარი ამოქოლილი იყო ქვითა ძველად და სიძველისაგან ირღვეოდა .
მაშინ დაასხა მძაფრმა წვიმამ , ხოლო ფარნავაზმა აიღო ჩუგლუგი და გამოარღვია ამოშვებული კარი ქვაბულისა, რათა შიგ გამშრალიყო წვიმისაგან . და შევიდა ქვაბულში . იხილა მუნ განძი - ოქრო და ვერცხლი და ჭურჭელი ოქროსი და ვერცხლისა მოუწვდომელი. ხოლო ფარნავაზ აივსო სიხარულითა, მოაგონდა ნანახი სიზმარი, კვლავ ამოქოლა კარი ქვაბულისა , მსწრაფლ წამოვიდა და უთხრა დედასა და ორთავ დასა თავისსა. და მასვე ღამეს წამოვიდნენ სამივე სახედრებითა და ჭურჭლებითა და ხუთ ღამეში გამოიკრიბეს განძი და დაფლეს მარჯვე ალაგას.“
ფარნავაზმა ქვეყნის მმართველობის მოსაწესრიგებლად სამეფო დაყო 8 საერისთავოდ და 1 სასპასპეტოდ. საერისთავო წარმოადგენდა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულს, რომლის სათავეში მეფის მოხელე ერისთავი იდგა . საერისთავოსაგან განსხვავებული , უფრო დიდი ტერიტორიული ერთეული იყო სასპასპეტო , რომელიც მთელ შიდა ქართლს მოიცავდა მისი მმართველი სპასპეტი , ყველა ერისთავზე მაღალა იდგა. ერისთავებს ექვემდებარებოდნენ სპასალარნი და ათასისთავნი , რომელთა მეშვეობით იკრიფებოდა ”ხარკი სამეუფო და საერისთავო ” .
ფარნაავაზმა გააშენა ბერძენ-მაკედონელთა შემოსევის შედეგად დანგრეული მცხეთა და სხვა ქალაქები . მანვე შექმნა მთავარი ღვთაება - არმაზის კულტი , არმაზის კერპი მცხეთის მოპირდაპირე ე.წ ქართლის მთაზე აღმართეს , სადაც ციხეც გაშენდა და მას არმაზის ციხე ეწოდა . არმაზის როგორც საერთო ღვთაებად ჩამოყალიბებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ახლადჩამოყალიბებულ ქართულ სახემწიფოსთვის .
ფარნავაზს ლეონტი მროველი ქართლში ერთიან სახელმწიფო ენად ქართულის შემოღებას და ქართული მწიგნობრობის შექმნას მიაწერს. ქართლის სამეფომ ფარნავაზისა და მისი უშუალო მემკვიდრეების - საურმაგისადა მირიან I-ის დროს მნიშვნელოვნად გაძლიერდა . სამეფოს ფარგლები საკუთრივ ისტორიული ქართლის გარდა მოიცავდა , კახეთის დიდ ნაწილს , სამცხეს , ჯავახეთს , კოლა-არტაანსკლარჯეთს , აგრეთვე დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს (აჭარას , არგვეთს , ეგრისსსვანეთს ). ფარნავაზმა დასავლეთ საქართველოში თავისი პოზიციების განსამტკიცებლად შორაპნის და დამნის ციხეები ააგო. ქართლი თავის გავლენას აღმოსავლეთითაც ავრცელებდა . ქართლის სამეფოს ექვემდებარებოდა უმნიშვნელოვანესი გადმოსასვლელები კავკასიონის ქედზე . ამ გადმოსასვლელების გამაგრებით დაინტერესებულები იყვნენ საქართველოს მეზობელი ქვეყნებიც , რადგან აქედან მუდმივად მომთაბარე-მეომარი ტომების შემოსევის საფრთხე იყო. ამ პოლიტიკურ ფაქტორს ქართლის მმართველები კარგად იყენებდნენ .
”ქართლის ცხოვრება” ფარნავაზის მოღვაწეობის შესახებ :

„მაშინ წარგზავნა ფარნავაზმა მონა თავისი ქუჯისაგან ... გაიხარა ქუჯიმ სიხარულითა დიდითა და თქვა ” მოდი ჩემთან და ნუ დაინანებ ხვასტსაგან შენსა , რამეთუ განძითა შენითა გავამრავლო სპა შენი სა შევებრძოლოთ აზოსა . მაშინ გაიხარონ ყოვენმა ქართველთა მისგან გაწყვეტილთა და შევიწროებულთა ...
მაშინ ევზრახვნენ ოსეოვსთა და ლეკთა. ხოლო მათ გაიხარეს, რამეთუ არ სწადთა ხარკის მიცემა აზოსთვის . და გამოიყვნენ ოვსნი და ლეკნი და გაუმრავლდათ სპანი. შეიკრიბნენ ეგრისს ურიცხვნი სპანი და გამოემართნენ აზოსკენ . ხოლო აზომ მოუწოდა სპათა თავისსა და შეკრიბნა. მაშინ ათასი რჩეული მხედარი ... განუდგნენ აზოს და მოვიდნენ წინაშე ფარნავაზს . ფარნავაზ წარავლინა მოციქულნი ასურასტანის მეფიდ ანტიოქოსის წინაშე. და გაუგზავნა ძღვენი დიდძალი და აღუთქვა მას სამსახური და სთხოვა მას შეწევნა ბერძენთა წინააღმდეგ . ხოლო ანტიოქოსმა მიიღო ძღვენი მისი, ეწოდა მას თავისი შვილი და გამოუგზავნა გვირგვინი და უძღვნა სომხეთის ერისთავთა, დახმარებოდნენ ფარნავაზს ... ხოლო მეორესა წელს ... იქმნა ბრძოლა დიდი დაგაწყდა ორივე მხრივ ურიცხვი . ხოლო ილივნენ ბერძენნი ფარნავაზისაგან . გაიქცა ბანაკი მათი და მოკლეს აზო და ურიცხვი სპა მათი მოსრეს და დაატყვევეს .
ფარნავაზმა მისცა ქუჯის ქვეყანა ეგრის წყლისა და რიონის შუა , ზღვიდან მთამდე , რომელი შორის არის ეგრისი და სვანეთი და დაამტკიცა იგი ერისთავად მუნ . და ქუჯიმ ააშენა ციხე გოჯი . მაშინ ფარნავაზს აღარ ჰქონდა შიში თავისთა მტერთა და გახდა მეფედ ყოველსა ქართლსა და ეგრისში და გაამრავლა მხედრობა ქართლოსიანთა , განაწესეს ერისთავნი რვანი და სპასპეტი ...
ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი , მისივე სახელის მქონე , ესაა არმაზი ... აღმართა კერპი იგი არმაზი ქართლის მთის თავზე და ამიერიდან , კეპის გამო , ეწოდა მთას არმაზი . და დააწესა კერპის აღმართვის დღის დღესასწაული . ოცდაშვიდი წლის გამეფდა და სამოცდახუთ წელს მეფობდა ნებიერად . და ემსახურებოდა ანტიოქოსს , ასურასტანის მეფეს ...
და ეს ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლში, ქართლოსისა ნათესავთაგანი . მან განავრცო ენა ქართული და იზრახებოდა სხვა ენა ქართლში , თვინიერ ქართლისა და შექმნა მწიგნობრობა ქართული . და მოკვდა ფარნავაზ და დაფლეს არმაზის კერპის წინ “
.

