ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ვაჟა-ფშაველა
(ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი; დ. 14 (26) ივლისი, 1861 ან 15 (27) მაისი, 1862, ჩარგალი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 27 ივნისი (10 ივლისი), 1915, ტფილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია) — ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი და მწერალი.
გავრცელებული ვერსიის თანახმად ვაჟა-ფშაველა დაიბადა 1861 წლის 14 ივლისს, თუმცა 1912 წელს „სახალხო გაზეთში“ გამოქვეყნებულ ვაჟასავე წერილში მითითებულია, რომ დაიბადა ძვ. სტილით 1862 წლის 15 მაისს (ახ. სტილით 27 მაისი).
8 წლამდე იზრდებოდა ფშავში, სოფელ ჩარგალში მამის, სოფლის მღვდელი პავლეს და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-დან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში (დღევანდელი ტოლაანთ სოფელი, თიანეთი) მასწავლებლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.
იხ. ვიდეო
ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩადიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები. ფშავში, მდინარე ჩაგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვიტკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი, რომელსაც ჩვენ ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ვიცნობთ. ვაჟას მამა იშვიათი ნიჭის პატრონი, მჭევრმეტყველი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი კაცი ყოფილა. მას თვითონ შეუსწავლია წერა-კითხვა და მღვდელი გამხდარა. მამამ ჩაუნერგა შვილებს წიგნის სიყვარული, უამბობდა დავით აღმაშენებელზე, ქართველ და უცხოელ გმირებზე, აყვარებდა „ვეფხისტყაოსანს“ და სახელოვან თანამედროვეთა - ილიასა და აკაკის ქმნილებებს. მანვე ჩაუნერგა შვილებს სასულიერო წიგნებისადმი სიყვარული. ვაჟა-ფშაველა იგონებს, როგორ სულგანაბული უსმენდა მამის ტკბილ საუბარს, როდესაც იგი საღმრთო ისტორიიდან უამბობდა. დედა კი საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა. დედის წყალობით ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად, ისე რომ ყველას უკვირდა, ერთი ადამიანი როგორ ახერხებდა ამდენი ლექსის დამახსოვრებას.
იხ. ვიდეო
ასე იზრდებოდა ვაჟა რვა წლამდე, რვა წლისა კი თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. თელავის სასწავლებელში მიღებული ცოდნა მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. სწორედ ამ მიზეზით ვეღარ განაგრძო სწავლა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში და გორის საოსტატო სემინარიაში შევიდა. აქ ვაჟა გულმოდგინედ სწავლობდა. უკვე განესაზღვრა თავისი მომავალი - საზოგადოებრივი მოღვაწეობა და მხატვრული შემოქმედება იქნებოდა მისი საქმიანობა.
სემინარიაში სტუდენტები ხელნაწერ ჟურნალს - „რიჟრაჟს“ გამოსცემდნენ. ვაჟა-ფშაველა ამ გამომცემლობის აქტიური თანამშრომელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მალე მისი თარგმანები და ლექსები გაზეთ „დროებასა“ და ჟურნალ „იმედში“ გამოჩნდა. ამ დროს იგი მასწავლებლად მუშაობდა. შემდეგ კი პეტერბურგში გაემგზავრა და თავისუფალ მსმენელად შევიდა უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. მაგრამ ხელმოკლეობის გამო მიატოვა, სამშობლოში დაბრუნდა და ჩარგალში დასახლდა. ვაჟას წვრილშვილი ჰყავდა და ლუკმა-პურის საშოვნელად დიდი ჯაფის გაწევა უხდებოდა. იგი ბევრს შრომობდა, მაგრამ გაჭირვებას თავს მაინც ვერ აღწევდა.
„ვაჟა არა მარტო ბუმბერაზი მწერალი, ბუმბერაზი პიროვნებაც იყო. იმდენი ქება-დიდება, მოწონება ესმოდა, მაგრამ იგი ისევ უბრალო, თავმდაბალი ვაჟა იყო, საყვარელი ვაჟა, გაჭირვებაში მყოფი, ვაჟკაცურად მებრძოლი ამ გაჭირვებასთან“ (დავით კლდიაშვილი).
მძიმე შრომამ და შეჭირვებამ ვაჟას მალე შეურყია ჯანმრთელობა. მას ფილტვის პლევრიტი დაუდგინეს და ოპერაციაც გაუკეთეს. ერთხანს თითქოს მოიკეთა. ქართულმა სიტყვაკაზმულმა საზოგადოებამ ისარგებლა მგოსნის გამოკეთებით და ლიტერატურული საღამო გაუმართა, რომლის ბოლოსაც ვაჟას მიართვეს დაფნის გვირგვინი წარწერით - „ქართული პოეზიის არწივს“.
ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ხალხს ძლიერ უყვარდა. იგი მიუწვევიათ ქუთაისში, გორში, ჭიათურასა და ფოთში. დიდად აფასებდნენ იმდროინდელი გამოჩენილი მოღვაწენიც. ილია ჭავჭავაძე აღფრთოვანებით ამბობს: „ჩვენ, ძველებმა, ახლა კალამი უნდა ძირს დავდოთ და გზა ვაჟას უნდა დავუთმოთო“. ვაჟაც, როდესაც კი თბილისში წამოვიდოდა, თავის ნაწერებს ერთ ჭრელ ხურჯინში ჩააწყობდა, პირველად ილიასთან შეივლიდა, იმ ხურჯინს იქ დაბერტყავდა. შემდეგ კი ეს მარგალიტები ქართული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე აბრჭყვიალდებოდნენ ხოლმე.
მუხთალმა სენმა ვაჟას თავი მაინც არ ანება. მიუხედავად ექიმთა მცდელობისა, ვეღარ უშველეს. 1915 წლის 27 ივლისს ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა. იგი ჯერ დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, 1935 წლის 18 ოქტომბერს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების ოცი წლის თავზე, მისი ნეშტი გადაასვენეს მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 1957 წლამდე კი დიდუბის პანთეონში იყო გაკეთებული წარწერა: „აქ განისვენებდა ვაჟა ფშაველა“. 1957 წლის 24 მარტს ვაჟას ნასაფლავარში დაკრძალეს მისი მეორე მეუღლე — თამარ გიორგის ასული დიდებაშვილი-რაზიკაშვილი (დ. 1869, სოფელი სორკი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 19 მარტი, 1957, სოფელი ჩარგალი).
ვაჟა-ფშაველას პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. თბილისში არსებობს მისი სახელობის გამზირი.
იხ. ვიდეო
ვაჟა-ფშაველას პირველი კორესპონდენცია „წერილი ხევსურეთიდან“ 1879 დაიბეჭდა („დროება“, № 1), პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა „ფეოდალის აღზრდა“ — 1880 („ივერია“, № 4), პირველი ლექსი „მეომარი“ — 1881 („იმედი“, № 3-4), პირველი მოთხრობა „სურათი ფშავლის ცხოვრებიდან“ — 1881 („დროება“, № 184). ვაჟა-ფშაველას შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. სამყაროს მამოძრავებელი ძალების, ბუნების „იდუმალი ენის“ წვდომის დაუცხრომელი წადილი მას ქართული რომანტიზმის მწვერვალთა ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებასთან ანათესავებს. მაგრამ თუ ბარათაშვილის ლირიკაში ადამიანის შინაგანი, სუბიექტური სამყაროა მოქცეული ყურადღების ცენტრში, როგორც ყოფიერების სასრული, გარდაუვალი იდეების გამოხატულება, მისი პოეზიის ყველაზე ორგანული ნიშან-თვისებაა სინამდვილის მატერიალისტური აღქმა, ქვეყნიერების, „უთვალავ ფერთა“ მთლიანად დანახვისა და წარმოსახვის უნარი. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი. შემდგომ მის შემოქმედებაში გაღრმავდა ის რეალისტური ტენდეციები, რომლებსაც ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა მისცა გეზი. ვაჟა-ფშაველას თხზულებებში სინამდვილე მთელი თავისი ხელშესახები, ნივთიერი რეალობით წარმოგვიდგება. მან უაღრესად სრულყოფილი ფორმით გამოხატა „მიწისა“ და „ცის“ — რეალისტურისა და რომანტიკულის — ურთიერთგამსჭვალავი მთლიანობა. პოეზიის ვაჟასეული გაგება, მისი რეალისტური კრედო წარმოჩენილია ლექსებში „მთას ვიყავ“ (1890); „სიტყვა ეული“, „ნუგეში მგოსნისა“ (1894); „სიმღერა“ (1896), ლიტერატულ-კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებში „ფიქრები“ (1891), „Pro domo sua“ (1896), «ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ» (1911) და სხვა. პოეტის დამოკიდებულება ხალხურ შემოქმედებასთან მჟღავნდება მის წერილებში „გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით“ (1889), „კრიტიკა ბ. იპოლიტე ვართაგავასი“ (1914) და სხვები.ქართველ პოეტთა შორის ვაჟა-ფშაველა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. მის ლირიკაში ბუნების საგნებსა და მოვლენებს სავსებით შენარჩუნებული აქვს პირველქმნილი სიხალასე. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით პოეტს მაღალი გონიერებისა და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგენია („მუდარა“, 1889; „დამსეტყვე, ცაო“, 1903; „სიცოცხლემ შხამი მასმია“, 1903 და სხვა). მაგრამ ვაჟა-ფშაველა, როგორც დიდი ჰუმანისტი, შორსაა ეთიკური განურჩევლობისაგან. მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტიკის ჭვრეტისა და ტკბობის საგანია, არამედ ეთიკური მწვერვალიც („გამამერია ჭაღარა“, 1894; „მთათ მითხრეს“, 1897 და სხვ.). უნივერსალური ჰარმონიისაკენ სწრაფვას არ დაუჩრდილავს პოეტის თვალში ადამიანური ყოფის წინააღმდეგობები. ვაჟა-ფშაველა — დამონებული ხალხის შვილი — მტრისადმი დაუნდობელი სისასტიკის მქადაგებელია, თავის სიმღერებს მებრძოლ, შეუპოვარ კილოზე აგებს. მან უღრმესი გავლენა მოახდინა ქართული ხალხის გაღვიძებულ ეროვნული თვითშეგნებაზე („ომის წინ ჯარის სიმღერა“, 1888; „ხმა სამარიდამ“, 1893; „ბაკური“, 1899; „ქართლს“, 1912; „კახეთს“, 1913; „ფშაველი ჯარისკაცის წერილი“, 1914 და სხვ.). ვაჟა-ფშაველას პატრიოტულ ლირიკაში ალეგორიულ სიმბოლოკას დაკარგული აქვს სპეციფიკური რაციონალისტური ელფერი. აქ ყოველი სახე ემოციურია და მკაფიოდ გამოხატული გრძნობადი ხასიათი აქვს („ამირანი“, 1884; „არწივი“, 1887; „კიდევაც ვნახავ გაზაფხულს“, 1906). ვაჟა-ფშაველა პიროვნული სრულყოფის, „კაი ყმის“ ვაჟკაცური კულტის დამამკვიდრებელია ქართულ პოეზიაში („კაი ყმა“, 1909; „პასუხი ბაჩანას“, 1913 და სხვ.); ამასთან კეთილშობილი მიჯნურიც არის („ფშავლის სიყვარული“, 1886; „სიყვარული“, 1891; „გამოღმით მე ვარ, გაღმა შენ“, 1905) და ნაზი იისა და ნიბლია ჩიტის უბედობის გულისხმიერი მოზიარე („ნიბლიას ანდერძი“, 1891; „იას უთხარით, ტურფასა“, 1903).
ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულქმნილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება — ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. სამი საწყისი განსაზღვრავს მისი ეპიკური შემოქმედების პათოსს: ჰეროიკული, ტრაგიკული და ჰუმანისტური პოემები „მოხუცის ნათქვამი“, „გიგლია“ (1886), „გოგოთურ და აფშინა“ (1887), „ალუდა ქეთელაური“ (1888), „ ბახტრიონი“ (1892), „სტუმარ-მასპინძელი“ (1893), „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (1896), „სისხლის ძიება“ (1897), „გველის მჭამელი“ (1901) და სხვები]. მან ქართულ პოეზიაში შემოიყვანა ახალი გმირი, რომლის უკომპრომისო ბუნებას, შინაგან სიმრთელეს, დაუშოშმინებლობასა და შეუპოვრობას თითქოს გარემომცველი ბუნების სტიქიური ძალები ასაზრდოებს, ამასთან, სულის სიღრმეში იგი ატარებს დიდ ფიქრს კაცობრიობის ხვედრისა და დანიშნულების შესახებ. ადამიანის ხვედრი ტრაგიკულია, მაგრამ ვაჟა-ფშაველას გმირები ადამიანური ღირსების მაღალი შეგნებით ეგებებიან ბედისწერის განაჩენს (ზვიადაური — „სტუმარ-მასპინძელი“, ალუდა — „ალუდა ქუთელაური“). ჭეშმარიტი ადამიანურობის მაღალ საწყისებს განასახიერებენ სამშობლოსათვის თავშეწირული სახალხო გმირები („ ბახტრიონი“). ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების სულიერი თვალსაწიერი ზოგჯერ ვერ თავსდება დაკანონებული ზნეობრივი კოდექსის ჩარჩოებში (ზვიადაური, ალუდა). ცხოვრება მოითხოვდა ძირეულ გარდაქმნას, რაც, პოეტის რწმენით, შესაძლებელი იყო მხოლოდ სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების ტიტანური შემართებით. მძაფრ კოლიზიას ამგვარ პიროვნებასა და ვიწრო უტილიტარული ინტერესებით შეზღუდულ საზოგადოებას შორის ავლენს „გველის მჭამელი“. მინდიას ფაუსტური სწრაფვა სამყაროს იდუმალებათა შეცნობისაკენ შერწყმულია ადამიანთათვის თავდადებული სამსახურის ძლიერ წადილთან. „ბახტრიონისა“ და „გველის მჭამელის“ ავტორმა სამყაროს მხატვრულ გააზრებაში შემოიტანა ელემენტი და ამ პრიზმით სინამდვილის ახალი, უჩვეულო მასშტაბები განჭვრიტა.ქართველ პოეტთა შორის ვაჟა-ფშაველა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. მის ლირიკაში ბუნების საგნებსა და მოვლენებს სავსებით შენარჩუნებული აქვს პირველქმნილი სიხალასე. