ქიმიური მოვლენები, რომელთა მიმდინარეობა დაკავშირებულია ნივთიერების შემადგენლობის ცვლასთან. ქიმიური რეაქციისას ნივთიერებები ერთმანეთზე მოქმედებენ და ერთი ნივთიერებიდან წარმოიქმნება სხვა ნივთიერებები, ამის გამო ქიმიურ რეაქციებს ქიმიურ ურთიერთქმედებასაც უწოდებენ. ამ დროს მოლეკულები იშლება, ატომები კი უცვლელი რჩება.
ქიმიური რეაქციების მიმიდინარეობისათვის საჭიროა მოლეკულების ერთმანეთთან შეხება, შეჯახება. სხვადასხვა გაზებსა და ხსნარებს შორის რეაქცია რომ მოხდეს, საჭიროა მათი შერევა. წყალბადი შერევისთანავე უერთდება ფთორს. ე. ი. რეაქცია თავისთავად იწყება და მიმდინარეობს, მაგრამ ბევრი რეაქცია თავისთავად არ მიმდინარეობს. მაგალითად წყალბადისა და ქლორის ნარევში რეაქცია რომ დაიწყოს, საჭიროა ამ ნარევის დასხივება სინათლით. წყალბადისა და ჟანგბადის ნარევში რეაქცია რომ აღიძრას, საჭიროა ამ ნარევის გაცხელება ან ამ გაზების ნარევში კატალიზატორის შეტანა.
არსებობს ოთხი ტიპის რეაქციები: დაშლის, შეერთების, ჩანაცვლების და მიმოცვლის.
იხ. ვიდეო
суббота, 11 мая 2019 г.
კატინის ხოცვა-ჟლეტა
კატინის მსხვერპლთა მემორიალი პოლონეთში
(პოლ.zbrodnia katyńska — კატინის დანაშაული) — პოლონეთის მოქალაქეების (ძირითადად პოლონური არმიის ოფიცრების) მასობრივი მკვლელობა. განხორციელდა 1943 წლის გაზაფხულზე სსრკ-ს ნკვდ-ს თანამშრომლების მიერ. როგორც 1992 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტებით დასტურდება, სიკვდილით დასჯა განხორციელა ნკვდ-ს ტროიკამ სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს1940წლის 5 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად. გამოქვეყნებული საიდუმლო დოკუმენტების მეშვეობით დადასტურდა, რომ დახვრიტეს 21 857 პოლონელი ტყვე. პრაქტიკულად ყველა ტყვე იქნა მოკლული გერმანული ტყვიებით 7,65 მმ კალიბრის, «Geco 7,65 D მარკის დამზადებული 1922 - 31 წწ პოლონელი ტყვეები, აყვანილი წითელი არმიის მიერ ტერმინი კატინის დახვრეტა თავდაპირველად გამოიყენებოდა დახვრეტის მიმართ პოლონელი ოფიცრების კატინის ტყეში (სმოლენსკის რაონში) კატინის ახლოს. ხოლო მას შემდეგ რაც მასობრივი სამარხები პოლონელი მოქალაქეების სხვა ადგილებშიც იყო აღმჩენილი ასევე დამადასტურებელი საბუთები საბჭოტა არქივში, ტერმინი კატინის დახვრეტა და კატინის დანაშაულება იყო გამოყენებული უფრო ფართო გაგებით მიმართებაში აპრილ-მაისში 1940წ დახვრეტა პოლონეტის მოქალაქეების, დაკავებული სხვა დასხვა ბანაკებში ნკვდს სსრკ მიერ იხ. ვიდეო
სახელმწიფო დეპარტამენტის ბეჭედი (ინგლ.United States Secretary of State) ხელმძღვანელობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც არის აშშ-ის საგარეო საქმეთა უწყება დაარსებული 1789 წელს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ანალოგიურია საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობისა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. სახელმწიფო მდივანი არის მნიშვნელობით მეოთხე პირი აშშ-ის ხელისუფლებაში. კანდიდატურას სახელმწიფო მდივნის პოსტზე ნიშნავს პრეზიდენტი და ამტკიცებს სენატი. აშშ-ს პოლიტიკა საქართველოს მიმართ დიდი მხარდაჭერით გამოიხატება იხ.ვიდეო
2017 წლის 23 იანვრიდან 2018 წლის 26 აპრილამდე იყო ცენტრალური სადაზვერვო სამართველოს დირექტორი, წარმოადგენდა კანზასის შტატს წარმომადგენელთა პალატაში 2011-2017 წლებში. არის რესპუბიკური პარტიის წევრი, ემხრობა „ჩაის მოძროაბას. პომპეუ გახლავთ ჩაის სმის მოძრაობის წევრი რესპუბლიკური პარტიაში. იხ. ქვემოთ სტატია
ჩაის სმის მოძრაობა
დემონსტრაცია ჩაის სმის მოძრაობის დასავლეთ გაზონზე კაპიტოლიუმის ნაციონალური ალეაში 2009წ-ის 12 სექტემბერი
(ინგლ.ea Party movement) - კონსერვატულ-ლიბერალური პოლიტიკური მოძრაობა აშშ, აღმოცენდა 2009წ-ს როგორც საპროტესტო სერიები , კოორდინირებული ადგილობრივ ეროვნულ დონეზე, გამოცვეული, მათ შორის 2008წ-ს აქტით საგანგაშო ეკონომიკური სტაბილიზაციის და სხვა რეფორმის სამედიცინო დაზღვევის სფეროში.
