пятница, 12 февраля 2021 г.

ვახტანგ I გორგასალი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                  ვახტანგ I გორგასალი

სპარს. ვარან-ხუასრო-თანგ
ვახტანგ გორგასლის ფრესკა სვეტისცხოველის საკათედრო ტაძარში, მცხეთა, საქართველო. გადმოღებულია 1840 წლის ახლოს. შემდეგ ეს ხსენებული ეკლესიაში ჩამოირეცხა
ქართლის მეფე V საუკუნის II ნახევარში. „გორგასალი“ (სპარს. მგლისთავა) სპარსელებმა შეარქვეს. ვახტანგ გორგასალი გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი, აღესრულა 60 წლისა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. მისი მოხსენიების დღეა 13 დეკემბერი

სავარაუდოდ, დაიბადა 442 წელს ქართლის მეფე მირდატ და დედოფალ საგდუხტის ოჯახში. მისი აღმზრდელი ყოფილა საურმაგ სპასპეტი449 წელს, როდესაც ვახტანგი 7 წლის იყო გარდაიცვალა მირდატ მეფე.

ქვეყნის მართვა-გამგეობა დროებით ხელში აიღო დედამ, საგდუხტ დედოფალმა. საგდუხტი წარმოშობით ირანელი მოხელის, ბარდავის ერისთავის ბარზაბოდის ქალიშვილი იყო. ბარზაბოდი რელიგიურად მაზდეანი იყო და პროსპარსულ პოლიტიკას უჭერდა მხარს. ის ქრისტიანობის წინააღმდეგი იყო და სიძე-ხელმწიფის მიმართ მტრობას იჩენდა. საგდუხტმა კარგად იცოდა მშობლის ხასიათი, ბოროტი განზრახვა შეუტყო, დაასწრო და თვითონ ეახლა მამას ბარდავში. სთხოვა, არ გაემაზდიანებინა ვახტანგი. ბარზაბოდმა შეიწყალა საფასურის სანაცვლოდ - მცხეთაში მოგვები უნდა დამსხდარიყვნენ და ხალხსაც თვითონ უნდა აერჩია სჯული.

მცხეთაში მოსულ მოგვთა უმაღლესი ქურუმი იყო ბინქარანი, რომელმაც უამრავი ქართველი აცდუნა. ქრისტიანული სამწყოს მეთაურიც სპარსეთის მსტოვარი იყო მცხეთაში, ეპისკოპოსი მობიდანი გარეგნულად მართლმადიდებელი, შიგნიდან მაზდეანი და ყოველგვარი ქართულის შეფარვით მოძულე იყო.

მცირე ხნის შემდეგ ზედიზედ დაიხოცნენ ბარდავის ერისთავი ბარზაბოდი, სპასპეტი საურმაგი და ეპისკოპოსი მობიდანი. საგდუხტ დედოფალმა დრო იხელთა და კონსტანტინოპოლიდან გამოიწვია მიქაელ მღვდელი, რომელიც ეპისკოპოსად დასვა მცხეთაში. მიქაელი საკმაოდ ენერგიული კაცი გამოდგა და მძაფრად აღუდგა წინ ბინქარანს.

ვახტანგის მცირეწლოვანებით და ქვეყნის უპატრონობით ისარგებლეს ალანებმა და 451 წელს გადმოვიდნენ ქართლში. ქვეყანა მოაოხრეს, დაეცნენ კასპს და გაიტაცეს ვახტანგის სამი წლის და — მირანდუხტი.

ამ მომენტით ბიზანტიამაც ისარგებლა. მან ჯერ კლარჯეთი დაიჭირა და შემდგომ აფხაზეთშიც გადმოსხა ლეგიონები. ამის შემდეგ ეგრისს შემოესივნენ და ციხეგოჯამდე მოვიდნენ.

იხ. ვიდეო ვახტანგ გორგასალი

458 წელს თხუთმეტი წლის ვახტანგი ქართლის ტახტზე ავიდა. მან ტახტზე ასვლისთანავე ბრძანა საომარი სამზადისი და 16 წლის ასაკში საპასუხო ლაშქრობა მოაწყო ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც ალანთა დამარცხებით დასრულდა. ვახტანგმა დაიმორჩილა ალანები, გამოიხსნა ტყვეები, მათ შორის, თავისი მცირეწლოვანი და -მირანდუხტი. დაიკავა დარიალის ციხე, იქ თავისი მეციხოვნეები ჩააყენა და გაამაგრა ქართლის ჩრდილოეთი საზღვარი.