საქართველო - რომის ურთიერთობები

პომპეუსის ხიდი მცხეთაში. ხიდი გადაღებულია 2008წ აგვისტოში
გნეუს პომპეუსი
ქრ.შ-მდე II საუკუნის მანძილზე დიდი ცვლილებები მოხდა ქართლის სამეფოს საშინაო და საგარეო მდგომარეობაში . მისი ძლიერება შეარყია შინაურმა ბრძოლებმა მეფის ხელისუფლებასა და ერისთავებს შორის . ამ ბრძოლაში საგარეო ძალებიც ერეოდნენ . ქართლს თავიდანვე კარგი ურთიერთობები ჰქონდა სირიის სელევკიების სამეფოსთან , მაგრამ ამ უკანასკნელმა დასუსტება დაიწყო , მას გამოეყო და ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა პართია . ეს სამეფო მთელს წინა აზიაში უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა , ამავე დროს აღმოსავლეთით ექსპანსია დაიწყო რომის იმპერიამ . სომხეთის ტერიტორიაზე შეიქმნა ორი სომხური სახელმწიფო - სოფენეს სამეფო   და დიდი არმენია . ამ სამეფოებში საქართველოს სამხრეთი ტერიტორიებიც შევიდა . ქართლის სამეფოს აღმოსავლეთით დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ალბანეთის სამეფო . ხოლო დასავლეთით დაუმეზობლდა პონტოს ძლიერი სახელმწიფო . პონტოს სამეფო განსაკუთრებით გაძლიერდა მითრიდატე VI ევპატორის მმართველობის დროს . მან დაიპყრო შავი ზღვის სანაპიროები მათ შორის კოლხეთის ტერიტორიებიც . მითრიდატემ სომხეთის მეფის ტიგრან II-სთან ერთად დაიწყო ბრძოლა რომის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში პონტოელებს მოკავშირედ ქართლიც და ალბანეთიც იყო . რომაელების ჯარს სარდლობდა ცნობილი სარდალი გნეუს პონპეუსი. პომპეუსმა მალე დაამარცხა პონტო და სომეთი და ქართლისკენ დაიძრა
რომაელები ქართლში ძვ. წ. 65 წელს მოვიდნენ . ქართლში ამ დროს მეფობდა არტაგი . არტაგი კარგად ხვდებოდა რომ ძალები უთანაბრო იყო და მას არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია რომაელთა უძლეველი არმიისთვის . ამიტომ მან პომპეუსს დესპანი გაუგზავნა და ზავი შესთავაზა . რომაელთა სარდალი ზავს არ დასთანხმდა და არმაზის ციხის აღებას შეუდგა , ამის შემდეგ გადალახა მტკვარი და არაგვის ხეობაშიშეიჭრა . ქართველების წინააღმდეგობის მიუხედავად რომაელებმა გაიმარჯვეს.
წყაროების მონაცემების მიხედვით , ბრძოლაში 9 000 ქართველი დაიღუპა 10 000 კი ტყვედ ჩავარდნილა. არტაგმა რომაელთა სარდალს მძევლები და ძვირფასი საჩუქრები გაუგზავნა და ზავი ითხოვა. პომპეუსი სათანადოდ ითვალისწინებდა საქართველოს სტრატეგიულ და პოლიტიკურ მდგომარეობას და ამჯერად დაზავებაზე დათანხმდა . ზავის პირობების თანახმად , ქართლში მეფობა ხელუხლებლად რჩწბოდა . ქართლის მეფეს ”მეგობრობა და მოკავშირეობა” და კავკასიონის უღელტეხელების შეკვრა, ჩრდილოეთ კავკასიიდან მეომარი-მომთაბარე ტომების შეკავება დაევალა . თავის მხრივ რომაელები საქართველოს მიმართ არავითარ ვალდებულებას არ კისრულობდნენ .
ეს ხელშეკრულება არ იყო თანასწორუფლებიანი. ქართლის სამეფო რომის პოლიტიკურუ გავლენის ქვეშ მოექცა , მაგრამ მისთვის ეს ზავი ისეთი საზარალო მაინც არ იყო , როგორც , მაგალითად სომხეთისთვის . სომხეთმა დაკარგა ტიგრან II-ის დროს დაკარგული ყველა ოლქი და ამიერიდან იგი მეორე ხარისხოვან სახელმწიფოს იქცა, ეს ქართლისთვის სასარგებლოც იყო , რადგან დიდი არმენიის მეზობლობა მის პოლიტიკურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზღუდავდა და ზოგჯერ მასზე დამოკიდებულსაც ხდიდა
საქართველო - რომის ურთიერთობა I - II საუკუნეებში

კავკასიის უძველესი ქვეყნები
რომაელების მიერ აგებული გონიოს ციხე აჭარაში.
ძვ.წთ.აღ I საუკუნეში ქართლის სამეფო მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ამას ხელი შეუწყო საგარეო მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებამ . კერძოდ სომხეთი მნიშვნელოვნად დასუსტებული იყო და მის დასაუფლებლად რომი და პართია ერთმანეთს ებრძოდნენ . ამ ბრძოლაში ჩაერთო ქართლი , ქართლმა დაიბრუნა სომხეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები და მალე სომხეთის დაუფლებისთვის დაიწყო ბრძოლა . ქართლის მეფე მითრიდატემ დაამარცხა პართიელები და სომხეთის მეფედ მისი შვილი დანიშნა. მომდევნო მეფემ ფარსმან I-მა სომხეთის უშუალოდ შემოერთების მიზნით იქ თავისი ვაჟი რადამისტი გაამეფა (52 წ), მაგრამ ეს გეგმა ვერ განხორციელდა და სომხეთზე ძალაუფლება რომმა და პართიამ გაინაწილა .
ქართლის მეფეებს რომის მიმართ თავი საკმაოდ დამოუკიდებლად ეჭირათ. მაგალითად, 128 წელს იმპერატორმა ადრიანემ მცირე აზიაში ყოფნისას თავისთან მიიწვია აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნის მეფეები და მმართველები , მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა ქართლის მეფის ფარსმან ფარსმან III-ის მიმართ და მისი გულის მოსაგებად ძვირფასი საჩუქრები - საომარი სპილო და 50 კაციანი რაზმი გამოუგზავნა . ქართლის მეფე მაინც არ გამოცხადდა ადრიანესთან და საპასუხო საჩუქრები - ოქროსფერი მოსასხამები გაუგზავნა . ამით განაწყენებუმა იმპერატორმა ფარსმანის საჩუქრების აბუჩად აგდების მიზნით ბრძანა ამ მოსასხამებით გლადიატორები შეემოსათ და ისე გამოეშვათ ცირკის არენაზეე . ამის საპასუხოდ ქართლის მეფემ გახსნა დარიალის კარი , გამოიყვანა ალან-ოსთა მეომარი ტომები და რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებს შეუსია . ამით ქართლის მეფემ იმპერატორს აგრძნობინა თავისი ძალაუფლება .
ასეთი დაპირისპირება რომსა და ქართლს შორის იმ გარემოებამ წარმოქმნა , რომ ქართლის მეფემ დაიკავა გასასვლელი შავ ზღვაზე , კერძოდ , დაიქვემდებარა ძიდრიტთა ტომი , რომლის მოსახლეობა დღევანდელი აჭარისშავი ზღვის სანაპიროზე ცხოვრობდნენ, რომის იმპერატორს ამის აღიარება არაფრით არ სურდა.
რომისა და ქართლის ასეთი დაძაბული ურთიერთობა შედარებით მოწესრიგდა ადრიანეს სიკვდილის შემდეგ . რომის საიმპერატორო ტახტზე ასულმა ახალმა იმპერატორმა ანტონინე პიუსმა ცნო ქართლის სამეფოს მიერ შავიზღვისპირა ტერიტორუიების შეერთება . მან ქართლის მეფე რომში სტუმრად მიიწვია .
ფარსმან II დიდი ამალით და თავისი ცოლ-შვილით წავიდა რომში . მოლაპარაკების შემდგომ აქ გაიმართა დიდი ასპარეზობა , რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქართლის მეფემ და მისმა ამალის წევრებმა. იმპერატორს იმდენდ მოეწონა ქართლის მხედართა სამხედრო ხელოვნება , რომ ნება დართო ქართლის მეფის კაპიტოლიუნმში მსხვერპლი შეეწირა , რაც დიდი პატივი იყო უცხოელებისათვის . ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება ომის ღმერთის , მარსისი ტაძარში დაიდგა .
განსხვავებული ვითარება იყო დასავლეთ საქართველოში . აქ რომაელებმა თავიდანვე თავიანთი მმართველობა დააწესეს . მოსახლეობა ვერ ეგურბოდა რომაელთა ბატონობას და ჯანყდენენ . დასავლეთ საქართველოზე თავის გავლენის გავრცელებას ცდილობდა გაძლიერებული ქართლის სამეფოც. ქართლის მოსაზღვრე არგვეთში ქართლის მეფის ერისთავის იჯდა , ასევე აჭარა-გურიის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი შავ ზღვამდე ქართლის მეფეს ემორჩილებოდა . დასავლეთ საქართველოს სხვა ტერიტორიებიც ქართლთან დაახლოებას ესწრაფოდნენ . რომის იმპერია იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გარკვეული დათმობა გაეტარებინა და აქ ადგილობრივი მმართველობა აღედგინა . II საუკუნეში დასავლეთ საქართველოში რამდენიმე სამთავრო ჩამოყალიბდა : ლაზების , აფშილების და სანიგების , რომელთა სათაეშიც რომაელებს ადგილობრივი მთავრები დაეყენებინა , თუმცა ზღვისპირა საპორტო ქალაქებში - ფაზისში (ფოთი) , დიოსკურიაში (სოხუმი) და სხვა . ჩაყენებული ჰყავდათ მეციხოვნე ჯარები .