დასახელება მომდინარეობს გამოძახილს ბოსტონის ჩაის სმიდან იხ. ქვემოთ სტატია.
ბოსტონის ჩაის სმა
ბოსტონის ჩაის სმა 17773წ
XVII საუკუნის 70-იან წლებში ევროპული სახელმწიფოების ურთიერთშორისმა წინააღმდეგობამ მათი ორ, მტრულ ბანაკად დაჯგუფება გამოიწვია. ავსტრია, რუსეთი, საფრანგეთი და საქსონიის დაიპირისპირდა ინგლისსა და პრუსიას. 1756 წელს მათ შორის ე.წ შვიდწლიანი ომი (1756- 1763) დაიწყო. საბრძოლო მოქმედებები სამ კონტინენტზე - ევროპაში, აზიასა და ამერიკაში გაიშალა. ინგლისსა და საფრანგეთს შორის საომარი მოქმედებები ძირითადად კოლონიებში - ამერიკასა და ინდოეთში იმართებოდა. ამერიკაში ინგლისმა დიდ წარმატებებს მიაღწია. საფრანგეთზე გამარჯვება, აქ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ჩრდილოეთ ამერიკის ინგლისური კოლონიებისმხარდაჭერამ. შვიდწლიანი ომის შემდეგ ინგლისის მეფისბრძანებით კოლონისტებს ალაგანების მთაგრეხილების დასავლეთით, დასახლება აეკრძალათ, ხოლო ინგლისის პარლამენტმა კოლონიებზე პირადად დააწესა გადასახადები. ამ გადასახადს საგერბო გამოსაღებიერქვა. კანონმა საგერბო გამოსაღების შესახებ ამერიკის მცხოვრები ყველა ადამიანის უფლებები შელახა, რადგან საგერბო გამოსაღებით იბეგრებოდა ყოველივე ის, რაც დაკავშირებული იყო ქაღალდთან: დაბადების და ქორწინების დოკუმენტები, სავაჭრო გარიგებები, მემკვიდრეობის დამადასტურებელი საბუთები, წიგნები, გაზეთის თითოეული ნომერიც კი. კოლონიის მცხოვრებლებმა წამოაყენეს პრიციპი "არავითარი გადასახადი წარმომადგენლების გარეშე".
მუზეომი ბოსტონის ჩაის სმის
ოლონისტები გადასახადის ამკრეფ მოხელეებს კუპრით თხუპნიდნენ, ბუმბულს აყრიდნენ და გამაყრუებელი ბრახუნით დაატარებდნენ ქუჩებში, სანამ ისინი გადასახადების აკრეფაზე უარს არ იტყოდნენ. წინააღმდეგობა იმდენად ერთსულავანი იყო, რომ ინგლისის მთავრობამ გააუქმა საგერბო გადასახადები. ამ საქმეში დიდი როლი შეასრულა ინგლისის კოლონიების წარმომადგენლად ლონდონში გაგზავნილმა, სახელგანთქმულმა ამერიკელმა ბენჯამინ ფრანკლინმა. უშუალო გადასახადების შეწერა რომ ვერ მოახერხეს, ინგლისის პარლამენტმა სხვა გზას მიმართა - ბაჟები დააწესა. კოლონიებში შეტანილ საქონელზე მაღალი ბაჟები შემოიღეს. მაგრამ ბაჟის დაწესების ყველა ცდას კოლონისტები ბოიკოტით პასუხობდნენ, ინგლისურ საქონელს არ ყიდულობდნენ. მათ წამოაყენეს ლოზუნგი
1973 წელს გამოშვებული მონეტა.
