вторник, 18 сентября 2018 г.

                              კავკასიის ომი

                                               კავკასიური პოლიტიკა
                                            
                                                    მთიული ლტოლვილები (პეტრე გრუზინსკი) 

ერთი მხრივ, ეს ბრძოლები მიმართული იყო კავკასიაში ირანისა და ოსმალეთის ექსპანსიის წინააღმდეგ, რაც კავკასიის ხალხების ინტერესებს ეხმაურებოდა, მეორე მხრივ, მათ მიზანს შეადგენდა კავკასიელი ხალხების ანტოფეოდალური მოძრაობის ჩახშობა; დასასრულ, ეს იყო კოლონიური ხასიათის ბრძოლა, რომელიც რუსეთის ცარიზმა 1817-1864 წლებში ჩრდილოეთი კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ წარმართა და ამით მთელი კავკასია შემოერთების პროცესი დასრულდა.
რუსეთის მთავრობა კავკასიის ტერიტორიით ჯერ კიდევ XVI საუკუნეში დაინტერესდა. ყაზანისა და ასტრახანის სახანოების შემოერთების (1552-1556) შემდეგ მოსკოვის სახელმწიფო უშუალოდ კავკასიას ემეზობლებოდა. 1567 წელს სუნჯასა და თერგის შესართავთან, 1588 თერგის დელტაში რუსეთმა ციხესიმაგრეები ააგო. იმ დროს კავკასია ირან-ოსმალეთის ომის ასპარეზი იყო და მათი ექსპანსიის წინააღმდეგ ბრძოლაში კავკასიის სახელმწიფო მოღვაწენი ცდილობდნენ რუსეთის გამოყენებას. 1557 წელს ყაბარდოელმა მთავარმა თემურყვამ მოსკოვის ქვეშერდომობა მიიღო, ხოლო 1580-იან წლებში კახეთის სამეფომ რუსეთთან კავშირი დადო.
XVII საუკუნეში რუსეთთან კავშირი დადეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებმა. მაგრამ რუსეთის ინტერესები იმჯერად არ ითვალისწინებდა კავკასიაში აქტიური პოლიტიკის გატარებას. 1722-1723 წლებში კასპიისპირეთში რუსთა ჯარების ლაშქრობის დროს პეტრე I-მა სამხედრო პოლიტიკური კავშირი შეკრა ქართლის მეფე ვახტანგ VI-თან. რუსეთის მოკაცშირედ ვახტანგ VI-ის ხელმძღვანელობით სომეხთა ლაშქარიც გამოვიდა. მაგრამ რუსეთი კავკასიაში ფეხის მოსაკიდებლად კვლავ მოუმზადებელი აღმოჩნდა.
1735-1739 წლებში რუსეთი და ოსმალეთი ებრძოდნენ ერთმანეთს. მიუხედავად გარკვეული სამხედრო წარმატებებისა, რუსეთმა ვერც ამჯერად მიაღწია მთავარ მიზანს - ვერ მოიპოვა შავ ზღვაზე გასვლის უფლება.
1768-1774 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომმა ვრცელი ტერიტორია მოიცვა. ფრონტი საქართველოშიც გაიხსნა. რუსეთის მთავრობამ აქ 1200-კაციანი საექსპედიციო კორპუსი გამოგზავნა. ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე II-მ და იმერეთის მეფემ სოლომონ I-მა აქტიურად დაუჭირეს მხარი რუსეთს. 1770 წელს ერეკლე II-მა ასპინძის ბრძოლაში დიდი გამარჯვება მოიპოვა. სოლომონ I-მა კი ოსმალთა გარნიზონები განდევნა იმერეთის ციხეებიდან. ომი რუსეთის გამარჯვებით დამთავრდა. ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებით (1774) რუსეთმა შავ ზღვაზე ნაოსნობა და ბოსფორ-დარდანელის სრუტეებით სარგებლობის უფლება მიიღო. ყაბარდო და ჩრდილოეთი ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდა. ზავის 23-ე მუხლით რუსეთი დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის უფლებას ცნობდა, ოსმალეთი კი იმერეთის ხარკზე უარს ამბობდა. ამ ომის შემდეგ რუსეთის მთავრობამ ჩრდილოეთ კავკასიაში დაიწყო მიწების დარიგება რუსი მემამულეებისათვის, ხოლო კავკასიის სიმაგრეთა ხაზი სამხრეთისკენ გადასწია.
ყირიმის შემოერთების (1783) შემდეგ რუსეთმა აქტიური მოქმედება დაიწყო ამიერკავკასიაშიც. 1783 წლის 24 ივლისს გაფორმდა ტრაქტატი ქართლ-კახეთის რუსეთის პროტექტირატში შესვლის შესახებ (გეორგიევსკის ტრაქტატი). დაიწყო დარიალის სამხედრო გზის მოწესრიგება. 1784 წელს საფუძველი ჩაეყარა სიმაგრე „ვლადიკავკაზს“.
1785 წელს ყაბარდოსა და ჩაჩნეთში რუსეთის ცარიზმის კოლონიზატორული პოლიტიკის წინააღმდეგ დაიწყო სახალხო მოძრაობა, რომელმაც მეზობელ ოლქებშიც გადაინაცვლა და საკმაოდ დიდი მასშტაბი მიიღო. მაგრამ მუსლიმანულმა ზედაფენამ ეს მოძრაობა რელიგიურ სამოსელში გაახვია და ღაზავათისდროშით წარმართა. ამ მოძრაობას სათავეში შეიხი მანსური ედგა. მაგრამ დაღესტნის ფეოდალების ნაწილმა მანსურს მხარის არ დაუჭირა და რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო. ამან გააადვილა მანსურის დამარცხება ჩაჩნეთსა და ყაბარდოში. მანსურმა ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში გადაინაცვლა და იქ გააჩარა ბრძოლა. მანსურთან ბრძოლის დროს, ოსმალეთთან ურთიერთობის გამწვავების გამო, რუსეთის მთავრობამ ქართლ-კახეთიდან გაიყვანა დამხმარე რუსთა რაზმი, რომელიც იქ გეორგიევსკის ტრაქტატის პირობით იყო შეყვანილი. ამან ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მდგომარეობა გაართულა.
1787 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიწყო ახალი ომი, რომელიც 1791 წელს ქ. იასში დადებული ზავით დამთავრდა. იასის ზავი ადასტურებდა ქუჩუქ-კაინარჯის ხელშეკრულებას და გეორგიევსკის ტრაქტატის პირობებს.
XVIII საუკუნის 90-იან წლებში ირანის შაჰმა აღა-მაჰმად-ხანმა ნაწილობრივ შეძლო ქვეყნის მდგომარეობის სტაბილიზაცია და საქართველოსა და ჩრდილოეთ აზერბაიჯანში ბატონობის აღდგენა სცადა. 1795 წელს დიდი ჯარით მოადგა საქართველოს და კრწანისის ველზე შეძლო ქართველების მცირერიცხოვანი ჯარის დამარცხება. მტერმა თბილისი აიღო და სასტიკად ააოხრა. ამ ამბავს კმაყოფილებით შეხვდნენ ოსმალეთშიც და დასავლეთ ევროპაშიც, რადგან ეს ფაქტი რუსეთის დამარცხებად მიაჩნდათ. რუსეთის მთავრობა ამიერკავკასიაში აქტიურ მოქმედებას შეუდგა. 1796 წლის დეკემბერში საქართველოში რუსთა 2-ათასიანი რაზმი შემოვიდა, 1794 წლის გაზაფხულზე კი 13-ათასიანმა ლაშქარმა ვ. ზუბოვის მეთაურობით კასპიისპირეთი დაიკავა და ირანში შესაჭრელად მოემზადა, მაგრამ ნოემბერში ეკატერინე II გარდაიცვალა და ახალი იმპერატორმა პავლე I-მა რუსეთის ჯარი უკან გაიწვია. 1798 წლის 11 იანვარს ერეკლე II გარდაიცვალა. ქვეყანაში შინაფეოდალური ომი გაჩაღდა. არც ირან-ოსმალეთი და დაღესტნის ფეოდალები არ იშლიდნენ მტრობას. ქართლ-კახეთის მეფის გიორგი XII-ის თხოვნით პავლე I-მა გადაწყვიტა საქართველოში ჯარის გამოგზავნა. 1800 წლის ნოემბერში რუს-ქართველთა მხედრობამ სოფ. კაკაბეთთან დაამარცხა საქართველოს დასარბევად წამოსული ავარიელი და ყიზიყუმუხელი ხანების ლაშქარი.
