вторник, 2 марта 2021 г.

Volkswagen

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                      ფოლკსვაგენი 

                   

(გერმ. Volkswagen [ˈfɔlksˌvaːɡən] „სახალხო მანქანა“) — გერმანული საავტომობილო კომპანია. მისი სათავო ოფისია ქვემო საქსონიის ქალაქ ვოლფსბურგში. „ფოლკსვაგენი“ კონცერნ „ფოლკსვაგენ ჯგუფის“ საბაზო და ძირითადი ბრენდია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელია. „ფოლკსვაგენის“ გარდა, კონცერნს ეკუთვნის „აუდი“„ბენტლი“ (Bentley), „ბუგატი“ (Bugatti), „ლამბორგინი“„სეატი“ (Seat), „შკოდა“ (Škoda) და სხვა ცნობილი ბრენდები. დევიზი - Das Auto, დაფუძნდა 1937წ-ის 28 მაისს, ბრუნვა 
€197 007 მლრდ (2013), თანამშრომელთა რაოდენობა - 369 928 ადამიანი (2008წ-ის 31 დეკემბრისთვისთვის)
იხ. ვიდეო

1930-იან წლებში ავტომობილი ფუფუნების საგანს წარმოადგენდა და 50 გერმანელიდან მხოლოდ ერთს ჰყავდა. უბრალო ხალხს, ძირითადად, მოტოციკლეტის ყიდვა შეეძლო. ამ ბაზრის ათვისება რამდენიმე კომპანიამ ერთდროულად განიზრახა. საქმე წინ ნელა მიიწევდა.

1934 წელს ადოლფ ჰიტლერი დაინტერესდა საკითხით. ფიურერმა კონსტრუქტორებს მოსთხოვა გერმანული ოჯახებისთვის იაფი, ჭეშმარიტად სახალხო მანქანის შექმნას, რომელშიც ორი ზრდასრული და სამი ბავშვი დაეტეოდა. ახალ მანქანას 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა უნდა შეძლებოდა და 62 ცხენის ძალა ჰქონოდა. ჰიტლერი ოცნებობდა, რომ გერმანიის მოქალაქეებისთვის ისევე ხელმისაწვდომი გამხდარიყო ოჯახური ავტომობილი, როგორც ეს ამერიკელებისთვის იყო. მესამე რაიხის ბელადის ბრძანების თანახმად, „სახალხო მანქანის“ ფასი 990 რაიხსმარკა (იმდროინდელი კურსით, სულ რაღაც 396 აშშ დოლარი) უნდა ყოფილიყო. ზუსტად ამდენი ღირდა პატარა მოტოციკლეტი. ეს ფასი მისაღები იქნებოდა ბევრი გერმანელისთვის, რადგან საშუალო შემოსავალი 32 რაიხსმარკა იყო კვირაში.

                                                                       

ფოლსვაგენის ლოგოს ევულუცია (1937 - 2019წწ)

       

ადოლფ ჰიტლერის უშუალო დავალებით, 1937 წლის 28 მაისს გერმანელ მუშათა ფრონტმა (Deutsche Arbeitsfront) ბერლინში დააარსა ფირმა, რომელსაც 1938 წლის 16 სექტემბერს „ფოლკსვაგენი“ ეწოდა. მალე აშკარა გახდა, რომ შეუძლებელი იყო მოტოციკლეტის ფასად მანქანის გამოშვება. ფიურერი უკან დახევას არ აპირებდა. მან ხალხისთვის შეიმუშავა თანხის დაზოგვის სქემა: „კვირაში 5 მარკა უნდა გადადოთ, საკუთარი მანქანის ტარება თუ გსურთ“. წმინდა წყლის პროპაგანდა არარეალისტურ პროექტს ლობირებდა, მაგრამ ნაცისტური რეჟიმის მხარდაჭერით, ლეგენდარული ფოლკსვაგენი 336 ათასი მოქალაქის ოჯახის სამსახურში ჩადგა. 1938 წელს ქალაქ შტუტგარტში გამოვიდა ავტომობილ KdF-Wagen-ის პროტოტიპი.

1972 წელს ფოლკსვაგენმა 15 007 034 „ხოჭოს“ გამოშვებით ფორდ-ტეს (Ford T) რეკორდს აჯობა[4].