ალანთა დამორჩილების შემდგომ, ვახტანგმა გაილაშქრა და დაიმორჩილა ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ოლქები. გადმოსასვლელები შეკრა და მეციხოვნეები ჩააყენა. ამრიგად, მთელი ჩრდილოეთ კავკასია ქართველ ხელმწიფეს ემორჩილებოდა. ჯიქეთიდან ვახტაგ მეფე გადავიდა აფხაზეთში, განდევნა იქიდან ბიზანტიელები და ეგრისის დიდი ნაწილი და კლარჯეთი შემოიერთა. დასავლეთ საქართველოს შემოერთების შემდეგ მეფე მცხეთაში დაბრუნდა. ამ ლაშქრობის შემდეგ მიიღო ვახტანგ გორგასალმა „იალბუზის გმირის“ წოდება და ცნობილი ხალხური ლექსი დარჩა ისტორიაში, რომელიც მას სიყვარულით მიუძღვნა ხალხმა:

„ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა,

ციდან ჩამოესმა რეკა;

იალბუზზე ფეხი შედგა

დიდმა მთებმა იწყეს დრეკა.“

იხ. ვიდეო მთავარსარდალი ვახტანგ გორგასალი



ახტანგი პირველად 20 წლის ასაკში დაქორწინდა, მას შემდეგ, რაც დალაშქრა მთელი კავკასია და დაიბრუნა წართმეული ტერიტორიები.

I მეუღლე — დედოფალი ბალენდუხტი, სპარსეთის შაჰის ჰორმიზდ III-ის ასული. ბალენდუხტ დედოფალმა უშვა ვახტანგს ძე და ასული (ტყუპი) და მშობიარობას გადაყვა. ვახტანგმა ძეს უწოდა დაჩი ანუ დარჩილი. დაჩი გახდა ტახტის მემკვიდრე, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა. მეფობდა დაახლოებით 502-514 წ.წ.

II მეუღლე — დედოფალი ელენე, ბიზანტიის კეისრის ლეონ I-ის ასული. ბერძენი ცოლისაგან ვახტანგ გორგასალს შეეძინა სამი ძე და ორი ასული, რომელთაგან ცნობილია ლეონი და მირდატი.

დაჩის გამეფების შემდეგ დანარჩენ ძმებს ეწოდათ არა მეფეები, არამედ ერისთავთა მთავრები და იყვნენ მეფე დაჩის მორჩილების ქვეშ. ლეონი ადრე გარდაცვლილა, ხოლო მირდატი ერისთავის ხარისხში ფლობდა ტერიტორიას ტაშისკარიდან და ფარავნიდან სპერის ზღვამდე. ის მორჩილობდა მეფე დაჩის და ქრისტიანული აღმშენებლობით იყო დაკავებული. მის მიერ აგებულ ტაძართა შორის გამოირჩევა წყაროსთავის ეკლესია ჯავახეთში.

იხ. ვიდეო

ვახტანგ გორგასალი დიდხანს ემზადებოდა სპარსეთთან გადამწყვეტი ომისთვის. მან 482 წელს სიკვდილით დასაჯა ქვემო ქართლის თავგასული პიტიახში ვარსქენი. ეს ფაქტობრივად სპარსეთთან ომის გამოცხადებას ნიშნავდა.

პეროზ-შაჰმა დიდძალი ჯარი დასძრა საქართველოსკენ მიჰრან-შაბურის სარდლობით. მტკვრის ხეობა სპარსელებით აივსო. ვახტანგ მეფემ თავისი მცირერიცხოვანი ჯარები ქვემო ქართლის მთებში ჩაასაფრა. ვახტანგი ელოდა დახმარებას ბიზანტიიდანჰუნებიდან და სომხებიდან. სომხები კი მოვიდნენ, მაგრამ ბრძოლის წინა დღეს ქართველთა ბანაკი მიატოვეს და სპარსელებს ჩაბარდნენ. ხოლო ბიზანტიელები და ჰუნები საერთოდ არ გამოჩენილან. პირველივე შეტაკებაში ვახტანგი დამარცხდა წარჩინებულთა ღალატის გამო. მეფე სასწრაფოდ ეგრისში გადავიდა ჯარების შესაკრებად. სანამ ვახტანგი ძალებს აგროვებდა ეგრისში, სპარსეთის სარდალი უკან გაბრუნდა, რადგან პეროზი დაიღუპა ჰუნებთან ბრძოლაში და მისი გვამი ვერ იპოვეს.

სასანიანთა სპარსეთში გამეფდა პეროზის ძმა, ბალაში (484-488). ამ დროისთვის ვახტანგ გორგასალმა აღიდგინა პირველობა წინა აზიაში488 წელს სპარსეთში არეულობა დაიწყო - ტახტიდან ჩამოაგდეს ბალაში და გაამეფეს პეროზის ვაჟი კავად I (488-531). ირანის არეულობა გამოიყენა ვახტანგმა იმით, რომ ახალი ქალაქის - თბილისის მშენებლობა დაიწყო. ახალმა შაჰმა, კავადმა მოსთხოვდა ქართველთა მეფეს ბიზანტიაზე ლაშქრობაში მონაწილეობის მიღება. ვახტანგმა უარი განაცხადა და ომისთვის მზადება დაიწყო.