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით პოეტს მაღალი გონიერებისა და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგენია („მუდარა“, 1889; „დამსეტყვე, ცაო“, 1903; „სიცოცხლემ შხამი მასმია“, 1903 და სხვა). მაგრამ ვაჟა-ფშაველა, როგორც დიდი ჰუმანისტი, შორსაა ეთიკური განურჩევლობისაგან. მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტიკის ჭვრეტისა და ტკბობის საგანია, არამედ ეთიკური მწვერვალიც („გამამერია ჭაღარა“, 1894; „მთათ მითხრეს“, 1897 და სხვ.). უნივერსალური ჰარმონიისაკენ სწრაფვას არ დაუჩრდილავს პოეტის თვალში ადამიანური ყოფის წინააღმდეგობები. ვაჟა-ფშაველა — დამონებული ხალხის შვილი — მტრისადმი დაუნდობელი სისასტიკის მქადაგებელია, თავის სიმღერებს მებრძოლ, შეუპოვარ კილოზე აგებს. მან უღრმესი გავლენა მოახდინა ქართული ხალხის გაღვიძებულ ეროვნული თვითშეგნებაზე („ომის წინ ჯარის სიმღერა“, 1888; „ხმა სამარიდამ“, 1893; „ბაკური“, 1899; „ქართლს“, 1912; „კახეთს“, 1913; „ფშაველი ჯარისკაცის წერილი“, 1914 და სხვ.). ვაჟა-ფშაველას პატრიოტულ ლირიკაში ალეგორიულ სიმბოლოკას დაკარგული აქვს სპეციფიკური რაციონალისტური ელფერი. აქ ყოველი სახე ემოციურია და მკაფიოდ გამოხატული გრძნობადი ხასიათი აქვს („ამირანი“, 1884; „არწივი“, 1887; „კიდევაც ვნახავ გაზაფხულს“, 1906). ვაჟა-ფშაველა პიროვნული სრულყოფის, „კაი ყმის“ ვაჟკაცური კულტის დამამკვიდრებელია ქართულ პოეზიაში („კაი ყმა“, 1909; „პასუხი ბაჩანას“, 1913 და სხვ.); ამასთან კეთილშობილი მიჯნურიც არის („ფშავლის სიყვარული“, 1886; „სიყვარული“, 1891; „გამოღმით მე ვარ, გაღმა შენ“, 1905) და ნაზი იისა და ნიბლია ჩიტის უბედობის გულისხმიერი მოზიარე („ნიბლიას ანდერძი“, 1891; „იას უთხარით, ტურფასა“, 1903).
ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულქმნილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება — ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. სამი საწყისი განსაზღვრავს მისი ეპიკური შემოქმედების პათოსს: ჰეროიკული, ტრაგიკული და ჰუმანისტური პოემები „მოხუცის ნათქვამი“, „გიგლია“ (1886), „გოგოთურ და აფშინა“ (1887), „ალუდა ქეთელაური“ (1888), „ ბახტრიონი“ (1892), „სტუმარ-მასპინძელი“ (1893), „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (1896), „სისხლის ძიება“ (1897), „გველის მჭამელი“ (1901) და სხვები]. მან ქართულ პოეზიაში შემოიყვანა ახალი გმირი, რომლის უკომპრომისო ბუნებას, შინაგან სიმრთელეს, დაუშოშმინებლობასა და შეუპოვრობას თითქოს გარემომცველი ბუნების სტიქიური ძალები ასაზრდოებს, ამასთან, სულის სიღრმეში იგი ატარებს დიდ ფიქრს კაცობრიობის ხვედრისა და დანიშნულების შესახებ. ადამიანის ხვედრი ტრაგიკულია, მაგრამ ვაჟა-ფშაველას გმირები ადამიანური ღირსების მაღალი შეგნებით ეგებებიან ბედისწერის განაჩენს (ზვიადაური — „სტუმარ-მასპინძელი“, ალუდა — „ალუდა ქუთელაური“). ჭეშმარიტი ადამიანურობის მაღალ საწყისებს განასახიერებენ სამშობლოსათვის თავშეწირული სახალხო გმირები („ ბახტრიონი“). ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების სულიერი თვალსაწიერი ზოგჯერ ვერ თავსდება დაკანონებული ზნეობრივი კოდექსის ჩარჩოებში (ზვიადაური, ალუდა). ცხოვრება მოითხოვდა ძირეულ გარდაქმნას, რაც, პოეტის რწმენით, შესაძლებელი იყო მხოლოდ სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების ტიტანური შემართებით. მძაფრ კოლიზიას ამგვარ პიროვნებასა და ვიწრო უტილიტარული ინტერესებით შეზღუდულ საზოგადოებას შორის ავლენს „გველის მჭამელი“. მინდიას ფაუსტური სწრაფვა სამყაროს იდუმალებათა შეცნობისაკენ შერწყმულია ადამიანთათვის თავდადებული სამსახურის ძლიერ წადილთან. „ბახტრიონისა“ და „გველის მჭამელის“ ავტორმა სამყაროს მხატვრულ გააზრებაში შემოიტანა ელემენტი და ამ პრიზმით სინამდვილის ახალი, უჩვეულო მასშტაბები განჭვრიტა.ვაჟა-ფშაველას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. მისი ხატოვანი აზროვნების პირველწყარო ხალხური შემოქმედებაა. ვაჟა-ფშაველას პოეზიის ენა კამათის საგნად იქცა (ა. წერეთლის ცნობილი ლექსი „ვაჟა-ფშაველას“, 1913 და ვაჟა-ფშაველას „დაგვიანებული პასუხი აკაკის“, 1913). მისი ენობრივი პოზიცია დაეჭვებას იწვევდა ჩვენს დროშიც. ვაჟა-ფშაველამ გააფართოვა ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები, კერძოდ, დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით გაამდიდრა ლექსიკა, მრავალფეროვნება შესძინა ლექსის სიტყვიერ ქსოვილს.