1973 წელს „ფოლკსვაგენმა“ პირველი პასატი გამოუშვა, 1974 წელს კი – გოლფ-1 (Golf I).

1975 წელს გამოვიდა პირველი თაობის პოლო, ხოლო 1978 წლიდან – ჯეტა-1 (Jetta I).

1980 წელს გერმანიაში „ხოჭოს“ გამოშვება დასრულდა, მაგრამ მექსიკის ქარხანაში მისი წარმოება კიდევ დიდხანს გაგრძელდა. 1981 წელს გამოვიდა მეოცმილიონე „ხოჭო“. ბოლო ეგზემპლარი 2003 წლის 30 ივლისს გამოუშვეს და ის იყო 21 529 464-ე „ხოჭო“, რაც ერთი კონკრეტული მოდელისთვის ნამდვილი მსოფლიო რეკორდია. 1981 წელს მეორე თაობის პოლო გამოუშვეს ბაზარზე. 2007 წელს ააწყვეს 25-მემილიონე გოლფი.

დღეს ფოლკსვაგენი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ბრენდია. 2008 წლის მონაცემებით, ევროპაში ყოველი მეხუთე მსუბუქი ავტომობილი ფოლკსვაგენია.

                                        

понедельник, 1 марта 2021 г.

ღიმილი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                  ღიმილი

სახის გამომეტყველება, რომელიც პირის ორივე მხარეს წარმოიქმნება კუნთების მოხვრით. ღიმილი თვალების გარშემოც წარმოიქმნება. ადამიანებში, ესაა გამომეტყველება, რომელიც გამოხატავს ბედნიერებას ან სიამოვნებას, მაგრამ ზოგჯერ არის შფოთვის უნებლიე გამოხატვა; ამ შემთხვევაში ცნობილია როგორც სახის მანჭვა. ღიმილი კულტურის, რასისა და რელიგიის მიუხედავად ყველასთვის გასაგებია და საერთაშორისოდაა ცნობილი. კროს-კულტურულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მსოფლიოში ღიმილი კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა,მაგრამ კულტურათა მიხედვით დიდი განსხვავებაა. ეს ასევე შეიძლება იყოს სპონტანური და ხელოვნური.

ცხოვრებაში, სულ მცირედ, ერთხელ მაინც ყველას გაუღიმია და ეს არაა რაღაც, რასაც დავისწავლით — არამედ პოზიტიური გამოცდილების ბუნებრივი რეაქციაა

იხ. ვიდეო ძალიან მაგარიაა ადამინი ღიმილი




воскресенье, 28 февраля 2021 г.

პატარა ჯო (კინო ფილმი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

               პატარა ჯო (კინო ფილმი)

ინგლ. Little Joe - დრამატული ფილმი ფანტასტიკური ჟანრის რეჟისორ ჯესიკა ჰაუნსერის, ქვეყანა - ავსტრია, დიდი ბრიტანეთი გერმანია. ბიუჯეტი - 135,242$ 2019 წელს კანის კინოფესტივალის მთავარი კონკურსის მონაწილე. ემილი ბიჩამმა საუკეთესო მსახიობი ქალი მიიღო კანში
სიუჟეტი - ალის ვუდარდი (ემილი ბიჩამი), მარტოხელა დედა, უფროსი სელექციონერია მეცხოველეობის კორპორაციისთვის. კომპანიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, მან ერთ-ერთი მცენარე სახლში აიღო საჩუქრად თინეიჯერი ვაჟისთვის და შვილს სახელი დაარქვა "Baby Joe", მაგრამ მალევე დაიწყო მცენარის აუხსნელი შიში.
იხ. ვიდეო კინო