გორგასალმა ელენე დედოფალი შვილებითურთ უჯარმაში გააგზავნა. მცხეთა-არმაზი და მისი შემოგარენი სამ ერისთავს - დემეტრეს, ნერსესა და ბივრიტიანს ჩააბარა.

502 წელს სპარსეთის ურდო ისევ შემოესია ქართლს. უთვალავ მხედრობას თავად კავად შაჰი და უფლისწული ბარტამი მოუძღვოდნენ. მტერი შემოვიდა ივრის ხეობაშირუსთავსა და სამგორში. ქართველთა ჯარი სპარსელებზე ხუთჯერ ნაკლები იყო.

ბრძოლის წინ პეტრე კათალიკოსმა დალოცა მეფე ვახტანგი და მისი ჯარი. ვახტანგმა დილა სისხამზე იერიში ბრძანა. შეუკავებლად მიარღვევდა სამოცი წლის ქართველი მეფე შაჰის კარვისკენ. მიაღწია კიდეც, შევარდა შაჰის კარავში. გრიგალივით მოვარდნილი მთაკაცის ხილვით შეძრწუნებულმა კავადმა წამსვე ცხენი შეატრიალა და ბრძოლის ველიდან გაქუსლა. გორგასალს შეერკინა უფლისწული ბარტამი. მზის ამოსვლიდან საღამომდე იბრძოდა ვახტანგი, რომელიც მოღალატე მონაყოფილმა იღლიაში დაჭრა. მხოლოდ უჯარმაში შეიტყვეს, რომ მეფე დაჭრილი იყო, როცა ძალაგამოცლილი უღონოდ დაეცა სარეცელზე. ამასობაში ბიზანტიის კეისარი ანასტასი მოადგა ქართლს დიდძალი ჯარით. შაჰმა სასწრაფოდ აჰყარა თავისი ჯარი და სამხრეთისკენ გაეშურა. კარნუ-ქალაქთან შეიბნენ სპარსელები და ბიზანტიელები ერთმანეთს. დიდი სისხლისღვრა უშედეგოდ დამთავრდა. ორივე გვირგვინოსანი თავს გამარჯვებულად თვლიდა, მაგრამ ორივე ხელცარიელი დაბრუნდა თავის სატახტოში.





ქართული დამწერლობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

               ქართული დამწერლობა

ქვეყანა საქართველო ქართული დაწერლობა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა.

 ანბანური დამწერლობა, რომელსაც იყენებს ქართული ენა და მისი მონათესავე ქართველური ენები, ასევე დროგამოშვებით სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ქართულ ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება.

ქართლის ცხოვრების თანახმად, ქართლის პირველმა მეფე ფარნავაზმა „განავრცო ენაჲ ქართული“ და „შექმნა მწიგნობრობაჲ ქართული“.

და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენაჲ ქართული და არღარა იზრახებოდა სხუაჲ ენაჲ ქართლსა შინა თჳნიერ ქართულისა, და ამან შექმნა მწიგნობრობაჲ ქართული.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქართული ანბანის სამ სახეობას – ასომთავრულსნუსხურსა და მხედრულს2015 წლის მარტში არამატერიალური ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა სახელწოდებით „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“,2016 წლის 30 ნოემბერს კი იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა

იხ. ვიდეო ქართული ანბანი

ართული დამწერლობის შემოღების თარიღზე მიმანიშნებელი ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი წყარო არ არსებობს. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი მას ფარნავაზ I-ს მიაწერს, ძვ. წ. III საუკუნეში, თუმცა ამის დამადასტურებელი უფრო ადრინდელი საბუთი არ არის. ქართული ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლი „შუშანიკის წამება“[10] (V საუკუნე) მიანიშნებს, რომ მის დაწერამდე უნდა არსებულიყო განვითარებული წერილობითი კულტურა. ამასთან, პროფესორ რევაზ ბარამიძის მიერ 1990-იანი წლების დამდეგს დადასტურებულია, რომ „ქართლის ცხოვრებაში“ ჩართული „ცხოვრება ფარნავაზისი“ არის ფარნავაზის თანამედროვე ჟამთააღმწერლის მიერ შექმნილი თხზულება, თუმცა ეს ფაქტი ამ პერიოდში ქართული დამწერლობის არსებობას ვერ ადასტურებს.

