вторник, 2 марта 2021 г.

Volkswagen

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                      ფოლკსვაგენი 

                   

(გერმ. Volkswagen [ˈfɔlksˌvaːɡən] „სახალხო მანქანა“) — გერმანული საავტომობილო კომპანია. მისი სათავო ოფისია ქვემო საქსონიის ქალაქ ვოლფსბურგში. „ფოლკსვაგენი“ კონცერნ „ფოლკსვაგენ ჯგუფის“ საბაზო და ძირითადი ბრენდია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელია. „ფოლკსვაგენის“ გარდა, კონცერნს ეკუთვნის „აუდი“„ბენტლი“ (Bentley), „ბუგატი“ (Bugatti), „ლამბორგინი“„სეატი“ (Seat), „შკოდა“ (Škoda) და სხვა ცნობილი ბრენდები. დევიზი - Das Auto, დაფუძნდა 1937წ-ის 28 მაისს, ბრუნვა 
€197 007 მლრდ (2013), თანამშრომელთა რაოდენობა - 369 928 ადამიანი (2008წ-ის 31 დეკემბრისთვისთვის)
იხ. ვიდეო

1930-იან წლებში ავტომობილი ფუფუნების საგანს წარმოადგენდა და 50 გერმანელიდან მხოლოდ ერთს ჰყავდა. უბრალო ხალხს, ძირითადად, მოტოციკლეტის ყიდვა შეეძლო. ამ ბაზრის ათვისება რამდენიმე კომპანიამ ერთდროულად განიზრახა. საქმე წინ ნელა მიიწევდა.

1934 წელს ადოლფ ჰიტლერი დაინტერესდა საკითხით. ფიურერმა კონსტრუქტორებს მოსთხოვა გერმანული ოჯახებისთვის იაფი, ჭეშმარიტად სახალხო მანქანის შექმნას, რომელშიც ორი ზრდასრული და სამი ბავშვი დაეტეოდა. ახალ მანქანას 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა უნდა შეძლებოდა და 62 ცხენის ძალა ჰქონოდა. ჰიტლერი ოცნებობდა, რომ გერმანიის მოქალაქეებისთვის ისევე ხელმისაწვდომი გამხდარიყო ოჯახური ავტომობილი, როგორც ეს ამერიკელებისთვის იყო. მესამე რაიხის ბელადის ბრძანების თანახმად, „სახალხო მანქანის“ ფასი 990 რაიხსმარკა (იმდროინდელი კურსით, სულ რაღაც 396 აშშ დოლარი) უნდა ყოფილიყო. ზუსტად ამდენი ღირდა პატარა მოტოციკლეტი. ეს ფასი მისაღები იქნებოდა ბევრი გერმანელისთვის, რადგან საშუალო შემოსავალი 32 რაიხსმარკა იყო კვირაში.

                                                                       

ფოლსვაგენის ლოგოს ევულუცია (1937 - 2019წწ)

       

ადოლფ ჰიტლერის უშუალო დავალებით, 1937 წლის 28 მაისს გერმანელ მუშათა ფრონტმა (Deutsche Arbeitsfront) ბერლინში დააარსა ფირმა, რომელსაც 1938 წლის 16 სექტემბერს „ფოლკსვაგენი“ ეწოდა. მალე აშკარა გახდა, რომ შეუძლებელი იყო მოტოციკლეტის ფასად მანქანის გამოშვება. ფიურერი უკან დახევას არ აპირებდა. მან ხალხისთვის შეიმუშავა თანხის დაზოგვის სქემა: „კვირაში 5 მარკა უნდა გადადოთ, საკუთარი მანქანის ტარება თუ გსურთ“. წმინდა წყლის პროპაგანდა არარეალისტურ პროექტს ლობირებდა, მაგრამ ნაცისტური რეჟიმის მხარდაჭერით, ლეგენდარული ფოლკსვაგენი 336 ათასი მოქალაქის ოჯახის სამსახურში ჩადგა. 1938 წელს ქალაქ შტუტგარტში გამოვიდა ავტომობილ KdF-Wagen-ის პროტოტიპი.

1972 წელს ფოლკსვაგენმა 15 007 034 „ხოჭოს“ გამოშვებით ფორდ-ტეს (Ford T) რეკორდს აჯობა[4].

1973 წელს „ფოლკსვაგენმა“ პირველი პასატი გამოუშვა, 1974 წელს კი – გოლფ-1 (Golf I).

1975 წელს გამოვიდა პირველი თაობის პოლო, ხოლო 1978 წლიდან – ჯეტა-1 (Jetta I).

1980 წელს გერმანიაში „ხოჭოს“ გამოშვება დასრულდა, მაგრამ მექსიკის ქარხანაში მისი წარმოება კიდევ დიდხანს გაგრძელდა. 1981 წელს გამოვიდა მეოცმილიონე „ხოჭო“. ბოლო ეგზემპლარი 2003 წლის 30 ივლისს გამოუშვეს და ის იყო 21 529 464-ე „ხოჭო“, რაც ერთი კონკრეტული მოდელისთვის ნამდვილი მსოფლიო რეკორდია. 1981 წელს მეორე თაობის პოლო გამოუშვეს ბაზარზე. 2007 წელს ააწყვეს 25-მემილიონე გოლფი.

დღეს ფოლკსვაგენი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ბრენდია. 2008 წლის მონაცემებით, ევროპაში ყოველი მეხუთე მსუბუქი ავტომობილი ფოლკსვაგენია.

                                        

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...