ამ დროისათვის პავლე I-მა განიზრახა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და რუსეთის იმპერიისათვის შეერთება. გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ (1800 წლის 28 დეკემბერი) გამოქვეყნდა მანიფესტი აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ (1801 წლის 18 იანვრის პავლე I-ის, ხოლო 1801 წლის 12 სექტემბრის ალექსანდრე I-ის ხელმოწერით). 1803 წელს თბილისში ჩამოვიდა კავკასიის ახალი მთავარსარდალი, წარმოშობით ქართველი, გენერალი პავლე ციციანოვი. მან ენერგიულად მოჰკიდა ხელი კავკასიაში ცარიზმის პოლიტიკის გატარებას - რუსეთთან შეერთებით უკმაყოფილო ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახის წევრები რუსეთში გადაასახლა, 1804 წელს იმერეთის მეფე სოლომონ II-თან ხელშეკრულება დადო რუსეთის მფარველობაში იმერეთის სამეფოს შესვლის თაობაზე. რუსეთის მფარველობა აღიარეს გურიისა და სამეგრელოს მთავრებმაც. 1803-1804 წლებში პ. ციციანოვმა ჭარ-ბელაქანი დალაშქრა და განჯის სახანოც დაიმორჩილა. საქართველოს რუსეთთან შეერთებამ და განჯის დაკარგვამ ირანში დიდი შეშფოთება გამოიწვია. ინგლისის წაქეზებით ირანმა 1804 წელს ომი გამოუცხადა რუსეთს. ეს ომი 1813 წლამდე გაგრძელდა და გულისტანის (ყარაბაღი) ზავით დასრულდა. ირანმა ცნო საქართველოს, დაღესტნის, აგრეთვე ყარაბაღის, დარუბანდის, ყუბისა და თალიშის სახანოების შეერთება რუსეთთან.
ირანს გარდა 1806-1812 წლებში რუსეთი ეომებოდა ოსმალეთსაც. რუსეთმა ამ ომშიც წარმატებას მიაღწია, მაგრამ 1812 წელს, რუსეთ-საფრანგეთის მოსალოდნელი ომის გამო ოსმალეთთან ზავის შეკვრა აუცილებელი გახდა და 16 მაისს ბუქარესტში დაიდო ზავი (ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება). რუსეთმა მიიღო ბესარაბია, ხოლო მოლდავეთი, ვლახეთი, კავკასია - ანაპა, ფოთი და ახალქალაქი ოსმალეთს დაუბრუნდა. სანაცვლოდ ისმალეთმა ცნო საქართველოს რუსეთთან შეერთბა. კოლონიალური ჩაგვრის რეჟიმი, რომელსაც ცარიზმი კავკასიაში ამყარებდა, ადგილობრივი მოსახლეობის დიდი უკმაყოფილებას იწვევდა. 1802-1813 წლებში საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში რამდენიმე აჯანყება მოხდა. მართალია, ყველა მარცხით დამთავრდა, მაგრამ კავკასიის მოსახლეობის ანტიკოლონიალური მოძრაობა მაინც არ შეუწყვეტია. 1817 წლიდან ცარიზმი გეგმაზომიერ მოქმედებას შეუდგა. ჩრდილოეთი კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ დაიწყო საკუთრივ კავკასიის ომი, რომელიც მიზნად ისახავდა ჩაჩნეთის, მთიანი დაღესტნისა და ჩრდილოეთ-დასავლეთი კავკასიის საბოლოო შეერთებას რუსეთთან. ეს ომი 3 ეტაპად იყოფა: 1817-1829; 1830-1856; 1856-1864.
ირანმა და ოსმალეთმა სცადეს კავკასიის ხალხების ანტიკოლონიური ბრძოლა საკუთარი მიზნებისათვის გამოეყენებინათ. 1826-1828 წლებში დაიწყო რუსეთ-ირანის, ხოლო 1828-1829 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომი, რომელიც რუსეთის გამარჯვებით დამთავრდა. ამიერკავკასიის ხალხებმა ამ ომებში რუსეთს დიდი დახმარება დაუწიეს. 1828 წელს თურქმანჩაის ზავით ერევნისა და ნახჭევნის სახანოები, ხოლო 1829 წელს ადრიანოპოლის ზავით ახალციხე, ახალქალაქი და შავი ზღვის სანაპირო მდინარე ყუბანის შესართავიდან აჭარის ჩრდილოეთ საზღვრამდე (სოფ. შეკვეთილი, ახლანდელი ოზურგეთის რაიონი), ანაპისა და ფოთის სიმაგრეებითურთ რუსეთს გადაეცა. 1828 წელს რუსეთმა ყარაჩაის ოლქი შეიერთა და ყაბარდოდან აფხაზეთში სოხუმის სამხედრო გზის გაყვანა დაიწყო. 1830 წელს ზაქათალასა და ყვარელს შორის კორდონების ხაზი დაწესდა.
ჩრდილოეთ კავკასიაში ანტიკოლონიური ბრძოლა ისლამის დროშით გაიშალა. 20-იანი წლებისათვის განსაკუთრებით გაძლიერდა რელიგიური მიმდინარეობა — მიურიდიზმი. მისი მოთხოვნა იყო თეოკრატიის ბელადის — იმამისადმი სრული მორჩილება და „ურჯულოთა“ წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მიზნით 20–30-იან წლებში ჩაცნეთსა და დაღესტანში შეიქმნა თეოკრატიული სახელმწიფო - იმამატი. პირველი იმამი ყაზი-მუჰამადი (ყაზიმოლა) იყო. მან სცადა ჩრდილოეთ კავკასიაში ყველა ფეოდალური სამფლობელოს გაერთიანება, მაგრამ ავარიის ხანი და ტარკის შამხალი არ დაემორჩილნენ. 1830 წლის თებერვალში ყაზი-მუჰამადმა იერიში მიიტანა ავარიის დედაქალაქ ხუნძახზე, მაგრამ დამარცხდა. სამაგიეროდ, 1831 წელს იმამმა ტარკის აღება შეძლო და ალყა შემოარტყა ბურნაიის, ვნეზაპნიის ციხეებს, მივიდა დარუბანდთან, ბრძოლა გაუმართა გროზნაიას და ვლადიკავკაზს. მის წინააღმდეგ კავკასიის ჯარების სარდლობამ გამოყო დიდი დამსჯელი ექსპედიციები და ყაზი-მუჰამადის რაზმები დაამარცხა. მომხრეთა მცირე ნაწილით ყაზი-მუჰამადმა მშობლიურ აულს გიმრს შეაფარა თავი. 1832 წლის 17 ოქტომბერს რუსეთის ჯარის გიმრის იერიშით აღების დროს ყაზი-მუჰამადი დაიღუპა. მეორე იმამი ჰამზათ-ბეგი გახდა. მან ავარიის სახანოს დამორჩილება სცადა, 1834 წელს ხუნძახი აიღო და ხანის ოჯახი ამოწყვიტა, მაგრამ შემდგომ თვითონ მოკლეს შეთქმულმა ფეოდალებმა. მესამე იმამი შამილი იყო. მისი ხელმძღვანელობით ანტიკოლონიალურმა მოძრაობამ ჩაჩნეთსა და დაღესტანში განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო. 1834 წლის 18 ოქტომბერს რუსეთის ჯარმა იერიშით აიღო აულები ძველი და ახალი ჰოცატლი. შამილი იძულებული გახდა ავარიიდან წასულიყო, მაგრამ რუსთა ჯარების სარდლობამ იმის იმედით, რომ შამილი დაუძლურებული იყო, 2 წლის განმავლობაში შეტევითი ბრძოლა შეწყვიტა. შამილმა ისარგებლა ამ შეცვენებით და ძალა მოიკრიბა.
1837 წელს შამილს ჩაჩნეთი და მთელი ავარია ემორჩილებოდა. მიუხედავად ამისა, იმავე წლის ივლისში რამდენიმეჯერ დამარცხდა. იგი იძულებული გახდა მიეღო რუსეთის ქვეშევრდომობა და მძევლებიც მიეცა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ კვლავ აჯანყდა. 1839 წელს მას რუსეთის ჯარის 2 დიდი რაზმი ებრძოდა — ერთი სამხრეთ დაღესტანში, მეორე კი იმამის რეზიდენციაში — აულ ახულგოს მიმართულებით. შამილი ბრძოლაში დაიჭრა და იძულებული გახდა ჩაჩნეთში გადასულიყო. 1840 წელს ჩაჩნეთსა და დაღესტანში ბრძოლა ახალი ძალით გაჩაღდა. იმავე წელს ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში აჯაყდნენ ადიღეელები, რომელთა შორის მიურიდიზმი ვერ გავრცელდა. ეს აჯანყება ანტიკოლონიური და ანტიფეოდალური ხასიათისა იყო. რუსეთის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ადგილობრივ ფეოდალებს. აჯანყებულები საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ. 1841-1843 წლებში შამილმა შეძლო რამდენიმე გამარჯვების მოპოვება, კვლავ დაიკავა ავარია და დაღესტნის მთელი რიგი რაიონები. იმამის სამფლობელო მნიშვნელოვნად გაიზარდა, მისი ჯარი 20 ათას კაცს აღწევდა. 1843 წელს რუსეთის მთავარსარდლობამ თავდაცვითი ტაქტიკა აირჩია.