„გადაარჩინე შენი ფული, ამით თქვენ სამშობლოს გადაარჩენთ“
.
ბოსტონში საბაჟო შენობის აგებასაც კი დიდი გართულება, ე.წ "ბოსტონის ხოცვა-ჟლეტა" მოჰყვა. ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ, საბაჟოს შენობასთან მოთამაშე ბიჭებმა ინგლისელ გუშაგებს თოვლის გუნდები ესროლეს. შეკრებილნი ბავშვებს აქეზებდნენ. ინგლისელმა ჯარისკაცებმა შეკრებილებს ტყვია დაუშინეს და რამდენიმე ადამიანი მოკლეს. საყოველთაო აჯანყების თავიდან ასაცილებლად, ინგლისის მთავრობამ ბოსტონში მომხადარ ამბავში თავისი ჯარისკაცები დაადანაშაულა და ჯარი ქალაქიდან გაიყვანა.
იხ.ვიდეო
ინგლისელები იძულებულები გახდნენ ამერიკაში შეტანილ საქონელზე, ბაჟის აკრეფიდან ხელი აეღოთ, მხოლოდ ჩაიზე დატოვეს უმნიშვნელო ბაჟი, რათა კოლონისტებითვის ნათელი გაეხადათ, რომ ინგლისის მთავრობა ახალშენებში ბაჟის დაწესების უფლებას ინარჩუნებდა. ამერიკელებმა ჩაის შეძენაზე ბოიკოტი გამოაცხადეს. მაშინ დიდმა ბრიტანეთმა მხოლოდ ინგლისური "ვესტ-ინდოეთის" კომპანია გაათავისუფლა ბაჟისგან. ამის საპასუხოდ 1773 წელს ინდიელებად გადაცმულმა ბოსტონელებმა, ვესტ-ინდოეთის კომპანიის ხომალდზე შეაღწიეს და ჩაის ყუთები ზღვაში გადაყარეს. ამ შემთხვევას ბოსტონის ჩაის სმა ეწოდა.
ბოსტონის ჩაის სმის შემდეგ ინგლისის ხელისუფლებამ გადაწყვიტა კოლონიები სამაგალითოდ დაესაჯა კოლონიებმა ინგლისის ამ პოლიტიკას დამოუკიდებლობისთვის ომის დაწყებით უპასუხეს.
(არაბ. مملوك, ნიშნავს „მიკუთვნებულს“) — არამუსლიმური წარმოშობის თეთრკანიანი მეომარი მონები. მამლუქთა სოციალური კატეგორია გაძლიერდა XI საუკუნის II ნახევრიდან ეგვიპტეში, XVIII საუკუნის დასაწყისიდან — ერაყში.
მამლუქების დროშა
ეგვიპტეში მამლუქთა ისტორია სულთან სალაჰ ალ-დინ იბნ აიუბის (1169-1193) სახელთანაა დაკავშირებული. პირველად მან მიჰყო თეთრკანიანი მონების, უმთავრესად თურქებისა და კავკასიელების დიდი რაოდენობით შეძენას, შეიარაღებულ რაზმებში ჩარიცხვას და დაწინაურებას. მონობიდან თავდახსნილი თანამდებობასთან ერთად მსხვილ მიწის ნაკვეთსაც იღებდა. ასე გაჩნდა მამლუქთა სამხრეთ-ფეოდალური კასტა, რომელმაც 1250 ხელთ იგდო ძალაუფლება. ეგვიპტეს მამლუქთა 2 დინასტია განაგებდა: ბაჰრელთა (თურქული წარმოშობისა, განაგებდნენ 1250-1390) და ბურჯელთა (კავკასიელები, რომელთაც ზოგადად ჩერქეზებს უწოდებდნენ, განაგებდნენ 1383-1517). სახელმწიფოს უმაღლესი მბრძანებელი იყო სულთანი. XIII-XIV საუკუნეებში ეგვიპტე ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო ახლო აღმოსავლეთში. მამლუქებმა წარმატებით მოიგერიეს თათარ-მონღოლთა თავდასხმები (აინ-ჯალუდის ბრძოლა 1260 წლის 3 სექტემბერი), განდევნეს ჯვაროსნები სირია-პალესტინიდან (1268). მამლუქთა ხანაში მოხდა მმართველობის სისტემის რეორგანიზაცია, გაუმჯობესდა ხელოვნური სარწყავი სისტემა, შეიმჩნეოდა კულტურის, განსაკუთრებით მეცნიერების აღმავლობა.