საქართველო III – IV საუკუნეებში

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : საქართველო IV საუკუნეში.
წმინდა ანდრია პირველწოდებული, პირველი მოციქული რომელმაც საქართველოში იქადაგა ქრისტიანობა.
სვიმონ კანანელიპირველი მოციქული რომელმაც საქართველოში იქადაგა ქრისტიანობა
III საუკუნეში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება ქართლის სამეფოს საგარეო პოლიტიკაში . მართალია ქართლის მესვეურები დასავლურ ორიენტაციაზე მტკიცეთ დგანან და 298 წლის ნასიბინის ზავით ქართლზე პოლიტიკურ გავლენას რომი ინრჩუნებს , მაგრამ ირანს კავკასიაში გაბატონების მცდელობაზე ხელი არ აუღია და ახალი შეტევებისთვის ემზადებოდა .
III საუკუნისთვის ირანის დასავლეთ მეზობელ ქვეყნებში და თვითონ ირანშიც ქრისტიანობა ფართოდ იყო გავრცელებული აქ ბევრგან საეპისკოპოსო კათედრებიც არსებობდა , მაგრამ მას შემდეგ რაც რომის იმპერიაში ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა , ირანის შაჰის კარმა მკვეთრად შეიცვალა დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ . თუკი ადრე ირანი მფარველობდა ქრისტიანობას , ამის შემდეგ მან დაიწყო ქრისტიანები დევნა და მის საპირისპიროდ მაზდეანობის ძალით დანერგვა . ქართველი პოლიტიკოსები არჩევდნენ შეენარჩუნებინათ შორეულ რომზე ნომინალური დამოკიდებულება , ვიდრე მეზობელ ირანის ბატონობის ქვეშ ყოფილიყვნენ . ამრიგად ქრისტიანობის თუ მაზდეანობის მიღება არმიღებამ სერთაშორისო პოლიტიკური შინაარსი შეიძინა .
საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება I საუკუნიდან იწყება და პირველ მოციქულებად თვით იესო ქრისტეს მოწაფეები - წმ. ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი გვევლინებიან , სიმონ კანანელი საქართველოშია გარდაცვლილი და აქვე ანაკოფიაში დაკრძალეს , ამ დროიდან საქართველოში თანდათანობით ვრცელდება ქრისტიანობა . არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა რომ , მდინარე მტკვრისა და ქსნის შესართავთან არსებობდა ქალაქი ნესტაგისი , რომლის საცხოვრებელ კომპლექსში აღმოჩენილია მცირე ზომის ეკლესიები , რომლებიც III საუკუნით თარიღდება . ქართლში მცხოვრებ ებრაელებს გარკვეული კონტაქტები ჰქონდათ თავიანთ იერუსალიმელ-პალესტინელ თანამოძმეებთან და , როგორც ცნობილია , სწორედ მცხეთელ ებრაელებს ჩამოუტანიათ - ქრისტეს კვართი , რომელიც დაკრძალული იყო , იმ ადგილას სადაც მოგვიანებით აშენდა სვეტიცხოველი .
წმინდა ნინოს საგანმანათლებლო მოღვაწეობა
საქართველოში წმინდა ნინოს მოღვაწეობის შესახებ , საკმაოდ დიდი ინფორმაციები შემონახული როგორც ქართული საისტორიო და ჰიმნოგრაფიული თხზულებანი , ისე სომხური და ბერძნულ - ლათინური წყაროები . წმინდა ნინოს ხსენების დღეს 14 იანვარს , კათოლიკური ეკლესიაც აღნიშნავს .
წმინდა ნინო წარმოშობით , რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციიდან , კაბადოკიიდან იყო .
დიდი თავგადასავლების შემდეგ ნინო ქართლში ჩამოვიდა . აქ დაესწრო ქართველების წარმართული ღვთაებების არმაზის , გაცის და გაიმის დღესასწაულს . ნინოს ლოცვა ვედრების შედეგად ამ კერპებს სეტყვა და ქარიშხალი დაატყდება და სულ დაამსხვრევს. ნინო იწყებს ქრისტეს მცნებების ქადაგებას , ის კურნავდა ავადმყოფებს , მანვე მოარჩინა მძიმე სენით შეპყრობილი დედოფალი ნანა და გააქრისტიანა. ქართლის მეფე მირიანი ეჭვით უყურებდა ახალ რელიგიას , ვიდრე სასწაულის მოწმე არ გახდა. ამის შემდეგ მირიანმა იწამა ნინოს სარწმუნოების ჭეშმარიტება და თვითონ დაიწყო ამ რელიგიის ქვეყანაში გავრცელება . ეს მოხდა 326 წელს .
”ქართლის ცხოვრება” ახლად გაქრისტიანებული მირიანისა და კონსტანტინე იმპერატორის პოლიტიკური ურთიერთობის შესახებ :

„კეისარმა კონსტანტინემ , რომელთანაც მძევლად იმყოფებოდა მირიანის ძე, სახელად ბაქარი, გამოგზავნა იგი უკან დიდითა ძღვენითა და მოსწერა ესეთ მირიან მეფეს : მე კონსტანტინე მეფე , თვითმპყრობელი ახალი მონა ცათა მეუფისა ... გწერ შენ ღმრთივ - დაბრძენებულ და ჩემსავით ახლადმოქცეულ მორქმუნესა მეფე მირიანსა ... და ვინაიდან იწამე შენ სამება ერთარსება , ღმერთი დაუსაბამო , დამბადებეი ყოვლისა , აღარ მჭირდება შენგან მძევალი , არამედ კმარა ჩვენს შორის შუამდგომლად ქრისტე და ჯვარი მისი პატიოსანი ... ვიყტოთ ჩვენ ერთურთის ძმურ სიყვარულში და შვილი შენი შენთვისვე დამიბრუნებია “
.
მეფე მირიანმა და წმინდა ნინომ თხოვნით მიმართეს რომის იმპერატორ კონსტანტინე დიდს და მის დედა ელენეს , რათა მათ გამოეგზავნათ მღვდელმტავრები და მღვდლები . კონსტანტინემ სიხარულით მიიღო ეს თხოვნა და საქართველოში ეპისკოპოსად გამოგზავნა ”მღვდელი ჭეშმარიტი” იოანე და მასთან ერთად კიდევ ორი მღვდელი და სამი დიაკონი . მეფე მირიანი თავისი ოჯახითურთ მოინათლა და თავის ქვეშვრდომებს უბრძანა მონათლუულიყვნენ . იოანე ეპისკოპოსმა და მღვდლებმა აკურთხეს მდ.მტკვარი და იქ მცხეთის და ქართლის მოსახლეობა მონათლეს .
ქრისტიანობა ქართლში სწრაფად გავრცელდა , თუმცა ისეთ კუთხეებში სადაც მოსახლეობა ჯერ კიდევ თემურუი წყობილებით ცხოვრობდა , მამაპაპურ რელიგიას ჯიუტად იცავდნენ და მეფის მიერ წარგზავნილ ერისთავს ძალის გამოყენებაც კი მოუხდა , ასე იყო მაგალითად არაგვის ხეობის ზემო წელზე, კახეთის მთიანეთში და სხვა.
”ქართლის ცხოვრება” ქრისტიანობის გავრცელების შესახებ ქართლის მთიან რეგიონებში :