1844 წელს რუსეთის ჯარმა შამილის დასაყრდენი აული დარგო იერიშით აიღო და დაანგრია; მთიელებმა ბრძოლით დაიხიეს მთებში და მიუვალ ადგილებს შეაფარეს თავი. მიუხედავად ამისა, მათ მაინც შეძლეს ალყაში მოექციათ ახალი მთავარსარდალი მიხეილ ვორონცოვი, რომელმაც დახმარე ძალების მოშველიებით გაარღვია რკალი. 1846 წელს ვორონცოვმა იმამატს სიმაგრეთა რკალი შემოარტყა და ისე შეუტია. შამილმა რამდენიმეჯერ სცადა ამ რკალის გარღვევა. 1846 წელს მისი რაზმები ყაბარდოში შეიჭრნენ, მაგრამ რუსთა ჯარებმა უკუაქციეს. 1849 წელს შამილმა თემირ-ხან-შურის აღება და კახეთში შეჭრა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. 1850 წელს ტყეების გაჩეხვის, აულების დარბევისა და კორდონების დაწესების ტაქტიკამ აიძულა ჩაჩნები ბრძოლაზე ხელი აეღოთ. 1853 წლიდან შამილის რაზმებმა ეს მხარე საბოლოოდ მიატოვეს.
ყირიმის ომის (1853-1856) დროს მთიელთა ბრძოლა შამილის მეთაურობით უმაღლეს ფაზაში შევიდა. შამილმა თავისი მიზნების განხორციელება რუსეთის წინააღმდეგ ოსმალეთისა და ინგლისის ბრძოლას დაუკავშირა. ოსმალეთს იგი წინასწარ მოელაპარაკა. 1853 წლის აგვისტოს 15-ათასიანი ჯარით შამილმა ზაქათალასთან სიმაგრეთა ხაზის გარღვევა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. იმავე დროს ადიღეელებმაც სცადეს სიმაგრეთა ხაზების გარღვევა. ამ დროს ყირიმის ომიც დაიწყო. ფრონტი კავკასიაშიც გაიხსნა. აქ ოსმალეთის ჯარებმა 3 მიმართულებით დაიწყეს შეტევა. ძირითადი ძალები (40 ათასი კაცი) ალექსანდროპოლისაკენ გაემართნენ, ხოლო 20-ათასიანი ჯარი ახალციხეს მიადგა და ბორჯომის ხეობით თბილისისაკენ გაჭრა სცადა. ოსმალთა ჯარის მე-3 ნაწილმა ფოთის სამხრეთით მდებარე წმინდა ნიკილოზის პორტი აიღო. 14 ნოემბერს ახალვიხესთან ბრძოლაში გენერალ ივანე ანდრონიკაშვილმა 5-ათასიანი რაზმით დაამარცხა ოსმალთა 20-ათასიანი ჯარი, ხოლო 19 ნოემბერს ბაშკადიკლართან გენერალ ვასილ ბებუთოვმა ოსმალთა ძირითადი ძალები გაანადგურა.
1854 წლის მაისში თურქები კვლავ გადმოვიდნენ შეტევაზე. 27 მაისს სოფელ ნიგოეთთან რუსთა ლაშქარმა (3 ათასი კაცი) უკუაქცია მოწინააღმდეგე (12 ათასი კაცი), ხოლო 4 ივნისს მდინარე ჩოლოქზე გენერალ ანდრონიკაშვილის ჯარმა (13 ათასი კაცი) თურქთა ლაშქარი (34 ათასი კაცი) დაამარცხა. 19 ივლისს რუსეთის ჯარმა ბაიაზიდი აიღო. ამ დროს შამილის არმიამ შეძლო სიმაგრეთა ხაზის გადმოლახვა და საქართველოში შეიჭრა. იგი სოფელ წინანდლამდე მივიდა, მაგრამ აქ შეაჩერეს და უკუაქციეს. შამილის წინააღმდეგ ბრძოლაში თავი ისახელა ქართველთა ლაშქარმა. 24 ივლისს ქურუქ-დართან ბრძოლაში ოსმალთა 60-ათასიანი არმია დამარცხდა.
1855 წლის ივნისსში რუსეთის ჯარმა შემოარტყა ციხე-ქალაქ ყარსს და ამით საფრთხე შეუქმნა ოსმალეთის ძირითად ცენტრებს. ყარსის გადასარჩენად ოსმალებმა ინგლისის და ფრანგების დახმარებით სევასტოპოლის აღების შემდეგ, სექტემბრის დასაწყისში, სოხუმში 45-ათასიანი ჯარი გადმოსხეს ომარ-ფაშას მეთაურობით. ოსმალთა ამ ძალების წინააღმდეგ მებრძოლ რუს-ქართველთა ჯარებს გენერალ ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკი სარდლობდა. 23-25 ოქტომბერს მდინარე ენგურზე გაიმართა ბრძოლა, რომელმაც დიდად შეასუსტა ოსმალთა ლაშქარი, მაგრამ მისი შეჩერება ძალთა სიმცირის გამო ბაგრატიონ-მუხრანსკიმ ვერ შეძლო და მდინარე ცხენისწყალზე დაიკავა ახალი პოზიცია. ოსმალებმა თითქმის მთლიანად აიღეს სამეგრელო, დასავლეთ საქართველოში პარტიზანული ბრძოლა გაჩაღდა. 1855 წლის 16 ნოემბერს რუსეთის ჯარს (გენერალი ნ. მურავიოვი) ყარსის გარნიზონი დანებდა. რუსთა მაშველი ჯარებისა და საქართველოს მოსახლეობის პარტიზანული ბრძოლებით შევიწროებულმა ომარ-ფაშამ უკან დაიხია. 1856 წლის თებერვალს იგი სოხუმზე გავლით ზღვით ტრაპიზონუისაკენ გაემართა.
ადიღეელები კვლავ აგრძელებდნენ ანტიკოლონიურ ბრძოლას და უტევდნენ საკუთარ მიწა-წყალზე აგებული სიმაგრეების ხაზს, მაგრამ მათ უარი თქვეს ოსმალეთის ქვეშევრდომობაზე და არ მიემხრნენ ოსმალეთ-ინგლისის, საფრანგეთ- ანტირუსულ კოალიციას. შამილის იმამატი კი ღრმა კრიზისს განიცდიდა, თავი იჩინა სოციალურმა წინააღმდეგობამ; შამილის ნაიბები ფაქტობრივად ფეოდალებად იქცნენ, რაც გლეხობაში უკმაყოფილებას იწვევდა. ხალხი თანდათან განუდგა შამილს, ხანგრძლივმა ბრძოლამ და დიდმა მსხვერპლმა აჯანყებულთა რიგები შეამცირა და დაასუსტა.
1856 წელს ახალდანიშნულმა მთავარსარდალმა ალექსანდრე ბარიატინსკიმ ახალი ძალით შეუტია იმამატს. 1859 წელს თითქმის მთელი ჩაჩნეთი და მთიანი დაღესტანი რუსთა ჯარებმა დაიკავეს. იმავე წლის გაზაფხულზე შამილის ჯარს ალყა შემოარტყეს აულ ვედენოში. მცირე რაზმით იგი დაღესტნის აულ ღუნიბში გამაგრდა, მაგრამ 1859 წლის 26 თებერვალს რუსთა ჯარს დანებდა. შამილი თავისი ოჯახით კალუგაში დაასახლეს, ხოლო 1870 წელს მექაში წასვლის ნება დართეს.
ჩრდილოეთ-დასავლეთ კავკასიაში ადიღეელთა წინააღმდეგ კვლავ იბრძოდა რუსთა ჯარი. 1858 წელს აქ კორდონების ხაზები დაწესდა მდინარე ბელაიის გასწვრივ, სადაც 1857 წელს ქ. მაიკოპი დაარსდა, ხოლო ყუბანის გადმოღმა კაზაკთა ახალი სტანიცები გაჩნდა. ცარიზმი კავკასიაში ხალხთა გადასახლების პოლიტიკას ახორციელებდა.
1859 წლის ნოემბერში რუს ხელისუფლებას ადიღეელთა აჯანყების მოთავე მუჰამედ-ემინიც დანებდა. 1860 წელს ადიღეელთა ტომის — ნათხვაჯების, ხოლო 1862-1864 წლებში აბაძეხების, შაფსუღებისა და უბიხების წინააღმდეგობაც გატეხეს. 1864 წლის 21 მაისს რუსეთის ჯარმა მდინარე მზიმთის სათავეში მთიელთა ბრძოლის უკანასკნელი კერა - კბაადა დაიკავა. ეს თარიღი კავკასიის ომის დასასრულად ითვლება.
იმამი შამილი
 (დ. 26 ივნისი1797 — გ. 4 თებერვალი1871) — ხუნძი პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწე, კავკასიის მთიელ ხალხთა მეთაური, 1834 წელს იმამად აღიარებული, რომელმაც ჯერ დასავლეთ დაღესტნისა და ჩეჩნეთის, შემდეგ კი ჩერქეზეთის ხალხი გააერთიანა თეოკრატიულ სახელმწიფო იმამატში და შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევდა რუსეთის იმპერიას. თანდათანობით, რუსებმა შეავიწროვეს შამილი, რომელიც ბოლოს დაღესტნისსოფელ ღუნიბში აღმოჩნდა ალყაშემორტყმული და უიმედო წინააღმდეგობის შემდეგ ტყვედ დანებდა.