შუა საუკუნეების მედიცინა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

            შუა საუკუნეების მედიცინა

ადამიანის ანატომია მიონიტურა ,,ბრწყინვალე ადამიანი'' ჰერცოგ ბერისკი

 შუა საუკუნეებში უმეტესწილად განვითარებული იყო პრაქტიკული მედიცინა, რომლითაც დაკავებულნი იყვნენ მეაბანოე-დალაქები. ისინი ხსნიდნენ ვენებს, ახდენდნენ სახსრების ჩაგდებას, ამპუტირებას. მეაბანოეს პროფესია საზოგადოებრივ ცნობიერებაში ასოცირდებოდა „უსუფთაო“ პროფესიებთან, რომლებიც დაკავშირებული იყო ადამიანის ავადმყოფ სხეულთან, სისხლთან, გვამებთან; დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოება მათ არ იღებდა. გვიან შუა საუკუნეებში მეაბანოე-დალაქების, როგორც პრაქტიკული მკურნალების, ავტორიტეტი გაიზარდა, ხშირ შემთხვევაში სწორედ მათ მიმართავდნენ ავადმყოფები. მეაბანოე-მკურნალის ოსტატობისთვის მაღალი მოთხოვნები არსებობდა: რვა წლის განმავლობაში მას უნდა გაევლო მოსწავლეობის პერიოდი, ჩაებარებინა გამოცდა მეაბანოოე უხუცესების ამქრის, საქალაქო საბჭოს წარმომადგენლისა და მედიცინის დოქტორის წინაშე. ევროპის ზოგიერთ ქალაქში XV საუკუნის მიწურულს მოაბანოეებისგან იქმნებოდა ექიმი-ქირურგების ამქარი (მაგალითად, კელნში).
იხ. ვიდეო

შუა საუკუნეებში გავრცელებული იყო ტუბერკულოზიმალარიაყვავილიყივანახველასკაბიესი, სხვადასხვა სიმახინჯეები, ნერვული დაავადებები. ყველა ომის ჩვეული თანხმლებები იყო დიზენტერიატიფი და ქოლერა, რომელთაგანაც XIX საუკუნის შუა ხანებამდე იმაზე მეტი ჯარისკაცი იღუპებოდა, ვიდრე ბრძოლებისგან. თუმცა შუა საუკუნეების ნამდვილი უბედურება იყო ბუბონური შავი ჭირი. პირველად ის გაჩნდა ევროპაში VIII საუკუნეში1347 წელს შავი ჭირი აღმოსავლეთიდან ევროპაში შეიტანეს გენუელმა მეზღვაურებმა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაავადება მთელ კონტინენტზე გავრცელდა. 1354 წლისთვის შავმა ჭირმა მოიცვა აგრეთვე ნიდერლანდებიჩეხურიპოლონურიუნგრული მიწები და რუსი.

იხ. ვიდეო





 

კრიპტონი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                                კრიპტონი

ინერტიული გაზი უსუნო და უფერული
ელემენტის რიგითი ნომერი 36, 
(CAS-ნომერია: 7439-90-9) — ერთ ატომიანი ინერტული აირი, ფერის, გემოსა და სუნის გარეშე.
   
ატომური მასა (მოლური მასა) - 83,8 მ ა.ე. (გ. მოლი), ელექტრონული კონფიგურაზია - [Ar] 3d10 4s2 4p6
ქიმიური თვისებები - კოვალენტური ბმა - 116 პმ, იონური რადიუსი - 169 პმ, ელექტროუარყოფითობა (პოლინგის თანახმად) - 3,0, ელექტროუარყოფითი პოტენციალი - 0, ჟანგვის ხარისხი - 2, 
მარტივი ნივთიერებების თერმოდინამილული თვისებები - ბივთიერების სიმმკვრივე - 
( - 153 °C-ის დროს)2,155 /სმ³), თბოტევადობა - 0,0095  ვტ/(·კ), დნობის ტემ-რა - 116,6კ, დნობის სითბო - კჯ/მოლი, დუღილის ტემპ-რა - 120, 85კ, აორთქლების სითბო - 9,05 /მოლი, მოლური მოცულობა - 32,2 სმ³/მოლი
                                                                                 