„წარვიდა წმინდა ნინო და ეპისკოპოსი იოავანე და მათ თანა წარატანა მეფემან ერისთავი ერთი. მოვიდეს და დადგეს წობენს და მოუწოდეს მთიელთა , პირუტყვთა სახეთა მათ კაცთა , ჭართალელთა , ფხოელთაწილკანელთა და გუდამაყარელთა და უქადაგეს მათ რჯული ქრისტინეთა ჭეშმარიტი ... ხოლო მათ არ ინებეს ნათლისღება . მაშინ ერისთავმა მეფისამან მცირედ წარმართა მახვილი მათ ზედა და ძლევით შემუსრა კერპი მათნი . “
ამავე პერიოდში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ეგრისშიც . 325 წელს ქალაქ ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე .

გაერთიანება და ოქროს ხანა

ბაგრატ III გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე
დავით IIIკურაპალატის გამოსახულება ოშკის ტაძარში
საქართველოს სამეფო სამთავროების ჩამოყალიბების შემდეგ, იწყება ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისთვის. ერთი პერიოდი გაძლიერდა კახეთის საქორეპისოკოპოსო, კახეთის დასუსტების შემდეგ ძლიერდება აფხაზთა სამეფოთუმცა ვერც აფხაზეთი აღწევს წარმატებებს. ივანე მარუშის ძე აფხაზეთის მეფის ერისთავი იყო. მან კარგად იცოდა რომ შექმნილ ვითარებაში ვისაც შეეძლო საქართველოს გაერთიანება იყო დავით III ბაგრატიონი. დავით ბაგრატიონი რომელიც კურაპალატის ბიზანტიურ ტიტულს ატარებდა, ტაოს მფლობელი იყო. ამ დროს ქართველთა სამეფოს მმართველი იყო ბაგრატ II. მიუხედავად ამისა დავით კურაპალატს გაცილებით დიდი სახელი და გავლენა ჰქონდა. ივანე მარუშის ძემ დავითს შესთავაზა ან თვითონ დაეკავებინა ქართლი ან მისი მემკვიდრე ბაგრატი დაესვა ქართლის გამგებლად. დავით კურაპალატს შვილი არ ჰყავდა. დავითმა იშვილა და მის მემკვიდრედ გამოაცხადა ბაგრატ II-ის შვილიშვილი ბაგრატ III. დავით კურაპალატი და ივანე მარუშის ძე სწორედ ბაგრატში ხედავდნენ საქართველოს გამაერთიანებელს. ბაგრატ III-ს სრული კანონიერი უფლება ჰონდა ყოფილიყო საქართველოს გამაერთიანებელი. გარდა იმისა რომ ბაგრატი დავით კურაპალატის და ბაგრატ II-ის მემკვიდრე იყო, ის ამავდროულად აფხაზეთის მეფის უსინათლო თეოდოსის დის შვლი იყო. ამიტომ მას ეკუთვნოდა აფხაზეთის მეფის ტახტიც.
ბედიის ტაძარი, სადაც დაკრძალულია ბაგრატ III
975 წელს დავით კურაპალატმა შეკრიბა ჯარი და შიდა ქართლში შევიდა. გაიგეს თუ არა მისი მოსვლა, კახელებმა სასწრაფოდ დატოვეს ქართლი. დავითმა შეკრიბა უფლისიხეში ქართლის აზნაურობა და განუცხად რომ ბაგრატ III არის მისი შვილი და ყველა მას უნდა დაემორჩილოს. დავითმა ქართლის მმართველად ბაგრატი დატოვა, მეურვედ კი მისი მამა გურგენი დაუნიშნა. ქართლის აზნაურობა არ აპირებდა ასე მარტივად დამორჩილებოდნენ ბაგრატს. როდესა დავითმა დატოვა ქართლი, ქართლის აზნაურები დაუკავშირდნენ კახეთის ქორეპისკოპოს და ქართლის დაკავება შესთავაზეს. კახელებმა მართლაც ილაშქრეს ქართლში, დაიკავეს უფლისციხე. ტყვედ იგდეს ბაგრატ III, მისი მამა გურგენი და ბაგრატის დედა გურანდუხტ დედოფალი. როგორც კი გაიგო ქართლის დაკავების ამბავი დავითმა, ჯარით დაიძრა კახეთის ქორეპისკოპოსის წინააღმდეგ. კახელებმა ვერც ამჯერად გაბედეს დავითთნ დაპირისპირება და ქართლი დატოვეს. ამავე პერიოდში დაიძაბა ვითარება ვითარება დასავლეთ საქართველოში. უსინათლო თეოდოსის მმართველობამ აფხაზეთში შფოთი და არეულობა მოიტანა. ასეთ ვითარებაში ისევ ივანე მარუშის ძის ინიციატივით გადაწყდა რომ აფხაზეთის მეფე ბაგრატ III გამხდარიყო. 978 წელს ქუთაისში ბაგრატი აფხაზთა მეფედ აკურთხეს. თეოდოსი ტაოში გაგზავნეს. ბაგრატმა მიიღო მეფე აფხაზთა ტირული.
ვიდრე დავითი ბიზანტიას ეხმარებოდა, ბაგრატ III-ს მოუწია ქართლის აჯანყებული აზნაურების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაილაშქრება. 978 წელს ბიზანტიაში კიდევ ერთი აჯანყება მოეწყო, ამ აჯანყებას ხელმძღვანელობდა ბარდა ფოკა. აჯანყებას მხარი დაუჭირა დავით კურაპალატმა, რადგან ის უკმაყოფილო იყო იმ პირობების რა პირობითაც მას ახალი ტერიტორიები გადაეცა. დავითს ბასიანის ბაგრატისთვის გადაცემის სურვილი ჰქონდა. ბასილ II-მ დაამარცხა ბარდა ფოკა და დავით კურაპალატის წინააღმდეგ დაიძრა. იმპერატორთან შერკინებას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ დავითმა თავი დამარცხებულად გამოაცხად და თავისი მიწები ბიზანტიის იმპერატორს უანდერძა.
ამ პერიოდში ბაგრატი თავისი ძალაუფლების გაფართოებით იყო დაკავებული. ბაგრატმა გადაწყვიტა დაემორჩილებინა კლდეკარის ერისთავი რატი ბაღვაში, რომელიც მეფის ძალაუფლებას არ ცნობდა. ბაგრატ III კლდეკარის ერისთავის წინააღმდეგ დაიძრა. რატი მიხვდა რომ ბაგრატს ვერ დაუპირისპირდებოდა, ამიტომ მან ეშმაკობას მიმართა. მან დავით კურაპალატს შეატყობინა. ბაგრატი ჩემს წინააღმდეგ კი არა, შენს წინააღმდეგ მოდისო. დავითმა დაიჯერა და ჯარის შეკრება დაიწყო. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დავითის და ბაგრატის შერკინება საქართველოს დამარცხებას ნიშნავდა. დავითი და ბაგრატი მიუხვდა შექმნილ ვითარებას. 1001 წელს გარდაიცვალა დავით III კუტაპალატი. სავარაუდოა რომ ის ბიზანტიელებმა მოწამლეს. ბასილ II-მ სასწრაფოდ დაიკავა დავითის ტერიტორიები. როდესაც მასთან ბაგრტ III გამოცხადდა იმპერატორთან, ბასილმა მას მხოლოდ კურაპალატის ტიტული უბოძა. ბაგრატმა დავითისგან მიიღო ტიტული მეფე ქართველთა. ამიერიდან ბაგრატ III იწოდებოდა ” მეფე აფხაზთა და ქართველთა”.
1008 წელს გარდაიცვალა ბაგრატის მამა გურგენი. და მისი სამფლობელოებიც ბაგრატს დარჩა. ამის შემდეგ ბაგრატმა კახეთის და ჰერეთის შემოერთება განიზრახა. ბაგრატმა კახეთის ქორეპისკოპოს დამორჩილება შესთავაზა, მან უარი განაცხადა და ბაგრატს შეუთვალა, ჩვენს შორის ყველაფერი ომმა გადაწყვიტოსო. ბაგრატი შევიდა კახეთის სამთავროში და მალევე დაიმორჩილა. ამის შემდეგ მან ჰერეთის დამორჩილებაც შესძო. თუმცა კახეთ-ჰერეთის შემოერთება მან საბოლოოდ მხოლოდ 1010 წელს შესძლო. ბაგრატ III უკვე იწოდებოდა ”მეფე აფხათა, ქართველთა, რანთა და კახთა”.
1014 წელს გარდაიცვალა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III. მეფე მის მიერ აგებულ ბედიის ტაძარში არის დაკრძალული.