1783 წელს კავკასიაში რუსეთის შემოსვლით ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ოსმლაეთის იმპერია აქტიურ მოქმედებებზე გადავიდა, მის მოწედებას „სარწმუნოების დაცვის ლოზუნგით“ ჩრდილო კავკასიელი მთიელები გამოეხმაურნენ და აქტიურ ქმედებებზე გადავიდნენ, განუდგნენ ქართლ-კახეთის სამეფოს და მასზე თავდასხმები გაახშირეს.
იმამ შამილი
შეიხ მანსურმა (1785—1791) რუსეთს საღვთო ომი გამოუცხადა. 1785 წელს ყაბარდოსა და ჩაჩნეთში რუსეთის ცარიზმის კოლონიზატორული პოლიტიკის წინააღმდეგ დაიწყო სახალხო მოძრაობა, რომელიც მეზობელ ოლქებშიც გავრცელდა და მასშტაბური ხასიათი მიიღო. დაღესტნის ფეოდალების ნაწილმა მანსურს მხარის არ დაუჭირეს და რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს. ამან გააადვილა მანსურის დამარცხება ჩაჩნეთსა და ყაბარდოში.
ჩრდილოეთ კავკასიაში ანტიკოლონიური ბრძოლა გაიშალა. 20-იანი წლებისათვის განსაკუთრებით გაძლიერდა რელიგიური მიმდინარეობა — მიურიდიზმი. მისი მოთხოვნა იყო თეოკრატიული ბელადის — იმამისადმისრული მორჩილება და „ურჯულოთა“ წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მიზნით ჩაჩნეთსა და დაღესტანში შეიქმნა თეოკრატიული სახელმწიფო — იმამატი. პირველი იმამი ყაზი-მუჰამადი იყო. იმამი შეეცადა დაემორჩილებინა მთელი ჩრდილოეთ კავკასია, თუმცა ამაზე უარი განაცხადა ავარიის სახანომ და ტარკის შამხალმა. ურთიერთდაპირისპირება გაღრმავდა. იმამმა შეძლო ტარკის დამარცხება, თუმცა ავარიის ქალაქის, ხუნძახის, ალყა უშედეგოდ დასრულდა.
იხ. ისტორია გმირული ბრძოლებისა კავკასიელების