ეგვიპტელი მამლუქი ტრადიციული სამოსით 1779წ
1517 წელს ხანგრძლივი ფეოდალური აშლილობით დასუსტებული ეგვიპტე ოსმალებმა დაიპყრეს და თავიანთი სახელმწიფოს პროვინციად გამოაცხადეს. ქვეყანას ოსმალეთის სულთნის წარმომადგენელ ფაშასთან ერთად მართავდა მამლუქი ბეგების დივანი (საბჭო). დივანს უფლება ჰქონდა გაეძევებინა ფაშა ეგვიპტიდან. ეს პრივილეგია მამლუქებს ფაქტობრივად გაბატონებულ მდგომარეობას უნარჩუნებდა, მაგრამ მამლუქები მაინც თავიანთ სუვერენიტეტის სრული აღდგენისათვის იბრძოდნენ. 1646 წელს მათ მოაზერზეს დაუფლებოდნენ ქვეყნის თითქმის ყველა ციხესიმაგრეს, ხოლო 1769 წელს ეგვიპტე დამოუკიდენელ სახელმწიფოდაც კი გამოაცხადეს. მაგრამ 1773 წელს ეგვიპტეში კვლავ ოსმალები გაბატონდნენ. მამლუქები არ ემორჩილებოდნენ სულთანს, ატარებდნენ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, სხვადასხვა დროს ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოსთან, რუსეთთან, საფრანგეთთან, ინგლისთან და სხვა ქვეყნებთან. დიდია მამლუქთა წვლილი ფრანგთა ბატონობისაგან ეგვიპტის განთავისუფლებაში (1795-1801). ნაპოლეონმა ვერ შეძლო მათი დამორჩილება და ეგვიპტეში ფეხის მოკიდება, სულთნის ნაცვალმა ეგვიპტეში მუჰამად ალიმ (1805-1846) ჩამოართვა მამლუქებს მიწები (1808), ხოლო 1811 მამლუქები ბეგები გაჟლიტა.
ერაყში მამლუქთა ბატონობა დაიწყო 1749 წლიდან. მათ 82 წლის განმავლობაში მართეს ერაყი და მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც გაატარეს. ერაყის გაძლიერებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით წარმოშობით ქართველ ფაშებს: სულეიმან აბე ლაილს (1749-1762), სულეიმან ქუჩუქს (1807-1810) და დაუდ-ფაშა გურჯს (1816-1831). 1829 წელს დაუდ-ფაშა სულთანს განუდგა, 1831 წლის 16 სექტემბერს იგი სულთნის ჯარებმა დაამარცხა და ერაყიდან განდევნეს, სხვა მამლუქი ბეგები დახოცეს. ამით მამლუქთა ბატონობა დასრულდა.
1453 წელს ოსმალებმა კონსტანტინოპოლი აიღეს. ჩერქეზ მამლუქთა სახელმწიფოს საფრთხე დაემუქრა, რაც მალე რეალობად იქცა. 1517 წელს "ფარაონთა ქვეყანა" პორტამ დაიპყრო. შემდეგ ეგვიპტის მმართველ ფაშასაც სტამბოლი ნიშნავდა. ყივჩაღ და ჩერქეზ მამლუქთა მმართვეობისას მცირე რაოდენობით ქართველი მამლუქებიც იყვნენ, მაგრამ სულთანი არც ერთი მათგანი არ გამხდარა. ყველაზე მაღალი პოსტი, რომელიც ქართველებს ეკავათ, ამირას თანამდებობდა იყო. XVI ს–მდე საქართველო მოსახლეობას იცავდა და ტყვეთა ვაჭრობას არ უშვებდა. მაგრამ დაუსრულეელი ბრძოლებით დასუსტებული ქვეყანა სამეფო სამთავროებად დაიშალა, რასაც XVI ს–ში ოსმალეთის მიერ ისტორიული მესხეთის დაპყრობა და მისი ახალციხის საფაშოდ ქცევა მოჰყვა. ოსმალებმაშავ ზღვაზე გასასვლელი ჩაკეტეს და ამით, ფაქტობრივად საქართველო გარე სამყაროს მოწყვიტეს. უსასხროდ დარჩენილმა ქართველი ფეოდალების ნაწილმა თავისი ყმა–გლეხებით ვაჭრობა დაიწყეს. ეს აძლევდა ხელს ოსმალეთსაც. ახალგაზრდებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იტაცებდნენ და სტამბოლის ბაზრებზე ჰყიდნენ. თავდაპირველად ტყვეები ჩრდ. კავკასიიდანყირიმში გადაჰყავდათ. ახალციხის საფაშოს შექმნის შემდეგ კი ეს კუთხე იქცა ქართველ მოანათა მნიშვნელოვან სატრანზიტო პუნქტად.