კრიპტონის ატმოსი სქემა
შედის ინერტული აირების ჯგუფში. 1898 წელს შოტლანდიელმა მეცნიერმა უილიამ რამზაიმ და მ. ტრავერიმ (ინგლისელი ქიმიკოსის) მიერ თხევადი აირის შემადგენელი კომპონენტების აორთქლების შემდეგ დარჩენილ ნაშთში (წინასწარ ჟანგბადისაზოტისარგონის მოცილების შემდეგ) ნარევში, სპექტრული მეთოდით აღმოჩენილი იქნა ორი აირი: კრიპტონი («ფარული», «საიდუმლო») და ქსენონი («უცხო», «უჩვეულო»). იმავე მეცნიერების მიერ, რამდენიმე კვირის
 მოგვიანებით, მსგავსი პროცედურებით აღმოჩენილ იქნა ნეონიც. 1904 წელს უ. რამზეის მიანიჭეს ნობელის პრემია კეთილშობილი აირების სერიის აღმოჩენისათვის (მათ შორის კრიპტონიც).
იხ. ვიდეო კროპტონი ინერტიული გაზია რომელსაც შუძლია ელვის გამოწვევა

იგი ატმოსფეროში გვხვდება კვალის სახით. მისი გამოყოფა თხევადი აირიდან ხდება ფრაქციული გამოხდით. სხვა იშვიათ აირებთან ერთად იგი ხშირად გამოიყენება ფლოურესცენცირებულ ნაერთებში.

დედამიწის ქერქში (ლითოსფეროსა და ატმოსფეროს ჩათვლით) კრიპტონის შემცველობა შეადგენს 1.9 × 10-8 %. იგი შეიძლება მივიღოთ თხევადი ჰაერის ფრაქციული გამოხდით. კრიპტონის რაოდენობა სივრცეში დამოკიდებულია მეტეორულ აქტივობასა და მზის ქარებზე. კრიპტონი არის ჰაერის ატმოსფეროში. წარმოიქმნება ბირთვული დაყოფით, მათ შორის ბუნებრივი პროცესების შედეგად, რომელიც მიმდინარეობს რადიოაქტიური ლითონების მადნებში.

კრიპტონი ქიმიურად ინერტულია. მკაცრ პირობებში რეაგირებს ფთორთანკრიპტონის დიფტორიდის წარმოქმნით. შედარებით ეხლახან მიღებული იქნა პირველი ნაერთი კავშირებით Kr-O (Kr(OTeF5)2).

კრიპტონს აგრეთვე შეუძლია წყალთან წარმოქმნას კლარტატები (ჰიდრატები, მაგალითად, Kr × 6H2O), სადაც წყალში მოლეკულათშორისი მანძილები შევსებულია აირის მოლეკულებით. კლარტატები წარმოადგენენ არამდგრად ნაერთებს და მათ არსებობა შეუძლიათ შედარებით დაბალ ტემპერატურაზე. კრიპტონის ატომების მიერ კრისტალჰიდრატის წარმოქმნა იმის მაჩვენებელია, რომ მათ აქვთ პოლარიზაციის უნარი.

1965 წელს გაცხადებული იქნა შემდეგი შემადგენლობის შენაერთის მიღების შესახებ - KrF4, KrO3·H2O და BaKrO4. მოგვიანებით კი მათი არსებობა უარყოფილ იქნა.

2003 წელს ფინეთში პირველად იქნა მიღებული ფოტოლიზის გზით კრიპტონის მატრიცაზე კრიპტონისა და აცეტილენის ნაერთი კავშირებით C-Kr (HKrC≡CH — ჰიდროკრიპტოაცეტილენი) 

გამოიყენება ზემძლავრი ექსიმერული ლაზერების (Kr-F) წარმოებაში.

კრიპტონის ფტორიდი შემოთავაზებულია როგორც სარაკეტო საწვავის მჟანგავი და როგორც საბრძოლო ლაზერების კომპონენტი.

გამოიყენება მინაპაკეტებში როგორც მინებს შორისი სივრცის შემავსებელი, მინაპაკეტებისათვის უფრო მაღალი თბოფიზიკური და ხმის იზოლაციის თვისებების მისაცემად.

კრიპტონოსაგან გამოყოფილი მრავალი სპექტრალური ხაზი იწვევს მის იონიზაციას, რაც საშუალებას იძლევა იგი გამოყენებულ იქნას ფოტოგრაფიაში, როგორც ბრილიანტის თეთრის ნათების წყარო. კრიპტონი, სხვა აირებტან ერთად იძლევა კაშკაშა მომწვანო-ყვითელნათებას.