რუსეთის იმპერიამ გაზარდა თავისი ჯარების რაოდენობა კავკასიაში, 1832 წლის 17 ოქტომბერს რუსეთის ჯარის მიერ გიმრის აღების დროს ყაზი-მუჰამადი დაიღუპა. მეორე იმამი გახდა ჰამზათ-ბეგი, მან შეძლო ავარიის სახანოს დამორჩილება, თუმცა მცირე ხნის შემდეგ ის შეთქმულებმა მოკლეს.
ჰამზათ ბეგის შემდეგ კავკასიის იმამატის იმამი გახდა შამილი, რომელმაც განაგრძო ანტი-რუსული პოლიტიკა. 1834 წლის 18 ოქტომბერს რუსეთის ჯარმა იერიშით აიღო ძველი და ახალი ჰოცატლი. 1856წელს, მთავარსარდალმა ალექსანდრე ბარიატინსკიმ 

ახალი ძალით შეუტია იმამატს. შამილიმ წინადადება შესთავაზა რუსეთისგან დაპყრობილ საქართველოს - რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბროლა, მაგრამ საქართველოში ამ იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის არავითარი შანსი არ არსებობდა, რადგან ქვეყანას რუსები აკონტროლებდნენ.1859 წელს თითქმის მთელი ჩაჩნეთი და მთიანი დაღესტანი რუსთა ჯარებმა დაიკავეს. იმავე წლის გაზაფხულზე შამილის ჯარს ალყა შემოარტყეს აულ ვედენში. მცირე რაზმით იგი დაღესტნის აულ ღუნიბში გამაგრდა, მაგრამ 1859 წლის 26 თებერვალს რუსთა ჯარს დანებდა. შამილი თავისი ოჯახით კალუგაში გადაასახლეს.

ადიღეელები

                    ადიღეელები

                                                                                 ჩერქეზი მეომარი
                  კავკასიური პოლიტიკა
 ჩრდილო–დასასავლეთი კავკასიის აბორიგენი ხალხი. ადიღელი ხალხის წინაპარ ტომებად ითვლებიან: ახეები, კერკეტები, მეოტები, სინდები, ტორეტები, ფსესები, ზიხები (ქართული წყაროებით ჯიქები). ძვ. წ . VI - V საუკუნეებში ჩრდილო–დასავლეთ კავკასიის ნაწილში ყუბანსა და შავიზღვისპირეთში ცხოვრობდნენ. ანტიკურ წყაროებში ყუბანისპირელი ადიღელები მეოტების კრებითი სახელითაც მოიხსენებიან, ხოლო შავიზღვისპირა ადიღური ტომები კი საკუთარი სახელწოდებით (ზიხები "ჯიქები", კერკეტები და სხვა). ჯერ ალანების (I ს.), შემდეგ ჰუნების (IV ს.) მოძალების შემდეგ ადიღელებმა სამხრეთ–აღმოსავლეთით გადმოინაცვლეს. ქართლის ცხოვრებაში ჯუანშერის მიხედვით, ვახტანგ გორგასალის (V ს.) დროს ადიღელების ტომებს სათავეში ზიხები (ჯიქები) ჩაუდგნენ:VIII - IX საუკუნის მიჯნაზე ჯიქეთი შავიზღვისპირეთის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. X საუკუნის რუსულ წყაროები ადიღელებს კასოგებს უწოდებენ აღმოსავლურ (სპარსული, არაბული) წყაროები კაშაგებს (ყაშაყებს), კეშეგებს, ქართული წყაროები ქაშაგებს უწოდებს. მონღოლების შემოსევების დროიდან ადიღელები ჩერქეზებად იხსეინებიან. XIII - XIV საუკუნეებში ადიღელების ნაწილი (ყაბარდოელები) მდინარე თერგის აუზში დასახლდა. ამჟამად ადიღელები ცხოვრობენ ადიღეში, კრასნოდარის მხარის ლაზარევსკის, ტუაპსეს და ნოვოკუბანსკის რაიონებში, სულ რუსეთის ფედერაციაში 125 ათასი კაცი ( 1989წ აღწერა ). ადიღელები ჩერქეზებთან და ყაბარდოელებთან ერთად კავკასიის უძველეს მკვიდრთან ადიღეების შთამომავლები არიან. ლაპარაკობენ ადიღურ ენაზე რომელიც კავკასიურ ენათა ოჯახს აფხაზურ-ადიღურ ჯგუფს განეკუთვნება.
ანთროპოლოგიურად ყველაზე მეტად ყაბარდოელებს ჰგვანან. XVI საუკუნემდე ქრისტიანები იყვნენ , შემდეგ მათ შორის ისლამი (სუნიზმი) გავრცელდა. XVIII- XIX საუკუნეებში ადიღელებში შედიოდნენ ნათხვაჯები, ბჟედუღები, აბაძახები, შაფსუღები, ჭემგუელები, ბესლენები და სხვა მცირე ტომებები (ამჟამად ტომობრივი დაყოფა აღარ არსებობს). ადიღელების დიდი ნაწილი რუსეთის იმპერიამ XIX საუკუნის 60 წლებში თურქეთში გადაასახლა (მუჰაჯირობა) . ადიღელი საზოგადოებრივი ცხოვრება ფეოდალურ-პატრიარქაული ხასიათის იყო. ისინი უპირატესად სოფლის თემებად ცხოვრობდნენ, მისდევდნენ მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას, მებაღეობას. ვითარდებოდა ხელოსნობა ოქრომჭედლობა, მეთუნეობა, ლითინდამუშავება მჭედლობა და სხვა. ადიღელ ხალხის კულტურასა და ყოფაში (ტანსაცმელი, იარაღი, საოჯახო წყობა, რწმენა-წარმოდგენები, ფოლკლორი და სხვა) ბევრი საერთო აქვს სხვა კავკასიელ ხალხებთან. ადიღელებს კავკასიელ ხალხებიდან ენით და კულტურით და ეთნიკურად ენათესავებიან აბაზებიაფხაზები და ქართველები.