საქართველოდან გაყვანილი ახალგაზრდობის რიცხვი ამ დროიდან მკვეთრად იზრდება. XVI ს–ის მიწურულს ევროპელი ავტორები წერენ, რომ ეგვიპტის მამლუქთა შორის არიან ქართველები. XVII ს–ის ევროპელ ავტორთა და სხვათა ცნობებით იმ დროს საქართველოდან სამიდან ხუთი ათასამდე ტყვე გაჰყავდათ. თუ "მცირე" რიცხვს სამი ათასს ავიღებთ, გამოდის რომ სამშობლოს საუკენეში სამასი ათას ახალგაზრდას სტაცებდნენ. XVI, XVII, XVIII ს–ებისა და XIX ს–ის პირველი ნახევრის ჩათვლით საქართველოდან სულ ცოტა ერთი მილიონი 13–14 წლის ჯანმაგარი ვაჟი და ლამაზი გოგონა გაიყვანეს. აქვე უნდა გავიხსენოთ ირანიც, სადაც მრავლად იყო როგორც გადასახლებული (ფერეიდანი), ისე სპარსეთის ჯარში ძალით თუ ნებით მოხვედრილი ქართველი.
ოსმალეთის, როგორც ცენტრალური, ისე პროვინციული ელიტა ყიდულობდა ქართველ ახალგაზრდებს, ასწავლიდა მათ ცხენზე ჯდომას, ჯირითს, ცივი და ცხელმსროლელი იარაღის ხმარებას და ზრდიდნენ პროფესიონალ სამხედროებად. ამ დროს გავრცელდა ახლო აღმოსავლეთში ლამაზი ბიჭის სახელად ქურჯი–გურჯი, ხოლო ქალისად – ქურჯია. ეგვიპტისა და სირიაში ქალის საკუთარ სახელად დღესაც გვხვდება ქურჯია.
XVII ს–ის მეორე ნახევრიდან ქართველების რაოდენობა ოსალეთის იმპერიაში მატულობს. ეს კარგად ჩანს ამავე საუკუნის მიწურულის, როგორც თურქი მოგზაურის ევლია ჩელების ნაშრომიდან, ისე ოსმალური საგადასახადო რეესტრებიდანაც. XVII ს–ის ოსმალეთში დადასტურებულია ეთნიკური სოლიდაროის ფენომენი. სხვადასხვა ქვეყნიდან მოხვედრილი ტყვეები ერთმანეთისადმი გარკვეულ სოლიდარობას იჩენდნენ, რაც გამოიხატებოდა სხვა ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ ძალაუფლებისა და გავლენისათვის ბრძოლისას ურთიერთ მხარდაჭერასა და კავშირში. ერთი წარმომავლობის "ოსმალო" მოხელეები და ჰარამხანაში მოხვედრილი ქალები, რომელთაც აერთიანებდათ საერთო კულტურა, ენა, ფასეულობები გვერდში ედგნენ ერთმანეთს. XVII-XVIIIს–ების ოსმალეთში ნათლად იკვეთება "დასავლელთა" (ბალკანეთისა და აღმ. ევროპის) და "აღმოსავლელთა" (ჩერქეზები, აფხაზები, ქართველები) ეთნიკური დაჯგუფებები. სოლიდარობა შეიმჩნეოდა როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებშიც.
XVIII ს–ის დამდეგგს ვხედავთ ქართველ ამირებსა და ბეგებს, ანუ ბეიებს. ეგვიპტის პოლიტიკურ ასპარეზზე მათ შორის ყველაზე წარმატებული მუჰამედ ბეგ კატამიში იყო, რომელსაც მანამდე არნახული ძალაუფლება ჰქონდა. კატამიში იყო პირველი ქართველი მამლუქი, რომელმაც საკუთარი სახლი შექმნა. ასეთი სახლები მხოლოდ ძალზე ცნობილ პირებს ჰქონდათ. სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე ასეთი სახლები იქმნებოდა არა ნათესაური, არამედ პატრონისადმი კუთვნილების ნიშნით. პატრონები ყიდულობდნენ ყმაწვილებს და შვილებივით ზრდიდნენ. ბიჭებიც ძმებივით იზრდებოდნენ, თუმცა შემდეგ მათ შორის ორგულობაც ხდებოდა. მუჰამედ კატამიში შეთქმულებმა 1736 წ–ს მოკლეს.