იხ. ვიდეო
ვაჟა-ფშაველას მოთხრობებში მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალისტური სურათების, კოლორიტული ხასიათების ფონზე გახსნილია იმდროინდელი საქართველოს მძაფრი სოციალური კონფლიქტები („პატარა მწყემსის ფიქრები“, „დარეჯანი“, 1886; „პაპას მსოფლიო ფიქრები“, 1903; „უძმოს-ძმა“, 1906 და სხვა). უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკის პროზის ნიმუშები „შვლის ნუკრის ნაამბობი“ (1883), „ხმელი წიფელი“ (1888—1889), „ქუჩი“ (1892), „მთიანი მაღალი“ (1895). გასულდგმულებული ბუნების პირით გამოხატულია უგულობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ მიმართული, ღრმა ჰუმანური იდეალებით შთაგონებული თვალსაზრისი. ზნეობრივი პრინციპების უაღრესი მხატვრული თვალსაჩინოება, თხრობის ფოლკლორული სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა გამიზნულია მოზარდი მკითხველისათვის. ყველა ეს ნაწარმოები ქართული საბავშვო ლიტერატურის კლასიკური ნიმუშია.
ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებთაგან („სცენა მთაში“, „სცენები“, 1889; „ტყის კომედია“, 1911; „ნაკვესები“, 1886—1908) აღსანიშნავია დრამა „მოკვეთილი“ (1894), რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ქართულ სცენაზე.
ვაჟა-ფშაველა კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს. ქართული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკისათვის ფასდაუდებელია მისი წერილები „ფშავლები“, „ფშავლების ცხოვრებიდან“, „ხევსურები“ (1886), „ლაშქრობა“ (1888), „ფშაველი დედაკაცის მდგომარეობა და იდეალი ფშაურის პოეზიის გამოხატულებით“ (1889), „ძველი და ახალი ფშავლების პოეზია“ (1896) და სხვები. „ცივილიზებულ“ სამყაროსთან განშორებული პოეტი გამუდმებით თვალს ადევნებდა კაცობრიობის სულიერი განვითარების რთულ პროცესს და თავდავიწყებით ცდილობდა გამოენახა პასუხი ეპოქის მტკოვნეულ კითხვებზე, დაედგინა მანკიერებათა პირველმიზეზიც და მათგან განკურნვის, ზნეობრივი გამოჯანმრთელობის საღი წყაროები (პუბლიცისტური წერილები „ფიქრები“, 1892, 1901, 1902; „რამე-რუმე მთისა“, 1892; „თიანური ფელეტონები“, 1901, 1902; „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, 1905; „შავბნელი ამბები“, 1905).
ვაჟა-ფშაველას ნაწერები პოეტის სიცოცხლეში ცალკე წიგნად იშვიათად იბეჭდებოდა (მოთხრობათა კრებული, 1889, 1898; „თხზულებანი“, 1899; „ცრემლები“, 1909 და სხვები). 1925-56 ალექსანდრე აბაშელის თაოსნობით გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ყველაზე სრულყოფილი კრებული შვიდ ტომად. ვაჟა-ფშაველას ნაწერები თარგმნილია რუსულ (მთარგმნელები ვლადიმერ დერჟავინი, ნიკოლოზ ზაბოლოცკი, ოსიპ მანდელშტამი, ბორის პასტერნაკი, მარინა ცვეტაევა და სხვები), ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი.
იხ.ვიდეო
ალუდა ქეთელაური
პოემა „ალუდა ქეთელაური“ იმ პერიოდს ეხება, როდესაც მეზობელ ტომებს შორის მკაცრი შინაომი და რელიგიური შუღლი იყო გამეფებული. მათი ცხოვრების უდიდეს ნაწილს ურთიერთ თავდასხმები და ძარცვა-გლეჯა შეადგენდა. ამ გაუთავებელ შეტაკებებში რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილი ადამიანები ერთმანეთს უწყალოდ ხოცავდნენ.