კრიპტონს არგონთან ერთად იყენებენ ფლუორესცენციული ნათურების შესავსებად (კრიპტონი 100-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე არგონი). კრიპტონი ქსენონთან ერთად გამოიყენება გავარვარებული ნათურების შესავსებად. კრიპტონი ასრულებს მნიშვნელოვან როლს კრიპტონ-ფტორიდის ლაზერის მიღებასა და გამოყენებაში.

ექსპერიმენტულ ფიზიკაში თხევადი კრიპტონი გამოიყენება კვაზი-ჰომიგენური ელექტრომაგნიტური კალორიმეტრის მისაღებად. ამის მაგალითია NAM48-ის ცდა CERN-ში, რომელიც შეიცავს დაახლოებით 27 ტონა თხევად კრიპტონს. კრიპტონ-83 გამოყენება ჰპოვა (MRI) - მაგნიტურ რეზონანსულ იმიჯში (გამოსახულება), კერძოდ იგი გამოიყენება ჰიდროფილური და ჰიდროფობური ზედაპირების განსასხვავებლად, რომელსაც მოიცავს აირის სივრცე.

კრიპტონის ზემოქმედება ცოცხალ ორგანიზმზე ცუდადაა შესწავლილი. შეისწავლება მისი გამოყენების შესაძლებლობა წყალქვეშა საქმეებში, სასუნთქი ნაზავის შემადგენლობაში მაღალი წნევის პირობებში, ასევე როგორც ანესთეზიის საშუალება.

კრიპტონის დიდი რაოდენობით შესუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს გაგუდვა.

კრიპტონის შემცველი აირების ნაზავების შესუნთქვისას, 3,5 ატმოსფეროზე უფრო მაღალი წნევის დროს შეიმჩნევა ნარკოტიკული ეფექტი

იხ. ვიდეო ქსენონი ყველაზე ნათელი გაზი დედამიწაზე








суббота, 27 февраля 2021 г.

ელექტრონული მიკროსკოპი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

               ელექტრონული მიკროსკოპი

ელექტრონული მიკროსკოპი

მოწყობილობა, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, მიიღოს ობიექტის ძლიერ გადიდებული გამოსახულება ელქტრონების ერთ წერტილში ფოკუსირებისმეშვეობით.

ოპტიკური მიკროსკოპისგან განსხვავებით ელექტრონულ მიკროსკოპში იყენებენ ელექტრონების ნაკადს და მაგნიტურ ან ელექტრონულ ლინზებს.

ზოგიერთი ელექტრონული მიკროსკოპი უზრუნველყოფს გამოსახულების 2 მილიონჯერ გადიდებას, ამავე დროს უნდა გავიხსენოთ რომ საუკეთესო ოპტიკური მიკროსკოპები მხოლოდ 2000-ჯერ ადიდებენ. როგორც ელექტრონულ ასევე ოპტიკურ მიკროსკოპებს შეუძლიათ განსაზაღვრონ ტალღის სიგრძის დამოკიდებულება.

ელექტრონულ მიკროსკოპებში გამოიყენება ელექტრონული ან მაგნიტური ლინკეზები, რათა ვმართოთ ელექტრონები და გავადიდოთ ობიექტის რომელიმე კონკრეტული ადგილი

იხ. ვიდეო ელეტტრონული მიკროსკოპი

გამოყენების სფეროები

ნახევრად გამტარი და შემნახველი მონაცემები

  • სქემის აღდგენა
  • 3D მეტროლოგია
  • დეფექტური ანალიზი

ბიოლოგია და ბილოგიის დარგები

  • კრიობილოგია
  • ბოჭკოს ლოკალიზაცია
  • ელექტრონული ტომოგრაფია
  • კრიო-ელექტრონული მიკროსკოპია
  • ტოკსიკოლოგია

ბიოლოგიური წარმოება და ვირუსის ჩატვირთვის მონიტორინგი

  • ნაწილობრივი ანალიზი
  • რაოდენობის ფარმაცევტული კონტროლი
  • ქსოვილის 3D გამოსახულება
  • ვირუსოლოგია
  • მეცნიერული გამოკვლევები
  • მატერიალების კვალიფიკაცია
  • მატერიალებისა და ნიმუშების მომზადება
  • ნანოპროტოტიპების შექმნა
  • ნანომეტროლოგია
  • მოწყობილობის აღწერის ტესტირება და გადაღება