ბოლო დრომდე, არქეოლოგიური მონაცემებით ქართული ანბანის შექმნას ახ. წ. IV—V საუკუნეებს უკავშირებდნენ (დავათის სტელის ასომთავრული წარწერა (ახ. წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასომთავრული წარწერა (492—493 წწ)). აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი1990-იან და 2000—2003 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალები იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ქართული ანბანი უფრო ადრე უნდა ყოფილიყო შექმნილი.

1940 წელს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მცხეთა-არმაზში ნაპოვნია დამწერლობის რამდენიმე ანტიკური ძეგლი. წარწერები შესრულებულია ბერძნულ ენაზე. იქვეა უცნობ ალფავიტზე შესრულებული რამდენიმე ნიშანი, რომლებიც პავლე ინგოროყვას მოსაზრებით ქართული ასომთავრული დამწერლობის უძველესი ნიმუშები უნდა იყოს.

მარცხნივ: ბოლორგირი; მარჯვნივ: ნუსხური. სომხური ბოლორგირისა და ქართული ნუსხურის სტილისტურ–გრაფიკული მსგავსება.

არსებობს ქართული დამწერლობის შექმნის სომხური ისტორიული წყაროების გადმოცემაც, რომელიც სომხურ და ალბანურ ანბანებთან ერთად, ქართულის შექმნასაც V საუკუნის სომეხ ისტორიკოს მესროპ მაშტოცს მიაწერს. ეს ცნობა დაცულია V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის თხზულებაში „მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა“. ივანე ჯავახიშვილმა შეისწავლა კორიუნის ეს თხზულება, და დაასკვნა, რომ მესროპის მიერ ქართული ანბანის შექმნის ვერსია VI საუკუნის ჩანართია. ამასთან, V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ლაზარ ფარპეცი მაშტოცს მხოლოდ სომხური ანბანის შემქმნელად მიიჩნევს.

სომხურსა და ქართულ ანბანებს შორის მსგავსებებთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს: ქართული და სომხური დამწერლობები შედგენილია ასოთა მიმდევრობის სხვადასხვა სისტემით — ქართული ანბანის პირველი ნაწილი ემთხვევა ბერძნული ანბანის ასოთა განლაგებას, ხოლო ქართულისთვის დამახასიათებელი ასოები ანბანის ბოლოშია თავმოყრილი (), სომხურ ანბანში კი, სომხური ენისთვის დამახასიათებელი ასოები ძირითად ანბანურ ასოებს შორის არის გაფანტული. ამდენად, სომხური და ქართული ანბანების ასოთა რიგი ერთმანეთს არ ემთხვევა; განსხვავდება ასოთა სახელები და მათი რიცხვითი მნიშვნელობები, რომლებიც, რ. პატარიძის და ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქართული ანბანის სომხურიდან წარმოშობის შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვეოდა. მიუხედავად ამისა, ქართულ ასომთავრულსა და სომხურ ერკათაგირს შორის მართლაც არის დიდი მსგავსება გრაფიკაში. ერკათაგირიც ასომთავრულის მსგავსად ორ ხაზოვან სისტემაში იწერება და მისი ასო–ნიშნები ხაზებისა და წრეების (რკალების) კომბინაციითაა მიღებული. გარდა ერკათაგირისა, ქართულ ნუსხურს სტილისტურად და გრაფიკულად ჰგავს ერკათაგირის შემდგომი სახე — ბოლორგირი. ბოლორგირში, ისევე როგორც ქართულ ნუსხურში, ასოებს კუთხოვანი ფორმა აქვს, მარცხნიდან მარჯვნივაა დახრილი და ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურთან შედარებით სქელია. თუმცა, გრაფიკული და სტილისტური მსგავსებით მტკიცება მათ საერთო შემქმნელზე მხოლოდ ვარაუდია. ამ თეორიას ასუსტებს ბოლო დროს არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი ასომთავრულის უძველესი ნიმუშები, რომლებიც სავარაუდოდ გაცილებით ადრეულ ხანას განეკუთვნება (ნეკრესისა (ახ. წ. I ს) და დავათის (IV ს) წარწერები), ვიდრე თავად მესროპ მაშტოცის მოღვაწეობის ხანა (V ს).

იხ. ვიდეო  დაწერლობის ისტორია  - ახალი დოკუმენტური ისტორია





среда, 10 февраля 2021 г.