ეგვიპის მომდევნო მმართველი კადზაღლის სახლის წარმომადგენელი იბრაჰიმ ქათხუდა იყო. შემდეგ ქვეყანას იბრაჰიმ და რიდვან ქათხუდების დუუმვირატი განაგებდა.
იბრაჰიმ ქათხუდასა და სხვა ქართული წამომვლობის მამლუქთა შესახებ ცნობებს გავწვდის ცნობილი ლევანტელი მოგზარაური სავიურა ლუზინიანი წიგნში "ოსმალეთის პორტას წინააღდმეგ ალი–ბეის აჯანყების ისტორია". ეს ნაშრომი, ელ ბეგ ალ–ქაბირს ეძღვნება და 1783–84 წწ–ში ორჯერ გამოიცა ლონდონში, 1784 და 1789 წწ–ში ბერლინსა და პეტერბურგში, ხოლო 1793 წ–ს თბილისში. ლუზინიანმა მნიშვნელოვანი და ზოგჯერ უნიკალური ცნობები შემოგვინახა მამლუქი ბეგების ქართული წარმომავლობის შესახებ, თუმცა დასავლელი მკვლევარები მის ცნობებს ნაკლებად ენდობიან. ჯეინ ჰასავეიმ, ამერიკელმამამლუქოლოგმა ვრცელი ნაშრომი მიუძღვნა ქათხუდასა და კადზაღლის სახლს, სადაც იბრაჰიმს ჯერ ქართველად, ბოლო კი ოსმალოდ მოიხსნიებს. პროფ. გოჩა ჯაფარიძემ და ამერიკელმა ორიენტალისტმა კრესელიუსმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, როგორც ლუზინიანის წიგნის, ასევე ქართველი მამლუქების შესახებ სწორი შეხედულებების ჩამოყალიბებისა და პოპულარიზების საქმეში. იბრაჰიმ ქათხუდამ გზა გაუხსნა ქართული წარმომავლობის მამლუქებს ეგვიპტის მმართველ ელიტაში. ის 1754 წ. გარდაიცვალა და მის შემდეგ ეგვიპტეს განაგებდნენ კადზაღლის სახლის მამლუქები ან ამ მამლუქთა მამლუქები. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ალი-ბეი ალ-ქაბირი (1768–72 წწ.) იყო, რომელიც აუჯანყდა ოსმალეთის პორტას, რათა ეგვიპტე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ექცია. მან ოსმალო ფაშა გააძევა ეგვიპტიდან და ოსმალური გარნიზონის ძალა მნიშვნელოვნად შეამცირა. ალი ბეგ ალ–ქაბირი აფხაზეთიდან იყო. დანიელი მოგზაური, კარსტენ ნიბური წერს, რომ მისი მამა, სახელად დავითი, მღვდელი იყო საქართველოდანო.
დაუდ-ფაშა გურჯი
ნამდვილი სახელი დავით გიორგის ძე მანველაშვილი (დ. 1767 ან დაახლოებით, 1774, ქვემო ქართლი; გ. 1851, მედინა) — ერაყის უკანასკნელი მამლუქი გამგებელი 1817-1831 წლებში. წარმოშობით ქართველი (მანველაშვილი). ბავშვობაში გაიტაცეს ტყვით მოვაჭრეებმა და ოსმალეთში გაყიდეს. მოხვდა ბაღდადის ფაშა სულეიმან ბუიუქთან, რომელმაც ის მამლუქთა სასწავლებელში მიაბარა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ეკავა სხვადასხვა თანამდებობა (საფაშოს ბეჭდის მცველი, ხაზინადარი, დავთარდარი და სხვა). გახდა თუ არა ერაყის მმართველი, განუდგა ოსმალეთის სულთანს და ატარებდა დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. არმია გარდაქმნა ევროპულ ყაიდაზე, ერაყში 1829 წელს გახსნა პირველი სტამბა[1], შემოიღო სავაჭრო მონოპოლია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე. ცდილობდა რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა და ერაყის დამოუკიდებლობა განემტკიცებინა. 1830 წელს სულთანმა მის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა, დაუდ-ფაშა გურჯი დამარცხდა და 1831 წლის სექტემბერში თურქებს დანებდა. 1832 წელს სულთნის ბრძანებით მონაწილეობა მიიღო ანატოლიაში შეჭრილ მუჰამედ ალის ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1834 წელს ბოსნიის გამგებლად დაინიშნა. ორი წლის შემდეგ კი სტამბოლში გადაიყვანეს, სადაც ეკავა სხვადასხვა თანამდებობა. 1839-1841 წლებში ანკარის ვილაიეთს განაგებდა. 1841 წელს სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა. 1846 წელს მედინაში დასახლდა და პირადი თხოვნით, მაჰმადის საფლავის ზედამხედველად დაინიშნა. გარდაიცვალა 1851 წელს მედინაში, დასაფლავებულია ხალიფა ოსმანის საფლავის ახლოს.