ერთ-ერთ ასეთ დღეს ხევსურეთის სოფელ შატილში მაცნე მოვიდა: ქისტები თავს დაესხნენ მწყემსებს და ცხენები გარეკესო. ეს რომ გაიგო ალუდა ქეთელაურმა, სიმამაცით ცნობილმა, აისხა იარაღი და გამოეკიდა ქისტებს, რომელთაც მისი ცხენიც წაეყვანათ. გათენებისას, ალუდა წამოეწია ორ ქისტს და ერთი მათგანი გასროლით მაშინვე ცხენიდან ჩამოაგდო. მოკლულის ძმამ, მუცალმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართა ალუდას. მუცალისა და ალუდას ბრძოლა რელიგიურ-ფანატიკური გამძვინვარების ხასიათს ატარებს, რაც გამოიხატება იმ შეძახილებში, რომელთაც თითოეული მათგანი გასროლილ ტყვიას თან აყოლებდა:
„ | გამასტყვრა მუცალის თოფი, — კლდის პირი დაიშლებოდა, ნაძოძი ტყვიის ალუდას კალთაში ჩაეშლებოდა. — არა გჭირსაა, რჯულ-ძაღლო?! — მუცალი ეუბნებოდა. — ნუ გგონავ, მჭირდეს, რჯულ-ძაღლო, ყმასა გუდანის ჯვრისასა. | “ |
მესამე გასროლით ალუდამ მუცალს გულის ფიცარი ჩაუმტვრია. სასიკვდილოდ დაჭრილმა მუცალმა თავი დამარცხებულად ჩათვალა და ღმერთის მიმართ საყვედური წარმოსთქვა. თუმცა, გამძვინვარებული და შეუდრეკელი მუცალი იყენებს დარჩენილი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს. სასიკვდილო ჭრილობაზე მთის მწვანე ბალახს დაიფენს და ერთხელ კიდევ ესვრის თავის მოსისხლე მტერს. მაგრამ როცა დაინახა, რომ მისმა უკანასკნელმა ტყვიამაც მიზანს ვერ მიაღწია, თავისი თოფი ალუდას გადაუგდო, სთხოვა მას წაეღო და თავად მიწას გაერთხა. ასეთმა ვაჟკაცობამ, მტრის ძლევის ასეთმა ნებისყოფამ და წყურვილმა ალუდას გულში ისეთი სიბრალულის გრძნობა გამოიწვია, რომ მხედარი ატირდა მის მიერ ახლახან მოკლულის ცხედართან. მუცალისადმი სიბრალულით და პატივისცემით გამსჭვალული ალუდა მარჯვენას არ სჭრის მოკლულს. ამჯერად მუცალის მიმართ იგი ხელს იღებს ამ ძველთაძველ და საყოველთაოდ აღიარებულ, ყველასთვის სავალდებულო ადათზე. ალუდამ მუცალს მისივე იარაღი მკერდზე დააწყო და მის გვამს ნაბადი დაჰხურა.
„ | მარჯვენას არ სჭრის მუცალსა, იტყოდა: ცოდვა არიო; ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო, ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო. | “ |
შინ დაბრუნებულმა ალუდამ უამბო ხალხს, რომელიც მას შემოეგება, თავისი მდევრად გაკიდების, ქისტებთან შებმისა და მუცალის სიმამაცის შესახებ და მუცალს „ცხონებული“ უწოდა, ხოლო როდესაც ბებერი უშიშა უსაყვედურებს — „რას ამბობ? ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადო“, ალუდა უპასუხებს:
„ | — მით ვაქებ ვაჟკაცობასა არ იყიდება ფულადა. | “ |
მომხდარმა სრულიად შეცვალა ალუდას აზრები და შეხედულებები, ხელი ააღებინა რელიგიურ შეუწყნარებლობასა და ფანატიზმზე. როდესაც მინდია, ალუდას მეგობარი, მოკლული მუცალის მარჯვენას მოიტანს ბრძოლის ადგილიდან დაბრუნების შემდეგ — სადაც იმისთვის წავიდა, რომ შეემოწმებინა საქმის ნამდვილი მდგომარეობა და ალუდას სიმართლე დაემტკიცებინა, რადგან თემის წევრები ალუდას სიცრუესა და სიმხდალეს აბრალებდნენ — ალუდა მას გულისტკივილით შეხვდება, გმობს მის ნამოქმედარს და ეუბნება:
„ | რაად სწყრებიან ხევსურნი, რადა ტყვრებიან ჯავრითა?! მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი მარჯვენას მაგათ ჯაბრითა! „წესი არ არის მტრის მოკვლა, თუ ხელ არ მასჭერ დანითა“. ვაი, ეგეთას სამართალს, მონათლულს ცოდვა-ბრალითა! | “ |
