среда, 3 марта 2021 г.

ირლანდიის დიდი შიმშილობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

           ირლანდიის დიდი შიმშილობა

                                            on Corta mor

ბრიჯეტ ო დონელი ორ გოგოსთან ერთად შომშილობის პერიოდი 1849წ

(ირლ. an Gorta Mór) — პერიოდი ირლანდიის ისტორიაში, რომელიც გამოირჩეოდა მასობრივი შიმშილით, ავადმყოფობითა და ემიგრაციით, 1845-დან 1852 წლამდე. ის ირლანდიის ფარგლებს გარეთ ასევე ცნობილია, როგორც ირლანდიის კარტოფილის შიმშილობა. ირლანდიურ ენაზე მას ეწოდება an Gorta Mór (დიდი შიმშილობა) ან Drochshaol (ცუდი დრო).

შიმშილობის განმავლობაში გარდაიცვალა დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი და მილიონზე მეტი წავიდა ემიგრაციაში., შედეგად ირლანდიის მოსახლეობამ იკლო 20-25%-ით. შიმშილობის უშუალო მიზეზი იყო კარტოფილის დაავადება — ფიტოფტოროზი. თუმცა ამ დაავადებამ კარტოფილის მოსავალი მთელ ევროპაში გაანადგურა 1840-იან წლებში, ირლანდიაში განსაკუთრებით მწვავე გამოდგა, რადგან მოსახლეობის 30% მთლიანად დამოკიდებული იყო კარტოფილზე, როგორც მთავარ საკვებ პროდუქტზე, ამას ამწვავებდა შიდა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური

 ფაქტორებიც.

                                                                  

თავდასხმა დუნგარვანში საცხობზე 1846წ-ს შიმშილობის დროს

დიდი შიმშილობა იყო ირლანდიის ისტორიის გამყოფი. მან მთლიანად შეცვალა ირლანდიის დემოგრაფიული, პოლიტიკური და კულტურული ლანდშაფტი. შიმშილობა, როგორც ადგილობრივი ირლანდიელების, ასევე მათი დიასპორების ფოლკლორში აისახა და გახდა გამაერთიანებელი წერტილი სხვადასხვა ეროვნული მოძრაობების მთელს კუნძულზე, რომელიც მაშინ დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ნაწილი იყო. თანამედროვე ისტორიკოსები ირლანდიის ისტორიას დიდი შიმშილობით ყოფენ და მანამდე არსებულ პერიოდს მოიხსენიებენ, როგორც — „შიმშილობამდელი“.

იხ. ვიდეო




Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...