რუსეთთან კავშირი



საქართველოს ანექსიის შემდეგ, რუსები ძალას არ იშურებდნენ, რათა ამოეძირკვათ საქართველოს დამოუკიდებლობის ყველა ნაშთი და ქართველი ხალხის რუსიფიკაციისთვის მიეღწიათ. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად მათ შეიმუშავეს კოლონიური პოლიტიკისძირითადი კურსი დაპყრობისთანავე, მაგრამ ისინი წააწყდნენ ქართველთა მტკიცე ნებას ტრადიციების, ენისა და ცივილიზაციის შენარჩუნებისა. ხოლო XIX საუკუნის ბოლოსთვის ამ ბრძოლამ ახლებური, რევოლუციური ხასიათი შეიძინა. დაიწყო სოციალიზმისგანვითარება და სოციალისტური დოქტრინები სწრაფად გავრცელდა საქართველოში. ეროვნული მოძრაობა სოციალისტურ იდეებს შეერწყა და ამგვარად სათავე დაუდო გამათავისუფლებელ მოძრაობას, რაც სააშკარაოზე იმის შემდეგ გამოვიდა, როცა პირველი მსოფლიო ომით დასუსტებულმა რუსეთმა თანდათან დაკარგა გავლენა მის მიერ დაპყრობილ ხალხებზე. მათი გათავისუფლება რუსეთის რევოლუციის შედეგად, 1917 წელს გახდა შესაძლებელი.
რუსეთის რევოლუცია პეტროგრადში, 1917 წლის მარტში დაიწყო. მეფე ჩამოაგდეს და შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა თავისუფალი არჩევნები და მოეწვია ჭეშმარიტად წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელიც, თავის მხრივ, გადაწყვეტდა რუსეთისა და იმპერიაში შემავალი ყველა არარუსული ქვეყნის სტატუსს.
ქართველები და რუსეთში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ხალხები ცარიზმის დამხობას დიდი სიხარულით შეხვდნენ და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისინი ახალი დემოკრატიული მთავრობის ერთგულნი დარჩნენ. ქართველებს არ უცდიათ გამოყოფა, ისინი საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენით და თბილისში ქართული უნივერსიტეტის გახსნითაც დაკმაყოფილდნენ. მაგრამ 1917 წლის ნოემბერში, რუსეთში ხელისუფლება ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ხელში, რის შედეგადაც სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ქართველებმა და სხვა კავკასიელმა ხალხებმა უარი თქვეს ბოლშევიკური რეჟიმის ცნობაზე და 1917 წლის 22 ნოემბერს დაარსდა საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის პრეზიდენტი ნოე ჟორდანია გახდა. იმავე გზას დაადგნენ სომხები და აზერბაიჯანელები.
1918 წლის 3 მარტს ბოლშევიკებმა ოთხთა კავშირთან გააფორმეს ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, რომლის ერთ-ერთი დებულება ითვალისწინებდა ორი ქართული (ბათუმი და არდაღანი) და ერთი სომხური (ყარსი) ოლქის თურქეთისთვის გადაცემას. კავკასიელმა ხალხებმა, რა თქმა უნდა, არ აღიარეს ეს შეთანხმება და 1918 წლის 9 აპრილს ამიერკავკასიის რუსეთისგან გამოყოფა და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შემადგენლობით ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადეს. ეს იყო პირველი ნებაყოფლობითი ფედერაცია სამი კავკასიელი ხალხის ისტორიაში.
რევოლუციის დაწყების დღიდან, განსაკუთრებით ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, დაიწყო კავკასიის ფრონტზე თურქებთან მებრძოლი რუსეთის არმიის დაშლა. ჯარისკაცებმა ოფიცერთა დიდი ნაწილის ამოხოცვის, აღჭურვილობისა და იარაღის თურქებისთვის მიყიდვის შემდეგ დატოვეს ფრონტი და რუსეთში დაბრუნება დაიწყეს. საქართველო და სომხეთი თითქმის მთლიანად დაუცველი აღმოჩნდა ძლიერი თურქეთის პირისპირ. რუსეთის ჯარში გაწვეული 200 000 ქართველიდან საქართველოში მხოლოდ 15000-დან 18000-მდე სამხედრო მსახურობდა; დანარჩენები გერმანიისა და ავსტრიის ფრონტზე რჩებოდნენ. მიუხედავად ამისა, კავკასიელებმა, ყოველ შემთხვევაში – ქართველებმა და სომხებმა მაინც – გადაწყვიტეს, წინ აღდგომოდნენ თურქეთის წინსვლას. როგორც კი თურქეთის ჯარები საქართველოს და სომხეთის ჯარებს წააწყდნენ, გაჩაღდა ბრძოლა. მაგრამ ეს ბრძოლა დასაწყისშივე განწირული იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამიერკავკასიის ფედერაციის მესამე წევრმა, აზერბაიჯანმა, რომელიც თურქების მონათესავე ხალხით არის დასახლებული და მაჰმადიანურ რელიგიას აღიარებს, თურქეთის მხარე დაიჭირა. 26 მაისს ამიერკავკასიის რესპუბლიკა დაიშალა. იმავე დღეს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, რომელშიც ყველა პოლიტიკური პარტიისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული, საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება გამოაცხადა.
ამგვარად, 116 წლის შემდეგ, საქართველომ დაიბრუნა კუთვნილი ადგილი თავისუფალ ხალხთა ოჯახში.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა


.
საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეულმა ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს თბილისში მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც 1919 წლის 12 მარტს ოფიციალურად დადასტურდა დამფუძნებელი კრების მიერ.
საქართველოს მთავრობას და ხალხს საშუალება მიეცა საკუთარი ძალისხმევა ქვეყნის რეკონსტრუქციისკენ და ახალი სახელმწიფოს მშენებლობისკენ მიემართა, რაც არცთუ ისე ადვილი იყო. საქართველოს ახალ მთავრობას ოთხი წლის მანძილზე ომის, რევოლუციის, კონტრრევოლუციის, სამოქალაქო ომის, ანარქიის, ეროვნული ვალუტის დაცემის და ეკონომიკური კრიზისის, რევოლუციის შედეგად რეგიონებში დეზერტირებისა და კრიმინალთა თარეშის გადატანა მოუხდა. ამ პირობების გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ ქართველებმა და მათმა ლიდერებმა გასაოცარ წარმატებას მიაღწიეს და პოლიტიკური და ეროვნული სიმწიფე გამოავლინეს.
მთავრობამ მუშაობა დაიწყო ეროვნული გვარდიის შექმნით, რომელმაც მცირე დროში დაამყარა წესრიგი რეგიონებში. წესრიგის დამყარებისა და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების შემდეგ, ეროვნულმა საბჭომ დამფუძნებელი კრების, ანუ პირველი პარლამენტის არჩევნებისთვის მზადება დაისახა მიზნად. არჩევნები გაიმართა 1919 წლის თებერვალში, პირდაპირი, თანასწორი, საყოველთაო, ფარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე - შეიძლება ითქვას, ყველაზე დემოკრატიული სახით. ხმის მიცემის უფლება მიენიჭა რესპუბლიკის ყველა 20 წლის და უფროს მოქალაქეს, განურჩევლად რასისა, ეროვნებისასქესისა და სოციალური მდგომარეობისა. არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა დაახლოებით 77% მიიღო, ზოგიერთ უბანში მათი რაოდენობა 80% შეადგენდა. არჩევნების შედეგად, დამფუძნებელი კრება შემდეგნაირად დაკომპლექტდა: სოციალ-დემოკრატები – 103 ადგილი; ეროვნულ-დემოკრატები – 11 ადგილი, ფედერალისტები – 8 ადგილი; სოციალური რევოლუციონერები – 5 ადგილი; სომეხი ,,დაშნაკების” პარტია – 3 ადგილი.
კომუნისტებმა ერთი ადგილიც კი ვერ მოიპოვეს, რადგან ხმათა ერთ პროცენტზე ნაკლები მიიღეს. კრების წევრები იყვნენ ორივე სქესის წარმომადგენლები. გარდა ქართველებისა 130 წევრიან კრებაში წარმოდგენილი იყვნენ უმცირესობებიც, კერძოდ: სომხები(10), აზერბაიჯანელები (4),რუსები (2), ებრაელები (2), ბერძნები (1), გერმანელები (1).
დამფუძნებელი კრების მთავარ ამოცანას წარმოადგენდა რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავება. ამ დავალების შესრულება საგანგებო კომიტეტს მიანდეს.
საქართველოს კონსტიტუცია საბოლოო ფორმით მიიღეს 1921 წლის 22 თებერვალს, წითელი არმიის თავდასხმიდან მეთერთმეტე დღეს. კონსტიტუცია ეფუძნებოდა მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების მოდელებს, რაც საქართველოს წარმოაჩენდა დემოკრატიულ ქვეყნად, ამ ცნების საუკეთესო გაგებით.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა



1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში წავიდა.
XX საუკუნის 20-30-იან წლებში საქართველოში საბჭოთა სისტემის დამკვიდრების პერიოდია. საბჭოთა რუსეთმა ქართველი ბოლშევიკების აქტიური მხარდაჭერით შესძლო ქართველი ერისთვის მიუღებელი რეჟიმის დამყარება. საქართველო ძალით გააერთიანეს ამიერკავკასიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და საბჭოთა კავშირში, მათ სისხლში ჩაახშეს ეროვნული მოძრაობა, საქართველოში მაინც არასტაბილური პოლიტიკური და მძიმე სოციალ-ეკონომიკური ვითარება იყო.
1939 წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ამ უდიდეს ომში საბჭოთა კავშირმა გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ამას ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესება არ მოჰყოლია. საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ომის შემდგომ წარმოქმნილი რთული მდგომარეობა, სახელმწიფო რეჟიმის განმტკიცებით და პოლიტიკური რეპრესიების გამოწყებით ჩაეხშოთ. დაუსაბუთებელი, უხეში კრიტიკის ობიექტად იქცნენ გამოჩენილი მწერლები, მეცნიერები, ხელოვნების მუშაკები. ვითომდა ბურჟუაზიული იდეოლოგიის კრიტიკის ნიშნად მკაცრად იდევნებოდა თავისუფალი აზრის ყოველი გამოვლინება.
საბჭოთა სისტემის კრიზისი აშკარად გამოვლინდა XX საუკუნის 50-იან წლებში ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის დროს, ხოლო ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროს გარეგნულად სისტემა ძლიერი კი ჩანდა მაგრამ ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად განადგურებული იყო. საბჭოთა კავშირის კრიზისის პერიოდში იწყება დაპყრობილ ხალხებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობა, მათ შორის საქართველოშიც. XX საუკუნის 70-იან წლების ბოლოს საბჭოთა ქვეყნის კრიზისი აშკარა გახდა. 1985 წელს საბჭოთა კავშირში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა ქვეყნის მმართველი გახდა მიხეილ გორბაჩოვი. გორბაჩოვმა ქვეყნის ღრმა კრიზისი აღიარა და მის გამოსწორებას შეუდაგა მაგრამ ეს შუძლებელი იყო . დაპყრობილ ქვეყნებში ეროვნული მოძრაობამ ფართო ხასიათი მიიღო. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა თბილისში დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები. 1991 წლის 9 აპრილს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია.

საქართველოს რესპუბლიკა

პირველი წლების სიძნელეები

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.
საბჭოთა იმპერია მტრულად შეხვდა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს და რეფერენდუმის საფუძველზე იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. ცხადი ხდებოდა, რომ საქართველოს გაუჭირდებოდა საბჭოთა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ბრძოლა. ის ფაქტი, რომ საქართველოს საზღვრებს სსრკ-ს ჯარები იცავდა , ხოლო ქვეყანაში სსრკ-ს ბაზები იყო განლაგებული, დამატებით პრობლემებს ქმნიდა. გარდა ამისა, მოსკოვს შეეძლო საქართველოში საფინანსო-ეკონომიკური პრობლემების შექმნა. სსრკ-ს პოლიტიკური ხელმძღვანელობა საქართველოს წინააღმდეგ კარგად იყენებდა აფხაზ და ოს სეპარატისტებს. 1990 წლის ნოემბერში მოსკოვის წაქეზებით ოსმა სეპარატისტებმა მიიღეს უკანონო გადაწყვეტილება. მათ სამხრეთ ოსეთი საბჭოთა რესპუბლიკად გამოაცხადეს. ეს ფაქტი მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობის ოფიციალური გაფრთხილების მიუხედავად, 1990 წლის დეკემბერში სამხრეთ ოსეთში ჩატარდა არჩევნები, რომელშიც ქართულ მოსახლეობას მონაწილეობა არ მიუღია. არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით სეპარატისტებმა ავტონომიური ოლქი დამოუკიდებელ ქვეყნად გამოაცხადეს, რითაც კვლავ უხეშად იქნა ხელყოფილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. სეპარატისტების ანტიკონსტიტუციური ქმედებების გამო საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1990 წლის დეკემბერშივე გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. მოსკოვი სეპარატისტების აშკარა მხარდაჭერის გზას დაადგა. 1991 წლის იანვარში გამოვიდა სსრ კავშირის პრეზიდენტის ბრძანებულება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღდგენის შესახებ. სეპარატისტების მოქმედებების შემდეგ დაიძაბა ურთიერთობები ქართველებსა და ოსებს შორის. სულ უფრო მცირდებოდა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზები.
მოსკოვის წაქეზებით თანდათანობით იძაბება ვითარება აფხაზეთში. ჯერ კიდევ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე, 1990 წლის აგვისტოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო , ანტიკონსტიტუციური დეკლარაცია. აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ. საქართველოს უზენაესმა საბჭომ გააუქმა ეს უკანონო აქტი.
საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა ურთიერთობა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელებთა. მოსკოვი პრინციპულად არ ცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობას და ყველაფერს აკეთებდა ცსაქართველოში ვითარების დაძაბვისთვის. მოსკოვის ქმედებები ანტი ქარეთული ხასიათის იყო, საბჭოთა კავშირი ყველა საშუალებას ხმარობდა რათა ქართველი ერი ერთამანეთთან დაეპირისპირებინა. ასეთ მძიმე ვითარებაში საჭირო იყო საქართველოს პარტიების და ეროვნული ძალების გაერთიანება , ეს არ მოხდა. განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება 1991 წლის აგვისტოში, ამ დროს მოსკოვში რაქციულმა ძალება სცადეს პუტჩისმოწყობა და პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვის ჩამოგდება. მართალია პუტჩისტები დამარცხდნენ მაგრამ ამას მოჰყვა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი , რომელმაც საქართველოშიც ჰპოვა გამოძახილი. 1991 წლის დეკემბერში დაიშალა საბჭოთა კავშირი, ამას მოჰყვა დამოუკიდებელ სახელმწიფოებში არასტაბილური ვითარევბა და კრიზისი . ამ ყველაფერმა საქართველოში ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.
1991 წლის დეკემბერში და 1992 წლის იანვარში თბილისში სამხედრო ძალის გამოყენებით დაემხო კონსტიტუციური ხელისუფლება. პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ჯერ სომხეთს ხოლო შემდეგ ჩეჩნეთს შეაფარა თავი. ძალაუფლება ხელში აიღო სამხედრო საბჭომ. სამხედრო საბჭო ხელისუფლების არალეგიტიმური ორგანო იყო. სამხედრო გადატრიალებას უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამხედრო გადატრიალებამ დასაბამი მისცა ქვეყანაში სამოქალაქო ომს.