ადიღეური  (ჩერქეზული ) ავტონომიუტი ოლქი



ეთნოგრაფიული რუქა  ადიღეურ (ჩერქეზული ) აო 1926წ
Flag of Adygea.svgCoat of arms of Adygea.svg

ადეღეის რესპუბლიკის დროშა და ღერბი
რელიგიით  უმრავლესობა   მუსლუმანი  სუნიტი. რუსულ კავკასიური ომების დროს (1817- 1964 წწ) უმრავლესობა ადირელები გახდნენ მუხაჯირები და გადასახლდნენ ოსმალეთის იმპერიასი. დარჩენილი მოსახლეობა გადასახლებულები იყვნენ და გაფანტული მდინარე ყუბანის მარცხენა სანაპიროს მიწებზე.
სოჭის ოლიმპიადის დაპირისპირება
მთავარი სტატიები: შეშფოთება და წინააღმდეგობები 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე და ჩერქეზული ნაციონალიზმი
2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ობიექტები სოჭში (ოდესღაც ჩერქეზების დედაქალაქი) აშენდა იმ ადგილებში, სადაც ამტკიცებდნენ, რომ შეიცავდა ჩერქეზების მასობრივ საფლავებს, რომლებიც დახოცეს რუსეთის მიერ გენოციდის დროს სამხედრო კამპანიებში, რომელიც გაგრძელდა 1860 წლიდან 1864 წლამდე.

ადიღეურმა ორგანიზაციებმა რუსეთში და ადიღეურმა დიასპორამ მთელს მსოფლიოში მოითხოვეს, რომ ადგილზე მშენებლობა შეჩერებულიყო და ოლიმპიური თამაშები არ ჩატარდეს ადიღეების გენოციდის ადგილზე, რათა თავიდან აიცილონ ადიღური საფლავის შეურაცხყოფა. იად იუგარის თქმით, რომელიც ხელმძღვანელობდა ლობის ჯგუფს ჩერქეზთა საერთაშორისო საბჭოს: "ჩვენ გვინდა, რომ სპორტსმენებმა იცოდნენ, რომ თუ ისინი აქ იასპარეზებენ, ისინი თხილამურებით სრიალებენ ჩვენი ნათესავების ძვლებზე." 2014 წელს ასევე აღინიშნა 150 წლისთავი. ჩერქეზთა გენოციდი, რომელმაც აღაშფოთა ჩერქეზები მთელს მსოფლიოში. სოჭის ოლიმპიადის შესაჩერებლად მთელ მსოფლიოში მრავალი საპროტესტო აქცია ჩატარდა, მაგრამ არ იყო წარმატებული.