ბერძნ. ერგო მუშაობა და წესები სამეცნირი დიწიპლინა მეცნიერება, რომლის მიზანია შეიქმნას ოპტიმალური სისტემა: „ადამიანი-მანქანა“ — ბიოლოგიის, ფიზიოლოგიის, ფუნქციონალური ანატომიის, ფსიქოლოგიისა და ტექნიკურ მეცნიერებათა თანამედროვე მიღწევების დახმარებით, გამოინახოს შრომისა და ყოფა-ცხოვრების ყველაზე უფრო კომფორტული პირობები; შეიქმნა 40-იანი წლების დამლევს ინგლისში
უფრო ფარტო განსაზრვრება ერგონიმიკის, მირებული 2010წ-ს საერთაშორისო ასოციცაციის ერგონომიკის (ინგლ.IEA) ისმის როგორც: ,,სამეცნიერო დისწიპლინა, რ-იც შეისწავლის ურთიერთობას ადამინსა და სხვა სისტემის ელემენტებს შორის, ასევე მოღვაწეობის სფერო გამოყენება თეორიის პრინციპისა და მონაცემების და მეთოდების მეცნიერება უზრუნველსაყოფად კეთილდღეობის ადამიანის და ოპტიმიზირება საერთო შესრულება სისტემების.
ერგონომიკა იკვლელვს მოქმედებას მუშაობის პრიცესებს, სიჩქარეს ათვისებას მათი ახალი ტეხნიკით, დახარჯვას მისი ენერგიის, შრომისნაყოფიერებისა და ინტესივობა კონკრეტული სახეობის მოქმედების მიხედვით.
იხ. ვიდეო
ეგონომიკის დანერგა სწრაფი ტემპით ვითარდება. ერგონომიკური დარღვევები იწვევს ძვალ-კუნთოვანი დაავდებებს, ტრამვებს, კუნთებისა და ძლების ტკივილს მოშლასა ან შესუსტებას. ებილი ქსოვილების დაავადებას და ტრამვებს, მხედველობის გაუარესებას. გადაღლილობას, სტრესს და სხვ.
განსაკუტრებით საშიშია სტრესის ხანგრძლივ მდგომარეობაში ყოფნა.
გადაღლილობა არა მარტო ფიზიკურია არამედ ფსიქიკურიც სრესი ნერვული აშლილობა. ერგონომიკის მიზანია შემაციროს ქრონიკული ფიზ. დატვირთა და ფსიქ. სტრესი
დაზიანების ტიპები
ფიზიკური - ერგონომიკა
კოგნიტიური - ერგონომიკა
ფიზ. მეცნიერება მომხარებლის ინტერგრირება დასამუშო ადგილზდან ურთიერთქმედება და მორგების დაგეგმარება.
კოგნიტიური აღქმა, მეხსიერება მოძრაობის აღქმა რეაქცია.სისტემისა და სხვდასხვა ელ ხემსაწყოების დატვიერთვა რასაც ადამიანის დაძაბულობას იწვევს, კვება. ადამინური შეცდომებსა და ტრეინინგების შედეგებს. დაინტერესებულია იმით, რომ ოპტიმიზაცია ტექნიკური სისტემებით, რ-იც შედის ცვლაში მუშაობა დაგეგმვა, შრომითი მოტივაცია, გუნდური მუშაობა დისტანციური მუშაობა და ეთიკა.
პრინციპები
1. მუშაობა შესრულდეს ხსეულის ნეტრალური პოზაში (თავი დაკისერის მდგომარეობა უნდა იყოს სწორი
2. მუშოაბა შესრულდეს ძალის ან კომფორტის ზონაში
3. ფიზ. ვარჯიშები და გაჭიმვმები
4. შეამცირე ზედმეტი ძალა
5. შეამცირე ზედმეტი მოძრაობა
6. შემაცირე ვიბრაცია
ნეიტრანული პოზის საპირისპიროა - მოუხერხებელი პოზა, სხეული უნდა იყოს სწორ მდგომარეობაში. ხერხემალი უნდა იყოს სწორ მდგომარეობაში. ზედა ტორსის პოზა. ძალის ანუ კომფორტის ზონა მდებარეობს გულმკერდის და ბარძაყის შუა მიდამოებს შორის, ამ ზონაში ხელები და ზურგის კუნთებს მინიმალური ძალისხმევით შეუძლიათ სიმძიმის აწევა.