ხატობას, გუდანის ჯვარში, ალუდა მიიყვანს მოზვერს მუცალისათვის შესაწირავად. ხევისბერი მოაგონებს, რომ ეს ეწინააღმდეგება წინაპართა რჯულით დადგენილ წესებს და მის საკუთარ ტრადიციასაც. ხევისბერი ბერდიას უარისა და საყვედურების შემდეგ ალუდა თვითონ დაჰკლავს კურატს. ამით მან საყოველთაოდ მიღებულ წესებს უღალატა. ალუდა გრძნობს ამას და ღმერთს თხოვნა-ვედრებით მიმართავს. მაგრამ ამ ვედრებაში არ არის მონანიების სიტყვები. ალუდა იმდენად დარწმუნებულია თავის საქციელში, რომ ის კი არ ინანიებს, არამედ სთხოვს ღმერთს მის მიერ ჩადენილი ცოვა ცოდვად არ ჩაუთვალოს და მისგან შეწირული მსხვერპლი მიიღოს როგორც სამართლიანი შესაწირავი „მოუნათლავი“ გმირისა. აღშფოთებული ხევისბერი მოუწოდებს ხალხს თემიდან მოჰკვეთონ ალუდა და ცოლ-შვილით უცხო მხარეს განდევნონ. ხევისბერის მოწოდებაზე, ხალხი ალუდას წინააღმდეგ აღსდგება, მხოლოდ მინდია გამდგარა განზე თვალაცრემლებული, რადგან არ ძალუძს რამე უშველოს ალუდა ქეთელაურს.
ხევისბერის ბრძანებით ხევსურები უნგრევენ ალუდას სახლს და ციხეს. ცოლ-შვილითა და მოხუცი დედით თემიდან სდევნიან, საშინელ ზამთარში. ცოლი და დედა სწყევლიან თემს, თუმცა ალუდას მაინც თავისი მიწა-წყლის, სახლ-კარის, მთისა და ჯვარის ჩაუქრობელი სიყვარული ჰქონდა გულში, ამას ადასტურებს მისი უკანასკნელი სიტყვები:
„ | ერთხელ მაუნდა ალუდას, ერთხელ მობრუნვა თავისა: „მშვიდობით, საჯიხვეებო, გამახარელნო თვალისა! მშვიდობით, ჩემო სახ-კარო, გულში ამშლელო ბრალისა! მშვიდობით, ჩვენო ბატონო, ყმათად მიმცემო ძალისა!“ |
პოემა აგებულია უბრალო ამბავზე, რომლის შესახებაც თავად ვაჟა წერს: „ალუდა ქეთელაურს ქისტებმა ცხენი მოჰპარეს, ქურდებს მდევრად გამოუდგება, ერთ მათგანს თოფით მოჰკლავს, ხოლო მოკლულის ამხანაგი ვაჟკაცურად დაუხვდება. თუმცა ესეც მსხვერპლი ხდება ალუდასი, მაგრამ მოჰხიბლავს მას თავისი ვაჟკაცობით და როცა ჩამოვარდება საუბარი მუცალის მოკვლაზე, ხანდახან შესანდობარს დაჰლევს ალუდა ქისტისას — ლუდს ან არაყს. მარჯვენის მოჭრა-მოუჭრელობაზე ზეპირგადმოცემა არაფერს გვეუბნება. ხალხური თქმულებისა მთელი თავი და ბოლო ეს არის“.
იხ. ვიდეო
სტუმარ-მასპინძელი
ვაჟა-ფშაველამ წერილში „ჩემი პოემების შესახებ“ „სტუმარ-მასპინძლის“ ხალხურ წარმომავლობაზე მიუთითა: „ზეპირგადმოცემამ მომცა მხოლოდ ერთი ადამიანის, ზვიადაურის სახელი და ერთი ეპიზოდი, სახელდობრ, ის, რომ მას ქისტები თავიანთი მკვდრის, დარლას საფლავზე ჰკლავენ, ხანჯალს ურჭობენ ნელ–ნელა ყელში და ცდილობენ, როგორმე შეაშინონ, მოდრიკონ, რომ მსხვერპლი მსხვერპლად გამოდგეს. ზვიადაური ქვავდება და გაიძახის: ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა! დანარჩენი პოემაში საკუთარი ფანტაზიის ნაყოფია“.
ლიტერატურათმცოდნეები აგრეთვე მიუთითებენ, რომ „ფოლკლორში ცნობილია ლეკების მიერ თუში ლუხუმის დაკვლის ამბავიც. ლუხუმის ამბავში ქალის მოტივიც არსებობს, რაც აღაზას მოტივს ნაწილობრივ, ზოგადი შთაბეჭდილებით ეხმაურება. დაღესტანში ტყვედ მყოფი თუში ქალი, რომელიც საზარელი აქტის ასრულებას ესწრება, ლეკებს შესძახებს, თუ არ გეშინიათ, ხელი შეუხსენითო. ლუხუმს ერთადერთი, მარჯვენა ხელი ჰქონდა, მაგრამ ლეკებმა ისიც არ შეუხსნეს“.