                                 ჩერქეზეთი

                                              კავკასიური პოლიტიკა
                                                
                   ჩერქეზეთის რუკა რუსეთ-ჩერქეზეთის ომის დროს, 1840
 ისტორიული მხარე, დღევანდელი ყაბარდოსყარაჩაი-ჩერქეზეთის ჩრდილოეთ ნაწილი, ადიღესა და სოჭის მიმდებარე ზღვისპირა ტერიტორიებს. კავკასიის ეს ნაწილი ქართულ წყაროებში ქაშაგეთადაც გვხვდება. ამ მიწაზე ძირითადად ჩერქეზული ტომები სახლობდნენ , რომელთა შორის აღსანიშნავია ადიღელებიყაბარდოელებიჩერქეზებიუბიხებიაბაზგები. თუმცა დღეს ეს ერები ერთმანეთისგან გამიჯნულნი არიან, ხოლო უბიხები რუსეთ-კავკასიის ომის შედეგად საერთოდ გაქრნენ.
უბიხები (თვითსახელწოდება — თ°ახჷ, აფხ. Тәахы "თვახი") — ხალხი, ენით, კულტურითა და ყოფით ენათესავებიან აფხაზებსადიღელებსჩერქეზებს. XIX საუკუნის 60-იან წლებამდე ცხოვრობდნენ (დაახლ. 25 ათ. კაცი) შავი ზღვის კავკასიონის სანაპიროზე მდინარეებს შახესა და სოჭს შორის. მისდევდნენ მიწათმოქმედებას, მებაღეობას და გადარეკვით მეცხოველეობას.
XIX საუკუნემდე უბიხების შესახებ წერილობით წყაროებში თითქმის არავითარი ცნობა არაა დაცული, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთი მოგზაურის (ევლია ჩელები, პ. პალასი, ი. გიულდენშტედტი...) დღიურებს, რომლებშიც აქა-იქ გვხვდება ცალკეული სიტყვები და გამონათქვამები, მაგრამ, ჩვეულებრივ, სხვა ენობრივ მასალაში არეული, რადგან მოგზაურთა უმრავლესობა მათ ჩერქეზ აბაზ ტომებად მიიჩნევდა.
მშვიდობიან დროს მოსახლეობა მიწათმოქმედებასა და გადარეკვით მესაქონლეობას მისდევდა. ხეხილის ბაღებით განთქმული იყო ვარდანეს ველი. ზოგიერთი ტომი ვაჭრობასაც ეწეოდა. ვაჭრობდნენ ძირითადად თურქეთთან. უბიხთა გემები რეგულარულ რეისებსაც კი ასრულებდა.
ვაჭრობა აფართოვებდა უბიხთა თვალსაწიერს, აძლევდა მათ შესაძლებლობას, უფრო ღრმად დაჰკვირვებოდნენ მე-19 საუკუნის დასაწყისში შექმნილ დაძაბულ ვითარებას.
ამ დროისათვის რუსეთის მიერ კავკასიის დასაპყრობად გაჩარებული ომი, ნიკოლოზ I-ის თქმით, მიზნად ისახავდა „...მთიელების საბოლოო დაშოშმინებასა და ურჩების საბოლოო განადგურებას“. მართლაც, სულ მალე, კავკასიის დასაპყრობად გაჩაღებული ბრძოლა ხანგრძლივ, უსასტიკეს ომად გადაიქცა, რომელიც ოთხ ათეულ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ყველაზე შეურიგებლები ამ ომში სწორედ უბიხები იყვნენ. მონათესავე ტომებთან, პირველ რიგში, აბაძეხებთან გაერთიანებულნი, ისინი კარგად გაწვრთნილ რაზმებს წარმოადგენდნენ, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ მტერზე თავდასხმისათვის და მის მოსაგერიებლად. შეტევისას მეწინავენი იყვნენ, უკან კი უკანასკნელები იხევდნენ. ბრძოლებში თავისი თავგანწირვითა და მამაცობით მოწინააღმდეგეს შიშის ზარს სცემდნენ. განსაკუთრებული შეუპოვრობით გამოირჩეოდა საშეს ტომი, რომელიც მდინარეების — საშესა (სოჭი) და ხამიშს (ხოსტას) შორის ცხოვრობდა.
მრავალწლიანმა დამღლელმა ომმა თავისი შედეგი გამოიღო, მას ვერც ყირიმის ომის დროს სამ წლიანმა შესვენებამ უშველა. ომი დასასრულს უახლოვდებოდა. ომის დამთავრების აუცილებელ პირობას მეფის ნაცვლის, დიდი მთავრის აზრით, „აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სრული გაწმენდა და მთიელების თურქეთში გასახლება“ წარმოადგენდა.
შაფსუღებისა და აბაძეხების საბოლოო განადგურების შემდეგ, ჯერი უბიხებზე მიდგა. 1864 წლის წლის მარტის თვეში რუსეთის ჯარმა გენერალ ვ. გეიმანის წინამძღოლობით მდინარე პსეზუაპსე გადალახა. ძლიერ შეტევას უბიხთა მიწა-წყლის დაპყრობა მოჰყვა. 25 მარტს ჯარმა აიღო საშე — უბიხეთის ცენტრი. დამორჩილებულ მოსახლეობას გამოუცხადეს შემდეგი:
ყველა, ვინც მიირებდა თურქეთის სულტანის წინადადებას, გადასახლებულიყო ოსმალეთის იმპერიაში, უნდა დაუყოვნებლივ დაბანაკებულიყო სამი მდინარის: შახეს, ვარდანესა და საშეს შესართავებში, ზღვის ნაპირზე. მათ, ვისაც სურვილი ჰქონდათ, რუსეთის მთავრობას მოლაპარაკებოდნენ და ამდენად, კავკასიაში დარჩენილიყვნენ, წინადადება ეძლეოდათ, ყუბანს იქით დასახლებულიყვნენ. ასეთი სურვილი სამოციოდე ოჯახმა გამოთქვა. მათთვის სამოსახლოები უნდა გამოეყოთ, მაგრამ შემდგომში ისინი იქედანაც უფრო შორს, კოსტრომის გუბერნიაში გადაასახლეს.
თურქეთში გასახლება ისეთივე მძიმე გამოცდა იყო, როგორც თვით ომი. ზღვის ნაპირზე საშინელი არეულობა სუფევდა. ასეთ მასობრივ გასახლებაში გამოუცდელობის უქონლობამ და არაორგანიზებულობამ, ეპიდემიებმა, გემების მწყობრიდან გამოსვლამ, სიცივემ, შიმშილმა მოსახლეობა ამოწყვეტის პირას მიიყვანა. ნახევარზე მეტმა ვერ მიაღწია დანიშნულების ადგილს. 1864 წლის 21 მაისს, უკანასკნელი მუჰაჯირის წასვლის შემდეგ, სანკტ-პეტერბურგში სამეფო კარს ოფიციალურად მოხსენდა მრავალწლიანი სასტიკი ომის დამთავრება. იმავე დღეს სამეფო ჯარების გაერტიანებული ნაწილების წარმომადგენლებმა საზეიმო ლოცვა აღავლინეს ომის დამტავრების გამო. 1864 წელი კავკასიის საბოლოო დაპყრობისა და რუსთა მმართველობის დამყარების წლად ითვლება.
1864 წლიდან უბიხები გაქრნენ კავკასიის რუკიდან. მათ დატოვეს წინაპრების მიწა-წყალი. ერთ-ერთი ლტოლვილის მოგონებიდან: „ჩვენ გადავწყვიტეთ წავსულიყავით სტამბოლს. სოფელი შეიკრიბა ზღვის ნაპირზე. სტამბოლიდან მოვიდა ორი იალქნიანი გემი. ერთ-ერთზე ავიტანეთ საგზალი და ბარგი, მაგრამ გამგზავრებისას ეს გემი ვეღარ აღმოვაჩინეთ, ამიტომ ჩავსხედით მეორეში. მგზავრობა ძლიან მძიმე გამოდგა. სამსუნთან მიახლოებისას აღმოჩნდა, რომ არ გვიშვებდნენ ნაპირზე. იძულებული ვიყავით გეზი სტამბოლისაკენ აგვეღო. გზაში გემი გაგვიფუჭდა. არ გვქონდა სასმელი წყალი, ვსვამდით ზღვის წყალს. ბევრი დაიხოცა. ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდა სტამბოლიდან გემი, რომელმაც წაგვიყვანა ქალაქისაკენ ბუქსირით“.
თურქეთში ჩასული უბიხები ისევ ჩერქეზებსა და აფხაზების მეზობლად დასახლებას ცდილობდნენ. ჩერქეზები, როგორც უფრო მრავალრიცხოვანნი, დაანაწილეს მთელ იმპერიაში — ანატოლიაში, სირიაში, იორდანიაში... უბიხები კი მხოლოდ ანატოლიაში დაასახლეს.
ზოგიერთი ინფორმაციით უბიხთა ნაწილი ახლო აღმოსავლეთში დასახლებულა, რაც ჯერჯერობით არ დასტურდება.
ორი ყველაზე დიდი ჯგუფი დაასახლეს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში: მანისას რაიონში (ბალიქესირის ვილაიეთი, სოფლები: ჰაჯი ოსმან ქოი, ჰაჯი იაქუბ ქოი...) და საფანჯას ტბის სიახლოვეს (იზმითის ვილაიეთი, სოფლები: ქირქ ფინარი, იანიქი, ქურთ ქოი...). პატარ-პატარა ჯგუფებად უბიხები სხვა რეგიონებშიც ჩაასახლეს: სამსუნტან, ადაფაზარისთან, დიუზჯესთან, სამხრეთ-აღმოსავლეთით მარაშის რაიონში.
ახალ ადგილზე სოფლების სახელდება მათი დამაარსებლების სახელების მიხედვით ხდებოდა: მაგალითად, ოსმანმა დააარსა ჰაჯი ოსმან ქოი, იაქუფმა — ჰაჯი იაქუბ ქოი. ზოგჯერ ახალ ადგილებს ძველ, კავკასიურ ადგილებს არქმევდნენ.
ახალი გარემოს უცხო პირობებში დაქსაქსულად დასახლებამ და მცირერიცხოვნობამ უბიხური ენა გადაშენების გზაზე დააყენა. თუ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში უფროსი ტაობის მცირე ნაწილმა ჯერ კიდევ იცოდა დედაენა, საუკუნის ბოლოს უბიხები ასიმილირებულნი არიან არ ჩერქეზებში ან თურქებში. უბიხურ ენაზე მოლაპარაკე უკანასკნელი უბიხი, ტევფიკ ესენჩი1992 წელს გარდაიცვალა.
უბიხებისათვის დიდი განსაცდელი იყო ბალკანეთის ომში მონაწილეობა. ბევრი მათგანი ჯარში გაწვეული უკან აღარ დაბრუნებულა