სუბლიმაცია (ფიზიკა)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       სუბლიმაცია (ფიზიკა)

სუბლიმირებული ნიკელის ციკლოპენტადიენლი

 ნივთიერების მყარი მდგომარეობიდან აირად ფაზაში გადასვლა პირდაპირ, თხევადი მდგომარეობის გამოტოვებით. სუბლიმაციის საპირისპირო პროცესი არის დეპოზიცია, იგივე დესუბლიმაცია. ამ პროცესის დროს ნივთიერება, აირიდან პირდაპირ გადადის მყარ მდგომარეობაში. სუბლიმაცია არის ზოგადი ტერმინი და გამოიყენება, რათა აღიწეროს მყარიდან აირადში გადასვლის პროცესი (სუბლიმაცია), რასაც ტემპერატურის შემცირების შემდგომ აუცილებლად მოჰყვება აირიდან მყარში გადასვლა (დელუბლიმაცია). მიუხედავად იმისა, რომ თხევადიდან აირადში გადასვლას ეწოდება აორთქლება, იგი მოიცავს თხევად ფაზასაც, ანუ აორთქლებისას ნივთიერება მყარი მდგომარეობიდან, ჯერ თხევადში, ხოლო შემდეგ აირად ფაზაში გადადის, რაც განასხვავებს მას სუბლიმაციისგან.

ნორმალური წნევის დროს, ქიმიური ნაერთებისა და ელემენტების უმეტესობა გვხვდება სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობაში. ამ შემთხვევებში კი, მყარიდან აირად მდგომარეობაში გადასვლა საჭიროებს შუალედურ თხევად მდგომარეობას. აღნიშნული წნევა წარმოადგენს ნივთიერების პარციალურ წნევას და არა მთლიანი სისტემისას (მაგ. ატმოსფერული წნევა). ზოგიერთი ნივთიერებისთვის, როგორებიცაა მაგალითად ნახშირბადი და დარიშხანი, მათთვის სუბლიმაცია ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე გადნობა და შემდეგ აორთქლება.

                                                             

ფაზური გადასვლა პირველი დონიდან ფაზურზე დიამაგრამა

ტერმინი სუბლიმაცია გულისხმობს ნაერთის ფიზიკურ ცვლილებას და არ გამოიყენება ქიმიური რეაქციით გამოწვეული მოვლენის აღსაწერად, რაც მყარიდან აირადში გადაქცევას გულისხმობს, ანუ სუბლიმაციისას ნივთიერება არ იცვლება. მაგალითად, მყარი ამონიუმის ქლორიდის კრისტალების გაცხელებისას იგი იშლება წყალბადის ქლორიდად და ამიაკად, ეს არ არის სუბლიმაცია, ვინაიდან ნივთიერება დაიშალა და მაშასადამე შეიცვალა, რაც ქიმიური რეაქციაა.

სუბლიმაცია გამოწვეულია სითბოს მიღებით, რაც უზრუნველყოფს ზოგიერთ მოლეკულას, რათა მიიღონ საჭირო ენერგია და მეზობელი მოლეკულების მიზიდვის ძალები დაძლიონ და გადავიდნენ ორთქლის ფაზაში. ვინაიდან პროცესს დამატებითი ენერგია ესაჭიროება, ეს ნიშნავს რომ იგი ენდოთერმულია. სუბლიმაციის ენთალპია, შეიძლება გამოითვალოს შერწყმის ენთალპიისა და აორთქლების ენთალპიის ჯამით.

იხ. ვიდეო

მყარი ნახშირბადის დიოქსიდი, იგივე მშრალი ყინული, სუბლიმაციას განიცდის ჩვეულებრივ გარემოში, თუმცა მაღალი წნევასა და სპეციალურ პირობებში იგი ჩვეულებრივად გადადის მყარიდან თხევადში.

                                                                

მშრალი ყინულის სუბლიმაცია

ნაფთალინი, ორგანული ნაერთი, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება პესტიციდებში. ვინაიდან იგი არაპოლარული ნაერთია, ამიტომაც მისი მოლეკულები ერთმანეთს ვან დერ ვაალსის ძალით უკავშირდებიან. ნაფტალინი ჩვეულებრივ პირობებში არის მყარი ნივთიეება, რომელიც 80 °C-ზე სუბლიმაციის გზით გადადის აირად მდგომარეობაში. მისი ორთქლის წნევა საკმაოდ მაღალია და დაახლოებით უდრის 1 კოლოპასკალს 80 °C-ზე. აირად მდგომარეობაში გადასვლის შემდგომ, როდესაც იგი გრილ ზედაპირზე მოხვდება გამყარდება და ზედაპირს ჩამოეკიდება ნემსის ფორმის კრისტალების სახით.

                                                                         

სუბლიმაციის შედეგად მიღებული ნაფთალინი

იოდი წარმოქმნის იასამსინფერ ორთქლს გაცხელებისას. თუმცა თხევადი იოდი წარმოიქმნება სპეციალურ ატმოსფერულ წნევასა და პირობებში, რაც მოიცავს ტემპერატურის ზუსტ რეგულირებას. სასამართლო მეცნიერებაში, სუბლიმირებულ იოდს იყენებენ, რათა ფურცელზე არსებული ანაბეჭდი თვალსაჩინო გახადონ. სუბლიმაცია ასევე ახასიათებს დარიშხანს, მენთოლსა და კოფეინს.