ინდუსტრია

  • მაღალი ხარისხის გამოსახულების შექმნა
  • 2D და 3D მაკრომახასიათებლების მოცილება
  • მაკრონიმუშები ნანომეტრიული მეტროლოგიისათვის
  • პარამეტრების ნაწილობრივი აწყობა და დაშლა
  • დინამიური ექსპერიმენტების აღდგენა
  • ნიმუშების მომზადება
  • სამართლებრივი ექსპერტიზა
  • ქიმია/ნავთობქიმია



ფრიდერიკ შოპენი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       ფრიდერიკ შოპენი

(პოლ. Fryderyk Franciszek Chopin (Szopen)) (დ. 1 მარტი (სხვა წყაროებით — 22 თებერვალი1810, სოფელი ჟელიაზოვა–ვოლია, ვარშავის მახლობლად, პოლონეთი — გ. 17 ოქტომბერი1849პარიზისაფრანგეთი) — პოლონელი კომპოზიტორი და პიანისტი, დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა საფრანგეთში (ფრანგ. Frédéric François Chopin). ავტორი მრავალრიცხოვანი ნაწარმოებებისა ფორტეპიანოსთვის.

პოლონური მუსიკალური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენელი. 1831 წლიდან ცხოვრობდა პარიზში. შოპენის მუსისკისთვის დამახასიათებელია ლირიზმი, სხვადასხვა ხასიათის დახვეწილად გადმოცემა; მისი ნაწარმოებები გამოირჩევა ფართო ეროვნულ–ფოლკლორული და ჟანრული კავშირებით. მან ახლებურად განმარტა სხვადასხვა ჟანრი: ააღორძინა რომანტიზმზე დაფუძნებული პრელუდია, შექმნა საფორტეპიანო ბალადა, პოეტიზმი და დრამატიზმი შეიტანა ცეკვებში — მაზურკაპოლონეზივალსისკერცო გარდასახა დამოუკიდებელ ნაწარმოებად; გაამდიდრა ჰარმონია და საფორტეპიანო ფაქტურა.

მის შემოქმედებაში აღსანიშნავია: 2 კონცერტი (18291830), 3 სონატა (1828–1844), ფანტაზია (1841), 4 ბალადა (1835–1842), 4 სკერცო (1832–1842), ექსპრომტები, ნოკტიურნები, ეტიუდები და სხვა ნაწარმოებები ფორტეპიანოსთვის.

1927 წლიდან ვარშავაში ტარდება შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსი.

საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა კომპოზიტორი დასაფლავებულია პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზე, შოპენის ანდერძით მისი გული სხეულიდან ამოკვეთეს და ჩაატანეს ვარშავის წმინდა ჯვრის ეკლესიის სვეტში.გარდაცვალების მიზეზად კი დღემდე ტუბერკულოზია დასახელებული.

იხ. ვიდეო 10 უცნობი ფაქტი შოპენის შესახებ

შოპენი დაიბადა პოლონეთში, ჟელიაზოვა ვოლიაში, ვარშავიდან 50 კილომეტრი დაშორებით.ეკლესიის მიხედვით ფრიდერიკ შოპენი დაიბადა 22 თებერვალს, ხოლო მშობლების მიხედვით 1 მარტს. მამამისი - მიკოლა შოპენი დაიბადა საფრანგეთში. ის ჩავიდა პოლონეთში 1787 წელს - 16 წლის ასაკში.

1810 წელს, როდესაც ფრიდერიკი იყო 7 თვის, ოჯახი საცხოვრებლად ვარშავაში გადავიდა. ფრიდერიკის მამამ ფრანგული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1817 წელს, როდესაც ფრიდერიკი 7 წლის იყო მამამისმა ამავდროულად ვარშავის ლიცეუმში მუშაობა დაიწყო. თვით ფრიდერიკი ლიცეუმში 1823-1826 წლებში სწავლობდა. თუმცა მამამისი ფრანგი იყო, ფრიდერიკმა ფრანგული კარგად არასოდეს არ იცოდა, პარიზში ყოფნის დროსაც კი.