პოემაში მოქმედება მიმდინარეობს ქისტეთში. მის დასაწყისში ერთმანეთს ხვდებიან სანადიროდ წასული ჯოყოლა და ზვიადაური. ჯოყოლამ ზვიადაური სახლში ისტუმრა. იქ ზვიადაურს გაიცნობს ჯოყოლასთან სტუმრად მყოფი მოხუცი ქისტი, რომელიც ზვიადაურს იცნობს, როგორც ქისტების მოსისხლე მტერს. ქისტი ზვიადაურის სტუმრობის ამბავს მთელს სოფელს შეატყობინებს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელს დაატყვევებენ. ჯოყოლა ზვიადაურის გათავისუფლებისას აუცილებლობას იმ მოტივით ხსნის, რომ ოჯახში სტუმრის დატყვევება მის (მასპინძლის) შეურაცხყოფას ნიშნავს, ამიტომ ჯოყოლა სამართლის სხვა დროს აღსრულებას მოითხოვს, როდესაც უკვე ზვიადაური ჯოყოლას ოჯახს დატოვებდა. შელაპარაკების დროს ის თავის თანასოფლელს -მუსას სასიკვდილოდ დაჭრის.
ქისტებმა ზვიადაური მის მიერ მოკლულ დარლას საფლავზე მაინც აწამეს, სურდათ გაეტეხათ, მაგრამ ამაოდ,ზვიადაური წარბსაც არ ხრიდა. სანამ ცოცხალი იყო, ის შემდეგ სიტყვებს ამბობდა:„ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა“. ქისტებმა გული მხოლოდ იმით იჯერეს, რომ ზვიადაურის გვამი ღია ცის ქვეშ, ძაღლების საჯიჯგნად დატოვეს.
ჯოყოლას მეუღლე აღაზამ ზვიადაური დაიტირა, როგორც კარგი ვაჟკაცი, მაგრამ როცა ის სახლში ბრუნდებოდა, მას მოეჩვენა, რომ მიცვალებულები მისდევდნენ და რისხავდნენ. აღაზას მოელანდა მკვდარი ძმა, რომელიც საფლავიდან წამომდგარიყო და დას გაჰკიოდა.
შინმოსულმა აღაზამ ჯოყოლასთან იცრუა, მაგრამ ჯოყოლამ არ დაუჯერა. აღაზამ ბოლოს სიმართლე უამბო, რომ ცრემლები ზვიადაურს შესწირა იმიტომ, რომ უცხო შეებრალა, რადგან ამ უკანასკნელს არავინ ჰყავდა დამტირებელი, ამით მან მისი ვაჟკაცობა მოიწონა. ჯოყოლამაც მოუწონა ცოლს საქციელი და აღნიშნა, რომ ქალს ვერ განსჯიდა, რადგან კარგ ვაჟკაცს გლოვა მუდამ უხდებოდა.
ზვიდაურის მკვლელობის გამო ხევსურები ქისტეთის სოფელს თავს დაესხნენ. ჯოყოლამ იცოდა, რომ თანასოფლელები მას არ გაიკარებდნენ და რადგანაც მათთვის ერთგულების დამტკიცება სურდა, გადაწყვიტა ხევსურებს მარტო შებრძოლებოდა. ჯოყოლა დაიღუპა, ქისტებმა კი მისი მოქმედება მეტიჩრობად ჩათვალეს.
ქისტებმა აღაზას ქმარი სასაფლაოზე არ დააკრძალვინეს, ამიტომ მან ჯოყოლა კლდის თავზე დამარხა. ამის შემდეგ აღაზამ საშინელი მარტოობა იგრძნო და ადიდებულ მდინარეში გადაეშვა.
პერსონაჟების პროტოტიპები
ერთი ცნობით, როცა შამილმა შარიათის კანონების გავრცელება დაიწყო, მთიელები, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ მას, წინააღმდეგობას უწევდნენ. ერთ–ერთი ასეთი სერიოზული მოწინააღმდეგე ჯოყოლა დარქიზანაშვილი ყოფილა. ამ წინააღმდეგობის გამო შამილმა მთას ბლოკადა გამოუცხადა და ქისტები იძულებულები გახნდნენ საქართველოში გადმოსულიყვნენ. ხალხური გადმოცემების მიხედვით, ეს ჯოყოლა უნდა იყოს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების გმირის პროტოტიპი.
ზვიადაურის პროტოტიპი უნდა იყოს ლაგაზათ ზვიადი, შემორჩენილია მისი საფლავი სოფელ არდოტში. მისი გვარი ყოფილა გიგაური
იხ. ვიდეო