წყლის წრებრუნვა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           წყლის წრებრუნვა

წყლის სრებრუნვა

დედამიწის ბიოსფეროში წყლის ციკლური მიმოქცევის პროცესი.

დედამიწაზე წყლის ბრუნვა სამ ძირითად ნაწილად იყოფა: ოკეანურად, შიდა კონტინენტურად და კონტინენტურ-ოკეანურად. ყოველდღიურად დედამიწაზე 577 ათასი კუბური კმ. წყალი „გადაადგილდება“. აქედან ძირითადი ნაწილი (80%) ოკეანეების ზედაპირზე „მოძრაობს“ (ორთქლდება და ნალექის სახით უკანვე უბრუნდება მას). აორთქლებული წყლის ნაწილი (119 ათასი კუბ. კმ.) ქარს კონტინენტებზე გადააქვს. მისი უდიდესი ნაწილი მდინარეების მეშვეობით კვლავ უბრუნდება ოკეანეებს, ხოლო მცირე ნაწილი ჩაედინება ისეთ წყალსატევებში, რომლებსაც მსოფლიო ოკეანესთან კავშირი არ გააჩნია.

იხ. ვიდეო

ერთიმეთხოედი დედამიწის ზედაპირის უკავია წყალს. წყლის გარს დედამიწის ქვია ჰოდროსფერო. მისი დიდი ნაწილი 97% არის მარილიანი ზღვები დაოკეანეები.  მცირე ნაწილი უკავია ტბებს, მდინარეებს, ყოლებს, გრუნტის წყლებს და წყლის ორთქლს. აქედნა ბრუნვაში არის 1% მთელი წლის, ხოლო დიდი ნაწილი ინახება ყონულისა და თოვლის სახით.
იხ. ვიდეო


დედამიწაზე წყალი სამ აგრეგატულ მდგომარეოაბშია: თხევადი, მყარი და გაზისებური. წლის გარეშე ორგანიზმებს არ შეუძლია სიცოცხლე.  ყოველ მდგომარეობაში წყალი შედის ქიმიურ ურთიერტობაში რის გარეშეც ცოცხლ ორგანიზმებს არ შეუძლია სისცოცხლე. წყალი წარმოადგენს ყველაზე ძვირფას დ აუციცლებელ ნივთიერებას ცოცხალი ორგანიზმისთვის.
                                                                        
გარემოსაშუალო                     დროს                განახლების        
იკეანეები3  200 წ-მდე
ყინულები  5   დან   10 წ -მდე
სეზონერი თოვლის  საფარი      2 დან  6 თვემდე
ნიადაგის   ქერქი1 დან 2 თვემდე 
გრუნტის წლები : მიწისქვეშა წლები  100 დან 200 წ-მდე
გრუნტის წყლები : სიღრმეში10 000 წ
ტბები15 დანი  17 წ- მდე
მდინარეები17 დან 19 წ-მდე
ატმოსფერო10 დღ.

ტოფუ

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                   ტოფუ

ტოფუს ნაჭრები გადაღებულია პეკინში

 აგრეთვე სოიას ხაჭო, ანდა უფრო იშვიათად ლობიოს ყველი, (ჩინურად 豆腐 dòufu; იაპონურად 豆腐, tōfu; კორეულად: 豆腐/두부, ვიეტნამურად 豆腐 Đậu phụ (ასევე: đậu hủ, tàu hủ); რევიდირებული ვარიანტია: dubu: tubu) არის ჩინური და აქედან გამომდინარე მთელს სამხრეთსა და აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებული სურსათის სახეობა. ეს საკვები პროდუქტი დასავლეთშიც სულ უფრო და უფრო ცნობადი ხდება. ტოფუს განსაკუთრებით ხშირად მოიხმარენ ვეგეტარიანელები და ვეგანელები.

ტოფუს ამზადებენ თეთრი სოიას მონაცომი მასისაგან, რომლის კოაგულაციის დროსაც სოიას რძე წარმოიქმნება. ხაჭოს კი, რომელიც ამ რძისაგან კეთდება, მცირე ბლოკებად, ფორმებად გამოწურავენ. დამზადების ეს პროცედურა ძალიან ჰგავს ყვლის (რძისაგან) ამოყვანის ტექნოლოგიას

იხ. ვიდეო


ტოფუს ისტორიულად ზუსტი წარმოშობისა და დამზადების ტექნოლოგიის (ან ამ ტექნოლოგიის განვითარების) შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. სამაგიეროდ არსებობს უამრავი თეორია, ან უფრო სპეკულაცია ტოფუს წარმოშობის შესახებ, რომლებიც ძალიან ჰგავს ლეგენდებს. ამ მხრივ ტოფუს წარმოშობის ისტორია ძალიან ჰგავს ყვლის, ან კარაქის წარმოშობისას.