თუკი სამუშაოს პერიოდში შესვენებისას უზრუნველყოფილი იქნება ვარჯიშები და გაჭიმვები. ადამიანს მოეხსნება ჰიპოდინამია.
ვარჯიშები ამცირებს დაღლას, აუმჯობესებს კუნთოვან ბალანს და აუმჯობესებს კუნთების ტონუსს და კოორდინაციას. საჭიროა იმისათვის, რომ გავზარდოთ შრომის უნარიანობა და შევამციროთ ტრამვის განვითარების რისკი.
შევამციროთ ზედმეტი ძალის გამოყენება
გადატვირთვა კუნთების ერთერთი ძირითადი ერგონომიკული რისფაქტორია. შრომითი ამოცანა დიდ ძალისმიერ დატვირთვას იწვევს ძვალ-კუნთოვანი დატვირთვას. 1 თანამშრომელზე მინიმუმ 11კუბ სივრცე უნდა იყოს სიმაღლე 1,91სმ
ფერები
ფერი არ უნდა იყოს მყვირალა, უპირატესია თეთრი, ნაცრისფერი.
ტენიანობა
მომეტებული ტენიანობა სივრცეში, სიმშრალე მავნე ზემოქედებას ახდენს ადამიანის ჯამრთელობაზე. არასათანადო ტენიანობა. უნდა ხდებოდეს ბუნებრივი განიავება ან ხელოვნერი.
ხმაური
ჭარბი ხმაურიადამიანის სიცოცხლისათვის საშიშია 160 დბ ზემოთ იწვევს სიკვდილს, 140დბ ესტრესს და სმენის დაქვეითებას. თუ ის სისტემატიურია. 50დბ ხმაურიიწვევს გულსისძარღვთა დავადებებს. 42 დბ იწვევს უძილობას, 35დბ უსაფრთხოა,
90დბ. ნერვული აშლილობას. აკუსტიკური კარ-ფანჯრები იცავს ხამურისგან.
ასევე არ უნდა იყოს იატაკი სრიალა.
იხ. ვიდეო
განიავება
როდესაც გაინავება არ ხდება ან ნაკლებად იქმნება ჯამრთელობისთვის საშიში მდგომარეობა.
ისე როგორც მაღალი ასევე დაბალი ტემპ-რა ადამიანის ორგანიზმისთვის მავნეა შრომითი იდეალური ტემპ-რა არის 21 - 23 გრადუსი ცელსიუსი.
ტემპ-რის მკვეთრი ცვალებადობა იწვევს წნევის ცვალებადოს რაც მავნეა ადამიანის ჯამრთელობაზე.
გადაღლა ზედმეტი გადაღლა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური სამუშაო შესრულება შეიძლება გახდეს მრავალი დავადების მიზეზი
ავეჯის ერგონომიკული წესებიმხედვიტ არ შეიძლება მაგიდის სიმაღლე აღემატეობოდეს 75სმ., სკამის 45სმ., ჯდომისას 30 - 45 წთ შეწმდეგ უნდა აუცილებლად რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადაიდგას.
დიდხანს არ უნდა იყოს თვალის კონცეტრაცია კომფიუიტერის მონიტორს ყოველი 30 წთ თვალის მზერის განტირთვა აუცილებელია.
კომფიუტერი ჯდომიდ წესები
ჯდომა მართებულ პოზიციაში
ხედვის დაშორება (45 - 70სმ)
ხედვის კუთხე (10 - 30გრადუსი)
ტერფი უნდა იყოს იატაკზე სწორ მდგომარეობაში
ბარძაყი უნდა იყოს უკან გაწეული
მხარე ვერტიკალურ მდგომარეობაში
სკამის სიმღლე 32 - 20სმ
მართებული პოზიცია,ჯდომისა და დგომის შემთხვევაში, საგნები რ-იც საჭიროებს უნდა იყოს ყველაზე ახლოს.
ტვირთვის აწევა
არ შეიძლება მძმე ტვირთის აწევა სხეულის ზევით არ შეიძლება ტვირთის ზედმეტად ხშირად ზიდვა.
ზედმეტი გადატვირთვის შედეგად შეიძლება გამოიწვიოს მყესების ანთება მაგ., მაჯის გვირაბის ანუ კარპული სინდრომი, ხერხემლის დაავადება.