ღონისძიებები ვითარების სტაბილიზაციისთვის

კრიზისი საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა. დასავლეთ საქართველოს გარკვეულ ნაწილს კონტროლს უწევდა დევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ამ მძიმე ვითარებაში რაქციული ძალები ამზადებდნენ აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფის აქტს. დაიწყო ადამიანთა გატაცებები და თავდასხმები საქართველოში მიმავალ სატვირთო მატარებლების შემადგენლობებზე , მათი გაძარცვის მიზნით. სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით 1992 წლის აგვისტოში სატრანსპორტო მაგისტრალის დაცვის მიზნით აფხაზეთში შევიდა ქართული პოლიცია და ჯარი. აფხაზეთში ჯარების შეყვანა ყოვლად გაუმართლებელი საქციელი იყო, ამ პერიოდისთვის საქართველო პრაქტიკულად როგორც სახელმწიფო ჩამოყალიბებული არ იყო , ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ორგანოები ან არ არსებობდა ან ჩამოყალიბების პროცესში იყო, სუსტი და არაორგანიზებული ჯარი სათანადოდ შეიარაღებული არ იყო. პროვოკაციების შედეგად ჯარი ჩათრეული აღმოჩნდა საბრძოლო მოქმედებებში . არაორგანიზებული და უდისიპლინო ჯარი ხშირად თვითნებურადაც მოქმედებდა, ამის მაგალითია სოხუმის დაკავება. ასე დაიეწყო ომი აფხაზეთთან. ქართული მხარე არ წყვეტდა მოქმედებას აფხაზეთში მშვიდობის დამყარებისთვის, ამის მაგალითია 1992 წლის სექტემბერში მოსკოვში და 1993 წლის ივლისში სოჭშიხელმოწერილი შეთანხმებები. რომლებიც დარღვეული იქნა აფხაზ სეპარატისტების მიერ. საომარი მოქმედებები აფხაზეთში განახლდა. ამ ომში აფხაზთა მხარეს იბრძოდა დაქირავებულები, და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ძალები. გარეშე ძალის აქტიური დახმარებით აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს გაგრა შემდეგ დიდი ბრძოლების შედეგად სოხუმიოჩამჩირეგალი და 1993 წლის სექტემბრის ბოლოს საზღავარი გაავლეს მდინარე ენგურზე. აფხაზებმა ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა. აფხაზეთიდან გამოვიდნენ 300 000 ქართველი და სხვა ეროვნების მოქალაქეები.
ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზად ქართველმა ინტელიგენციამ მოსკოვიდან ედუარდ შევარდნაძის ჩამოყვანა დაისახა. სამხედრო საბჭომ ანგარიში გაუწია მოსახლეობის გარკველი ნაწილის, ძირითადად ინტელიგენციის მოთხოვნას . 1992 წლის მარტში ედუარდ შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა. ედუარდ შევარდნაძის ჩამოსვლის შემდგომ სამხედრო საბჭომ ძალაუფლება სახელმწიფო საბჭოს გადასცა. სახელმწიფო საბჭოში შედიოდნენ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ინტელიგენცია და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა სამხედრო საბჭო მაინც არალეგიტმური ორგანო იყო რაც ართულებდა ქვეყნის მდგომარეობას. სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი ედუარდ შევარდნაძე გახდა. შექმნილ ვითარებაში აუცილებელი გახდა პარლამენტის არჩევნების ჩატარება. 1992 წლის ოქტომბერში გამართული არჩევნების შემდეგ პარლამენტში შევიდა ყველა ის ძალა რომელმაც ედუარდ შევარდნაძესთან თანამშრომლობა განიზრახა. ედუარდ შევარდნაძეს სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციები მიენიჭა.სამხედრო საბჭოს მმართველობის დროს კრიზისი ქვეყანაში სულ უფრო მწვავდებოდა. დევნილ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა, რომლებიც აგრძელებდნენ ბრძოლას. ქვეყანა დაიყო ორ ნაწილად - ძველი ხელისუფლების მომხრეებად და სამხედრო საბჭოს მხარდამჭერებად. პოლიტიკური კრიზისი საქართველოში კიდევ უფრო ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა აფხაზ და ოს სეპარატისტებისთვის. სულ უფრო აუტანელი მდგომარეობაში ვარდებოდა ქართული მოსახლება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში (სამხრეთ ოსეთი).
აფხაზეთში მარცხს ხელი შეუწყო ქვეყანაში არსებულმა მძიმე პოლიტიკურმა მდგომარეობამ. ვერ მოხერხდა მთელი ძალების მობილიზება ომისთვის. კერძოდ 1993 წლის შემოდგომაზე შექმნილ კრიტიკულ ვითარებაშიც კი შეუძლებელი გახდა საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე სამხედრო ფორმირებების და სამთავრობო ჯარების გაერთიანება. უფრო მეტიც ქვეყანაში პრაქტიკულად დაიწყო სამოქალაქო ომი რომელიც ზვიად გამსახურდიას მარცხით დასრულდა .1993 წლის დეკემბერში, დღემდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა ზვიად გამსახურდია.
1994 წელს ისევ გრძელდებოდა ანარქია და უწესრიგობა. სასურველ შედეგს ვერ იძლეოდა ღონისძიებანი ბრძოლისუნარიანი ქართული არმიის , პოლიციის და უშიშროების ორგანოების შესაქმნელად. ვერ ხდებოდა საკუთარი და უცხოეთის მოქალაქეების უფლებების და უსაფრთხოების დაცვა. დაიძაბა კრიმინოგენული ვითარებები , გახშირდა ტერორისტული აქტები. მათგან აღსანიშნავია თავდასხმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისთავმჯდომარე გიორგი ჭანტურიაზე. ამ ტერორისტული აქტის დროს გიორგი ჭანტურია დაიღუპა, ხოლო მისი მეუღლე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირინა სარიშვილი, მძიმედ დაჭრა. ეს ფაქტობრივად ნიშნავდა პოლიტიკური ტერორის დაწყებას.
ქვეყნის სხვა რეგიონებისგან განსხვავებით , სამოქალაქო მშვიდობა შემარჩუნებული იქნა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რაც აჭარის მმართველის ასლან აბაშიძის დამსახურებაა. 1997 ნელს აჭარა მიღებული იქნა ევროპის რეგონთა ასამბლეაში.
ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევისთვის აუცილებელი იყო კონსტიტუციის მიღება. საქართველოს კონსტიტუციის მისაღებად შეიქმნა, საკონსტიტუციო კომისია ედუარდ შვარდნაძის თავმჯდომარეობით. კომისიამ შეიმუშავა პროექტი და განსახილველად პარლამენტს გადასცა. 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია. უპირველეს ყოვლისა ეს იყო საერთაშორისო თანამეგობრების სრულუფლებიანი წევრი ქვეყნის კონსტიტუცია. კონსტიტუციის საფუძველზე დაინიშნა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. კონსტიტუცია ოფიციალურად ძალაში შევიდოდა ახალი პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის შემდეგ. ქვეყნის დესტრუქციულ ძალებს არ აძლევდა ხელს ქვეყანაში სტაბილიზაცია. ამ მიზნით, 1995 წლის 19 აგვისტოს მოეწყო ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოეკლად საქართველოს მმართველი ედუარდ შევარდნაძე, ედუარდ შევარდნაძე ამ აქტს გადაურჩა.
საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განისაზღვრა 1991 წლის 21 დეკემბრის (სსრკ-ის დაშლის) მდგომარეობით. საქართველოს პარლამენტში იქმნება ორი პალატა - ეროვნული საბჭო და სენატი. პარლამენტი ახორციელებს საკანონმდებლო ფუნქციებს. კონსტიტუციის ძალით საქართველოში დამყარდა საპრეზიდენტო მმართველობა, რომლის ძალითაც პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური. 1995 წლის შემოდგომაზე გაიმართა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტი გახდა ედუარდ შევარდნაძე. პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა მოქალაქეთა კავშირმა.
1995 წლიდან დაიწყო უკანონო შეიარაღებული ძალების ალაგმვა რამაც ქვეყანაში მშვიდობა დაამყარა. 1995-1997 წლებში მიმდინარეობდა ეკონომიკური რეფორმები, რომლის შედეგადაც ქვეყნის ეკონომიკამ გარკვეულ წილად აღმავლობა დაიწყო, ეკონომიკის აღმავლობა გაგრძალდა 1998 წლამდე. ეკონომიკის დაქვეითება რამდენიმე მიზეზმა განაპირობა რუსეთის 1998 წლის აგვისტოს ფინანსურმა კრიზისმა. ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო არნახულმა კორუფციამაც. ქვეყნის ეკონომიკაზე გარკვეული გავლენა მოახდინა 1998 წლის მაისში გალის რაიონში დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმა. ამ საომარ მოქმედებებს მოჰყვა ლტოლვილების ახალი ნაკადის გადმოსვლა სამეგრელოში.
1999 წლის ოქტომბერში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოქალაქეთა კავშირმა მიიღო(თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე) , მოქალაქეთა კავშირის შემდეგ ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა ბლოკმა საქართველოს აღორძინებამმიიღო (ბლოკის ლიდერი ასლან აბაშიძე). პარლამენტში აგრეთვე მოხდა პარტა მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს (თავმჯდომარე გოგი თოფაძე). პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს ზურაბ ჟვანია2000 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტი გახდა ედუარდ შევარდნაძე. ქვეყანაში კვლავ უმძიმესი მდგომარეობა იყო.