                                                               

მაკარონი დამზადებული ტოფუსგან

 

ერთი რამ ცხადია; ტოფუს დამზადების წესს ადამიანები ამა თუ იმ ფორმით უძველესი დროიდან იცნობდნენ. ტოფუს ჯერ ჩვ. წელთაღრიცხვამდე II ათასწლეულში ამზადებდნენ ჩინეთის იმპერიაში, ხოლო გავრცელება ჰპოვა იაპონური ქრონოლოგიით ნარას-ხანიდან (VIII საუკუნეკორეასა და ოდნავ მოგვიანებით მთელს აზიაში. იაპონიაში მას „ტოფუ“ უწოდეს. ამ სამ ქვეყანაში ისევე როგორც ვიეტნამსა და თაილანდში ტოფუ იქცა მთავარ საკვებ-პროდუქტად.


понедельник, 8 февраля 2021 г.

მუხრან მაჭავარიანი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                   მუხრან მაჭავარიანი

მუხრან მაჭავარიანი დაიბადა 1929 წლის 12 აპრილს, სოფელ არგვეთში.

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963-1964 წლებში იყო ჟურნალ „პიონერი“ -ს მთავარი რედაქტორი. 1967-1982 წლებში ჟურნალ „დილის“ მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან ალმანახ „საუნჯის“ მთავარი რედაქტორი.

პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ „პირველ სხივში“ , პირველი წიგნი „ლექსები“ — 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული — „წითელი მზე და მწვანე ბალახი“ და „სიჩუმე უშენოდ“, რომელიც რუსულად თარგმნა ევგენი ევტუშენკომ. ამ კრებულისათვის 1959 წელს მაჭავარიანს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

მუშაობდა ჟურნალ „ცისკრის“ პოეზიის განყოფილების გამგედ 1957–1963 წლებში, ჟურნალ „პიონერის“ მთავარი რედაქტორად 1963–1964 წლებში, ჟურნალ „დილის“ მთავარ რედაქტორად 1967–1982 წლებში, ალმანახ „საუნჯის“ მთავარი რედაქტორად 1982–1988 წლებში. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე 1988–1992 წლებში. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“,

მუხრან მაჭავარიანის ლექსები თარგმნილია რუსულინგლისურგერმანულფრანგულბულგარულჩეხურ და სხვა ენებზე.

იხ. ვიდეო მუხრან მაჭავარიანი ულამაზესი ლექსი



გარდაცვალება

მუხრან მაჭავარიანი 2010 წლის 17 მაისს, თბილისში, რუსთაველის თეატრში პოეტ ფრიდონ ხალვაშის ოთხმოცდამეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც სცენაზე შეუძლოდ გახდა, წაიქცა და გულის შეტევით თეატრის დიდ სცენაზე გარდაიცვალა. ექიმების დიდი ძალისხმევის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პოეტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მისი საფლავი ნოდარ დუმბაძისა და იაკობ ნიკოლაძის საფლავების გვერდით მდებარეობს.

ოჯახი

  • მშობლები: თამარ იაკობაშვილი, ივანე (იოანე) მაჭავარიანი.
  • და: თინათინ მაჭავარიანი
  • მეუღლე: ლამარა ბოკერია (1928).
  • შვილები: ნანა (1956), ივანე (1965).

წიგნები

  • „ლექსები“, 1955 წ.
  • „წითელი მზე და მწვანე ბალახი“, 1958 წ.
  • „სიჩუმე უშენოდ“, 1958 წ.
  • „გზადაგზა“, 1965 წ.
  • „იარონ“, 1970 წ.
  • „თქვი“, 1971 წ.
  • „ვინც იყო, იგი რომ არა...“, 1973 წ.
  • „დუმილი რეკავს“, 1974 წ.
  • „ლექსები“, 1976 წ.
  • „ერთტომეული“, 1979 წ.
  • „გიკვირს?! – ნუ გიკვირს!“, 1995
  • „სერია: 100 ლექსი“, გამომცემლობა „ინტელექტი“, თბ. – ISBN 99940-39-11-3
  • იხ. ვიდეო


თარგმანები

 

იოსებ გრიშაშვილი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                     იოსებ გრიშაშვილი

(ფსევდონიმი; ნამდვილი გვარი მამულაშვილი; დ.24 აპრილი [ ძვ. სტ. 12 აპრილი]1889თბილისი ― გ. 3 აგვისტო1965, იქვე) — ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1959), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1947), სომხეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1945).დაიბადა ხარფუხელი კალატოზის ოჯახში. სწავლობდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში, თუმცა სწავლების კურსი არ დაუმთავრებია. ჭაბუკობიდანვე დაუახლოვდა ქართულ თეატრს, იყო სუფლიორი, მსახიობი, წერდა პატარა პიესებსა და ლექსებს.
იხ. ვიდეო გამოთხოვება ძვალ თბილისთან