დაცემული ანგელოზები

                           დაცემული ანგელოზები

                   
                               ილუსტრაცია გუტსავ დორეპოემაში ჯ. მილტონის «დაკარგული სამოთხე», 1866
თანახმად ქრისტიანული სწავლებისა თავდაპირველად უცოდველი ანგელოზები, რ-ებიც სატანამ (ლუციფრმა) მიიმხრო და აჯანყდნენ, ღმერთის წინაშე და ემსახურებოდნენ სატანას.დაცემული ანგელოზები ებრძვიან ეკლესიას, ქმნიან ბოროტებას, აცდუნებენ. ადამიანებს და უბიძგებენ მათ ცოდვებისკენ.მომავალში დაცემული ანგელოზებს ელის იგივე ბედი რაც სატანას აქვს გამზადებული - მუდმივი ცეცხლი.
                                     
ჯანებული ანგელოზების დაცემა  — ნახატი  ფლამანდიელი მხატვარრის  პიტერ ბრეგიელი უფროსი  (1562 წ)
გადამრჩენელი ეშმაკს უწოდებს ,,ადამიანის მკვლელს საწყისში'' მხედველობაში აქვს ის მომენტი როცა მან მიიღო გველის სახე. რ-ემლამც შეაცდინა ადამი და ევა დაარღვია აღთქმა ღმეთის რის გამოც ისინი და მისი შთამომავლებს ჩამორთმეული აქვთ უკვდავება.დაბ.3:1 - 3:6)
ამის შემდეგ მას აქვს შესაძლებლობა იმოქმედოს ფიქრზე, შეიქრძნოს და იმოქმედოს ადამიანზე, ეშმაკის და მისი ანგელოზები (დემონები) ცდილობენ დააბრუნოს ადამინები უფრო დაუფრო ღრმად ცოდვის უფსკრულში რ-რში თავად არიან ჩაფლული.



                                                      ლუციფერი
                                         
ლუციფერი
лат. Lucifer
Gustave Dore Inferno34.jpg
გუსტავ . დორე  «ლუციფერი , ჯოჯხეთის მეფე».
სახელი, რომლითაც მოიხსენიება რამდენიმე მითოლოგიური არსება და რომელსაც ქრისტიანულ სარწმუნოებაშიგანდგომილ ანგელოზსსატანას, უწოდებენ. განდგომილ ანგელოზზე მითითება მომდინარეობს ბიბლიის ტექსტში (ისაია 14:3-20)
ლუციფერი , სინათლეს ასხამს ჭუერჭელიდან. გრავიურა  ფრეზა , 1704
 ნახსენები წინადადების ინტერპრეტაციაზე, რომელშიც ვინმე, სახელით „ცისკრის (ბერძნ ჰესპერ ანუ ფოსფორის ვარსკვლავი“ (ლათ. Lucifer) ზეციდან ჩამოგდებულად მოიხსენიება. იგივე ლათინური სიტყვა არის გამოყენებული დილის ვარსკვლავის აღსანიშნავად პეტრეს სახარებაში და სხვაგანაც, თუმცა მას სატანასთან კავშირი არ აქვს. მიუხედავად ამისა, მრავალ გვიანდელ წერილებში ეს ლათინური სიტყვა თარგმანის გარეშეა გამოყენებული, როგორც სატანის ზუსტი სახელი.
ლათინურად სიტყვა „Lucifer“, რაც ნიშნავს „სინათლის მომტანს“ (სიტყვებიდან lux, lucis, „სინათლე“, და ferre, „მოტანა, გაჩენა“), „დილის ვარსკვლავის“ სახელია (ანუ პლანეტა ვენერა მისი გარიჟრაჟზე გამოჩენისას). წინასწარმეტყველი ესეაია აღნიშნავს ბიბლიაში ანუ ცისკრის ვარსკვლავი (ებრ. ספר ישעיהו‎‎) — ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი.
ესაია წინასწარმეტყველმა თავად დაწერა ეს წიგნი. მასში აღწერილია მოვლენები, რომლებიც 46 წლის მანძილზე — დაახლოებით ძვ. წ. 778—732 წლებში მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში იუდასთვისისრაელისა და მეზობელი ერებისთვის გამოტანილი განაჩენია ჩაწერილი, ეს წიგნის მთავარი თემა არ არის. ძირითადად, წიგნში საუბარია იმაზე, თუ როგორ იხსნის ღმერთამა თავის ხალხი (ესაია 25:9). თვით ესაიას სახელი ნიშნავს: ხსნა ღმერთისგანაა.
თანამედროვე სატანიზმი ლუციფერის სახე გამოსახულია სიმბოლო
სიგილი ლუციფერი.
სიმბოლო (ან კომბინაცია რამდენიმე კონკრეტული ხაზები და გეომეტრიული ფორმების), რომელსაც აქვს ჯადოსნური უფლებამოსილება. სიგილი ფართოდ გამოიყენება მაგიაში, ალქიმიკოსები და სხვა "მეცნიერები შუა საუკუნეებში" დაწყებას და კონტროლის სულისა და დემონი. ამდენად, სიგილ  ერთად სახელი და მოვუწოდებთ ფორმულა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი Grimoire. ყველაზე ცნობილი sigil წარმოდგენილია შუა საუკუნეების ჯადოსნური და ალქიმიკოსი წიგნებში (ძირითადად დემონოლოგია): "მცირე ძირითადი სოლომონ", "ბეჭედი -6 და მე -7 მოსეს წიგნში," "Sigil თეთრი და შავი მაგია" და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ცნობილი სიგილი  არის პენტაგრამი. ასევე სიგილი  გამოიყენება როგორც ემბლემები სხვადასხვა თემებში

მშობიარობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                              მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...