საქართველოს საგარეო პოლიტიკა

საბჭოთა კავშირის დაშლა გააადვილა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების , მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პირველ დიდ გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს 1992 წლის ივლისში საქართველოს გაწევრიანება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.
პოსტსაბჭოთა სივრცეში დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკუირი კურსის შემუშავება და მისი რეალიზაცია დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ცხადია რუსეთი ყველა საშუალებით შეეცდებოდა საქართველოს მის გავლენის სფეროში დაბრუნებას. მოსკოვს საქართველოზე ზეწოლის მრავალი საშუალება გააჩნდა. ედუარდ შევარდნაძე პროდასავლური პოლიტიკის გატარების მომხრე იყო მაგრამ 1992-1993 წლებში შექმნილი მძიმე ვითარების გამო რუსეთისთვის ანგარიშის გაწევა აუცილებელი გახდა. სწორედ ამიტომ 1993 წლის დეკემბერში საქართველო გაწევრიანდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. მიუხედავად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაერთიანებისა საქართველომ მაინც არ თქვა უარი პროდასავლურ ორიენტირზე. 1994 წელს საქართველომ ხელი მ ოაწერა ჩრდილო-ატლანტიკური კავშირის (ნატოს) პროგრამას პარტნიორობა მშვიდობისთვის. 1999 წელს საქართველოს ევროპის საბჭოს (ევროსაბჭო) სრულუფლებიანი წევრი გახდა. საქართველო გაწევრიანდა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში2000 წლის 1 იანვარს საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული ჰქონად 110 ქვეყანასთან. ასევე საქართველო ასზე მეტი საერთაშორისო თუ სამთავრობო ორგანიზაციის მათ შორის აღსანიშნავია : გაეროეუთოევროსაბჭოტრანსეკაბისეკისუამი.
იხ. ვიდეო
რას ჭამდნენ ძველი ქართველები - ხორბალი და ყურძენი საქართველოში უხსოვარი დროიდან მოდის. ის მცენარეებუი, რ-იც დრეს ნებისმიერ ბაზარში იყიდება. ქართულ რეალობას ნელ-ნელა, საუკუნოვანი  იკნტერვალებით ემატებოდა.
კაროფილის მოყვანა საქართველოში მხოლოდ 1818-1819წწ დაიწყეს. თბილისის მახოლბლად. დაიწყეს მახლობლ;ად მხოვრებებმა რუსებიბმა და გერმანელებმა XVIIს. I ნახევარში შემოვიდა პომიდორიც რ-ისც თავიდან ტომატოს ეძახდნენ. კიტრი ძველია დაახლოებით xviს. შემოდის სიმიდნდი, რომსა და მჭადს აკეთებდნენ მცენარეებოსგან, რ-ის სახელი რომია, ქართველები ძირითადად იკვებებოდნენ ძიორითადა ხორცეულით, რძის პროდუქტებით, ფხალეულით და პურეულით.
 ყოველ სახელს ჰქონდა ე.წ. საცივე კუთხე, სადაც ხორცეული და პურეული კარგად ინახებოდა. საქართველოში ძალიან იყტო განვითარებული მემიდვრეობა მოჰყავდათ ჭვავი, შვრია, ფეტვი, ოსპი, ხორბალი, მტის ხორბალიც გამოიყვანეს, რომ მარხვაში მაღალ მთინეთში საკვები ჰქონოდათ. ფეტვი ფასრთოდ გავრცელებული განსაკუთრებით დასაველ;თ საქართველოში მისგან  კვერებს აცხობდნენ, ხშირად ყველიანსაც.
შემოსევების დროს მტერი ხშირად მიდვრებს წვავდა და ამ დროს მოსახლეობის ტყის ნობათით გაჰქონდათ თავი. განსაკუთრებული იყო ომში მიმავალი მამაკაცის  საგზალიც - გამძლე, ტან აბგაში ან ხურჯინში მცირე ადგილს იკავებდა- ჩურჩხელა, ფეტვის შაჭამანდი რ-საც წყალში გახსნიდნენ. ასევე - წაბლი, ცერცვი, იგივე მიჰქონდათ სანადიროდ.ძველად საქართველოში ყველაზე მეტად ფხალეული და სხვადასხვა შეჭამანდები, წვნიანები იყო გავრცელებული. ჯერ კიდევ კოლხეთში აკეთებდნენ თაფლითა და ნიგვზიტ სეზავებული ხორბალს, ანუ წანდილს. ამზდბედნენ ნაცარქსიმას ჭინჭირის, ბაიის. იის ფხალს. ფაქტობრივად რაც კი მოდის ჩვენტან ყველაფერი იჭმევა
 მეფეს უცხობდნენ ხუთი რიგი პური, მურაბა, საგარაჯო , შოთი, პირგაჭრილი პური და კაკალა პურივისაც უფრო სწყალობდა სუფრასთან 150 კაცი არ ხმაურიობდა და ტან ძალიან ბევრს სვავდა - სერს შარდენი.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...