გრიშაშვილის ლექსთა პირველ კრებულებში („ვარდის კონა“, 1906; „ფანტაზია“, 1907) უმთავრესად ქალაქური ყოფა და პოეტის ინტიმური განწყობილებებია წარმოსახული, თუმცა სოციალური პრობლემებისადმი ცხოველი ინტერესიც შეიმჩნევა („ტუსაღის სიმღერა“, 1906; „ბრძოლა“, 1907; „დაჰბერე ქარო!“, 1907). ლექსთა მომდევნო კრებულებში (19091914, ტ.1) საბოლოოდ გამოიკვეთა პოეტის შემოქმედების პირველი პერიოდის (1905-1920) ძირითადი, ინტიმურ-სატრფიალო მოტივი. გრიშაშვილისთვის სიყვარული ბედნიერების, კეთილშობილებისა და თავდადების უშრეტი წყაროა („მაჯამა“, 1907; „ლერწამი ხარ!...“, 1911; „რა კარგი ხარ, რა კარგი!“, „ხელთათმანის ღილი“, 1914). თხზულებათა II ტომმა (1922) ერთგვარი ზღვარი დაუდო გრიშაშვილის შემოქმედების პირველ პერიოდს.

მეორე პერიოდში (1920-1965), როცა გრიშაშვილის ლირიკაში მთავარი ადგილი დაიჭირა მოქალაქეობრივმა მოტივებმა, სხვა ჟღერადობა შეიძინა სატრფიალო მოტივმაც (ციკლი „მხოლოდ სიყვარული“, 1922-1960). ლექსებით „გამოთხოვება ძველ თბილისთან“ (1925), „ლამპების საუბარი“ (1927), „საუბარი ასოთამწყობთან“ (1929) და სხვა.

იხ. ვიდეო შენ გაირყვნები



შემდგომ პერიოდში გრიშაშვილის შემოქმედებაში მომძლავრდა მოქალაქეობრივი და სოციალური მოტივები („ერთი დღე სოფელში“, 1934; „ნარინჯიანო“, 1937; „სამშობლოსადმი“, 1938; „ჯილდო“, 1944; „სამგორი“, 1951 და სხვა). სამშობლოს სიყვარული გრიშაშვილის პოეზიაში ორგანულად ერწყმის თბილისის თემას. თბილისის ისტორია, ქალაქური ყოფის კოლორიტული სურათები, მამაცი, ალალი, გულუხვი თბილისელები, ქალაქის გუშინდელი თუ დღევანდელი დღე, მისი მომავლის პერსპექტივა წარმოგვიდგება გრიშაშვილის ლექსებში: „ტრიოლეტები შეითანბაზარში“, 1918; „აშპაშხანისკენ“, 1920; „გრიგოლ ორბელიანი კომკავშირის ხეივანში“, 1939; „ჩემი თბილისი“, 1955 და ა.შ. პატრიოტული განწყობები ვლინდება II მსოფლიო ომის დროინდელი ლექსებში: „ორი სიტყვა“, 1941; „მეისტორიევ, წიგნი დახურე“, 1941; „ბალადა ხელმანდილზე“, 1942 და სხვა. 1950 პოეტს სსრკ სახელმწიფო პრემია მიენიჭა ლექსთა ერთტომეულისათვის (1949).

გრიშაშვილი XX საუკუნის ქართული ვერსიფიკაციის ერთ-ერთი რეფორმატორია; მისი ლექსების ორიგინალური რიტმი და რითმა, შთამბეჭდავი პოეტური ტროპები, ოსტატური ბგერწერა ზედმიწევნით გამოხატავს პოეტის იდეურ ჩანაფიქრს. გრიშაშვილმა დიდი ამაგი დასდო ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებას (ციკლი „თქვენთვის, ჩემო პატარებო“, 1923-1960).

გრიშაშვილს ეკუთვნის საყურადღებო ლიტერატურული გამოკვლევები: „საიათნოვა“ (1914-1918); „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“ (1926-1927), ნაშრომები ა. ჭავჭავაძისი. ჭავჭავაძისა. ყაზბეგისმიხეილ ლერმონტოვისა და სხვა მწერლების შესახებ. თარგმნა სომხური და აზერბაიჯანული ლიტერატურის ბევრი კლასიკური ნიმუში, ანა ახმატოვასსერგეი მიხალკოვისსტეფანე შჩიპაჩოვისვერა ინბერისა და სხვების ლექსები. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

იხ. ვიდეო აპრილი თბილისში (კითხულობს იოსებ გრიშაშვილი)






მშობიარობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                              მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...