შოპენის მთელ ოჯახს არტისტული განათლება ჰქონდა:მამამისი უკრავდა ვიოლინოსა და ფლეიტაზე, დედამისი - ფორტეპიანოზე და შვილებსც ასწავლიდა დაკვრას. იოსეფ სიკორსკი - შოპენის თანამედროვე თავის წიგნში მემუარები შოპენზე (Wspomnienie Chopina) წერდა: პატარა ფრიდერიკი აღტაცებული იყო, როდესაც დედამისი ფორტეპიანოზე უკრავდა. 6 წლის ასაკში ცდილობდა სმენით აეწყო დედამისის დაკრული. პირველ საფოტეპიანო გაკვეთილებს სწორედ დედამისისგან და უფროსი დის - ლუიზასგან იღებდა. ის პატარობიდან გადიოდა კონცერტებზე, მას "მეორე მოცარტი" უწოდეს.

1816-1821 წლებში მან დაწერა ორი პოლონეზი. პირველად ის ფიოდრ ციბულსკიმ გამოაქვეყნა.

11 წლის ასაკში მან დაუკრა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-თან, რომელიც ამ დროს ვარშავაში იმყოფებოდა. შოპენი პატარობიდანვე გამოირჩეოდა თავისი ნიჭით, არა მარტო მუსიკაში არამედ ლექსების კითხვაში და კარიკატურების ხატვაში. გადმოცემის მიხედვით შოპენი ძალიან ნიჭიერი იყო ხატვაში. სკოლაში ერთ-ერთი ნახატით მან გააოცა მასწავლებელი.

ახალგაზრდობაში იგი პოლონურმა ხალხურმა მუსიკამ გაიტაცა და თავის მუსიკაშიც კი იხმარა.

იხ. ვიდეო შემოდგომის ვალსი

შოპენი სწავლობდა სახლში 13 წლამდე, შემდეგ 1823 წელს შევიდა ვარშავის ლიცეუმში , თუმცა აგრძელებდა სწავლას ჟივნისთან1825 წელს იგნაზ მოშელეს ნაწარმოების დაკვრის დროს მან გააოცა აუდიტორია თავისუფალი იმპროვიზაციით, და იგი დაასახელეს ”ვარშავის საუკეთესო პიანისტად”
1826 წლის შემოდგომაზე შოპენმა დაიწყო კომპოზიტორ იოზეფ ელსნერის 3 წლიანი კურსი ვარშავის კონსერვატორიაში, რომელიც მაშინ უნივერსიტეტის ფილიალი იყო(ამიტომაც შოპენი ჩაწერილია უნივერსიტეტის სტუდენტთა ნუსხაში).სავარაუდოდ 1822 წელს შოპენს ჰქონდა პირველი კონტაქტი პოლონელ კომპოზიტორებთან. სწორედ ელსნერი იყო შოპენის მასწავლებელი 1823 წელს, ხოლო 1826 წლიდან შოპენი ოფიციალურად სწავლობდა მუსიკის თეორიას, ფიგურულ ბასებს და კომპოზიციას ელსნერთან ერთად. ზუსტად ამ წლებში ელსნერმა აღმოჩინა შოპენის ”განუმეორებელი ნიჭი” და ”მუსიკალური გენია”. ისევე როგორც ჟივნიმ,ელსნერმაც კი არ იმოქმედა , არამედ გახსნა შოპენის ტალანტი. ელსნერის ცდილობდა შეესწავლა შოპენისადმი აკადემიური წესები, და ”შოპენმა უნდა შეძლოს შექმნას კლასიკურ წესებზე დაფუძნებული საკუთარი, განუმეორებელი მუსიკა
იხ. ვიდეო

ძირითადი ნაწარმოებები

58 მაზურკა

  • 16 პოლონეზი
  • 19 ვალსი
  • 21 ნოქტიურნი
  • 26 პრელუდია (24 პრელუდიის ციკლი და ცალკე 2 პრელუდია)
  • 27 ეტიუდი
  • 4 ექსპრომტი
  • დასაძინებელი
  • ბარკაროლა
  • 3 სონატა ფორტეპიანოსათვის
  • 4 ბალადა
  • 4 სკერცო
  • ფანტაზია ფა მინორი
  • 2 კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის
  • სონატა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის
  • 17 სიმღერა ხმისა და ფორტეპიანოსათვის







მშობიარობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                              მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...